Перейти к содержимому


ეთიკის კოდექსი


გამოხმაურებები თემაში: 3

#1 OFFLINE   gege

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5267 წერილები:
  • სქესი:კაცი
ეთიკის კოდექსი გამოიყენება სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში შიდა რეგულაციისთვის, როგორც კანონის ალტერნატიული მექანიზმი - სახელმძღვანელო. ეთიკის კოდექსს არ გააჩნია კანონის ძალა და ემყარება ადამიანთა ჯგუფის მიერ დადგენილ წესებს, რომლებიც თავის მხრივ ითვალისწინებენ საზოგადოებაში დადგენილ მორალურ წესებს და საერტაშორისოდ აგიარებულ ნორმებს ამა თუ იმ სფეროში.

ყველაზე მეტი ეთიკის კოდექსი შექმნილია ბიზნესის და ჟურნალისტიკის სფეროში.

საქართველოში ბიზნეს კომპანიათა ეთიკის კოდექსის ავტორია ბიზნეს ეთიკის ასოციაცია. ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი, შექმნილია და მიღებულია 2001 წელს საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციას მიერ.
აბა ნახეთ ჩემი ფბიაის გოგოები პროფილში

#2 OFFLINE   gege

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5267 წერილები:
  • სქესი:კაცი
მორალიზმი მორალის ფილოსოფიაა. რელიგიური ფუნდამენტალიზმისგან განსხვავებით, მორალისტი რელიგიურ დოქტრინებს არ მიჰყვება, არამედ მისაღები პირობებისა და მოქმედებების ჩარჩოებს ადგენს გარკვეული უნივერსალური ჰუმანისტური ეთიკის მიხედვით.

მერიამ-ვებსტერის სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონის თანახმად მორალიზმი მორალის კითხვის, ”ჭკუის სწავლების” ჩვევაა, ადამიანის ქმედების რაიმე საყოველთაოდ მიღებული ნორმების ჩარჩოებში მოქცევის მცდელობაა, როგორც წესი, გაზვიადებული მნიშვნელობით (განსაკუთრებით პოლიტიკაში).
აბა ნახეთ ჩემი ფბიაის გოგოები პროფილში

#3 OFFLINE   gege

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5267 წერილები:
  • სქესი:კაცი
უმეცრება ცოდნის ნაკლებობაა; ასევე უცოდნელობის, გაუთვითცნობიერებლობის მდგომარეობაა, მაგ. "დებატებში გიორგიმ წააგო, ვინაიდან ამ საგანში უმეცარი იყო". პოლიტიკაში ის თითქმის ყოველთვის მოპირდაპირე მხარის არგუმენტის დაკნინების მიზნით გამოიყენება, თუმცა ზოგიერთ პოლიტიკურ მოძრაობაში ის თითქმის იდეალამდეა აყვანილი, მაგ. მე-19 საუკუნის აშშ-ის "არაფრის-მცოდნეები", ასევე ზოგიერთი აგრარული გაერთიანებები. ეს როგორც წესი უარყოფაა აკადემიურისა და პროფესიულის ან სხვა გავლენიანი სტრუქტურის, რომლებთაც მიაჩნიათ, რომ ისინი სხვებზე მაღლა დგანან და ამგვარად მათთვის სამაგალითონი არიან.

ფილოსოფიაში, უმეცრების შესწავლა ცოდნის შესწავლის გვერდით დგას და ორივე მათგანი ეპისტემოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუხედავად ბევრ კულტურაში გავრცელებული გამოთქმისა "არცოდნა - არცოდვაა" (ინგლ. ignorance is bliss), მრავალი რელიგია ხაზს უსვამს იმას, რომ უცოდინრობას უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვინემ სიკეთე. მაგ. ისლამში უმეცრება განსაკუთრებული და თავისებური ბოროტებაა, რომლის განდევნა შესაძლებელია და თანაც ადვილი: "ეძიე ცოდნა ჩინეთამდეც კი" - მუჰამედი.

კულტურათა გზების გადაკვეთისას უმეცრება განსაკუთრებით საშიში ხდება, ვინაიდან ერთმანეთის წეს-ჩვეულებათა უცოდინრობამ შესაძლოა შეურაცხყოფა და ზიანი მიაყენოს საპირისპირო მხარეს. როცა ევროპელებმა ჩრდ. ამერიკის კოლონიზაცია დაიწყეს მრავალ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომელიც უბრალო გაუგებრობას მოჰყვა. რა თქმა უნდა იყო ღირებულებათა შეუთავსებლობით გამოწვეული წინასწარ განზრახული შეჯახებებიც, თუმცა ეს შეიძლება განხილულ იქნას როგორც უმეცრების თანაპროდუქტი - გამოხატული რასიზმსა და არატოლერანტობაში.

ადამიანებში სხვათა ცხოვრების წესისა და პირობების უცოდინრობა, მათი გამოცდილების მნიშვნელობის გაუთავისებლობა პოლიტიკურ მეცნიერებაში მოიხილება, როგორც კონფლიქტის წარმოქმნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზთაგანი.

უმეცრებას ხშირად შეცდომით სისულელის სინონიმად მიიჩნევენ და ამგვარად შეურაცხყოფად თვლიან, მაშინ როცა სინამდვილეში ეს მხოლოდ მოწინააღმდეგის კრიტიკაა.
აბა ნახეთ ჩემი ფბიაის გოგოები პროფილში

#4 OFFLINE   gege

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5267 წერილები:
  • სქესი:კაცი
რამდენად იცავთ აბა ვისაუბროთ ?
აბა ნახეთ ჩემი ფბიაის გოგოები პროფილში




გამოხმაურების დამატება



  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი