Sign in to follow this  
Followers 0

ძიუდო

58 posts in this topic

ეს სპორტის სახეობა საქართველოში ძალიან პოპულარულია, შეიზლება ითქვას რომ ჩვენი ძიუდოისტები მსოფლიოსი მოწინავეთა შორის არიან, ქართველი ძიუდოისტები ოქროს ასოებს წერდნენ სპორტულ მატიანეში, ძალიან დიდი წარმატებებისთვის მიგვიღწევია ამ სპორტის სახეობაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე, ასევე ოლიმპიურ ასპარეზზე. ვინც არ იცით მინდა გითხრათ, რომ ძიუდოს სამშობლო არის იაპონია, ხოლო მისი დამFუძნებელი არის ძიგაი კანო. ძიუოს დააარსების დღეს ითვლება 1882 წელი, ძიუდო არის ოლიმპიური სპორტის სახეობა. როგორც ყველა სპორტის სახეობაში, აქაც არის სხვადასხვა ხარისხის განმსაძღვრელი ნიშანი(ამ შემთხვევაში ქამარი). ქვემოთ შემოგთავაზებთ რა ტიპის ქამრები არსებობს. ორთაბრძოლები ტარდება ხალიჩაზე(რომესც ტატამი ეწოდება), რომლის სიგრძე სიგანე 8 X 8 ან კიდევ 10 X 10 მეგრძეუნდა იყოს.

ბრაზილიაში ძიუდოს აქვს ასეთი ტიპის ქამრები:

თეთრი

ლურჯი

ყვითელი

ორანჟისფერი (ვერ ვთარგმნე :D :D )

მწვანე

იასამნისფერი

ყავისფერი

შავი

ავსტრალიაში, კანადაში და ევროპაში ასეთი ტიპის ქამრები არსებბს:

თეთრი

ყვითელი

ორანჟისფერი :D

მწვანე

ლურჯი

ყავისფერი

შავი

პ.ს ინფორმაცია ეკუთვნის Graf Monte Christo

1

Share this post


Link to post
Share on other sites

ამჯერად ყველაზე მეტად კვირკველია და გოგშელიძე მომწონს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, თავის დაღი დაასვა სპორტსაც, ფეღბურთის გარდა, ძიუდოშიც არის პრობლემები და ჭიდაობაში, იმედია ამათ პარპაშს მალე მოეღება ბოლო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მოგვერდის ძალა

sport_jiudo_wazary.jpg

ქართველებისათვის ჭიდაობა მხოლოდ სპორტი არასოდეს ყოფილა. ეს იყო ერთგვარი თავის გამოხატვისა და თვითრწმენის შენარჩუნების საშუალება. რუსეთის მოსვლამდე, ჩვენი ქვეყნის დამპყრობელთა უმეტესობა ჭიდაობას ძალიან დიდად აფასებდა და ამან ქართველებს საოცრად დიდი სტიმული მისცა, ყველასათვის დამტკიცებინათ არავისზე ნაკლებები რომ არ იყვნენ.

ძველქართული ჭიდაობის ილეთები: მოგვერდი, კისრული, ფეხური, შუაკაური და სხვა... დაახლოებით იმ პერიოდში შეიქმნა, როდესაც ჭიდაობა მსოფლიოში მხოლოდ ახალ ნაბიჯებს დგამდა და მოჭიდავეებს ტექნიკაზე მეტად ფიზიკური ძალის ქონა მოეთხოვებოდათ.

არსებობს აზრი, რომ ჭიდაობა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში უყვართ და დასავლეთში ამ სპორტს მაინცა და მაინც არ სწყალობენ. ეს შეხედულება აშკარად მცდარია, რადგან ცნობილის ქართველი ფალავნების არცთუ მცირე ნაწილი მეგრელები, იმერლები და გურულები იყვნენ.

მე 19-ე საუკუნის თბილისში გაზაფხულობით სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული გლეხები ადგილობრივ, თბილისელ ფალავნებს ხშირად ამარცხებდნენ ხოლმე, რაც ძალიან აბრაზებდა ქალაქელებს და ჭიდაობა ხშირად ჩხუბითაც მთავრდებოდა. ერთი ძალიან საინტერესო ამბავი შემოგვინახა ზეპირმა გადმოცემებმა: მორიგი გაზაფხულის საჭიდაო სეზონზე ვინმე იმერელმა გიორგამ სულ ”ერთმანეთზე დააწყო” თბილისის რჩეული ფალავნები და ამით კაიძალი თანხაც მოიგო. აღსანიშნავია, რომ მანამდე თბილისელებს არც გაეგოთ ასეთი ფალავნის არსებობა. ჭიდაობისას გიორგას იქ შეკრებილი გლეხობა გულშემატკივრობდა, დანარჩენ ფალავნებს კი მთელი ქალაქი!

იმერელი მოჭიდავის ბოლო მეტოქე მთელ ქალაქში თავისი ”მყრალი ხასიათით” ცნობილი კინტო არტურა ყოფილა. მან თავიდანვე იცოდა, რომ ”სუფთა” ჭიდაობით გიორგასთან ვერაფერს გახდებოდა. ამიტომ დიდი უსინდისობა გამოიჩინა და მეტოქეს ჭიდაობისას მარცხენა ფეხი მთელი ძალით ჩაარტყა აქ არ ხსენებულ, მაგრამ გასაგებ ადგილას. გიორგა გულწასული დაეცა...

დიდი ზარ-ზეიმი ატეხეს არტურას გულშემატკივრებმა, აქაოდა, როგორც იქნა იმერელი ფალავნის დამარცხება შევძელითო. ხოლო ასეთი უსინდისობის მხილველი გლეხები ისე გაბრაზდნენ, რომ სახრეები მოიმარჯვეს და ქალაქელებს დაერივნენ. მოჩხუბართა გაშველება ვერც პოლიციელებმა შეძლეს და განსაკუთრებით ბევრი კინტო არტურას მოხვდა. საინტერესო კი ისაა, რომ პოლიციამ მხოლოდ ერთი ადამიანი, იმერელი გიორგა დააპატიმრა 3 თვით, როგორც ჩხუბის წამომწყები(?!)

ასეთი სპორტული დაპირისპირებები ქალაქსა და სოფელს შორის, მეზობელ რაიონებს შორის და თუნდაც ქალაქებს შორის, თითქმის მთელს მსოფლიოში სპორტული ცხოვრების შემადგენელ ნაწილად ითვლება. ჩემპიონთა ლიგიდან “რეალი” რომ გამოვარდება, ესპანეთში დიდი ზეიმია.

ვინც მანჩესტერშია ნამყოფი, იქაც იგივეს ნახავდა _ მთელი ქალაქი ქუჩაში გამოდის და “მანჩესტერ იუნაიტედის” _ ამავე ქალაქის გუნდის წაგება უხარია. საქმე ის არის, რომ მანჩესტერელები გულშემატკივრობენ “მანჩესტერ სიტის” და არა “მანჩესტერ იუნაიტედს”. თუმცა დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოში “მანჩესტერ იუნაიტედს” უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე “სიტის”. საქართველოში კი ასეთი წმინდა სპორტული “მტრობა” მხოლოდ ჭიდაობაში არსებობს და ჩემის აზრით ეს ძალიან კარგი და მართებული ტრადიციაა.

დღეს, ქართლში გორელი, ქარელელი და კასპელი ახალგაზრდა მოჭიდავეები, სოფლებში სახელდახელოდ გაკეთებულ ნახერხდაყრილ “ტატამებზე” ერთმანეთს ისეთი მონდომებითა და ჟინით ებრძვიან, კაცს ეგონება ოლიმპიადის საგზურს ათამაშებენო.

კასპელი მოიჭიდავისათვის გორელის ძლევა ხანდახან ევროპის ჩემპიონობას უდრის. ერთხელ თავად გახლდით მოწმე გორელები როგორ ქილიკობდნენ მსოფლიოს ჩემპიონ ერთ-ერთ ქარელელ მოჭიდავეზე. “ეგ ვიღაც პოლონელებთან და რუსებთანაა მაგარი, თორემ აბა თუ ბიჭი იყო ჩვენი ბიჭები წაექციაო” ერთი ძველი მოჭიდავისგან ისიც კი გამიგია, რომ საბჭოთა კავშირის პეროიდში ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მოჭიდავე კარიერის დასრულების შემდეგ, მთელი ცხოვრება იმაზე სწუხდა, რომ თანასოფლელი და მასთან ერთად გაზრდილი ბიჭი ჭიდაობაში ვერასოდეს ვერ დაემარცხებინა.

ეს ბიჭი პროფესიონალი მოჭიდავე არასოდეს ყოფილა და მისი დამარცხება ნებისმიერ საშუალო დონის ფალავანს შეეძლო, მაგრამ რატომღაც მაინცა და მაინც თავის ბავშვობის მეგობარ ცნობილ მოჭიდავესთან იჩენდა ფხას და სულ ყირამალა ატრიალებდა.

მას შემდეგ, რაც ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში ასპარეზობის წესები მკაცრად გაიწერა, ბევრი ფიქრობს, რომ ჭიდაობამ თავისი ერთგვარი სილამაზე დაკარგა.

თანამედროვე ბერძნულ-რომლიული (რომელიც ძალიან მცირდით თუ ჰგავს ნამდვილ ბერძნულ-რომაულს) ჭიდაობა ქულებზე დაწვრილმანებას უფრო მოგაგონებთ. ამის გამო ძალიან სამწუხაროა, რომ ჭიდაობის პოპულარიზაცია მსოფლიოში დღეს ძალიან ნელი ტემპებით ხორციელდება.

ევროპელებს ეს სპორტი დიდად არასოდეს იზიდავდათ, აზიელებმა კი თანდათან ფეხბურთისა და სხვა გუნდური სპორტისაკენ გახედვა დაიწყეს. ამიტომ ქართულ ჭიდაობას სწორედ ახლა აქვს რეალური შანსი, რომ თავისი ძალა საყოველთაოდ წარმოაჩინოს.

ნახერხის გროვებზე ჭიდაობაში გაზრდილი ჩვენი ფალავნების ახალი თაობა ძალიან საეჭვოა, რაიმეთი ჩამოუვარდებოდეს სადმე ფრანკფურტის ულტრათანამედროვე სპორტულ კომპლექსში გასპორტსმენებულ გერმანელ თანატოლებს. უბრალოდ ბევრი ყურადღება, ცოტათი მეტი დაფინანსება და ულტრათანემედროვე დარბაზში აღზრდილ არაერთ დიდი ქვეყნის მოჭიდავეს ნახავთ ქართველი ბიჭების მიერ ტატამზე გაშოტილს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=7238

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავე ნოე ჭელიძე პერსპექტივების ძებნას აშშ-ში განაგრძობს :(

ქართველი სპორტსმენები პერსპექტივებს საზღვარგარეთ ეძებენ. თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი, 21 წლის ნოე ჭელიძე, რომელსაც საქართველოს სახელით საერთაშორისო ასპარეზზე რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და სამომავლო პერსპექტივების ძებნას იქ განაგრძობს.

„მესამე თვეა, ამერიკაში, ოჰაიოს შტატში, ქალაქ კოლუმბუსში ვცხოვრობ და იქაური მწვრთნელების დახმარებით ვვარჯიშობ. ამჟამად 79 კგ წონით კატეგორიაში ვჭიდაობ და მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის ვემზადები. პარალელურად ახალგაზრდებს თავადაც ვწვრთნი. აქ ყველანაირ ხელშეწყობას და უფრო დიდ ასპარეზზე გასვლას მპირდებიან“, - განაცხადა ჭელიძემ, რომელიც ამ ეტაპზე სწავლის გაგრძელბას ამერიკულ კოლეჯში აპირებს, რაც, მისივე თქმით, მის მომავალ სპორტულ კარიერაში გადამწყვეტი უნდა გახდეს.

სანამ ძალებს ამერიკაში მოცდიდა, ჭელიძე საქართველოში, ონში ვარჯიშობდა. მისი პირველი მწვრთნელი მიხეილ მაისურაძე იყო. შემდეგ, 1997 წლიდან მან წვრთნა თბილისში, სპორტის აკადემიის ოლიმპიური რეზერვების მოზადების ცენტრში მწვრთნელ ჯონი ლორიასთან გააგრძელა.

„მართალია, საქართველოში უამრავ წარმატებას მივაღწიე, თუმცა სპორტული მოღვაწეობის გაგრძელება შტატებში ვარჩიე, რადგან ვფიქრობ, ამ კუთხით აშშ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქვეყანაა“, - განმარტა ჭელიძემ.

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჭელიძეს ნიჭიერ ახლგაზრდად, პერსპექტიულ სპორტსმენად და ღირსეულ მწვრთნელად აფასებენ. მათი განმარტებით, ჭელიძემ თავისუფალი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექციისგან მადლობა არაერთხელ დაიმსახურა.

2002 წელს ნოე ჭელიძეს ლევან თედიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში I ადგილის დაკავებისთვის სპეციალური სიგელი აქვს მიღებული, 2003 წელს თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობაზე - III ადგილი, 2004 წელს - მუსფიქ ისაევის ხსოვნისადმი მიძღვნილ V საერთაშორისო ტურნირზე - II ადგილი, იმავე წელს „Fila“-ს საერთაშორისო ფედერაციის ტურნირზე - I ადგილი, 2005 წელს ვაან ზატიკიანის ხსოვნისადმი მიძღნილ VI საერთაშორისო ტურნირზე - I ადგილი, იმავე წელს თბილისის საქალაქო ტურნირზე - I ადგილი.

http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=44444

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოში მინდინარე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში ორგანიზაციული დონით ნორმალურად მიმდინარეობს, ტურნირის პირველ დღეს ერთადერთი მედალი მოვიპოვეთ 60 კგ. კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნესტორ ხერგიანმა. ვნახოთ როგორი გამოდგება ტურნირის მეორე და მესამე დღე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დასრულდა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში ტარდებოდა, ეს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ცუდად დასრულდა რადგან მხოლოდ სამი მედალი( 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) მოიპოვა. გაგაცნობთ ყველა გამარჯვებულს რომელთაც 25 და 26 აპრილს აიღეს საპრიზო ადგილები.

81 კგ. კატეგორია.

1. ივან ნიფონტოვი (რუსეთი)

2. ანტონიო ჩიანო [იტალია]

3. ალაზ სედეი [სლოვენია]

3. ლევან წიკლაური [საქართველო]

73 კგ. კატეგოია

1. ვლოდიმირ სოროკა [უკრაინა]

2. დექს ელმონტი [ჰოლანდია]

3. ჟილე ბონომი [საფრანგეთი]

3. მარსელ ტრუდოვი [მოლდავეთი]

90 კგ. კატეგორია

1. ანდრეი კაზუსიონოკი [ბელორუსი]

2. ვარლამ ლიპარტელიანი [საქართველო]

3. კარლოს ბაუზა [ლიტვა]

3. ელხან მამადოვი [აზერბაიჯანი]

100 კგ. კატეგორია

1. ტაგირ ხაიბულაევი [რუსეთი]

2. ჰენკ ხროლი [ჰოლანდია]

3. ევგენის ბოროდავკო [ლატვია]

3. დანიელ ბრატა [რუმინეთი]

+100 კგ. კატეგორია

მარტინ პადარი [ესტონეთი]

2. ხრიმ ვუისტერსი [ჰოლანდია]

3. ალექსანდრ მიხაილინი [რუსეთი]

3. იჰარ მაკარაუ [ბელარუსი]

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატებში 1993 წლიდან მოყოლებული დაუგროვდა 52 მედაალი, რომლებიც ასე ნაწილდება 12 ოქროს მედალი, 12 ვერცხლის, 28 ბრინჯაოსი. აქ არ შემოგთავაზეთ ქალ სპორცმენთა მონაგარი, რადგან აქ საინტერესო არაფერი გახლდათ. ისიც აღსანიშნავია რომ ჩემპიონატმა საორგანიზაციო პრობლემების გარეშე ჩაიარა და ექსესების გარეშე დასრულდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ორი ბრინჯაო და ერთი ვერცხლი

0a7822444239.jpg

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - ტურნირი 24 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო. ქართველებმა ოქროს მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. ქართველი ძიუდოისტები მხოლოდ ერთ ვერცხლსა და ორ ბრინჯაოს დასჯერდნენ.

ვერცხლი -90 ვარლამ ლიპარტელიანი, -81 ლევან წიკლაური, -60 ნესტორ ხერგიანი. ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდა, კონტინენტის პირველობაზე 40 ქვეყნის 600-მდე სპორტმენი მონაწილეობდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში დიდი დაპირისპირებაა, ეს ყველაფერი ნათლად აისახება ამ სპორტის სახეობაზეც რადგანაც ასეთ ვითარებაში ჭიდაობაზე უარს აცხადებენ ისეთიძიუდოისტები როგორებიც არიან კედელაშვილი და ცირიკიძე, ძალიან სამუხაროა რომ ესეთი ამბავი ხდება იმ სპორტის სახეობაში, რომელიც რაგბის მერე[ზოგის მოსაზრებით უფრო უკეთესი შედეგებიც აქვთ] საუკეთესო შედეგებით გამოირჩევა საქართველოში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აფრიკაში გამართულ გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამ ტურნირის გამარჯვებულს 100 000 დოლარის ჯილდო ერგებოდა. 81 კგ. წონით კატეფორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ხვიჩა ხუციშვილმა, მძიმე წონაში კი ბრინჯაოს მედალს დაჯერდა ზვიად ხანჯალიაშვილი. 90 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი დაისაკუთრაიტალიელმა ლორენცო ბანიოლიმ.

ერთი კი უნდა აღინიშნოს რომ ამ გრან-პრიზე საართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით წავიდა, შეიძლება ითქვას რომ მესამე გუნდით, შესაძლებელია რომ სხვა ნაკრებებიც ასე მოიქცნენ, მაგრამ ამ ტურნირზე ისეთი ფალავნები ჭიდაობდნენ როგორებიც არიან, ლუდვიგ პაიშერი[ავსტრია], ოლე ბიშოპი[გერმანია], ელკო ვანდერ ხეესტი[ჰოლანდია], ანდრეას ტოლცერი[გერმანია].

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძიუდოს ფედერაციში დიდი განხეთქილებაა, ეს თავიდან ასახვას არ პოვებდა სპორცმენების მიერ ნაჩვენებ შედეგზა, მაგრამ ბოლოს უკვე სპორცმენებსაც გადაედოთ მღელვარება და ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ისინი ორად გაიყვნენ და ერთმანეთში ხელჩართული ბრძოლა გამართეს, ამ ჩცუბში მონაწილეობდნენ ისეთი სპორცმენები როგორებიც არიან, კედელაშვილი, ცირიკიძე, ზვიადარური, ჟორჟოლიანი, გუჯეჯიანი და სხვანი. ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, ისინი ხომ ჩვენს მორაგბეებთან ერთად გვახარებენ უდიდესი წარმატებებით მაგრამ როგორც ხედავთ მტერს არ ძინავს. გუნდის დამსახურებული მწვრთნელი შოტა ხაბარელი კი აცხადებს რომ ზვიადაური და გუჯეჯიანი გუნდ ბოლო შეკრებაზე არ გაყვებიან, ის არ ამბობს რატომ მაგრამ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ის რომ ს მათ უდისციპლინობის გამო ხდება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა დასკვნითი შეკრება დაიწყო ბორჯომში. რომელივ არის მოსამზადებელი ეტაპი როტერდამში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატისა რომელიც 26 აგვიდტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

უკვე ცნობილია რომ მსოფლიოზე იჭიდავებენ ნესტორ ხერგიანი(60 კგ), ლევან წიკლაური(81 კგ), ვალერი ლიპარტელიანი(90 კგ), ამ სიას ალბად მალე დაემატება მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპონი ირაკლი ცირიკიძე(100 კგ).

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან დამწყდა გული აქაც რომ განხეთქილებაა, რა ვერ გაიყვეს ნეტა?.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში პირველ დღეს ნესტორ ხერგიანმა(60კგ.) წონით კატეგორიაში იქიდავა, ასევე პირველ დღეს მოუწია გამოსვლა ზაზა კედელაშვილს(66კგ), ჩვენდა სამწუხაროდ ვერცერთმა ვერ შეძლო მედლის აღება, ჩემისაზრი დრო არის რომ ხერგიანის შემცვლელი ვიპოვოთ, ასაკოვანი მოწიდავეა, მართალია გამოცდილება აქვს მაგრამ ძველებურად სწრაფი აღარ არის, რაც შეეხება ზაზას მას თითქმის მთელი წელი გაუცდა და მისგან განსაკუთრებულ შედეგს არც არავინ ელოდა. . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩვენმა ძიუდოისტებმა საზიზღრად ისპარეზეს, მათ ვერცერთი მედალი ვერ მოიპოვეს ვერცერთ წნით კატეგორიაში, ტურნირზე ყვლაზე კაგდ ნაკრებისვეტერანმა ნესტორ ხერგიანმა იჭიდავა(60კგ), დანარჩენემბმა ამ შედეგთან მიღწევაც კი ვერ შეძლეს, არადა ჩვენი ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იყო წასული. ეს სრული ფიასკოა. . . იმედია ხაბარელს მიცემენ თავისუფლად მუშაობის შაშუალებას, მასზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, ჩემისაზით რათქმაუნდა, ისეთი მოწიდავეები წააყვანინეს ტურნირზე რომლებიც მტელი წელი არღვევდნენ დისციპლინას და არც უარჯიშიათ ნორმალურად.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხაბარელი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხაბარელი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან

ახლა გავიგე, გასაკვირი ამათგან არაფერი არ არის, მაგრამ ცუდია რომ გაუშვეს, საუკეთესო იყო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ახლა გავიგე, გასაკვირი ამათგან არაფერი არ არის, მაგრამ ცუდია რომ გაუშვეს, საუკეთესო იყო.

ხო ცუდია :|

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ამ სპორტის სახეობაში, მართალია მისით რ დაწყებულა ძიუდო საქართველოში მაგრამ, ამ ადამიანმა უდიდესი შრომა გასწია იმისთვის ომ მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები ყოოდა, მან შეძლო და მსოფლიოს უძლიეესი ნაკრების კონკურენტი გახადა ეს პატარა საქართველო, ის ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად არაერთხელ დაასახელეს. ეს კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას ფედერაციაში და ნაკრებში, ეხლა ვნახავთ რა შედეგები წამოვა ჩვენი ძიუდოისტებისგან, ბოლო პერიოდში ისე დაიძაბა სიტუაცია რომ რაც ოხდა ის სულიად მოსალოდნელი ამბავი იყო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მოკლედ არაფერს არ დავწერ აქ სანამ ახალი მწვრთნელი ვინ იქნება არ მეცოდინება

0

Share this post


Link to post
Share on other sites
Beorn

ახალი მწვრთნელი ამირან ტოტიკშვილი არის . . .

კი ეხლა გავიგე მეც! :)

მოკლედ რა უნდა ვთქვა ამირანზე? :) პირადად მქონია შეხება და ვიცი რომ უდიდესი პროფესიონალია :) იმედია ბევრ ტიტულს მოუტანს საქართველოს :) წარმატებებს ვუსურვებ :) შოთას (ხაბარელი) ვარჯიშებიც ვიცი რადგან ვაკეში ვჭიდაობდი და ორივე დიდი პროფესიონალია ასე რომ დრო გვიჩვენებს ყველაფერს :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Beorn

ღმერთმა ქნას რომ ყველაფერი ქართული ძიუდოს სასარგებლოდ იყოს, ხაბარელის ასე გაშვება დიდი შეცდომა იყო, მიყვარს ეს პიროვნება და დიდ პატივს ვცე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0