dreams. . .dreams. .

250 posts in this topic

და აი ეს თემაც... .. ძველ ავტორს ველოდებოდი მეგონა ისევ აღადგენდა მაგრამ არ ჩანს რაღაც. . მეკიდე ძალიან ძალიან მომენატრა ეს ოთახი . ..ადგილი სადაც ყველაზე გადაღლილი და ნერვებ მოშლილიც კი გამოვრბოდი და თავს ვაფარებდი . .ვკითხულობდი ჩემს და არა მარტო ჩემს ოცნებებს. .. ფიქრებს. ..აზრებს და მეც ვერ ვიგებდი ისე ვმშვიდდებოდი. . .

მომენატრა ჩემი ოცნებების ნავსაყუდელი. . თავისი ლამაზი სურათებით. . .მუსიკით . .. ჩანახატებით. . ..

და ვერ გავძელი რომ ამ ფორუმზე თუნდაც ერთი დღე ეს ლამაზი ოთახი არ მენახა. . ამიტომაც გავთამამდი და ეს თემა მე გავხსენი . . .

კარს ვუღებ ფორუმელებო თქვენს ოცნებებს. .. ფიქრებს . იმედებს. . დარდებს. . .ყველას ვისაც კი გიოცნებიათ თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში და გიფიქრიათ რომ ოცნების გარეშე ადამიანის ცხოვრება უინტერესო იქნებოდა. . .ყველას ვისაც გიყვართ ოცნება და ფიქრი ლამაზ მომავალზე . . .თქვენთვის ვაღებ ამ ოთახის კარს და გელოდებით. . ველოდები თქვენ ლამაზ ფიქრებს. . .. ნუ მოგერიდებათ. . მოდით და წერეთ. . იმიტომ რომ ეს ოთახი ახლა სწორედაც რომ თქვენთვისაა. ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გაიხარე გვანც... :lol: მოდი ვწეროთ იმაზე რაც გვინდა.... აღარ გვინდა ეს ჩარჩოები... ყველა ვიქნებით ერთმანეთის მუზები... ერთმანეთისთვის განწყობის მომტანნი.... სულისათვის სითბოს მიმცემნი...

***

მე მაოცებენ შენი თვალები.... თვალები, მუდამ სითბოს გამცემნი, მათიდან იღვრება დიდი სიყვარული, მე რომ მჭირდება ასე ძალიან. თვალები, რომლებიც ხან იღიმებიან, ხან სერიოზულად იმზირებიან. შენ რომ სიტყვაც არ მითხრა, ისინი ყველაფერს მეუბნებიან...

მშვიდად ვარ, როცა გხედავ... მშვიდად ვარ, როცა შენთან ვარ... ... ... ... ...

You are the one, I love; the one I need; the one I desire, the one, that gives meaning to my live...

20b6c3e73d71.jpg

(ღმერთო, ჩემო.... არადა რამდენი რამის დაწერას ვფიქრობდი... :(, არა უშავს მერე ჩავამატებ და გავაგრძელებ...)

პ.ს. ისა და ხალხნო, არაფერი იფიქროთ ისეთი... :D just dreams....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

:ena: მე რომ მაინც ვიფქრე?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

"საკუთარი ოცნებების გეშინოდე" გვაფრთხილებენ ჩინელები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ნუ ეხუმრებით მეოცნებეებს ისინი ხშირად წინასწარმეტყველთა ტოლფასნი არიან. . ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

qate

მე რომ მაინც ვიფქრე?

აუ ხო არა? :D მაინც ვერ ავიცდინე :unsure: ... :lol: ამის მეშინოდა და აი.. ხო ხედავთ, ნუ ეხუმრებითო მეოცნებეებს.. girl_angel.gif

ლატო არ ოცნებობთ თქვენცაააა ... :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მთელი ღამე წვიმდა... გადაუღებლად... არ ჩერდებოდნენ წვიმის წვეთები... შვავი ბურუსი და ნისლისფერი ოცნებები... გამქრალი ვარსკვავი და ფიქრები მომავალზე... უსაზღვრო მოლოდინი... სიჩუმე არაფრის მთქმელი... სხვა ვერავინ ვერ ხედავს ამ ყველაფერს... სხვას სძინავს... სხვას ეშინია უბრალოდ, რომ დაინახოს ეს... გაყინულ მზერას საიმდროო წყვდიადი ხლართავს... გრძნობებს ეჭიდება სევდა და დაათრევს სხეულში... მე არ ვტირი... ეს ცრემლები წვიმის წვეთებია შენ რომ გეცემიან... ფანჯრის რაფას კვალვ აწვიმს... და მე ისევ ვდგავარ და ვუყურებ თვალუწვდენელ ჰორიზონტს, ბნელეთით მოცულს... წვიმა და ცრემლი ერთმანეთში ირევა... რა ლამაზია ჩვენი ქალაქი წვიმის დროს... და რა მარტოსულია ეს ქუჩები... დაცარიელებული... ხალხი თავშესაფარს ითხოვს... უკანმოუხედავად გარბის... ცდილობენ გაასწრონ დროს... როცა საათობით შემიძლია ვიდგე და ვუყურო როგორ იზრდება წვიმისგან გუბეები ჩემს გარშემო... წვიმა ტიროდეს და ირგვლივ ჩემს მაგივრად ღვრიდეს ცრემლებს... სევდანარევი შემოდგომის გემოს ვგრძნობდე... ვიდგე და გაუჩერებლად ვუსმინო მის ხმას... ცივი სისველე მწუხარე გრძნობას აღვიძებდეს ჩემში... და ისევ შენზე ვიოცნებო... მაშინაც შენზე ვოცნებობი.... მაშIნაც წვიმდა როცა შენი პასუხი საშინლად მოსაწყენი იყო... მოულოდნელად გამომეცხადე... ისევე ის უნაზესი თვალები შემომანათე... თითქოს რაღაცა გინდოდა გეთქვა... იქნებ თქვი კიდევაც გულში და მე ისევ დამიმალე... და მერე ისევ წამში გაუჩინარდი წვიმაში და დამიტოვე მოგონება სულში... სანთელი ავანთე ჩაბნელებულ ოთახში, რათა გამეფანტა უიმედო წყვდიადი და ის საშინელი მარტოობა, რომელიც ჩემს სულ პატრონობდა... იმ ღამეს ისევ დავრჩი გრძნობებთან მარტო... და მე ისევ არ დამეძინა... სიბნელე და შენი არყოფნა გულს მიკლავდა... სანთელი ისევ იწვოდა თეთრად... მე შენ გნატრობდი... თვალებს ხუჭავ, და იწყება ოცნება...

ვინმემ თქვა რომ არ ვოცნებობთ ? :sm (12):

0

Share this post


Link to post
Share on other sites

და ეს ხომ ფლოიდ მენია :lol: ნიკი შეცვალა? :blink:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არ ინერვიულო ქევან მალე დაგვიბრუნდება იმედია ძველი სახელით.. . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე აქ ვარ არსად წავსულვარ... უბრალოდ რეგისტრაციისას რაღაც შემეშალა :)

აბა გელოდებით Dreamer- ებო ... დაივიწყეთ პოლიტიკა და განავრცეთ თქვენი მუზა...

გამოხატეთ თქვენი ემოციები... გრძნობები... ოცნებები...

ან თუნდაც უაზროდ ამოტივტივებული სიტყვები ან ფრაზები...

ყველაფერი რაც თავში მოგდით...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როგორ მივხვდი ეს სიტყვები ვისაც ეკუთვნის.. .მაცალეთ ახლავე იქნება ყველაფერი. . . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

qate

არ ინერვიულო ქევან მალე დაგვიბრუნდება იმედია ძველი სახელით.. . .

მე არ ვნერვიულობ გენაცვალე.... :lol: უბრალოდ გამიკვირდა...

და აი ისევ მომეძალა უხასიათობა... ცეცხლს ვეთამაშები.. :( დავდივარ ცხოვრების ლაბირინთებში და განა ბევრ რამეს ვსწავლობ? განა ვაცნობიერებ რა მჭირს... რა ხდება ჩემს თავს?.. დამაცადე, ასე სწრაფიც არ ვარ... ყველაფერი ხომ დალაგებით უნდა გადაიჭრას, დალაგდეს საკითხები და რაც გაუგებარია უნდა აიხსნას... დამაცადე ცხოვრებავ.. საიდ მიმექაჩები, მე არ მეჩქარება... რატო მაჩქარებ.... რატომ?... რატომ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემი მეგობარი ღრუბელი

ხომ ვუთხარი იტირე და გულზე მოგეშვება-თქო არა? არ დამიჯერა. . .რას აკეთებდა მთელი ერთი თვე? იბოღმებოდა და იბოღმებოდა. . .სივდებოდა და შავდებოდა ჩემს ჯინაზე რა უნდოდა მე რაღას მერჩოდა? . .მეჯიბრებოდა? ხო ალბათ მეჯიბრებოდა. ..მთელი ერთი თვე მიშალა ნერვები. .გასივდა გაიბერა გავიდა გვერდებში. . .მაინც არ იწვიმა. . .ჯინაზე არ იწვიმა. .არ უნდოდა და ნუ უნდოდა მე რას ვუზამდი. ..მაგრამ რაც მართალია მართალია მე მინდოდა რომ ეწვიმა. .გულით მინდოდა. . .ნერვებს მიშლიდა რომ იღრუბლებოდა მაგრამ არ ქნა და ჰა. . რა ძალაა. .მერე გავებუტე. . ვუთხარი რომ ძალიან მაწყენინა. .გადავბრუნდი. .ზურგი შევაქციე და ერთი გემრიელად დავიძინე. .. .. ცოტა ნაწყენი ვიყავი და ამიტომ ნაღვლიანი სურათები ვნახე სიზმარში..

შუაღამე იყო ფანჯარაზე რომ მომიკაკუნა. .. თავიდან არ მივაქციე ყურადღება. .. თვალი არ გავახილე. .მაგრამ ისე საყვარლად ეკროდა მინას. .. ისე მომჩერებოდა რომ შემეცოდა. .ავდექი და ფანჯარა გავუღე. . .გიჟივით შემოვარდა ჩემთან და პირველივე სიტყვები ეს მითხრა ბოდიში რა ხო იცი რა ჯიუტიც ვარო არა?. . .რა უნდა მეთქვა გავუღიმე. .თბილად გავუღიმე. . .ცოტა ციოდა და თბილი რაღაცეები შემოვიცვი. .. მერე აივანზე გავედი და სიგარეტზე დავპატიჟე. . აივანზე წვიმდა მთელი ძალით წვიმდა. ..დავდექით მე და ჩემი მეგობარი და ვიყავით ასე. .. ის ტიროდა .. მთელი ძალით ტიროდა . .. მეცემოდა მისი წვეთები.. . მისველებდა სახეს. ..თმებს. . .ღაპაღუპით ჩამომდიოდა ნიანგის ცრემლები. . მაგრამ მაინც ასე გვერჩევნა ორივეს. . . . .მეუბნებოდა ასე არ ჯობიაო? ნეტა აქამდე მეტირაო. .. ერთი თვის წინ გააბრაზა ვიღაცამ და ახლა მოეშვა გულზე. . (არ მკითხოთ ოღონდ ვინ. . .თვითონ მთხოვა საიდუმლოდ შემინახეო) მე კიდე ვაბოლებდი და ვფიქრობდი .. აი ასე . გვერდს ჩემი მეგობარი მიმშვენებდა. .(უფრო სწორედ მისველებდა) და გულ ამოსკვნილი ტიროდა. . მეკიდე მარტო ვფიქრობდი იმიტომ რომ ისიც არ შემეძლო რომ მეტირა. . არ შემეძლო. . ვფიქრობდი იმ შუქზე ჩემს წინა კოსრპუსში რომ აინთო . .ვფიქრობდი იმ ლანდზე ფანჯარაში რომ გამოჩნდა. - . ვფიქრობდი კაი ვქენი შუქი რომ არ ავანთე თქო .. იმიტომ რომ ახლა მე მას ვუყურებდი. . ჩუმად ვუყურებდი და მან კიდე არ იცოდა რომ ვარსებობდი ამ შუა ქალაქში.. შუაღამეში. . ვარსებობდი როგორც თვალგაშტერებული ფიქრი . ..

სამი დღეა უკვე გადაუღებელ წვიმაში დავბოდიალობ. .. ვეუბნები კაი ხო გეყო ამდენი ტირილი თქო .. მაგრამ არ მიჯერებს. . ამოუჯდა გული და ტირის და ტირის. . .ნამეტანი მოსდის უკვე. . .. ყველა უკმაყოფილოა . . ამას კი ძალიან მოწონს ტირილი . .გულს მომეშვაო ამბობს .. .მეც ვბრზდები უკვე ნელნელა. . ისევ არ მიჯერებს. .. ისევ მაბრაზებს. .. ვარ ასე ჩემს ოთახში და ფანჯარას მივჩერებივარ. . .ველოდები როდის მორჩება ღრიალს რომ ადამიანურად დაველაპარაკო. . .შენც არ მომიკვდე სამი დღე გავიდა უკვე ამ ლოდინში. . .მომენატრა უკვე ის დრო მაღლა რომ ავიხედებოდი და დავინახავდი .. ლამაზს ცისფერს და ჰაეროვანს. . მომენატრა ხო. . .ეხლა კიდე რა? მესამე დღეა ველოდები. .. ჩემს წინა კორპუსშიც მშვიდობაა… . . ჩუმჩუმად ინთება ხოლმე სინათლე ფანჯარაში შუაღამეზე.. .მე კიდე ვდგავარ აივანთან და ჩუმად მივჩერებივარ. . .ჩვენს შორის მარტო წვიმაა ხოლმე. . მემგონი ხვდება რომ არ მძინავს. . .ფიქრები მიდის მასთან. ...არ ვიცი. .არ მინდა რომ ვიცოდე. ..არ მინდა რომ საერთოდ ვიცოდე ამ ლანდის არსებობა. .თუმცა ეს ისე ძნელია. .მესამე დღეა ველოდები რომ გადაიღებს და დავანებებ ბოლო ბოლო ამ ნაღვლიან ფოქრებს თავს. . . .მესამე დღეა ველოდები რომ გადაიღებს და აღარ მომიწევს ფანჯარასთან დგომა. . .მესამე დღეა ველოდები რომ ბოლო ბოლო გაჩერდება. . .ამოაიწმინდავს ცრემლებს თვალებიდან და შვიდფერად გაბრწყინებული გამიღიმებს მორცხვად. .. . ველოდები, იმიტომ რომ მეც მინდა თბილად გავუღიმო ისევ. . .იმიტომ რომ მომენატრა. . ძალიან მომენატრა თბილად გაღიმება. . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიმალებოდი... საკუთარ თავში ჩაკეტილი არაფერს ვამბობდი... ვიყავი ჩუმად... მხოლოდ შენზე ვოცნებობდი... ვის, ან რას ვემალებოდი... ცხოვრებას... ან შენ... თუ საკუთარ თავს... რატომ მეშIნოდა შენი დაკარგვის, როცა არასოდეს ყოფილხარ ჩემი... შენთვის მინდოდა მემოძღვნა ეს ლექსები... ძენზე მინდოდა შემეთხზა პოემები... წვეთ წვეთად ვაგროვებდი.. მერე ზღვად კი არა ოკეანედ გადაიქცა ეს გრძნობები... მერე ყველაფერი ერთ დიდ მორევში ჩაიძირა და მეც თან გადავყევი... არ ვიცი რამენი ხანია ამ მორევში დავეხეტები... რამდენი ხანია ვცდილობ გამოაღწიო ... მაგრამ მე ხომ ცურვა არ ვიცი...

მაგრამ რომ არც ვიძირები ? რომ არც ვკვდები ? ალბათ არც ისე ღრმაა როგორც ჩვენ გვგონია... როგორც შორიდან ჩანს... უბალოდ ისეა ამღვრეული რომ ძნელია გაარჩიო შიგნით ყველაფერი... ხელი მომეცი... მომაწოდე... გამომათრიე აქქედან... არ ვიცი ცურვა... არ მინდა სიკვდილი ... მორევი დიდია და ღრმა.. ამღვრეული... მაგრამ რომ არ ვიძირები ? ? ? ...

ხო.. რა ვიცი აბა.. არ შეგეშინდეთ ოღონდ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა არის იცით.. საოცარია.. წუთის წინ არ მეძინებოდა, ახლა კი.. გულზე შემომაწვა რაღაც, მეძინება... გარეთ ცივა... გამახსენდა როცა ერთხელ ღამეს ქარი ქროდა და ცაზე ღრუბლები ჭადრაკისებურად გაიშალა.. ნეტა ახლაც ასეა? თუ ღამის სიჩუმეში თეთრ სუდარად გადაეფარა ქალაქს? არ ვიცი.. საკმარისია მხოლოდ ფანჯარას მივუახლოვდე, ფარდა გადავწიო და ზევით ავიხედო, მერე ყველაფერს გავიგებ... მაგრამ განძრევა მეზარება... თოვლი მინდა მოდიოდეს.... უთეთრესი, ფაფუკი, სველი თოვლი.... ფიფიქები..... მოვა ფიფქი ადამიანებთან და იმწამსვე აიკრობს ჭუჭყიან ფერს... გაითელება.... :lol: (აქ მამუკა ჩარკვიანის "შეურაცხყოფილი თოვლი" გამახსენდა.. ერთ დროს იცინოდნენ ამ ფრაზაზე)

მაგრამ ვისაც ზამთარი სოფელში გაუტარებია, ვისაც უნახავს ტყე.... დათოვლილი ხეები.. და მერე თოვლი ქალაქში.. ვისაც წუთით უფიქრია მაინც ამაზე...

მენატრება თოვლი თბილისში... აი, კარგად რომ მოთოვს, რომ ბარდნის... მაგრამ თოვლს თან სიცივეც მოყვება.. ვისთვის ეს სიცივე მწუხარების მომტანია... :( ვისთვის ეს სიცივე აუფერულებს თოვის სიხარულს.... :(

პ.ს. გვანც.. კარგი იყო ღრუბლის თემა.. მპუა.. :):wub:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გაიხარეთ მეოცნებეებო!!! ჩემი საყვარელი საკითხავი თემა ისევ დაბრუნდა :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

tell me why.... just one word... and I'll understand... 'cos I feel it now... so painfully...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

17...16...14... ააჰ. 15 გამომრჩა ? რა მნიშვნელობა აქვს... მაინც ხომ მოვა... რა განსხვავებაა ციფრებს შორის... მზე მაინც ამოვა... ყველაფერი ისევე ისე დაიქოქება... რამდენი ხანია კალენდრისთვის არ შემიხედავს... აღარც მახსოვს ბოლოს... ალბათ შემთხვევით თუ მოვკარი თვალი... იღვიძებ... თვალებს ახელ... მერე ცოტა ხანს უფიქრდები... ავდგები... ყავა... საუზმე... მერე გავალ და რაიმე კარგს გავაკეთებ... რა ლამაზი დღეა... მოღრუბლულია... წვიმს.. ტალახია... მაგრამ მაინც ლამაზია... ნეტავ რომელი საათია.. ან რა დღეა.. სულაც რა რიცხვია... არადა ვიცი ეს ყველაფერი... უბრალოდ გააზრება არ მინდა.. არ მინდა იმიტომ რომ, ახლა, ამ წუთში სულერთია ჩემთვის ყველაფერი... სულ ერთია დღეა თუ ღამეა... წვიმს თუ ქარია... მზეა თუ მთვარეა... ყველაფერი სულ ერთია.. სულ ერთი... რა მალე გადის დრო... თუ რა ნელა.. არ ვიცი .. დავიბენი.. ხან მალე... ხან ნელა.... გარეთ კი ისევ ღამეა... ისევ ბნელა... ისევ ლამპიონები... ამ ბოლო დროს მთვარესაც ვეღარ ვხედავ... ხვალე შაბათია ? ... მერე რა .. ზეგ ხომ კვირაა... იმის შემდეგ კი ორშაბათი... რა მნიშვნელობა აქვს... ახლა ნამდვილად ზედმეტია... ახლა უბრალოდ ფიქრის დროა... ხვალ ქარი იქნება ?... დილით გაიღვიძებ, მზე შენს ფანჯრებში შემოიჭრება, სუნთქვით დაღლილი თვალებს გაახელ. სიზმარიც ქრება. ახალი დღე იწყება... ხმაურიანი დღე. ვიღაცა იბრძვის, ვირაც ეცემა, ვიღაცა ტირის, ცრემლებად დნება, ვიღაცა ყვირის, ვიღაცა კვდება, ვიღაცას ჯერ ისევ ძინავს, მისთვის ჯერ ისევ ბნელა. ვიღაცა ვიღაცას სიყვარულს თხოვს, სადღაც ახალი ცხოვრება იწყება. როდესაც სიტყვები წყდება. ბოლომდე თქმის საშვალება არაღ გეძლევა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაწუხებს და ხვდები, რომ

გბეზრდება. ბოლოს მზეს ზურგს შეაქცევ და ატირდები. საღამოს დაელოდები. მთვარე ამოვა და შენც გაბრწყინდები. მთვარე სიმშვიდეს მოგიტანს, სითბოს, სინაზეს გაჩუქებს. სულს ააყვავებს, გულს ააძგერებს, და შენც გაჩუმდები...მთვარის სიჩუმის გეშინია და ჩუმდები... ყველაფერი სულ ერთია.. სულ ერთი...

ესეც saundtrack

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საოცარია.... რამდენ რამეზე ვოცნებობ და ერთი გადაკრული სიტყვაც კი არ მითქვამს ყველაზე მთავარზე.... თითქოს ის ოცნება მხოლოდ ჩემია, ჩემი და სხვამ არც უნდა გაიგოს... ოცნება რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია... დრო მოვა და ალბათ თავისით გამჟღავნდება... გაიქცევა ჩემგან, როგორც წყალი თითებს შორის, როცა მოშვებულ ონკანს ხელს შეუშვერ.. იპოვის თავის გზას და განხორციელდება... მე ვოცნებობ გმირობაზე.... ბავშვის გონებაში ჩაკირული ფიქრი, რომ მოვა დრო და მეც შევძლებ ამას... შევძლებ გავაკეთო ის რაც სხვა ჩემზე უკეთ ვერ გააკეთებს.. ის რაც ჩემთვისაა დაბედებული.. ის რაც მე მიწერია ჩემი ცხოვრების კარაბადინში... ის რაც ჩუმად კეთდება, კეთდება ცხოვრების ჩრდილში... კეთდება მდუმარედ... მაგრამ აუცილებლად კეთდება......

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არასოდეს შეშინებია ასე მარტო დარენის...

უხმაუროდ გამოიხურა კარები და ნელ-ნელა დაუყვა კიბეებს დაბლა... ყოველდღე ერთიდაიგივე გზას გადიოდა მაგრამ იმ დღეს რაღაც უცნარად გრძელი ეჩვენა სახლის კიბეები... უცნაური სიჩუმე იდგა და უცნაურად გაჰკიოდა ქარი სადარბაზოს დერეფნებში.... უცნაურად იღიმებოდა მზე ბეტონის ნაჩვრეტებში, თითქოს შემოპარვას აპირებდა და არ უშვებდა სიღრმეში სქელი კედელი... როგორც იქნა დააღწია თავი იმ უსასრულო კიბეებსაც და გაერთ გამოვიდა... სიგარეტს მოუკიდა და მაღლა აწია თავი... მზეს შეხედა... უნდოდა გაეფიქრა რა ლამაზი დღეაო, მაგრამ რაღაცამ შეუშალა ხელი... გზაჯვარედინზე გადადიოდა როცა გვერძე მაწანწალა ძაღლმა ჩაუარა... არ უყვარდა ცხოველები... არასოდეს უფიქრია მათ ყოფაზე, თუ რას ხედავენ ამ ქვეყანაზე... რას გრძნოენ... რას განიცდიან... რა არის მათი ცხოვრება... ნუთუ ისინიც ისეთივე მარტოსულნი არიან როგორც ადამიანები... შეეცოდა... მაგრამ რა ექნა.. იგი ვერაფერს შეცვლიდა... თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიელებდა, მხოლოდ თავისუფლებაზე ფიქრობდა... მიხვდა რომ დაიღალა... სიმშვიდე მოენატრა... მტკნარი ცხოვრება, აუღელვებელი, გაწონასწორებული, მშვიდი დღეები მოენატრა... გარაჟს მიუახლოვდა და ჯიბეში გასაღებს დაუწყო ძებნა... მერე უცებ შეჩერდა... გადაწყვიტა იმ დღეს ფეხით წასულიყო სამსახურში... მობეზრდა ყოველდღე ერთიდაიგივე მუსიკების მოსმენა... ერთიდაიგივე ტალღა... ეს ყველაფერი ცხოვრების წესად ექცა... არ უჩიოდა ბედს... კმაყოფილი იყო... უყვარდა თავისი ცხოვრების რიტმი... მაგრამ გულის სიღრმში მაინც ტანჯავდა რაღაც.... მაინც ეძახოდა შიგნიდან რაღაც , რომელსაც არასდროს სცემდა ხმას... რადგან არ ქონდა პასუხი მის კითხვებზე... მთელი ცხოვრება რაღაცის ძიებაა... პასუხი ამ კითხვებზე... შეიძლება ეს აქვეა, ჩვენში... ან შეიძლება სხვაგან... შეიძლება ეს კითხვები უნდა დარჩეს ასე კითხვებად... ყოველშემთხვევაში ახლა... ამ ფიქრებში იყო, როდესაც გზაზე მომავალმა "ყვითელი" ავტობუსის სირენის ხმამ გამოაფხიზლა... ხალხი იმდენად ბევი იყო რომ თითოეული ცდილობდა ტთავისი ადგილი ეპოვნა სანამ დანიშნულების ადგილს არ მიაღწევდა... მაინც აძვრა, შეიჭყლიტა ბრბოში... სულ დაესვარა და დაეჭმუჭნა ტანსაცმელი... მიდიოდა ეს "კეთილმოწყობილი" ავტობუსიც ზანტად და ნელა... დროდადრო ჩერდებოდა... ხალხი ირეოდა... ერთს მეორე ცვლიდა... მძღოლის გაბოროტებული ხმა მოისმოდა... ჩასუქებული განცხრომით მოკალათებულიყო თავის განკუთვნილ სავარძელში... მეტად გამოცდილ ხელს ჰალსტუხი ისე კოხტად და ლაზათიანად შეეკრა, რომ ნამდვილ ინტელიგენს შეშურდებოდა მის ადგილას ჯდომა... ვიღაც მოხუც ქალს ეჩხუბებოდა ბუზღუნით, რომელიც მძიმედ მიათრევდა ვედრებს კარებისკენ და ხელისკანკალით ეძებდა ხურდებს კომუნისტურ ყაიდაზე შეკერილ საფულეში... ბოღმა მოაწვა კისერში და უცებ ჩაძვრა უკანა კარიდან... ფული არ გადაუხდია თუმცაღა არ აკლდა მის ვერსაჩეს საფულეს პლასტიკური ბარათებისა და ბანკომატიდან ახლადაღებული ფულის სითამამე... შუა ქალაქში აღმოჩნდა მარტოდმარტო... აღარც სამსახური ახსოვდა... აღარც სახლის გზა ეცნობოდა... უბრალოდ მიდიოდა... როდემდე ივლიდა ასე, ან სადამდე მიაღწევდა არ იცოდა...

ცოტა ხანს ნანობდა, რატომ არ დაქოქა მანქანა დილით... რატომ ასცდა გზას.... რატომ გადაუხვია ბილიკს... რამ აიძულა....არ იცოდა რას ეძებდა, არ რა უნდა ეძებნა... უბრალოდ ფიქრობდა....

საღამოხანი იყო რცა სახლში ბრნდებოდა... სულ ცოტა გზაღა ქონდა დარჩენილი და უკვე ნაცნობ კიბეებს მმიაღწევდა... სულ ახლოს იყო სახლთან... ახლოს იყო ნაცნობი ეზო... და ქუჩა... უცებ დაიხურა მისთვის ყველა კარი.... სულ ეთმა წუთმა განვლო მას შემდეგ ოდეს გონება ფიქრით ქონდა გადარეული, და უცებ, უცებ წააწყდა იმას, რაც იყო უკვე ამ ცხოვრებაში... რომელიც დევდა წლების მანდზილზე... ის კი იდგა ამ ყველაფრის შუაგულშI... იდგა და თითქოს ერც კი ამჩნევდა... ტყვიების მთელი ნაკადული უვლიდა მის გვერდს... მას არაფერი არ ესმოდა... ვეღარაფერს ხედავდა... გრძნობდა როგორ ეცემოდა მიწაზე... მან ვერ გაუძლო მარტოობას.... ვერ გაუძლო და უსიყვარულოდ მიწაზე დაეშვა... უკანასკნელმა, ყველაზე გაბედულმა ტყვიამ შეუნგრია გულის ფიცარი.... ის ეგდო მიწაზე და ტიროდა... უკანასკნელი მზის სხივები უთბობდა გაყნულ სახეს... ცრემლნარევ სისხლში გასვრილი ხელები აღაპყრო მაღლა... უნდოდა იმ წამს ზეცისთვის კიბე მიედგა და ცას მისწვდენოდა... ღრუბლებში ეხეტიალა... მზეს შეხებოდა... მე მზად ვარ გავწირო შენთვის ფრთები...შენთვის გესმის ?... ოღონდ კვლავ ისწავლე ფრენა... ოღონდ ნუ დამიკარგავ იმედს...იმედს რომ ხარ... გემის?... პასუხი კი არ ჩანდა... თითოეული მათგანი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ებრძვის "სიკვდილს", მაგრამ ამაოდ... დგება წამი, როდესაც ტოვებ წუთისოფელს.... ფიქრობ, ნუთუ ოდესმე, ვინმე შესძლებს მეორე მხარეში გადასვლას.... ნუთუ ვინმე გაგიგებს.... იგი ტიროდა... ის მას დაელოდება... ის არ გაწირავს თავის სიცოცხლეს... იცხოვრებს მისთვის... ეს არის ხიდი... ცრემლებითა და ლოცვით გადებული ხიდი... ეს არის გზა...

დასასრული

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შემოდგომა ილეოდა... ცივი ნოემბრის დილა იდგა... ზამთარი მოდიოდა... მირბოდა გოგონა დიდი თვალებით... ჩაცვენილი ლოყებით...მირბოდა და გვერძე იხედებოდა... ოქროსფერ ბალახზე წითელ ყვავილს გადაახტა....ლურჯი ჩიტი გადააფრინდა...ხელში ჩანთა ეჭირა და მირბოდა... ფურცლები... რვეულები... საზეპირო ადგილები წითლად გაფერადებული ჰქონდა... პირველ ლექციაზე აგვიანდებოდა... ფიქრობდა გვიან მისულს რა პასუხს გასცემდა... ფანჯარასთან იჯდა და გარეთ იხედებოდა...აკვირდებოდა მანამდე ათასჯერ ნანახ გზას... მრავალჯერ გავლილ გზაც კიდევ ერთხელ ადიოდა... იქვე სადღაც კი დამშრალი მტკვარი ნელნელა მოიზლაზნებოდა... ჯერ ისევ დილა იყო... ჯერ ისევ ციოდა... მას კი სწავლა უნდოდა... სწყუროდა... სიცოცხლე უნდოდა... ის კი სადღაც შორს მიაქარვებდა, მიჰქონდა და მიაქროლებდა და მიყვებოდა მისივე აზრებიც, რომელიც იმ წამში მასში იბადებოდნენ... ნუთუ ეს იყო ბოლო წამი, ბოლო გაფიქრება... მის გულში კვდებოდა სულის ხალისი და ფიქრებიც მისი სადღაც შორს, ნისლისფერ ოცნებასთან ერთად უქარო ღრუბლებშI იფანტებოდა... მისთვის ზამთარი აღარ მოვა...

სუნთქვა... სუნთქვა... ჰაერი... წვეთები... სიჩუმე... ისევ წვეთები და სუნთქვა... სადაც შიგნითვე ჩახშობილი ტკივილის ბგერები, ყელში გაჩხერილი კივილი... და ხმაური თავში... მერე ისევ სიჩუმე და მოგუდილი ტკივილი საფეთქლებში და მარცხენა გვერდში... დაძაბულობა... მერე კი ისევ ჰაერი... სუნთქვა... წვეთები... სიჩუმე... და არაფერი... მხოლოდ თბილი სისხლი გაყინულ სხეულში... ჩერდება.... ჩერდებაა.... მორჩა... თოვს მწვანე მინდორზე... სისხლისფრად თოვს... ვიღაცამ თქვა ის აღარ სუნთქავსო... უეცრად საშინელი სიცივე იგრძნო და... არა ის არ მომკვდარა... უბრალოდ ლურჯ ანგელოზებს შეურთდა... მზიანი დილა... უცბად სიცარიელე და... ის უკვე აღარ იყო....

საოცარია... რა ხანმოკლეა დრო....

არის ეს დასასრული ?... ხეს ისევ არწევს ბოროტი ქარი...

ალბათ გაჩერდა დრო...ისინი სამუდამოდ იმ დროში, მათი სიცოცხლის ბოლო წამებში დარჩებიან.... და სამუდამოდ მხოლო იმ წამებით იცხოვრებენ...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოცნება რამდენადაც ულამაზებს ადამიანს ცხოვრებას იმდენად გულს სტკენს, დაჟე უFრო მეტად..

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ოცნება რამდენადაც ულამაზებს ადამიანს ცხოვრებას იმდენად გულს სტკენს, დაჟე უFრო მეტად..
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ის ისე ლამაზად კვდება, რომ აღშფოთების სიტყვები მიქრება და დანანების ძლიერი გრძნობა მოდის .... სიკვდილი და მშვენიერი? თითქოს რა უცნაური წყვილია.. როდის, როგორ, რატომ... მაგრამ მაინც რომ ერთად ...

"ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე".....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თავსზევით ძალა არ არის.. . ფეხ-ქვეშ კი მიწაა მყარად გაშლილი. . .

თითქოს და მეტი დროც აღარ არის, და მაინც ძალიან ბევრი დროა, უაზრო და ფუჭი ცხოვრებისთვის. . ..

კურტკა შეიკარი, კაშნიც შემოიხვიე. ..აწი მალე აცივდება…და შეილება თოვლიც მოვიდეს . . .მაგრამ ჯერ ჯერობით არაფერი არ ხდება. .. .თვალწინ ოხშივარია ჩემი ჩაის ჭიქიდან ადენილი. . .ოხშივარს იქით ფანჯრის მინააა და მინის იქით შავსა და თეთრში გაწყობილი სამყარო. . თეთრიც მარტო ის წვიმის წვეთებია მინას რომ აწყდება. .მეტი არაფერი .. ..და ვხვდები რამდენი დრო მაქვს ასეთი ყოფისთვის. ..უაზრო და უსასრულო ლოდინისთვის.. ..დიდიხანია კაშნიც შემოვიხვიე და თბილადაც ჩავიცვი და ვზივარ და მეც ველოდები ასე უაზროდ და უსასრულოდ . .. იმიტომ რომ მანამდე ის ძალა არა მაქვს ასე მაღლა რომმეგულება…. ..მიწა კი უსაშინლესად მექაჩება თავისკენ. . …. . .

ოცნება თავსზევითაა. .. ეს ყოფა კი კი მყარადაა ფეხქვეშ გაშლილი. . .ხედავ? წვიმის წვეთებსაც კი როგორ ექაჩება თავისკენ და მე რაღას მიზამს. . .ამიტომაცაა ამდენი დრო რომ მაქვს . .ვზივარ თბილად ჩაცმული და შავთეთრ სურათს ვაყოლებ თვალს. .. .და ველოდები . .. ..ველოდები როდის გახდება სულ თეთრი ჩემი სურათი. . ..ველდები როდის მოვა თოვლი . .. რომ ფეხქვეშ მიწა აღარ ვიგრძნო. . .და იმას მივწვდე ახლა რომ ასე ძალიან მაღლაააა . . . . პრინციპში ერთი წლის წინ პირობა მომცა მოვალო და რა უფლება მაქვს არ დავუჯერო . . . ..მანამდე კი ვიჯდები ასე თბილად ჩაცმული და ვიოცნებებ. . ისევ ისე ძველებურად შევძლო ოცნება. .. .. .

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting