გიორგიევსკის ტრაქტატი

42 posts in this topic

ყველამ ვიცი ეს ტრაქტატი და აზრი მის ავკარგიანობაზე ერთ პოზიციამდე ჯერ არაა დაყვანილი.

აი ზოგი პუნქტი ამ ტრაქტტატიდან:

1. ქართლ-კახეთის მეფე აცხადებდა, რომ ის და მისი მემკვიდრეები არ ცნობენ არც ერთი სხვა სახელმწიფოს უზენაესობას და მფარველობას, რუსეთის გარდა.

2. რუსეთის იმპერატორი და მისი მემკვიდრეები ერეკლეს აღუთქვემდნენ სამუდამო მფარველობას.

3. ქართლ-კახეთის ტახტზე ასული ახალი მეფე დაუყოვნებლივ აცნობებდა ამის შესახებ რუსეთის იმპერატორს და მისგან მიიღებდა სამეფო ნიშნებს.

4. ერეკლესა და მის მემკვიდრეებს უცხო ქვეყნებთან მიმოწერა უნდა შეეთანხმებინათ რუსეთთან.

5. ერეკლეს ეყოლებოდა თავისი წარმომადგენელი რუსეთში, ისევე როგორც რუსეთს - ქართლ-კახეთში.

6. ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში რუსეთი არ ჩაერეოდა.

7. ერეკლე, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა რუსეთს ჯარით. ამა თუ იმ პირის დაწინაურებისას ერეკლეს უნდა გაეთვალისწინებინა მისი დამსახურებაც რუსეთის წინაშე.

8. კათოლიკოსი ხდებოდა რუსეთის სინოდის წევრი და რუსეთის ეპისკოპოსებს შორის მერვე ადგილს იჭერდა.

9. ქართველი თავადები და აზნაურებიუთანაბრდებოდნენ რუსეთის თავადაზნაურობას.

10. ქართველებს უფლება ეძლეოდათგადასახლებულიყვნან რუსეთში. გათავისუფლებული ქართველი ტყვეები თავის შეხედულებისამებრ შეიძლება დარჩენილიყვენენ რუსეთში ან დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.

0

Share this post

Link to post
Share on other sites

11. ქართველი ვაჭრები რუსეთში ისარგებლებდნენ ისეთივე უფლებებით, როგორც რუსები და პირიქით.

12. ხელშეკრულება იდებოდა სამუდამოდ.

13.ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მომხდარიყო 6 თვეში.

გაფორმდა 4 საიდუმლო მუხლი:

1. ერეკლეს უნდა დაემყარებინდა ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობა სოლომონ I-თან. მეფეებს ერთმანეთს შორის უთანხმოების შემთხვევაში უნდა მიემართათ რუსეთისთვის.

2. რუსეთს საქართველოში უნდა გამოეგზავნა ორი ბატალიონი და 4 ზარბაზანი.

3. ომის შემთხვევაში "კავკასიის ხაზის" მთავარსარდალს უნდა მიეღო Yველა ღონისძიება, რომ ქართლ-კახეთი დაეცვა მტრისგან.

4. რუსეთი ეცდებოდა დაებრუნებიბა ქართლ-კახეთისთვის მტრისგან მიტაცებული ქართული მიწები.

0

Share this post

Link to post
Share on other sites

რას იტყვით, დაგვაქცია თუ გადაგვარჩინა?

ანდა ასეთი რადიკალური შეფასება არც უნდა მივცეთ მას?

0

Share this post

Link to post
Share on other sites

"დაცვისათვის სამფლობელოისა ქართლისა და კახეთისათა ყოვლით კერძო შეხებისაგან მეზობელთასა და სიმტკიცისათვის მხედრობისა მისისა უგანათლებულესობისა მეფისა, დიდებულება იმპერატორებისა მისისა აღჰსთქუამს შენახუად სამფლობელოთა შინა მეფისათა ორსა სრულსა ბატალიონსა ქუეითსა ოთხითა ზარბაზნითა.

დროსა ბრძოლისასა, უთავესი იგი მთავარი მესაზღურე მისისა იმპერატორების დიდებულებისა კერძოით ნიადაგ სრულისა ძალისა ქონებად თანამდებ არს... რათა უგანათლებულესობასა მისსა მეფესა ქართლისა და კახეთისასა ეთანხმოსმცა და დაჰსდუას ჰაზრი შეწევნისათვის თქმულთა მათ ქუეყანათა და წინააღდგომისა მტერთასა მოქმედებისათვის, რომელიცა არა სხუებრ, არამედ ვითარცა საერთოდ მტრად შერაცხუად სათანადო არს დიდებულება იმპერატორებისა მისისა აღჰსთქუამს, რათა დროსა ბრძოლისასა იხმაროსცა ყოველი შემძლებელობა მეცადინობისა ღონითა საჭურუელისათა.

ხოლო დროსა მშვიდობისასა დაზავებისა მიერ უკმოქცევისათვის ქუეყანისა, და ადგილთა მტერთაგან ქონებულთა, და ძუელადვე სამეფოისა მიმართ ქართლისა და კახეთისა შერაცხილთა, ესენი უკუე დაშთებიან სამფლობელოდ მუნებურთა მეფეთა, საფუძველსა ზედა თქმულთა ჰაზრთასა, რომელნიცა ითქუნენ მფარველობისათვის და უზენაესისა ხელმწიფებისა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთა. ამათ სეპარატისა არტიკულთა აქუსთ ესევითარივე ძალი, ვითარცა თვით ზემო წერილნი იგი ტრაქტატნი.."

0

Share this post

Link to post
Share on other sites

ტექსტი კაია იმ დროისათვის მაგრამ აი გარანტიები არავითარი, სწორედ გარანტიის უქონლობამ დაგვღუპა

0

Share this post

Link to post
Share on other sites

ხო მართალი ხარ მაგრამ იმ დროის ურთიერთობებში ხელშეკრულების გარანტიად ორივე მხარის პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე ითვლებოდა. ამ მხრივ კიდე ჩვენ რუსეთზე დამოკიდებული ვიყავით და რუსიც ამას ხვდებოდა და ამიტომაც არ დაიცვა თავგამოდებით. ნუ თავისი პოლიტიკა ქონდათ რა

0

Share this post

Link to post
Share on other sites

რატომ? ცოტათი მოგვიანებით, როცა ბალკანეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის საკითხი იდგა დღის წესრიგში, იქ გარანტად ორი ქვეყანა იდგა ავსტრია და რუსეთი. ეს იმიტომ რომ არც ერთს არ აწყობდა მეორის გაძლიერება ბალკანეთზე. ერეკლეს მეორე გარანტად თურქეთი მაინც უნდა ჩაერთო მაგ საქმეში. მართალია ეს არ იქნებოდა სათანადო ძალის გარანტი, მაგრამ მაინც სულ არაფერს ჯობდა.

0

Share this post

Link to post
Share on other sites
რას იტყვით, დაგვაქცია თუ გადაგვარჩინა?

ანდა ასეთი რადიკალური შეფასება არც უნდა მივცეთ მას?

ტექსტი მიმზიდველად ჟღერს, ვხედავ ერეკლემ უარი რატომ ვერ განაცხადა.

ალბათ უფრო დაგვაქცია, საქართველოს განვითარება შეაფერხა დიდი ხნით, იგივე ბიზანტიის დაწყებული საქმე გააგრძელა და ევროპას 200 წლით დაგვაშორა

0

Share this post

Link to post
Share on other sites

დაგვაქცია მაგრამ სარწმუნოება შეგვანარჩუნებინა

0

Share this post

Link to post
Share on other sites

ისე სხვა არჩევანი არ გვქონდა ან რუსეთი დაგვაქცევდა ან თურქეთი :)

0

Share this post

Link to post
Share on other sites

მოდი ასე ვტქვათ: ბიზანტიას რომ ვადარებთ რუსეთს მაშIნ ასეც დავსვათ საკითხი: ბიზანტიასთან, რუსეთტან ურთიერთობამ რამე დადებითი მოგვცა თუ სპარსეთთან და თურქეთთან "ურთიერთობამ". რომელმა უკეთესი შედეგი მოგვცა?

ბიზანტიასთან დაკავშირებით რისი თქმა შეიძლება, წარმოადგენდა ევროპის დაწინაურებულ კულტურას ბარბაროსულ დას. ევროპასთან შედარებით. ზეგავლენაც იქონია მეზობელ ქვეყნებზე უამრავი ქრისტიანული ლიტერატურა ითარგმნა ბერძნულიდან ქართულზე თუ სხვა ენებზე. მაღალგანვითარებული საზოგადოება იყო, კონსტანტინეპოლით როგორც იმ დროინდელი სამყაროს ცენტრით. რუსეთან ალაბთ უფრო გამიჭირდება რამის თქმა, მაგათ არ დაინდეს არაფერი ქართული. ეკლესია, კულტურა ენა თუ ქართველი ერის არსებობა.

ყოველთვის მაინტერესებდა თუ რა მოხდებოდა საქართველოს ოსმალეთის ან სპარსეთის უზენაესობა რომ ეცნო, ეს ქვეყნები ხომ სახელმწიფოებრივ მთლიანობას პირდებოდნენ. ჩვენი ბედიც სხვაგვარად წარიმართებოდა.............იმედია უკეთესად

ალბათ ბერძნებივით ან ბულგარელებივით. ვინ იცის

0

Share this post

Link to post
Share on other sites

თავის დროზე არ ბერძნებს დაუნდიათ ქართული ეკლესია.

0

Share this post

Link to post
Share on other sites
თავის დროზე არ ბერძნებს დაუნდიათ ქართული ეკლესია.

მე ბასილი II დროინდელ ბერძნებს არ ვიძახი, მე ბაირონის დროინდელ ბერძნებს ვგულისხმობ :D

0

Share this post

Link to post
Share on other sites

ნებისმიერ შემთხვევაში, საბერძნეთია

0

Share this post

Link to post
Share on other sites
ნებისმიერ შემთხვევაში, საბერძნეთია

არა ზურ.. საუკუნეებია მათ შორის.. :) რა გჭირს დღეს, ჰაა? :(

0

Share this post

Link to post
Share on other sites
ნებისმიერ შემთხვევაში, საბერძნეთია

პირველ შემთხვევაში აგრესორის როლში იყო, მეორე შემთხვევაში დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. თუმცა რას გიხსნი, შენც კარგად იცი ყველაფერი :)

0

Share this post

Link to post
Share on other sites

მე მასეთ ბერძნებს, ბულგარელებს ბალტიის ხალხს შევადარებდი და იგივე ბედი გვექნებოდა მაშინაც რაც ამ წლებში ბალტიასთან შედარებით ოღონდ საერთოდ დაღუპულისკენ მიმავალი.

ჩვენ ვამბობთ ზოგჯერ რომ საქართველო არც ევროპა და არც აზიააო და მაგალიტად, გადარჩენის მაგალიტად ევროპელები მოგვყავს.

ნუთუ იმის გაგება ძნელია რომ ამის მაგალითი მარტო ჩვენი წარსულია და არა სხვისი წარსული.?

0

Share this post

Link to post
Share on other sites
პირველ შემთხვევაში აგრესორის როლში იყო, მეორე შემთხვევაში დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. თუმცა რას გიხსნი, შენც კარგად იცი ყველაფერი :)

ბერძენი ბერძენი გავიდა რამდენიმე საუკუნე მაგრამ ეკლესიას და მიწას მაინც გვედავება არ მწამს მე მათი საერთოდ, ვერ ვიტან და მერჩივნა თურქეთთან და სპარსეთთან ყოფნა ვიდრე, ჟვარს ამოფაებულ ფულის მოყვარულებთან,

კოსტაზე კარგად არავის დაუხასიათებია ბერძნები

ზუსტადაც ზუსტადაცო რომ უსაზიზღრესი მტერი უსაზიზღრესი

0

Share this post

Link to post
Share on other sites
ყველამ ვიცი ეს ტრაქტატი და აზრი მის ავკარგიანობაზე ერთ პოზიციამდე ჯერ არაა დაყვანილი.

აი ზოგი პუნქტი ამ ტრაქტტატიდან:

1. ქართლ-კახეთის მეფე აცხადებდა, რომ ის და მისი მემკვიდრეები არ ცნობენ არც ერთი სხვა სახელმწიფოს უზენაესობას და მფარველობას, რუსეთის გარდა.

2. რუსეთის იმპერატორი და მისი მემკვიდრეები ერეკლეს აღუთქვემდნენ სამუდამო მფარველობას.

3. ქართლ-კახეთის ტახტზე ასული ახალი მეფე დაუყოვნებლივ აცნობებდა ამის შესახებ რუსეთის იმპერატორს და მისგან მიიღებდა სამეფო ნიშნებს.

4. ერეკლესა და მის მემკვიდრეებს უცხო ქვეყნებთან მიმოწერა უნდა შეეთანხმებინათ რუსეთთან.

5. ერეკლეს ეყოლებოდა თავისი წარმომადგენელი რუსეთში, ისევე როგორც რუსეთს - ქართლ-კახეთში.

6. ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში რუსეთი არ ჩაერეოდა.

7. ერეკლე, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა რუსეთს ჯარით. ამა თუ იმ პირის დაწინაურებისას ერეკლეს უნდა გაეთვალისწინებინა მისი დამსახურებაც რუსეთის წინაშე.

8. კათოლიკოსი ხდებოდა რუსეთის სინოდის წევრი და რუსეთის ეპისკოპოსებს შორის მერვე ადგილს იჭერდა.

9. ქართველი თავადები და აზნაურებიუთანაბრდებოდნენ რუსეთის თავადაზნაურობას.

10. ქართველებს უფლება ეძლეოდათგადასახლებულიყვნან რუსეთში. გათავისუფლებული ქართველი ტყვეები თავის შეხედულებისამებრ შეიძლება დარჩენილიყვენენ რუსეთში ან დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.

მოდი ასე ვთქვათ:

რას ნიშნავს, იცოდე ტრაქტატი?

რასაც აქ წერ, ეს არის მისი მუხლების გადმოთანამედროვეობული კონსპექტი. ძველწართულით დაწერილი ორიგინალი თუ აქვს ვინმეს წაკითხული?

მეორე - ტრაქტატი არ უნდა განვიხილოთ როგორც ცალკე აღებული, არამედ იმდროინდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ კონტექსტში.

მესამე - მოდით ვისაუბროთ არა შედეგებზე, არამედ ალტერნატივებზე. იყო თუ არა სხვა არჩევანი, რა, და როგორი... ამაზე რას იტყვით?

0

Share this post

Link to post
Share on other sites

ჰქონდა 13 ძირითადი და 4 საიდუმლო არტიკული (მუხლი).

და თუ იცით რამე ერეკლეს კარზე მოქმედი გავლენის ჯგუფების შესახებ?

0

Share this post

Link to post
Share on other sites

თავის დროზე "Gეორგიევსკის ტრაქტატი" მისწრება იყო ქართული პოლიტიკისთვის,მხოლოდ საუკუნეებმა აჩვენა მისი უვარგისობა

0

Share this post

Link to post
Share on other sites
რასაც აქ წერ, ეს არის მისი მუხლების გადმოთანამედროვეობული კონსპექტი. ძველწართულით დაწერილი ორიგინალი თუ აქვს ვინმეს წაკითხული?

მეორე - ტრაქტატი არ უნდა განვიხილოთ როგორც ცალკე აღებული, არამედ იმდროინდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ კონტექსტში.

მესამე - მოდით ვისაუბროთ არა შედეგებზე, არამედ ალტერნატივებზე. იყო თუ არა სხვა არჩევანი, რა, და როგორი... ამაზე რას იტყვით?

აქ რომ არ დაეთანხმო ძნელია და ლიტერატურის თემებზე რა ეტაკა ნეტა? :D :lol:

კი მე ვფიქრობ საკითხს ასეთი კუთხით უნდა მიუდგე...

0

Share this post

Link to post
Share on other sites

რომ არა ეგ ტრაქტატი ახლა შემოვიდოდი და დავწერდი : ალაჰ აქბარ!

0

Share this post

Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting