საბანკო კრიზისი საქართველოში

20 posts in this topic

რამდენიმე დღის წინ ლადო გურგენიძემ კომენტარი გააკეთა იმის შესახებ თუ როგორ იმოქმედებს საქართველოზე მთლიანად მსოფლიოში განვითარებული საბანკო კრიზისი.მისი განმარტებით საქართველო მომავალი ერთი წლის განმავლობაში საბანკო სისტემაში უცხოური კაპიტალის აქტიური ინვესტირებას არ უნდა ელოდეს, და ეს "თავშეკავებული" დამოკიდებულება მინიმუმ 1 წელი გასტანს. ეს საკმაოდ დიდი შოკი იქნება ქართული ბანკებისათვის, რომელთაც წინა წლის განმვლობაში 1.7 მილიარდი დოლარის ინვეტიცია აითვისეს. შედეგები უკვე სახეზეა და ფაქტებიც ჯიუტად მეტყველებს რომ საქართველოს ბანკების თავს მუქი ფერის ღრუბლები შეიკრიბა: თითქმის მთლიანად გაუქმებულია განვადებების მომსახურება, უმეტეს ბანკებში შეჩერებულია დაკრედიტება, საკრედიტო განყოფილებაში მომუშAვე პერსონალის ნაწილი უხელფასო შვებულებაში იმყოფება და არსებობს რეალური საშიშროება ბანკებიდან თანამშრომლების დიდი რაოდენობით დათხოვნის. განსაკუთრებით მძიმედ ეს თი-ბი-სი, საქარYველოს ბანკის, ვი-თი-ბი ბაკის მაგალითებზე ჩAნს. შედარებით მყარად უცხოური კაპიტალდაბანდებების ბანკები დგანან, რესპუბლიკა, ტაო ბანკი, და პროკრედიტი აქტიურად აგრძელებენ დაკრედიტებას . .....

თუმცაღა მომავალში თუ როგორ განვითარდება მოვლენები და საბლოოო ჯამში რა სურათს მივიღებთ ძალიან ძნელი სათქმელია, პროგნოზებზე მხოლოდ ფაქტებითა და ჩვენით მოპოვებული ინფორმაციებით თუ ვიმსჯელებთ, ამიტომაც მაინტერესებს ნებისმიერი ადამიანის აზრი განვითარებული მოვლენების შესახებ, დააფიქსირეთ თქვენი ფაქტები მოყევით თქვენი დამოკიდებულება ამ ფაქტების შესახებ. როგორ ფიქრობთ, სადამდე მივა ეს ყვალფერი და რამდენად მძიმედ აისახება მიღებული შედეგები, შეძლებს თუ არა ქართული საბანკო-ეკონომიკა გაუმკლავდეს ამ პრობლემებს, როგორ და ვინ უნდა შეუწყოს თუ შეუშალოს ხელი. . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დააა აი შედეგიც მიშას დიადი პოლიტიკისა,

ხო ეგ მოსალოდნელიც იყო როცა ამხელა რუსეტს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა არ იყო ეს მოულოდნელობა,

გამოსავალი? გამოსავალი?

რავი არ ვიცი შეძლებენ კი დამოუკიდებლად ფუნქციონირებას ეს ბანკები, ნუთუ რეზერვიდა ეგექი პონტები არა აქვთ? მაგრამ რა გასაკვირია, საქართველოში ხომ ყველა გაღლეტვაზეა, არჩევნები მოვა და რამეს მოუხერხებენ,

ფაქტია რომ ძალიან ძალიან დაეტყობა, აზარალებს ეს ისევ და ისევ მუშა კაცს, უბრალო ოჯახებს,

თორე დიდ ეშვიანებს ეს არაფერს არ ავნებს

0

Share this post


Link to post
Share on other sites
განსაკუთრებით მძიმედ ეს თი-ბი-სი

ხო თი ბი სის კადრებს მაგრად ერხევათ გავიგე(ნაცნობისგან):)

ვი-თი-ბი ბაკის მაგალითებზე ჩAნს

მაგათ არა მგონია ძალიან გაუჭირდეთ

პროკრედიტი აქტიურად აგრძელებენ დაკრედიტებას . .....

მაგ ბანკის ფანი ვარ და მომსახურებითაც ვსარგებლობ:)

ფაქტია რომ ძალიან ძალიან დაეტყობა, აზარალებს ეს ისევ და ისევ მუშა კაცს, უბრალო ოჯახებს,

ხო რა გლეხი კაცისთვის არავინ არაა რა:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რაც შეხეება უშუალოდ გურგენიძეს და მის კომენტარს, სრული უაზრობები ილაპარაკა, მგონი თვითონაც არ ესმოდა რას ამბობდა

ფაქტია, რომ მაგრად უჭირს ქართულ ეკონომიკას და ბიზნესს(თუ ეგეთი არის კიდევ, მგონი არის:))

უცხოური დახმარება ალბად იქნება, მაგრამ იმათაც თავიანთი გასჭირვებიათ და ჩვენთვის ნაკლებად სცხელათ

ასე რომ ჩვენვე უნდა მივხედოთჩვენს თავს და შევეშვათ რუსეთის ეკონომიკის ვარდნაზე კმაყოფილ ლაპარაკს

რუსთავი 2 ზე ყოველდღე გამოდიან და რუსეთის ეკონომიკამ ამდენი დაკარგამ და იმდენი, რუსეთის კი არა ჩვენი ეკონომიკის გვინდა ჩვენ თორემ რუსეთი თავის თავს მიხედავს როგორმე და გულის ფხანას თავს თუ დავანებებთ კარგი იქნება(ფხანა რაღაც რაღაცებმა იცისო ერთ კაი კაცს უთვამს:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საბანკო კრიზისი რომ არის ეგეც ფაქტია,

შეიძლება ჩვენმა ეკონომიკამ რუსეთივით მილიარდები არ დაკარგოს ,მაგრამ ჩვენთვის ესეც ბევრია

Lado do something

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რავი არ ვიცი შეძლებენ კი დამოუკიდებლად ფუნქციონირებას ეს ბანკები, ნუთუ რეზერვიდა ეგექი პონტები არა აქვთ? მაგრამ რა გასაკვირია, საქართველოში ხომ ყველა გაღლეტვაზეა, არჩევნები მოვა და რამეს მოუხერხებენ,

რეზერვებიი? რამდენიმე დღის წინ ეროვნულმა ბანკმა კრედიტებზე რეზერვების აწევა მოსთხოვა ბანკებს, ზუსტად არ ვიცი რამდენ პროცენტამდე მაგრამ ეს ისედაც გაზრდილი საკრედიტო პროცენტის კიდევ უფრო მაღლა აწევას გამოიწვევს .. . .. .

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რამდენიმე დღის წინ ეროვნულმა ბანკმა კრედიტებზე რეზერვების აწევა მოსთხოვა ბანკებს, ზუსტად არ ვიცი რამდენ პროცენტამდე მაგრამ ეს ისედაც გაზრდილი საკრედიტო პროცენტის კიდევ უფრო მაღლა აწევას გამოიწვევს .. . .. .

კიდე ასწევს ჯერ სად ხარ:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ბანკსჰი გადასახადის გადახდისას დამატებითი ღირებულების გადასახადი უნდა გადაიხადო

ჩემს პოსტზე ასეთი შესაბამისად აზრიანი პასუხი პირველად მივიღე :D. . ...მემგონი ამ თემისთვის საბანკო კრიზისის დასაწყისი კი არადა დასასრულის დასაწყისი უნდა დამერქმია :D,

მაგათ არა მგონია ძალიან გაუჭირდეთ
ვი-თი-ბი ბანკს, ეხლა დაკრედიტება მთლიანად შეჩერებული აქვს და "დუმს", გაჭირვებით ფინანასურად არ გაუჭირდებათ, მაგას ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ რამდენად მოისურვებს რუსული სადამფუძნებლო კაპიტალი საქართველოში ტრიალს საკითხავი ეგაა, ხომ გაგიგია წყნარ ჭაობში ეშმაკები ბუდობენო, რა იცი ამ დუმილის უკან რა იმალება :) ისე ვი-თი-ბი ბანკმა საქართველოს ხელმძღვანელობისაგან მე რამდენადაც ვიცი მადლობა მიიღო კონფლიქტურ სიტუაციაში გამოჩენილი სიმშვიდის გამო, მარგამ ეს საქმეს ვერ შველის, ომამდე კაცხარებული საბანკო დაპირისპირების პერიოდში ვი-თი-ბი დიდი კონკურენტუნარინანი პირობებით ვეღარ გამოირჩეოდა და შესაბამისად ბევრი კლიენტი დაკარგა, ვფიქრობ მისი საქმე სულ უკან და უკან მიდოდა. ..ამიტომ ვფიქრობ თუ "მეორედ დაბადება" არ მოისურვა ამ ბანკმა ისე რამე გამოუვიდეს , მითუმეტეს ამას საკმაოდ "რუსულ ბანკზე" აჯანყებული მომხმარებლების საკმაოდ სერიოზულ რაოდენობას თუ დავუმატებთ .. .. ..ბუნებრივია სამწუხარო იქნება, იმიტომ რომ რა არ უნდა რუსული ეძახო, ამ ბანკში უმეტესობა ქართველი სპეციალისტია დასაქმებული და პირველრიგში მათ ემუქრებათ სამსახურის დაკარგვის საშიშროება. ..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხო თი ბი სის კადრებს მაგრად ერხევათ გავიგე(ნაცნობისგან)

აი თი-ბი-სის კადრებს რაც შეეხება ჩემი ინფორმაციით ტესტირება იგეგმება და ასე აპირებენ თანამშრომლების შემცირებას, რამდენად მართალია ხომ არ იცით. ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites
...მემგონი ამ თემისთვის საბანკო კრიზისის დასაწყისი კი არადა დასასრულის დასაწყისი უნდა დამერქმია ,

ნამდვილად. მაგრამ საერთოდ რას წრმოადგენდა საქართველოში საბანკო სისტემა? ის მსოფლიო საბანკო სისტემასთან არ იყო მიერთებული და შიდასატელეფონო ქსელის ფუნქციას ასრულებდა, რომელსაც გამუდმებით უსმენენ. იმიტომ უსმენენ,რომ შემოდინებული შესაბამისი მიმართულებით "გაადინონ". საქართველო როგორიც ფორმალური სახელმწიფოა ისეთივე ფორმალური ე.წ."საბანკო სისტემა"აქვს. ქვეყანა სადაც არ არსებობს სახელმწიფო ეკონომკა და საერთაშორისო ბირჟასთან ურთიერთობები, სადაც აბსოლუტური ფიქციაა თავისუფალი მეწარმეობა, სამრეწველო და კომერციული ბიზნესი, იქ რომელ საბანკო სისტემაზეა საუბარი? ეს ომი რომ არა ბიუჯეტი არ შედგებოდა საერთოდ!

0

Share this post


Link to post
Share on other sites
დააა აი შედეგიც მიშას დიადი პოლიტიკისა,

ისა და რა შუაშია მიშა?

მთელს მსოფლიოშია კრიზისი :)

ისე, კარგ დროზე მინდა აკადემიურის აღება :D

ეხლანდელ საბანკო ვალს მოვრჩები ამ წლის ბოლოს და მორჩა 1 წელი ბანკის სესხის გაგონება არ მინდა :)

შეძლებს თუ არა ქართული საბანკო-ეკონომიკა გაუმკლავდეს ამ პრობლემებს, როგორ და ვინ უნდა შეუწყოს თუ შეუშალოს ხელი. . .

ვერაფერს გეტყვი, ბანკის შიდა სტრუქტურას არ ვიცნობ, ალბათ გააჩნია რამდენად ძლიერია ბანკი და რამდენად მომზადებულია ფორს-მაჟორისთვის..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რამდენადაც მე ვიცი დღეისათვის ეროვნული ბანკი დიდი რეზერვის მფლობელია ზუსტად არ ვიცი მარა სადღაც 500-800 მილიონის ფარგლებში, რაც მისი მაშტაბის ბანკისათვის საკმაოდ ბევრია და თავისუფლად ახდენს ბანკების ინვესტირებას საჭიროებისამებრ ა.გ. საბანკო კრიზისი დიდათ არამგონია დაეტყოს ქართულ საბანკო სისტემას - რათქმაუნდა გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგრამ ბანკის პროდუქტის ჩვეულებრივ მომხმარებელზე ეგ დიდად არ დაეტყობა, რადან ბანკი დამოკიდებულია მის კლიენტებზე.

რაც შეეხება ე.წ. მსოფლიო საბანკო კრიზისს ის უფრო გამოწვეულია ბანკის კლიენტების კერძოდ, ინვესტორების "პანიკით", რომელიც დაკავშირებული იყო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან და ამიტომ ისინი დროებით ინვესტირებისაგან იკავებენ თავს და დროთა განმავლობაში ეს პანიკა ჩაცხრება და ფინანსური რესურსების ნაკადები ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რაც შეეხება ე.წ. მსოფლიო საბანკო კრიზისს ის უფრო გამოწვეულია ბანკის კლიენტების კერძოდ, ინვესტორების "პანიკით", რომელიც დაკავშირებული იყო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან და ამიტომ ისინი დროებით ინვესტირებისაგან იკავებენ თავს და დროთა განმავლობაში ეს პანიკა ჩაცხრება და ფინანსური რესურსების ნაკადები ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება...
საქმეც ეგაა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში რას გულისხმობ .. . .. თუ იპოთეკურ კრიზისს, მაშინ გეცოდინება ისიც რომ ეს უკანასკნელი პირდაპირ კავშირშია საბანკო კრიზისთან, ანუ სესხები ამოღების პრობლემასთან, შესაბამისად ადვილი მისახვედრია, რომ ეს ინვესტორების პანიკა კი არადა წინასწარი გათვლებია, რომ შედარებით "სიფრთხილით" მოეკიდონ კაპიტალდაბანდებებს. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ საქართველოს ეს პრობლემა უახლოეს მომავალში ნაკლებად შეაწუხებდა, რაც მთელი რიგი მიზეზებით იყო გამოწვეული, პირველ რიგში კი იმით რომ უმეტესი რაოდენობა სესხებისა წვრილი ბიზნესების მცირე თანხებით დაფინანსებაზე იყო დიფერენცირებული. ვფიქრობ რომ ომმა ამ პროცესებში კატალიზატორის როლი ითამაშა და უახლოესს მომავალს სინათლის სიჩქარით ჩაუარა .. . .. .რას უწოდებთ იმას რომ ფინანსირება შეეზღუდა ბანკებს? ინვესტორების "პანიკას" და რატომ პანიკას და არა "თავის შეკავებას?" თქვენ რომ გქონდეთ მილიონი ისურვებდით მის დაბადებას კონფლიქურ რეგიონში? მე არა :)
საბანკო კრიზისი დიდათ არამგონია დაეტყოს ქართულ საბანკო სისტემას - რათქმაუნდა გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგრამ ბანკის პროდუქტის ჩვეულებრივ მომხმარებელზე ეგ დიდად არ დაეტყობა, რადან ბანკი დამოკიდებულია მის კლიენტებზე.

და თუკი უკვე დაეტყო? წადი აბა განვადება აიღე, სესხი აიღე, საკრედიტო ბარათი გააკეთებინე, მერე მოდი და დაწერე რამდენ ბანკში გითხრეს თანხმობა და რამდენ ხანში დაგპირდნენ კრედიტის გაკეთებას. .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში ვგულისხმობ: რუსეთსა და "დანარჩენ მსოფლიოს" შორის შექმნილი წინააღმდეგობები ანუ ამ ორ პირობით ერთეულს შორის ფინანსური ურთიერთობები მკვეთრად შეიზღუდა. რაც რათქმაუნდა გამოწვეულია მომწოდებლის შიშით(ანუ ამ შემთხვევაში ინვესტორის), რომ სიტუაცია შეიძლება უფრო დაიძაბოს და იგი დაკარგავს საკუთარ სახსრებს და შესაბამისად მიწოდების მრუდი ზევით აიწია. ამიტომ ინვესტიციების მოსაზიდად ბანკები იძულებული გახდებიან გაზარდონ საპროცენტო სარგებელს ან დაელოდონ სიტუაციის დამშვიდებას და შემდეგ ნელ-ნელა ჩვეულ რიტმში მუშაობას დაუბრუნდებიან. ლოდინის პროცესში კი რათქმაუნდა შეზღუდავენ საკუთარი პროდუქტის მიწოდებას. მაქსიმუმ ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდეს. რაც შეეხება იპოთეკურ კრიზის იგი უკვე საკმაოდ დიდი ხანია მძვინვარებს ძირითადად აშშ-ში და შეიძლება ითქვას რომ ბანკები შეეგუენ :) ამიტომ ამ კონკრეტულ კონიუქტურაში იგი უკანა პლანზე არის გადაწეული.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ღმერთმა გისმინოს ჩემო ოთარი :) ამაზე კარგი რა უნდა თქვა, მაგრამ ნაკლებად მჯერა იმისი ასე "რამდენიმე თვიანი" პროცენტების-გაზრდით დამთავრდეს ყევალფერი ,ვშიშობ რომ ყველაფერი არც ისე მარტივად არის. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარებს ვკითხულობდი, ისიც კი ვარაუდობს რომ ბანკების შემცირება და შეერთების პროცესი წავა უახლოეს მომავალში საქართველოში, "რა საჭიროა რომ საქართველოში იყოს 21 ბანკი, ბბარაუდობთ რომ მათგან 11-12 საუკეთესო დარჩება, ვინც უკეთ იმუშავებს და უკეთ მოიზიდავს თანხებს" მემგონი ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან , თუნდაც იმისი რომ ეს ეტაპი ასე ადვილი გადასალახი არ იქნება.

არ გეთანხმები მსოფლიო კრიზისში რუსეთისა და "დანარჩენი მსოფლიოს" გართულებულ ურთიერთობებს რომ გულისხმობ, მე მგონი ამ ორი სუბიექტის საბანკო კრიზისთან დაკავშირება არალოგიკური უნდა იყოს, მთლიანად მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, აგვისტოს მოვლენებამდე კაი 6-7 თვეა ევროპული და ამერიკული წამყვანი ბანკები ფინანსურ კრიზისს განიცდიდნენ, ფედერალური რეზერვებიდან მიღებული ფინანასირების წყაროები გაძვირებული და შემცირებული იყო ისედაც .. ..ეს ყველაფერი რაც ხდება მოსალოდნელი იყო რომ საქართველოზეც აისახებოდა მოგვიანებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ომმა კატალიზატორის როლი ითამაშა თქო .. ...

რაც შეეხება იპოთეკურ კრიზის იგი უკვე საკმაოდ დიდი ხანია მძვინვარებს ძირითადად აშშ-ში და შეიძლება ითქვას რომ ბანკები შეეგუენ ამიტომ ამ კონკრეტულ კონიუქტურაში იგი უკანა პლანზე არის გადაწეული.

შენ რა კაიფობ? :o თუ სერიოზულად ამბობ ამას? .. . .რას შეეგუენ ბანკები? იპოთეკურ კრიზისს? როგორ შეიძLება ბანკი კრიზისს შეეგუოს, თუ რამე ძვრები ხდება, სწორედაც რომ ამ იპოთეკური კრიზისის ბრალია და მეტი არაფერი ....როგორ შეიძლება ეს უკანა პლანზე იყოს გადაწეული .. .არ მესმის .. .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აგვისტოს ომის პერიოდში და შემდგომ საქართველოს სხვადასხვა ბანკებში ანაბრები ბევრმა დახურა ( ანუ გაიტანა საკუთარი ფული ) , თანხა დაახლოებით ხუთას მილიონ დოლარს შეადგენს. რაღა თქმა უნდა ეს ფაქტორიც თავისებურ გავლენას მოახდენს საბანკო კრიზისზე.

Edited by Ikaa75
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს საგარეო ვალმა საბანკო სექტორში შემცირდა წინა კვარტლების მსგავსად და დაიკლო 8.8 მლნ აშშ დოლარით 2010 წლის დეკემბრის მონაცემებით ანუ ამოვიდნენ ბანკები კრიზისიდან და წინ მიიწევენ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]განსაკუთრებით მძიმედ ეს თი-ბი-სი, საქარYველოს ბანკის, ვი-თი-ბი ბაკის მაგალითებზე ჩAნს.[/quote]
აი ამაში ვერ დაგეთანხმები, საქართველოს ბანკი გასცემს ყველანაირ სესხს.... სწორედ რომ ისეთ მომხმარებლებსაც აძლევს სესხს რომლებსაც პროკრედიტმა უარი უთხრა.
რაც შეეხება მტლიანად საბანკო სისტემის განვითარების დონეს, სანამ ამაზე დავიწყებთ მსჯელობას ჯერ უნდა გავითვალისწინოტ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ამის ფონზე შევაპასოთ საბანკო სისტემა. მე ვფიქრობ რომ საბანკო სისტემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონეს მიყვება ფეხდაფეხ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]G_S_I_S_M[/b]
[quote]აძლევს სესხს რომლებსაც პროკრედიტმა უარი უთხრა. [/quote]
უფ ესეიგი ტაში დავუკრათ მერე რა პროკრედიტი უცხოური ბანკია და უფრო ფრთხილად მუშაობს
[quote]საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონეს მიყვება ფეხდაფეხ[/quote]
ხოდა მაგიტომაც არიან ბანძები უნდა უსწრებდეს ყოველთვის ეკონომიკა სხვა რამეა ბანკი სხვა როცა ბანკაი მაგარი მაშინ ეკონომიკაც მაგარია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თემა მოძველდა და აქტუალობა დაკარგა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
This topic is now closed to further replies.