Sign in to follow this  
Followers 0

ქართული ფოლკლორი

ფოლკლორი   19 votes

  1. 1. უსმენთ თუ არა ფოლკლორს ?

    • კი
      14
    • არა
      3
    • იშვიათად
      2
    • 0

Please sign in or register to vote in this poll.

22 posts in this topic

    ჩაკრულო და კრიმანჭული

    ჩელა და ლილე

    დიდოვ ნანა და შინავორგილი .

    ბინდისფერია სოფელი .

    წინწყარო

და სხვა მრავალი ფოლკლორული ნაწარმოებები რითაც ვამაყოფ ქართველნი ... ვინ უსმენს ფოლკლორულ სიმღერებს ?

Edited by უბისელი
0

Share this post


Link to post
Share on other sites

რამე ლინკები არ იცით ქართული მუსიკის გადმოწერა რომ შეიძლებოდა? საცეკვაოსი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჰამლეტ გონაშვილი იმენა მამა იყო

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რამე ლინკები არ იცით ქართული მუსიკის გადმოწერა რომ შეიძლებოდა? საცეკვაოსი

www.alazani.ge

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჰამლეტ გონაშვილი იმენა მამა იყო

ყველა დროის გენია არის იყო და იქნება

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იშვიათად ვუსმენ. ხასიათს გააჩნია. უფრო სხვა მუსიკა მომწონს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე ვუსმენ.

და კიდევ ვიცი რომ ქართულ Fოლკს იმხელა ძალა აქვს რომ საფრანგეთში, ერთ-ერთ ფიქიატრიულში მას სამკურნალოდაც კი იყენებენ :)

ყველაზე მეტად ოროველა, დაიგვიანეს და ურმული მიყვარს. ზემოთხსენებულებზე ხომ საუბრალი ზედმეტია :)

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

აჰა თქვენ საგანძური.

საბერძნეთის მოქალაქე ქართველმა კაცმა ატვირთა ესა და დადო youTube-ზე.

25სიმღერა თავისი ტექსტებით :wub:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩაკრულო და კრიმანჭული

ძია

არსებობს რამოდენიმე ხმა ქართულ სიმღერაში

მაგალითად ჩაკრულოში არის 3 ხმა : პირველი, მეორე და ბანი.

ეხლა რაც შეეხება კრიმანჭულს :)

ასეთი რამ გვხვდება დასავლეთ საქართველოს ფოლკლორში და ძირითადად გურიაში (თუმცა სხვა კუთხეებშიც რამოდენიმე სიმრერაში არის)

ეს არის ერთგვარი ხმა, როგორც ბანია, ისეა კრიმანჭული, და ვისაც გამყივანი ხმა აქვს ის იმღერებს, ყველას არ შეუძლია :)

ასე რო ძია სიმღერის სათაურებში მაგისი გაყვანა ცოტა სხვაგანაა :) იმედია გამიგე, გენაცვალე შენ ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Satevari

ძია მე ეს უბრალოდ ჩამონათვალი გავაკეთე და რავითარი დათვირთვა არ მიმიცია :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გურული სიმღერა

გურული ხალხხური სიმღერა უნიკალურ მოვლენას წაარმოადგენს მუსიკალურ ფფოლკლორში. ამასთანავე განსაკუთრებულ მოვლენაას წარმოადგენს მსოფლიო მუსიკალურ ფოლკლორშიც. ხალხის მუსიკალური აზროვნება გულურ სიმღერაში, განვითარების უმაღლესს საფეხურს აღწევს. გულური ხალხური სიმღერა გვანცვიფრებს ურთულესი ფაქტორით, ცალკეული ხმის პარტიის მიხედვით, ურთულესი ჰარმონიული შეხამებით, სრულყოფილი აარქიტრექრტონიკით.

გულურ სიმღერებში გაბატონებულია საამხმიანობა, ოთხხმიანობა (,,ნადურებში“), შემონახულიაა ერთხმიანობააც და ორხმიანობაც.4f8dfaffb638.jpg

როგორც ვიცით, ქართულ ხალხურ სიმღერებში. თითოეულ ხმას საკუტარი საახელები აქვს. ასევეა გურულ სიმგერებშიც, მაგრამ აქ შემონახულია ხმების სხვადასხვაგვარი სახელწოდება.

I ხმა - კრინი, კრიმაანჭული, გამყინავი, წვრილი.

II ხმა – მთქმელი, დამწყები, მწყებელი,მოძახილი.

III - ბანი

IV - შემხმობარი, ანუ მაღალი ბანი.

სამხმიან სიმღერებში შეიძლება იყოს ხმების შემდეგნაირი განაწილება:

კრიმანჭულე, მტქმელი, ბანი ან გამყინავიმ მთქმელი და ბანი და ა.შ.

ოთხხმიან სიმღერაში I ხმა კრიმანჭულია:

II დამწყები ან მთქმელი

III შემბმობარი და IV - ბანი.

რამდენი მომღერალი ასრულებს თითოეულ ხმას: მაღალ ხმებს როგგორც წესი, ამბობს თითო მომღერალი. მაგ: კრიმანჭული, გამყინავი, წვრილი აუცილებლად სოლისტია , მაშინ როცა, ბანში და შემხმობარში დასაშვებია 2,3 და მეტი კაცი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გურული მეტად განვიტარებული, მოქნილია და მის შესრულება მოითხოვს უზადო შესრულებას, ამიტომ 2-3 კააცი სავსებით საკმარისია. გურული სიმღერების სპეციფიკას შეადგენს მაღალი ხმა – კრიმანჭული, რომელიც განსაკუთრებით მაღალ რეგისტრში ჟღერის . ი ჯავახიშვილის საამართლიანი დკვირვებით, კრიმანჭული წარმოშობილია კრინი-საგან. იგი ,,მანჭულ“, დაგრეხილი კრინია. კრიმანჭული მოითოვს განსაკუთრებულ ტექნიკას. იგი ძალზედ სპეციფიკურაად სრულდება. შემსრულებელი მაღალ რეგისტრში გადმოსცემს მეტად მოქნილ, სხარტ მელოდიურ ხვეულებს. მას ახასიატრბს ერთი და იგივე მელოდიური ფორმულის მრავალგზის განმეორება – ოსტინატო. იგი რეგისტრულად , ძალიან დაშორბულია II და III ხმას და მხოლოდ წინადადების, მუხლის ბოლოში ჩამოდის ქვევით და კადანსირდება. კრიმანჭული არასდოს არ შეიცავს ტექსტს და ემყარება სპეცციფიკურ, შინაარსმოკლებულ დამხმარე მარცვლებს: ,,ორიახო“, ,,ურუახო“, ,,იახო-უახო“, ,,რიმტირი“, და ა.შ. კადანსირების დროსაც იგი ეყრდნობა დამხმარე სიტყვებს ,,ორუდილა“, ,,ნანადელა“, და ა.შ. უნდა ითქვას, რომ მოკრიმანჭულეები ხალხში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ, მათი სახელები დღესაც ახსოვთ: თამაზ ღლონტი, გიორგი ბაბილოძე, სიხარულიძე, მიხეილ შავიშვილი.

II – ხმა ( მთქმელი, დამწყები, მწყებელი, მოძახილი). წამყვანია გურულ სიმღერაში. მას ისტორიულადაც პირველი ადგილი უნდა მივაკუთნოთ. ამრიგად, აქაც იგივე მდგომარეობაა, რაც ქარლთ-კახეთში მეორე ხმას გურულ სიმღერაში მიჰყავს ტექსტი. იგი რეიტატიულ თხრობითი ხასიათისაა, როდესაც შინაარსს გადმოსცემს, მაგრამ მოქნილი და სხარტია, როდესაც გადადის დამხმარე სიტყვებზე.

III – ხმა ბანის პარტია უმრავლეს შემტხვევაში მხოლოდ დამხმარე სიტყვებს ეყრდნობა. მაგ: ,,აბა-დელა“, ,,ვადილა“, ,,და ჰე“. გურული სიმღერების ბანი განსაკუთრებული და მოძრავია. დიაპაზონი აჭარბებს ქტავას, აღწევს დეციმამდეც კი, ამასთან, ბანის მელოდია ხშირად უფრო განვითარებულია, ვიდრე სხვა ხმების პარტია. იგი წამყვანია სიმღერებში, განსაზღვრავს მის ხასიათს, ტონუსს. ბანის ასეთი მელოდიურობა და განვითარება, რამდენადმე განაპირობა იმ იმანაც, რომ იგი უმთავრესად უტექსტოა.

IV – ხმა შემხმობარი (მაღალი ბანი) გვხვდება მხოლოდ შრომის სიმღერებში, კერძოდ ,,ნადურში“. იგი ძალზედ სპეციფიკური ხმაა და არ გავს დანარჩენს. ძირითადად უძრავია გაჭიმულია მელოდიურად და მხოლოდ კადანსში ამოძრავდება. არასდროს არ შეიცავს ტექსტს. იგი რამდენადმე წააგავს ბურდონულ (გაბმულ) ბანს და განსაკუთრებით იმერეთის ,,ნადურის“ ბანს სინტერესოა მისი ადგილიც: იგი ხმოვანებს ბანსა და II ხმას შორის.

რა ფორმისაა გურული სიმღერები? ამ კუთხის სიმღერებში წამყვანია პოლიფონიური ფორმა, კონტრასულობა აქ ყველგან იგრძნობა, ჯერ ერთი ხმები თავისი ტემბრით, ხმოვანების ხასიათით ერთმანეთისაგან გამოირჩევიან. მაღალი ხმა მჭახეა, შუა ხმა უფრო რბილი, ბანი-რიხიანი. ყოველი ხმის სასიმღერო პარტიაც კონტრასტულია. კრიმანჭული მოკლე გრძლიობის ბგერებს ურთულესი ჩახვევებით იმეორებს ოსტინატურად. ამ დროს II ხმის პარტია თხრობით რეჩიტატულია. ბანი კი მელოდიურად განვიტარებული და მოძრავია. ყველა ხმის სხვადასხვა ტიპის მელოდიას სხვადასხვა რიტმულ მოძრაობებს რკინის ჩარჩოებში სვავს სწორედ პოლიფონიური პორმა მყარი ჰარმონია. გურული სიმღერების ჰარმონიულ შეხამებაში ჭარბობს დისონანსები. ზოგჯერ დიდ მანძილზე გვაქვს დისონანსების ჯაჭვი და აქა-იქ გამოჩნდება ხოლმე კონსონირებული აკორდი. აქ თითოეულ ხმას დამოუკიდებელი მელოდიური ხაზი და საკუთარი ტონალობა აქვს, რასაც მივყავარ პონიტონალიზმამდე

გულურ სიმღერებში პოლიფონიური განვითარების სხვადასხვა ხერხებია გამოყენებული. აქ სიმღერების არქიტექტონიკას აყალბებს ლინეარული მოძრაობა, დამოუკიდებელი მელოდიების ერთდროული გატარება-დისონერაბა. პოლიფონიურ ფაქტურას ახასიათებს რიტმული იმიტაცია, მაგრამ მელოდიური მონაკვეთის ზუსტი გამეორება, როგორც კლასიკურ სტილშია, აქ არ გვხვდება.

უნდა აღინიშნოს რომ გურულ სიმღერებში მარტო კრიმანჭულიან სიმღერებში კი არ ვხვდებით. აქ არის ისტორიულ-საგმირო, სალაშქრო, მაყრული: უკრიმანჭულო სიმღერბისათვის დამახასიათებელია მეტი სიმშვიდე, ლირიზმი ასეთია სუფრული, ლირიკულ-სატრფიალო სიმღერები. საერთოდ, გურულ სიმღერებში ძალზე ბევრია ლირიკული განწყობილების მქონე მელოდიები. ასეთებია: ,,დილა“, ,,ბატონებო“, ,,მივალ გურიაში“, ,,ნანინავ“, ,,შალვა ჩემო“ და ა.შ. უკრიმანჭულო აგტეთვე, ,,მე რუსთველი“, ,,წამოკრული“, ,,სუფრული“, ,,ღიღინი“, ,,გრძელი ღიღინი“ და ა.შ.

დიდ ინტერესს იწვევს გურული შრომის სიმღერები, ესენია: ,,ელესა“, ,,ხელხვავი“, ,,ნადური“. სამივე სიმღერა კოლექტიურია და სრულდება ნადში.

,,ელესა“- სრულდება განსაკუტრებულ შემთხვევაში, მძიმე ხის გადმოთრევის დროს მაღალ მთაში. სრულდება უშუალოდ შრომის პროცესში და შრომითი ორგანიზმების დარაზმვის საშუალებას წარმოადგენს.

,,ხელხვავი“- სრულდება სიმინდის გარჩევის წინ. მას საწესო(სარიტუალო) დანიშნულებაც ჰქონია. ეს სიმღერა თავისი აღნაგობით პოლიფონიურია და მაღალ განვითარებული სიმღერების ჯგუფს ეკუთვნის.

,,ნადური“ - მას განსაკუთრებული ადგლი უკავია ქართული შრომის სიმღერებში. იგი ნამდვილი შრომის სიმფონიაა. სრულდება არი ოთხხმიანი გუნდის მიერ. (ორ გუნდოვანი0 ამასთან თითოეული გუნდი 8-12 კავიანია.

,,ნადური“ - ძველად სოფელში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა. მისი ხმა ეფინება ყანებს. ზოგჯერ ნადის წევრები ადრე მოათავებდნენ მასპინძლის სამუშაოს, გადადიოდნენ ყანაში და იქ აგრძელებდნენ სიმღერას და მუშაობას. ნადი იყო ერთგვარი გართობის, გახალისების საშუალება, სიმღერა და მთელი ეს პროცესი შრომას ხალისიან სანხაობად აქცევდა. აქ დიდი ადგილი ეკავა შეჯიბრების მომენტს. ორი გუნდი ერთმანეტს ეჯიბრებოდა არა მარტო სიმღერაში, არამედ შრომაშიც. ამიტომ ნადის მთქმელებს დიდი სახელი ჰქონდათ მთელს გურიაში. ამიტომაა, ეომ დღესაც ახსოვთ ნადურის მთქმელთა გვარები, ამასთან ,,ნადურის“ სხვადასხვა ვარიანტები არსებობს: ,,ჩოჩხათურაი“, ,,გურიანთელაი“, ,, შემოქმედებაი“, ,, ჯიქური“, ,,მოსულაი“.

,,ნადური“ - დიდხანს გრძელდება. იწყებს II ხმა, რომელსაც ეხმაურება შემხმობარი, შემდეგ ასეთივე გადაძახილებით ეპასუხება მე-2 გუნდი. ამის მერე ემატება მაღალი ხმა და კარგა ხანს სიმღერა სიმღერა 3 ხმაზე მიდის. აი მე-4 ხმა, (ბანი) რომ გამოჩნდება, იწყება სიმღერა II ნახევარი. სიმღერა ძალზედ დინამიურია, იწყება საშუალო ტემპით, აღწევს დიდ სისწრაფეს, ბოლოს გუნდების გადაძახილი თანდათან მოკლდება, ხდება ერთ ტაქტიან ფაზაზე გადასვლა. აქ უკვე ფორმალურად ორივე გუნდი გაერთიანებულია და ისე მთავრდება სიმღერა.

,,ნადურების“ - გარდა ორგუნდიანობა ახასიათებს საფერხულო სიმღერასაც.

ყველაზე განვითარებულ და რთულ სიმღერებში პოპულარულია რთული ფორმა- ტრიო და გუნდი. ტრიო ჩვეულებრივ, ცნობილი მომღერლებისაგან შედგებოდა. აქ არის III სოლისტი, რომლებსაც , რომლებსაც ურთულესი პარტიები აქვთ. ტრიოს ეპასუხება გუნდი, რომელიც ზოგჯერ ორხმიანია. , ზოგჯერ სამხმიანი. გავრცელებულია ასევე საკუთრივ ტრიო – სიმღერები. ამის საუკეთესო ნიმუშია ,,შაშვი კაკაბი“. განსაკუთრებით პოპულარულია ძმები ერქომაიშვილის ვარიანტი.

გამოყენებულია ლიტ.

კ.ჭოხონელიძის ჩანაწერები

ი.ჯავახიშვილის ,,ქართული

მუსიკის ძირითადი ელემენტები“

შ. ასლანიშვილი ,,ქართული

მუსიკა

გურული საკრავები

ქართული ხალხური სამუსიკო კულტურა 3ათასწლეულზე მეტს ითვლის, რაზედაც მიუთითებს ფრიტორიაზე წარმოებული გათხრები და ამის შედეგად ნაპოვნი სხვადასხვა მუსიკალირი საკრავები. მათ შორის უძველესია მცხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი გედის ლულოვანი ძვლისგან გაკეთებული უენო სალამური.

უძველეს საკრავთა ჯგუფს მიეკუთვნება ჩანგი, რომელიც აღმოჩენილია ჩ.ძ.ღ-ის 4სკ-ში. ჩანგი მოხრილი მკლავის მოყვანილობისაა. ლეგენდის მიხედვით, სატრფომ დაღუპული მონადირის მკლავზე საკუთარი თმები გააბა და ae24c35ff6e9.jpgზედ სევდიანი ჰანგი დაუკრა. ეს საკრავი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არის გავრცელებული.

,,წინწილა“ - რომლის უძველეს წარმოშობაზე მეტყველებს ჩვენი წელთაღრიცხვის IV სკ-ის დათარიღებული ბრინჯაოს წყვილი თეფში, ,,მოდინახეს ციხის“ ტერიტორიაზე და არმაზის დროსაა ნაპოვნი. წინწილა დასარტყამი საკრავია და ესეც საქართველოს ყველა კუთხეშია გავრცელებული.

,,ბუკი“ - ძველქართული ლითონის ჩასაბერი საკრავია. მეფედ კურთხევისას ბუკის დაკვრა წესად იყო მიღებული. ბუკს სხვა დანიშნულება ჰქონდა. მის ხმაზე ლაშქარი აყრა-გამგზავრებისთვის მზადებას იწყებდა. ამ საკრავს ლხინისა და ნადიმის დაწყების წინაც ახმოვანებდნენ ხოლმე.

საქართველოში არსებობს საკრავთა სამი ძირითადი ჯგუფი: ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყამი.

კერძოდ გურიაში გავრცელებულია ჩონგური (დასავლეთ საქართველო) იგი 4 სიმიანი საკრავია და ძალიან მიმზიდველი სასიამოვნო ტემბრი აქვს. მასზე დაკვრა უფრო რთულია, მაგრამ ჩონგურის საუკეთესო ვირტუალობებიც იყვნენ გურიაში. ჩონგურის სპეციფიკას წარმოადგენს მე-4 ხმა - ,,ზილი“, რომელიც უმთავრესად ბანის ოქტავას გვაძლევს. ზილი მხოლოდ ერთ ბგერას იძლევა. ჩონჰურზე გურიაში სრულდებოდა ლირიკული სიმღერები.

გურიაში ცნობილია უძველესი ექვსლულიანი ჩასაბერი საკრავი ,,სოინარი“. სოინარი აიგება ძირითადად ტერციებით. ერთდროულად შეიძლება 1,2 და 3 ბგერის აღება ამიტომ როინარი მრავალხმიან საკრავს წარმოადგენს.

გრული კრიმანჭული <-- გადმოწერეთ და მოუსმინეთ ... ულამაზესი სიმღერა არის ...

მივალ გურიაში

0

Share this post


Link to post
Share on other sites

6e9c4320cabe.jpg

არტემ ერქომაიშვილის საღამო

e7dae7f31bbb.jpg

ექვთიმე კერესელიძის საღამო

2a19f268cff4.jpg

ამ ბრწყინვალე ანსამბლზე ცოტაოდენი ინფორმაცია მაინც აქვს ალბათ ყველას მაგრამ მე მაინც მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩამოყალიბების ისტორია და წევრები:

ანსამბლი დიდგორი შეიქმნა 2005 წლის 5 თებერვალს.

მისი წევრები არიან

გივი აბესაძე (ფოთი) I ხმა

გედევან ჯინჭარაძე I ხმა (კრიმანჭული)

ნოდარ ქარცივაძე II ხმა

კახა ჩანგაშვილი II ხმა

გივი ბაქრაძე II ხმა

კახა ჩხიკვაძე II ხმა (კრიმანჭული)

კარლო (კოკა) ალავიძე ბანი

ნოდარ ტურძელაძე ბანი

გიორგი ქარცივაძე ბანი

დავით მაღულარია ბანი

ნიკა ივანაშვილი ბანი

აჩიკო გურგენიძე ბანი

ანსამბლი დიდგორი გალობს ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე (პავლოვზე) მდებარე წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში. ანსამბლს სოლო კონცერტო ჰქონდა 2006 წლის 5 თებერვალს შექმნიდან 1 წლის თავზე.

25 მაისს ჰქონდათ სოლო კონცერტს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელმაც დიდი წარმატებიტ ჩაიარა.

უახლოეს მომავალში აპირებენ საგალობლებისა და ხალხური სიმღერების კომპაქტ დისკების გამოცემას და სოლო კონცერტის გამართვას

ანსამბლ "დიდგორის" სიმღერები

[myvideo]596917[/myvideo]

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სამარგალო

სამეგრელოს თავის განსაკუთრებით ულამაზესი სიმღერა და ფოლკლორი აქვს.წყნარი მშვიდი და აუღელვებელი.

ძირითადად სულ მინორულ ნოტაზე გაწყობილი მაგრამ ზოგიერთი სიმღერა პირიქით.მოკლედ ეს კუთხეც დიდად

დასაფასებელია ჩემი აზრით.მოიპოვება საკმაო მასალა ძველი ჩანაწერებისა და ვფიქრობ ამ კუთხეზე უამრავი სამუშაო

და გამოკვლევებია ჩასატარებელი.როგორც ამიხსნეს ძველად იშვიათობა იყო ანსანმლს სახელი რქმეოდა. ამ ჩძანაწერებს

კი ასრულებენ ისეთი დიდი ლოტბარები და მომღერლები როგორბიც იყვნენ: კირილე პაჭკორია, ნოკო ხურცია, აქვსენტი მეგრელიძე,

აკაკი ხარებავა, რემა შელეგია და სხვები .

ძველი მეგრული სიმღერები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

1980 წელს შეიქმნა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მთიები“, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი გახლდათ ახალგაზრდა მუსიკოს–ფოლკლორისტი _ შემდგომში თვალსაჩინო ეთნომუსიკოლიგი ედიშერ გარაყანიძე. „მთიები“ სხვა ანსამბლებისაგან მალევე გამოირჩა თავისი შემოქმედებითი პრინციპებით, რამაც იგი აუთენტური მიმართულების პიონერად აქცია საქართველოში. ანსამბლის უმთავრეს პრინციპთაგანია ფოლკლორული ნიმუშის ისე შესრულება, როგორც მას ასრულებდნენ ან ნაწილობრივ, დღესაც ასრულებენ ჩვეულ ეთნოგრაფიულ გარემოში; „მთიების“ შესრულებულ სიმღერებში დაცულია სათანადო კუთხისათვის დამახასიათებელი შესრულების მანერა და ტონური სისტემა; სოფლელი შემსრულებლების მსგავსად, ანსამბლის წევრები სიმღერასთან ერთად ცეკვავენ და უკრავენ სხვადასხვა საკრავზე; „მთიებმა“ დაამკვიდრა სცენაზე სადა ფერხულებისა და გაშაირების ხალხური ტრადიცია. „მთიებმა“ სცენაზე პირველმა გააცოცხლა ე. წ. თურქეთის საქართველოს ფოლკლორიც.

მჭიდრო კავშირი სოფლელ შემსრულებლებთან, და საერთოდ ქართულ სოფელთან, ანსამბლის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ფოლკლორის ნიმუშების ჩაწერის მიზნით მოწყობილი ექსპედიციების გარდა, „მთიების“ წევრები 1980–იანი წლებიდან მოყოლებული ყოველწლიურად დადიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში „ალილოსა“ და „ჭონის“ წეს–ჩვეულების აღსასრულებლად, რის შედეგადაც არაერთ სოფელში აღდგა ეს უძველესი ტრადიცია.

„მთიები“ ბევრს მოგზაურობს საქართველოს საზღვრებს გარეთაც: მართავს კონცერტებს, ატარებს ქართული სიმღერის გაკვეთილებს. არის არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი.

„მთიებს“ გამოშვებული აქვს ხუთი კომპაქტ–დისკი. ანსამბლზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი (რეჟ. დიმიტრი გუგუნავა). 2001 წლიდან „მთიებს“ გიორგი გარაყანიძე ხელმძღვანელობს. მან 2003 წელს განაახლა ანსამბლი და ჩამოაყალიბა ქალ–ვაჟთა შერეული ჯგუფი, რომლის წევრებიც აუთენტურ შემოქმედებით პრინციპებზე აღიზარდნენ სტუდია „ამერ–იმერში“ და რომლებიც დღეს, უფროს თაობასთან ერთად, ედიშერ გარაყანიძის სახელობის ეთნომუსიკის თეატრ „მთიებში“ არიან გაერთიანებულნი.

„მთიები“ სცენაზე პირველყოფილი უშუალობით წარმოადგენს ქართველი ერის მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილ მუსიკალურ ნიმუშებს, რომლებიც ქართულ ეთნოგრაფიულ გარემოში წეს–ჩვეულებების, რიტუალებისა და სხვადასხვა ცხოვრებისეული მომენტის განუყოფელი ნაწილია და თანხლებულ ცეკვა–ფერხულებთან ან მსვლელობებთან ერთად თეატრალიზებულ სანახაობას ქმნის.

ანსამბლის ჩანაწერები იხილეთ აქ.

დაწერეთ თქვენი აზრები :)

gallery_1_22_17933.jpg

gallery_1_22_55184.jpg

გემრიელი საღამო იყო!

gallery_1_22_9933.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ილია ზაქაიძე - თამარ მეფე

ამ დღეებში დავდებ ალაზანზე მაგის ყველა სიმღერას.

ჩემი აზრით, თავისი განსაკუთრებული და ყველასგან განსხვავებული სტილით და მანერით ნამდვილად დაიმკვიდრა დიდი მომღერლის სახელი.

პირველად რომ მოვისმინე ჟრუანტელმა დამიარა, ისე წვრილ-წვრილი მარგალიტებივით არაკრაკებს ხმას...

უუუხ kaxeli2.gif

ილია ზაქაიძის სიმღერები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უბისელი

ამ დღეებში დავდებ ალაზანზე მაგის ყველა სიმღერას.

ეს რა არის ჯოოოუ? :D

აკოპირებ? :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Satevari

ეს რა არის ჯოოოუ? biggrin.gif

აკოპირებ? biggrin.gif

მაგრებია მაგრები მაგრები ძალიან მაგრები, ღამეა ეხლა ხვალ გადმოვწერ ყველას :). მალადეც მალადეც და დიდი მადლობა რელიზებისთვის :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
უბისელი

ეს რა არის ჯოოოუ? :D

აკოპირებ? :D

უი ეგ არ წამიკითხია :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
<object width="480" height="385"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/bIhkF22DFCA?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x3a3a3a&amp;color2=0x999999"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/bIhkF22DFCA?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x3a3a3a&amp;color2=0x999999" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="480" height="385"></embed></object>

<object width="480" height="385"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/pG-c0dWZZfI?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x3a3a3a&amp;color2=0x999999"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/pG-c0dWZZfI?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x3a3a3a&amp;color2=0x999999" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="480" height="385"></embed></object>

გონაშვილისნაირი მოვლენა იბადება საუკუნეებში ერთი <_<
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაჟრიალებს ამას რომ ვუსმენ...
ასეთი ხმა იქნება კიდევ როდესმე?
აღარ მახსოვს ვისი სიტყვებია - "ვინც ღმერთებს უყვართ მალე კვდება"

[media]http://www.youtube.com/watch?v=0emaApDymzg[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=apDi-cDpfO0[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0