Sign in to follow this  
Followers 0

ს.კ. დინამო თბილისი

810 posts in this topic

orthodox

უი უი ლამის ჩამეძინა სკამზე მაგ თამაშზე მაგრამ ბოლოსკენ მამალაძის და მერაბაშვილის გოლმა გამომაფხიზლა

მაინც არაუშავდა თამაშს : )

0

Share this post


Link to post
Share on other sites
orthodox

უი უი ლამის ჩამეძინა სკამზე მაგ თამაშზე მაგრამ ბოლოსკენ მამალაძის და მერაბაშვილის გოლმა გამომაფხიზლა

მაინც არაუშავდა თამაშს : )

რას იზამ. დაბალი დონეა ჩვენი ჩემპიონატი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვიტ ჯორჯია 1–1 დინამო.

დინამოს მხრიდან მართლაც ლამაზი გოლი გაიტანა გიორგი მერებაშვილმა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამოელები განვლილ თამაშს აფასებენ

გიორგი მერებაშვილი - მასპინძლები კარგად იყვნენ შეგუებული მოედნის უხარისხო საფარს და ბურთის ფლობის მხრივ მცირე ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ თამაშის მოგების უფრო მეტი შანსი გვქონდა, დასანანია, რომ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის გამოყენება ვერ შევძელით. ყველაფერი წინ არის, ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი მატჩია. ახლა ყველანი ზესტაფონთან მომავალი მატჩისთვის ვემზადებით. ზესტაფონთან ყოველთვის პრინციპული თამაშები გვაქვს. დღევანდელი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო უშეღავათო ბრძოლისთვის ვემზადებით. ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს.

გულვერდ თომაშვილი – ვიტ ჯორჯიასთან ყოველთვის დაძაბული თამაში იყო და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა გამოდგა. მეტოქე ყველაზე მებრძოლი გუნდია ჩემპიონატში. გამარჯვების დიდი სურვილი გვქონდა, უფრო მეტი საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ. ვიტ ჯორჯიას თბილისში აუცილებლად უნდა მოვუგოთ.

მილოშ კრშკო – კარგი თამაში იყო, ვფიქრობ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, გოლის გატანის გაცილებით მეტი შანსი გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. როგორც ველოდით მოწინააღმდეგე მჭიდრო პრესინგით, გრძელი გადაცემებით გვეთამაშა და როგორც ყოველთვის მატჩის დებიუტში დიდი ზეწოლით ეცადა პირველი გოლის გატანას. ჩვენ კარგად ვიყავით მომზადებული ამ თამაშისთვის, ტაქტიკურადაც გამართულად ვითამაშეთ, მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქცია. ზესტაფონთან რთული თამაში იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. სამწუხაროა, რომ გაფრთხილებების გამო ვერ ვითამაშებ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უფრო მეტს მოველოდი ამ შეხვედრიდან, მაგრამ სამწუხაროდ, დინამო ადრე დაიღალა ნამდვილად არ მეგონა რომ ასე ფრთხილ ფეხბურთს ითამასებდა თბილისური გუნდი, თან იმ დროს როდესაც "ჯორჯიას" კვახაძე აკლდა რაც დაცვაში დიდ ბზარებს ქმნიდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს ჩემპიონატის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში გაზეთმა ოლიმპმა 3 დინამოელი შეიყვანა: გიორგი მერებაშვილი, შოთა კაშია და მილოშ კრშკო. გიორგი, რომელიც ოლიმპის საუკეთესოთა შორის სეზონში მერვედ მოხვდა, გამოცემამ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. შოთა კაშია ოლიმპის სიმბოლურში მესამედ მოხვდა, დინამოს სლოვაკი მცველი კი მეხუთედ.

ორი დინამოელია გაზეთ ლელოს მიერ დასახელებულ ტურის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, გიორგი მერებაშვილი და შოთა კაშია. გიორგი რჩეულთა შორის ლელომ მეხუთედ შეიყვანა, შოთა კი მეორედ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო 2-0 ზესტაფონი

:24: :24: :24:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვაა საღოლ დინამოო, გამიხარდა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო ამ გამარჯვების შემდეგ ლიდერ ვით ჯორჯიას 3 ქულით ჩამორჩება, ასე რომ კარგი შანსი აქვს იბრძოლოს ჩემპიონობისთვის, ყველაზე მეტდ დინამოში მერაბაშვილი და ვაწაძე მომწონს, მაგრამ ისინი ერთი ტაიმის ფეხბურთელებიარიან :|

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თბილისის "დინამომ" გამოტოვებულ მატჩში "ზესტაფონი" დაამარცხა (2:0) და ჩემპიონობის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. რაინერ ცობელის გუნდს ლიდერ "ვიტ ჯორჯიამდე" მხოლოდ 3 ქულა აშორებს. დინამოელთა გამარჯვება ჩერნოგორიელმა ფორვარდმა ილია სპასოევიჩმა განაპირობა. ბალკანელმა მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშა და "დინამოს" დუბლით მოაგებინა. მატჩის გმირი გულშემატკივარმა ტაშით გააცილა. გუშინვე, ილიამ "ლელოს" კითხვებსაც უპასუხა...

- თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ დიდად მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის ფანების. მათი მხარდაჭერა ყოველთვის დიდი სტიმულია და ამჯერადაც ასე იყო. მოქმედი ჩემპიონები ვართ და, რა თქმა უნდა, ტიტულის შენარჩუნება გვსურს. სწორედ ამ მიზნისთვის ბრძოლაში მეტად მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა და გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან გვჭირდებოდა.

- ცხელ გულზე როგორ გააანალიზებთ ამ თამაშს?

- ამ სეზონში "ზესტაფონს" მეხუთედ შევხვდით, შესაბამისად, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ჩვენს შორის ყველა მატჩი ძალზე რთული და დაძაბულია... მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო - 3 ქულა უნდა აგვეღო, სხვა გზა არ გვქონდა. ჩვენთვის ფრეც კი არადამაკმაყოფილებელი შედეგი იქნებოდა, წაგებაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. წარმოიდგინეთ, მარცხის შემთხვევაში ჩემპიონობისთვის ბრძოლას, ფაქტობრივად, ვეთიშებოდით...

- რა დავალება მოგცათ მატჩამდე რაინერ ცობელმა?

- ცობელმაც მოკლედ გვითხრა, რომ ნებისმიერ ფასად უნდა მოგვეგო, სხვა შედეგი გამორიცხულიაო. დავალებებს რაც შეეხება, თქმა უნდა მწვრთნელებმა გარკვეული მითითებები მოგვცეს... ჩვენი მიზანი მარტივი იყო - მეტოქის კართან ბევრი სიმწვავე უნდა შეგვექმნა, რასაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა გოლი. ამავე დროს, ბუნებრივია, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზეც უნდა გვეზრუნა.

- მეორე ტაიმის დასაწყისიდან მათე ვაწაძის ნაცვლად ჩაერთეთ თამაშში. ცხადია, ცობელი თამაშის გამწვავებას დაგავალებდათ. საქმეს ჩინებულად გაართვით თავი...

- მე და მერებაშვილს ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რათა მეტოქის კართან სიმშვიდე არ ყოფილიყო. ვფიქრობ, მწვრთნელის დავალება ორივემ კარგად შევასრულეთ. მწვავე შეტევების გარდა, შორიდან დარტყმებიც არ გვავიწყდებოდა.

- იქნებ, გოლის ეპიზოდებიც გაიხსენოთ. პირველით დავიწყოთ...

- ხმალაძემ ძლიერად დაარტყა კარში. ასეთ ვითარებაში, როცა მას აცლიან და სივრცეც აქვს, ყოველთვის ძლიერად და ზუსტად ურტყამს. ეს დარტყმა მეკარემ ვერ შეიმაგრა და მეც იქვე აღმოვჩნდი - მცველებს დავასწარი და გავიტანე.

- და მეორე გოლი?

- (იცინის)... ოო, ეს კი ჩერნოგორიული კომბინაცია იყო! მოედანზე ტომიჩის გამოჩენამ ერთგვარი სტიმულიც კი მომცა, მით უმეტეს, პირველი გოლი უკვე გატანილი მქონდა და უფრო მეტად ვირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების. საგოლე პასი სწორედ ტომიჩმა მომცა და ძლიერად დავარტყი... და გავიტანე. ჩინებული იყო...

- ამ დუბლის შემდეგ 9 გოლი დაგიგროვდათ და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ თანაგუნდელი ვაწაძე გისწრებთ...

- ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ეს მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და "ვიტ ჯორჯიასთან" სხვაობა 3 ქულამდე შევამცირეთ. ბომბარდირობას რაც შეეხება, ეს უკვე მეორეხარისხოვანია... სხვათა შორის, სიხარულისთვის კიდევ ერთი მიზეზი მაქვს...

- იმედია, გაგვიმხელთ...

- რაც საქართველოს ჩემპიონატში ვთამაშობ, "ზესტაფონის" კარში გოლი არ მქონდა გატანილი. დღეს კი ერთბაშად ორი ბურთი შევაგდე. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, როცა კონკურენტს ვამწარებ... ასე რომ, სამმაგად ბედნიერი ვარ - ჯერ ერთი, რომ მოვიგეთ, მეორე - როგორც იქნა, "ზესტაფონსაც" გავუტანე, და მესამე - შეცვლაზე შესულმა დუბლი შევასრულე.

- ამ მოგების შემდეგ ოქროს მედლებს კიდევ უფრო მიუახლოვდით...

- მივუახლოვდი? იქნებ, სჯობს ასე ვთქვათ - საჩემპიონო შანსები გავზარდეთ. წინ კიდევ არა ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მთავარი თამაში შინ, "ვიტ ჯორჯიასთან" გველის. ალბათ, ამ თამაშში უნდა გადაწყდეს კიდეც ჩემპიონის ბედი.

- "ზესტაფონთან" მატჩმა დიდი ენერგია წაიღო. კვირას კიდევ ერთი რთული მატჩი გელით - "მგლები" ბევრისთვის "კერკეტი კაკალია"...

- ზუგდიდელებს მართლაც კარგი გუნდი ჰყავთ. ჩვენ მოვასწრებთ ძალების აღდგენას და მჯერა, კვირასაც გავიმარჯვებთ. ზუგდიდში მოგება იოლი არ არის და "დინამოს" ეს უკვე გამოცდილი აქვს საკუთარ თავზე.

- თანამემამულე დანილო ტომიჩზე რას გვეტყოდით?

- უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ტომიჩი ჩვენთანაა. მოსამზადებელ შეკრებაზე დანილომ არაერთი გოლი გაიტანა. ადაპტაცია არ გასჭირვებია და დარწმუნებული ვარ, სასტარტოს ფეხბურთელად იქცევა. მის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ, მაგრამ მოდით, მე ნუ მალაპარაკებთ, თავად ტომიჩი იტყვის თავის სათქმელს.

- დაახლოებით ერთ თვეში თბილისს ჩერნოგორიის ნაკრები ესტუმრება...

- ჩერნოგორიელი ჟურნალისტები და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მეკითხებიან ხოლმე საქართველოს ნაკრებზე - ექტორ კუპერის ხელში ქართველებმა მართლა მოუმატესო? თუმცა ისიც იციან, რომ საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევში ჯერ არ მოუგია...

- რას ეუბნებით თანამემამულეებს?

- ბევრს არაფერს, მოკლედ ვეუბნები ხოლმე - საქართველოსთან რთული მატჩები გელით-მეთქი. ჩემი აზრით, თბილისური მატჩი ფრედ დამთავრდება, ალბათ, 1:1. ჩვენებიდან გოლს ვუჩინიჩი გაიტანს...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო ნამდვილად ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანია, იმედი მაქვს რომ მწვრთნელი და ფეხბურთელები რომლებიც ირიცხებიან აჟამად ამ გუნდში დიდხანს გააჩერებენ, რადგანაც უამისოდ არ შეიძლება ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდეს, თუ გახსოვთ რამდენი ხანი მუშაობდა გეგუჩაძე დინამოში?, ამ გუნდს ყოველთვის აქვს პოტენციალი მაგრამ საჭიროა რომ სტაბილურობას მიაღწიოს გუნდმა. თუ აცლიან ამ კაცს (ცობელს) მგონია რომ გერმანულ სულს შთაბერავს ფეხბურთელებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
თუ აცლიან ამ კაცს (ცობელს) მგონია რომ გერმანულ სულს შთაბერავს ფეხბურთელებს.

ნამდილად ვერ დავეთანხმები ამაზრს, მე ვთვლი რომ ცობელი არ არის დინამოსთვის შესაფერისი მწვრთნელი, აასე რომ კარგი იქნება თუ დინამოს ხელმძღვანელობა დაფიქრდება და მის ნორმალურ შემცვლელს ნაავს, ჩემი აზრით მაგალითად კუპერი რომ იყოს დინამოს მჭვრთნელი მასინ 2-3 წელიწადში ლიგაზე მოხვედრაც შესაძლებელი იქნებოდა, ჩვენ ჯერ კლუბებში გვწირდება გამოცდილი მწვრთნელები და შემდეგ უკვე ნაკრებში.

დინამომ კიევ ერთი გამარკვება იზეიმა ზუგდიდის მგლებთან, შინ 2-1 დაამარცხა თბილისურმა გუნდმა მოწინააღმდეგე, 62 ჭ. მერეაბიშვილმა გახსნა ანგარიში, 65ჭ. ონიანმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 74 წუთზე დონლალდ ჯიუსმა გამარჯვების გოლი გაიტანა, დინამო კიდევ უფრო მიუახლოვდა ჯორჯიას, რადგანაცც მან თავის შეხვედრა "სიონთან" ფრედ დაასრულა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამომ ცხინვალის სპარტაკს ვერ მოუგო. 2-2 დამთავრდა მატჩი. არადა ვიტ ჯორჯიას გადასწრების საუკეთესო შანსი ჰქონდათ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო-სპარტაკის შეხვედრის 56-ე წუთზე მოედნიდან მილოშ კრშკო იქნა გაძევებული. რბილად რომ ვთქვათ სადაო ეპიზოდში, დინამოს სლოვაკმა მცველმა მძიმე ტრავმა მიიღო და თამაშის მიმდინარეობის დროს ღუდუშაურის კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზირებული, სადაც მილოშს რენტგენი გადაუღეს და დიაგნოზიც დაუსვეს – დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა. მილოში ოპერაციას სამშობლოში გაიკეთებს. მისთვის მიმდინარე საფეხბურთო სეზონი სამწუხაროდ დასრულებულია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეს გასამართლებელი საბუთი არ არის ორთოდოქს, სპარტაკის დამარცხება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოეხერხებინადინამოს, ამით მან მართლაც რომ ძალიან გაირთულა საქმე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ექტორ კუპერმა მორიგ სამშაბათობაზე 4 დინამოელს უხმო. ნაკრების საგურამოს ბაზას დღეს გურამ კაშია, ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი მათე ვაწაძე ეწვევიან.

21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახი ცხადაძემ კი ტექნიკურ ცენტრ ბაასში 7 დინამოელი მიიწვია: ლოსაბერიძე, გეთიაშვილი, კაკუბავა, ჩადუნელი, ბოლქვაძე, ნემსაძე და ქანთარია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს ჩემპიონატის 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში გაზეთმა ლელომ შოთა კაშია შეიყვანა, გაზეთ ოლიმპის სიმბოლურში კი შოთა ლომია მოხვდა, რომელმაც დინამოს შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს გასამართლებელი საბუთი არ არის ორთოდოქს, სპარტაკის დამარცხება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოეხერხებინადინამოს, ამით მან მართლაც რომ ძალიან გაირთულა საქმე.

მართალი ხარ.

უნდა მოეგო ყველა ვარიანტში.

რაღაც არ მომწონს დინამოს ბოლო მატჩები <_<

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამოს საფეხბურთო აკადემიის გუნდები არც მიმდინარე სეზონში თმობენ პოზიციებს და სხვადასხვა ასაკობრივ პირველობებში კვლავ ლიდერობენ. ყველაზე შთამბეჭდავი 1993-94 წლებში დაბადებულთა შედეგია, რომლებმაც 18 შეხვედრაში 17 მოიგეს და მხოლოდ ერთი მატჩი დაასრულეს ფრედ. ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქეთა კარი 74-ჯერ აიღო და საკუთარში მხოლოდ 2 ბურთი მიიღო. უახლოეს მდევარს გუნდი 13 ქულით უსწრებს.

1991-92 წლიანებში დინამოს კონკურენციას გაგრის გუნდი უწევს. დინამოელებს 18 მატჩში 44 ქულა აქვთ და ორქულიანი ჰანდი-კაპი აქვთ.

1992 წელს დაბადებულთა შორის ბაგრატ ჩადუნელის გუნდი ლიდერობს, რომელიც ქალაქის პირველობაზე, ელიტ-ლიგის გათამაშებაში გამოდის და მეორეადგილოსანს 4 ქულით უსწრებს.

თეიმურაზ უგრეხელიძე

/აკადემიის კოორდინატორი/ - მიმდინარე პირველობა პრაქტიკულად ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად მიმდინარეობს, იმატა კონკურენციამ და სასიამოვნოა, რომ ყველგან მოწინავე პოზიციებს ვინარჩუნებთ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის გახლავთ, რომ აკადემია მეორე და შემდეგ პირველ გუნდს შევსებას აძლევს. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში 7 დინამოელს უხმეს, რომლებმაც ჩვენი საფეხბურთო აკადემიის პრაქტიკულად ყველა საფეხური გაიარეს.

თამაზ სამხარაძე

/აკადემიის მთავარი მწვრთნელი/ - ვცდილობთ ჩვენს გუნდებში საუკეთესო და პერსპექტიულ ახალგაზრდებს მოვუყაროთ თავი. წელიწადში ორჯერ შერჩევით სესიებს ვაწყობთ. ნაყოფიერად მუშაობენ ჩვენი მწვრთნელები. ბაგრატ ჩადუნელის გუნდი ელიტ-ლიგას ლიდერობს და არა მარტო შედეგით, თამაშის ხარისხითაც საუკეთესო გუნდი ჰყავს. უმცროს ასაკში, სადაც ყოველ წელს ახალ გუნდს ვაყალიბებთ, მეორე წელია შთამბეჭდავ შედეგს გვიჩვენებს ვასილ მაისურაძის გუნდი. მას შარშან ჰქონდა დებიუტი მწვრთნელის რანგში და ბრწყინვალე შედეგი აქვს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამოს ფან-კლუბის წევრებმა მილოშ კრშკო მოინახულეს. შეგახსენებთ, რომ კვირას, დინამო-სპარტაკის შეხვედრაში სლოვაკმა მცველმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და მისთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია. კრშკო ორიოდ დღეში სამშობლოში გაემგზავრება და ოპერაციას გაიკეთებს. ჩვენი გუნდის ქომაგებმა გაამხნევეს მილოში და გამოჯანმრთელება უსურვეს მას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო-ლოკომოტივის შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატებში რიგით 35-ე იქნება. დინამოელებმა 18 მატჩი მოიგეს, მეტოქემ კი 6 შეხვედრაში იმარჯვა, 10 ორთაბრძოლაც ფრედ დასრულდა. ყველაზე პოპულარული ანგარიში 0-0-ია, ასეთი შედეგი 9 თამაშში დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ მოწინააღმდეგე 2007 წლის 23 ნოემბერს დაამარცხა – 7-2. ყველაზე უხვგოლიანი კი იმავე წელს, 10 მაისს გამართული მატჩი გამოდგა, რომელშიც დინამომ

6-5 იმარჯვა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ლოკომოტივი 0-0 დინამო

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო ასე თუ გააგრძელებს მას ოლიმპიც გაასწრებს და ზესტაფონიც, ძალიან ცუდი მაჩვენებელია ორ აუცაიდერთან აღებული 2 ქულა(6 შესაძლებლიდან), შეგახსენებთ რომ ოლიმპის 7 წულით უსწრებს დინამო, ზესტაფონმა თუ მოოუგო დღეს მესხეთს მაშინ, სხვაობა 6 წულა იქნება დინამოსთან. ასევე საინტერესოა სპარტაკი-ვიტ ჯორჯიას დაპირისპირება, თუ ჯორჯია მოიგებს დინამოს სამი ქულით გაუსწრებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეხ დინამოო, ისევ გაუსვა შანსი ხელიდან, ვიტელებმა 0-0 ითამაშეს ცხინვალთან

რაიან ცობელი გაუშვეს!

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რაიან ცობელი გაუშვეს!

მართლა მირო?, დღევანდელ გაზეთში არაფერი ეწერა, რომელი წყაროდან გაიგე?.

მე მგონი მცარი ნაბიჯი იყო მაინც ამის გაკეთება, დასკვნით ფაზაში მწვრთნელის შეცვლა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0