Sign in to follow this  
Followers 0

მამა გიორგი (ბასილაძე)

72 posts in this topic

[quote name='ლებუ' date='18 February 2011 - 09:30 PM' timestamp='1298050227' post='602267']
[b]Ttaakkko o_0[/b]
ძმაკაცი იყო კლასთან ერთად და გაოგნებულები წამოვინენ. არცერთს კითხვა არ დაასმევინა ისე გასცა პასუხები ყველაფერზე.
[/quote]

კიი მეც წავიკითხეე შენ შეიძლება არ გესაუბრებოდეს, მაგრამ რასაც გაიფიქრებ უცებ გიპასუხოს. :wub:

გოგოს სიზმარში უნახავს მამა გიორგი და სიზმარში უთქვამს სად ხარ ამდენ ხანს რატომ არ მოხვედიო.. ამის შემდეგ ჩასულა მამა გიორგისთან და ზუსტად იგივე სიტყვები უთხრა "სად ხარ ამდენ ხანს რატომ არ მოხვედიო"
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"მთავარია სულიერი განწმენდა, ნამდვილი რწმენა და სიყვარული ღმრთისა. განწმენდა ეკლესიიდან დაიწყება, როცა ერს ღმერთთან შუამავლად ღირსეული და წმინდა ადამიანები ეყოლება ერი მეტად გამტკიცდება რწმენასა და სიყვარულში" Edited by Ttaakkko o_0
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"წმიდანის ამოცნობა თავად სიწმიდეს მოითხოვს"
უდიდესი სიტყვებია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნეკნისგან შექმნა ღმერთმა ევა
ცხოვრება კაცის,
კაცის ნეკნიდან დაიბადა დედა ყოველთა,
ქართულ ენაზე საუბრობდა ცოლთან და შვილთან...
ქართულ ენაზე აშენებდნენ გოდოლს ბაბილონს...
...ქართულ ენაზე მეტყველებდა თურმე ადამი.
ქართულ ენაზე საუბრობდა თავად უფალთან...
ქართულ ენაზე საუბრობდა წმინდა გიორგი...
ქართულ ენაზე გაუნათლავს ფრანგი ზაბულონს...
ქართულ ენაზე საუბრობდნენ,
რადგანაც პირველ,
პირველ დედათა შვილებს ზრდიდა
რადგან ქართულად.
ქართული ენა უნდა გახდეს მსოფლიო ენა,
ქართველის ხელით კვლავ მსოფლიო უნდა განათლდეს,
წინასწარ ამბობს სათქმელს ჩვენსას ლავრიოთისი_
ბერი ბრძენია,კაცი ბრძენი,გულით აქიმი.
თვითონ უფალი.
იოანე ზოსიმეს პირით გვამცნობს,რომ მოვა
განიკითხავს, სოფელს ქართულად...
ქართველები ვართ მსოფლიოში უმრავლესობა,
მილიარდობით მკვდარი დადის დედამიწაზე...
რომ წინაპართა ზნეობაზე ამაღლებულნი,
ათას წელიწადს იმეფებსო კვლავაც ქართველი!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საინტერესო თემაა, ოFFებით სავსე ოღონდ :) გასუფთავდება, რადგან თემის ავტორმა აღნიშნა, რომ სადისკუსიოდ არ გაუხსნია თემა...
ვისაც რა ინფო მოგეპოვებათ მამა გიორგიზე, შეავსეთ რა :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Ttaakkko o_0' timestamp='1298049782' post='602258']
ვაიმე ვგიჟდები მამა გიორგიზე :( "ძნელია ქართველობა,მაგრამ აუცილებელი"... წიგნს რო ვკითხულობდი აშკარად რაღაცეები იცვლებოდა ჩემში :wub: :wub: :wub: :wub:
[/quote]
[b]ძალიან მაგარია და ისიც კარგია"ძალა და თავისუფლება"
[/b]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
მამა გიორგი ბასილაძე:,,ეს ღმერთის სიტყვებია!... გაბრიელით კი მართლა ლაპარაკობდა მ ა მ ა ღ მ ე რ თ ი !


კითხვა: მამა გიორგი მოძღვარი გვიკრძალ;ავდა მამა გაბრიელის საფლავზე მისვლას და ამას იმით ხსნიდა რომ ერთ მეუფეს მისთვის ეთქვა:,,ნუ ჩქარობთ თქვენ გაბრიელის წმინდანობას, მანდ ბევრი რამეა გასარკვევიო”. როცა შეიტყო მოძღვარმა, რომ მე მაინც ვიყავი მამა გაბრიელის საფლავზე, მრევლში სასტიკად გამიწყრა და მითხრა:,,ჩემი ურჩობით შენ საქართველოს ეკლესიას დამის პატრიარქს ეურჩები!” მე დაბნეულმა ვერაფერი ვუთხარი. მერე განრისხებულმა მითხრა: ,,აბა მითხარი მალე,შენთვის ვინ უფრო დიდია ,გაბრიელ ბერი, თუ უწმინდესი და უნეტარესი ილია 2-ო”. მე გონს ვერ მოვეგე, ვერ მივხვდი თუ რას ითხოვდა მოძღვარი და ცოტა დაგვიანებით, ჩემდაუნებლიეთ წამომცდა: მამა გაბრიელი წმიდანია და ამიტომ უფრო დიდი იქნება ალბათ პატრიარქზე_თქო. ამ სიტყვებზე მოძღვარი ისე განრისხდა,რომ ვიფიქრე,ხელითაც შემეხებოდა,ბოლოს მითხრა: ,,შენ ჩემი ხელიდან ზიარებას ვერ ეღირსებიო”.ამ დღიდან ურთიერთობა საკმაოდ დამეძაბა მასთან. სხვა მოძღვართან გადასვლის კურთხევასაც არ მაძლევდა. ბოლოს ჩემით წამოვედი მისგან. მამა გიორგი მაინტერესებს რა იყო ჩემი ცოდვა რომ მოძღვარმა უზიარებლობით დამსაჯა? მე უწმინდესზე არც იმ წუთს და საერთოდაც, ოდნავი განმკითხველი ან დამაკნინებელი აზრებიც კი არ მომსვლია?და ძალიანაც მიყვარს ჩვენი პატრიარქი. . .

პასუხი: მე რომ საეკლესიო სასამართლოს თავჯდომარე ვიყო, ქე ვიცი, რასაც ვეტყოდი იმ შენს მოძღვარს!. . .ძველად იყო ეკლესიაში ასეთი სასამართლო და დღესაც ძალზე საჭიროა ის. მოდი ვთქვათ, იმ შენი მოძღვრისთვის გაბრიელ ბერი არ არის წმიდანი საფლავზე მისვლა რაღა ასაკრძალი იყო?! რავა, საფლავი სადმე ურჯულოთა გარემოცვაში იყო?როცა წმიდა მონასტრის ეზოშია!რავა,ადამიანის საფლავზე მისვლა არ შეიძლება,თუ ის წმიდანი არ არის?!გაგიჯდები კაცი!. . . კარგი ვთქვათ კურთხევის უმისოდ რომ წახვედი, დაესაჯე ბატონო, მაგრამ ,,უვადო”უზიარებლობა რაღა იყო?! ან რა კითხვა იყო ვინ უფრო დიდია,ილია 2,თუ გაბრიელიო? შენ, გოგონას ამას რო გეკითხებოდა რა პასუხს ელოდა შენგან, როცა ნამდვილებმაც კი არ იციან, სულიერ სამყაროში ვინ ვისძე მეტია!. ანდა მი ურჩობა რატომ იყო საქართველოს ეკლესიისა და მისი პატრიარქისადმი ურჩობა? ბევრს ავიწყდება რომ ეკლესია და ტაძარი ღმრთის სახლია და არა მისი პირადი ,,რეზიდენცია”! ბევრმა ისე დაკარგა ღმერთის შიში რომ მრევლი მისი მომსახურე პერსონალი ჰგონია! შენ სამონაზვნე მორჩილი კი არ იყავი, არამედ ერის გოგონა ამიტომ მისგან წამოსასვლელად არც კი გჭირდებოდა მისი ,,კურთხევა”. მე შენ გულს კი არ გიკეთებ,ბაბუა,არამედ სიმართლეს გეუბნები!,,უვადო” უზიარებლობით შენი დასჯა ეს მაგ შენი ,,მოძღვრის”ამპარტავნობასა და სულიერ სიბეცეზე მეტყველებს! ის თუ არ გაზიარებს ქრისტე ღმერთი გაზიარებს მისი ჭეშმარიტი მოძღვრის ხელით. ასეთი ფანდებით ბევრი ,,უმტკიცებდა” უწმინდესს ერთგულებას.მაგრამ ღმერთი გულთამხილველია და უწყის ყოველი ადამიანის შინაგანი! რაში სჭირდება პატრიარქს ასეთი ,,პოლიტიკური ჟესტები”! გაგიგონია ასეთი რამ სულიერებაში?! და თუ გუილთ ერთგულებას ამტკიცებდა უფრორე მღვდელს, ქრისტეს სიმართლის ერთგულება არ ევალება?და ეს პატრიარქის ერთგულებაც ხომ იქნებოდა?! ყველას გამოაჩენს ღმერთი, ბაბუა, უწმინდესსაც, გაბრიელ ბერსაც, სხვებსაც და იმ შენი ,,მოძღვრის ერთგულებასაც” და მის ის ფარულ ზრახვებსაც. ვინ იცის, ღმერთის თვალში ვის ვინ აღემატება!. . ან კიდევ ის შენი მოძღვარი ,,უფრო დიდია” თუ იმ ტაძრის ახლოს მორიდებით ფულს რომ თხოულობს ის გლახაკი!


კითხვა: მამა გიორგი, ბევრს ახსოვს მამა გაბრიელის (ურგებაძე) მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები: `მე ვარ პირველი და უკანასკნელი~, `მე ვარ ანი და ჰოე~ — სამღვდელოების ნაწილმა გვითხრა, რომ მამა გაბრიელი სალოსი იყო და ეს სიტყვებიც სალოსობით ექნებოდა ნათქვამიო. თქვენ რას გვეტყოდით?

პასუხი: გაბრიელ ბერი კი იყო სალოსი, მაგრამ ეს სიტყვები სალოსობით არ არის ნათქვამი! ამ სიტყვებს სალოსებიც ვერ გაბედავენ! რადგან ეს ღმერთის სიტყვებია!... გაბრიელით კი მართლა ლაპარაკობდა მ ა მ ა ღ მ ე რ თ ი ! ბევრი რამის გაგებას ითხოვთ!.. უმჯობესი იქნება საკუთარი გულისთქმების მიყურადება და გარჩევა ისწავლოთ! დიდი ცოდნაც ვერას გიშველით, თუ საკუთარი თავის შეცნობასა და განწმედას არ ეცდებით! ს ა ნ ა მ ვ ნ ე ბ ე ბ ი გ ა ქ ვ თ, ღ მ ე რ თ ი დ ი დ ც ო დ ნ ა ს ა რ გ ა გ ი ხ ს ნ ი თ! ეს იცოდეთ! გაბრიელის სიტყვებს კი ნუ ჩაკირკიტებთ, არამედ ეცადეთ, სულ ცოტათი მაინც მიჰბაძოთ მას ღმერთისა და სამშობლოს სიყვარულში! მე ვატყობ, რომ დღეს ბევრს `აუწევია~ თავი, აქაოდა გაბრიელ ბერს ვიცნობდითო. მის კელიაში ნამყოფი ვართო და მისი მოწოდებული პური გვიჭამიაო, ან კიდევ გაბრიელს რაღაცით ვემსახურეთო, ან კიდევ გაბრიელს `ვიცავთო!..~ არ გარგებთ, ბაბუა, ასეთი მიდგომა!.. რომ იძახით: გაბრიელ ბერს ვიცნობდითო, მე გეუბნებით _ ვერ იცნობდით!.. თქვენ გაბრიელს იმდენად ხედავდით, რამდენადაც თქვენი გონებისთვის იყო შესაძლებელი. გაბრიელი კი გაცილებით დიდი იყო თქვენს წარმოსახვაზე. რომ იძახით: პური გვაჭამაო... მე გეკითხებით, მაგ შავ პურთან, მან მადლიც რომ `გაჭამათ~, მას რა უყავით?!, როგორ დააფასეთ მისი შრომა?!. გაამრავლეთ ტალანტი, თუ მიწაში დაფლეთ!.. თავი მოგწონთ: _ `გაბრიელს ვემსახურეთო~. გაბრიელს არავისი `მსახურება~ არ სჭირდებოდა. პირიქით, ის მთელი არსებით ემსახურა საქართველოს! ან კიდევ რა ჭირს გაბრიელს `დასაცავი?!~ ან ვინ შეძლოს მისი დაცვა?! მისი არ ესმოდათ, და არც დღეს ესმით!.. ეს რა გაბრიელის ბრალია!.. თვითონ იქნებიან დასაცავი ღმრთის წინაშე!... გაბრიელის შრომას მაშინ დააფასებთ, თუ ოდნავ მაინც ისწავლით ს ი ნ ა ნ უ ლ ს, თ ა ვ მ დ ა ბ ლ ო ბ ა ს და ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს! მაშინ გაახარებთ მას! ჯერ-ჯერობით, ეს არ გეტყობათ! არ გეწყინოთ.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/s/boy1u.jpg[/img] Edited by Ttaakkko o_0
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მამა გიორგი დაიბადა 1933 წლის 30 აგვისტოს, სოფელ ჭოგნარში (ქუთაისის მაზრა). მამა გახლდათ შალვა ბასილაძე, დედა _ ბარბარე ედიბერიძე. როგორც თვითონ მამა გიორგი ამბობს _ ბასილაძეებს ორი ძირითადი შტოდან, მისი საგვარეულო ხაზი მიეკუთვნება იმ ბასილაძეების ჩამომავლებს, რომლებიც დიდ დავით მეფეს, სოფელ სალხინოდან (დღევანდელი მარტვილის რაიონი) ჩამოუსახლებია ოკრიბაში.
მამა გიორგის ბაბუა, სამსონი, სასულიერო პირი ყოფილა.
როგორც მამა გიორგის ახლო ნათესავები იხსენებენ, მისი რჩეულობა და განსაკუთრებულობა, ღმერთს, აკვნიდანვე გამოუვლენია. დედას, ბარბარეს ახლო ნათესავისთვის უამბნია: ერთ დღეს, მეზობელთან, სასწრაფოდ, დახმარების მიზნით გადასულს და მძინარე ბავშვი აკვანში, კერიიდან მოშორებით დაუტოვებია. უკან დაბრუნებულს საოცარი სურათი დახვედრია: კერიიდან გამოტყორცნილი ნაპერწკალი აკვანში ჩავარდნილა... შუაზე გაუწვავს საბანი და არტახები, რომლებიც ძირს ეყარა, შიშველი ჩვილი კი სრულიად უვნებელი დახვედრია აკვანში. ელდანაცემი კივილით მივარდნილა აკვანთან... უცებ ხმა შემოსმენია: `რას მიშვები, ქალო, მწვავ უმოწყალოდ?”... შოკში მყოფ დედას მაშინ ყურადღება არ მიუქცევია იმისათვის, რომ ჯერ ენააუდგამ ბავშვს, როგორ შეეძლო ეს სიტყვები ეთქვა! დედას შემდეგაც გაუგია აკვნიდან ჩვილის ნათქვამი. ერთხელ თურმე შემოესმა: `ქალო, ნახეთ მაყვალა, მალე მიდის ამქვეყნიდანო~ და მართლაც, მოხუცი, ნათესავი ქალი ორ კვირაში გარდაცვლილა. მამა გიორგის ბიძები იხსენებენ, რომ იგი ბავშვობიდანვე ძალიან მშვიდი, ჩაფიქრებული, კეთილი და სიმართლის მოყვარული ყოფილა. უსამართლო შენიშვნაზე ძალიან მტკივნეულად რეაგირებდა თურმე: `სამი დღე ხმას არ გაიღებდაო, მეოთხე დღეს თვითონ იტყოდა შენდობას.~ ეს თვისება, როგორც მამა გიორგი ამბობს: `მთელი ცხოვრების მანძილზე დამჩემდა დღემდეო... როცა კაცი უსამართლოდ მოგექცევა და გაწყენინებს, სამი დღე შეგიძლია გამოხატო და `დაემდურო~, მერე კი თავად უნდა შეურიგდეო.
მამა გიორგი მერვე კლასამდე სწავლობდა ჭოგნარის საშუალო სკოლაში, შემდეგ, ხელმოკლეობის გამო, იძულებული გახდა ფიზიკურად ემუშავა და თან ესწავლა საღამოს სკოლაში.
1956-1959 წწ. გაიარა სამხედრო სამსახური,ჯერ ქ.გროდნოში,შემდგომ კი გდრ-ში.
1969 წელს ჩააბარა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.
1973 წელს აკურთხეს მღვდლად. მსახურობდა ხანმოკლე ვადებით ზესტაფონსა და საჩხერის რაიონებში.
დღემდე მსახურობს მოწამეთაში, დავით და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტერში.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
“ბრმები” და“ცხვრის ტყავში გახვეული მგლები” ქედმაღლობით განიკითხავენ და სიძულვილით ებრძვიან წმიდანებს, მაგრამ ქედმაღლობა და სიძულვილი ჩაიყვანს მათ მარადიულ ცეცხლში."

“ცხვრის ტყავში გახვეული მგლები” ქადაგებენ საათობით, სჩანან განსწავლულები, სულიერები და დიდებულები, მაგრამ მათ გვერდით ყოფნისას განიცდით სიცივეს, სიშორეს, სევდასა და შფოთს, როცა წმიდანები ჩანან უბრალო და ღარიბნი, ზოგჯერ საღვთო სიტყვის “უცოდინარი”, მაგრამ მათგან იფრქვევა ქრისტეს სითბო, სიყვარული და ისინი ავსებენ თქვენს შინაგან სამყაროს იმედითა და შვებით.

‎"...ადრე თუ გვიან - ჩამოვა სხვენიდან ჩემი დაკონკილი საქართველო და ღიმილით მოირგებს ბროლის ქოშს".
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Ttaakkko o_0' post='620664']
ნეკნისგან შექმნა ღმერთმა ევა
ცხოვრება კაცის,
კაცის ნეკნიდან დაიბადა დედა ყოველთა,
ქართულ ენაზე საუბრობდა ცოლთან და შვილთან...
ქართულ ენაზე აშენებდნენ გოდოლს ბაბილონს...
...ქართულ ენაზე მეტყველებდა თურმე ადამი.
ქართულ ენაზე საუბრობდა თავად უფალთან...
ქართულ ენაზე საუბრობდა წმინდა გიორგი...
ქართულ ენაზე გაუნათლავს ფრანგი ზაბულონს...
ქართულ ენაზე საუბრობდნენ,
რადგანაც პირველ,
პირველ დედათა შვილებს ზრდიდა
რადგან ქართულად.
ქართული ენა უნდა გახდეს მსოფლიო ენა,
ქართველის ხელით კვლავ მსოფლიო უნდა განათლდეს,
წინასწარ ამბობს სათქმელს ჩვენსას ლავრიოთისი_
ბერი ბრძენია,კაცი ბრძენი,გულით აქიმი.
თვითონ უფალი.
იოანე ზოსიმეს პირით გვამცნობს,რომ მოვა
განიკითხავს, სოფელს ქართულად...
ქართველები ვართ მსოფლიოში უმრავლესობა,
მილიარდობით მკვდარი დადის დედამიწაზე...
რომ წინაპართა ზნეობაზე ამაღლებულნი,
ათას წელიწადს იმეფებსო კვლავაც ქართველი!
[/quote]
ვისი დაწერილია?
[quote name='NICOLET' post='633292']
"ძნელია ქართველობა,მაგრამ აუცილებელი"... წიგნს
[/quote]
ვინ მათხოვებს?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მამა გიორგის Edited by Ttaakkko o_0
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გაზაფხულზე ვიყავი ქუთაისში. ადრეც ვყოფილვარ მოწამეთაში, სკოლის დროს. მაშინ მამა გიორგის შესახებ არაფერი ვიცოდი. გადავწყვიტე მარტო წავსულიყავი მის სანახავად. დასვენების ორი დღე მოვახერხე და წავედი. პირველ საღამოს მოწამეთაში არ დამხვდა. მეორე დილით ავედი. ბევრი ხალხი იყო. მის კელიასთან რიგი იდგა. ყველას უნდოდა მასთან შესვლა და ნუგეში. როგორც იქნა მოვიდა ჩემი ჯერი. შევედით მის კელიაში. ალბათ 15-20 კაცი ვიქნებოდით. იყვნენ ქალები, ბავშვები, დიდი კაცებიც. მე ფანჯრის მხარეს ვიდექი უკან. ყველა მოგვიკითხა. ყველა გვანუგეშა. მისი საუბარი იმდენად გულთან ახლოს მოვიტანე, იმდენად მეცნო, იმდენად ჩემებურად საუბრობდა. მისი სასაუბრო თემა, სიკეთე, სათნოება, სინანული. ამ ყველაფერმა ცრემლები მომადინა. მისი ხმის გაგონებაზე, მის საუბარზე ვტიროდი. ჩემს თვალწინ იდგა ცოცხალი წმინდანი. უზომოდ სათნო ადამიანი, უზომოდ კეთილი და მორწმუნე კაცი, ის მამა გიორგია. მასთან ვიზიტის შემდეგ დავბრუნდი თბილისში. ის არის ადამიანი, ვისთან შეხვედრაც არასდროს დამავიწყდება. არ დამავიწყდება მისი ტკბილი ხმა და საოცარი გამოხედვა. მინდოდა ჩავხუტებოდი და ასე დავრჩენილიყავი. მან დამანახა ჩემი ცოდვილი სული და ამის გამო სინანულისკენ მიბიძგა.
მინდა მამა გიორგის დიდი ხნის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვო, მინდა ვთხოვო, ილოცოს ჩვენთვის. ვთხოვ თავის მადლით ჩვენც დაგვიფაროს და დაგვეხმაროს. უზომოდ მიყვარს ეს ადამიანი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='georg-ia' timestamp='1309354775' post='644630']


ვინ მათხოვებს?
[/quote]

http://cxz-hackzone.clan.su/MAMA_GIORGI_BASILAZE/G_basiladze_qartveloba_WWW.CXZ-HACKZONE.CLAN.SU__by__cXz.rar

ესაა ამ წიგნის გადმოსაწერი ლინკი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
იქნებ დმეხმაროთ ვერსად ვპოულობ მამა გიორგის წიგნებს ...არცერთ დიდ საეკლესიო მაღაზიაში არ არის . ისევ იკრძალება თუ რაშია საქმე ?...სად შეიძლება მივაგნო იქნებ იცით ვინმემ ?

იქნებ დმეხმაროთ ვერსად ვპოულობ მამა გიორგის წიგნებს ...არცერთ დიდ საეკლესიო მაღაზიაში არ არის . ისევ იკრძალება თუ რაშია საქმე ?...სად შეიძლება მივაგნო იქნებ იცით ვინმემ ?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Neverland00"][/b],
ზევით დევს გადმოსაწერი ლინკი, ელ. ვერსიის. ბუკინისტებთნ იკითხე აბა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' timestamp='1388779070' post='713269']
[b][member="Neverland00"][/b],
ზევით დევს გადმოსაწერი ლინკი, ელ. ვერსიის. ბუკინისტებთნ იკითხე აბა.
[/quote]

მადლობა , გადმოვიწერე კიდეც უბრალოდ ფორმატს ვერ ვხსნი ..თუმცა შევეცდები კიდევვ და გავხსნი როგორმე ..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Neverland00"][/b], მეც ვცადე ახლა და ვერ გავხსენი. ქინდლშიც გადავიტანე, იქნებ მან წაიკითხოს მეთქი, და მაინც არ ქნა. საერთოდ არ ჩანს იქ ჩამონათვალში.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვისთანაც ხსნის იქნებ რაიმე სხვა ფორმატით აგვიტვირთოდ თუ შეძლებთ...სხვადასხვა საიტებიდან გადმოვწერე, მაგრამ ყველგან იგივე დევს როგორჩ ჩანს. :cry:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ე.წ. დეჟავუ ფაილია, არქივში უდევს საინსტალაციო მაგ ფაილის გამხსნელი პროგრამის WinDjView-1.0.1-Setup ქვია :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b], უსაფრთხოა? მეც ვნახე ეგ რაღაც საინსტალაციო, მაგრამ შევეშვი მერე. რაც არ ვიცი, იქ არ ვეკვეხები ხოლმე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b],
უსაფრთხოა :yes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0