Sign in to follow this  
Followers 0

XVII საუკუნე

13 posts in this topic

ეს საუკუნე მძიმე იყო საქართველოსთვის

ქვეყანა დაშლილი იყო სამეფო სამთავრობოებად და მაინც ამ საუკუნეში მოხდა როგორც დიდი ეროვნული კატასტროფები ისე გმირობებიც.

ამ საუკუნეში არაერთი მეფე და დედოფალი, გმირი, მოღალატე გვყავდა:

საუკუნე დელი სიმონმა "გახსნა", შემდეგ გიორგი X, შემდეგ ლუარსაბ წამებული, ბაგრატ ხანი, კახეთში ალექსანდრე ლევანის ძე, კონსტანტინე მირზა, ქეთევანი, დავით ალექსანდრეს ძე, ტეიმურაზ I დავითის ძე, როსტომ მეფე( იგივე ხოსრო მირზა) გიორგი მესამე იმერეთში, მისი ძე ალექსანდრე, შემდეგ არჩილი, ერეკლე I, ვახტანგ V, ქართლის "მეფეები" გიორგი და ქაიხოსრო რეალურად ავღანეთში სპარსული ძალების სარდლები იყვნენ და იქ დაიხოცნენ: ღალატით, ბრძოლაში. საუკუნე "დახურა" იმ იმედმა რომ ტახტზე ვახტანგ VI იყო: განათლებული, მეცნიერი...

გარდა სამეფო გვარისა იყვნენ "ხალხიდან" და თავადობიდან წამოსულები: ბარათაშვილები, ჩოლოყაშვილები, არაგვის ერისთავები, მუხრანბატონები, ქსნის ერისთავები, ვაჩნაძეები, ჯანდიერი, სააკაძე, წერეთლები, წულუკიძეები, აბაშიძეები...

სხვაგვარდად ვერც მოხდებოდა: ყველზე დიდი გასაჭირის დროს ხომ გამოჩნდება კაცის ბუნება ხოდა ამიტომაც დროის მოთხოვნას ვუპასუხეთ ქართველებმა: მოღალატეც გვყავდა ( მოღალატეებთან ეს "ც" ზედმეტია ხოლმე) და ერთგული გმირებიც.( ამ საუკუნეში გმირებთან ეს "ც"- ზედგამოჭრილია).

არც სამტრო იყო ცუდი: აბას პირველი ირანის ლომი იყო და დარიოსის, ქსერქსე, არტაქსერქსე, კიროსის, ანუშირვანის დონის შაჰი იყო.

მასთან "იყვნენ" უნდილაძეები და სხვა მრავალი ქართველები.

არც ოსმალეთს აკლდა ქართული (მესხური) ძალები.

მოკლედ ვისაუბროთ ამ საუკუნის ამბებზე, ადამინებზე, ნაკლებად ცნობილებზე , ცნობილებზე, ვტქვათ ჩვენი აზრი და გავუზიეროთ ერთმანნეთს ცოდა რაც გვაქ.( დიდი თუ ცოტა მაინც ცოდნა ქვია :) )

ჩემთვის ყველაზე მეტად საინეტრესოა ქართლ-კახეთის მეფეთა ნაბიჯების განსჯა აბას პირველის შემოსევებამდე.

რას აკეთებდნენ ისინი ამ მარცხის ასაცილებლად.

ცენტურიონის პატივსაცემად აი ნიშანი ©

0

Share this post


Link to post
Share on other sites

და აჰა მეც გპასუხობ.. დიდი დიდი ამ ღამეს გამახსენდეს მნიშვნელოვან-წვრილმანი, მაგრამ

კი ეს ერთ-ერთი მძიმე პერიოდია საქართველოსთვის, დავიწყოთ კი არა კონკრეტულად ამ საუკუნიდან, არამედ იქიდან როცა ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე გიორგი VIII შეავიწროვეს მისმა თავადებმა და კახეთში გადაისროლეს :(

და გაიყო საქართველო..

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არც სამტრო იყო ცუდი: აბას პირველი ირანის ლომი იყო და დარიოსის, ქსერქსე, არტაქსერქსე, კიროსის, ანუშირვანის დონის შაჰი იყო.

და საბუთი?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აბას პირველი რო ანუშირვანის დონის იყო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შენ იმის საბუთი დადე რომ არი იყო

ანუ კიროსს მაინც ადარებ?

თემა ამაზე არაა :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites
შენ იმის საბუთი დადე რომ არი იყო

ანუ კიროსს მაინც ადარებ?

თემა ამაზე არაა :(

კიროსმა სპარსეთი ეგვიპტიდან შუა აზიამდე განავრცო, აბას პირველმა კი წინაპართა დაკარგულიც ვერ დაიბრუნა ბოლომდე

პ.ს. რახან თემა ამაზე არაა გადავაგოროთ, მაგრამ დანარჩენზე რა გითხრა, არაფერია სათქმელი. ვიყოთ მაშინ ეგრე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
დანარჩენზე რა გითხრა, არაფერია სათქმელი.

რეატომ? :27: ისე აბასი გაქნილი პოლიტიკოსი იყო... :D

ჩვენი უბედურება საქართველოს დაშლით დაიწყო და მერე ამ აღდგენის მცდელობას შეეწირა უამრავი ქართველის სისხლი.... რამდენი შური და ამპარტავნობა.. პრინციპში, იგივე იყო მაშინაც, სადღაც XI საუკუნისათვის, როცა აფხაზეთის, კახეთის და ტაო-კლარჯეთის სამეფო-სამთავროები ცდილობდნენ ქართლის ხელში ჩაგდებას და მით საქართველოს გაერთიანებას + თავიანთი მმართველი კლასის გაბატონებას.... 1470-იან წლებში დავიშალენით...

ხო, კარგი. დავიწყოთ 17-ე საუკუნით...

რა ხდება კავკასიაში ამ დროს? ოსმალეთი და ირანი - ჩვენი ორი დაუძინებელი მტერი, ებრძვის ერთმანეთს ამ ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად და კავკასიაში ჰეგემონობისთვის... საქართველო დაყოფილია: კახეთის, ქართლის, იმერეთის (აქ დადიანები, გურიელები და სხვა მსგავსი "წვრილფეხობაც" იგულისხმება) სამეფო-სამთავროებად და სამცხე-საათაბაგოდ, რომელიც მგონი თურქების ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცა. სამხრეთ საქართველო საერთოდ მძიმე დღეში იყო ამ საუკუნიდან მოყოლებული, თუ სწორად მახსოვს...

ხო, საუკუნის I მეოთხედი:

ირანის ტახტზე შაჰ აბას პირველი ზის, ოსმალთა სულთნად - მეჰმედ III

ქართლი - დელი სვიმეონი I

კახეთში - ალექსანდრე II ( :58: )

იმერეთში - არ მახსოვს

არ მიყვარს ხოლმე, როცა ალექსანდრეს იმას უკიჟინებდნენ, რატომ სვიმეონს არ შეეკრაო :25: რა მოიგო სვიმონმა ამ გაუთავებელი ბრძოლით, სულ ომი და ომი....

Edited by kevana
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ისე ამბობ მტელი XVII საუკუნე ეგ შაჰი და სულტანი და მეფეები იყვნენ :D :D

მიუთითე დრო და პერიოდი ვახ :)

განსხვავება XI საუკუნისგან ისაა რომ ამშIნ გაერთიოანებისკენ მიდოდა ბრძოლა

ახლა კი ამ საუკუნეში გადარჩენაზე იყო საუბარი

აა იქ იყო მცდელობა შეერთებისა მაგრამ გაიხსენეთ იგივე სვიმონის გადასვლები და აერჩლილის ოცჯერ გამეფებები იმერეთში

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისე ამბობ მტელი XVII საუკუნე ეგ შაჰი და სულტანი და მეფეები იყვნენ

მიუთითე დრო და პერიოდი ვახ

ბოდიში :D ჩავასწორებ...

საერთოდ, რაც ავღნიშნე, ეგ პერიოდი საუკუნის დასაწყისი იყო... თავიდან დავიწყე ანუ ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბაზალეთის ბრძOლაში მოხდა ასეთი რამ:

ბრძოლის წინ სააკაძებ ტეიმურაზთა გააგზავნა იანშვილი და შეუთვალა რომ ლურჯ ცხენზე ვიჯდები შავი მუზარადით და ბრძოლაში შევხვდეთო

ტეიმურაზმაც უპასუხა თეთრზე ვიჯდები ტეთრი აბჯრითო

როცა ინაშVილი დაბრუნდა სააკაძესთან თეიმურაზს უთხრა კახელმა ედიშერ ვაჩნაძემ მე გავალო მეფის მაგივრადო.

სააკაძემაც გაიყვანა მეორე სააკაძე: მესხი ბებურიშვილი, ტანით მსგავსი.

ბრძOლის დროს ბებურიშვილი შეხვდა ნამდვილ ტეიმურაზს და სააკაძე ყალბ თეიმურაზს.

ნამდვილმა სააკაძემ ყალბი მეფე მოკლა

მაგრამ ნამდვილ მეფესთან ბრძოლაში ყალბ სააკაძეს არაგვის ერისთავმაც გაუმართა ბრძOლა. მოკლეს ეს გოგორიშვილი. "სააკაძე" მოკლეს

აი ასეთი რაღაც მოხდა ამ ბრძოლაში :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ნამდვილად დამაფიქრებელი და ცოტა არიყოს უარწოფითი ფურცელია ეს სააკაზის ბიოგრაფიაში, მთლიანად ეს ბრძოლა რომელიც ბაზლეთზე გაიმართა ქართველი ერის დიდი დამარცხება. ამ ბრძოლას გამარჯვებული არ ყოლია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
კონსტანტინე მირზა გმირი კი არა მამის-ალექსანდრესი და ძმის-გიორგის მკვლელი იყო,დავითი კი ფრიად უგუნური მეფე იყო,როსტომ მეფე კიდე ქარტლში იყო და თეიმურაზს მე არ ვთვლი გმირ მეფედ მან ბაზალეთის ბრძოლაში საქართველო დაამარხა Edited by Rkobax
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0