dreams. . .dreams. .

250 posts in this topic

მიდიხარ სადღაც...

მიდიხარ სადღაც...

მიდიხარ სადღაც....

თან მიგაქვს ცა...

კართან გიცდის ჩემოდანი,რომელშიც აუღელვებლად ჩაალაგე მოგონებები...

მოგონებები ჩემზე და შენზე...

მიდიხარ,მაგრამ ვერაფერს ამბობ...

ან რა საჭიროა სიტყვები.ჩვენ ახლა ისე შორს ვართ ერთმანეთისგან,რომ რაც არ უნდა თქვა ვერ გამაგონებ...

მე შენი თვალებიც მყოფნის...

მიდიხარ სადღაც...

მიდიხარ სადღაც...

მიდიხარ სადღაც...

ჩვენ შორის წუთიც კი საუკუნეა ახლა...

არაფერია...მე უკვე მოვაგროვე შენი თვალების სითბო...

მიდიხარ სადღაც......

ღმერთო,გამაღვიძე!გახელილი დამრჩა თვალები....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninikela

:10:

შენზე შემიძლია ვისაუბრო დაუღლელად. . .

შენზე შემიძლია ვიმღერო აქამდე უცნობი სიმღერები . . .

შენზე შემიძლია ვიღიღინო სიჩუმეშიც . . .

შენზე შემიძლია ვილოცო ჯერ ართქმული ლოცვით . . .

შენზე შემიძლია ვიოცნებო დღეც.....და ღამეც : )

შენზე შემიძლია ვიკამათო ყველასთან . .

შენთვის შემიძლია ვწერო და ვწერო, მხოლო შენთვის . . . და ამ დროს ჩემთვის არ არის აუცილებელი "მკითხველთა ფართო წრე" : ). . .

მხოლოდ შენთვის შემიძლია ვიყო ის, რაც ვერასდროს ვიქნებოდი სხვისთვის. . . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

........ისევ გამოვეკიდეთ პატივმოყვრეობის ანარეკლებს და დღემდედავიკარგეთ მათ ძებნაში....ყველაფერი იქ წყდება სადაც ისტორიას ლამაზი დასასრული შეიძლება შევუნარჩუნოთ და ახალი დასაწყისის მარცვალი დავტოვოთ....ისევ კულისებში.... ამდენი ხნის შემდეგ ისევ ბრუნდები ნაცნობ ნანგრევებთან....ცხოვრება მოლოდინიდან მოლოდინამდე....ალბათ ესე მხოლოდ შენ შეგიძლია ბრძოლის ველზე აღმართული დაფლეთილი დროშის მსგავსად იდგე ამ ნანგრევებზე ტკბებოდე მზის ჩასვლით და იღიმებოდე....შენ ხომ ღიმილი ძალიამ გშვენის....ბუნება ბუნდოვანი სურათებით თვალწინ გვიშლის ბედნიერებას თითქოს კიდევ ერთ შანსს გვაძლევს რომ დავტკბეთ ამ ბედნიერებით როცა ის ესე ახლოსაა ჩვენთან...ან ენითაუწერელი სევდა და სინანული ვატაროთ თან თუ ის ხელიდან გავუშვით....ალბათ ესე ჯადოსნურად არავის ცხოვრებაში არ ჩადის მზე როგორც შენს ნანგრევებთან....დატკბი ამ საუცხოო ფარდით რომელშიც შენს თვალწინ იბადება მზე და რომელიც უმალ იქცევა სუდარად რომელშიც ის ეხლა შენს თვალწინ სულს ჰლევს....თვალებს ცის უძირო სიღრმე უჩნდება და დუმილი უფრო საშიში ხდება ვიდრე სიტყვები....

Edited by Sali...bali
0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა მოხდებოდა ისევ ისეთი წვიმიანი ნოემბრის ამინდი, თუმცა ჩემს გულში უთბილესი შუადღე იდგეს . . .

რა მოხდებოდა ისევ ისე შეგეძლოს შენი ხატება ჩემს თვლწინ ისე არეკლო რომ სამუდამოდ დარჩე ჩემში . ..

რა მოხდებოდა ისევ ისე ვტიროდე, როგორც მაშინ, ოღონდ ბედნიერებისგან და არა ასე . . .

რა მოხდებოდა ეხლა შემეძლოს რომ თამამად გითხრა ის რაც აქამდე ვერ გავბედე . . .

რა მოხდებოდა . . . რა მოხდებოდა ადრე მეპოვნე . . .

რა მოხდებოდა . . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მოხარია ამ თემაში რომ აქტიურობთ :)

ეს ყველაზე ნაფერები თემაა თბილისოზე...მრავალჯერ აღდგენილი და ნაწვალევი :(

გვანცა,ქეტი,ფლოდი და ბოლოს მე ვწერდი...ახლა ბევრნი ხართ : )

სულ იოცნებეთ :10:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ყველა ჩვენი მედან მოვდივართ. რაც უნდა მოკრძალებულად ვაჩვენოთ თავი სხვებს ყველას, განურჩევლად ყველას საკუთარი თავის პატივი და ღირსება პირველ ადგილას გვყავს.

რატომ სიამოვნებთ ადამიანებს საკუთარი მეს დაფასება? რა გახდა ეს ამოუვსებელი ორმო.

ან რა ვართ და რატომ გვგონია რომ ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადი?

რატომ ანიჭებს ადამიანს სხვისი დამცირებით მიღებული საკუთარი სიმაღლის განცდა სიამოვნებას?

ეს ძალით ,,მწვერვალზე'' აძრომა რაღაა?..

ცდილობენ სხვის ზურგზე გადაიარონ და ამით ბედნიერები არიან იმიტომ რომ სხვის მხრებზე დგანან.

და მერე რჩებიან მარტოკები... და სულაც არ ბეზრდებათ საკუთარი თავი?..

რატომ არაა ადამიანიური ურთიერთობები უფრო ღირებული, ვიდრე საკუთარი მეს ამბიციების დაკმაყოფილება?..

კიდევაც რომ ჩათვალოს ვინმემ რომ გონიერებით სხვებზე მაღლა დგას, და რომ იდგეს კიდევაც რატომ უნდა გახდეს ეს დაპირისპირების მიზეზი.

ესაა ბედნიერება?..

მე ცოტა სხვა წარმოდენა მქონდა ბედნიერებაზე... მქონდა და მაქვს და მექნება...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

...საკმაო მანძილით ცამოვიტოვე საკუთარი გაჩერება და ინტერესით გავაგრძელე მახინჯი ყვითელი ავტობუსის ფანჯრიდან რაღაცის მოლოდინში გაშეშებული თბილისის ცქერა.... უცნაურია მაგრამ მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა....განა იმიტომ რომ ძუნწი ვარ და ფულის დახარჯვა მენანება ტაქსში....უბრალოდ ადამიანებზე დაკვირვება მიყვარს.... ათასი სახე და თვალები....მინახავს ლამაზი...მახინჯი....ელამი.....ცარი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.... დავბრუნდი....აი ისევ შენს წინ ვდგევარ და ისევ ვცდილობ შენგან მოვიპარო ის რაც ესე ძალიან მჭირდება..... ცოტათი შეცვლილხარ, ერთი ზედმეტი ნაოჭი გაგჩენია შუბლთან....თვალებთანაც.... ერთადერთი შენი თვალები არ იცვლება არასდროს,ისევ თავფისფერია ისევ დაცურავენ შიგ უცნაური სევდის შავი ნაწილაკები....თითქოს მელოდი....შენ ხომ ყოველთვის მელოდები იცი როდის შემოვაღებ კარს და ჩამოვჯდები შენს წინ. გიყურებ და არ მიკვირს ის ფაქტი რატომ არასდროს არ მცემ ხმას...მე ხომ ყოველთვის ვპოულობ შენს თვალებში ... მხარდაჭერას....იმედს....თავისუფლ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

meocnebe

:35:

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ(ნებსით თუ უნებლიედ) მეც დავბრუნდი ჩემს უსაყვარლეს თემაში, ძალიან მიყვარს ეს თემა და ისეთი ხალხი წერს აქ წარმოუდგენელიც კი რომ აქ არ შემოხვიდე არ დაიკარგო ულამაზეს და ნაღვლიან თემებში რომელსაც წვდება ადამიანის გონება, აზრები და განცდები. როგორც ჩანს ჩემი ხასიათის თვისებები ისევ ხელუხლებელია, დისციპლინამ და დატვირთვებმა ვერ გატეხა ჩემში თვისებების გარკვეული ნაწილი. ადამიანის შეცვლა როგორც ასეთი წარმოუდგენლად და შეუძლებლად მიმაჩნია, შეიძლება მან თავის თვისებები გარკვეული დროის განმავლობაში უკანა პლანზე დაწიოს,მიმალოს, მიჩექმოს მაგრამ საბოლოოდ შეუძლებელია ადამიანის შეცვლა, ხოლო ვინც ამბობს რომ მე შევიცვალე ის ადამიანი არ ვარ რაც ადრე ვიყავიო ის ცრუობს რამდენადაც მწარე რეალობა არ უნდა იყოს. ვეცადოთ უნდა რომ მოუფრთხილდეთ ერთმანეთს, ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს, ნუ ვიხელმძღვანელებთ აზრით:"ის ჩემი უსაყვარლესი მეგობარია რაც არ უნდა უთხრა მაინც გამიგებს და არ დამკარგავს", "რაც არუნდა მოხდეს სხვა გზა არ აქვს მაინც ჩემთან იქნება" და კიდევ უამრავი ასეთი ფრაზა შემიძლია მოვიყვანო მაგალითად, მაგრამ არ არის აქ საჭირო. ნუ უყურებთ ყველაფერს ერთი მხრიდან, ფართოდ გაახილეთ თვალები. . .გულის და გონების თვალები, როდესაც ამ ორის "თვალი" ერთიდაიგივეს ხედავს მაშინ იდეალურ "მხედველობასთან" გვაქვს საქმე. როდესაც სხვადასხვას ხედავს გული და გონება რომელს უნდა ვენდოთ?, ადრე რომ გეკითხათ გულსთქო გიპასუხებდით, მაგრამ ეხლა არამგონია რომ ეს სწორი პასუხი იყოს. . . . თვალი, ტუჩი, ყვავილი, ცრემლი შენ და მე . . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

JUVE

ვეცდები ხშირად ვიყო აქ, ახლა ვნახე ეს თემა :)

მჯერა... მაინც მჯერა, რომ გაბრწყინდები, მჯერა, რომ გამთლიანდები... იქნება სიმშვიდე და ჩვენ, შენი შვილები, უფრო მეტად დაგიცავთ, მოგივლით და მოგეფერებით... ერთად მოვიშუშებთ იარებს და მომავალ თაობებს მაგალითად დარჩებათ ჩვენი წარსული შეცდომები... ეცოდინებათ, რომ ძმის სისხლი არ უნდა დაღვარონ, არ უნდა ენდონ და ემონონ გადამთიელს, უცხო ტომელს... ჩვენ უკეთ ვისწავლით შენს სიყვარულს და მომავალები კიდევ უფრო განამტკიცებენ ამ ცოდნას.... ჩვნ შევინახავთ ენას და სარწმუნოებას - ამით დაგიცავთ და გაგიფრთხილდებით შენ... აღარ იქნება სიტყვა "დევნილი" ყველა იცხოვრებს თავის ქალაქში, ჩვენ კი ზაფხულობით ჩავალთ ხოლმე იმ მონატრებულ ზღვისპირა ქალაქში... აღარ იქნება ცრემლი, ძაძა და თალხი ფერი...

მჯერა....

ერთ დღეს მაინც ჩაგხედავ თვალებში, ვიცი, დადგება ეს დღეც... და გეტყვი, როგორ გიდარდე, გამოგიტირე... - არა, ცრემლებს არ ვახსენებ არ მინდა... უბრალოდ გეტყვი, როგორ მტკიოდა იმხელა სითბოს მერე ასეთი ქცევა... გასაგებია, მიზეზი გქონდა, მაგრამ, უფრო ვჟკაცურადაც ხომ შეგეძლო გეთქვა?.. რატომ გეშინიათ ხოლმე სიმართლის თქმის... ჰოდა, ერთ დღეს გეტყვი ამ ყველაფერს, თუმცა, ჩემთვის მნიშვნელობა ვიცი, რომ აღარ ექნება და შენთვის კი...

1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='JUVE' date='13 August 2010 - 03:02 AM' timestamp='1281650542' post='519964']
მოკალით? :(
[/quote]
ფაქტობრივად, წრუწუნ :43: : ))))

~~~

ცხოვრებაში დამჩნეული კვალი გარდასახვის გზაა...
ნეგატიურად თუ პოზიტიურად ჩვენ ყველანი ერთმანეთზე გავლენას ვახდენთ, ერთმანეთს ვასწავლით. ,,ჩვენ ყველანი ერთმანეთთან უხილავი ძაფებით ვართ დაკავშირებული'' ( (ც) დოჩანაშვილი) ჩვენდა უნებურად და გაუცნობიერებლად გადადგმული ნაბიჯები გაცილებით კარგ გაკვეთილად შეიძLება გამოადგეს იმას, ვისაც სწავლა უნდა.
ქაოსი, რომელიც მთელ სამყაროშია ზიანს ვერ მოგაყენებს, თუ გავლილ გზას გამოცდილებად მიიღებ. თუმცა, ,,ვისწავლოთ პირველ რიგში საუბარი'': ზიანს ვერ მომაყენებს, თუ ვისწავლი. : )
ყოველი ახალი განსაცდელი ახალი გაკვეთილია. მხოლოდ ის გაუსწორებს თვალს სიმართლეს და აღიარებს თავის სისუსტეს, ვისაც სწავლა უნდა და ცხოვრებისთვისაა გაჩენილი. ემოცია და გრძნობა სისუსტე არაა. მურაკამის არ იყოს ,,არ არსებობს აბსოლიტური სისუსტე, ისევე როგორც არ არსებობს აბსოლიტური სიძლიერე.'' შედარებითი სიძლიერე კი ისაა, რეალობას არ დაემალო. დაე, ზოგმა ჩათვალოს რომ ბრმა ხარ, თუნდაც შეშლილი. უფრო სწორად, ჩამთვალონ რომ გიჟი და ბრმა ვარ (ვისწავლე პირველ პირში საუბარი : )
არასოდეს შევეგუები ტკივილს, რომელიც ხვალინდელ (ბედნიერ) ქათამს მპირდება.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
რა უნდა გავაკეთო ყველას რომ გავაგებინო ყველაფერი შავი და თეთრი არაა.
,,ვინც ჩემთა არაა, ჩემი წინააღმდეგია'' სინდრომი გადამდებია და საოცრად პროდუქტიულად : D
ეს მაქსიმალიზმი ნეტავ სწორ ფასეულობების შექმნას და დაცვას ხმარდებოდეს. ბედნიერები ვიქნებოდით.
სამყარო სიყვარულის და სიმშვიდის დეფიციტს განიცდის. : D გარღვევა გვაქვს ემოციურ ბიუჯეტში.
და ამ დანაკლისის შევსებას ძალიან ცუდი ფორმებით ვცდილობთ. ყველას რაღაც აკლია, მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ სხვას თავი დაამადლო.
მოკლედ, რა კარგი იქნებოდა ცხოვრება ფერების უკეთ აღქმა რომ შეეძლოთ ადამიანებს :სიბრძნისფრქვევა: :03:
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nakani' timestamp='1300286667' post='613074']
არც წამიკითხავს ამ თემის არაფერი
უბრალოდ სახელს შევხედე და ეს სიმღერა გამახსენდა
მოგიძღვენით რა ამ თემის მპოსტველთ :D
[/quote]
უიH,შენ ეს როგორ დაგემართა?
არადა ეს არის ყველაზე ნაფერები და ტრადიციული თემა თბილისოს დაარსებიდან :)
რაც მთავარია ძალიან მაგარი ძველი ფორუმელების ჩანაწერები აქვს ამ თემას შემონახული :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნუ აოფებთ მეგობრებო. პატივი ვცეთ თემას. მას ხომ არაფერი დაუშავებია! :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ ერთ ერთი უსაყვარლესი ადგილი მოსასვენებლად, რამდენ ჯერ მინატრია უსასურულო თეთრ ღამეებში ვწვეოდი აქაურობას "ჩემი მხლებლებითურთ",მაგრამ ვერადავერ მოხერხდა მოაქამომდის მოღწევა. ბერი დარდი, ბევრძე ბევრი ტკბილი მომენტის მოგონება მეწადა, გარდასულ დღეთა სასიამოვნო გამონათებების შესახებ მომეყოლა ამ პატარა "თეატრის" ბუმბერაზ მსმენელისათვის. ცდილობ რომელიმე კონკრეთულ აზრს წავეპოტინო,მოვიზიდო ჩემსკენ და გადმოვიტანო "კალმის" მეშვეობით, "ეტრატზე. ხეები კალმად, ხოლო ოკეანენი მელნად რომ გარდიქცენ,ვგონემ სრულად ვერც შეძლონ აღწერა და გადმოცემა,ჩემი გრძობისა,შეცნობილის გადმოცემა,გონებაში მოთარეშე ფიქრებისა,რომელნიც ქსერქსეს მხედრობასაც აღემატებიან რაოდენობით,მაგრამ როგორც ლეონიდასი თავის 300 რჩეული სპარტელით,ასევე წინ აღდგომია რაღაც გრძნეულებით,შიგნიდან წამოსულ ენერგიას დაუშრეტელს. სულისკვეთება დაკარგული მებრძოლნი უქუქცევის გზას დაადგნენ,მაგრამ ასიათასისთავთაგანმა ერთმან იზალა მაინც არაპირებდა ბრძოლის ველისგან თავის დაღწევს,მას ლაჩრულად გადარჩენას უგობდა გმირულად სიკვდილი მტერთან ბრძოლაში,დანდობილად გამოეყო თავის მონასპას და გემართა ცხენდაცხენ მოწინაარმდეგისაკენ,მეფის მცველთაგან ერთ-ერთერთს აძგერა შუბი და გულის ფიცარი შეულეზა. გაოცებული შესცქეროდნენ მის ქცევას არადამიანურს,ყველა ცდილობდა მოკვდინა ეს უმამაცესი მებრძოლი,რათა ბრძოლაში თავი გამოეჩინათ და შინ გმირულად წასულიყვნენ.ასიათასისთავი ისე შევიდა ექსტაზში უკვე ვეღარ გრძნობდა თუ რამდენი მეომარი შემოერტყა მის არაბულ უკაყს,არ ნებდებოდა მაინც.ზოგს ერთის მოქნებით ჰკვეთდა თავიდან ფერხამდის,ფერარაში ნაწრთობი ხმლითა.ვერც მუზარადი,ვერც აბჯარი,ვერც ფარი ვერ ახერხებდა,ფერარაში ნაწრთობი ფოლადის შეჩერებას.რამოდენიმე მამაცი მოწინაღმდეგე გაისტუმრა საიქიოს,შემოელეწა ხმალი რაინდს,მაინც არ დაშოშმინობდა ბრძოლებში მრავალნაცადი ვაზირი.თავის არაბული უკაყით ბარეშვიდი კაცი გადათქერა.გამოუკლეც ცხენიცა,ამბჯარიც შემოეხა,მხოლოდ ახლაღა შენიშნა მხარში იყო დაკოდილი თავისუფლებას მოწყურებული სისხლი ჩქეფდა ჭრილობიდან.მტერიც შესძრა ამ სანახაობამ,გახევებული უყურებდნენ გულმამაც ვაზირს რომელსაც არცერთი ბრძოლა არ წაეგო სიცოცხლეში მაგრამ მინებდა ბედს, "ამ მტრის" წინააღმდეგ უძლური იყო დიდი და მცირე,მონა თუ მეფე,ჩვილი თუ ჰასაკოოვანი. ადამიანების სილუეტებსღა არჩევდა მომაკვდავი, ჩურჩულებდა ხმადაბლა: მიიბარეო სული ჩემი უფალო,მომიტევეო შეცოდებანი ჩემნი აურაცხელნი. ელოდა მთავარანგელზის მობრძანებას რათა,სამარადისო განსასვენებელში მეგზურობა გაეწია მისთვის...დადუმებულიყო ირგვლივ ყველა არავინ არ იძვროდა ადგილიდან,ტითქოს გახევდნენო დამხდურნიცა და მომხდურნიც,მხოლოდ ერთ-ერთი სპარტელთაგანი დაუნდობლად,უსწრაფესი ნაბიჯებით მიიწევდა მომაკვდავისაკენ,გულში ერტი აზრი უტრიალებდა მხოლოდ: "არ ამოხდესო სული,იქნებ მივუსწროვო". შემზარავი ხმით შეჰკივლა მორბენალმა,ვაზიირმა შემზარავ ხმას გააყოლა სმენა,შემობრუნდა თუ არა ვეფხვისებური ნახტომი გააკეთა უსწრაფესად მომქროლავმა აბჯროსანმა და შიგ გულში აძგერა ყამა(მცირე ზომის დანა),გულის გიცარი შეულეწა მომაკვდავს იჩქეფა ვულკანივით სისხლმა,მხოლოდ ეს ეწადა გაგეოგო ვინ იყო ეს აბჯრიანი,მაგრამ ამაოდ,მიიბარა უფალმა მისი სული. . .შემდგომში როგორც გამოირკვა აბჯროსანი აღმოჩნდა ლაზი დიდგვაროვანის ასული,რომელსაც ეტრფოდა ჩვენი უშიშარი რაინდი,სწორედ ამ დიდგვაროვნის თანამეცხედერე მოაკვდინა მან ორიოდე წლის წინათ ტაოსკარის აღების დროს,ამ დრის შემდეგ იგი ხელსაყრელ მომენტს ელოდა რათა როგორმე სისხლი სისხლის წილ დაეღვარა...ერთი უცნაური ფაქტი,ტასისკარის აღების შემდეგ ამ დიდებულის ქალს უსახსოვრა მოოქროვილი და ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ყამო,რომელმაც სიცოცხლე მოუსწრაფა უმამაცეს რაინდს. . .

ვინც ამ პიტაკს გაეცნობა, არ იქნება ურიგო დასწეროს თვისი მოსაზრება,მიწა მეუფებისა თქვენისა [b]graf_vlad_cepesh[/b]
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="graf_vlad_cepesh"][/b],
ბრწყინვალეა!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
მიობლებულა ჩემი თემა. . .

იმდენი აზრი მომდის თავში მაგრამ ,ვერაფერს მოუყარე თავი, თან თვალები მაქვს გადმოცვენაზე. . .

არ იდარდო, მე მოვალ და მოგეფერები, ისევ აბა დროებით. . .
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დიდი მადლობა ძამო :*

ალბად კი არა უმეთესობა აზრადაც ვერ მოდის ვის ან რისთვის ვუხდი მადლობას. . .იმედი მაქვს ამ წერილს წამკითხველი ბოომდე დაინტერესდება და წაიკითხავს ამ ნაშრომს. . .

ალბად ვერ გავბედავდი ასე მეთქვა პირადად და პირდაპირ რო მისი დამსახურებაა რომ მე დღევანდლამდე ვარ ოჯახის, ნათესავების, ძმაკაცების და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ჩემო კარგო შეიძლება დღეს მე მეუბნება რომ კარგი ადამიანი ხარო, დამადლობა ყველაფრისთვის რასაც აკეთებო მაგრამ, შენ რომ არა მე დღეს აქ არ ვიქნებოდი და მოვშორდებოდი ამ ქვეყნურ გრძნობებს, უფრო ალბად საეროს და რაც მიზანი მქონდა აღვასრულებდი. . .ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს, მაგრამ ძმაკაცების ჩამოთვლის დროს ხელის ათივე თითი საკმარისი იქნება მათი დასახელებისთვის, ეგრეწოდებული "აკვნის)ტრუსიკის და ბალღობის)" ნიჟარა, პინო, ვალერა, ვასო და იკა, უკვე შემდეგი წლების მარა განუყოფელნი: ბესო, ბექა,გიო, მახარა და ბერო. უმრავლესობისთვის მადლობა და ბოდიში მაქვს სათქმელი იმისთვის რო ისინი დროის მცირე მონაკვეთისა ჩემ გვერდით იდგნენ წირსა და ლხინში, ერთს კი დიდი ღვაწლი მიუძღვის იმისთვის რო დღემდე მე ვარ თქვენთან, რომ უყურებდი თყუ როგორ გიყვარს შენი დაიკო და რამხელა პატივს ცემ, სახში მოსვლის დროს ვუყურებდი ჩემ თავს ვფიქრობდი და ვხვდებოდი რო მე არ ჩემეძლო ჩემი დის "ამ მგლების ხროვაში" დატოვება, ჩემი დის დამსახურებაა ის რომ ყველაფერზხე ხელი არ ავიღე ჩემო ძმაო და არ გადავდგი ის ნაბიჯი რასაც წასვლა ქვია, მარტივი ენით, მაგრამ ეს შენ შტამაგონე და ამისთვის დიდ მადლობას გეუბნები ჩემო ვალა, ამას ალბად ვერასდროს წაიკითცავ დაც მიტომაც ვწერ, ჩვენ შორის ისედაც ყველაფერი გარკვეულია ჩემო ძმაო, არასდროს დამავიწყდება ეს ამაგი და ეს თავგანწირვა რაც ჩემდამი გამოიჩინე. . .ბევრთან ბბოდიში მაქვს მოსახდელი და ამას ცალკე წერილს მიუძღვნი და იმედია გამიგებთ, თუ არადა არაფერი არ ყოფილა სიმართლე რაც ჩვენ შორის იყო აქამდე. . .

დიდი მადლობა ვალერი მალხაზოვიჩ ქოქიაშვილს რომელმაც შთამინერგა ეს მთავარი რისთვისაც მე უნდა ვიცხოვრო და რისთვისაც მე უნდა ვისწრაფო. . .მადლობა ზმაო, ყველაფრისთვის, არა ფინასური არა ფიზიკური,არა შენი ყოველი ღირსების მიმართ, არამედ იმისტვის რო შენ არსებობ და ფაქტობრივად ადამიანი "მოაბრუნე", ცხოვრების ბოლომდე მოვალე ვარ შენი ვალა. ჩემი გული ხარ და სული, გაგიმარჯოს შენი ვაჟკაცობით, შენი ადამიანურობით და შენი ოჯახით :*
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხოდაა რაში გახლავს საქმე "ჩემო მეგობარო", მომენატრე და მოველ სტუმრად, როგორც იქნა გადავწყვიტე შენთან "სტუმრობა" და იმედია რომ არ გამისტუმრებ გაწბილებულს, შემეძლო სხვა სახით ანდა სხვა თემით მოვსულიყავ შენთან, მაგრამ ეხლა და ასეთი ფორმით ვამჯობინე გწვეოდი, თან მცირედი "ძღვენიც მომაქვს" არ გეგონოს ასე უნამუსოდ მოვდიოდე შენთან. . .სურვილი მაქვს უფრო ხშირად გსტუმრობბდე, შენ ლამაზ "სახლში", მაგრამ ხან რა მიზეზი მიშლის ხელს და ხან რა, იმედია არ მინაწყენდები, ამის გამო ამიტომაც ხარ "გულითადი მეგობარი ჩემი". გესმის ჩემი და არ გამკიცხავ, ამისისც მწამს, მოკლე ჭკუითა და დიდი,სუფთა და წრფელი გულით მოგეახლები ხოლმე როცა კი მოვდივარ. იმასაც ხშიად დაუბრკოლებივარ რომ ბევრი მცნობს აქ შენთან და ხანდახან შებოჭილადაც ვგრძნობ ხოლმე თავს, არ მინდა "სრულად გავიშიფრო" და "წამიკითხონ", იამასაც იფიქრებს ზოგი, ვინც არ მიცნობს კარგად რომ ამას მხოლოდ ხალხის დასანახად ვწერ, მაგრამ ეხლა უკვე ჩავაწე, "პერო", სამელნეში და ვეღარ დავაშრობ ასე უშედეგოდ, სხვა თუ არაფერი ქაღალდი მაინც დაისვლრება მელნის წვეთEბით, ჩვენ დროში კი საცოდაობა და დანაშაულის ტოლფასიც კი იქნება უაზროდ გაფანგვა "ქაღალდისა", რომელსაც ასე სათუთად და შედეგიანად იყენებდნენ ჩვენი წინაპრები, დიდი ძალა აქვს კალამს,მელანსა და ქაღალდს, თუ ეს სამი კომპონენტი ერწყმის ერთმანეთს და სასიკეთო მიზანს ემსახურება, დიდზე დიდი საქმების დატრიალება შეუძლია,სწორედაც, თუ ეს "სამი გრძნობა" გიწყობს ხელს და შენი სულისა და გულის ნადებს გადმოაფრქვევ, შენც შვებას ჰპოვებ და შეგიძლია მცირედი კვალი დატოვო. ასეი გახლავართ ჩემო ახალობელ-მეგობრებო, ბევრს ალბად არც გესმოდათ ჩემი,ვერც ამ წერილის შემდეგ გამიგებთ ბოლომდე, თქვენ კი არა ჩემო ძვირფასებო, საკუთარ თავს(თითოეული ჩვენთაგანი) არ ვიცნობთ ბოლომდე, ბევრი იტყვის< თუ არ იტყვის გაიფიქრებს სულ გაგიღებულაო, მე კი გეტყვით ჯერ აროდეს ყოფილა შლეგს ერთხელ მაინც არ ეთქვას სიბრძნე, ხოლო მრძენს სიშლეგე, ჰო და იქნებ ესა "ის ერთადერთი სიბრძნე ჩემი", რომელიც წამოიღო გრძნობამ, გაიარა გული და გადაამუშავა გონებამ, ხოლო "კამის და მელნის" საშუალებით გადმოვიტანე ""პაპირუსზე".

მუდან თქვენი [b]მარკიზ-გრაფ რაფაელ "ჯუვე" ვალენტაინი. . .[/b] Edited by მარკიზ რაფაელ დე ვალენტინ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting