Sign in to follow this  
Followers 0

ს.კ. დინამო თბილისი

810 posts in this topic

მილანი, იუვენტუსი, მანჩესტერი, ბაიერნი, ჩელსი, რეალი, ბარსელონა და ა.შ. კარგი გუნდებია, მაგრამ ერთი დინამოს თემა არ უნდა გვქონდეს? :rolleyes:

ხოდა აი ბატონო, ამ თემაში ყველაფერი თბილისის დინამოზე.

თბილისის "დინამოს" ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს-სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბეს. თბილისის "დინამომ" პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ბაქოელ თანაკლუბელებთან ჩაატარეს. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო

მიუხედავად იმისა, რომ 30-ინი წლების შუაწელში ქართველი ფეხბურთელების სიძლიერე აშკარაა ("დინამო" თბილისში 9:5 ამარცხებს რუსული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს მოსკოვის "დინამოს", ლენინგრადის "დინამოს" კი 3:2-ს უგებს), საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ 1936 წელს დინამოელებს ქვეყნის პირველ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის ნაცვლად პირველ ლიგაში მიუჩინა ადგილი. საბჭოთა ფეხბურთის მმართველი ორგანოს შეცდომა მალე "დინამომ" თავად გამოასწორა - ექვსი მეტოქიდან ხუთი დაამარცხა (დნეპროპეტროვსკის "დინამო" 5:0, მოსკოვის "ტორპედო" 2:1, მოსკოვის "მეტალურგი" 2:0, ლენინგრადის "სტალინეცი" 3:1, ლენინგრადის "სპარტაკი" 6:1), ერთთან ფრედ ითამაშა (მოსკოვის "სტალინეცი" - 1:1) და უმაღლესი ლიგის საგზურს დაეუფლა!

დინამო თბილისი — თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის მთავარი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის "კარლ ცაისის" წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2-1.

კლუბის ისტორიაში ყველაზე განთქმული გამარჯვება იყო 3:0 ლივერპულთან 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. არანაკლებ სასახელო იყო ინგლისის ვესტ ჰემისა და კარდიფ სიტის, ასევე ჰოლანდიის ფეიენოორდის, იტალიის ნაპოლისა და ინტერის დამარცხება.

გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). დინამო ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.

დინამო არის საქართველოს ჩემპიონატის ცამეტგზის გამარჯვებული და ცხრაგზის საქართველოს თასის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი.

თავის დროზე დინამოში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ბორის პაიჭაძე (ვის სახელსაც ამჟამად დინამოსა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური სტადიონი ატარებს.), ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და სხვანი. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ერთხელ დავით ყიფიანი (1977) და ერთხელაც ალექსანდრე ჩივაძე (1980).

1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისას გამოეყო და დინამოც მას შემდეგ იქ გამოდის. ამ პერიოდისათვის დინამოს სახელი გადაერქვა და "იბერია" ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო მას ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით გამოდის.

ტიტულები:

სსრკ თასის მფლობელი:1976, 1979

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1936 (შემოდგომა), 1946, 1947, 1950, 1959, 1962, 1967, 1969, 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981

სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი: 1939, 1940, 1951, 1953, 1977

სსრკ ჩემპიონი: 1964, 1978

თასების მფლობელთა თასის მფლობელი: 1981

საქართველოს სუპერთასის მფლობელი: 1996, 1997, 1999, 2005

საქართველოს თასის მფლობელი: 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004, 2013

საქართველოს ჩემპიონი: 1990, 1991, 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2003, 2005, 2008, 2013

დსთ-ს თასის მფლობელი: 2004

78ef7464e3cf.jpg

cdd72495e389.jpg

Edited by დინამო
დაემატა ინფორმაცია
1

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დღეს ორჯერადი ვარჯიში გამართეს. რაინერ ცობელის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ: ლორია, ლოსაბერიძე, გურამ კაშია, თომაშვილი, კაკუბავა, მინდორაშვილი, ხმალაძე, ნერგაძე, დიღმელაშვილი, ფირცხალავა, მერებაშვილი, სიხარულიძე, ნემსაძე, ჯიშკარიანი, ქანთარია და ჯუისი. ინდივიდუალურად ივარჯიშეს გველესიანმა, ინწკირველმა და ვაწაძემ, რომელიც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს, სავარაუდოდ 2-3 კვირაში შეძლებს. 13 იანვარს შეუერთდება გუნდს დიდიე ოვონო, 14-ში სპასოევიჩი, 15-ში კი კრშკო. არენდის ვადის ამოწურვის შემდეგ ახალციხის მესხეთიდან გუნდს შოთა გრიგალაშვილი, ბორჯომიდან კი გიორგი ქავთარაძე დაუბრუნდნენ. პირველად ივარჯიშა თავის ახალ გუნდთან ერთად მიმდინარე სეზონში ბოლნისის სიონის საუკეთესო ბომბარდირმა ალექსანდრე კოშკაძემ, რომელმაც დინამოსთან ორწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ასევე პირველად გამოჩნდა დინამოელთა რიგებში, გუნდში სინჯებზე მყოფი 18 წლის კამერუნელი ფორვარდი ჟევე მეგოტი. რაც შეეხებათ სერბ ფუად სალიჰოვიჩს და ჩერნოგორიელ დანილო ტოპიჩს, ისინი თბილისში დღეს ჩამოვიდნენ და საწვრთნელ პროცესში ხვალიდან ჩაერთვებიან.

10.01.2009

7214c479d044.jpg

Edited by orthodox
0

Share this post


Link to post
Share on other sites

სერბ ფუად სალიჰოვიჩთან და ჩერნოგორიელ დანილო ტოპიჩთან ერთად დინამოში სინჯებზე კიდევ ერთი ლეგიონერი, 18 წლის კამერუნელი ფორვარდი ჟევე მეგონტი იმყოფება. მეგონტი სამშობლოში ასკრ დუალას შემადგენლობაში გამოდიოდა.

656e1a9f3d87.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

9080b48084e9.jpg

საქართველოს საიუბილეო, მე-20 ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, ბოლნისის სიონის 27 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე დინამოელია. კოშკაძემ, რომელმაც სიონის შემადგენლობაში 6 გოლის გატანა შეძლო, დინამოსთან ორწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს დინამოელობა მივულოცეთ და ვარჯიშის შემდეგ პირველი შთაბეჭდილებების გაზიარებაც ვთხოვეთ.

ალექსანდრე კოშკაძე – დინამოში თამაში ყველას უნდა, აქ ყველანაირი პირობაა, რომ ფეხბურთი ითამაშო. ბიჭებს ბევრს ვიცნობ და ყველანი კარგად შემხვდენენ. პირველმა ვარჯიშმაც კარგად ჩაიარა, საინტერესო იყო. იმედი მაქვს დინამოსთან ერთად ჩემპიონობას და თასის მოპოვებასაც შევძლებ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თბილისის დინამო წლევანდელ ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, ლიდერ ვით ჯორჯიას მცირედით ჩამორჩემა მას ჩემპიონობის საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

მაგრამ დავიდ ოდიკაძემ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა რომ დინამოდან უნგრეთის ჩემპიონატის მაჩანჩალა გუნდის "დიორ ეტოს" მიაშურა, შემი აზრით ეს დიდი შეცდომა იყო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

73a333c8c8b2.jpg

ზედიზედ მეორედ “გაზეთ მსოფლიო სპორტის თასი” გიორი მერებაშვილს გადაეცემა. გიორგი 1310 ხმით sms გამოკითხვის გამარჯვებული გახდა. მან მეორე ადგილზე გასულ ვიტ ჯორჯიელ ირაკლი კლიმიაშვილს 157 ხმით აჯობა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 3143-მა გულშემატკივარმა მიიღო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თბილისის დინამომ ახალი საზონისთვის მზადება 10 იანვარს დაიწყო თბილისში დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო მზადების მეორე ეტაპი დინამოს მწვრთნელმა რაინერ ცობელმა ანტალიაში 23 იანვრიდან დაგეგმა, დინამომ როგორც გაუწყეთ ოდიკაძე გაუშვა "დიორ ეტოში", ხოლო შ. კაშიას ბედი გაურკვეველია, ელიავას კი არენდა გაუვიდა და ვნახოთ მასზე რას მოილაპარაკებენ სკონტოს და დინამოს ხელმძღვანელობა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დღეს 13 მაისია, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების დღე - 27 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის ”დინამომ” თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის ”კარლ ცაისი” დაამარცხა და ევროთასი მოიგო.

მაშინდელ დასავლეთ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართული მატჩი დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო თამაშია ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში - ”დინამომ” ხომ პრესტიჟული საკლუბო საერთაშორისო ტურნირი მოიგო!

ისტორიით ცხოვრება არვარგა თორე გახსენება სავალდებულოცაა ჩემი აზრით, მალე გვღირსებოდეს ამდაგვარი სიხარული

http://i022.radikal.ru/0805/57/f41a22eee46f.jpg

ეს გახლავთ martinis პოსტი თემაში " 13 მაისი" (დი! ნა! მო ! ) რადგანაც ჩვენუკვე გვაქვს თEმა დინამოს შესახემ მართებულად მივიჩნიე რომ ის თემა დამეხურა და მარტინის პოსტი კი აქ გადმომეტანა. დინამოს წარსულის შესახებ ხომ აქაც შეიძლება საუბარი. :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როგორც გაცნობეთ, პირველი ფეხბურთელი, ვინც თბილისის "დინამომ" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაიმატა, "სიონის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძეა. მასთან ორწლინახევრიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. კოშკაძემ "დინამოსთან" ერთად უკვე ივარჯიშა კიდეც.

საინტერესოა, თუ რა აზრისაა ახალწვეული რაინერ ცობელზე, ახალ გუნდზე, რას ფიქრობს პერსპექტივაზე... ალექსანდრე კოშკაძეს სწორედ ამ და სხვა თემებზე გავესაუბრეთ...

- ბედნიერი ვარ, რომ თბილისის დინამოელი გავხდი. ახალ კლუბთან ორწლინახევრიანი ხელშეკრულებაც გავაფორმე. მჯერა, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ. ამ ტრანსფერით ჩემს კარიერაში ახალი პერსპექტივა გაჩნდა.

- ალბათ, იმიტომ, რომ "დინამო" ტიტულებთან ასოცირდება...

- დიახ, დღემდე კარიერაში არაფერი მომიგია და დარწმუნებული ვარ, პირველ ტიტულებს სწორედ დინამოელის რანგში მოვიპოვებ. ჩემპიონობაც უნდა შევინარჩუნოთ და ზედაც თასი დავამატოთ. მოკლედ, დუბლს ვუმიზნებთ.

- ახალ გუნდზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?

- საქართველოში "დინამო" ყველაზე მდიდარი ისტორიის კლუბია და ამით ყველაფერია ნათქვამი. დინამოსნაირი სავარჯიშო პირობები, ჯერჯერობით, არც ერთ გუნდს არ აქვს. აქ ყველა პირობაა შექმნილი საიმისოდ, რათა ფეხბურთელი კარგად მოემზადოს და განვითარდეს.

- წესით, ადაპტაცია არ უნდა გაგიჭირდეთ...

- ჩემს ახალ თანაგუნდელთაგან ნახევარზე მეტს აქამდეც ვიცნობდი. "დინამოში" დამხვდა შოთა გრიგალაშვილიც. ჩვენ ერთად ვთამაშობდით "ბორჯომში". შეიძლება ითქვას, ადაპტაციის პერიოდი, ფაქტობრივად, უკვე გავიარე. "დინამო" ძალზე მეგობრული კოლექტივია და აქ გარემოსთან შეჩვევის პრობლემას ვერ ვხედავ.

- ესე იგი, გაირკვა, რომ გრიგალაშვილიც "დინამოში" გააგრძელებს კარიერას? ის "მესხეთში" იყო განათხოვრებული...

- მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ შოთა ჯერჯერობით "დინამოშია". ვნახოთ, კარგი იქნება, თუ მისი საკითხი დადებითად გადაწყდება. გრიგალაშვილს ჩვენი გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

- მუდმივი ნომერი თუ შეარჩიეთ?

- არა, ჯერ არ შემირჩევია. და რა მნიშვნელობა აქვს ნომერს? მთავარია, ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც მალე მოვიკოდო ფეხი, ვითამაშო და "დინამოს" წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო. ასე რომ, სულერთია, რა ნომერი შემხვდება.

- "დინამოში" უკვე ვარჯიშიც მოასწარით. საწვრთნელი პროცესი რამდენად მოგეწონათ?

- 10 იანვარს შევიკრიბეთ. ჯერ მხოლოდ ვირბინეთ. ახალ გუნდში ბურთით არ მივარჯიშია, მაგრამ თანაგუნდელებისგან უკვე ვიცი, რომ აქ კარგი ვარჯიშებია.

- "დინამოს" მწვრთნელ რაინერ ცობელთან თუ გქონდათ საუბარი?

- ცალკე ჩემთან არ უსაუბრია. ცობელი საერთოდ გუნდს შეხვდა...

- რა წარმოდგენა შეგექმნათ მასზე?

- როგორ გითხრათ... ჩემს წარმოდგენაში რაინერ ცობელი კარგი მწვრთნელია. ის ცდილობს, "დინამო" კიდევ უფრო გააძლიეროს. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის მეორე ნახევარში გუნდი გაცილებით ძლიერი იქნება.

- ზემოთ დუბლი ახსენეთ. შეუძლია "დინამოს" ამ მიზნის მიღწევა? კონკურენცია საკმაოდ მძაფრია, თან "ვიტ ჯორჯია" სოლიდური მარაგით გაიჭრა წინ, ოღონდ, "დინამოს" ერთი მატჩი რეზერვში აქვს...

- დუბლი ნამდვილად არ აღემატება ჩვენი გუნდის შესაძლებლობებს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა გამოვა... მაგრამ მჯერა, გამოვა...

- ბოლოხანს, რომელ გუნდშიც თამაშობდით, ყველგან წამყვანი ფიგურა იყავით. შეძლებთ, "დინამოშიც" საკვანძო ფეხბურთელი გახდეთ?

- ჩემი მიზანიც სწორედ ესაა. დანამდვილებით შემიძლია მხოლოდ ერთი რამის გარანტია მივცე ყველას - საამისო თავს არ დავზოგავ. მართალია, "დინამოში" დიდი კონკურენციაა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, სასტარტო შემადგენლობაშიც მოკლე ხანში დავმკვიდრდები და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გავხდები. მით უმეტეს, როგორც ზემოთ გითხარით, ახალ გუნდში ახალი პერსპექტივები მიჩნდება. ეს ჩემთვის საუკეთესო შანსია და უნდა გამოვიყენო. დიდი სურვილი მაქვს, წელს ახალ გუნდთან ერთად მინუმუმ ერთი ტიტული მაინც მოვიგო.

დავით ცაბაძე

გაზეთი "ლელო”

12.01.2009

f5a9cffd0693.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ურთიერთნდობის ფაქტორი

13.01.2009

34759b2ff9b6.jpg

მწვრთნელობა რთული პროფესიაა; განსაკუთრებით კი ისეთ გუნდში, სადაც ჩემპიონობის გარდა... ნებისმიერი სხვა შედეგი წარუმატებლად მიიჩნევა. ჰო, თბილისის დინამოს მარადიული ფავორიტის სტატუსი აქვს და ადვილი წარმოსადგენია, როგორი განწყობა იქნებოდა სეზონის დასაწყისში ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბში. შეგახსენებთ, საიუბილეო პირველობის საწყის ხუთ ტურში დინამომ სამი მატჩი წააგო - ასეთი რამ კი საქართველოს ჩემპიონატების 19-წლიან ისტორიაში არასდროს მომხდარა. აი, სწორედ მაშინ იყო, დინამოს ახალი მწვრთნელის, გერმანელი სპეციალისტის რაინერ ცობელის კომპეტენციაც, ცოტა არ იყოს, ეჭვქვეშ რომ დადგა. თუმცა ეს ჩავარდნა რომ დროებითი მოვლენა იყო, ძალიან მალე გამოჩნდა - ცობელის ხელმძღვანელობით დინამომ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შემოგვთავაზა (ცხრა მოგება და ორი ფრე); ამიტომაც არ გახლდათ შემთხვევითი, ცობელი სამჯერ ტურის მწვრთნელად რომ მივიჩნიეთ. პლუს ამას გერმანელმა მწვრთნელმა პირველი აქაური ტიტულიც მოიგო - საქართველოს სუპერთასი! თუმცა, უმთავრესი, მაინც თამაშის ხარისხი იყო - გუნდი სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს უჩვენებდა და ერთპიროვნულ ლიდერ ვიტ ჯორჯიასაც თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.

რაინერ ცობელი ხანმოკლე შვებულების მერე თბილისში ორიოდე დღის წინ დაბრუნდა. გერმანელ სპეციალისტს პირველი ეტაპის შეფასება ვთხოვეთ; ამასთან, რაღა თქმა უნდა, გუნდის უახლესი გეგმებითაც დავინტერესდით. აქვე, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საფეხბურთო კლუბ დინამოს უსაფრთხოების ოფიცერს გია ისიანს, ვინც ამ ინტერვიუს მომზადებაში დაგვეხმარა.

- ჯერ, მეორე ეტაპისთვის მზადებაზე ვისაუბროთ.

- ხუთკვირიანი მოსამზადებელი ციკლი გვექნება; აქედან ერთი კვირის განმავლობაში ფეხბურთელებს დღეში ორჯერადი ვარჯიშები ექნებათ: დილით ათკილომეტრიანი კროსი და მეორე ვარჯიში უკვე ბურთით. ამასთან, სწორედ ამ ეტაპზე დავაკვირდებით ახალ ფეხბურთელებს. მეორე ვარჯიშის მერე კი ფეხბურთელები უკვე ტრენაჟორებში გადაინაცვლებენ.

- საკონტროლო მატჩების ჩატარებას თუ გეგმავთ?

- სამწუხაროდ, ჩვენი ბაზის სავარჯიშო მოედანზე თამაშს ვერ ჩავატარებთ - კლიმატური პირობებიდან გამომდინარე დიდი ალბათობაა, ბიჭებმა ტრავმები მიიღონ. სავარაუდოდ, 17 ან 18 იანვარს ხელოვნურსაფარიან მოედანზე ერთ საკონტროლო შეხვედრას მაინც ჩავატარებთ; 23 იანვარს კი ბათუმში გვაქვს დაგეგმილი მეორე მატჩი და მეტოქედ ან ბათუმი გვეყოლება, ან - ფოთის კოლხეთი. ანთალიაშიც ბათუმიდან მივემგზავრებით და მზადების მეორე ეტაპს უკვე თურქეთში გავაგრძელებთ.

- მომავალი სპარინგპარტნიორები უკვე შერჩეული გყავთ?

- თურქეთში, სავარაუდოდ, ოთხ ან ხუთ საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ. ორი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია: რუსეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი პერმის ამკარი და ლატვიის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ლიეპაიას მეტალურგი.

- ახლა პირველ ეტაპზე დინამოს ასპარეზობა შევაფასოთ. მოქმედი ჩემპიონის სტარტი, რბილად რომ ვთქვათ, სენსაციურზე მეტი იყო - სამი მარცხი ხუთ შეხვედრაში. როგორ ფიქრობთ, ამის მიზეზი რა იყო?

- გეთანხმებით - ამას, მართლაც, ვერავინ წარმოიდგენდა. რამდენიმე ფაქტორი იყო - ახალი ფეხბურთელები, ახალი მწვრთნელი... ნედ ზელიჩსაც სრულფასოვანი შეცვლა სჭირდებოდა. თანაც, როცა გუნდში ახალი მწვრთნელი მიდის, მის მეთოდებისა და იდეების ათვისებასაც ხომ გარკვეული დრო სჭირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ ურთიერთნდობის ფაქტორიც: მეც დრო მჭირდებოდა კონკრეტული ფეხბურთელებისთვის ნდობა რომ გამომეცხადებინა; იმავეს ვიტყოდი არცთუ უმნიშვნელო ნიუანსზეც - მწვრთნელიც უნდა გრძნობდეს, რომ ფეხბურთელები ენდობიან...

- ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამომ ღირსეული მეტოქეობა გაუწია სახელოვან პანათინაიკოსს. ამ ფაქტმაც უარყოფითად ხომ არ იმოქმედა საშინაო ასპარეზზე?

- არ დავმალავ - შესაძლოა, მასეც ყოფილიყო. დღესაც მიმაჩნია, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა პანათინაიკოსთან თავიანთი შესაძლებლობების 120 პროცენტი გამოავლინეს. ეტყობა, ამის მერე ეროვნულ ჩემპიონატზე გადმორთვა გაუჭირდათ. სხვათა შორის, დაახლოებით იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა იურგენ კლინსმანი, ვისაც თავდაპირველად ბაიერნში საქმეები კარგად ვერ აეწყო. კარგად ვიცი, როგორ სტრესი ჰქონდა იმ დროს კლინსმანს (ვინც ძლიერ მწვრთნელად მიმაჩნია), მაგრამ მალე სიტუაცია გამოსწორდა და ყველა ხედავს, თუ როგორ ფეხბურთს უჩვენებს ბაიერნი.

- პირადად თქვენ გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხისქვეშ არ მოექეცით?

- რა თქმა უნდა, ასეთი სტარტი ვის ესიამოვნებოდა... იმასაც ვამჩნევდი, კლუბშიც და გუნდშიც დაძაბულობა რომ იყო. თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორი გზით მივდიოდით და შედეგიც მალე უნდა მოსულიყო.

- შედეგი მართლაც მოვიდა - მომდევნო ორ თვეში დინამომ ხანგრძლივი წაუგებელი სერიაც გამოაცხო, როცა ცხრა მატჩი მოიგო და ორი ფრედ ითამაშა.

- ჩემი აზრით, ვიტ ჯორჯიასთან ფრედ დამთავრებული შეხვედრაც მოგების ტოლფასი იყო - ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, გამარჯვებაც შეგვეძლო. დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებული სერია კვლავაც გაგრძელდებოდა, წამყვანი მოთამაშეები რომ არ გამოგვკლებოდნენ. ოლიმპთან წაგებულ მატჩში ოთხი ძირითადი ფეხბურთელი (ვაწაძე, მერებაშვილი, ნერგაძე, ფირცხალავა) გვაკლდა და ეს შედეგებზეც აისახა. სამწუხაროდ, ამ ფეხბურთელებს სრულფასოვანი შემცვლელები არ ჰყავდათ და საერთოდაც, მთელმა სიმძიმემ 12-13 ფეხბურთელზე გადაიარა. არადა, ჩემი აზრით, მწვრთნელს გუნდში თანაბარი ძალის 16-17 მოთამაშე უნდა ჰყავდეს.

- ჩემპიონატის დაწყებიდან არაერთხელ შეცვალეთ გუნდის ტაქტიკური განლაგება: დინამო ჯერ ერთი ფორვარდით თამაშობდა, მერე ორი თავდამსხმელით; ხშირად იცვლებოდა შუა ხაზში ფეხბურთელთა რაოდენობაც...

- ერთი სისტემა რომ ავირჩიოთ და მხოლოდ იმით ვითამაშოთ, ადვილად გასაშიფრი ვიქნებით. თანამედროვე ფეხბურთში მაქსიმალურად უნდა ეცადო მრავალფეროვანი ტაქტიკური განლაგება ჰქონდეს გუნდს - ამით ხომ მეტოქესთან უკვე გარკვეული უპირატესობა გექმნება.

- პირველი ეტაპის განმავლობაში ასევე არაერთ ფეხბურთელს შეუცვალეთ ამპლუა: ხმალაძე მარცხენა მცველად მოგვევლინა, ფირცხალავა - მარჯვენა, ხოლო ნერგაძე - ცენტრალურ მცველად.

- ახალს არაფერს ვიტყვი - თანამედროვე ფეხბურთელს ერთნაირი წარმატებით რამდენიმე პოზიციაზე უნდა შეეძლოს ასპარეზობა. თქვენ მიერ დასახელებული სამივე ფეხბურთელი ცენტრალური ნახევარმცველია და მივიჩნიე, რომ დაცვითი ფუნქციების შესრულებაც არ უნდა გასჭირვებოდათ. ხმალაძემ დაამტკიცა კიდეც - ჩემი აზრით, მარცხენა მცველის პოზიციაზე საქართველოში საუკეთესოა. უფრო მეტს ველოდი შოთა კაშიასგან, რომელიც ნახევარდაცვაში გადავწიე. ისე კი, ამპლუების შეცვლა სპონტანურად არ მომხდარა - ვარჯიშებზე ვაკვირდებოდი ფეხბურთელებს და გადაწყვეტილებაც ამის მერე მივიღე.

- თითქმის ყველა მატჩის მერე განსაკუთრებულ ყურადღებას ფლანგის მოთამაშეებზე აკეთებდით.

- მართალი ბრძანდებით - ფლანგის მოთამაშეთა აქტიურობის შედეგად ფორვარდებს ხომ უფრო მეტი თავისუფლება ეძლევათ. აი, მაგალითად, ჩვენმა მარჯვენა გარემარბმა დავით ოდიკაძემ სეზონი მშვენივრად დაიწყო, მაგრამ ბოლოს ცოტა მოუკლო. ალბათ, მოტივაცია აკლდა... სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე ვერ იხარჯება და გონებით უკვე მომავალ გუნდშია. არადა, სანამ კონტრაქტით ერთ გუნდს ეკუთვნი, იმის ამოწურვამდე ყველაფერი უნდა გაიღო.

- ცოტა არეულად გამოგვივიდა ამპლუების მიხედვით ცალკეულ რგოლთა შეფასება... შეიძლება, არ დაგვეთანხმოთ, მაგრამ ჩვენი აზრით, ოვონო წინა ჩემპიონატში უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

- რამდენიმე მიზეზია: პირველ ყოვლისა, არ დაგვავიწყდეს, აგვისტოს მოვლენები. ოვონო, თანამემამულე აკირემისგან განსხვავებით, თბილისში მაინც ჩამოვიდა; არადა, იმ დროს სხვა გუნდებისგანაც ჰქონდა შემოთავაზებები. შესაძლოა, ყოველივე ამან 100 პროცენტით კონცენტრაციაც დააკარგვინა, თუმცა უკმაყოფილო მაინც არ ვარ.

- კრშკოსგან ოსტატური თამაში ნამდვილად არ იყო მოულოდნელი; აი, გურამ კაშიას პროგრესი კი აშკარად თვალში საცემი გახლდათ.

- კრშკო, გურამ კაშია და ნახევარმცველი დავით დიღმელაშვილი ჩემი გუნდის ყველაზე მონდომებული ფეხბურთელები არიან. კრშკოზე ახალს არაფერს ვიტყვი - ყველა ყველაფერს ხედავს; აი, გურამ კაშია კი, ჩემი აზრით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მცველია. სამწუხაროდ, უფრო მეტს ველოდით ელიავასგან; სამაგიეროდ, კმაყოფილი ვარ თომაშვილით და დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭი კიდევ მოუმატებს.

- დინამოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რგოლი თავდასხმაა. თანაც, გუნდში ორი ისეთი ფეხბურთელია, თამაშის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლიათ - გიორგი მერებაშვილი და მათე ვაწაძე.

- ორივე, მართლაც, ნიჭიერი თავდამსხმელია და საკუთარი პლუსებიც აქვთ. შესაძლოა, ხანდახან ვინმეს მერებაშვილის ზედმეტი ინდივიდუალიზმი არ მოსწონდეს (ხანდახან, მეც ვბრაზდები ხოლმე), მაგრამ ამას გუნდისთვის ზიანი არ მოაქვს. აი, მაგალითად, ბოლნისში, მერებაშვილის ინდივიდუალურმა ოსტატობამ მოგვაგებინა.

- ვაწაძეზე, ალბათ, ცალკე იტყვით.

- საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და ყველა პირობა აქვს შექმნილი, რომ უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს. ჩინებულად ერკვევა რთულ სიტუაციებში, აქვს გოლის ალღო, ფლანგის ფეხბურთელებთან იდეალურად არის შეთამაშებული, ტექნიკასთან მწყრალად არ არის, ტაქტიკურად განსწავლულია - მეტი რაღა უნდა მოვთხოვოთ 20 წლის ბიჭს? კი, რა თქმა უნდა, სასწავლიც ბევრი აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბედნიერი ვარ, ასეთი ფორვარდი ჩემს გუნდში რომ თამაშობს. მეტსაც გეტყვით - ვაწაძე ტრავმის გამო რომ გამოგვაკლდა, შედეგზეც აისახა. საერთოდაც, მერებაშვილი-ვაწაძის დუეტი რომ გეყოლება გუნდში, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.

- კიდევ ერთ თავდამსხმელზეც გვინდა გკითხოთ: სპასოევიჩი შეცვლებზე შემოსული უფრო ეფექტიანად გამოიყურება, ვიდრე ძირითადში თამაშისას...

- ვერ დაგეთანხმებით, უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში, ზომაზე მეტად მოტივირებულია. თანაც, იმავე ვაწაძისგან განსხვავებით, სხვა ტიპის ფორვარდია; თუმცა მონდომებას ვერ დავუკარგავ და ტაქტიკურ ასპექტში თუ მოუმატებს, უფრო შთამბეჭდავად ათამაშდება.

- პირველ ეტაპზე სხვა რომელი გუნდის თამაში მოგეწონათ?

- ვიტ ჯორჯია მშვენიერი გუნდია, ასევე ძალიან მომეწონა ლოკომოტივი, ოღონდ სეზონის დასაწყისში. აი, მერე რა მოუვიდა ამ გუნდს, ვერ გეტყვით. ძალიან მაინტერესებს ახალი მწვრთნელის ხელში როგორი გუნდი იქნება ზესტაფონი. ისე კი, გულახდილად რომ გითხრათ, ყველაზე მეტად რუსთავში, ოლიმპთან გაგვიჭირდა...

- პირველ ეტაპზე საუკეთესო ფეხბურთელად ვინ მიგაჩნიათ?

- დინამოში ასეთები მრავლად არიან: კრშკო, გურამ კაშია, ხმალაძე, მერებაშვილი, ვაწაძე... სხვა გუნდებიდან კი ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს აღვნიშნავდი - ლევან ცქიტიშვილს! ლოკომოტივის ამ ვეტერანს რომ ვუცქერ, სიამოვნებას ვიღებ - პასის კულტურა, ბურთის დაჭერა, თამაშის გაძღოლა, მოკლედ, ნამდვილი ლიდერია. აი, ისეთი ყველა გუნდში რომ უნდა იყოს...

- დაბოლოს, დინამოს ახალწვეულებზეც - ქართველებზეც და უცხოელებზეც. ან, იქნებ, თურქეთიდან ჩამოსვლის მერე გველაპარაკა ამ თემაზე?

- კარგია, რომ თქვენ თვითონ ასე მიიჩნიეთ მართებულად. მე მწვრთნელი ვარ და არა - ჯადოქარი, ფეხბურთელს ერთი შევხედო და მაშინვე მის შესაძლებლობებში დავრწმუნდე. რა თქმა უნდა, დრო მჭირდება, მათ რომ დავაკვირდე და კონკრეტულ პასუხსაც უკვე ამის მერე მოგახსენებთ...

გაზეთი "ლელო"

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამომ ზუგდიდიდს მგლების 24 წლის მარცხენა ნახევარმცველი შოთა ლომია დაიმატა. დინამომ ფეხბურთელთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

83d5c8c88ccd.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო თურქეთში გამგაზვრებამდე ორ მატჩს გამართავს

თურქეთში გამგზავრებამდე დინამოელები 18 იანვარს ცხინვალის სპარტაკთან საკონტროლო მატჩს გამართავენ. შეხვედრა სავარაუდოდ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება. 23 იანვარს გუნდი ბათუმში ითამაშებს. მეტოქე მასპინძელთა გუნდი იქნება. ანტალიურ შეკრებაზე კი გუნდი 4 მატჩს გამართავს. უკვე ცნობილია 3 მეტოქის ვინაობა. 28 იანვარს დინამო რუსეთის პრემიერ-ლიგის პერმის ამკარს შეხვდება, რომელმაც განვლილი პირველობა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. 30 იანვარს ჩვენი გუნდის მეტოქე ლატვიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული ლიეპაის მეტალურგსი იქნება, 5 თებერვალს კი უკრაინის ჩემპიონატში მე-13 ადგილზე მყოფი სიმფეროპოლის ტავრია. კიდევ ერთ შეხვედრას დინამოელები 2 თებერვალს ჩაატარებენ.

Edited by orthodox
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ortodoqs

მინდა დიდი მდლობა გითხრა ასეთი კრგი თემისთვის, ეს ნამდვილად კარგი თემაა, მალე ჯგუფური ეტაპი დაგვეგემოვნებინოს ჩემპიონთა ლიგაში, ამის გაკეთების ყველზე მეტი შანსი ისევ დინამოს აქვს, მაგრამ ჯრ მთლიანად მხედველობაა შესაცვლელი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო-2-მა ვარჯიში განაახლა

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამო-2-მა ვარჯიში განაახლა. გვესაუბრება გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით კევლიშვილი:

- სასიამოვნოა რომ, ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ჩვენი გუნდის აკადემიიდან კი რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ.

გუნდმა ვარჯიში დღეს განაახლა, 24 იანვრიდან შეკრებაზე გადავალთ და 6 თებერვლამდე ორჯერად ვარჯიშებს გავმართავთ. დილით ძირითადი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა, მეორე ვარჯიშზე კი აქცენტს ტექნიკა-ტაქტიკურ მომზადებაზე გავაკეთებთ. ჩავატარებთ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას და 2 მარტიდან პირველი ლიგის გათამაშებაშიც ჩავებმებით. კლუბის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას აქცევს მეორე გუნდს და მუშაობისთვის ყველანაირ პირობას გვიქმნის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

marchelo lippi

ხო, ფულიც უნდა ჩაიდოს მეტი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

a317acfbdbc9.jpg

ჯორჯ აკირემი, რომელსაც დინამოსთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს გუნდს დაუბრუნდა და დინამოს ღირსების დაცვისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

ჯორჯ აკირემი - გუნდთან ერთად მოვემზადები და ძალ-ღონეს არ დავიშურებ სარგებლობა მოვუტანო დინამოს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამოში არგენტინელი ვარჯიშობს

162c99d47864.jpg

დინამოში სინჯებს კიდევ ერთი ლეგიონერი არგენტინელი მარკოს ჩარასი გაივლის. 25 წლის მარცხენა მცველს არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების გაფართოებულ სიაშიც შედიოდა. არგენტინის U-20 ნაკრების შემადგენლობაში კი ტევესთან, მასკერანოსთან, კავენაგისთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. არგენტინელი, სამშობლოში როსარიო სენტრალში, ველეს სარსფილდში /რომლის შემადგენლობაში კლაუსურაც მოიგო/ და კილმესში გამოდიოდა. თამაშობდა ასევე სოფიის ცსკა-ში/იყო ბულგარეთის ჩემპიონი/, დალასში, ვასკო და გამაში და ბრაზილიის მეორე დივიზიონის გუნდებში კაბოფრიენსესა და სოსიალში. მარკოს ჩარასი თბილისში დღეს ჩამოვიდა და გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშშიც მიიღო მონაწილეობა.

მარკოს ჩარასი – რასაკვირველია, ჯერ ძნელია ჩამოგიყალიბდეს სრული წარმოდგენა, მაგრამ რაც ვარჯიშზე ვნახე ფეხბურთელები ძალიან კარგად აზროვნებენ, იყო ძალიან სწრაფი და აგრესიული ორმხრივი თამაში, რაც მე ძალიან მომწონს. პირველივე დღეს 5-6 მეგობარიც გავიჩინე, ასე რომ პირველი შთაბეჭდილებები დადებითია.

საერთოდ ერთ ადგილზე დიდხანს იშვიათად ვჩერდები. როდესაც მომივიდა წინადადება, დინამოში თამაში საინტერესო გამოწვევად ჩავთვალე. ვიცი, რომ ევროპაში დინამო დღესაც სახელიანი გუნდია. ვიცი, რომ დიდი ტრადიციის მქონე კარგი გუნდი გყავთ. ასე, რომ ძალიან მაინტერესებს როგორი ქვეყანაა საქართველო, როგორი ფეხბურთია აქ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კლუბები შთამბეწდავად ჟღერს, ტიტულებსაც არაუშავს, ისე ჩემი აზრით ეს ჩარასი დიდი ვერაფერი ფეხბურთელი მგონია, თუ ასეთი დიდი ხალხის გვერდით უთამაშია ევროპელ საფეხბურთო აგენტებს თვალთახედვის არეში ეყოლებოდათ, თან წარმოგიდგენიათ სინჯებს გადის, ეგრევე კი არ ჩAრიცხეს ნუ ჩემის აზრით ეს სიტუაცია სასაცილოა ნამდვილდ, არგენტინელი რომელსაც ნაკრებში უთამაშია და არგენტინის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული სინჯებზე ჩამოვიდა საქარVელოში საკმაოდ ლამაზი ისტორიააა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამომ სპარტაკს მოუგო

დინამომ ახალ 2009 წელს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. დინამოელებმა დიღმის ბაზაზე ცხინვალის სპარტაკს უმასპინძლეს და 1-0 მოიგეს. ბურთი შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჩერნოგორიელმა დანილო ტოპიჩმა გაიტანა. მას ასისტენტობა არგენტინელმა მარკოს ჩარასმა გაუწია.

დინამოს შემადგენლობა ასეთი გახლდათ:

ლორია /46-ოვონო/, თომაშვილი /68-მინდორაშვილი/, კაშია, ნერგაძე, ჩარასი, ტოპიჩი, სალიჰოვიჩი/59-ნემსაძე/, გველესიანი /46-ლომია/, დიღმელაშვილი /65-ჯიშკარიანი/, მერებაშვილი /46-კოშკაძე/, აკირემი /46-ქანთარია/

0

Share this post


Link to post
Share on other sites
კლუბები შთამბეწდავად ჟღერს, ტიტულებსაც არაუშავს, ისე ჩემი აზრით ეს ჩარასი დიდი ვერაფერი ფეხბურთელი მგონია, თუ ასეთი დიდი ხალხის გვერდით უთამაშია ევროპელ საფეხბურთო აგენტებს თვალთახედვის არეში ეყოლებოდათ, თან წარმოგიდგენიათ სინჯებს გადის, ეგრევე კი არ ჩAრიცხეს ნუ ჩემის აზრით ეს სიტუაცია სასაცილოა ნამდვილდ, არგენტინელი რომელსაც ნაკრებში უთამაშია და არგენტინის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული სინჯებზე ჩამოვიდა საქარVელოში საკმაოდ ლამაზი ისტორიააა.

რავიცი, ვნახოთ რა კაცია. გამოჩნდება მალე

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რავიცი, ვნახოთ რა კაცია. გამოჩნდება მალე

ხო ნაჩქარევი დასკვნბის გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ მაგის მომავალი ან სათადარიგოდან ბოლო ნახევარი სათის თამაშია ან კიდევწლის ბოლოს იალა სახში, მე მაგალითად ასეთი უაზრო ტრანსფერების გაჩარხვის მომხრე არ ვარ, წყალში გადაყრილი ფულია, ეგ არის და ეგ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
წყალში გადაყრილი ფულია, ეგ არის და ეგ.

შეიძლება თავისუფალი აგენტი იყო და უფასოდ "დაითრიეს"

0

Share this post


Link to post
Share on other sites
შეიძლება თავისუფალი აგენტი იყო და უფასოდ "დაითრიეს"

ეგ კი მაგრამ იცი რომ უცხოელ ფეხბურთელებს მინიმუმ 2-ჯერ მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე ადგილობრივებს, ისე ჯერ სინჯები არ დასრულებულა(როგორც მახსოვს) და წინასწარ ნი ვიტყვით რამეს, თავისუფალი აგენტი კი იქნება აბა სადაქვს დინამოს უცხოეთიდან ფეხბურთელების ყიდვაში გადასაყრელი ფული, ამ გაგანია კრიზისში, პატარკაციშვილი რომ აფიანსებდა მაშინ არ იკლავდნენ თავს და ეხლა რაღა ეტაკებოდათ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შოთა კაშია დინამოს უბრუნდება

შოთა კაშია დინამოს უბრუნდება. შოთას გუნდთან კონტრაქტი 2008 წლის ბოლოს დაუმთავრდა და კარიერის გაგრძელებას უცხოეთში ფიქრობდა, მაგრამ მან გუნდში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. იგი დინამოსთან ერთად დაასრულებს მიმდინარე სეზონს. შოთა კაშია დინამოელებს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0