dreams. . .dreams. .

250 posts in this topic

ეს წინა ფორუმში იყო, და ეხლაც დავდებ თუ ძალიან არ დავამძიმებ აქაურებას. .. .პირადად შენ ჩემგან მაკაველ, იმისათვის რომ დარწმუნე რომ ის რაც ზევით წერია მარტო სიტყვები არ არის ჩემთვის :)

ჯაშუში ვარსკვლავი

გული საგულეში, ხელი ჯიბეში, ტვინი თავში აზრი ტვინში. . .აზრი გიჟი. .გადამრევს გადამრევს ისეთი გიჟი. . . .მარჯვნივ ზღვა . . .მარცხნივ სიყვარული. . .თავჩაღუნული . . .და მგონი ბედნიერი. . ..ზემოთ ვარკვლავი. . .ჩემი ვარსკვლავი. . .ვარსკვლავი დღე და ღამე ვარსკვლავი. . .მისი ციმციმი.. . დღისით თუ ღამით. . .მუდმივი თვალთვალი. . .ჩუმი ჭვრიტინი. . .აზრებში. . . თავში. . ტკივილში აზრი. . .ტკივილში მწარე მოგონება .. . .ჩემი ვარამი . . .მისი დაკარგვის მოგონება. .და ცრემლი მდინარედ მავალი. .. . . .ზემოთ ვარსკვლავი. . .ჯაშუში ვარსკვლავი. .. გავგიჟდი მგონია. .. რა უნდა რას დამდევს. ..აზრებს მიგიჟებს. . .ვერ ვწყემსავ მერე. . .წარსულს მიბობოქრებს. . . ვგიჟდები ნელა. . .რა უნდა რას დამდევს. . . .ჯაშუში ვარსკვლავი. . რატომ მიფათურებს არქივში ხელებს. . . ის რაც დავივიწყე. . .მეგონა დამავიწყდა . . . რატომ ამოქექა და მიშლის ნერვებს?. . .ვინც სურს გამახსენოს. .წარსულს მივაბარე. . .და მასვე ჩავაბარე ჩემი სიყვარული. .. ყოფილი სიყვარული. . ... მიწად და ცრემლადღა ნარჩენი ჩემი კეთილი სიყვარული. . და მე რა დავიტოვე? Y. . .გლოვად მოგუგუნე ჩემს ტვინში ზარი.. მეხდაცემული თავზე თავზარი და ეხლა როცა ოდნაც ჩავაჩუმე და ოდნავ მივჩქმალე მწარე ხმაური. . .და ეხლა; როცა მეგონა მას მერე, შევძელი ისევ ახალი სიყვარული. .. მეგონა შევძელი ის ვინც მარცხნივ მიდგას. . თავჩაღუნული და მგონი ბედნიერი. . .მეგონა გავიგონე ისევ ზღვის ჩურჩული და მეგონა ვიგრძენი გული საგულეში. . .მოვიდა, დამნათის ჯაშუში ვარსკვლავი.. . .აზრებს მიწიოკებს. მაგიჟებს ნელა. . .. არა არ გამოვა. . ვერ მომერევი. . .ხელი ჯიბეში. . გული საგულეში. .ძალად საგულეში. . თავში აზრი. . .მოფუთფუთე. . .აზრო დაწყნარდი. .. დაშოშმინდი. . .. გეხვეწები. . .ღელავ? ხო ვიცი. . . მეც ვღელავ. . .. და თან ძალიან. . . .

გული საგულეში. . .ხელი ჯიბეში. . .ტვინი თავში. . .ფიქრი ტვინში. . .ოცნება ფიქრში. . .იმედი ოცნებაში.. . იმედი ოცნების ასრულებაზე .. .მართლა შენ ხარ? მანდ რას აკეთებ? დიდი ხანია მითვალთვალებ? მომენტარე იცი?. . .ძალიან მომენატრე. . მაპატიე შენი დავიწყება, რომ ვცადე. . . ცხოვრებაა ასეთი. . უბრალოდ სიყვარული მომენატრა ძალიან ძალიან. . ..გული საგულეში. . .იმედი ოცნებაში. . .ოცნება ჩემს სიყვარულში. . სიყარული მარცხნივ. . .მგონი ბედნიერი. . . მისი თვალები ჩემს თვალებში. . .და ჩემი ჯაშუში ვარსკვლავები მის თვალებში. . . მე მაშინ მოვედი როცა გაგიჭირდა. . .მოვედი შენთან და შენს მარცხნივ დავდექი. . .თავი ჩავღუნე და სითბო გაგრძნობინე. . . . ეს შენ არ დაგავიწყდი ეს მე დაგავიწყე. . . და ნუ გეშინია თუ შენთვის ვიზრუნე. . . შენ მე სიყვარული უკვე ჩამაბარე. . . ახლა მე ზევით ვარ და მხოლოდ შენთვის ვარ. .

ეჰ. .. ხელი ჯიბეში. . კენჭები ფეხქვეშ. . .. გული საგულეში. . .აზრები თავში. .ვარსკვლავზე ფიქრი მაღლა და მაღლა . . .;ლოდინით დაღლა . . .ფიქრებით დაღლა. . .ის კი აღარ ჩანს . .. სწორედ რომ ახლა. . .ჩემს მარჯვნივ ფიქრის ზღვა.. . ოცნების ტალღა. . ჩემს მარცხნივ სიყვარული. .. .და .ბედნიერი? მგონი რომ მართლა. ..

ხელი ჯიბეში. . .კენჭები თითებში. . .ოცნება მითებში. .. იმედის მითებში. .

იმედი ვარსკვლავზე. . .რომ აღარ ჩანს ახლა. . .. და ფიქრით დაღლა. . ოცნებით დაღლა. . . .ოცნებით იმედის არსებობაზე. ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დაფარფატებენ პეპლები :wub: (ობიექტი )

ნახე გაზაფხულს ეძებენ :sm (18): (ოცნება )

წასულა გაზაფხული :( (რეალობა)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
დაფარფატებენ პეპლები :wub: (ობიექტი )

ნახე გაზაფხულს ეძებენ :sm (18): (ოცნება )

წასულა გაზაფხული :( (რეალობა)

რთულადაა დაწერილი...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რთულადაა დაწერილი...

ჰოო? რავიცი, რავიცი, ეტყობა რთულია იაპონური ტანკების წერა :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მომნატრებია აქაურობა:)

ქარიანი ღამეა.გამურული ღრუბლები სახალისოდ ათამაშებენ მთვარეს.ცაზე ჭორაობენ ცელქი ვარსკვლავები.გულისწამღებად ზუზუნებს ქარი და არღვევს ღამის იდილიას...გიჟმა და სულელმა მარტმა არია ამინდი...ამინდი და ოცნებები...სიმარტოვით ამიფორიაქდა სული,ახლა ამ მოუვენარი ქარივით რომ შფოთავს,ნერვიულობს...უცნაურად ამეკვიატა ფიქრები,ფიქრები ოცნებზა ხელაღებულნი და ქარიანი.სევდიანმა ღამემ მოიტანა მოგონებები.თითქოს დრო გაჩერდა!.....ვუბრუნდები წარსულს და ვათვალიერებ ძველ ფოტოებს,ორი ბედნიერ ღიმილიანი ადამიანი მიმზერს იქიდან.ერთი გული ძგერს სიყვარულით ანთებულ თვალებში...ვუყურებ ამ ფრათესხმულ წყვილს და ძალიან მშურს მათი..მერე რა,რომ იქ მე და შენ ვართ.მე ჩემი წარსულის მშურს,ახლა ასე თავხედურად რომ მიღიმის ფოტოებიდან...ფიფქებივით დაფარფატებენ ფიქრები გონებაში.მარტმა არიმირია ცხოვრება.ახლა კი მივჩერებივარ განვლილ გზას და ძველ გუგულის საათს,ყოველ საათში საზარელი წრიპინით რომ აფორიაქებს ჩემს სულს...ისევ გაუმხელელი ოცნებები ა ისევ სიმარტოვე...გულდასმით ვკითხულობ სიძველისგან გაყვითლებულ წერილრბს,რომელებიც სევდიანი ყვებიან სევდიან ისტორიას ორ სევდიან ადამიანზე...თვალცრემლიანი მივუყვები ლამაზ სტრიქონებს,ჩემს წარსულს ასე თავხედურად რომ მახსენებენ...ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს ვიღაცამ ჩემი ფიქრები გაწურა და სერაცხივით გამოკიდა ქუჩაში...სევდამ გამითეთრა თმა,იმიტომ რომ დრო მხოლოდ ჩემი ძველი გუგულის საათზე გაჩერდა....მარტმა ამირია ცხოვრება...ქარო,მოდი და წაიღე წარსულის მოგონებები!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როგორც განყოფილების მოდერი,მოვითხოვ რომ იაქტიუროთ.ნუ ჩამიკვდუნეთ ეს თემაა რააა..სადააა ქეთი,გვანცააა!სად ხართ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninikela

აქა ვართ... :10: ვახ, რა დროულია ახლა ჩემთვის... განწყობაზე მოვედ... :lol:

***

გული ფართხალებს, სცემს და იწიწკნება.. ცდილობს გაგლიჯოს მკერდი, ამოხტეს ბუდიდანა და შვება იგრძნოს.. რა ვიცით ჩვენა, რომ სითბოსა და სინათლეს, სიყვარულს დანატრებული გული სამშვიდობოს იქნება, როცა გაარღვევს ცხრაკლიტულს და ამოხტება? ასე გვგონია... ასე ჰგონია გულსა, რომ უშლის ეს ალაგი ხელსა...

არა, არ უშვებს გონება გულსა, არ აძლევს უფლებას თავის ნებაზე იყოს რა. - არ ამოხტეო - ეუბნება, - დაიოკეო თავი, აბა რას სცეცხლობ...

გული მაინც ფართხალებს, სცემს და იწიწკნება...

გონება მაინც არ უშვებს... სცდილობს გაბაწროს... და თან ფიქრობს: რა ეგოისტია ეს გულიო...

გონების "წაფართხალებაზე" გულიც შინდება, გულის წუხილზე კი გონება ცივია, დუმს ... და სტკივა ესა გულსა...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

kevana

გაიხარეე :kiss:კარგი ხარ!..სად იყავი აქამდე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე დავიბადე სიყვარულისთვის... სიყვარული კი შენ ხარ...

მე დავიბადე მშვიდობისთვის და ყველაზე მშვიდი მშვიდობისთვის რომელიც შენ ხარ...

მე დავიბადე სილამაზისთვის... შენთან ყოფნისთვის და იმისთვის რომ ხელით შეგხებოდი

რადგან შეხება- ეს შენ ხარ...

მე დავიბადე და არ მოვკვდები... რადგან სიყვარული არ კვდება...

მე ვარ უკვდავება თავისუფალი და მხოლოდ შენთვის ვარ...

მე ვარ იმ სასმელში რომელსაც შენ სვავ

და იმ სხეულში რომელშიც შენ ხარ.....

მე გავანათე სამყარო... ვთქვი რომ ცხოვრება ლამაზია და ეს სილამაზე შენი სულია...

მე დავიბადე სიყვარულისთვის... ეს სიყვარული კი შენ ხარ....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

qetato

ძალიან კარგიაა :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პატარა ოცნებაზედ მოვედი...

დღეს როგორც იქნა ვიპკურე აპრილის წვიმა... ჩავისუნთქე აპრილის ცივი და სუსხიანი ჰაერი.. გავტოპე წვიმის ღარებში... ვატრიალე ქოლგის ტარი და ავხედე ცას.. შევხედე ამ მოქუფრულსა და ცივს ... პირმოკუმულს და ბრაზიანს ცას... წვიმის წვეთებით რომ გიტყამს სახეში...

სუსხი მომეკრო თითქოს, მაგრამ ვერ გამალღო.... აპრილის სიგრილე შემოვიტანე სახლშიც, მაგრამ თვით მე კი გახურებული დავრჩი...

დამეტყო არა?

დღეს როგორც იქნა ვიპკურე აპრილის წვიმა.. სწორედ რომ ვიპკურე.. თორემ აბა ეს რა იყო, არ მეყო... არ მეყო...

სუნიც კი ასდის აპრილის წვიმას.. მიწის სუნი... ცის სუნი.. ბალახის და ხეების, ფოთლების სუნი... ხოდა ვიპკურე ბუნების ეს არომატი.... მაგრამ არ მეყო.. არ მეყო... კიდევ როდის.. ნეტავ როდის... მომენატრა უკვე...

დღეს როგორც იქნა ვიპკურე აპრილის წვიმა....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

kevana

:wub:

ხო რავიიი ,ამ ბოლო დროს ვეღარ ვწერ :( აი ეს მივჯღაპნე გუშინ

...წავიდა...არც დაფიქრებულა,ისე გამოემშვიდობა ოცნებას..უბრალოდ ადგა და მიატოვა ღრუბლები,ლურჯი ცა,თბილი მზე...თოვლის გუნდასავით ხელში შემოადნა სიყვარული...ვერასოდეს იფიქრებდა,თუ ოდესმე გულგატეხილ ადამიანთა აღლუმს შეურთდებოდა...წავიდა და თან მხოლოდ მოგონებები წაიღო,ისიც ყალბი...ცხოვრებაში პირველად იგრძნო,რომ მარგალიტები მიწაზე არ ყრია,რომ ანგელოზები მხოლოდ ცაში,ღმეთთან არსებობენ...სანთელივით ჩამოაეღვენთა დრო და მონატრება გაუცრემლიანდა...გული დაეღალა.გათავისუფლება მოუნდა ყველასაგან და ყველ;აფრისგან...ჰაერი მოუნდა...მზის სხივები....ხარბად ჩაისუნთქა ნოტიო ჰაერი.ისე ღრმად,თითქოს აღარასოდეს ამოისუნთქებდა...ისე ღრმად,თითქოს ემშვიდობებოდა დედამიწას...მსუბუქი გახდა,ისეთი მსუბუქი,რომ ფრენა მოუნდა....................................................და როცა ოცნებიდან ჩამოფრინდა,მიხვდა რომ დრო არ დაელოდა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninikela

ხო რავიიი ,ამ ბოლო დროს ვეღარ ვწერ აი ეს მივჯღაპნე გუშინ

შენ ყოველთვის საოცარ ოცნებებს წერ... :wub: :10:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

...თოვლი მოდიოდა, მოდიოდა, მოდიოდა...

თოვლში სანთლები ინთებოდა და თოვლი იწყებდა ბრჭყვიალს...

თოვლი დიდი ხნის დავიწყებული რამის გახსენებას ჰგავდა; მოჩვენებითად მშვიდ, მაგრამ ჯიუტ გახსენებას.

ის ფარავდა ყველაფერს, თეთრი ბურუსით ავსებდა გარშემო სივცეს, რათა მხოლოდ ის ერთი, დავიწყებული გამოჩენილიყო...

დავიწყებული თუ... შენივე ნებით შენივე გულში დამალული და დაფარული, ზედ რომ ათასი, თავის მოსატყუებლად მოგონილი ფიქრი ნაცარივით წაგიყრია...

ის კი მაინც არ ჩამქრალა, ნელ-ნელა ჩნდება, ნაკვერჩხალივით ღვივის, ისევე როგორც თოვლში გამკრთალი ფერი ელენე ახვლედიანის ნახატზე...

მე შენ მიყვარდი...

მე შენ ერთხელ მიყვარდი...

რადგან ვერ ვხედავდი, მეგონა არ მახსოვდა, დამავიწყდა...

აჰა, მიიწურა ზამთარი!..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninuciko

:wub: ძალიან კარგია.... ხშირად დაგვიწერ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუცილებლად....... ძალიან მიყვარს მსგავსი რაღაცეების წერა.. და თუ ვინმეს დააინტერესებს, აუცილებლად დაგიწერთ!!!

......................

მე მოვალ შენთან გუშინ ან შარშან,

შენ მოხვალ ჩემთან ხვალ ან გაისად,

როცა კვირტები დაიწყებს გაშლას,

როცა ხეები ნაყოფს დაისხამს,

როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის

ამქვეყნად ჩვენი როლის თამაში,

რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს

სადმე წარსულში, ან მომავალში...

ძალიან მიყვარს ეს ლექსი... ვიცი, ამისთვის ცალკე გვაქვს გამოყოფილი ''ადგილი'', მაგრამ ეს ლექსი ჩემი ოცნებაა... ამ ლექსში ყველაფერი ოცნებას ჰგავს...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninuciko

ძალიან მიყვარს ეს ლექსი... ვიცი, ამისთვის ცალკე გვაქვს გამოყოფილი ''ადგილი'', მაგრამ ეს ლექსი ჩემი ოცნებაა... ამ ლექსში ყველაფერი ოცნებას ჰგავს...

მართალი ხარ, ძალიან ლამაზი ლექსია.. :)

ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ოცნება რომ არ შეეძლოს.., არსებობენ ასეთებიც? :23:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუცილებლად....... ძალიან მიყვარს მსგავსი რაღაცეების წერა.. და თუ ვინმეს დააინტერესებს, აუცილებლად დაგიწერთ!!!

კარგად წერ ძალიან:)

კეთილი იყოს შენი ფეხი ოცნებების ქვყანაში(თემაში რა:D)გვაინტერებს,ჩვენ გვაინტერესებს და სულ წავიკითხავთ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხვალ იქნებ შეწყდეს ამ გულის ძგერა...ხვალ იქნებ ისე დავხუჭო თვალი,ისე ღრმად დავიძინო,რომ ოცნების პრინცის ამბორმაც ვერ გამომაღვიძოს...ხვალ იქნებ აღარ მოგიგონო ასე ტკივილიანად...იქნებ......ყველაფე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როცა გცივა და მარტო ხარ... როცა გტკივა და შენს ტკივილს არავინ იზიარებს... როცა გიყვარს და შენი სიყვარული უპასუხოა... ნუ შეშინდები, ცაში აიხედე და თეთრ ღრუბლებს შეხედე... მთებს გახედე და ტაძარი დაინახე... გაიხსენე, რომ მარტო არ ხარ არასოდეს და ერთი გულითადი მეგობარი მუდამ გყავს... ის არ ჩანს. მას ვერ ხედავ. თუმცა გრძნობ მის არსებობასა და სიძლიერეს...

იცი, იმ დღეს თოვდა, ძალიან თოვდა... მე მივდიოდი... მარტო ვიყავი. მარტო მიუყვებოდი ქუჩას... შენ ჩემს გვერდით აღარ იყავი... მე ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი... და შემცივდა. გეძებდი, ყველგან გეძებდი, რადგან წარმოუდგენელი გახდა ჩემი ცხოვრება შენს გარეშე...

ციდან კი ისევ ბარდნიდა... თოვლი მოდიოდა... და მე შემცივდა, ძალიან შემცივდა... და, აი შენც გამოჩნდი. შენი ლანდი თოვლში გამოიკვეთა. მე დაგედევნე, გეძახდი, თუმცა არ მპასუხობდი... ბოლოს გაჩერდი, მოიხედე და დამელოდე, ვიდრე შენამდე მოვიდოდი... რომ მოგიახლოვდი, ჩამეხუტე. მიხვდი რომ მციოდა და ჩემახუტე, მაკოცე, გინდოდა გაგეთბე... და მივხვდი რომ კვლავ არსებობს გრძნობა, რომელსაც სიყვარული ჰქვია... მაგრამ ეს მხოლოდ მე ვიგრძენი. რა იგრძენი შენ?... შენ....... არაფერი. შენ ხომ მხოლოდ ლანდი იყავი. შენ მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყავი... თუმცა ვიცი რომ სადღაც არსებობ, დადიხარ და შენც მეძებ... მოვა დრო და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით... ეს მოხდება გაზაფხულის ჟამს, მაშინ როცა ნუში აყვავდება...

იქმდე კი იცოდე, მე შენ გალოდები! მე შენ მიყვარხარ!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რატომ არ აქტიურობთ?

გაფრინდნენ მუზები?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
გაფრინდნენ მუზები?

ვერა.. ფრთები ჩამოტყდათ :25:

***

თავდავიწყებავ, ო ... მშველელო ჩემო ... როცა მჭირდები მუდამ ჩემთან ხარ; მავიწყებ უსიამოვნებას... მავიწყებ ყველას და ყველაფერს... და მძირავ ზმანებებში, საიდანაც გამოსვლა მიჭირს... მიჭირს უშენოდ და შენითაც...

როცა გონებას მოსვენება სურს და არსაით, რომ გასაქანი მიეცეს, შენ მაშინ მჭირდები... უთხელეს ძაფით, ფაქიზად მოქსოვილი ოცნებების საბურველს გადამაფარებ, თბილად შემოიპარები შენ მაშინ ჩემს გულში...

მაგრამ შენი ტკბილი სიტყვები მაცდურობენ ჩემს წინაშე.. მპირდებიან დაუპირებელს... და მეც ვტყუვდები... რადგან არსაით, რომ გასაქანი მიეცეს...

არსაით რომ ნუგეში ვპოვო და ისევ შენ მოგიხმობ... თავდავიწყებავ, ო .. სინამდვილე შენი მტერია...

თავდავიწყებავ, შენ რომ საღი მსჯელობა შეგეძლოს, ო რომ შეგეძლოს... რა უნაკლო იქნებოდი შენ მაშინ..

სინამდვილევ, შენ რომ ნუგეში შეგეძლოს... ოჰ, რა სასტიკი ხარ... მანუგეშე და არასდროს წავალ შენგან..

თავდავიწყებავ, ო .. მშველელო ჩემო, მიჭირს უშენოდ და შენითაც...

პ.ს. გავიცინოთ :D :lol: :სკარამუშ სმაილი:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

kevana

რა ოპერატიული ხარ ყოველთვის :D

კარგია ძალიან,რაღაც სხვანაირი,სტილი შეიცვალე?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ახა ესეც ჩემი ნაცოდვილარი:D

.............ხანდახან დრო მიჩერდება..ხანდახან ჩემი ცხოვრება თაროზე შემოდებულ უინტერესო წიგნს ემსგავსება...ხანდახან სიცოცხლე მეძალება,სისხლი მიდუღდება..ხანდახან ოცნებებში ვიკარგები...ხანდახან მიდნა,რომ ცას კიბე მივადგა და ვარსკვლავები დავკრიფო..ხანხადან ტირილი მინდა,ყვირილი მინდა...და....ბედნიერი ვარ რომ შემიძლია ტირილი....

ხანდახან ვგრძნობ რომ გული ფთხიალებს,ცქმუტავს,წრიალებს...

.ხანდახან მთავარე მიცივდება...ღამე მითეთრდება..ფიქრები მეფანტება სადღაც...ხანდახან მინდა,რომ მზე დედამიწაზე ჩამოვიდეს საცხოვრებლად............................მიხარ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninikela

რაღაც სხვანაირი,სტილი შეიცვალე?

ტი ტოჟე დარაგაია :D შენც თითქოს სტილი შეიცვალეო თუ ახალი შედარებები გაგიჩნდა, ზუსტად არ ვიცი... მომწონს, უდავოდ მშვენიერია :rolleyes:

***

სულსაც სტკივა.. არანაკლებ ვიდრე ხორცს, მაგრამ ეს რატომღაც გვავიწყდება ან ნაკლებად ვფიქრობთ ამაზე. რა ადვილია გულის ტკენა და მერე ამ გულის გამთელებაა ძნელი.. ურთულესია ქირურგიული ოპერაციები გულზე... ქირურგის ფაქიზ და დახვეწილ, დრეკად ხელს და თითებს მოითხოვს... ადამიანო, რა უფლებით სერავ გულს თუკი ვეღარ უწამლებ? თუკი არ შეგიძლია სიყვარულის მალამო წაუსვა მას...და შეახორცო ნაწიბურების გარეშე... ყველას რომ არ შეუძლია მაგას ვჩივი მე... ნუთუ არც მე?

სულსაც სტკივა.. არანაკლებ ვიდრე ხორცს.. სულიც იღლება, არანაკლებ ვიდრე ხორცი... მინდა სადმე შორს გადავიკარგო.. მინდა ისეთი ადგილი ვნახო სადაც ვერავინ მომაგნებს... მწვანე ტყის პირი, სახლი ძველებური სტილით ნაშენი.. საკვამურიდან ბოლი ამოდის... ტყეში ბუნება "ფუსფუსებს"...

ანდა, რომ დახუჭო თვალები და ... : ოქროსფერ თავთავთა ზღვა... სიოს ყოველ წამობერვაზე რომ ოქროსფერი ტალღები დაივლიან ზედაპირს... შიგ ამ ყანაში ოქროსფერ ტალღებს მოაპობს ქალი.. ჩამოშლილი თმებით... კაცი სადა? :D ო, რათქმაუნდა "ზღვის" პირას... ანდა "ფსკერზე" ... წამოწოლილი, პირში თავთავის ბოლო.. ხელები თავქვე ამოდებული და გასცქერის ცას.. სწორედ ეს ცა ირეკლება ქალის თვალებშიც... ღიმილი და მზერა სითბოთი სავსე... :rolleyes: ეხ, რამანწიკა....

ნავსაყუდელს დაეძებს ადამიანი, რადგან სულსაც სტკივა, ..

მოგისმენიათ სულის სიცილი? ბავშვივით წკრიალა ხმით... ხალისიანი ნოტებითა და გულწრფელი ჟღერადობით... ერთი გადაკისკისება ყველაფერს ცვლის .. შენც იბადრები, სახეზე ღიმილი გეფინება.. ეს შეუძლია სულის სიცილს... მონათესავე სულის საუბარს... ცვლის სულის ტკივილს და დარდებს.... აქრობს და ანელებს... მაგრამ უტკივილოდ არ ეგების, არა.... არც სიცილის გარეშე... ერთი მეორეს ცვლიან.. და-ძმანი არიან.... ჩემში თუ ვერ ვპოვე სიცილი, ვეძებ სხვაში... რადგან მჭირდება.. მჭირდება იგი...

პ.ს. არც ეს მომწონს, დაუმთავრებელია თითქოს, და ძაან აბურდული.. სხვადასხვა რამე გამახსენდა და შევაზავე :D მარა იყოს.... და ამაზეც გავიცინოთ :25: :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting