Sign in to follow this  
Followers 0

წმინდა მამათა გამონათქვამები

94 posts in this topic

"თავმდაბალი ქალი უფლის მადლია, რომლის ფასი არ მოიპოვება."

"თუ გაქვს ცოდნა, მიუგე მოყვასს, და თუ არა, მაშინ იყავნ ხელი შენი პირსა
შენსა ზედა, ვინაიდგან ლაპარაკში იცნობების კაცის დიდება და უპატიოვება, და ენა
შეურაცხყოფს კაცსა."

სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"თუ შენი ძმა არ გიყვარს, რომელიც ახლოა და ყოველ დღე ჰხედავ, როგორ
უნდა შეიყვარო და იწამო ღმერთი, რომელიც შენზედ შორს არის და უხილავია."(იოანე ოქროპირი)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"თუკი შექებას დაგიწყებენ სიქველისათვის, ნუ გაიხარებ ამისთვის და ნუ
დასტკბები. დამალე ხოლმე შენი ქველი საქმენი, რამდენადაც შეგიძლია და ნებას ნუ
მისცემ ვინმეს ილაპარაკოს მათ შესახებ: ყოველმხრივ ეცადე, რომ შენს მიერ ქმნილი
კეთილი საქმეებისათვის ადამიანთაგან შექება არ მიიღო."(წმიდა ანტონი დიდი)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"იმ კეთილი საქმის შესახებ, რომლის ქმნაც განგიზრახავს, ნურავის ეტყვი
წინდაწინ, არამედ ჯერ მოიმოქმედე იგი."(წმიდა ანტონი დიდი)

"კაცთა საამებლად არაფერი მოიმოქმედო და ღვთის წყალობის ღირსი
შეიქმნები, რამეთუ კაცთმოთნეთათვის უცხოა ღმერთი და მათზე არ არის სული
ღმრთისა."(წმ. ბარხანოფი დიდი)

"მართლმადიდებელო ქრისტიანენო, ნუ ვინ იკადრებს თქვენგანი ესრეთ
ქცევასა და ბოროტმეტყველებასა დედისათვის. დაიმორჩილეთ ენანი თქვენი.
რამეთუ წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა: “ყოველი სიტყვა უქმი, რომელსაც
იტყოდნენ კაცნი, მისცენ სიტყვა მისთვის დღესა მას სასჯელისა“.
მათე 12,36
0

Share this post


Link to post
Share on other sites
“მე უნდა ვიყო მდიდარი“, “მე უნდა ვიყო დაფასებული“, “მე ვარ ნიჭიერი“, “მე
მინდა“, “მე შემიძლია“, “მე გაძლევთ გარანტიას” - ამ წესით მცხოვრებ ადამიანებს
ავიწყდებათ, რომ ჩვენი დამსახურება სულაც არ არის თუნდაც ის, რომ ვსუნთქავთ,
დავდივართ, ვხედავთ, ვგრძნობთ, ვაზროვნებთ" ილია II

"ნუ გაიკვირვებ, თუკი ვინმე ცუდს ლაპარაკობს შენს შესახებ, რადგან ეს კაცთა
მოდგმის უბოროტესი მტრის მანქანებით ხდება. ამ მზაკვრობით (უსამართლო
კიცხვა-გმობით) იგი იმედოვნებს დაგაბრკოლოს ჭეშმარიტების შეცნობაში."(წმიდა ანტონი დიდი)

"ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ: ვითარმედ, აწ შენ რასა განიკითხავ
ძმასა შენსა, ანუ შენ რაისა შეურაცხჰყოფ ძმასა შენსა: და შენ ვინ ხარ რომელი
განიკითხავ სხვასა მონასა და კუალად იტყვის: ამისთვის ნუ ვინ წინასწარ ჟამისაგან
რასმე იკითხვიდეთ, ვიდრემდე მოვიდეს ოვფალი და განანათლოს დაფარული
ბნელისაი და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი."
მათეს სახარება (XII საუკ. ხელნაწ.)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"პასკალი ადამიანს განიხილავდა, როგორც “მოაზროვნე ლერწამს“ (ანუ
შინაგანად არამყარს), როგორც სამყაროს სივრცეში გაბნეულ ქვიშის მარცვალს,
რომლის სიძლიერე სულიერობასა და აზროვნებაშია; და თუ ეს მადლი დაიკარგა,
მარცვალიც განქარდება. სამწუხაროდ, არა მარტო ცალკეული ადამიანები, არამედ
მთელი რიგი ქვეყნები მსხვერპლნი გახდნენ ამ მარტივი ჭეშმარიტების დავიწყებისა."ილია II
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"პირველად გაიგე და მერე უსაყვედურე. სანამ არ მოისმენ, პასუხს ნუ მისცემ,
და ნურც ლაპარაკის დროს შეაჩერებ ვისმეს."


"რომელი პატივსა სცემს მამასა, განიწმინდების ცოდვისაგან და სიხარული
ექმნების შვილთაგან თვისთა და ვედრების დროს უფალი შეისმენს მის ლოცვას.
რომელიც პატივსა სცემს დედას, იგი შეიკრებს საუნჯეთა."


სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"როცა ადამიანი სთესს სიკეთეს, მან უნდა იცოდეს, რომ იგი წაადგება არა
მარტო საკუთრივ მას, არამედ მთელ მის შთამომავლობას. (სიკეთე, სიყვარული,
მიტევება, საკუთარი დანაშაულის და ცოდვის დანახვის უნარი, გზის ძიება მის გამო-
სასწორებლად)."
ილია II
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"სათნოებებსა და კეთილ საქმეთა ქმნაში შენზე უღონო ადამიანი შენს
თანასწორად მიიჩნიე, ხოლო შენი თანასწორი - შენზე გაცილებით აღმატებულად
ჩათვალე სულიერ სრულყოფილებაში."(წმიდა ანტონი დიდი)

"სამი სახის ვნება განიშორე: საკუთარი ნება, თავის მართლება, კაცთმოთნეობა,
მაშინ გრძნობებს უეჭველად გაუმკლავდები და ღმერთი ყოველგვარი
სიბოროტისაგან დაგიცავს."(წმ. ბარსანოფი დიდი)

"სარწმუნო მეგობარი არის ძლიერი საფარველი; ვინც მოიპოვა იგი, მოიპოვა
საუნჯე. სარწმუნო მეგობრისთანა არარაი არს, იგი არის დაუფასებელი; სარწმუნო
მეგობარი არს წამალი ცხოვრებისა."(სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"უარს ნუ ეტყვი გლახაკს საზრდოზე და დიდ ხანს ნუ მოაცდევინებ. უარს ნუ
ეტყვი დაჩაგრულს, რომელიც გთხოვს შემწეობას, და ნუ მოარიდებ თვალსა შენსა
გლახაკს; ვინაიდან როგორც წყალი აქრობს ცეცხლის ალს, სამოწყალო სწმენდს კაცს
ცოდვებისაგან."(სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა)

"უკეთესია შინაგანად კარგი იყო და სხვების წარმოდგენაში ცუდი, ვიდრე იყო
ცუდი და ადამიანთა შორის კეთილის სახელი გქონდეს. ადამიანებისთვის ისეთ
სამარხს წარმოადგენდე, რომელიც შიგნიდან გახრწნილი მიცვალებულების
სიმყრალითაა სავსე, გარედან კი თეთრად ქათქათებდეს და სანახავად სასიამოვნოა."(წმიდა გრიგორი ღვთისმეტყველი)

"უპირატესად აირჩიე მოსმენა და მდუმარება; შეეცადე გაიგო ის, რასაც
გეუბნებიან. შენაძენი აქედან იმ სიტყვებზე უკეთესი შენაძენია, რომელთა
წარმოთქმის უფლებასაც მისცემდი საკუთარ თავს. მრავალსიტყვაობისა და უქმი
მეტყველების მოყვარეს ვერანაირი კეთილი საქმე ვერ ხელეწიფება."(წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია."(წმიდა ბარსანოფი დიდი)

"უძლიერესი ნაკლი კაცისა არის სიცრუე; უკეთესია ქურდი, ვინემ მუდამ
სიცრუის მოლაპარაკე; მაგრამ ორივენი მიიღებენ სასჯელს."(სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა)

"უძველესი წეს-ჩვეულებით, უმცროსი მუდამ პატივს სცემდა უფროსს, მუდამ
მორიდებით ექცეოდა. ეს ჩვენი (ქართველების) ტრადიციული ურთიერთობა იყო და
ასეც უნდა დარჩეს.. ..მინდა შეგახსენოთ, რომ უფროსი თაობის პატივისცემა უნდა
აღვადგინოთ და მათი სიტყვის მოსმენა უნდა შევძლოთ."ილია II

"ყოველი კაცი, რასაც აკეთებს, თავის თავს უკეთებს. სხვისთვის რომ ზრუნავ,
ამით შენს თავს ეხმარები. რადგან სულიერებას იძენ. ხოლო როცა ბოროტებას
ჩადიხარ - პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებ ვნებას, რადგან შენი სული ცოდვით
ივსება."
ილია II
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"ჩვეულებრივ, როცა კაცზე იტყვიან, გონიერიაო, ამ სიტყვას არასწორი მნიშვნელობით ხმარობენ. გონიერი ის როდია, ვისაც ძველ ბრძენთა გამონათქვამები და ნაწერები დაუსწავლია, არამედ ჭეშმარიტად გონიერი ის ადამიანია, ვისაც სული აქვს გონიერი და ძალუძს სწორად განსაჯოს, რა არის კეთილი და რა – ბოროტი; და ამასთან ვინც ყოველთვის გაურბის ბოროტსა და სულისათვის მავნეს, ხოლო კეთილისა და სულისათვის სარგოს მოსაპოვებლად გონიერად გულმოდგინებს და იღვწის ისე, რომ მარად მადლს მიუძღვნის ღმერთს. ჭეშმარიტად, მხოლოდ ამგვარად მოქმედი ადამიანი უნდა იწოდებოდეს გონიერად."

(წმიდა ანტონ დიდი)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პილიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილის გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა. დრო იყო ამისთანა და სხვა არა-რა ელემენტი მაშინ შემძლებელ არ იყო ეს ჩვენის ისტორიის დასაბამიდამ სასურველი ერთობა დაედგინა. სხვათა შორის, ქართველი ამისთვის უფრთხილდებოდა თავის რჯულს, რომელიც, თავის შინაგან ღირსების გარდა, დუღაბობას უწევდა ერთობასა. ამ სიკეთეს დიდი ხანია მიაგნეს ჩვენთა ბედის-გამგებელთა და არ არის ჩვენში არც ერთი სახელგანთქმული კაცი, ან მეფე, რომ, სხვათა შორის, ამ თვალით არ ეყურებინა ქრისტეს სარწმუნოებისათვის. ამიტომაც, მოაცალებდათ თუ არა პოლიტიკური ტრიალი ბედისა, ყოველი მათგანი სცდილობდა, არაფერს ზოგავდა, ქრისტეს რჯული, შინაგანის ღირსებით განდიდებული და მიმზიდველი, გარეთა ღირსებითაც განედიდებინათ, გაემშვენიერებინათ და მისი მონასტრები და ტაძრები ყველგან მოეფინათ ქრისტეს რჯულის სახსოვრად და სადიდებლად."

"ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენს ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს – სამართლიანის თავმომწონებით ვეძახით."


წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"მთავარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს – მარადიული სიყვარულის დღესასწაული."


"ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.


"მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს."


"გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველაზე სწორი და უმოკლესი გზაა. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს."

"რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას."

ილია II
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება – სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს."

"ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს."

"დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება სისხლით. დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდისა და სარწმუნოების აღორძინებისათვის… მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.
ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა."

"ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს."

"როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება."

ილია II
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"უფრთხილდით საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის."(ნეტარი ავგუსტინე)

"ისაუბრე მომღიმარი სახით, რომ უხაროდეს შენთან მოსაუბრეს." (წმ. ბარსანოფი დიდი)

"კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია."(ნეტარი ავგუსტინე)

"სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას."(წმ. იოანე ოქროპირი)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეფესელთა 4:32 " იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მოუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ."
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რომალეთა 10:9 ,,ამიტომ, თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით,გადარჩები."
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თუ გრძნობ, რომ მრისხანება მოგეძალა, დადუმდი და ნურაფერს იტყვი მანამ, სანამ განუწყვეტელი ლოცვითა და საკუთარი თავის ყვედრებით არ დაწყნარდება შენი გული.
ღირსი ილარიონ ოპტინელი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თუკი ყოველი ამაო სიტყვისათვის მოგვიწევს პასუხისგება, მაშინ მით უფრო - უკეთური საქმეებისათვის, თუ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სინანულით ლმობიერს არ ვჰყოფთ უცდომელ მსაჯულს.
ღირსი ეფრემ ასური
1

Share this post


Link to post
Share on other sites
მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით და ხალიჩებზე. დეკორაცია ეზიზღება ღმერთს. ქრისტე უბრალო იყო, ერთი პერანგი ეცვა ღვთისმშობლის მოქსოვილი (ბერი გაბრიელი)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.

აი, სად და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ეხვივნენ და ჰლამობდნენ, ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. აი, რამ მოაგერიენებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნება მოაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული – მამულსა და ეროვნებას, და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაინძღვარა წინ, ათასხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა.



წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
2

Share this post


Link to post
Share on other sites
დღევანდელი დღის, ანუ დიდი ხუთშაბათის შესახებ:

დღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი ახლისა აღთქმისა, დღეს მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღეს მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა, დაბანა რა ფერხნი მათნი. ერთი სიტყვით, როგორადაც აღდგომა ქრისტესი არის დაგვირგვინება მისისა საქმისა და ჩვენი სჯულისა, მზგავსადვე დღევანდელი დღე იყო შევსება და დასრულება მისისა სჯულის დებისა“.

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
2

Share this post


Link to post
Share on other sites
“რელიგიაში მთავარია არა რწმენა,არამედ ღვთის სიყვარული.ხოლო ღმერთი მათ უყვართ,რადგან უყვართ სილამაზე,სიკეთე,ჭეშმარიტება_ხოლო ეს ყველაფერი ღვთაებრივია."/ალექსანდრე ელჩანინოვი./

“ცათა სასუფეველი არ მოვა,თუ არ შევქმნით ცათა სასუფეველს ჩვენში."/ალექსანდრე ელჩანინოვი./

“ცოდვა_დამანგრეველი ძალაა,უპირველეს ყოვლისა,მისთვის,ვინც ატარებს მას,ფიზიკურადაც კი ცოდვა აბნელებს,ამახინჯებს ადამიანს სახეს."/ალექსანდრე ელჩანინოვი./

“მორწმუნეთა გულგრილობა ბევრად უფრო საშინელი რამ არის,ვიდრე ის,რომ არსებობენ ურწმუნონი."/ალექსანდრე ელჩანინოვი./

“უფრო სწორია ცხოვრება,როცა საკუთარი გამოცდილებით მიდიხარ ცნობილ იდეებამდე,ვიდრე პირიქით_განსაჯო მხოლოდ სიტყვიერად სხვისი გამოცდილების საფუძველზე."/ალექსანდრე ელჩანინოვი./

“არის ისეთი მდგომარეობა სულისა,როცა ძნელია გაღიმებაც კი,არავითარი ლმობიერება,სინაზე,არავის მიმართ,ერთი სიტყვით"გაქვავებული უგრძნობელობა",მხოლოდ ლოცვა,განსაკუთრებით ეკლესიაში,განდევნის ამ მდგომარეობას."/ალექსანდრე ელჩანინოვი./

“რომ დაამშვიდო მტირალნი,უნდა იტირო მათთან ერთად."/ალექსანდრე ელჩანინოვი./

,,ლოცვისათვის სულმოკლე, მონასტერში დადგომისათვის უძლური და მიმოსვლისათვის ძლიერი, შვებისათვის გულმოდგინე და მარხვისათვის მწუხარე, სიყვარულისათვის ცივი და სიძუვილისათვის თბილი, კეთილისათვის ზარმაცი და ბოროტისათვის მოსწრაფე.....როგორ არა ვტიროდე და არა ვიგლოვდე ჩემსა ამათ ჩვეულებათა, რომელნიც გაჟღენთილია სიჯიუტით...'' /წმიდა ეფრემ ასური/
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ განიკითხო.რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს,თავს ნუ იმართლებ,სთხოვე შენდობა და განშორდი.ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე,მიმართე მას კეთილი სიტყვით,თუ ეს არ ძალგიძს - ნურაფერს ეტყვი. /ილია II /
1

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0