სათევზაო ადგილები

4 posts in this topic

ამტყელი (ტბა) - აზანთა, ტბა აფხაზეთში გულრიფშის რაიონში.ზღვის დონიდან 507 მ. ზედაპირის ფართობი 0,58 კმ², აუზისა - 153 კმ², სიგრძე 64 მ. იგი წარმოიშვა 1891 წლის 3 ოქტომბერს, როცა მთა პატარა შხაპაჭის ფერდობის ჩამოქცევის შედეგად აქ გზა ჩაეხერგა მდ. ამტყელს. ამტყელი საზრდოობს თოვლითა და წვიმით. ამტყელში მოიპოვება კალმახი, წვერა, ტობი და სხვა თევზი.

ბაზალეთის ტბა, დუშეთის რაიონში, ქ. დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე.ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად. საზრდოობს ატმოსფერული ნლექებითა და დროებითი ნაკადებით.ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება ლელქაში და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 მ სიღრმემდე დუმფარა. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს ქაშაყი და ნაფოტა; მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.

ტაბაწყური, ტაბისყური, ტბა ჯავახეთში, ბორჯომისა და ახალქალაქის რაიონების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მ. სარკის ფართობი 14,2 კმ2, წყალშემკრები აუზის ფართობი 83,1 კმ2, უდიდესი სიღრმე 40,2 მ, საშუალო სიღრმე 15, 5 მ, წყლის მოცულობა 221 მლნ. მ3. მდიდარია თევზით.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემთან სოფელში ლაგოდეხის რაიონში კია მდინარე ჩამოედინება თბილწყალა და იქაა კარგი :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვააა კველაზემაგარი ადგილი არის ჩხერიმელა :)))))))

0

Share this post


Link to post
Share on other sites
თუ მოგეპოვებად რაიმე ინფორმაცია კარგს სათევზაო ადგილებზე,გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting