სათაურში თითქმის ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ კარგად უნდა დაუკვირდეთ რომ კითხვას ჩაწვდეთ. ძირითადად ათეისტების აზრი მაინტერესებს.
რომ არ დაბადებულიყავით, ვინ ან სად იქნებოდით. ვინ ან რა წყვიტავს თუ რომელი სხეული იქნებოდა თქვენი. სადღაც უსასრულო სივრცესა და დროში, ერთ-ერთ პლანეტაზე, ახლად დაბადებული სხეული თქვენი იქნება თუ არა. ვინ/რამ გადაწყვიტა რომ მე არ ვარ შენ და შენ არ ხარ მე
რომ არ დაბადებულიყავით, უბრალოდ არ იარსებებდით თუ სხვის სხეულს დაიკავებდით? და თუ სხვის სხეულს მაშინ კიდე ჩნდება კითხვა ვინ წყვიტავს ამას.
საერთოდ რა გვაკავშირებს იმ სამყაროსთან სადაც ეხლა ვართ და რანაირად მოვხვდით აქ?
რეინკარნაცია
#1
დაწერილია 07 January 2009 - 09:47 PM
„წინ ადამიანური სიყვარულიდან -ღვთაებრივ სიყვარულამდე“
„სიყვარული და შრომა ადამიანურობის ქვაკუთხედია“
„სიყვარული და შრომა ადამიანურობის ქვაკუთხედია“
გამოხმაურება
#341
დაწერილია 07 April 2010 - 10:20 PM
ციტირება
ან შემდეგი: "მიდიოდა და დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?" იოანე9,2 ეს კითხვა აბსურდული იქნებოდა რეინკარნაციის რწმენის გარეშე. რა ცოდვა უნდა ჩაედინა ამ კაცს დედის საშოში? ის ხომ დაბადებიდანვე ბრმა იყო? ან რატომ უნდა დასჯილიყო მშობლების ცოდვის გამო? მოწაფეებმა იცოდნენ, რომ ადამიანები საკუთარი ცოდვებისთვის ისჯებიან, თუნდაც უკვე განვლილი ინკარნაციაში ჩადენილი ცოდვებისთვის. გარდა ამისა არსებობენ ადამიანები, რომელიც თავის თავზე იღებენ სხვისი ცოდვების გამოსყიდვას -ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ - მშობლებისას. და კიდევ არსებობს მესამე ჯგუფი- ისინი იმდენად ამაღლებული და განვითარებული ინდივიდუალობები არიან, რომ რეინკარნაცია აღარ სჭირდებათ. მაგრამ მაინც განსხეულდებიან, ტანჯვას და მოწამეობრივ ცხოვრებას იტვირთავენ, რომ ადამიანებს დაეხმარნონ. ეს ბრმაც ასეთია. "იესომ უპასუხა: არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ რათა ღმერთის საქმენი გამოვლინდეს მასზე." იოანე 9,3. ამ ბრმის განკურნებამ ბევრ ადამიანს აუხილა თვალი, დაეხმარა ქრისტეს რწმენაში. ამ ადამიანმა ბევრი სხვა იხსნა.
თვითონ იესოს მოწოდება, რომ ვიყვეთ სრულნი,ვითარცა მამაი ჩვენი სრული არს- არანაირად არ გულისხმობს ,რომ ადამიანმა შეუძლებელი შესძლოს და მხოლოდ ერთდადერთი ცხოვრების განმავლობაში განღმრთობას მიაღწიოს. ეს არის მიწიერი დროის უზარმაზარ სივრცეში განფენილი გზა, პროცესი,რომელიც რეინკარნაციებს გულისხმობს.

ეს მომენტი ვერ გავიგე.
თუ იესო ამბობს არ მას არ შეუცოდავს და არც მის მშობლებსო , რატომღაა ის ბრმა და რას ნიშნავს
ციტირება
ღმერთის საქმენი გამოვლინდეს მასზე.

#342
დაწერილია 07 April 2010 - 11:50 PM
BeQUshA, on 07 April 2010 - 11:20 PM, said:
ეს მომენტი ვერ გავიგე.
თუ იესო ამბობს არ მას არ შეუცოდავს და არც მის მშობლებსო , რატომღაა ის ბრმა და რას ნიშნავს
თუ იესო ამბობს არ მას არ შეუცოდავს და არც მის მშობლებსო , რატომღაა ის ბრმა და რას ნიშნავს
ეს ბრმა ერთ-ერთი იმათგანია, როგორც ჩანს:" არსებობს მესამე ჯგუფი- ისინი იმდენად ამაღლებული და განვითარებული ინდივიდუალობები არიან, რომ რეინკარნაცია აღარ სჭირდებათ. მაგრამ მაინც განსხეულდებიან, ტანჯვას და მოწამეობრივ ცხოვრებას იტვირთავენ, რომ ადამიანებს დაეხმარნონ." ასეთი ინკარნაციები ღვთიური ნების, ღვთიურ საქმეთა გამოვლინებაა, ანუ იმ ღვთიურო ნების რომელსაც შეერწყა ამ ინდივიდუალობების ნება -"იყავ ნება შენი"ს განმაცნობიერებელი ადამიანის... ამ ბრმას ერთი ნაბიჯიღა აკლდა და იპოვა ქრისტე.
ძალიან სასწაული ამბავია, გადაიკითხე აბა კიდევ ერთხელ
#343
დაწერილია 08 April 2010 - 12:44 AM
dakadaka
გასაგებია.
ანუ ეს შემთხვევა კარგი მაგალითია პიროვნული ნებისა და ღვთიური ნების თანხმობისა, ხო ?
მაგრამ აი ქრისტეს რომ პოულობს ეს იმის ნიშანია რო აღარ ატარებს იმ ტვირთს , რაც ღმერთმა არგუნა ?
და კიდე ისა.
ყოველთვის მაწუხებს ხოლმე კითხვა.
ამას აცნობიერებდა კი ის ადამიანი ?
მიუხედავად იმისა სახარების ეს ეპიზოდი გავიგე, ეს კითხვა მაინც დამრჩა

#344
დაწერილია 08 April 2010 - 01:27 AM
BeQUshA, on 08 April 2010 - 01:44 AM, said:
dakadaka
მაგრამ აი ქრისტეს რომ პოულობს ეს იმის ნიშანია რო აღარ ატარებს იმ ტვირთს , რაც ღმერთმა არგუნა ?
და კიდე ისა.
ყოველთვის მაწუხებს ხოლმე კითხვა.
ამას აცნობიერებდა კი ის ადამიანი ?
მიუხედავად იმისა სახარების ეს ეპიზოდი გავიგე, ეს კითხვა მაინც დამრჩა
მაგრამ აი ქრისტეს რომ პოულობს ეს იმის ნიშანია რო აღარ ატარებს იმ ტვირთს , რაც ღმერთმა არგუნა ?
და კიდე ისა.
ყოველთვის მაწუხებს ხოლმე კითხვა.
ამას აცნობიერებდა კი ის ადამიანი ?
მიუხედავად იმისა სახარების ეს ეპიზოდი გავიგე, ეს კითხვა მაინც დამრჩა
რაც შეეხება ტვირთის ტარებას- გააჩნია რა ტვირთს გულისხმობ- ტვირთი თუ ღვთიური მისიაა ყოველთვის აკისრია. თანაც სწორედაც რომ ხშირად ჯერ გაუცნობიერებლად აკისრიათ.
ამ ბრმასთან დიალოგებიდან ისე ჩანს, რომ თავისი თავი (და ქრისტე) ბოლომდე გაცნობიერებული არ ჰქონდა და მხოლოდ ქრისტესთან ბოლო საუბრისას შეიმეცნებს ბოლომდე... ეს პროცესი იწყება, დაწყებული თვალების განბანვის და ახელის შემდეგ უკან დაბრუნებისას რომ ამბობს, "მე ვარ"-ო, და მთვარდება მაშინ, როცა "მწამს ძე კაცისა"-ო, და ფეხთ ჩაუვარდება.
#345
დაწერილია 13 June 2010 - 05:44 PM
გამარჯობათ! რეინკარნაციაზე ძალიან საინტერესო წიგნი ვნახე ინტერნეტში , მაგრამ რუსულადაა. მე ძალიან დამეხმარა თავისდროზე. როგორც თეორიაა ისე პრაქტიკული რჩევებია მანდ. მთლიანად დევს საიტზე.
წიგნს ქვია "სიკვდილი და რეინკარნაცია" >>>
წიგნს ქვია "სიკვდილი და რეინკარნაცია" >>>

შესვლა
რეგისტრაცია
დახმარება
გამოხმაურების დამატება

ციტირება
მონიშნულის ციტირება