dreams. . .dreams. .

250 posts in this topic

ნინიკელა ძალიან ძალიან საყვარელი ხარ. .. .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

qate

დიდი მადლობა :wub: შენც ძალიან საყვარელი და კარგი ხარ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შემოდგომის ნისლიანი დღეებია.ყვითელ,გამხმარ ფოთლებს დააფარფატებს შეშლილი ქარი.ნაცრისფერ ბურუსში გახვეულა თბილისი...არაფერი ისე არ მაღელვებს,როგორც შემოდგომა ამ პატარა,ლამაზ ქალაქში...საოცარია,უკვე მერამდენედ ვხვდები შემოდგომას თბილისში და ამ დროს სულ მგონია რომ მარტოსული,მიუსაფარი ვარ...მეც იმ შეშინებულ ფოთოლს ვგავარ,ქუჩის კუთხეში რომ მობუზულა და ოცნებობს ნეტავ აქ მაინც ვერ მომაგნოსო ცივმა ქარმა..ჩემი ოცნებებიც შემოდგომის ფერია,დაუნდობელი ცხოვრება რომ ატრიალებს აქეთ-იქით.......

.....ახლაც შემოდგომის სუსხიან,ნაცრისფერ დილას ფანჯრიდან ვუყურებ ნაირფერი ფერების აღლუმს,ხელში ცხელი ყავის ჭიქით,რომელსაც სასიამოვნო ოხშივარი ასდის..ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზე...საოცარია,როგორ თამამად მეთამაშება ბედი...უნებურად მეღიმება,როცა ჩემი წარსული ტიტრებივით გამივლის გონებაში...ცვივა ფოთლები და ქრება ოცნებები.............შემოდგომის ქარებია ჩემს სულს რომ აფორიაქებს ყოველ წელს.სწორედ ამ დაუნდობელ ქარებს მოაქვთ წარსულის ლანდები,აუხდენელი,გაყინული ოცნებები...არ მინდა ვიცხოვრო ჩემს გამოგონილ ბროლის კოშკში...ილუზიებში..ვებრძვი ქარებს რეალობაში დასაბრუნებლად..უნდა ვაღიარო არ მომწონს სინამდვილე.მუდამ მარტოობა,სულიერი ტკივილი,ყველაფერი ბნელი და ბურუსში გახვეული...იმედია მაპატიებენ ქარები წამიერ ამბოხებას,ფიქრების აჯანყებას..ისევ გამოვიკეტები ბროლის კოშკში,ოცნებებით სავსე,გაბერილი ღრუბლები რომ დაცურავენ გარშემო...და ასე ჩემს წარსულსა და მომავალზე ფიქრებში გავატარებ დარჩენილ შემოდგომებს თბილისში...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ფიქრები აიშალა.დაუღალავად თოვს ცოდვილი ფიფქი.სადაცაა ლაჟვარდში ჩაიძირება დასისხლული მზე.მე კი ბუხართან ვზივარ ამ სიცივეში და შენზე ვფიქრობ...ურჩი ხის ტკაცა-ტკუცი არღვევს ჩემს იდილიას...ბუხარში დანთებული ცეცხლივით იალა ძველმა გრძნობამ...არ ვიცი რატომ გამახსენდი ამ სიცივეში...ლამისაა სამყაროს დასასრული დადგეს,მე კი ასე მშვიდად ვარ შენზე ფიქრებში გართული...მახსოვს მაშინაც თოვდა,როცა უკანასკნელად გნახხე..მაშინაც ასე ციოდა...უგზოუკვლოდ დახეტიალობს ცრემლი სახეზე..მახსოვს მაშინ არ მეყო ძალა რომ მეტირა.რატომ ვტირი ახლა,ამ სიცივეში?...მგონი ისევ მიყვარხარ...აივანზე ოხრავს ქარი!ლამისაა დაინგრეს ეს ცოდვილი სამყარო,მე კი შენზე ვფიქრობ....ეს ფიქრებია მუდამ თან რომ დაგსდევენ,სულ შენტან არიან და ჩემს ტკივილზე გიყვებიან..ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს ქარმა სილა შემომაყარა ღია თვალებში..ისევ დახეტიალობს ცრემლი ჩემს სახეზე...ისევ საშინლად თოვს და ცივა..ბუხარში დანთებული ცეცხლივით იალა ძველმა გრძნობამ

ეს ექპრომტად შემომეწერა

რაც მაწუხებდა შენ გითქვია თან ძალიან ლამაზად და მხატვრულად... :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რატომ არ აქტიურობთ,უუუუ :ae:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninikela

იმიტომ ნინიკელ.. ეხ, იმიტომ .. :(

მაგრამ ახლა ისე გავხალისდი წერა მომინდა.. ხოდა მადლობა შენ.. :) თან მუსიკაც რა ლამაზია...

***

ღამეა. თოვს. ქარი ძლიერად უბერავს... და ყინვას სახეზე ურტყამს, მასაც ცივა, მაგრამ არ იმჩნევს... დგას და ელის, მის ფანჯრებთან რაღაცას უცდის, ან ვიღაცას.. სულ ერთია, ფეხს არ მოიცვლის, არა.... ისიც როგორ ჯიუტობს... იცის, რომ იცის... მაშ რად არ..?

ამოიოხრა და იქვე ქვასთან ჩამოჯდა. დილას რა ლამაზად იქნება დათოვლილი, ჯერ კიდევ გაუკვალავი გზა.. ჯერ კიდევ სუფთა და თეთრი საფარი... ეხ, მე პირველს მომიწევს გავლა, არა?! - მწარედ ჩაიცინა და აიხედა... მებუტება... ისევ არ მაპატია? სინათლე მაინც აინთოს, ესეც საკმარისია ჩემთვის.. მაგრამ არა...

ქარი ისევ მძლავრობს.. ქუჩა ცარიელია.. თითქმის... ის ისევ ზის და ელის.. არც მინდა ვიფიქრო რომ არ შემირიგდება, არა.. ვერ გადავიტან.. შემეშალა.. ნუთუ ასე მნიშვნელოვანი იყო?-თავის თავს დაეკითხა და პასუხად "ჰო" მიიღო... იყო, მისთვის იყო ...

ხელები გაეყინა.. დაიორთქლა, თითები აამოძრავა... აჰ, რომ ვერ გავძლო?დილამდე რომ მომიწიოს გარეთ ყოფნა? სულერთია, არ მეძინება, ან რა დამაძინებს...

ზევით აიხედა.. სიწყნარეა... სიბნელეა... უფრო მოიკუნტა...

პ.ს. სორრი ... :(, მაგრამ გაგრძელება ექნება :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უკაცრავად ქალბატონო ქევან და ბრაზილიელ სცენარისტს ხომ არ ვესაუბრები?.. რა არის ქალო. .. დაწერ ხოლმე. .აგვაცრემლებ დაგვაინტრიგებ და მერე უცებ ბრახ. . და გაგრძელება იქნებაო. . ..დაამთავრე რა დროზე . . .მაინტერესებს ძალიან. . . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites
უკაცრავად ქალბატონო ქევან და ბრაზილიელ სცენარისტს ხომ არ ვესაუბრები?.. რა არის ქალო. .. დაწერ ხოლმე. .აგვაცრემლებ დაგვაინტრიგებ და მერე უცებ ბრახ. . და გაგრძელება იქნებაო. . ..დაამთავრე რა დროზე . . .მაინტერესებს ძალიან. . . .

ვაიმე მართალია.. :lol: რაღაც-რაღაცეები დამრჩა unfinished.. უპს... ახლავე გავნდევნი ძილის ღვთაებას... :lol: ერთი მაინც დავამთავრო ამ ღამეს...

***

ახსოვს პირველად როდის გამოუტყდა მიყვარხარო, ახსოვს ის დღე... მაშინაც თოვდა.. თოვდა ასე ლამაზად.. მაგრამ მაშინ თენდებოდა... ახლა კი კუნაპეტივით ღამეა... მაშინაც ციოდა, მაგრამ მათ სიყვარული ათბობდა ... რა ტკბილია ის მოგონება, ახლაც რომ ათბობს გულს... ნეტა რას აკეთებს ამწუთში? ნუთუ ძინავს? შეუძლებელია .. და კვლავ აიხედა...

მწუხარება და უიმედობამ შეიპყრო... არ იზამს... არა...

დრო ისე მიინავლა, ვერც შეამჩნია.. იჯდა და ელოდა... აი უკვე თენდება... ცას მაინც არ ეტყობა განთიადის შემობრძანება.. ღრუბლები მჭიდროდ და სქლად შეწებებოდა ცას... და ისევ ფარფატებს ფიფქები ციდან... ქარიანი სუსხი გაქრა თითქოს...

სადარბაზოს კარმა გაიჭრიალა.. ვიღაცის ფიგურა გამოსხლტა კარებდან..

ვიღაცის ხელები შემოეჭდო და გაოცებულმა იგრძნო კოცნისა და ცრემლის თბილი კვალი .. გაყინულ გონებამდე ძლივს ჩააღწია სიტყვებმა "მაპატიე, რომ..."

მაშ არ ეძინა.. ვიცოდი რომ მაპატიებდა, ვიცოდი... გახარებულმა თვითონაც მაგრად მოხვია ხელები და ჩაიხუტა...

ქუჩა ნელ-ნელა ცოცხლდებოდა.. ბავშვები ჟრიამულით მოედვნენ არემარეს... გამლელებიდან გაოცებულები აათვალ-ჩაათვალიერებნენ ამ "გიჟ" წყვილს....

მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა ონავარი მეზობლის ბიჭუნის ნასროლი გუნდა მოხვდა ზურგზე... წამო ჩვენც ვიგუნდაოთ, გაუცინა და ხელი ჩაავლო..

ნუთუ ცხოვრება ისევ ჩვეულად მიდის? ნუთუ? ჰოო... აბა რა ახსოვთ ამ ბავშვებს თოვლის მეტი? ხალისით გუნდაობენ, ცელქობენ, ჟრიამულით იკლებენ.. ხმაურობენ, რადგან სიცოცხლე ხმაურიანია... ხმაურიანი...

პ.ს. ამ ოცნებას უხდება მაგრად ბრაიან ადამსის ერთი სიმღერა, საუნდტრეკი ფილმიდან "რობინ ჰუდი, ყაჩაღების პრინცი". რომლის ფონზეც ეს "ნაღვაწი" დავწერე :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გენაცვალე. . . . .. მაგარი ხარ ქეთ. . ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

kevana

რა ნიჭიერი ხარ :wub: ავკანკალდი ეს რომ წავიკითხე

მაგრამ ერთი ნაკლი გაქვს,იწყებ და გვახვეწნინებ გარგძელებას უ

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაგრამ ერთი ნაკლი გაქვს,იწყებ და გვახვეწნინებ გარგძელებას უ

მაპატიეეეე :blush:

ვეცდები დღეს დავამთავრო მუსიკოსის თემა..

მართლა მოგეწონა წინა? :lol: მე კიდე მგონია რომ რაღაც აკლია..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

kevana

არაფერიც არ აკლია,ძაან მშვენიერია

ხო დ აი ეს დღეს მივჯღაბნე

სიგარეტს მოუკიდა და ქუჩაში გავიდა.წესად ქონდა ყოველ საღამოს თბილისის ქუჩებში ხეტიალი.რამდენი ღამე გაუთენებია ფიქრებში ჩაძირულს მეტეხის ხიდზე...რამდენჯერ ჩაუვლია ღამის ქალაქის სირინოზებისთვის,ყოველ გამოხედვაზე რომ ვნების ცეცხლს აფრქვევენ...რამდენი რა აქვს მოსაგონარი...რამხელა გამოცდილება და რამდენი შეცდომა.მაინც რა უკუღმართია მისი გზები...დახლართული და ძნელი,ძალიან ძნელი....რატომ უყვართ პოეტებს ასე დაუსრულებლად ხეტიალი და დაუსრულებლად ფიქრი..სულ რატომ მოძრაობენ...

.....სიგარეტს მოუკიდა...უკვე მერამდენეს ეწევა ამ საღამოს აღარც კი ახსოვს...დადის გაყინული პოეტი გაყინულ ქალაქში...ბარათაშვილის ხიდზე შეყვარებულ წყვილს მოჰკრა თვალი...უცებ მაარტოობის ცივმა ქარმა დაუბერა...შესცივდა,ძალიან შესცივდა..სული გაყინა....რატომ დახეტიალობს მარტო?წავიდეს იპოვოს ადამიანი,ვისაც გულის საიდუმლოს გაუმხელს...ვისაც ლექსებს მიუძღვნის...ვისთან ერთადაც ხელჩაკიდებული ისეირნებს თბილისის ქუჩებში....

.....სიგარეტს მოუკიდა...არა,უნდა დაანებოს მოწევას თავი..აბა ვის შეუყვარდება მუდამ იაფასიანი პაპიროსით აქოთებული,წვერგაუპარსავი ახალგაზრდა მოხუცი..თანაც პოეტი.."მე გიჟის პერანგი უნდა მეცვას და სადმე ძალიან შორს უნდა გამომკეტონ.."ფიქრობს თავისთვის...."რა სევდიანი სიცოცხლე მერგო...".....დგას და უყურებს შეყვარებულ წყვილს,გარშემო ვერაფერს და ვერავის რომ ვერ ამჩნევენ...თავში ლექსისი რითმები აერიას...."დავწერდი რამეს სიყვარულზე..."ცივა,ძვალსა და რბილში ატანს სიცივე...ნეტავ ისინი ვერ გრძნობენ...არა,არ არის მისი ადგილი ამ სამყაროში....ის სადღაც სხვაგან უნდა ცხოვრობდეს,თუნდაც მთვარეზე და წეროს...."ნეტავ მთვარეზე არის სიყვარული?.."ხმამაღლა თქვა...აქეთ-იქით გაიხედა,ვინმემ ხო არ გაიგო ჩემი სიტყვებიო და გაეღიმა..."რა საცოდავი ვარ,საკუთარ ფიქრებსაც კი ვერ ვიმორჩილებ.."ისევ დაუბერა მარტოობის ცივმა ქარმა...ნელ-ნელა გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას......

.........თავის ნესტიან,პატარა ოთახში საწერ მაგიდას მიუჯდა...სიგარეტს მოუკიდა....მისდაუნებურად ფურცელზე თავისით იხაზებოდა ასოები,სიტყვები,რითმა რითმას მოჰყვებოდა....ამ ლექსით ერთმა ადამიანმაც რომ აუხსნას სიყვარული გულის სწორს,ჩათვლის ტყუილად არ უხეტიალია გაყინულ პოეტს გაყინულ ქალაქში....სიამოვნებით გაიფიქრა და სიგარეტს მოუკიდა.....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninikela

:წუბ: :წუბ: :წუბ: მილიონჯერ

***

დედა გაახსენდა... განსაკუთრებით ეხლა, როცა დაღამდა და განსაკუთრებით დედის "ძილი ნებისა, პატარა" და შუბლზე კოცნა... ძილის წინ წაკითხული ზღაპრები...

ჩაბნელებულ ოთახში სავარძელს ზურგით მიყრდნობილი, თვალდახუჭული იხსენებს ბავშვობას... იხსენებს როგორ აეკიდებოდა დედას როცა ის სადმე მიდიოდა,.. იხსენებს როგორც სიზმარს.... რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ... ბევრი, დიდია უკვე, მაგრამ გულში სიცარიელის და ტკივილის ნაპრალი ვერაფერმა ამოავსო... დადის და თან დააქვს... ნეტა რატომ? რა დაუშავა ასეთი იმ კაცს... რაღა იმ დღეს მოუვიდა ავარია? ახსოვს, თვალცრემლიანი რომ ედლოდებოდა დედას ძილის წინ.. ელოდებოდა რომ აწეწილ თავზე გადაუსვამდა ხელს და შუბლზე კოცნით გავიდოდა ოთახიდან...

ოცნებებში და მოგონებებში ჩაძირულმა უცებ გაიღიმა და ნეტარებით გადახედა პაწიას საწოლს... აქ მის სისხლს და ხორცს სძინავს.. სძინავს ანგელოზის ძილით, უშფოთველად... მისი გულის ფეთქვა ესმის, მის განცდებს განიცდის, გრძნობს რა უხარია და რა სტკივა... დღეს იცელქა ცოტა... მამა გააჯავრა, ბებოს კალთაში ჩაუხტა და სათვალე გაუტეხა, ბავშვებთან ერთად ყიჟინით აიკლო სახლი.. ეხლა კი დაღლილს მალე ჩაეძინა... დაიძინე საყვარელო, ხვალ კიდევ ერთი დღე გათენდება...

აჰ, არა ჩემო პატარა, მე არ დაგტოვებ შენ.. სანამ გჭირდები მუდამ შენს გვერდით ვიქნები, მერე კი... მერე უნდა გამიშვა, .. შენ შენი გზით იარო, ხოლო ჩემი კი სადმე დამთავრდება.. ჩემი და მამიკოსი ...

პ.ს. ცხვირსახოცები თუ დაგჭირდეთ.... :lol: მითხარით და ცოტა შევარბილებ.. შევეცდები მაინც B)

.... არაჰ, ნამეტანი საქვითინოა ... მეშინია არ გამლახოთ :unsure: :lol: ვტიო, მეტს ასეთს აღარ დავწერ მგონი... შევარბილებ, ოღონდ ეს ერთი მიპატივეთ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

kevana

:ie: მაგარი ხარ

პ.ს.რაღაც გვანცას ჩანახატების ნაკლებობას განვიცდი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ლამაზად თოვს...ჰაერში ნაზად მოფარფატე ფიფქებმა ამაღებინა ხელში კალამი.მინდოდა დამეწერა რაიმე სასიამოვნო თოვლზე.....ალბათ მუზებმა მიღალატეს....ყველაფერი ამერია...ირგვლივ სიჩუმეა,რომელიც აუტანლად ხმაურობს...რა მინდა,რას ვფიქრობ არ ვიცი....არა,ვიტყუები,ყველაზე კარგად ამ წუთას ის ვიცი რაც მინდა....დავწერო?გადავუშალო გული გაცრეცილ ფურცლებს და შენ.....ღრუბლებში მთვარე დაცურავს...ო,როგორი შემაწუხებელი სიწყნარეა...ვზივარ ქანდაკებასავით და ვფიქრობ...რა მინდა?

მინდა რომ თოვლის ფიფქი ვიყო....ხო,რატომ გაგეღიმა?მინდა თეთრი,ქათქათა,მსუფუქად მოფარფატე ფანტელი ვიყო და შენს ბაგეზე დავდნე...........

მინდა შენი ოცნება ვიყო..აუხდენელი,თოვლივით ცივი ოცნება....

მინდა შენი სიზმარი ვიყო,რომ გვერდიდან არ მოგშორდე................

მინდა მონატრება ვიყო...მინდა შენი სიმარტოვე და ფიქრები ვიყო......

მინდა შენი ცრემლი ვიყო და ხშირად ტიროდე,სახეზე ნაზად რომ მოგეფერო......

მინდა შენი ღიმილი ვიყო და შენს ტუჩებში ვიმალებოდე..........

მინდა შენი აჩრდილი ვიყოოო...

მინდა,ძალიან მინდა შენი თითოეული ნაბიჯი ვიყო....

მინდა,ძალიან მინდა,დათოვლილ ქუჩაში რომ გოგოსთან ერთად სეირნობ ის მე ვიყო......

ისევ გაგეღიმა!......მგონი ჯობდა ფიფიქებზე დამეწერა......

5ee2d2ed9722te6.jpg

ეს ფოტო მოუხდება ალბათ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninikela

აჰ.. ფანტასტიკაა... :wub:

ჯოის დაში უნდა შევეცილო :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გადავირიე ქალი, რა კარგ რაღაცეებს წერთ ამ ბოლო დროს!

ნინიკელა, ქევანა, ძალიან კარგები ხართ :wub:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninikela

ლამაზად თოვს...ჰაერში ნაზად მოფარფატე ფიფქებმა ამაღებინა ხელში კალამი.მინდოდა დამეწერა რაიმე სასიამოვნო თოვლზე.....ალბათ მუზებმა მიღალატეს....ყველაფერი ამერია...ირგვლივ სიჩუმეა,რომელიც აუტანლად ხმაურობს...რა მინდა,რას ვფიქრობ არ ვიცი....არა,ვიტყუები,ყველაზე კარგად ამ წუთას ის ვიცი რაც მინდა....დავწერო?გადავუშალო გული გაცრეცილ ფურცლებს და შენ.....ღრუბლებში მთვარე დაცურავს...ო,როგორი შემაწუხებელი სიწყნარეა...ვზივარ ქანდაკებასავით და ვფიქრობ...რა მინდა?

მინდა რომ თოვლის ფიფქი ვიყო....ხო,რატომ გაგეღიმა?მინდა თეთრი,ქათქათა,მსუფუქად მოფარფატე ფანტელი ვიყო და შენს ბაგეზე დავდნე...........

მინდა შენი ოცნება ვიყო..აუხდენელი,თოვლივით ცივი ოცნება....

მინდა შენი სიზმარი ვიყო,რომ გვერდიდან არ მოგშორდე................

მინდა მონატრება ვიყო...მინდა შენი სიმარტოვე და ფიქრები ვიყო......

მინდა შენი ცრემლი ვიყო და ხშირად ტიროდე,სახეზე ნაზად რომ მოგეფერო......

მინდა შენი ღიმილი ვიყო და შენს ტუჩებში ვიმალებოდე..........

მინდა შენი აჩრდილი ვიყოოო...

მინდა,ძალიან მინდა შენი თითოეული ნაბიჯი ვიყო....

მინდა,ძალიან მინდა,დათოვლილ ქუჩაში რომ გოგოსთან ერთად სეირნობ ის მე ვიყო......

ისევ გაგეღიმა!......მგონი ჯობდა ფიფიქებზე დამეწერა......

ძალიან მაგარიააააააა :wub: :wub: :wub: როგორ გაზრდილხარ....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

და როცა გამოვფიხიზლდი , მივხვდი როგორ ვიცლებოდი შენგან. .. რომ უკვე ძალიან გვიან იყო და რომ მაინც, უშენოდ არაფრით არ შეიძლებოდა ჩემი ყოფნა. .და ამიტომაც თითქოს და დავიბადე თავიდან. .იარა მოვისინჯე და ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე თითქოს და ხმალ მოღერებული. . .არ ვიცოდი და არ მესმოდა მეტი არაფერი. ....მოგდევდი მარტო შენ. . .მოგდევდი. . .სახეს მიკაწრავდა გამომშრალი მკვდარი ბალახი., თავზე მკვდრების მზე ტვინს მიდუღებდა და სადღაც მეჩვენებოდა რომ არ დაწერილი ლექსის , კარგად ნაცნობი პერსონაჟი ვიყავი. ..სადღაც ჩრდილად მისდევდა ჩემზე აკიდებულ შენზე ფიქრებს ეს აზრიც მაგრამ ეხლა ამისი დრო არ იყო ..მოგდევდი. . .მე შენთან მინდოდა .. .მე შენთან უნდა ვყოფილიყავი . არა ათასწლეული კი არადა ალბათ წამებიც კი არ იყო გასული მაგრამ მე ყოველ წამს მაკლდებოდი, ვიცლებოდი შენით და გეძახდი გეძახდი. . .ფრჩხილებით ვპორჭყნიდი ზეცის საკეტურებს . .ვევედრებოდი შენს თავს და ვყვიორდი, , ბოლო ხმაზე . .შენ გეძახოდი . .. შენ გიყვიროდი .. .გეხვეწებოდი მოდი და ხელი მომხვიე თქო. .მაგრამ გვიანი იყო . ..ძალიან გვიანი. ..სადღაც აფრენილ გნოლს ვხედავდი. . ..სადღაც შენ მახსენდებოდი უკვე წარსულში. . სადღაცა უღონოდ მიყუდებული ოხშივრად ადენილ ნისლებსღა ვხედავდი . .ეს ჩემი ოცნებები ორთქლდებოდა.. …. .. მეც ოცნება აღარ შემეძლო . .. . .მე შენგან დავიცალე. .. .შენ აღარ იყავი .. .:(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ად წახვედით რა არის ასე შეიძლება ამ თემის მიტოვება?. . . . :ie:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ად წახვედით რა არის ასე შეიძლება ამ თემის მიტოვება?. . . .

მინდოდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი.. :( რაღაც მჭირს ეს თვეა... აბნეული ვარ თითქოს.. ხან მუზა გამიღიმებს და აზრიც ნათდება ჩემში, ხან ბნელდება და ... ვერაფერს ვგრძნობ.. :( ვზივარ და ვფიქრობ, ნეტა ახლა რის დაწერას ვაპირებდი? რატომ ვეღარ ვგრძნობ სიტყვებს?... არ ვიცი როდის, მაგრამ უცილობლ დავწერ... ამ მდგომარეობიდან რომ არ გამოვიდე არ შეიძლება...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

qate

ფანტასტიური ხარ:)

მე ვიღაც დამპირდა ამ დღეებში იქნებაოოო?ხააა სადაა კევანა,დამიძახეთ:D

მეც ცოტა არ იყოს ვერ ვარ მაგ მხრივ:(აი რაც დავწერე სულ ესაა

ენატრება...ძალიან ენატრება სიმშვიდე...ბავშვობა...ბედნიერე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

...და ისევ ყოვლად უაზრო დილა გათენდა. ჯერ მხოლოდ 6 საათია. რატომ გამეღვიძა ესე ადრე?... ნუთუ ისევ შენ გნახე სიზმარში? ... ალბათ.. და ისევ ბედნიერმაა გავიღვიძე... და დავბრუნდი ამ უაზრობაში. აი მზეც ნელნელა ამოდის მე კიდეე ვზივარ ფანჯრის რაფაზე და გარეთ ვიხედები... დაორთქლილ შუშაზე წყლის წვეთში ჩემ ანარეკლს ვხედავ. ანარეკლის მიღმა კიი ლამაზ თოვლიან სივრცეს. თოვლი კი ისევ მოდის.. პატარა ფიფქები... მოდიან ციდან მიწაზე ვარდებიან ნაზად ეხებიან ერთმანეთს რათა არ გადნენ. ეჰჰჰ მეც მინდა ფიფქივით ნაზად შეგეხო.. ჩაგხედოო საყვარელ თვალებში რომლებიც ნაზი და მორცხვი გამოხედვით მიყურებენ და ერთხელ მიანც გითხრა რომ მიყვარხარ...... მაგრამ ვის უთხრა? მე არც კი ვიცი ვინ ხარ მაგრამ მიყვარხარ, ვიცი რომ შორს ხარ მაგრამ გულში გატარებ მთელი ცხოვრება. ხანდახან როგორ მინდება გულში ჩაგიკრააა მაგრამ არ მყავხარ. ნეტა სად ხარ?.... მე თოვლიან ქუჩას ვუყურებ და შენზე ვფიქროობ შენ კი არსად ჩანხარ.. ვიცი არ მოხვალ. არც გამიხსენებ, მაგრამ ვიცი რომ შენც ჩემსავით ოცნებობ. შენც ღამე ბნელ ოთახში ზიხარ და ფიქროობ, ფიქრობ ბევრს და ხანდახან თვალებზე ცრემლიც გადგება რომელსაც შენ ვერც ამჩნევ... ვიცი წვიმიან საღამოს შენც ჩამოჯდები ფანჯრის რაფაზე და სევდიანი თვალებით უყურებ უსასრულობას... ესე ვოცნებობთ ორივე ... მე შენზე.... შენ სხვაზე........

"Всегда так было, есть и будети для того мы рождены, когда нас любят мы не любим, когда не любят любим мы"

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როცა ცას ახედავ და არაფერია... როცა ქუჩაში გავლისას არაფერი გახარებს... როცა გცივა და ვერ თბები... როცა თავში აზრები ირევა, ირევა ქაოსურად... როცა უცდი და არ მოდის... როცა გინდა რომ ენატრებოდე.. როცა გინდა რომ უყვარდე იმას ვინც გიყვარს.. როცა ქუჩები ნაცრისფერია და სველი... სველი როგორც შენს შიგნით სამყარო... გცივა და ვერ თბები, მოიბუზები, მაგრამ მაინც სითბოს ძიებაში ხარ, რადგან ეს აუცილებელია, რადგან ეს გჭირდება... როცა ცას ახედავ და არაფერია .... არაფერია ნაცრისფერი ღრუბლების მეტი.. არც კრიალა ლურჯი ცა და არც თეთრი ფიფქების თეთრი ზეწარი...

ასეთ დროს გინდა ჩაიკეტო ოთახში და სავარძელს გადაწოლილმა და თბილ ადეალაში გახვეულმა მუსიკით შეიქციო თავი. ჰო, შეიქციო, რადგან ვერავინ ვერასდროს გაქცეულა საკუთარ თავისგან და ერთადერთი გზა, რომ დაახშო მელანქოლია, არის მუსიკა.. მუსიკალური ზარდახშა... ზარდახშა, რომელიც ბავშვობის უღრუბლო მზიან დღეებს გაგონებს... სიცილ-კისკისი ცხოველი ხატით წინ დაგიდგება და შენც გეღიმება.. ღიმილი შენს სახეზე... თუნდაც სევდიანი, მაგრამ მაინც ღიმილი.. ღიმილი ასეთია ბუნებით, ოდნავ სევდიანი და ტკბილი, ნაზი ...

ზარდახშა, სადაც ლითონის მარწუხებში შენი ბავშვობის მუსიკაა, ძილის წინ რომ ჩართავდი აუცილებლად, ლოგინში შეწოლილი და დათუჩას ჩახუტებული თავს ბალიშზე მიდებდი და თვალებს ხუჭავდი...

ახლაც დახუჭული გაქვს თვალები... გაახილე...

როცა ცას ახედავ და არაფერია... ნუთუ ვერ ხედავ?

http://bin.ge/file/138507/07-Moon-Dance.mp3.html

Makaveli

კარგია, გადასარევი.. ასე გააგრძელე...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

...........როგორ ხარ პატარავ? როგორ მომენატრეე :( რამდენი ხანიაა არ მინახიხარ? 5 ? არა 6 წელი :( .. 6 წელი არ გვილაპარაკიაა არადა რამდენი რამეე დამრჩა შენთვის სათქმეელი.. ამბობენ რომ ბოლოში ჩვენ ისევ დასაწყისს ვუბრუნდებითო. მეც ეხლაა ესე მომივიდა. ისევ დასაწყისსი მივეედი .... ჩვენს დასაწყისში. :sm (2): გახსოოვს როგორ გაგიცანი? სკოლის ბუფეტში მორიგმაა იდიოტმაა მეათეჯერ მცემააა... შენ კიდე მოხვედიიიი და სახიდან სისხლს მწმეენდდი. ერთადერთი იყავი მთელ სკოლაში ვისაც მაშინ შევეცოდე :) გახსოვს მერე სკოლიდან სახლში ერთად რომ მივდიოდით ? რა ბედნიერი და უდარდელი დრო იყო .. მხოლოდ სწავლაა და წიგნეები. ის თუ გახსოოოვს რომ მკითხეე იმ ბიჭებს არაფერს უზამო ? მე გიპასუხეეე პატიებაა ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს და მეც ვპატიობთქო... არადა თურმე რა მაგრად ვცდებოდი.... იცი გაკვეთილიდან პირველად შენთან ერთად გავიპარე.. არ მითქვია მაგრამ მანამდე არასოდეს გავპარულვარ... და ეგრე ვაცდენდით სულ სკოლას .. მე შკოლნიკი ბიჭი რომელიც წიგნებით ცხოვრობდა და შენ სკოლაში ერთერთი ყველაზე ლამაზი და დერსკი გოგო. გახსოოვს ის სკოლის ბაღი რომელშიც ერთად ვემალებოდით მასწავლებლებს? ერთად ვიჯექით იმ ხის სკამზეე ჩახუტებულეები და შენ რაღაც საყვარელ ისტორიებს მიყვებოდი ხოლმე ... გახსოოვს რომ მკითხეე რაზე ოცნებობო ? მაშინ დავიიბენი და ვერ გიპასუხეე.. აბა როგორ მეთქვაა რომ ჩემი ოცნება მაგ მომენტში ჩემს თვალწინ იდგა... როგორ ამეხსნაა რომ ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი და ვოცნებობდი შენ იყავი ... ეჰჰ .. მეც გიპასუხე არვიცი არაფერზეთქო.. :) გახსოოვს იმ სკამზე რო ვიჯექით, თავი ჩემს მკერდზე გედოო რაღაცას მიყვებოდი და უბათ შეჩერდი.. რომ მკითხეე გული ესე რატომ სუნთქავ ან გული რატო გიცემს ესე სწრაფათ ცუდად ხო არ ხარო? . მაშინაც შემეშინდა პასუხის გაცემა ... ვერ გითხარი რომ ცუდად კი არა ყველაზე კარგად ვიყავი ცხოვრებაში . ვერ აგიხსნიდი რომ შენ იყავი ჩემი გულისცემის მიზეზი .... გახსოოვს საყვარლად რომ მეჩხუბებოდი ხოლმეე, ლექციებს რომ მიკითხავდი.. ესეთი თბილი და გულწრფელი რატომ ხარ ყველასთანო. ამბობდი ადრე თუ გვიან გადაგივლის ყველაო.. მე არ მჯეროდა და გპასუხობდი . რომ მხოლოდ გულიდან ამოსული გრძნობის მჯერა... შენ საყვარლად იცინოდიი .. როგორ მიყვარდა შენი სიცილი.. : ) ის ტუ გახსოვს ჩემს დაბადების დღეზე 1 ჭიქა ღვინო რო დავლიეე ... ცხოვრებაში პირველად დავლიე მაშინ. და ფეხზე რომ ვერ ვდგებოდი... შენ კი იცინოდი და შენი მბრჭყინავი შავი თვალებით მიყურებდი. იცი ერთხელ შენ ჩანთაში რომ რვეული დამრჩა .. რომ მოვედი და წავიღე ... ? ის რვეული არ დამრჩენია სპეციალურად დავტოვე ... ხომ მჭირდებოდა მიზეზი შენს სანახავად : ) შენ მომანიჭე ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები ... და ყველაზე ბედნიერი დღე .. თუ გახსოოვს სკოლის მერეე სახში გაცილებდიი ... საშინელი წვიმაა წამოვიდაა.. ქუჩები დაცარიელდაა, აღარავინ არ დადიოდა ქუჩაში, ჩვენ კი ნელნელაა მივსეირნობდით .. როგორ გვიყვარდა წვიმა ორივეს.. მარტო მე და შენ და მეტი არავიინ მთელ ქალაქში ... სახლთან რომ მივედით რომ შემობრუნდი და შენი საყვარელი სველი ტუჩები ნაზად შემეხო ჯერ ლოყაას მერე ტუჩებს .. იცი იმ მომენტში მეგონაა ბედნიერებისგან გული გამოსკდებოდა.. ჩემი პირველი კოცნააა - პირველი შენ იყავი. სულ სველები რომ ვიდექით შენს ეზოში საშინელ წვიმაში და ერთმანეთს ვკოცნიდით. ეგ არასოდეს დამავიწყდება :) მერე კი 3 დღეში წახვედი ... ისე წახვედი რომ არაფერი აგიხსნია. მაგრამ რა აზრი ქონდა ახსნას მე მაინც ვერ გაგიგებდი. ..იცოდი რომ მიდიოდი. გულით გრძნობდი მაგრამ ჩემთან არ შეიმჩნიე. გახსოვს ბოლო დღეს რა მითხარი? "უსიყვარულოდ ცხოვრება ძნელია, მაგრამ გახსოვდეს ცხოვრება მტყვნელია".. მე ვერ მივხვდი მაშინ ეგ რა შუაში იყო და ჩხუბი დაგიწყეე ნუ იგინებითქო . მე ხო არასოდეს ვიგინებოდი.... რას ვიფიქრებდი რომ იმ დღეს მიდოდი სამუდამოდ და რომ ვერასდროს გნაახავდი.... ბოლოს კიდე რომ მომაძახე შენ მეყვარები ცხოვრების ბოლომდეო... მეც დაგეთანხმე... და მერე წახვედი. წახვედი შორს და სამუდამოდ. მეორე დღეს სკოლაში რომ ვერ გნახე და ტელეფონი რომ არ აიღე ძალიან გამიკვირდა.

მე ხომ ვერ წარმომედგინა რომ შენ შენი სიტყვა შეასრულე. და სიცოცხლის ბოლო წამებამდე ჩემი სიყვარული გულსი ატარე. რას წარმოვიდგენდი რომ შენი ცხოვრება ესეთი მოკლე აღმოჩნდებოდა...... შენ წახვედი და მე კი დამტოვე.. მარტოო ამდენ პრობლემასთან ამ გრძნობებთან რომლებიც შიგნიდან მწვავდაა ამდენი წელი. დავრჩი მარტო უსუსური ბავშვი მგლების ქვნეყანაში. იცი ბოდიში მაქ მოსახდელი შენთან. საბოლოოდ რომ მიდოდი შენს ეზოში ვიჯექი.. ზემოთ ვერ ამოვედი .. რომ ჩამოგასვენეს ერთხელ შემოგხედე.. შენ ისევ ისეთივე ლამაზი იყავი ისევ ისეთი როგორიც მუდამ დარჩი ჩემს მახსოვრობაში. უკან კლასელები და მეგობრები მოგყვებოდნენ. მე კი მოშორებით სკამზე ვიჯექი და ხმის ამოუღებლად... და თვალებიდან ცრემლები მომდიოდაა.. გიყურებდი და ვიცოდი რომ მეტი ვეღარ გნახავდი. მინდოდა წამოყოლა მაგრამ რა მეთქვა ხალხისთვის .. რომ აცრემლებული ბავშვი შენი ვინ ვარ ?. შენ წახვედი და მე კი დავრჩი....... იცი ჩვენს სკამზე თვეობით ვიჯექი ხოლმეე და ვფიქრობდი .. შენზე, ჩემზე, ცხოვრებაზე, ვიხსენებდი და ეს მოგონებაა ერთნაირად დიდი სიყვარულის და სინანულის გრძნობას მიჩენდა გულში. მერე კი ჩვენი სკამი წაიღეს... და მაშინ უკვე ყველაფერი შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში . იცი ვერ გავძელი და იმ სკოლიდან წავედი. ვერ ვუყურებდი ყოველდღე იმ გზას რომლითაც შენ გაცილებდი სახლში. :( იცი შენი ყველა ფიქრი და ოცნება ავასრულე რომელიც მე მეხებოდა... ისეთი გავხდი როგორიც გინდოდა რომ დაგენახე. ყველაფერი ფეხქვეშ გავთელე.... ძველი გაგება სწავლაა .. პატიოსნება ... და ყველაა ვისიც მთელი ცხოვრება მესინოდა, ისინი ვინც ყოველთვის ზემოდან მიყურებდნენ.. ყველა ჩემს ფეხებთან იყო დაჩოქილი ... საერთოდ ყველა... ზოგი პატვს მცემდა . ზოგსაც ვეზიზრებოდი მაგრამ ეშინოდა. ახალი სკოლაა ჩემი გავხადე.. ყველაფერი ჩემი იყო. ფულში ვცურავდი ... იმდენი მქონდა რომ არ ვიცოდი სად წამეღო .... მაგრამ იცი ერთი ვერ ვქენი ... ჩემი სიტყვა ვერ ავასრულე .. რომ მხოლოდ შენი ვიქნებოდი ცხოვრების ბოლომდე.. შენს მერე ბევრი გოგო იყო .. მაგრამ არავინ მყვარებია ისე როგორც შენ... ძალიან მინდოდაა შემყვარებოდა მაგრამ ისინი არ მაძლევდნენ მაგის საშუალებას. ყველას ნიღაბი უკეთია ამ ცხოვრებაში.. ყველა როლს თამაშობს და ყველაა იყიდება. ზოგი მეტი ღირს ზოგი ნაკლები მაგრამ ყველა იყიდება.... შენ კიდე .. შენ კიდე იყავი გულწრფელი პირდაპირი და განუმეორებელი ..... გახსოოვს ვარდები რომ გაჩუქე..? მაშინ პირველად ვაჩუქე გოოგოს რაღაც .... :D არადა 2 კვირა ვაგროვებდი იმ ვარდების ფულს : D : D ..... შენ კიდე შენი საყვარელი დიდი თვალუკები ქვემოთ ჩაწიე და გაწითლდი... მე კი გავბრაზდი ... მეგონა რა გამომართმევდი... ეხლა კი მივხვდი რომ შენ სწორედ იქცეოდი ..... იცი რამდენი გოგო ავავსე საჩუქრებით... და ყოველთვის საჩუქრების ფასები მატულობდა... მაგრამ როდესაც საჩუქრების სერია წყდებოდა მაშინვე მთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა ... მაშინ მივხვდი რომ არავინ ღირს იმ გრძნობის მასზე წასაბილწად, რომლითაც შენ მიყვარდი ... ვერ გავთელაავ იმ გრძნობას სხვაზე რომლითაც შენ გიყურებდი და აღგიქვამდი... იცი რომ წახვედი 1 კვირაში მოწევა დავიწყე ... ვიცი ცუდია მაგრამ რა ვქნა .... იცი 2 თვესი სმაც დავიწყეე და 6 თვე ვსვავდი . მერე კი სამუდამოდ ქუჩასი წავედი ...... იცი გავხდი ისეთი როგორიც უნდა ვყოფილიყავი ... არც ხალხის დანდობაა ვიცი. არც შეცოდება. არც პატიება. ყველა და ყველაფერი ჩემს ქვეშაააა.. ფულიც ბევრი ვიშოვე.. მეგობრებიც ... კარგიც ვნახე და რათქმაუნდა ბევრი ცუდიც..... გავბოროტდი ჩემო პატარა, მაგრამ იცი ჩემს გულს რომ ვერაფერს ვერ ვუშვები.... მხოლოდ გარეგნულად შევიცვალე.. გარეგნობა, ქცევები, ლაპარაკის მანერა მაგრამ ის გრძნობა რაც გულსი იყო 6 წლის წინ ეხლაც ანთია ... ეხლაც ხანდახან ღამეე გულში დამივლის საყვარელი ჭრუანტელი ... სუნთქვა შემინელდეება და ბურუსით მოცულ ფიქრებში ვარდები :) ..... იცი პაატარავ მე ყველაფეერი ისე გავაკეთე როგორც შენ თქვი... მაგრამ არ ვიცი გულს რა უქნაა ... და როდესაც ესე ძლიან მჭირდება შენი რჩევა შენ გვერდზე არ ხარ.. ვიცი ზეცაში ხარ.. ანგელოზებთან... შენც ხომ ჩემი პატარა ანგელოზი იყავი. იცი ცოტა ხნის წინ ერთ გოგოს თვალი მოვკარი.... იცი რა საყვარელია ... შენ მოგეწონებოდა... ძალიან მომეწონაა... იცი ის სახელი ქვია შენ რომ ძალიან გიყვარდა..მაგრამ............ რატომ ტირი პატარავ? გეგონა დამავიწყდი ? არა სულელო შენ ხომ მე მთელი ცხოვრება მაჩუქე, შენს დავიწყებას როგორ მოვახერხებ? რატომ არ გელაპარაკებოდი მთელი ეს დრო? იმიტომრომ გაბრაზებული ვიყავი ... შენ იცოდი რომ მიდიოდი და არ მითხარი ... სხვა თუ არაფერი დაგემშვიდობებოდი მაინც ....

არა პატარავ ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება .. მას მერე რაც წახვედი 6 წელია . ღამე ძალიან ხშირად ძილში ვტირი.. მაგრამ აღარ ვიტირებ ... აღარც შენი საშინელი მონატრება შემაწუხებს ... აღარც შენთან ლაპარაკის სურვილი ... აღარ მომინდება გულში ჩაგიკრაა როგორც ადრეე.... არა სულელო არ გივიწყებ ..... პირიქით .. შენთან მოვდივარ... და უკვე ვერაფერი დაგვაშორებს ..... ერთად ვიქნებით მარადიულად...

"

MY LOVE ! ! ! ! ! ! ! !

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting