Sign in to follow this  
Followers 0

წმინდა მამათა გამონათქვამები

94 posts in this topic

[b]ვინც გამოეყოფა ეკლესიას... ის თვითონ სჯის თავის თავს[/b], სწორედ ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ მათ პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განეშორეო.
წმინდა ირინეოს ლიონელი

ამ დღეებში ეს თბილისოზე აქტუალური თემაა და სპეციალურად ამოვარჩიე ეს გამონათქვამი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. [b]ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი.[/b] გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. [size="4"][b]რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.[/b][/size]
წმინდა იოანე ოქროპირი

ვმოწმობ ღვთისა და ერის წინაშე. მათ [b](მწვალებლებმა) თავად მოწყვიტეს საკუთარი თავი ქრისტეს სხეულს, უზენაეს საყდარს, სადაც ქრისტემ რწმენის გასაღები დადო, მას ვერც აქამდე ძლიეს და ვერც უკუნისამდე ძლევენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი - მწვალებელთა ბაგენი.[/b]
ღირსი თეოდორე სტუდიელი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
- რად გამიუცხოვდი, ადამიანო?

- რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას?

- რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა?

- მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან!

- მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი!

- მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ!

- მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე!

- მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე!

- მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე!

- სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ!

- დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე!

- დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე!

- თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე!

- მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე!

- შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე;

- შენ დააშავე და მე დამსაჯეს;

- შენია ვალი, ის კი მეგადავიხადე;

- სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი;

- ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა!

- ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას;

- ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს?

- სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ?

- ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია?

- ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?

- რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა?

- რად არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს;

- ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა.

- სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე?

- ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა?

- სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს?

- დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული?

- იმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე.

- სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.
- ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის?

- დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა?

- მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა?

- სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა?

- მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა?

- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს.

- მშვიდობა გსურს? მე ვარ მშივიდობა სულისა.

- სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა.

- ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი.

- გზას ეძიებ? მე ვარ გზა.

- წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი.

- რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა?

- თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული?

- იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია.

- „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.


წმინდა ეპისკოპოსი ტიხონ ვორონოჟელი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.

სიმართლეა
ძალიან კარგი თემაა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.

წმ. ანტონი დიდი

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.

წმ. სერაფიმე საროველი
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ცოდნა დიდი განძია მაშინ როცა თან ახლავს დიდი სულიერება,უმისოდ ცოდნა ფუჭია

წმ. გაბრიელ ქიქოძე
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მიწიერი ცხოვრების დრო მოსანანიებელი დროა, რომელიც ცოდვილებს ცოდვებისაგან თავდასაღწევად მიეცათ; მომავალი საუკუნის მსჯავრი კი სამართლიანი მიგებისათვის შედგება - ამ ცხოვრებისა წილ.
ბასილი დიდი
1

Share this post


Link to post
Share on other sites
გამარჯობათ,

წმინდა მამათა გამონათქვამების საიტს მიგასწავლით, და აბა თქვენ იცით, რამდენი საათიც გინდათ, იმდენი დრო დაუთმეთ ყოველდღიურად. :)
საიტის მისამართია : [url="http://sibrdzne.ge"]http://sibrdzne.ge[/url]

დარიგებები მოცემულია თემების სახით, საიტს აქვს მოქნილი საძიებო სისტემა, რომლითაც შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე გაფილტროთ დარიგებები, ძიება არის ცოცხალი, და ასევე რამდენიმე სიტყვის მითითების საშუალებაც გაქვთ: თუ გინდათ ისეთი დარიგებების გამოტანა, სადაც იქნება სიტყვა "ადამიანი", ჩაწერთ ამ სიტყვას, და გამოიტანს მხოლოდ იმ დარიგებებს, რომელ დარიგებაშიც მოძებნის, შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვაც კი ჩაწეროთ: ადამიანი ღმერთი, და მხოლოდ იმ დარიგებებს დაგიტოვებთ, სადაც ორივეს იპოვის.

ასევე, ორი მოსანიშნია, მოძღვარი და თემა, რომელსაც მონიშნავთ, მეორეში გაიფილტრება და შესაბამისად გამოჩნდება. Edited by Serafit
0

Share this post


Link to post
Share on other sites
''თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგრძეში და ექვსი – სიგანეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის''

წმ. ბასილი დიდი
1

Share this post


Link to post
Share on other sites
‎"სხვების შეხედულება ჩვენზე – აი, ის სარკე, რომლის წინაშეც თითქმის ყველა გამოუკლებლივ კეკლუცობს. ადამიანი თავის თავს ისე წარმოაჩენს, როგორადაც ისურვებდა, რომ სხვები ხედავდნენ. სინამდვილე კი, როგორიცაა ის თავისთავად, არავისთვის არ არის ცნობილი, საკუთარი თავის ჩათვლით. ხოლო ცხოვრობს და მოქმედებს რომელიღაც გამოგონილი ფიგურა. ლტოლვა ამ სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი მას საკუთარ თავსაც კი უმსხვერპლებს. ამით ამახინჯებს თავის ბუნებას – ერთადერთსა და განუმეორობელს, რასაც თითოეული ადამიანური პიროვნება წარმოადგენს.
სამაგიეროდ, ყოველთვის როგორ გვატყვევებს შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც არ სჭირს ეს მანკიერება და როგორ გვიყვარს ბავშვები, რომელთა ცნობიერება ჯერაც არ მომწიფებულა, მათი სრული უბრალოება და უშუალობა.”

მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვოს სიყვარული.არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)

როდესაც ღმერთი დიდხანს ითმენს ჩვენს ცოდვებს, ამით იგი უფრო მეტი სასჯელისათვის გვინახავს, თუკი კვლავ ვაგრძელებთ ცოდვაში ყოფნას.
იოანე ოქროპირი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
✞ღმერთი, რომელიც ჯვარს გვატვირთავს, თავადვე გვეხმარება ჯვრის ზიდვაში.წმ. ტიხონ ზადონელი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
იმ ყველაფრისგან, რაც ადამიანმა შეიძლება აღასრულოს და შეისწავლოს, ყველაზე რთული სიმდაბლეა.
წმ. ნიკოლოზ სერბი
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ჭეშმარიტი და ნამდვილი ქრისტიანე ის არის, რომლისა სული და გული არის დამუშავებული, განათლებული სიმართლითა, წყალობითა და უმეტესად ღვთის და კაცის სიყვარულითა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი დაგინდობთ.
წმ. ანტონი დიდი

ჩემთვის მთელი დღის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი წუთებია, როცა სერობის შემდეგ მუხლს ვიდრეკ და ვამბობ: `მამანო და ძმანო, შემინდეთ მე ცოდვილს და ყოვლადწმიდა ღმერთი მოგიტევებთ თქვენ”.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თამბაქოს ეწევი - მაშასადამე ეშმაკებს უკმევ

* * *
კიევო-პეჩორის ლავრის ბერებმა შემდეგი გამოცხადება იხილეს: მწეველებს ეშმაკები სასტიკად აწამებდნენ იმით, რომ პირში სჩრიდნენ ჩამქრალ სიგარეტებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი, მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ. რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ისა ვართ საუკუნოდ. ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს, ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია. ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი, ნუ მიიღებ სამგლოვიარო, მწუხარე იერს. გაიცინე რაზეც გვეცინებოდა, ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე. ჩემთან ერთად ილოცე, ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა, ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც იყო, ძაფი არ გამწყდარა... რატომ გგონივარ შენს ფიქრებს გარეთ? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ... მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ. ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის. ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ, თუ მართლა იცი რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი, თუ ძალგიძს გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო, თუ ძალგიძს დაინახო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ, თუ წამით ძალგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება. როგორ? თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა სამყოფელში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე? გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღეს, მხოლოდ ღვთისთვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო, იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას და ისევ ისე უყვარხარ. კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობა იპოვი, ოღონდ უფრო განწმენდილს... შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ..."

ნეტარი ავგუსტინე

http://www.youtube.com/watch?v=uxNl38xIAWk
1

Share this post


Link to post
Share on other sites
" თვალი სულის სარკეა. თუ სულს არ უნდა, ცუდისკენ არ გაიხედავს" /მამა გაბრიელი/
1

Share this post


Link to post
Share on other sites
მამათა დარიგებები:

მოთმინება არის ის, როდესაც:
-გტკივა, მაგრამ ტკივილი ვერ გერევა,
-გტკივა, მაგრამ არ წუწუნებ,
-გტკივა, მაგრამ არ ხდები არაობიექტური,
-გტკივა, მაგრამ იღიმი,
-გტკივა, მაგრამ გამართულად დგახარ,
-გტკივა, მაგრამ არ ქმნი პრობლემებს შენს გარშემო,
-გტკივა, მაგრამ ღმერთს ადიდებ,
-გტკივა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვისთვის იხარჯები,
-გტკივა, მაგრამ არ ოხრავ,
-გტკივა, მაგრამ უდრეკი რჩები,
-გტკივა, მაგრამ მადლიერი ხარ,
-გტკივა, მაგრამ ლოცულობ...

(წერილი ათონიდან)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0