Sign in to follow this  
Followers 0

საქართველოს ისტორიული რუქები

44 posts in this topic

ჩემი აზრით აუცილებელიც არის მსგავსი თემის არსებობა ისტორიულ განყოფილებაში :) ნელ-ნელა ყველამ დავდოთ ვისაც რაზე მიუწვდება ხელი :),თან საინტერესოც უნდა იყოს :)

20060625030936ruka3.jpg

52575216.jpg

96386547.jpg

42939930.jpg

57357531.jpg

პ.ს. დანარჩენს მოგვიანებით დავდებ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ruka1.jpg

რუკა - დიდი საქართველო

რუკა სახელწოდებით `დიდი საქართველო~ არასოდეს გამოცემულა. გამოიცემოდა რუკები სახელწოდებით `ოდესღაც დიდი იყო საქართველო~. მაგრამ, ეს უკანასკნელნი სინამდვილეში 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკები იყო. გამოცემულა ასევე სხვა რუკებიც, მაგრამ მასზე მოცემული არ იყო ქართული ისტორიოგრაფიისა და იდეოლოგიის უახლესი მიღწევები, ანუ იყო დიდი შეცდომები. ზემოხსენებული შეცდომიანი რუკებით ვატყუებთ შვილებს და ვუკარგავთ ლაზეთის ისტორიას საქართველოს და სხვა.

სახელმძღვანელოებში დავითის, თამარის დროინდელი რუკები შედგენილია გაუგებრად და შეცდომებით.

წინამდებარე რუკა ახალი სიტყვაა ქართულ ისტორიოგრაფიაში და იდეოლოგიაში. მთელი ჩრდილოეთ კავკასია XII-XV საუკუნეებში საქართველოს ვასალი იყო, თუმცა ეს თანამეგობრობის სახეს უფრო ატარებდა: `წამებს ამას ყოველი მახლობელი სამეფო გარეშემო ქართლისა, თუ რაოდენნი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენთა მომძლავრებულთა უკუნ სცა სამეფო თვისი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდვე თვისად კვალად აგნა და რაოდენნი სიკვდილად დასჯილნი განათავისუფლნა. და ამისა მოწამე არს სახლი შარვანშეთი და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კანუქალაქელთა და ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის (თამარის, საქართველოს) მიერ იყვნენ და მტერთაგან უზრუნველყობასა~.

ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები და არზრუმის სასულთნო საქართველოს სახელმწიფოს თანამეგობრობაში შემოდიოდა, ეს იყო ერთიანი კულტურული, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური რეგიონი. ეს მტკიცდებოდა დინასტიური ქორწინებებითაც. რუსუდან მეფის ქმარი გახდა არზრუმის სულთნის ვაჟი, ოსური სამეფოებისა და ქართული სამეფო ოჯახის ნათესაობაზე ბევრი რამაა ცნობილი (უნდა აღინიშნოს, ოსეთის სამეფოების არეალი დღევანდელზე გაცილებით დიდია, რუსეთმა შეავიწროვა ოსები). დაღესტანში, ღუნძეთში არსებობდა ქართული საპატრიარქოს ღუნძეთის საკათალიკოსო, სომხეთში ანისის მართლმადიდებლური, ქართული სამიტროპოლიტო.

შირვანის, დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილოეთის ერთი ნაწილი, კაბალა, სადაც ქრისტიანი მოსახლეობაც იყო, საქართველოს შემადგენლობაში შემოვიდა (კაბალა ხაკისფერადაა გამოხატული რუკაზე).

მეორე ნაწილი, შარვანის საშაჰო გახდა საქართველოს ავტონომიური სახელმწიფო (დავით აღმაშენებელმა კი არ დაჩაგრა შარვანშაჰი, არამედ, პირიქით თავისი ასული მიათხოვა). ცნობილია ფაქტი, რომ თამარმა დასაჯა შარვანის დასარბევად შესეული უცხოელი დამპყობლები შამქორის ომში. საქართველოს თანამეგობრობაში შემომავალი ქვეყნები ცისფერი ფერითაა აღნიშნული რუკაზე.

სომხებმა თხოვნით მიმართეს დავით აღმაშენებელს საქართველოსთვის შეეერთებინა ანისის სომხური (არმენული) მხარე, რათა გადაერჩინათ თავისი ეროვნება და სარწმუნოება. წმიდა მეფემ გაათავისუფლა ანისი და საქართველოს შემოუერთა. საქართველოს შემოუერთდა სხვა სომხური მხარეებიც, მთელი ჩრდილოეთ სომხეთი. სომხები ქართულ ჯარში იბრძოდნენ. მათ მიწაზე სრული ეროვნული და რელიგიური თავისუფლება ჰქონდათ. საქართვლოს სახელმწიფოში შემომავალი ჩრდილო სომხეთი ყავისფერი ფერითაა გამოხატული

მეორე ნაწილი სომხეთისა, თურქი შაჰ-არმენების სასულთნო, საქართველომ დალაშქრა, დაამარცხა, დაიმორჩილა. აიძულა არმენთა თურქი არმენ-შაჰები (შაჰან-შაჰები) ამ სახელმწიფოში რელიგიური თავისუფლება არ შეეზღუდათ.

ეს სახელმწიფო იხდიდა ხარკს ტფილისის სასარგებლოდ და არ შეეძლო საქართველოს რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ გალაშქრება.

ამავე პირობებში იყო ეზინკის სასულთნო და ნახჭევნის საამირო. ადარბადაგანის სასულთნოები საქართველომ დაიმორჩილა, დახარკა და დააშინა, რათა არ დაეჩაგრათ ქრისტიანები და საქართველოს თანამეგობრობის რეგიონს ვერ შეხებოდნენ. რამოდენიმე ხნით ადრე არდაველის სულთანი აღდგომის დღესასწაულზე თავს დაესხა სომხურ ქალაქ ანისს და თხუთმეტი ათასი ქრისტიანი ტაძრებში დახოცა. საქართველოს სახელმწიფომ შური იძია და არდაველის სულთანი და თხუთმეტი ათასი არდაველელი მოკლა.

საქართველოს მოხარკე ქვეყნები, სადაც აიკრძალა რელიგიური ჩაგვრა, ვარდისფერი ფერითაა გამოხატული.

გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს არმიამ გაწმიდა აბრეშუმის გზა ავაზაკებისა და მოშურნეებისაგან და აღადგინა იგი.

ჩვენს რუკაზე ტრაპიზონის იმპერიას ვუწოდეთ ლაზეთის იმპერია. ჯერ ერთი, ეს ტერიტორია ისტორიულად ქართული (ხალიბურ-ჭანურ-ლაზური) იყო მუდამ. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. ტრაპიზონის საკეისროში აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველი, ლაზი ცხოვრობდა. ეს სახელმწიფო, საქართველოს სამეფოს ავტონომიურ ნაწილად დააარსა თამარ დედოფალმა. მანამდე ლაზეთი დაიმორჩილა, ფაქტიურად, ბიზანტიას წაართავა დავით აღმაშენებელმა. ტრაპიზონის იმპერიის დაცემამდე იქ ქართული პოლიტიკა თითქმის ყოველთვის წამყვანი იყო. თამარმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი: 1) ყველაზე დიდი წოდების მონარქი, იმპერატორი გახდა საქართველოს მეფეთა-მეფის ქვეშევრდომი, 2) ტრაპიზონის იმპერია იქცა საქართველოს ავტონომიურ სახელმწიფოდ. 3) ტრაპიზონის მონარქს ჰქონდა უზარმაზარი შემოსავალი საზღვაო ვაჭრობისაგან, რაც ქართულ ეკონომიკაზე საუკეთესოდ მოქმედებდა. არის ვარაუდი, რომ გიორგი ბრწყინვალემ გაატარა ერთიანი სავალუტო პოლიტიკა. შავ ზღვაზე მოხდა საქართველოს თანამეგობრობის ვაჭართა პრივილეგიების ზრდა. თამარმა ტრაპიზონის იმპერიის დაარსებით, ერთგვარად, შექმნა თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა. 4) ქართულმა სახელმწიფომ გემოცდილი მოვაჭრეები, სახელგანთქმული მეზღვაურები და მეომრები, გაუქმებული ბიზანტიის ბერძენი არისტოკრატები ქართულ პოლიტიკაში ჩააბა. 5) ტრაპიზონის პირველი იმპერატორი იყო ქართულად აღზრდილი (უნდა ვივარაუდოთ რომ მომდევნოებიც, ვინაიდან არის თეორია, რომ კომნენოსები ლაზები იყვნენ წარმოშობით, ამასთან იქ ქართული გავლენა იყო) 6) ლაზები დედასამშობლოს შემოუერთდნენ და მათ ეთნიკურად ვერავინ გადააგვარებდა.

ლაზეთი სამ ნაწილად იყოფოდა, აღმოსავლეთ, შუა და დასავლეთ ნაწილებად. შუა ნაწილი, არის ქალდეა, ხალდ-ხალიბების სახელიდან მომდინარე, რომლებიც იყვნენ რკინის გამომგონებლები. შუა ლაზეთს რუკაზე მივაკუთვნეთ, დავუბრუნეთ ქალდეას სახელი.

ქალდეა არის უძველესი ცივილიზაციის გამომხატველი სახელი. ამ ტერმინით აღინიშნება პირველი ცივილიზაცია მსოფლიოში, რომელიც ჩვენი მონათესავე უნდა ყოფილიყო.

ჩვენს რუკაზე ყვითელი ფერით მოცემულია იმ დროისათვის ეთნიკური განსახლება ქართველებისა, რაც არასოდეს გამოქვეყნებულა აქამდე. არც ერთ აქამდე გამოცემულ რუკაზე არ არის სრული არეალი გამოსახული ქართველთა ეთნიკური განსახლებისა.

ზოგ კუთხეში, მაგ. ბასიანში, ყარსში და სხვაგან, მოსახლეობა უკვე შერეული იყო, ქურთებისა და თურქების მოწოლის გამო, მაგრამ ქართული სახელმწიფო თავისას აკეთებდა დაბრუნებულ ქართულ ტერიტორიებზე.

ჩვენს რუკაზე მოცემულია სხვა სიახლეებიც: კერძოდ, პავლე ინგოროყვას კვლევით ეგრისი იწყებოდა ცხუმის მისადგომებიდან. ჩვენი კვლევით, შეგვიძლია ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილს, დღევანდელი ცხინვალის რეგიონს ვუწოდოთ ჩრდილო ქართლი და სხვა. რუკაზე აღნიშნულია ისტორიული ქართული კუთხეები.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

i178388371_38423_7.jpg

საქართველო 950- 1000 წლებში

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

i178388468_11268_7.jpg

საქართველო დავით აღმაშენებლის დროს :wub:

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

i178382940_47139_7.jpg

საქართველო ფარნავაზის დროს :)

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

i178382900_372_7.jpg

საქართველოს ისტორიული ოლქები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

i178382980_60253_7.jpg

საქართველო ძვ.წ. I საუკუნეში

0

Share this post


Link to post
Share on other sites

i178388551_51291_7.jpg

საქართველო მონღოლთა ბატონობის დროს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

i178394271_51444_7.jpg

საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად :( :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

i178394410_42710_7.jpg

საქართველო 1800-1850 წლებში

i178394338_17378_7.jpg

საქართველო 1600-1650 წლებში

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მამფალი

არა ხატვა არ მძალმიძს :( ვიკიპედიაში წამოვკარი ფეხი

0f7de9d71870.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუფ... მერვე საუკუნე რა დრო იყო....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

david1550123

გაგახსენდა შენი ჭაბუკობის ხანა? :D

000fba4bba34.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

brother of fate

სკანერს გავაკეთებ და ძალიან ძველ რუქებს შემოგთავაზებთ. ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ZaToIcHi

ძალიან გაგვახარებ ჯიგარ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძალიან გაგვახარებ ჯიგარ

საერთოდ კარტოგრაფიაში ვერვერკვევი დიდად,მაგრამ მიყუარს რო ჩავაყოლებ თითს და თვალს. რაღაცნაირად მიზიდავს (თან თუ კარგი შესრულებულია)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0