Sign in to follow this  
Followers 0

ს.კ. დინამო თბილისი

810 posts in this topic

იანვრიდან დინამო სამმა ფეხბურთელმა დატოვა. დავით ოდიკაძეს, ზაალ ელიავას და ლექსო ინწკირველს გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდათ და კარიერას სავარაუდოდ უცხოეთში გააგრძელებენ. ინწკირველი ალბათ აზერბაიჯანს დაუბრუნდება, ელიავას მომავალი გუნდის ვინაობაც მალე გაირკვევა, გუნდის კაპიტანი დავით ოდიკაძე კი უნგრული დიორ ეტოს შემადგენლობაში ჩაირიცხა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

23 იანვარს დილით დინამოელები ბათუმში მიემგზავრებიან. გუნდი 15.00 საათზე მასპინძლებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 24 იანვარს კი დინამოელები ტრაბზონიდან ანტალიაში გადაფრინდება. დინამოელები ისევე, როგორც შარშან ამჯერადაც სიდეს მახლობლად, სასტუმრო საილენს ბიჩში დაბინავდებიან. ორჯერად ვარჯიშებთან ერთად, დაგეგმილია 4 ამხანაგური შეხვედრა:

28 იანვარი – ამკარი /პერმი, რუსეთი/

30 იანვარი – მეტალურგსი /ლიეპაი, ლატვია/

3 იანვარი – ჟეტისუ /ტალდიკორგანი, ყაზახეთი/

5 იანვარი – ტავრია /სიმფეროპოლი, უკრაინა/

დინამოს დაემშვიდობნენ გუნდში სინჯებზე მყოფი სერბი ფუად სალიჰოვიჩი და კამერუნელი ჟევ მეგოტი. ჩერნოგორიელ დანილო ტომიჩთან კონტრაქტი სავარაუდოდ ანტალიაში გაფორმდება. არგენტინელი მარკოს ჩარასის შესახებ გადაწყვეტილებას რაინელ ცობელი ანტალიაში მიიღებს. იქვე შეუერთდება გუნდს შოთა კაშიაც.

დინამოელები თურქულ შეკრებას ასეთი შემადგენლობით მგაივლიან : დიდიე ოვონო, გიორგი ლორია, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, გურამ კაშია, მილოშ კრშკო, მარკოს ჩარასი, ლევან კაკუბავა, ლევან ხმალაძე, გიორგი ნერგაძე, დავით დიღმელაშვილი, ვაჟა ნემსაძე, ალექსანდრე კოშკაძე, დანილო ტომიჩი, გიორგი მერებაშვილი, შოთა ლომია, შოთა კაშია, ოლეგ გველესიანი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, დონალდ ჯიუსი, ილია სპასოევიჩი, მათე ვაწაძე, ჯორჯ აკირემი, ზვიად ქანთარია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გია ნერგაძე თავის ინტერვიუში დიმადლობას უხდის ნდობისთვის თბილისის "დინამოს" გერმანელ თავკაცს რაინერ ცობელს იმისთვის რომ მან ნდობა გამოუცხადა, ხოლო მის წინა მჭვრთნელს დუშან უჰრინს საყვედურობს უნდობლობისთვის. იგი ამავე ინტერვიუში საუბრობს რომ, მის მიერ მიღებული თრამვა არ აღმოჩნდა საშიში და ის დინამოში დამკვიდრებაში ხელს არ შეუშლის, შეგახსენებთ რომ ნერბაძე არის დინამოს ვიცე კაპიტანი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბათუმი, ადელის სტადიონი, 16:30, ამხანაგური მატჩი, დინამო ბათუმი 0:4 დინამო თბილისი

ოვონო (46. ლორია), თომაშვილი(46. მინდორაშვილი), გ. კაშია, კრშკო, ჩარასი, ტომიჩი, დიღმელაშვილი (46. ნემსაძე), კოშკაძე, ლომია(46. ჯიშკარიანი), მერებაშვილი, ჯიუსი.

10წთ – დიღმელაშვილმა ჩააწოდა კუთხური, კაშიას თავური დარტყმა მერაკემ მოიგერია და თომაშვილმა დამატებაზე გახსნა ანგარიში.

19წთ – ჯიუსი (მერებაშვილის პასით)

63წთ – მერებაშვილი (კოშკაძის პასით)

83წთ – ისევ მერებაშვილი ისევ კოშკაძის პასით

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ბათუმი, ადელის სტადიონი, 16:30, ამხანაგური მატჩი, დინამო ბათუმი 0:4 დინამო თბილისი

ოვონო (46. ლორია), თომაშვილი(46. მინდორაშვილი), გ. კაშია, კრშკო, ჩარასი, ტომიჩი, დიღმელაშვილი (46. ნემსაძე), კოშკაძე, ლომია(46. ჯიშკარიანი), მერებაშვილი, ჯიუსი.

10წთ – დიღმელაშვილმა ჩააწოდა კუთხური, კაშიას თავური დარტყმა მერაკემ მოიგერია და თომაშვილმა დამატებაზე გახსნა ანგარიში.

19წთ – ჯიუსი (მერებაშვილის პასით)

63წთ – მერებაშვილი (კოშკაძის პასით)

83წთ – ისევ მერებაშვილი ისევ კოშკაძის პასით

ძალიან კარგია დინამო კარგად იყენებს მოსამზადებელ პერიოდს, ეს მას აუცილებლადდაჭირდება რადგან წინ დაძაბული შეხვდრები ელის, მგონი კოშკაძე კარგად მოერგო გუნდს, ყოველ შემთხევევაში ერთი შეხედვით ასე ჩანს, მერაბიშვილი კარგი ბიწია მაგრამ ის მხოლოდ ერთი ტაიმის ფეხბურთელია, ეს კი ძალიან ცუდია დინამოსთვის , ნაკრებისთვის და რაღათქმაუნდა თავად გიორგისთვის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე, რუსეთის პრემიერ-ლიგაში მე-4 პოზიციაზე გასული პერმის ამკარი იყო. დაძაბული შეხვედრა, რომელიც მთელი 90 წუთის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა უგოლოდ დასრულდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მწირი საგოლე ეპიზოდებით. ყველაზე რეალური საგოლე მომენტი მატჩის მე-15 წუთზე დინამოელებმა შექმნეს. მერებაშვილმა სოლო რეიდი განახორციელა, გზად რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამკარის მეკარემ ბურთის კუთხურზე მოგერიება შეძლო. კუთხური დიღმელაშვილმა მოაწოდა, გურამ კაშიას დარტყმის შემდეგ კი ბურთი სულ მცირე მანძილით აცდა რუსების კარს. მეკარეებს იშვიათად უხდებოდათ თამაშში ჩართვა. ლორიას მხოლოდ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, როდესაც პეტროვიჩის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი კუთხურზე მოიგერია. საბოლოოდ ფრე 0-0. შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰექტორ რაულ კუპერიც დაესწრო. ჩვენს გუნდს დღევანდელ შეხვედრაში ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. ვაწაძე ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ხმალაძეს და აკირემს მიკროტრავმები აქვთ, ფირცხალავამ კი მენისკის ოპერაცია გაიკეთა და სამკურნალოდ თბილისში დარჩა. რაც შეეხება გუნდში სინჯებზე მყოფ, არგენტინელ ჩარასს, მას ვარჯიშზე კუნთი დაეჭიმა და მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.

რაინერ ცობელი - კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ბიჭებმა ორჯერადი ვარჯიშებით გამოწვეულ დაღლილობის ფონზე მოედნის ყველა მონაკვეთზე უკომპრომისოდ იბრძოლეს და რუსეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გასულ გუნდს არაფერი დაუთმეს. დაცვამ შეუცვლელად და პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა. გუნდი მკაცრად იცავდა სათამაშო დისციპლინას. ერთადერთი რაზეც გული მწყდება, გოლის გატანა ვერ შევძელით, რისი რეალური შანსიც გვქონდა. დინამო: ლორია, კაკუბავა, კრშკო, გ.კაშია, თომაშვილი, შ.კაშია /67-ტომიჩი/, დიღმელაშვილი /46-კოშკაძე/, ნერგაძე, ლომია /46-გველესიანი/, მერებაშვილი /62-ნემსაძე/, სპასოევიჩი /46-ქანთარია/.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამოელთა მეორე მეტოქე ანტალიურ შეკრებაზე ლატვიის ვიცე-ჩემპიონი ლიეპაის მეტალურგსი იქნება. ლატვიელები თურქეთში 16 იანვრიდან იმყოფებიან და შეკრების ბოლო მეოთხე შეხვედრა ჩვენს გუნდთან ექნებათ. ლატვიელებმა პირველი მატჩი 19 იანვარს საფეხბურთო კლუბ გაგრასთან ფრედ 0-0 დაასრულეს. დინამო-მეტალურგსის მატჩი 30 იანვარს თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამომ ლატვიის ვიცე-ჩემპიონს 3-1 მოუგო

დინამომ თურქულ შეკრებაზე მეორე მატჩი გამართა. ჩვენი მეტოქე ლატვიის ვიცე-ჩემპიონი ლიეპაის მეტალურგსი იყო. შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა 3-1. პირველი ნახევარი, რომელიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა ლატვიელებმა მოიგეს. მე-14 წუთზე ივანოვსმა ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი დარტყმა. მეორე ტაიმი ჩვენი გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა. დინამოელებმა აგრესიული, აქტიური პრესინგით პირველივე წუთებიდან ხელთ იგდეს თამაშის სადავეები, რასაც ლოგიკური შედეგი მოჰყვა. ორწუთიან ინტერვალში 49-ე და 50-ე წუთებზე ჩერნოგორიელმა დანილო ტომიჩმა, რომლის დინამოში დარჩენაც პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ორი გოლის გატანა შეძლო. მას ასისტენტობა, ჯერ კოშკაძემ გაუწია, შემდეგ კი ჯიშკარიანმა. ნიკოლოზ ჯიშკარიანი, მხოლოდ ასისტენტობას არ დასჯერდა და 76 წუთზე თომაშვილის წამოწყებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა და გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. ეს ჯიშკარიანის პირველი გოლია ჩვენი პირველი გუნდის შემადგენლობაში. გარდა სამი გატანილი გოლისა დინამოელებს კიდევ ჰქონდათ მეტოქის კარის აღების საშუალება, საბოლოოდ 3-1. დილით ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ ცობელმა გუნდის რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა. დინამოელთა შემადგენლობა ასეთი გახლდათ: ოვონო, თომაშვილი, გ.კაშია, კრშკო, ჩარასი, ტომიჩი/54-შ.კაშია/, ხმალაძე, ნერგაძე, ჯიშკარიანი, კოშკაძე, სპასოევიჩი /46-აკირემი, 63-ქანთარია/. აკირემის შეცვლის მიზეზი მცირე ტრავმა გახლდათ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩვენი გუნდი თურქეთში რიგით მესამე ამხანაგურ შეხვედრას ჟეტისუსთან გამართავს. ჟეტისუ ყაზახეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გავიდა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით თურქულ შეკრებაზე გუნდმა ბოლო ორი მატჩი კიევის არსენალთან და რუმინეთის უმაღლესი ლიგის გუნდთან, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, ფრედ 0-0 დაასრულა. დინამო-ჟეტისუს მატჩი 3 თებერვალს, თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დილით ჩატარებული ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, თბილისის დროით 17.00 საათზე დინამოელებმა თურქეთში მესამე ამხანაგური მატჩი ყაზახურ ჟეტისუსთან გამართეს. მატჩი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრა ჩვენმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებზე მეტოქის კართან რამდენიმე კუთხური მოაწოდა, ერთ-ერთი მათგანის მერე დიღმელაშვილის ჩაწოდების შემდეგ კაკუბავამ თავით, სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. ასევე სახიფათო გახლდათ შოთა კაშიას მიერ საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული ბურთი, რომელიც მცირე მანძილით აცდა ჟეტისუს კარს. პირველ ტაიმში ოვონოს კარის მიმართულებით ყაზახებმაც რამდენჯერმე დაარტყეს, მაგრამ თამაშის პირველ ნახევარში მეკარეებს ბურთის დაუფლების საშუალება პრაქტიკულად არ ჰქონიათ. ერთადერთი გოლი მატჩის 32-ე წუთზე გავიდა. ოვონოს გრძელი პასის შემდეგ, ბურთი დონალდ ჯუისმა მიიღო, ჩამოიცილა მეურვე და ზუსტი დარტყმით კირილ პრიადკინის კარი აიღო. მეორე ტაიმის საწყისი წუთები ჟეტისუს უპირატესობით მიმდინარეობდა, მათ ორი სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ ერთ შემთხვევაში ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყეს, მეორე შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე ლორია იყო. დინამოელებმა რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს. ჩვენი გუნდის იერიშების დამამთავრებელ ფაზაში ქანთარია აქტიურობდა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ჯერ ჟეტისუს მეკარემ კუთხურზე მოიგერია, შემდეგ კი ახალგაზრდა დინამოელი ფორვარდის დარტმული იყო არაზუსტი. საბოლოოდ, გამარჯვება 1-0 საკმაოდ საინტერესო და უშეღავათო ბრძოლაში. დინამომ დღევანდელ შეხვერაში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ოვონო/46-ლორია/, თომაშვილი /83-მინდორაშვილი/, კაკუბავა, კრშკო, ჩარასი, შ.კაშია, დიღმელაშვილი, ხმალაძე/72-ნემსაძე/, გველესიანი/58-ლომია/, კოშკაძე, ჯუისი/46-ქანთარია/. რაინერ ცობელის გადაწყვეტილებით დინამოელები ხვალ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. ჩვენი გუნდის მეტოქე გერმანიის რეგიონლიგის ბაბელსბერგი იქნება. გუნდი, გერმანიის რანგით მეოთხე ლიგაში, ორიდან ერთის-ჩრდილოეთ ზონის ერთ-ერთი ლიდერია. მატჩი თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

dad3ca508c49.jpg

დინამომ დანილო ტომიჩთან კონტრაქტი გააფორმა. ჩერნოგორიელ ნახევარმცველთან კონტრაქტი 4 თვე + 3 წელია. იმედია ტომიჩის სრული ადაპტაცია ჩვენს გუნდში უმტკივნეულოდ მოხდება, დანილო შეძლებს საუკეთესოდ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები მიმდინარე სეზონის ბოლომდე და ამ შემთხვევაშიც კლუბიც მასთან კონტრაქტს ავტომატურად 3 წლით გააგრძელებს.

დანილო ტომიჩი - ჩემი თანამემამულე ილია სპასოევიჩისგან თბილისში ჩამოსვლამდეც ბევრი რამ ვიცოდი თქვენს ქვეყანაზე. ვიცოდი ისიც რომ დინამო მდიდარი ტრადიციების მქონე დიდი კლუბია და გუნდში ყოფნის ამ მცირე ხნის მანძილზეც კიდევ უფრო დავრწმუნდი ამაში. აქ ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ: ხელმძღვანელობა, მწვრთნელები, ფეხბურთელები. ძალიან გამიხარდა, რომ ლატვიელთა კარში 2 გოლი გავიტანე და დინამოს გამარჯვებაში დავეხმარე. ვარჯიშზე, მე და ჩემი თანაგუნდელები ძალ-ღონეს არ ვიშურებთ და იმედი მაქვს, რომ ეს შრომა შედეგს გამოიღებს. ბედნიერი ვარ, რომ დღეიდან ოფიციალურად გავხდი დინამოელი. ვიმედოვნებ, რომ დინამოსთან ერთად ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ისევე როგორც ჩემი მშობლიური ჩერნოგორია, საქართველოც მართლმადიდებლური ქვეყანაა და აქ უცხოელი არ ვიქნები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

5 თებერვალს, თბილისის დროით 17:00 საათზე დინამოელები ამხანაგურ შეხვედრას სიმფეროპოლის ტავრიასთან გამართავენ. ყირიმელებმა უკრაინის ჩემპიონატში შარშანდელი სეზონი მე-5 პოზოციაზე დაასრულეს. მიმდინარე პირველობაში კი გუნდი მე-13 ადგილზეა. ტავრიას ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ ბურდული და ვასილ გიგიაძე იცავენ. მათ გარდა გუნდში მრავლად არიან სერბი, ხორვატი, რუმინელი, პოლონელი, ნიგერიელი და ლიტველი ლეგიონერები. ორი მათგანი 29 წლის მცველი ვიდას ალუნდერისი და 30 წლის ნახევარმცველი ანდრიუს იოკშასი ლიტვის ნაკრებში გამოდიან. გუნდის მთავარი მწვრთნელი სერგეი პუჩკოვია, რომელიც წლების მანძილზე დნეპრის ფეხბურთელი იყო. მან თურქულ შეკრებაზე, რომელიც 26 იანვარს დაიწყო 29 ფეხბურთელი იახლა. გუნდმა ანტალიაში 4 ამხანაგური მატჩი გამართა. 30 იანვარს ერთმა შემადგენლობამ 3-0 მოუგო ასტანის ლოკომოტივს, მეორემ კი 1-3 წააგო გროზნოს ტერეკთან. უკრაინელთა ორივე შემადგენლობამ 2 თებერვალს პოლონეთის ზაგლემბეს 4-0 და 3-0 მოუგო. საინტერესოა, რომ ტავრიამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ყველაზე დიდი ანგარიშით დინამოსთან წააგო 1981 წელს 0-5. :D :D :D

Edited by orthodox
0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამომ ტავრიას დიდი ანგარიშით მოუგო

დინამოელებმა დღეს დილით ივარჯიშეს და ადგილობრივი დროით 15.00 საათზე შეკრების ბოლო მატჩი სიმფეროპოლის ტავრიასთან გამართეს. ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით 3-0 მოიგო. თამაში უკრაინელებმა აქტიურად დაიწყეს და ჩვენი კარის მიმართულებით სახიფათო თავური დარტყმაც განახორციელეს. დინამოელებმა დიღმელაშვილის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, კაკუბავას თავურითვე უპასუხეს. პირველ გოლამდე, რომელიც 25-ე წუთზე გავიდა, მერებაშვილი წააქციეს საჯარიმოში, მაგრამ არბიტრმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა. გიორგიმ მალე თამაშიდან გაიტანა, როდესაც ჯიუსის დარყმულ ბურთს დაამატა. ზუსტად ორ წუთში მერებაშვილს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ოდნავ არაზუსტად დაარტყა. 30-ე წუთზე უკვე დიღმელაშვილს შეეძლო გატანა, როცა ლომიას მიერ საჯარიმოს ხაზთან ჩაწოდებული ბურთი, ეფექტურად ერთი შეხებით დაარტყა. 36-ე წუთზე შოთა კაშიას დრო დადგა, რომელმაც კარიდან წინ გამოსულ გოლკიპერს, ტექნიკურად თავზე გადაუგდო ბურთი. მეორე ნახევარი დინამოელებმა სწრაფ ტემპში დაიწყეს. ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი რეალური საგოლე ეპიზოდების აღწერამდე, ლორიას უშეცდომო და დამაჯერებელ თამაშზეც უნდა ითქვას. ლორიამ რამდენიმე რთული ბურთის აღება შეძლო. მეორე ნახევარში ორივე გუნდის კარი ძელმა იხსნა. დინამოელთა მხრიდან, ძელს სპასოევიჩის დარტყმის შემდეგ მოხვდა ბურთი. ილიამ თავისი გოლი 74-ე წუთზე გაიტანა, როცა დიღმელაშვილმა იგი დიდოსტატური გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა. ილიას მანამდეც მართებდა გატანა, მაგრამ არ გაუმართლა. მოწინააღმდეგის კარის აღების რეალური შანსი ორჯერ კოშკაძესაც მიეცა, ისევე როგორც ტომიჩს და ქანთარიას, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. დინამომ დიდი ანგარიშით 3-0 მოიგო. ტავრიას შემადგენლობაში სრულად ითამაშეს ბურდულმა და გიგიაძემ, რომლის ერთი სახიფათო დარტყმაც ლორიამ მოიგერია. ცობელმა 18 ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო: ლორია, თომაშვილი (77. მინდორაშვილი), კრშკო (46. ტომიჩი), კაკუბავა, ჩარასი (77. ჯიშკარიანი), შ. კაშია, ხმალაძე (77. ნემსაძე), დიღმელაშვილი (80. ქანთარია), ლომია (46. გველესიანი), მერებაშვილი (46. კოშკაძე), ჯიუსი (46. სპასოევიჩი).

25წთ - მერებაშვილი (1:0)

36წთ - შ. კაშია (2:0)

74წთ - სპასოევიჩი (3:0)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როდის ბრუნდებიან თბილისში თუ უკვე დაბრუნდნენ? დღეს ავტობუსი დავინახე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამომ ანტალიური შეკრება დაასრულა. დინამოელები 7 თებერვალს გამოემგზავრებიან სამშობლოში და საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადებას, თბილისში დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გააგრძელებენ. დინამომ შეკრებაზე 5 მატჩი გამართა:

28.01. დინამო - ამკარი /რუსეთი/ 0-0

30.01. დინამო - მეტალურგსი /ლატვია/ 3-1

3.02. დინამო - ჟეტისუ /ყაზახეთი/ 1-0

4.02. დინამო - ბაბელსბერგი /გერმანია/ 3-2

5.02. დინამო - ტავრია /უკრაინა/ 3-0

საინტერესოა, როგორ აფასებენ გუნდის მზადებას განახლებული სეზონისთვის დინამოს მთავარი მწვრთნელი რაინერ ცობელი და მწვრთნელები კახა კაჭარავა და გელა ჭანტურია.

რაინერ ცობელი /მთავარი მწვრთნელი/ - შეკრებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ბიჭები მონდომებით ვარჯიშობდნენ. თამაშებიც საინტერსო და სასარგებლო იყო. საკმაოდ ძლიერ გუნდებთან კარგი შედეგები ვაჩვენეთ. ვფიქრობ, რომ განახლებულ სეზონს მომზადებული ვხვდებით.

კახა კაჭარავა /მწვრთნელი/ - მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარებულ შეხვედრებში შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ როდესაც თბილისის დინამოს ღირსებას იცავ ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო და დაიხარჯო. მთავარი შეხვედრები წინ არის. წინ რთული და გრძელი სეზონი გველის და კარგია, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა და გრძელი სკამი გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ვაწაძე და აკირემიც მალე დაგვეხმარებიან.

გელა ჭანტურია /მეკარეების მწვრთნელი/ - შეკრებას დადებითად შევაფასებდი, ოვონო და ლორია შესანიშნავ ფორმაში არიან. ორივე მათგანი ნამდვილი პროფესიონალები არიან და ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ვფიქრობ, ყველა ასპექტში სრულფასოვნად მოვემზადეთ. ამხანგურ შეხვედრებშიც ორივე მათგანი დამაჯერებლად და პრაქტიკულად უშეცდომოდ მოქმედებდა. სიამოვნებით მინდა ავღნიშნო ლორიას მნიშვნელოვანი პროგრესი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ორთოდოქს

ძალიან კარგია რომ ასეთი აქტიური თემა გახადე ქართული ფეხბურთის ფლაგმანის თემა, ნამდვილად ამომწურავად დებ ყველა იმფორმაციას რაც კი "დინამოს" შეეხება, დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის.

პ.ს დავეხმაროთ თბილისოს: http://tbiliso.ge/index.php?act=announce&f=4&id=9

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დავით დიღმელაშვილი - დინამოს მიზანი ყოველთვის იყო და არის ჩემპიონობა

]

როგორ ჩაიარა შეკრებამ ?

- ჩემი აზრით შეკრებამ ნაყოფიერად ჩაიარა. ყველანი კმაყოფილები ვართ. იშვიათად, როცა შეკრებაზე ყველა მატჩის საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარება შეძლო და დაუმარცხებლად ითამაშო. შედეგი კარგი იყო. ასე რომ უკმაყოფილების საბაბი არ არსებობს.

ყველაზე რთული რომელი მატჩი იყო შეკრებაზე ?

- ყველაზე რთული პირველი შეხვედრა იყო ამკართან. ამკარი რუსეთის პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მათი სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა. ამასთანავე მეტოქე რუსეთის გუნდი იყო და უკომპრომისო ბრძოლა გვქონდა.

ყველაზე კარგად გუნდმა რომელი მატჩი ითამაშა ?

- ბოლო თამაში ტავრიასთან ყველაზე კარგი იყო, თუნდაც ანგარიშიდან გამომდინარე. მთლიანობაში, ყველა კარგი თვისება გამოვავლინეთ, გოლის გატანა კიდევ არაერთხელ შეგვეძლო. მოწინააღმდეგის რიგებში ძალიან კარგი ქართველი ფეხბურთელები გიგიაძე და ბურდული გამოდიოდნენ.

შენ როგორ ხვდები სეზონის განახლებას ?

- ჩვეულებრივი მომენტია შეკრების ბოლოს დაღლილობა იჩენს ხოლმე თავს. პირველი თამაში 15-ში გვაქვს და იმდროისთვის ყველანი სრულ მზადყოფნაში ვიქნებით.

ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ე.წ. მოკლე სკამი ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა იყო. გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, არიან ახალწვეულებიც. მოგვარდა თუ არა ეს პრობლემა ?

- შეკრებაზე 5 მატჩი ვითამაშეთ და კარგი შედეგი ვაჩვენეთ. ბუნებრივია ეს ჩვენი ახალი თანაგუნდელების და ახალგაზრდების დამსახურებაც არის. წინ ხანგრძლივი სეზონი გველის. არავინაა დაზღვეული ტრავმებისგან, დისკვალიფიკაციისგან, ან თუნდაც გადაღლისგან. კარგია, რომ ახლა გუნდში 18-20 დაახლოვებით თანაბარი დონის მოთამაშეა.

და ბოლოს რამდენად რეალურია ტიტულის შენარჩუნება და თასის მოპოვება ?

- არათუ რეალური, ჩემპიონატი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დინამოს მიზანი ყოველთვის იყო და არის ჩემპიონობა. თასის ნახევარფინალში გავედით და ვინც არ უნდა შეგვხვდეს უნდა მოვიგოთ და საბოლოო ჯამში თასსაც უნდა დავეუფლოთ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი და გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. დინამოელთა ტრიო 8 თებერვალს, სტამბულის გავლით პირდაპირ ანტალიიდან გადაფრინდება დუბლინში და ეროვნულ გუნდთან ერთად მოემზადება ირლანდიის ნაკრებთან მატჩისთვის. კიდევ ერთი დინამოელი, დიდიე ოვონო თურქეთიდან საფრანგეთში გაემგზავრება. 10 თებერვალს იგი გაბონისა და გამბიის ნაკრები გუნდების ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ორთოდოქს

ძალიან კარგია რომ ასეთი აქტიური თემა გახადე ქართული ფეხბურთის ფლაგმანის თემა, ნამდვილად ამომწურავად დებ ყველა იმფორმაციას რაც კი "დინამოს" შეეხება

მადლობა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ტრადიციულად სეზონის განახლების წინ დინამოელებმა თავის ერთგულ გულშემატკივრებს უმასპინძლეს. დღეს ფან-კლუბის წევრები დიღმის ბაზაზე დინამოს ვარჯიშს დაესწრნენ. ვარჯიშის შემდეგ ისინი გუნდის მთავარ მწვრთნელს რაინერ ცობელს და მწვრთნელს კახა კაჭარავას გაესაუბრნენ. ცობელის თქმით, პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე თითქმის თანაბარი ძალის ორი ფეხბურთელია. ასე, რომ ეგრეთ წოდებული მოკლე სათადარიგოთა სკამის პრობლემა, რომელმაც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, განსაკუთრებით ოლიმპთან შეხვედრაში იჩინა თვი, დღეს არ არსებობს. რაც შეეხება საერთაშორისო არენაზე წარმატებით გამოსვლას, მასზე ფიქრი გერმანელ სპეციალისტს ჯერ ნაადრევად მიაჩნია, ვინაიდან დღეს აქტუალური და უმთავრესი ჩემპიონატის და თასის მატჩების მაღალ დონეზე ჩატარება და გამარჯვებაა. კახა კაჭარავას განცხადებით დინამო ორივე ფრონტზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ჩემპიონატიც და თასიც, გუნდისთვის პრიორიტეტულია. ფანებთან საუბარში მწვრთნელებმა კმაყოფილება გამოთქვეს გუნდის მიერ შეკრებაზე გაწეული სამუშაოთი და აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადების მაღალ დონეზე გააკეთეს. ფანებმა წარმატება უსურვეს დინამოს და ოპტიმისტური განწყობით დატოვეს დიღმის საწვრთნელი ბაზა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო მომავალ მეტოქეს ბოლნისის სიონს, საქართველოს ჩემპიონატებში 35-ჯერ შეხვდა. დინამოელებმა მხოლოდ 4 შეხვედრაში ვერ შეძლეს გამარჯვება. 31 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი, 92 გატანილი და 15 გაშვებული ბურთი. ასეთია ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორია. ყველაზე დიდი ანგარიშით 9-0, დინამომ მოწინააღმდეგეს 2000 წლის 17 თებერვალს აჯობა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრაში, რომელშიც საქართველოს ნაკრები დუბლინში ირლანდიასთან 1-2 დამარცხდა, მონაწილეობა ორმა დინამოელმა მიიღო. გიორგი მერებაშვილი 68-ე წუთზე გოცირიძის ნაცვლად ჩაერთო თამაშში, ლევან ხმალაძემ კი 70-ე წუთზე მენთეშაშვილი შეცვალა. გურამ კაშიას მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. დინამოელები სამშობლოში სავარაუდოდ დღეს დაბრუნდებიან და გუნდს ხვალიდან შეუერთდებიან. თბილისშია და დღეს ჩვეულებრივად გუნდთან ერთად ივარჯიშა დიდიე ოვონომ, რომელიც გაბონი-გამბიის ამხანაგური მატჩში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში იმყოფებოდა, მაგრამ უამინდობის გამო შეხვედრა არ შედგა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხვალ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართ "ბორის პაიჭაიძაძის" სახელობის ეროვნულ მოედანზე, სადაც ერთმანეთის პირიისპირ დინამო (თბ) და ბოლნისისის "სიონი" წარსდგებიან. საინტერესო იქნება კოშკაძის პირველი შეხვედრა სიონის წინააღმდეგ, შეგახსენებთ რომ ის პირველ წრეში ბოლნისელთა ღირსებას იცავდა. როგორც ნეიტრალური გულშემატკივარი, კარგი, სამართლიანი და გოლებით დახუნძლულ შეხვედრას ველი.

პ.ს ვნახოთ ვნახოთ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო თბილისი-სიონი 4:1

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0