Sign in to follow this  
Followers 0

ისტორიული პიროვნება

36 posts in this topic

ილია ჭავჭავაძე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ისტორიული პიროვნება ბევრნაერია მათ შორის ისეთიც ვინც ყველას ზიანი ოუტანა მაგალითად ფაქტი არტემიდეს ტაძრის დაწვა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ილია ჭავჭავაძე!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჯონ ლენონიც მართალია ისტორიასთან კავშირში არაა მარა მის მკვლელს უნდოდა რო დარჩენილიყო როგოც ჯონ ლენონის ბოლო ხელმოწერის პატრონი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჯერ ერთი სვეტიცხოველი არ დაუმთავრებია, მისდროს დაიწყო დამთავრებით კი ბაგრატ IV დროს დასრულდა, კონსტანტინემ ნაწარმოებში სპეციალურად დაამტავრებინა ტაზრის მშენებლობა რომ, აქ გიორგი მეფის სახეს უმნიშვნელოვანეს ადგილს უთმობს კ. გამსახურდია.

ჩემი აზრით კი საქართველოს ისტორისთვის უდიდესი მნიშვნელობა ქონდა 400 ბატონობის დამთAვრებას, დიდი დავითის მეშვეობით

მისი რეფორმები კი იმდროის საქართველოსთვის ნამდვილად რევოლუციური იყო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ილია ჭავჭავაძე(დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი ― გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861-1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.

დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა - მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას - მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ - მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

1848-იდან ილია ჭავჭავაძე თბილისის კერძო პანსიონში სწავლობდა, 1852-იდან - თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, 1857-1861 - პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების - ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

ამ წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა "აჩრდილი" (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა "ქართვლის დედა. ”სცენა მომავალ ცხოვრებიდან" (პირველი რედაქცია, 1860); პოემა "კაკო ყაჩაღი" - "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან" (1860) - მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები "ხმა სამარიდან" (1857), "გუთნის-დედა", "ქართვლის დედა", "ჩემი თარიაღალი" (სამივე 1858), "ნანა" (1859), "ქართველ სტუდენების სიმღერა", "მუშა", "იანიჩარი" (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები - "ელეგია" (1859), "მესმის, მესმის" (1860), "გაზაფხული" ("ტყემ მოისხა ფოთოლი"..., 1861); "პოეტი" (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ.

ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა "გლახის ნაამბობი" (I-IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა "კაცია-ადამიანი?!", სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან "შეშლილის" თარგმნაზედა» ("ცისკარი", 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში "პასუხი" (1861) და "საქართველოს მოამბეზედ" (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. "ორიოდე სიტყვა"... იქცა "მამებისა" და "შვილების" ბრძოლის საწყისად.

ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი "დაუყუჩებელი ტკივილების" მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა "მგზავრის წერილებში", რომელიც არა მარტო ავტორის ან "თერგდალეულების" მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი "საქართველოს მოამბე", მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე. 1864 "ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად" მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ - საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით - მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868-1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან "გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები" (1865), გადაამუშავა "ქართვლის დედა" (1871) და "აჩრდილი" (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ "მგზავრის წერილებსა" (1871) და "გლახის ნაამბობზე" (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები - "რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა" და "ბედნიერი ერი" (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი - "ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია" (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები "გამოცანები", "კიდევ გამოცანები" და "პასუხის პასუხი" (1871-1872).

1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879-1885 - "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.

1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა - "ივერია", რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი"; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა "დიმიტრი თავდადებული", რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882-1883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა "განდეგილი", რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი "ბაზალეთის ტბა" (1833). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება "ოთარაანთ ქვრივი", რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.

1870-1890-იან წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი ინტელექტით, ენციკლოპედიური ცოდნით, ფაქტებისა და მოვლენების განსჯისა და განზოგადების იშვიათი უნარით აღბეჭდილი მრავალი ნაშრომი და წერილი ლიტერატურათმცოდნეობის («აკაკი წერეთელი და "ვეფხისტყაოსანი"», 1887 და სხვ.), საქართველოს ისტორიის ("აი, ისტორია", 1889; "ქვათა ღაღადი", 1899 და სხვ.); ეკონომიკის ("კერძო და სათემო მიწათმფლობელობა", "ხიზნების საქმე", ორივე 1886 და სხვ.), სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის თვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის, მრეწველობის და სხვ.), საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე; წერილები უცხოეთზე - ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვ.

ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართულ პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართულ სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ჭავჭავაძე მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნების ბურჯის- ქართული ენის - დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსლის ზრდის მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. დღესაც აქტუალურია ჭავჭავაძის იდეები აღზრდისა და განათლების ორგანული კავშირის, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდის შესახებ იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჭავჭავაძის შეხედულებას ოჯახში აღზრდის შესახებ: "...გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ..." ("პედაგოგიური თხზულებანი", თბილისი, 1938, გვ. 353). ფასდაუდებელია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და ქალთა უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. იგი ზრუნვასა და შემწეობას არ აკლებდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ საკითხებზე მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა, მ. შ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ნაშრომს: "პედაგოგიკის საფუძვლები" (1888).

ილია ჭავჭავაძე იყო არა მარტო მხატვრული სიტყვის დიდოსტატი-პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, მთარგმნელი; არა მარტო სალიტერატურო ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, ქართული კრიტიკული რეალიზმის, რეალისტური კრიტიკისა და მებრძოლი პუბლიცისტიკის ფუძემდებელი, არამედ ასევე - დიდი მასშტაბისა და ფართო დიაპაზონის მკვლევარი, რომლის ინტერესები მეცნიერების არაერთ დარგს მოიცავდა; მისი პრაქტიკული მოღვაწეობა კი საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა და მათ წარმატებებში განსაზღვრულ როლს ასრულებდა.

ეროვნული მოძრაობა

მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას - ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.

მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.

1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი გახლდათ ილია ჭავჭავაძის დის შვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.

1906 სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: "სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები".

1907 ჭავჭავაძე მოკლეს წიწამურთან, თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ გზაზე. "ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ", - წერდა ვაჟა-ფშაველა.

ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.

დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე წმინდანად არის შერაცხული.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გიორგი V ბრწყინვალე.

მეფე, რომელმაც დანგრეული სახელმწიფო ჩაიბარა ( როგორც ერთ დროს დავითმა, ამიტომ ხშირად ვავლებ ხოლმე არ ორ მეფეს შორის პარალელს :) ) და თითქმის შეუძლებელი შEძლო. :wub: :wub:

180px-George_V_of_Georgia.jpg

გიორგიმ ჩაიბარა დაქცეული ქვეყანა – ეკონომიკურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული. იდგა „დიდი უსამართლობა და მძლავრებულობა... ერთმანეთის ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და დაგდება უბრალოსა – მრავალფერნი ულუსობანი”, არსად “სამართალი აღარ იყო-ღა”.

აი ასეთ დროებაში მოუხდა მას მეფობა .

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები.

მოდი მცირე ბიოგრაფიას დავაკოპირებ ( არ მიწყინოთ copy-ის გამო :) ) და იქ ნათLად იქნება წარმოდგენილი რა რაფორმებიც გაატარა. :)

276.jpg

საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი ხელმწიფე გიორგი V 1318–1346 წლებში მართავდა ქვეყანას და მას ქართველმა ხალხმა „ბრწყინვალე“ უწოდა. გიორგი V–ს უკავშირდება ქვეყნის გამთლიანება, მონღოლთა განდევნა საქართველოს საზღვრებიდან, ქართული კულტურისა და ეკონომიკის აღორძინება და ქვეყნის პრესტიჟის აღდგენა. ჟამთააღმწერელი ასე აფასებს მის გამეფებას: „და იწყო მთიებმან აღმოჭვირება“.

გიორგი იყო დემეტრე თავდადებულისა და ნათელა ჯაყელის ერთადერთი ვაჟი. მისი დაბადების წელს დემეტრეს მონღოლებმა თავი მოკვეთეს. დაობლებული გიორგი ბაბუამ, სამცხის ძლევამოსილმა ათაბაგმა ბექა ჯაყელმა გაზარდა. პირველად 10–11 წლის იქნებოდა, როცა მონღოლებმა თავისი ნახევარძმის, დავით VIII–ის საწინააღმდეგოდ გაამეფეს. თუმცა მცირეწლოვანს ქვეყნის მართვა რეალურად არ შეეძლო, ამიტომ იგი ვახტანგ II–ით შეცვალეს. ეს ის პერიოდია, როდესაც მარტო აღმოსავლეთ საქართველოში ერთდროულად სამი მეფე იჯდა ტახტზე. 1314 წელს მონღოლებმა დავით VIII–ის ძე, გიორგი VI „მცირე“ გაამეფეს და მეურვედ გიორგი დაუნიშნეს, თუმცა 1318 წელს სამეფო ტახტი უკვე მეორედ და საბოლოოდ გიორგი V–მ დაიკავა.

გიორგიმ ჩაიბარა დაქცეული ქვეყანა – ეკონომიკურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული. იდგა „დიდი უსამართლობა და მძლავრებულობა... ერთმანეთის ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და დაგდება უბრალოსა – მრავალფერნი ულუსობანი”, არსად “სამართალი აღარ იყო-ღა”.

ქართველი დიდებულები მეფის მტკიცე ხელისუფლებას დიდი ხანია გადაჩვეულები იყვნენ, გიორგის რადიკალური ღონისძიებების გატარება მოუხდა. მეფის ბრძანებით, კახეთში, ცივის მთაზე, სადარბაზოდ მოიწვიეს ურჩი ერისთავები, შეიპყრეს ისინი და სიკვდილით დასაჯეს. მეფემ აღკვეთა ოსთა თავდასხმები და გაათავისუფლა ქალაქი გორი. მიუხედავად ამისა, ქვეყანა იმდენად იყო დანაწევრებული, რომ გიორგის „თბილისის მეფეს” უწოდებდნენ. საჭირო იყო ქვეყნის ერთიანობის აღდგენა.

1329 წელს გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს მმართველი მიქელ დავით ნარინის ძე. გიორგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ქუთაისი დაიკავა და დიდებულები დაიმორჩილა. მან სამხრეთ საქართველოს შემოერთებაც მოახერხა, რადგან სამცხეში, დედის მხრიდან, მისი პაპა–ბიძები მეფობდნენ და ამრიგად ქვეყნის ერთიანობა აღადგინა.

წარმატებული იყო მეფის საგარეო პოლიტიკაც. გიორგი კარგად ხედავდა, რომ მონღოლთა ძლიერება წარსულს ჩაბარდა და ადრე თუ გვიან მათი სახელმწიფო დაინგრეოდა. საჭირო იყო ფრთხილი და გონიერი მოქმედება, რათა საქართველო ამ ნანგრევებში არ აღმოჩენილიყო. მეფემ შეცვალა დამოკიდებულება ილხანებთან: უარი თქვა აჯანყებებზე და დაიმეგობრა ილხანთა დიდკაცობა, მათ შორის საყაენოს პირველი ემირი – ჩობან ნოინი. ეს უკანასკნელი ყაენ აბუ–საიდის მცირეწლოვნების გამო ფაქტობრივად მართავდა ქვეყანას. გიორგიმ ჩობანისგან უფლება მიიღო თავად აეკრიფა ხარკი. ამან ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა. გიორგიმ საკუთარი ვერცხლის ფულიც კი მოჭრა, რომელსაც „გიორგაული თეთრი“ უწოდა. ჩობანიც თავის მხრივ დაინტერესებული იყო გიორგისთან კარგი ურთიერთობით, ეს საშუალებას აძლევდა მას ქართველთა სამხედრო ძალის იმედი ჰქონოდა.

1327 წელს მოკლეს ემირი ჩობანი, საილხანოში შინააშლილობა დაიწყო. ამით ისარგებლა გიორგი V–მ და მონღოლთა ჯარი საქართველოდან გააძევა. ასე დასრულდა მონღოლთა თითქმის ასწლოვანი ბატონობა საქართველოში, თუმცა მათ დატოვეს მძიმე მემკვიდრეობა, წესრიგის აღდგენა ეკლესიაშიც გახდა საჭირო. გიორგის ბრძანებით მოიწვიეს საეკლესიო კრება. მისი მონაწილეობით შეიქმნა სისხლის სამართლის წიგნი „ძეგლის დადება“, რომელიც მთიელთათვის იყო განკუთვნილი. ხელმწიფის კარზე ეტიკეტისა და მოხელეთა უფლება–მოვალეობების განსაზღვრის მიზნით დაიწერა ადმინისტრაციული სამართლის წიგნი „ხელმწიფის კარის გარიგება“.

პ.ს. აქ დავამატებდი, რომ ამავე პერიოდში შეიქმნა და, როგორც ჩანს, მთელს საქართველოში მოქმედებდა სამართლის წიგნი: წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველთავე , რომელიც შEდგენილი იყო სამცხის მთAვრის ბექას მიერ. უფრო გვიან ეს სამართლის წიგნი შეავსო ბექას შვილიშვილმა აღბუღამ, ამიტომ იგი ცნობილია ბექა-აღბუღAს სამართლის სახელწოდებით

საქართველო აქტიურად ჩაერია ტრაპიზონის იმპერიის საქმეებში. მან დახმარება აღმოუჩინა დედოფალ ანახუტლუს, რომელიც პროქართული დაჯგუფების მეთაური იყო. მეფეს მიმოწერა და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპ იოანე XXII–სთან. პაპის ბრძანებით კათოლიკური საეპისკოპოსო ცენტრი სმირნადან თბილისში გადმოიტანეს – ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდაზე მიუთითებდა. მეტიც, ეგვიპტის სულთანმა ქართველებს უფლება მისცა აეშენებინათ ახალი ტაძარი იერუსალიმში და ცხენებზე ამხედრებულებს, ეროვნული დროშებით ევლოთ ქალაქის ქუჩებში.

გიორგის ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასთან, რომელსაც „წმინდა მიწის გამოსახსნელად 30 ათასი მოლაშქრით დახმარებას ჰპირდებოდა.

ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას ხელს უწყობდა სავაჭრო კავშირ–ურთიერთობები გენუასა და ვენეციასთან. ვახუშტი ბატონიშვილი შემდეგნაირად აფასებს გიორგი V–ის საქმიანობას „ხოლო ამისთვის ეწოდა ამას გიორგი ბრწყინვალე, რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, შუენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე, უხვი, ობოლთა და ქვრივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაითგან იყო ივერია დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა კუალად შემოიკრიბნა და იგონა, ვითარცა აღმაშენებელმან, განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი, რჯული და სამოქალაქნო წესნი განაბრწყინვა, ეკლესიანი დარღვეულნი და მოოხრებულნი აღაშენნა, განაახლნა და განანათლნა... სძლო ყოველთა სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ხამდა სიბრძნე-გონიერებითა და მეციერებითა თვისითა დაამშვენდა და მეფობდა მეფობითა კეთილითა...”

გიორგი ბრწყინვალე გარდაიცვალა 1346 წელს. დაკრძალულია გელათში.

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

1. დავით აღმაშენებელი-ის რაც მან გააკეთა ვერავინ შეძლო, თურქ-სელჩუკები დაამარცხა, ევროპის ვერცერთმა მეფემეს ვერ ქნა, და განდევნა, ეკლესიას ძველი დიდება დაუბრუნა და ა.შ.

2.ილია ჭავჭავაძე- მარტო ერთს ვიტყვი მასზე, კაცი რომელმაც დაგვიტოვა "ენა, მამული, სარწმუნოება"...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გიორგი V ბრწყინვალე.

მეფე, რომელმაც დანგრეული სახელმწიფო ჩაიბარა ( როგორც ერთ დროს დავითმა, ამიტომ ხშირად ვავლებ ხოლმე არ ორ მეფეს შორის პარალელს :) ) და თითქმის შეუძლებელი შEძლო. :wub: :wub:

მე კი, ის მომწონს, რომ ამ მეფემ კრება დაუნიშნა მოღალატე თავად-აზნაურობას და მოაწამლინა ისინი. :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე ორი განსაკუთრებით საყვარელი ისტორული პიროვნება მყავს ესენია გიორგი სააკაძე და ერეკლე მეორე ქართლ-კახეთის მეფე. სააკაძე მომწონს რადგანაც იგი ქვეყნისტვის თავდადებული პირი იყო არ მიყვარს როცა მას აკრიტიკებენ რადგანაც უმეტეს შემთხვევაში კრიტიკოსები გვერდს უვლიან ისტორიულ ფაქტებს,ხშირია კრიტიკა პატარა კახზე ანუ ერეკლე მეორეზეც აქაც ყოველთვის ხდება ისტორიულ ფაქტებზე გვერდის ავლა,თუ ასე ვაკრიტიკეთ ჩვენი გმირები ჯერ ამ ორს გამოვაჩენთ ბოროტად მერე თევდორე მღვდელსაც მივამატებთ ბოლოს ეგებ დავით აღმაშენებელი და თამარსაც გამოვუნახოტ ბოროტი სახე
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0