dreams. . .dreams. .

250 posts in this topic

დღე დღეს მისდევს, წუთი წუთს, წამი წამს, მგრამ არაფერი იცვლება... შემოდგომის ფერები სახლში, ჯიბეში, თავში... ჯერ ცა ისევ ლურჯია... ღრუბელიც არის.. მერე ოდნავი სიწითლე... რაღაც ჭუჭყიანი ნაცრისფერი... წვიმაც არ ტოვებს გზას... ხან სევდიანი, ნანასავით რომ მღერის მთელი ღამე და არ ჩერდება, ფანჯრებს ეკრვის... იხუტებს გულში... წამის მეასედში განცდილი ბედნიერება, რომ ხვდები სიყვარული იმ გასეირნების ნაწილია რომელსაც სიცოცხლე ჰქვია... წყნარი, უსიტყვო დილა... სველი ჰაერი... ვდგევარ ფანჯარასთან და დაორთქლილ მინას ვესაუბრები... ვეხები ხელით და რაღაც უჩვეულო, გაუგებარ ინიციალებს ვხატავ... თეთრი ცა, ღრუბლები, გზა, მიწა, ჰაერი... და დრო.. არა დროს ვერ დახატავ, მას ვერ შეეხები... ვერ შეცვლი... მერე წყლის წვეთებად გადაიქცევა და მოცურავს ქვევით... მოდის... ზამთარი მთელი თავისი არსებით მემუქრება და არც იცის რომ მე უკვე შევიცვალე და აღარ მეშინია თოვლის... არც მისი ყინვების,... და სიცივესაც უკვე დიდი ხანია მივეჩვიე... რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრი ვიარე... სიცივემ უკვე სახლში შემოაღწია და მივლის გარშემო.. ხან ერთი მხრიდან შემხედავს, ხან მეორე მხარეს ამომიდგება... მე კიდგავარ გაშეშებული... და ისევ ვუყურებ დაორთქლილ ფანჯრებს... ვდგავარ და ველოდები როდის მოვა წამი, როცა მე ხელმეორედ დავიბადები... და ვხვდები, რომ ეს შემოდგომა ზღაპარს წააგავს თიოთქოს... მერე ისევ ღამდება და ისევ მოდის ოცნება ჩემში... ისევ ვიცვლები და გაშიშვლებულ ხეს ვემსგავსები... უკვე მენატრება, დიდხანი არც გასულა, მაგრამ ვერ ვეგუები, უმოქმედობა სიკდილს ბადებს... ვარსკვლავებს ველი.. ვეძებ გაფაციცებით, ათასობით რომ კიაფობდნენ ერთ დროს ჩემს ზევით...და ჩემი ოცნებაც მათთან ერთად იბადებოდა... ისევ ამოდის სავსე მთვარე... ისევ ანათებს ცარიელ ქუჩებს თეთრად, და სიყვარულიც მოგონებას ემსგავება... ოცნებაზე შეყვარებლი არ ვანებებ ფიქრებს თავს... ხვდები რომ ყველაფერი სისულელეა, და ფიქრობ, გახსენდება სიყვარული, რომელიც ტალახში აიზილა, მეგობრობა რომელიც უნდობლობის მორევში შთაინთქა... გახსენდება შენი ცხოვრების საუკეთესო მომენტებიც... ისევ ის შეგრძნება... ისევ შორს დავრჩი, ყველასგან შორს... ისევ მარტო... მხოლოდ ხანდახან ფიქრი თუ მიღებს კარს... სადღაც უსასრულობაში ვიყურები საშინლად მოწყენილი და რაღაცას ველი... წვიმაც არ ტოვებს გზას... გაოგნებული ვდგავარ და ვიყურები, და ცრემლიც აღარ მომდის... გაყინული თვალები, გაჩერებული დრო, გამქრალი შეგრძნებები... უსიტყვოობისა და უმოქმედობის მკაცრი დასასრული???... მთელს ჩემს ოცნებას ერთად შევკრებ, სათითაოდ მოვეფერები და ქარს გამოვატან... იმ იმედით, რომ მოიტანს შენთან... შენ, ვისაც გაყინულ თვალებში შეგიძლია ამოიცნო მკაცრი გრძნობები .... ნათდება... თვალს გჭრის მზის სხივები და ფანჯრის მინებს ეკვრის... უჩვეულოდ ფერადი გეჩვენება სამყარო... გიხარია... ყველაფერი თავიდან იწყება და მოუთმენლად ელოდება დასასრულს...

0

Share this post

Link to post
Share on other sites

აბა რა საჭიროა მხოლოდ სტრიქონებს შორის ვიყო გულახდილი როცა ასე პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ მოწყენილი ვარ. …არადა როგორ ვერ ვიტან ამ მელანქოლიას. ..მითუმეტეს თუ ის ბუნებრივია. . ამ დროს ვცდილობ ისევე ჩვეულებრივი ვიყო როგორც ყველა, მაგრამ ისე ხელოვნურად გამომდის ყველაფერი რომ ვხვდები როგორ ვაბეზრებ თავს გარემოს. . და ბუნებრივიც ისე ხელოვნურად გამოვიყურები რომ ჩემი ადგილი ვერ მიპოვია. . .უფრო ამიტომ არ მიყვარს ჩემი მელანქოლია. .არადა ისე ხშირად მოდის ჩემთან. . .რა უაზროა ხანდახან. . მაგრამ ჩემია და რა ვუყო. .

.ნაბიჯი ერთი ნაბიჯი ორი . . ნაბიჯი ასი და ასიათასი. . .ფეხქვეშ სკდებიან წვიმის წვეთები, ქოლგა შეგნებულად დავტოვე სახლში და მეც ისევ მოწყენილი ვარ,. თუმცა ამჯერადგულახდილობის ხასიათზე. . .ცოტა ბინდია ადრე გამოვედი დღეს სახლიდან მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ დავაგვიანებ სამსხურში. . .დავაგვიანებ იმიტომ რომ ფეხით წავალ. . მერე სულ გაწუწული შევაბიჯებ იქ სადაც თეთრ საყელოიანები დადიან და თანაგრძნობით შეფარულ ირონიის გამოვიწვევ.. .მანამდე კი უმოწყალოდ წკაპუნობენ წვიმის წვეთები ჩემს ფეხებთან. ..და მეც მოვდივარ “არვიცი” ხასიათით. ..მინდა რომ ძალიან გაიწელოს ეს წუთები. . .. . .

შენი ფანჯრები ისევ დაორთქლილია ალბათ. . ვიცი რომ არ გძინავს. . შენ ახლა დგახარ და სინანულით გაყურებ ამ წვიმას, შენც გინდა რომ ასე დაბოდიალობდე ჩემნაირად. . მაგრამ არ შეგიძლია. .გაბრაზებული ხატავ ფიგურებს მინაზე. თუმცა ეს ფიგურები მაინც ძალიან კეთილია . .. . .არაუშავს მალე შეძლებ. .მანამდე კიდე თავს მივცემ უფლებას შენს მაგივრადაც ვიყო მელანქოლიური . . შენს მაგივრად ვიბოდიალო და ასე დავაგროვო ემოციები. . .მერე სახლში რომ მოვალ ეკრანზე გადმოვიტანო ჩემი ფიქრები. . ვიცი ხო კაი. . .ვიცი რომ ეს ეკრანიღა გახალისებს მარტო დარჩენილს. .. მეკიდე დამავიწყდა თითქოს. . .და უარესად მარტო დაგტოვე. . მარტო მაშინ გამახსენდი ისევ დარდი რომ შემომაწვა. ..ხოდა მოვდობიალობ ახლა ასე და ვფიქრობ რას ხატავ ახლა მინაზე. .. შლი ალბათ. და ისევ თავიდან ხატავ. . .გენატრება.. . ვიღაც . . . რაღაც. . .ან სადღაც ყოფნა გენატრება . .მეკიდე მივდივარ. .მივდივარ და. ..გალიაში გამომწყვდეულ ფიქრებზე ვფიქრობ. .გაშლიან ალბათ ცოტახანში ფრთებს და შორს გაფრინდებიან. . .მომენატრებიან ძალიან. . . მერე. .. .

არა არ ვაპირებ არ ვიყო გულახდილი. . .ან რატო უნდა დავმალო ის რომ როცა მოვიწყენ, ასე ბოდიალი მინდა ხოლმე. .მარტო და საკუთარ თავთან ბოდიალი. . .და მერე სახლში მოსვლა მინდა, და ემოციების ეკრანისთვის განდობა. .იმ იმედით რომ ამ ეკრანს დაორთქლილ მინაზე დახატული მოწყენილი ფიგურები ელოდებიან. . .

და მიუხედავად იმისა რომ არ ვაპირებდი რამის დამალვას .. მთლად გულახდილობა მაინც არ გამომივიდა. ..სადღაც სტრიქონებს შორის მაინც გამეპარა ფარული მელანქოლია, აი იქ სადღაც ნაბიჯებთან. ... . რას ვიზამთ. . ახლა ამის დრო არაა. . .სამსახური მოახლოვდა . დავიფერთხეთ წვიმის წვეთები და ხელოვნურად შევაღეთ ნამდვილი ცხოვრების კარები. . .ვიცი ჩემი ხალისი ისევ მომაბეზრებელი და ხელოვნური იქნება პირველ რიგში ჩემთვის. . მაგრამ არაუშავს. . მოვა საღამო და ვიქნები ბუნებრივი ჩემს ეკრანთან. . . .

0

Share this post

Link to post
Share on other sites

გვანცა რა საყვარლად წერ, თვალს ვერ ვაშორებ ხოლმე შენს ჩანახატებს. ამ ბოლომ ჩემი თავი გამახსენა, რომ მოვიწყენდი ხოლმე, მარტო დავბოდიალობდი ქუჩაში. აქ გადავეჩვიე. ვერ ვიტყვი, იმის გამო, რომ მოწყენილობის დრო აღარ მრჩება თქო. რა ვიცი. თბილისში უფრო მიყვარდა მელანქოლია და მარტო ბოდიალი.

Queer შენი ჩანახატები ისევე სასიამოვნო და მელოდიურია. და რაც კიდევ უფრო მახარებს, მეტი ნათელი შეინიშნება ამ ახლებში, ვიდრე ადრინდელ ჩანახატებში :)

ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ. ამიტომ წერეთ!!!

0

Share this post

Link to post
Share on other sites

მორჩა... დასრულდა ყველაფერი. . ..ეს ის წუთებია როდესაც გული ებრძვის გონებას. ყველაფერი სულ ერთია... სულ ერთი... ყოველთვის მეშინოდა ამ სიტყვების.. არადა მუდამ თვალწინ მედგა... გავიდა ნოემბერი... გაქრა ფიქრები და ოცნებებიც სადღაც უსასრულობაში გაიყოლა... დაბურულ ღამის წყდიადში გაუჩინარდა. ჭუჭყიან მორევში ჩაიძირა და ისევ იმ მღვრიე მორევს გაჰყვა, საიდანაც ამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობდი თავის დაღწევას. მინდოდა მარტოობას გამოვქცეოდი. სულ ერთი ნაბიჯიღა მაკლდა, სულ ერთი წუთიც და რაღაც მომენტში თითქოს გავნთავისუფლდი. თითქოს ლამაზი ყვავილები აფერადებდნენ ჩემს მინდორს... შემოდგომა იყო და ჰაერსაც ისე სასიამოვნოდ ვსუნთქავდი, თითქოს ხელმეორედ დავიბადე... ნაწვიმარ ქუჩებს მივუყვებოდი ბედნიერი. სულს სასიამოვნოდ მიფორიაქებდა იმაზე ფიქრი, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიე წარსულს, რომ ჩავწვდი სიცოცხლის არსს, რომ სიკვილზე გავიმარჯვე... მაგრამ უცებ აღმოვჩნდი ისევ უფსკლულის პირას მარტო... ზურგშI ქარი მიბერავდა და უცებ ვიგრძენი რომ ვიღაცამ ისევ მკრა ხელი და გამიმეტა... მორჩა, - გავიფიქრე ჰაერში, თვალები დავხუჭე და მთლიანად ბედს მივენდე... ეს ხომ გარდაუვალია..ცას არც დრო აქვს და არც მანძილი... ვერ აუვლი გვერდს... მხოლოდ იმაზე ფიქრში, თუ რას ფიქრობდა ჩემი მკვლელი, გავაცნობიერე, რომ ეს არ ყოფილა გამიზნული სიკვდილი, ეს იყო ერთადერთი გზა, გამოსავალი იმ ბავშვური ილუზიიდან, რომელიც მეთვითონვე შევქმენი... მინდოდა შევხებოდი, მეგრძნო და დავმტკბარიყავი ბუნების სილამაზით ამ შომოდგომით... ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ფოთლები სიხარულით ყვითლდებოდნენ და მერე ერთი სული ჰქონდათ როდის მოსწყდებოდნენ გაყინულ ტოტს, რომ თამამად და თავისუფლად ეხეტიალათ ქუჩებში, ეფრინათ ცაში და დამტკბარიყვნენ იმ ხანმოკლე ბედნიერებით, იმ წამიერი თავისუფლებით, რომელიც ამ შემოდგომამ მოუტანათ...მე ცხოვრება მიყვარდა, თუმცა არ ვუყვარდი ცხოვრებას... მე ბუნება მიყვარდა... წყალი, ხე, ჰაერი... ის გამხმარი ყვავილებიც მიყვარდა, წელში გაწყვეტილი და ათასგზის გათელილი უშნოდ რომ იყვნენ გართხმული მიწაზე... ის უმმთვარო და ცივი ღამეები მიყვარდა გრძნობებს რომ ეჭიდებოდა და ფიქრებს მიათრევდა სულში... ახლა მთელი არსებით ვგრძნობ ზამთრის მოსვლას, რომელიც ფეხებით გათელავს და გადაყლაპავს შემოდგომას. ის გადაუვლის მიწას, რომელიც ზოგჯერ,მაგრამ მაინც გავს ცას და ნეშომპალად აქცევს მოწითალო ფოთლებს, მერე აიღებს თავის შავ ფანქარს და დაჯღაპნის ყველაფერს რაც ლამაზია... მერე მვა ნაცრისფერი დღეები. ჩამოწვება უსასრუო ბურუსი და დაფარავს ყველაფერს. როცა ირგვლივ ყველაფერს მეწამული მტვერი დაედება, სევდა მოძებნის უსაფრთხო კუნჭულს ჩვენს სხეულში, ჩამოაფარებს გრძელ, შავ ფარდებს და საწყალობლად აქვითინდება... მე მაინც გავიღიმებ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ შემოდგომაა. მე არ მქონდა ფრთები, რომ შემეძლო ფრენა... შენ ისევ არ გეყვარები, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვიქნები. მე გავყვები კიბეს მაღლა,- ზეცისკენ. უბედნიერესი უბედური ვიქნები. . .

0

Share this post

Link to post
Share on other sites

განწყობა როგორი? უმშვენიერესი :lol:

მოდის და იღიმის... არა, იცინის.. თავი ზევით აუწევია და ლურჯ მოწმენდილ ცას შეჰხარის... ნუ იცინი, რა გიხარია? :huh: .. მოდის, მოაბიჯებს და წინ კი არ იყურება.... უსმენს სასიამოვნო მელოდიას და მთელი არსებით ოცნებაშია... რატომ იცინი? წინ იყურე, ფეხი არ წამოკრა....

მოდის და იღიმის... თავის ოცნებას ბავშურად შეჰხარის.... თივის ზვინივით საქმე გაქვს დახვავებული და მაინც გიხარია... რა უცნაური ხარ...

მოდის და იღიმის, მოაბიჯებს და გამვლელებს შეჰხარის.. თვალი არ გააყოლოთ, არა... გიჟია .. :lol:

გულს უხარია, სული ოცნებაშია.. არადა განა რა შეგემთხვა ასეთი? არც არაფერი.. უბრალოდ მიხარია... მგონი გავგიჟდი... :lol: რომ მკითხო: რა მიხარია? რატომ მიხარია? პასუხი მაინც არა მაქვს, არა...

ფრთხილად, ფეხი არ წამოკრა.. წინ გაიხედე...

0

Share this post

Link to post
Share on other sites

ნიჭიერი ადამიანების თემა...გაიხარეთ და სულ ბედნიერები იყავით,ძალიან საყვარლები ხართ..თქვენს ჩანახატებს დიდი სიამოვნებით ვკითხულობთ ყველა

0

Share this post

Link to post
Share on other sites

გახუნებული ფერები.... ფერები განწყობის შემომტანი შენს სულში...

რა საშინელებაა. გინდა წერო და ვერ წერ. აიღებ კალამს, მიიტან და სიტყვები გარბიან შენგან. გრძნობა კი რჩება. რჩება და გაწუხებს, გულზე გიჭერს. :mellow: ...შენს გარშემო ფერები ისე იცვლება , როგოც განწყობა შენში: ხან გეღიმება, ხან მწუხრობ, ხან ტირი და ხან შუბლს შეჭმუხნი უკმაყოფილო...

რა მალე გადის დრო, გადის და გენანება ყოველი გასული წამი, წუთი, საათი... ზოგჯერ რა უაზროდ გადის და ვინ იცის ამ წამს რისი შეცვლა შეეძლო...

ვერ ვწერ... მუზამ დამტოვა, აზრები შემომეფანტა.. რა საოცარია, გონებაში რამდენჯერ დავაწყვე, რამდენჯერ... მაგრამ აი, როგორც კი მინდა გადმოვიტანო, მირაჟივით ქრება... თითქოს ჯადოსნობის დრო ამოიწურა... :lol:

უძიროა ადამინის სული, რამდენ რამეს ვტევთ შიგ და კიდევ რამდენი რამის დატევა გვინდა... გაცემა? გვინდა კი გაცემა მიღებულის? განაწილება, გაზიარება....

0

Share this post

Link to post
Share on other sites

....მზე ათამაშებდა სხივებს ზღვის ტალღებზე..აქაფებული,ამაყი ტალყები საოცრად ლამაზი და შემზარავი იყო...ისე ღელავდა,ისე ლამაზად ნერვიულობდა ზღვა,თითქოს კვლავ მშვენიერი აფროდიტე უნდა ამოსულიყო მისი ადიდებული ზვირთებიდან...მზე,სიყვარულის დიდი ბურთი,თავზე დათამაშებდა აღელვებულ ზღვას..ოქროსფერი ქვიშა თვალისმომჭრელს ხდიდა სანაპიროს...ვიჯექი მარტო,არა მარტო რატომ,ჩემი ფიქრებიც ჩემთან იყვნენ...ვუყურებდი ზღვას,მზეს,ქვიშას და ბუნების სილამაზის საიდუმლო წვავდა ჩემს ფიქრებს...ვაღიარებ,პირველად შემშურდა სიყვარულის და სილამაზის ღმერთის,ზღვისგან გაჩენილი აფროდიტესი...მეც მომინდა ვყოფილიყავი აქაფებული,განრისხებული ტალღების შვილი,სილამაზის და სიყვარულის ფერია...

...მზე ათამაშებდა სხივებს ცისფერ ტალღებზე...თოლიების გუნდი დაფარფატებდა ამ საოცარ სანახაობას...მზე ათბობდა ზღვას...უცებ კივილი..ტირილი...ბავშვი..ზღვის შემზარავად აქაფებულმა ტალღამ შთანთქა,წაიღო პატარა არსება..ლამაზი ბავშვი...სიცოცხლე წაართვა თავად სიცოცხლის მოტრფიალემ...ისევ ტირილი..გლოვა...და მე უკვე აღარ მშურს უმშვენიერესი ზღვის შვილის,სიყვარულის ღმერთის..აღარ მშურს,იმიტომ,რომ არ მინდა ამ ღმერთივით ჩემს სილამაზეს ლამაზი სიცოცხლე შეეწიროს...ახლა მივხვდი როგორი ბოროტია ზღვა..მსხვერპლს ითხოვს უნაკლო სილამაზის გაჩენისთვის....

...უცნაურია,კვლავ ათამაშებს ტალღებზე სხივებს მზე,სიყვარულის დიდი ბურთი....ღამით კი ვარსკვლავთა ტანგო წკრიალებს ცაზე და თითქოს უდანაშაულოაო,ისე ლამაზად დაჰყურებს უკვე დამშვიდებულ ზღვას...

ესეც ჩემი ნაცოდვილარიიი

:lol: ვაიმე რა მაგარიააააა :wub: ნინიკელ, აბა ჩვენი ჭკვიანი გოგო ვინ არიიის? :rolleyes: წერე, კიდევ დაწერე... სულ მოუთქმელად წავიკითხე.. :)

0

Share this post

Link to post
Share on other sites
ვაიმე რა მაგარიააააა ნინიკელ, აბა ჩვენი ჭკვიანი გოგო ვინ არიიის? წერე, კიდევ დაწერე... სულ მოუთქმელად წავიკითხე..

უი დიდი მადლობააა :wub:

0

Share this post

Link to post
Share on other sites

ninikela

აი კიდევ ერთი Dreamer-ი... გამოგიტყდები და საოცრად, საოცრად ლამაზად შემოიჭერი... მიდი გააგრძელე...

ვისიამოვნე ამის წაკითხვით... იაქტიურე აუცილებლად...

ასე რომ wellcome...

ნუ გაირიყებით....

0

Share this post

Link to post
Share on other sites

ნუ ტირი...მერე რა რომ ის წავიდა..მერე რა რომ შენი ოცნებები ცხოვრების სისასტიკემ დაამსხვრია...ნუ ტირი..ისევ აყვავდება ნუში,ისევ გათბება სიკვდილის ხელით გაციებული გული,ისევ მოვა ყვავილების თოვლი...ნუ ტირი შენ აქ,და ნუ ატირებ მას იქ...იქ სადაც ყველაფერი უფრო ლამაზია,უფრო მშვენიერია ვიდრე ჩვენთან მიწაზე.იქ მხოლოდ ანგელოზების და ფერიების გალობის ხმა ისმის...ნუ საყვედურობა ცხოვრებას,ჩემთან რატომ აღარ არისო...გულში ჩაიხედე!დიდმა სიყვარულმა კვალი არ დატოვა?...ასეა,ყველაფერი წრფელი და მართალი ყოველთვის ტოვებს ნაკვალევს...ნუ ტირი..მერე რა რომ წავიდა,მთავარია რომ ის ოდესღაც აქ იყო....

...ნუ ტირი...ზეციდან გიყურებს..ამიტომაა ეს დღეები გადაუღებლად რომ წვიმს..ისიც ხომ იტანჯება,მასაც ხომ უყვარხარ,გხედავს და ვერ გეხება..ნუ ტირი..ისევ მოთოვს ფერადი ყვავილები,ისევ შეგასხამს ფრთებს ოცნება და ისევ გათბება გაყინული გული...

....და მაინც იტირე!შენ ხომ ცხოვრება კი არა,სიყვარული გატირებს.შენი თითოეული ცრემლი ხომ მისი ერთი ამოსუნთქვაა ამ ცოდვილ მიწაზე,მას ხომ ცრემლები აცოცხლებს შენს გულში..და თუ ცრემლებია თავად უკვდავება,მაშინ იტირე....

მგონი ცოტა გავთამამდი ხო იცი :rolleyes:

0

Share this post

Link to post
Share on other sites

:sm (10): :sm (10): :sm (10):

მაგარია ....მაგარიიიი

0

Share this post

Link to post
Share on other sites

ninikela

მგონი ცოტა გავთამამდი ხო იცი

მიდი, მიდი.. გათამამდი :) წერე, ისე მშვენივრად გამოგდის, რომ.. არ ვიცი რა გითხრა, რა სიტყვებით შეგაქო... მოწონს რომელია, ოხ, შენ რა გითხარი, ამას გვიმალავდი?!.... იჰ, აქამდე რატომ გვემალებოდი... :lol:

0

Share this post

Link to post
Share on other sites

***

თითები მსუბუქად შეახო კლავიშებს... ამოძრავდა და ამოძრავდა.... ძველმა ინსტრუმენტმა ხმა გაიღო, ისეთი უმშვენიერესი ხმა გამოსცა, თვითონ დამკვრელსაც გაუკვირდა, არ ეგონა, არ ელოდა.... მაგრამ სახე მაინც ზეშთაგონებით აღვსილი დატოვა, გაკვირვება არ გაუმჟავნებია...

მძლავრად ჩაარტყა თითები.. ხან ფორტე, ხან პიანო.. მუსიკალური კიბეები, თითები ადის-ჩადის... თამაშობს... მუსიკა ხან ნაზია, მშვიდი, ჩუმი და ხან მძლავრი, მშფოთვარე განცდის, ..როგორც ზღვის მოთამაშე ტალღები, ისე არხევს სულის სიმებს ...

(გაგრძელება იქნება)

პ.ს. ისევ დუმს ოცნება? :lol: <_<

0

Share this post

Link to post
Share on other sites

ოო რა კარგად იცი ხოლმე დაწყება და მერე გაგრძელება.... ??? :( მე ახლა მინდოდა როცა ვკითხულობდი .. რა იქნება...

ოცნება ქრება... იკარგება სადღაც დასალიერში... ნისლი და ბურუსი ხლართავს... და მიყვები... და გრძნობ, რომ გავიწყდება... გავიწყდება და სულ ერთი ხდები... შესაძლოა ეს არ არის დასასრული... არც დასაწყისი ყოფილა შორი...

რა იქნებოდა მხოლოდ ერთი წამით ყოფილიყავი ბედნიერი... გეცხოვრა ღია ოთახში... დილით მზეს გიგზავნიდი... შენ კი შენს ფანჯრებში ბნელი ფარდა ჩამოაფარე... და დაემალე... სისხლიან ხელებს იშვერდი ჩემსკენ და თვალებს ხუჭავდი... მორჩა... უკანასკნელი ფოთლებიც გაქრნენ... შემოდგომამ დაკარგა ფერი... ხეს ისევ არწევს ბოროტი ქარი... ყინულის ლოდები მაწვება და ვგრძნობ რომ სისხლი მეყინება არტერიერბში...

0

Share this post

Link to post
Share on other sites

მაგარია ძააან :wub:

0

Share this post

Link to post
Share on other sites

***

დარბაზს ოხვრამ დაუარა... მაგრამ მუსიკოსმა ეს ვერ შეამჩნია ... მას მხოლოდ ინსტრუმენტი აღელვებდა, იგი მას ებრძოდა... თითები მკაფიოდ ჯდება... ხტის, ჩაჯდება, ისევ ხტის....

ჰანგები იღვრება ჰაერში ... თითები ცეკვავს.. სული ღელავს... რა ბედნიერებაა როცა დაკვრა შეგიძლია, როცა განცდები ხორცს ისხამს მუსიკის სახით... აჰ, არ შეიძლება მოჭარბებით ამდენი ღელვა,... მუსიკოსი თავდავიწყებით უკრავს..

აი, შეასრულა... ბოლო აკორდიც აიღო... და წერტილი დაუსვა... დარბაზს მქუხარე ოვაციებმა დაუარა...

ვესტიბულში გამოსულს ხალხი შემოეგება: ბრწყინვალე იყო, შესანიშნავი... დღეს თქვენ თავს გადაამეტეთ.. ნამდვილი ვირტუოზი...

ქების კორიანტელმა დაათრო, გზა ძლივს გაიკვალა... ნამდვილ დაღლილობას გრძობდა, ახ ნეტავ მალე გააღწიოს გარეთ და ერთი ყლუპი სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს...

fee87b2b95cb.jpg

პ.ს. აუ, მაპატიეთ.. ეხლა ისეთ განწყობაზე დამაყენეს, კარგად ვერ დავწერე.. :lol: აზრი გამეფანტა... ლამისაა მე დავამტვრიო პიანინო :D თუ მიმიშვეს იქამდე.. ისა და.. PM ავტორები თქვენი ბრალი არაა, მიზეზი სხვაა ... (ეს ისე ცნობისათვის, :D რამე არ იფიქროთ ისეთი)

0

Share this post

Link to post
Share on other sites

დავიღალე...დავიღალე ამდენი უაზრო ხეტიალით,უაზრო ფიქრებით,ოცნებებით...ძნელია,ძა

0

Share this post

Link to post
Share on other sites

წერეთ, იმათ მაგივრადაც წერეთ ვინც ვერ ახერხებს თავისი ოცნებების განდობას... გაათბეთ ეს თემა თქვენი გრძნობებით, ემოციებით, ოცნებებით... ძალიან მიყვარხართ... :)

0

Share this post

Link to post
Share on other sites

ორშაბათს ხელს მომხვევ და მეტყვი რომ გიყვარვარ. .და მეც გულში ჩავიცინებ წყნარად უჩუმრად. . არაფერს გეტყვი მაგრამ არ დავიჯერებ და აზრად გავივლებ რომ სისულელეა ეს ყველაფერი. . .. . და მიუხედავად ამისა,

სამშაბათს მოუთმენლად დაველოდები შენთან შეხვედრას, და შენს კომპლიმენტებს ჩუმჩუმად მაინც გულში . . .სადღაც გულში დაველოდები,

ოთხშაბათს უკვე აღარ დავუჯერებ არათუ სხვას. . . საკუთარ თავსაც. .. .და სანამ შეგხვდები. მანამ სარკეს ჩავეძიები. .მივკითხავ თუ მაინც ვინ არის ყველაზე ლამაზი. . .

ხუთშაბათს შენს გვერდით მთელს ქალაქს მოვივლი. ..იების კონას, როოგრც ჩემი იმედების კონას ისე მოუჭერ ორივე ხელს. .და. . ვილაპარაკებ . . . ვილაპარაკებ და ვეღარ შევამჩნევ ან არ დავუჯერებ გვერდით გაპარულ შენს ქურდულ თვალებს, და უფრო მეტიც, სახლში მოსული გავაგრძელებ შენზე ფიქრს ღამე, და დავიჯერებ. . .Yთუ თავს დავაჯერებ რომ შენც ხარ ასე, ფიქრებს ავაფრენ მე შენს ფიქრებთან და ვერც გავიგებ ისე დავითენებ თავზე მე ახალ. . ..

პარასკევს – თავს მოვხსნი ოცნების გუდას, და კორიანტელს ავუყენებ კარგად ჩარაზულ ფიქრებს. და ვახსენებ უამრავ უამრავ ალბათ-სულელურ სიტყვას. ..ისე რომ ვერ მივხვდები როგორ უაზროდ უმისამართოდ, ჰაერში დავფანტავ მე ყოველ ღამე ჩემს გულში ნაფერებ და ნალოლიავებ სათუთი სიტყვების ბუკეტს და მაინც სახლში მოსული, მივალ და დავჯდები ფანჯრის რაფაზე, და ბევრს ვიფიქრებ. . . ვიფიქრებ . . .. ვიფიქრებ ..და მხოლოდ

შაბათს . ასე ღამის სამ საათზე მივხვდები (მაგრამ ჯერ მაინც არ დავიჯერებ), რომ ოცნებები იმ თვალებს ავუფრიალე რომელთაც მისი დანახვა განა ვერა უბრალოდ არ შეეძლოთ . .მივხვდები ვინანებ ძალიან ვინანებ და შენთან წამოვალ მათ დასაბრუნებლად. . .მაგრამ მაინც შენ, ისევ შენ დამასწრებ და მეც . . ისევე . . თავზე დავითენებ ფიქრებში წამობით, წუთებით ფანჯრის რაფასთან, საშინელ სიცივესთან, წვიმის წვეთებთან ახალ. .. .

კვირა დღეს . . .და მასაც ფანჯრის რაფასთან გავატარებ .. ვიფიქრებ ვიფიქრებ და მხოლოდ ვიფიქრებ. . .შენზე ვიფიქრებ და არ ვიოცნებებ. ..მაინც დავიჯერებ და თავს დავაჯერებ რომ შენც ასე ხარ. . .ჩემსავით თუნდაც . . .თუნდაც, ,, მოწყენილი. . .მაინც დავიჯერებ ისევ გავატარებ ასე ფიქრებში… .

ორშაბათს

სამშაბათს

ოთხშაბათს

ხუთშაბათს

პარასკევს

შაბათს

კვირას და კიდევ უამრავ კვირას .. .ასე გავათენებ მე ახალ ორშაბათებს. ..თუ ეს რა დამიკარგავს იმაზე მგლოვიარე. . და აღარ დავიჯერებ მე სხვას არაფერს. ..და ასე ჩაივლის კიდევ ორშაბათები. ..და გვერდზე ჩამივლის ალბათ ის რისი დაკარგვაც მართლა რომ ღირდა .. მეკი ვერ შევამჩნევ და ვეღარც ვინანებ. . ფანჯრის რაფასთან ჩამეძინება. .. და რომ გავიღვიძებ მარტო ერთს მივხვდები რომ ძალიან ბევრი ორშაბათები გასულა. . და მეც, , ,დავაგვიანე. .. .ძალიან დავაგვიანე. . . . .

0

Share this post

Link to post
Share on other sites

:wub:

0

Share this post

Link to post
Share on other sites
***

თითები მსუბუქად შეახო კლავიშებს... ამოძრავდა და ამოძრავდა.... ძველმა ინსტრუმენტმა ხმა გაიღო, ისეთი უმშვენიერესი ხმა გამოსცა, თვითონ დამკვრელსაც გაუკვირდა, არ ეგონა, არ ელოდა.... მაგრამ სახე მაინც ზეშთაგონებით აღვსილი დატოვა, გაკვირვება არ გაუმჟავნებია...

მძლავრად ჩაარტყა თითები.. ხან ფორტე, ხან პიანო.. მუსიკალური კიბეები, თითები ადის-ჩადის... თამაშობს... მუსიკა ხან ნაზია, მშვიდი, ჩუმი და ხან მძლავრი, მშფოთვარე განცდის, ..როგორც ზღვის მოთამაშე ტალღები, ისე არხევს სულის სიმებს ...

(გაგრძელება იქნება)

პ.ს. ისევ დუმს ოცნება? :lol: <_<

***

დარბაზს ოხვრამ დაუარა... მაგრამ მუსიკოსმა ეს ვერ შეამჩნია ... მას მხოლოდ ინსტრუმენტი აღელვებდა, იგი მას ებრძოდა... თითები მკაფიოდ ჯდება... ხტის, ჩაჯდება, ისევ ხტის....

ჰანგები იღვრება ჰაერში ... თითები ცეკვავს.. სული ღელავს... რა ბედნიერებაა როცა დაკვრა შეგიძლია, როცა განცდები ხორცს ისხამს მუსიკის სახით... აჰ, არ შეიძლება მოჭარბებით ამდენი ღელვა,... მუსიკოსი თავდავიწყებით უკრავს..

აი, შეასრულა... ბოლო აკორდიც აიღო... და წერტილი დაუსვა... დარბაზს მქუხარე ოვაციებმა დაუარა...

ვესტიბულში გამოსულს ხალხი შემოეგება: ბრწყინვალე იყო, შესანიშნავი... დღეს თქვენ თავს გადაამეტეთ.. ნამდვილი ვირტუოზი...

ქების კორიანტელმა დაათრო, გზა ძლივს გაიკვალა... ნამდვილ დაღლილობას გრძობდა, ახ ნეტავ მალე გააღწიოს გარეთ და ერთი ყლუპი სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს...

fee87b2b95cb.jpg

პ.ს. აუ, მაპატიეთ.. ეხლა ისეთ განწყობაზე დამაყენეს, კარგად ვერ დავწერე.. :lol: აზრი გამეფანტა... ლამისაა მე დავამტვრიო პიანინო :D თუ მიმიშვეს იქამდე.. ისა და.. PM ავტორები თქვენი ბრალი არაა, მიზეზი სხვაა ... (ეს ისე ცნობისათვის, :D რამე არ იფიქროთ ისეთი)

ეს ორი ძალიან მაგარი იყო. არა რა რა ხართ ეს დები. ქევანიუსები ხელოვნებისთვის არიან დაბადებულნი. შენც და თიკოც მაგრები ხართ. :sm (22): მე რატომ არ გამომყვა რა ეგ ნიჭი. :(

0

Share this post

Link to post
Share on other sites
ორშაბათს ხელს მომხვევ და მეტყვი რომ გიყვარვარ. .და მეც გულში ჩავიცინებ წყნარად უჩუმრად. . არაფერს გეტყვი მაგრამ არ დავიჯერებ და აზრად გავივლებ რომ სისულელეა ეს ყველაფერი. . .. . და მიუხედავად ამისა,

სამშაბათს მოუთმენლად დაველოდები შენთან შეხვედრას, და შენს კომპლიმენტებს ჩუმჩუმად მაინც გულში . . .სადღაც გულში დაველოდები,

ოთხშაბათს უკვე აღარ დავუჯერებ არათუ სხვას. . . საკუთარ თავსაც. .. .და სანამ შეგხვდები. მანამ სარკეს ჩავეძიები. .მივკითხავ თუ მაინც ვინ არის ყველაზე ლამაზი. . .

ხუთშაბათს შენს გვერდით მთელს ქალაქს მოვივლი. ..იების კონას, როოგრც ჩემი იმედების კონას ისე მოუჭერ ორივე ხელს. .და. . ვილაპარაკებ . . . ვილაპარაკებ და ვეღარ შევამჩნევ ან არ დავუჯერებ გვერდით გაპარულ შენს ქურდულ თვალებს, და უფრო მეტიც, სახლში მოსული გავაგრძელებ შენზე ფიქრს ღამე, და დავიჯერებ. . .Yთუ თავს დავაჯერებ რომ შენც ხარ ასე, ფიქრებს ავაფრენ მე შენს ფიქრებთან და ვერც გავიგებ ისე დავითენებ თავზე მე ახალ. . ..

პარასკევს – თავს მოვხსნი ოცნების გუდას, და კორიანტელს ავუყენებ კარგად ჩარაზულ ფიქრებს. და ვახსენებ უამრავ უამრავ ალბათ-სულელურ სიტყვას. ..ისე რომ ვერ მივხვდები როგორ უაზროდ უმისამართოდ, ჰაერში დავფანტავ მე ყოველ ღამე ჩემს გულში ნაფერებ და ნალოლიავებ სათუთი სიტყვების ბუკეტს და მაინც სახლში მოსული, მივალ და დავჯდები ფანჯრის რაფაზე, და ბევრს ვიფიქრებ. . . ვიფიქრებ . . .. ვიფიქრებ ..და მხოლოდ

შაბათს . ასე ღამის სამ საათზე მივხვდები (მაგრამ ჯერ მაინც არ დავიჯერებ), რომ ოცნებები იმ თვალებს ავუფრიალე რომელთაც მისი დანახვა განა ვერა უბრალოდ არ შეეძლოთ . .მივხვდები ვინანებ ძალიან ვინანებ და შენთან წამოვალ მათ დასაბრუნებლად. . .მაგრამ მაინც შენ, ისევ შენ დამასწრებ და მეც . . ისევე . . თავზე დავითენებ ფიქრებში წამობით, წუთებით ფანჯრის რაფასთან, საშინელ სიცივესთან, წვიმის წვეთებთან ახალ. .. .

კვირა დღეს . . .და მასაც ფანჯრის რაფასთან გავატარებ .. ვიფიქრებ ვიფიქრებ და მხოლოდ ვიფიქრებ. . .შენზე ვიფიქრებ და არ ვიოცნებებ. ..მაინც დავიჯერებ და თავს დავაჯერებ რომ შენც ასე ხარ. . .ჩემსავით თუნდაც . . .თუნდაც, ,, მოწყენილი. . .მაინც დავიჯერებ ისევ გავატარებ ასე ფიქრებში… .

ორშაბათს

სამშაბათს

ოთხშაბათს

ხუთშაბათს

პარასკევს

შაბათს

კვირას და კიდევ უამრავ კვირას .. .ასე გავათენებ მე ახალ ორშაბათებს. ..თუ ეს რა დამიკარგავს იმაზე მგლოვიარე. . და აღარ დავიჯერებ მე სხვას არაფერს. ..და ასე ჩაივლის კიდევ ორშაბათები. ..და გვერდზე ჩამივლის ალბათ ის რისი დაკარგვაც მართლა რომ ღირდა .. მეკი ვერ შევამჩნევ და ვეღარც ვინანებ. . ფანჯრის რაფასთან ჩამეძინება. .. და რომ გავიღვიძებ მარტო ერთს მივხვდები რომ ძალიან ბევრი ორშაბათები გასულა. . და მეც, , ,დავაგვიანე. .. .ძალიან დავაგვიანე. . . . .

კარგიაააააა.....

მაგრამ რაღაც ნაცნობი სიუჟეტია თითქოს, რაღაც ლექსი გამახსენა....

0

Share this post

Link to post
Share on other sites

ფიქრები აიშალა.დაუღალავად თოვს ცოდვილი ფიფქი.სადაცაა ლაჟვარდში ჩაიძირება დასისხლული მზე.მე კი ბუხართან ვზივარ ამ სიცივეში და შენზე ვფიქრობ...ურჩი ხის ტკაცა-ტკუცი არღვევს ჩემს იდილიას...ბუხარში დანთებული ცეცხლივით იალა ძველმა გრძნობამ...არ ვიცი რატომ გამახსენდი ამ სიცივეში...ლამისაა სამყაროს დასასრული დადგეს,მე კი ასე მშვიდად ვარ შენზე ფიქრებში გართული...მახსოვს მაშინაც თოვდა,როცა უკანასკნელად გნახხე..მაშინაც ასე ციოდა...უგზოუკვლოდ დახეტიალობს ცრემლი სახეზე..მახსოვს მაშინ არ მეყო ძალა რომ მეტირა.რატომ ვტირი ახლა,ამ სიცივეში?...მგონი ისევ მიყვარხარ...აივანზე ოხრავს ქარი!ლამისაა დაინგრეს ეს ცოდვილი სამყარო,მე კი შენზე ვფიქრობ....ეს ფიქრებია მუდამ თან რომ დაგსდევენ,სულ შენტან არიან და ჩემს ტკივილზე გიყვებიან..ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს ქარმა სილა შემომაყარა ღია თვალებში..ისევ დახეტიალობს ცრემლი ჩემს სახეზე...ისევ საშინლად თოვს და ცივა..ბუხარში დანთებული ცეცხლივით იალა ძველმა გრძნობამ

ეს ექპრომტად შემომეწერა

0

Share this post

Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting