Sign in to follow this  
Followers 0

წმინდა მამათა გამონათქვამები

94 posts in this topic

ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.

წმ. კიპრიანე კართაგენელი

გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა.

ნეტარი ავგუსტინე

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.

წმ. ეფრემ ასური

ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.

წმ. სერაფიმე საროველი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.

წმ. იოანე ოქროპირი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.

წმ. ეფრემ ასური

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.

წმინდა იოანე ოქროპირი

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.

აი, სად და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ეხვივნენ და ჰლამობდნენ, ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. აი, რამ მოაგერიენებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნება მოაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული - მამულსა და ეროვნებას, და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაინძღვარა წინ, ათასხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა.

წმ. ილია მართალი
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პილიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილის გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა. დრო იყო ამისთანა და სხვა არა-რა ელემენტი მაშინ შემძლებელ არ იყო ეს ჩვენის ისტორიის დასაბამიდამ სასურველი ერთობა დაედგინა. სხვათა შორის, ქართველი ამისთვის უფრთხილდებოდა თავის რჯულს, რომელიც, თავის შინაგან ღირსების გარდა, დუღაბობას უწევდა ერთობასა. ამ სიკეთეს დიდი ხანია მიაგნეს ჩვენთა ბედის-გამგებელთა და არ არის ჩვენში არც ერთი სახელგანთქმული კაცი, ან მეფე, რომ, სხვათა შორის, ამ თვალით არ ეყურებინა ქრისტეს სარწმუნოებისათვის. ამიტომაც, მოაცალებდათ თუ არა პოლიტიკური ტრიალი ბედისა, ყოველი მათგანი სცდილობდა, არაფერს ზოგავდა, ქრისტეს რჯული, შინაგანის ღირსებით განდიდებული და მიმზიდველი, გარეთა ღირსებითაც განედიდებინათ, გაემშვენიერებინათ და მისი მონასტრები და ტაძრები ყველგან მოეფინათ ქრისტეს რჯულის სახსოვრად და სადიდებლად.

წმ. ილია მართალი
1

Share this post


Link to post
Share on other sites
მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური
1

Share this post


Link to post
Share on other sites
მაინტერესებს რას ნიშნავს მამათა გამონათქვამი?
მამათა სიტყვა სიტყვით რას ნიშნავს და რა ადგილი უჭირავს ამ სიტყვას სარწმუნოებაში რა არის მისი ვალი?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"მამათა"– ეს არის სიტყვა "მამის" ნარ–თანიანი მრავლობითი.
"წმიდნდა მამათა გამონათქვამები" – ქრისტიანი მღვდლებისა და ბერების მიერ ნათქვამი სიტყვები.

მარტივად აგიხსენი მგონი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"ზეცა,მიწა,ზღვა-ერთი სიტყვით,მთელი სამყარო ღვთის უდიდესი და დიდებული წიგნია,რომელშიც ცხადდება მდუმარებით ნაქადაგები ღმერთი" (წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
"ვინც მეტად შეიცნობს უფალს, მით უფრო მდაბალი ხდება,ეშინია და უყვარს იგი" (წმ.ტიხონ ზადონელი)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
"წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს."

"შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს."

"ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის."

(წმიდა ტიხონ ზადონელი)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში."

"ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება."

"ჯვარი და სხვადასხვა მწუხარება ქრისტიანული დროშაა, რომელთა ქვეშაც ქრისტიანი იბრძვის თავისი მეფის – ჯვარცმულისათვის."

"ცოდვამდე ეშმაკი ღმერთს მოწყალედ წარმოგვიდგენს, ცოდვის შემდეგ კი – მართლმსაჯულად. ეს მისი ეშმაკობაა. შენ კი ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი. ცოდვამდე ღვთის მართლმსაჯულება წარმოიდგინე, რათა არ შესცოდო, ხოლო შეცოდების შემდეგ იფიქრე ღვთის გულმოწყალების სიდიადეზე, რათა იუდას სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე."

(წმიდა ტიხონ ზადონელი)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"ადამიანის ბუნება ისეთია,რომ სულ სასწაულს ეძებს. სასწაულის ხილვის სურვილით მას დაუახლოვდეს უფალს. ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა და მსგავსი მსგავსს ესწრაფვის. ადამიანმა რომ თავის სულიერ ან თუნდაც ფიზიკურ სამყაროს ჩახედოს, ისეთ სასწაუელებს იხილავს, რომელთაც ვერცერთი მეცნიერი ვერ ახსნის" ილიაII
1

Share this post


Link to post
Share on other sites
"ადამიანმა უნდა იჩქაროს სიკეთის ქმნა, რადგან ამაშია გადარჩენა. სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება და მხოლოდ სიკეთე და სიყვარული თუ გადაგვარჩენს" ილიაII


"არ უნდა შეურაცხჰყო გონიერი ღარიბი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა ადიდო ცოდვილი კაცი" (სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"არ გაიმართლო თავი ადამიანის წინაშე, მაგრამ შენს სულსი იყავი ბრძენი, მშვიდი, დიდსულოვანი, მომთმენი, ადამიანისადმი სიყვარულით აღვსილი" (წმ.ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) Edited by Ttaakkko o_0
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძიო მშვიდობანი კავშირი, არამედ შენს სხეულში,შენს სულში,შენს სამშვინველში" (წმინდა ნილოს სინელი)

"არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს,როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არამარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის,არამედ მთელი საზოგადოების" (მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"ბიბლიაში ნათქვამია: ადამიანი ხედავს სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი გულსა კაცისას"ილიაII
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"ბოროტს ბოროტით ნუ მიუზღავ და შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ნუ უპასუხებ, რადგან შენი დამცირება-დაკნინება უფლის ნებით ხდება, რომელიც ხედავს,რომ თვით შენ არ დაიმდაბლებ თავს" (წმინდა ანტონი დიდი)

"განრისხებული კაცის გულს ნუ შეაძრწუნებ და ნუ დაუგვიანებ მისაცემელს მას, რომელნიც საჭიროებენ. ათხოვე ყური გლახაკს და მოექეც მას მოფერებით და თავმდაბლად" (სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"გახსოვდეს შენი უკანასკნელი დღე და არასდროს არ შესცოდებ" (სიბრძნე ისო ძისა ზიაქისა)

"გიყვარდეთ ღმერთი, გიყვარდეთ ადამიანი, გიყვარდეთ წიგნი, რადგან სიყვარული სათავეა სიხარულისა და ადამიანის ბედნიერებისა. დალოცვილი და გახარებული იყავით: იარეთ ჭეშმარიტების გზით და ჭეშმარიტება მიგიყვანთ უფალთან" ილიაII

"გონიერნი მაშინ ვიქნებით, თუ საქმის კეთებას დავიცყებთ არა ლანძღვით, არამედ ერთმანეთის გვერდში ამოდგომით,ერთმანეტის მოსმენით,ურთიერთგაგებით,კარგი იდეების გაზიარებით" ილიაII
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"დადგა დრო უფროსი თაობის ჯერ არნახული დაუნდობელი ლანძღვისა იმ საბაბით,თითქოს მათ დაღუპეს საქართველო. ის კი გვავიწყდება, რომ XIX-XX საუკუნეებში ჩვენი ერის ცხოვრებაში მომხდარი ფაქტები შედეგი იყო სწორედ ქართველთა სულიერი დონის დაკნინებისა,სულმოკლეობისა,ურთიერთმტრობისა... და რომ წინაპართა ეს ნაკლი ჩვენშიცაა. ჩვენ მონანი ვართ იმ სიმდაბლისა, თავი კი უცოდველი გვგონია. საკითხავი ისიცაა, მათ ადგილას ჩვენ უკეთესნი ვიქნებოდით?გავუძლებდით კი იმ წლების სიმძიმეს? ცოდვის ჩამდენი ადამიანი,როგორც ბოროტის საცოდავი იარაღი, უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. მის მხილებას სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად,თორემ იგი მოყვასისადმი სიძულვილსა და მტრობაში გადაიზრდება და უფრო დიდი ბოროტების სათავერ იქცევა" ილიაII
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი ბოროტებას ლამის სიკეთით მიიჩნებს და უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფრულში. ყოველ ჩვენგან დიდი დაკვირვება მართებს, რომ გამოიცნოს სადაა ჭეშმარიტება და სად სიცრუე" ილიაII
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"ეცადე ისეთ სათნოებას მიაღწიო, რომ ყველა ადამიანი გლოცავდეს და
გაკურთხებდეს შენ." (წმიდა ანტონი დიდი)

"ვინაიდან წყალობა მამისადმი არა დავიწყებულ იქმნების, მწუხარების დღეს
მოგესვენოს შენ და როგორც სითბოსაგან ყინული დადნება, ისე დადნენ ცოდვანი
შენნი."(სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა)

"ვინც არ შეიწყნარებს შენს რჩევა-დარიგებას, ნუ დამოძღვრავ იმას."(წმიდა ანტონი დიდი)

"ვინც აშენებს თავის სახლს სხვისი ფულებით, იგი მსგავსია იმ კაცისა,
რომელიც ამზადებს ქვებს თავის სასაფლაოსთვის"(სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"ზეციდან გადამრჩენელი კიბეა დაშვებული და თუ ბოლო საფეხურამდე
კარგად არ ჩავჭიდებთ მას ხელს (ანუ თუ უფლის მცნებებს არ დავიცავთ), ცხოვრების
ქარიშხალი უფსკრულში გადაგვჩეხს. ამასთან არა აქვს მნიშვნელობა, რომელ
საფეხურზე ვდგავართ, ნებისმიერ სიმაღლეზე მყოფი ადამიანი შეიძლება დაშორდეს
ღმერთს და ჩამოვარდეს კიბიდან" ილია II
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0