Перейти к содержимому


საეკლესიო ლექსიკონი


გამოხმაურებები თემაში: 72

#21 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ჟ -


ჟამთა შედეგი - იხ. შედეგი.

ჟამნი, ჟამნაკონი - ჟამთა 9 ლოცვის წიგნი: შუაღამიანისა, I, III, VI, IX და სადილის ჟამნისა, ცისკრისა, მწუხრისა, სერობისა და სხვ. ღვთისმსახურების წიგნი.

ჟამნი ეკლესიისა - პირველ ქრისტიანებს ჩვეულებად ჰქონდათ განსაზღვრულ ჟამზე ანუ საათზე ელოცათ, ჟამებს კი ებრაულად ითვლიდნენ; მაგ.: მესამე ჟამზე (ჩვენებურად დილის მე-9 სთ.-ზე), მოსახსენებლად იმისა, რომ ამ დროს გადმოვიდა მოციქულებზე სულიწმიდა, მე-6-ზე (ჩვენებურად დღის მე-12 სთ.-ზე) მოსახსენებლად იმისა,რომ ამ დროს ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მე-9-ზე (ჩვენებურად დღის მე-3 სთ.-ზე) მოსახსენებლად იმისა, რომ მაცხოვარი ამ დროს მიიცვალა ჯვარზე. აქედან წარმოდგა ახლანდელი ჟამების, ანუ ჟამნების ლოცვა, რომელიც შედგება ფსალმუნებისა და სხვადასხვა ლოცვებისაგან.

ჟამნობა - 1) ჟამნაკონის კითხვა, ჟამნის თქმა; იკითხება: მწუხრისა, სერობისა, შუაღამისა, დიდი და მცირე ცისკრისა; 2) სამეუფო ჟამნები - კითხულობენ მგალობელნი და მეფსალმუნენი დიდ პარასკევს ცისკრის შემდეგ.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#22 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- რ -


რელიქვიები - მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდანთა ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული საგნები ან სხეულის ნაწილები.

რენეგატი - ადამიანი, რომელმაც უღალატა თავისი წინაპრების რწმენას, მაგალითად ქრისტიანობიდან მაჰმადიანობაში გადასვლისას.

რიპიდი - ვერცხლის ან მოოქროვილ გრძელ სახელურზე დამაგრებული წრე, რომლის შიგნით მოთავსებულია ექვსფრთიანი სერაფიმის გამოსახულება. გამოიყენება მხოლოდ სამღვდელმთავრო მსახურებისას.

რიტუალი - სარწმუნოებრივი ხასიათის წეს-ჩვეულებათა ერთობლიობა.

როტონდა - მრგვალი ფორმის ტაძარი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს წრეს, რომელსაც არა აქვს დასასრული, ასევე ეკლესიის მიზანს, რომელიც გვამზადებს მარადიული ცხოვრებისათვის.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#23 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ს -


საბაოთი - იუდაიზმში ღმერთის ერთ-ერთი ეპითეტი.

საბეჭური (პარამანი) - ბერ-მონაზვნის ჯვარი.

საბუხრეები - სამკლავე, სამაჯური.

საგალობელთა წიგნები (ბერძ. - პარაკლიტონი) - რვა ხმათა წიგნი, მარხვანი და ზატიკი, სადღესასწაულო წიგნები.

საგალობელი - გალობით შესასრულებელი სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების ტექსტები. ძვ. ქართული საგალობლების ნაწილი თავმოყრილია მიქაელ მოდრეკილის „იადიგარში“ (978-988 წ.).

საგვერდული - მღვდლის სამკაული, ეძლევა ჯილდოდ, ნიშნად მისი წმინდად მსახურებისა (იხ. ენქერი).

სადიაკვნო - საკურთხეველის სამხრეთი ნაწილი, რომელშიც შედიან სამხრეთის კარებიდან და დიაკვნის გამგებლობის ქვეშაა, სადიაკვნოში ინახება საეკლესიო ჭურჭელი და სამღვდელოთა შესამოსელი.

სადღესასწაულო - საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია უმთავრესი დღესასწაულების საღვთო მსახურების წესები.

საეკლესიო მუსიკა - იხ. საგალობელი.

საეკლესიო სამართალი - ეკლესიის მიერ დადგენილი წესების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის შინაგან სტრუქტურასა და საეკლესიო ორგანიზაციას, მორწმუნეებისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას.

საეკლესიო წიგნები - საღვთისმსახურო წიგნები, ესენია: სახარება, სამოციქულო წიგნი, ჟამნი, დავითნი, თვენი, მარხვანი, სადღესასწაულო, ზატიკი, კურთხევანი, კონდაკი და სხვა.

საეპისკოპოსო - იხ. ეპარქია.

საერონი - ეკლესიის წევრები, რომელთაც არ აქვთ საეკლესიო ხარისხი, მრევლი.

სავანე - უდაბნო, სამყოფელი, მონასტერი, ბერთა სადგომი, სალოცავი და თავშესაფარი.

საზვერე (საბაჟო) - ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი სული იწყებს ზეცაში ასვლას მფარველი ანგელოზის წინამძღოლობით, მაშინ ბნელი სულები წარუდგენენ მას აღსარების საიდუმლოში მოუნანიებელ ცოდვებს. ყოველ ცოდვას თავისი დემონი ჰყავს მიჩნეული და შესაბამისი საზვერე, სადაც მოიკითხება ეს ჩადენილი ცოდვები: პირველი საზვერე - მოიკითხება ამაო მეტყველებით, მეორე - შეხედვით, მესამე - სმენით, მეოთხე - ყნოსვით, მეხუთე - ხელით ჩადენილი ყველა უკანონო და ბილწი საქმე, ხოლო შემდეგში მოიკითხება: მრისხანება, შური, სიძულვილი, სიამაყე, სიძვა და სხვა მომაკვდინებელი ცოდვები. საზვერეებზე დემონების გარდა იმყოფებიან ანგელოზებიც, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანების მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებს - თუ სიკეთემ გადასწონა ბოროტება, მაშინ ანგელოზები მიიღებენ გარდაცვლილის სულს და შეიყვანენ ცათა სასუფეველში, არადა სული გადაეცემა სატანჯველად დემონებს,

საზოგადო ღვთისმსახურება - ღვთისმსახურება, რომელიც სრულდება საზოგადოდ ყველა ქრისტიანისათვის; მაგ: წირვა, მწუხრი, ცისკარი და სხვა.

სათნოება - მოწყალება; ქრისტიანი, რომელიც ცოდვებს არ ჩადის, მაგრამ არ გააჩნია სათნოება, სასუფეველში ვერ მოხვდება. მისი სული არ ცხონდება.

საიდუმლოებანი (ეფეს. 6, 32) - დაფარული ღვთისმსახურება, რომლის შესრულების დროსაც ადამიანზე სულიწმიდის მადლით გადმოდის ღვთის მადლი; საიდუმლოებანი არის შვიდი: 1. ნათლისღება; 2. მირონცხება; 3. ზიარება; 4. სინანული; 5. ზეთის კურთხევა; 6. ქორწინება; 7. მღვდლობა.

საიდუმლო სერობა (იოანე 8, 2,4, 1 კორინთ. 11, 20) - უფლის მიერ ჯვარცმის წინა საღამოს იერუსალიმში ჩატარებული სერობა, სადაც მან დააწესა წმ. ზიარების საიდუმლო.

საიქიო - სულის სამყოფელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ.

საკმეველი - სურნელოვანი ფისი, რომელიც ძირითადად მიიღება საკმევლის ხის დასერილი ქერქისაგან; შეიცავს გუმფისს, ეთეროვან ზეთებს და სხვ. ეკლესიაში იხმარება საცეცხლურით კმევისათვის, სიმბოლურად ნიშნავს მლოცველთა ლოცვა-ვედრების ასვლას ცაში და იქიდან მადლის გადმოსვლას.

საკოსი - პირველად იყო პატრიარქთა და მიტროპოლიტთა, შემდგომში მღვდელმთავრის ზედა შესამოსელი, ფილონის შემცვლელი. სიმბოლურად მოგვაგონებს მაცხოვრის შესამოსელს (იოანე 9, 2,5). მართლმადიდებლობაში საკოსი მონანიების სიმბოლოა.

საკურთხეველი - ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში ძირითადი სივრცისაგან გამოყოფილი, ამაღლებული ადგილი, სამსხვერპლო, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ღმერთთან შეხვედრის, მასთან დაახლოვების, ლოცვა-კურთხევის და წმინდა სერობისათვის. საკურთხეველში დგას მაგიდა (ტრაპეზი), სადაც სრულდება ღვინისა და პურის ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაქმნის საიდუმლო წესი.

საკურთხი - შესაწირი მიცვალებულის სახელზე; საკურთხად ამზადებენ კოლიოს, პურს, ღვინოს, ზეთს და სხვ.

სალოსი - ღვთისათვის, ქრისტესათვის სულელი, ღვთის გლახა, ქადაგებენ სიმართლისათვის, ამხელენ საზოგადოების მანკიერ მხარეს, ზოგიერთი დაჯილდოვებულია წინასწარმეტყველების მადლით, მათ შორის ბევრია წმინდანად შერაცხილი.

სამება - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით ღმერთი ერთია თავისი არსებით, „სამგვაროვანია“ (სამპიროვანია) - მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. სამების წევრები თანასწორნი არიან. სამების დოგმატი შემუშავდა ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე (325 წ.) და კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე (381 წ.).

სამებისა - „კანონის“ ყოველი გალობის ბოლოს წინა მუხლი, რომელშიც უგალობენ მამას, ძეს და სულიწმინდას. მუხლის წინ ითქმის „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.

სამი საღვთისმეტყველო სათნოება - 1. სარწმუნოება; 2. სასოება; 3. სიყვარული.

სამირონე - ჭურჭელი წმ. მირონისათვის, რომელიც დაბრძანებულია ტრაპეზზე.

სამკარედი - იხ. ტრიპტიქი.

სამკვეთლო - საკურთხევლის ჩრდილოეთის კედელზე მიდგმული, ფარჩებით შემოსილი მაგიდა; მასზე სრულდება კვეთა, ანუ პურისა და ღვინის შემზადება ზიარებისათვის. მასზე ასვენია წმ. ჭურჭელი და სხვა საგნები, რომლებიც საჭიროა ზიარების შესრულების დროს, ესენია: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, ლახვარი, კოვზი და ღრუბელი. სიმბოლურად აღნიშნავს გოლგოთას.

სამკლავეები - სამღვდლო შესამოსელი, რომელიც გამოიყენება სტიქარის სახელოების მაჯებთან დასამაგრებლად. სიმბოლურად აღნიშნავს სარტყლებს, რომლითაც შებოჭეს მაცხოვარი მისი გასამართლების დროს.

სამოთხე - ნეტართა მარადიული სასუფეველი გარდაცვალების შემდეგ. სამოთხეში მოხვედრა ღვთის წყალობაა, მათთვის ვინც ერთგულად, უმწიკვლოდ და ღვთის მცნებების დაცვით გაატარა მიწიერი ცხოვრება.

სამოციქულო - საეკლესიო წიგნი, რომელშიც შესულია საქმე მოციქულთა, პავლეს 14 ეპისტოლე და 7 კათოლიკე ეპისტოლე. ამ წიგნს კითხულობენ ყოველ წირვაზე.

სამოძრვრებო წიგნები - ქრისტიანების მიერ მიღებული მოსეს და დავითის დროს ექვსი ბიბლიური წიგნი - მიღებულია, როგორც კანონიკური: იობის, იგავთა, ეკლესიასტე, ქება, იერემიას გოდება, ფსალმუნი (დავითნი).

სამრეკლო - შენობა ტაძრის ტერიტორიაზე ზარებისათვის, რომელსაც კოშკის ფორმა აქვს.

სამღვდელმთავრო არწივი - სამღველმთავრო წირვის ატრიბუტი, ძირს დასაფენი ოვალური ან მრგვალი ფორმის ნაჭერი, რომელზეც გამოსახულია არწივი და ქალაქი. ქალაქი განასახიერებს საეპისკოპოსოს, რომელსაც მართავს მღვდელმთვარი, ხოლო არწივი წმინდა და მართალ ღვთისმეტყველებას. წირვის დროს ეპისკოპოსი დგას ამ ქსოვილზე.

სამშვინველი - უტყვი სული; წმ. მამათა სწავლებით, ადამიანის არსი სამი ნაწილისაგან შედგება: სული, სამშვინველი და სხეული. სამშვინველი სხეულისაგან სუბსტანციურად (ბუნებით) განსხვავდება, ხოლო სული და სამშვინველი ერთმანეთისაგან განსხვავდება ფუნქციურად, ე.ი. თავისი მოქმედებით. მშვინვიერი ძალები ესაა ინტელექტი, ჩვენი გონება, რომლის მეშვეობითაც ლოგიკურად ვაზროვნებთ.

სამწმიდაო - წმიდა სამების საგალობელი: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ“.

სანაწილე - ვერცხლის ან სხვა რომელიმე ლითონის ყუთი, რომელშიც ინახება წმ. ნაწილები; ამ ნაწილებით მღვდელი სხვადასხვა შემთხვევის დროს აზიარებს მომაკვდავს, ავადმყოფს. ამ ნაწილებს მღვდელი ამზადებს დიდ ხუთშაბათს და მთელი წლის მანძილზე იყენებს. სანაწილე წმ. ნაწილებით დაბრძანებულია ტრაპეზზე.

სანთელი - შესაწირავი; როგორც სანთელი ანათებს, ასევე ჩვენი სულიცა და გულიც ანთებული იყოს ღვთის წინაშე ლოცვით, ერთგულებითა და სიყვარულით (იხ. ცვილი).

სანოტე წიგნები - გალობისთვის განკუთვნილი საღვთისმსახურო წიგნები. სანოტე წიგნებს საფუძველი ჩაუყარა იოანე დამასკელმა (675-753), რომელმაც შემოიტანა ახალი საგალობლები, დაალაგა ისინი ნოტებზე, რომელთა მაგივრობას თავდაპირველად ანბანი ასრულებდა.

საპატრიარქო - პატრიარქის საგამგებლო.

სარტყელი - სამღვდელმთავრო და მღვდლის შესამოსელი, მოგრძო წვრილი ბაფთით, რომელიც იცმევა სტიქარის ზემოდან. სიმბოლურად ორი მნიშნველობა აქვს: 1) ნიშნავს ღვთისმსახურებისათვის მზადყოფნას და ამისთვის საჭირო ძალას; 2) აღნიშნავს იმ პირსახოცს, რომელიც გარშემოირტყა მაცხოვარმა, როდესაც მან ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს.

სასულიერო აკადემია - უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, ამზადებს მღვდელმთავრებს და ღვთისმეტყველებს.

სასულიერო სემინარია - ეკლესიის საშუალო სასწავლებელი, ამზადებს მღვდლებს.

სასძლო - სძლად ქრისტესა, ითქმის უბიწონი სულნი ქალწულთანი.

სატრაპეზო - ქრისტიანული მონასტრის ერთ-ერთი ნაგებობა, შეიცავს საერთო ტრაპეზისათვის გამიზნულ დარბაზებსა და სამლოცველოს, აგრეთვე დამხმარე სათავსოებს.

საფარველი ღვთისმშობლისა - მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. გადმოცემის თანახმად, 910 წ. ბერძნებსა და არაბებს შორის გამართული ბრძოლისას ბერძნებს ძლიერ გაუჭირდათ; დარაჯად მდგარ წმინდა ანდრია სალოსსა და მის მოწაფეს, ეპიფანეს მწუხრში გამოეცხადათ ღვთისმშობელი, რომელმაც ლოცვა-კურთხევით გადააფარა ქრისტიანებს წმინდა საფარველი, თან ძლევა და მშვიდობა უსურვა. გამხნევებულმა ბერძნებმა მტერი უკუაქციეს. ამ სასწაულით გამოიხატება, რომ ღვთისმშობელი ადამიანთა მფარველია. საფარველი (ომოფორი) იქცა ამ მფარველობის სიმბოლოდ. დღესასწაული აღინიშნება 1(14) ოქტომბერს (რუსეთში - „პოკროვ“).

საქორწილე ბეჭედი - ჯვრისწერის ატრიბუტი, რომლის დროსაც ორი ბეჭედი იდება ტრაპეზზე განსაწმენდად. სიძე-პატარძალს შორის ბერჭდების გაცვლა უჩვენებს მეუღლეთა შორის უფლებათა გაცვლას. ბეჭდის წრიული ფორმა აღნიშნავს მარადიულ ერთობას.

საქორწინე გვირგვინი - ქორწინების რიტუალის აუცილებელი კუთვნილება; სიმბოლურად აღნიშნავს გამარჯვებულის გვირგვინს, ქრისტიანის გამარჯვებას ვნებებზე (იხ. გვირგვინი).

საქორწინე სანთელი - გამოიყენება ჯვრისწერის დროს, რომელსაც ძველად ახლად დაქორწინებულებს სასთუმალთან უდგამდნენ. სანთელი ახლად დაქორწინებულების სიყვარულისა და მათი ცხოვრების სიწმინდის სიმბოლოა.

საყდარი - საეპისკოპოსო ტაძარი; მასში უხილავად სუფევს იესო ქრისტე, როგორც მეფე და აქედან წარმოდგება მთელი ტაძრის სახელწოდებაც.

საყოველთაო ლოცვანი - იხ. ყოველდღიური ლოცვები.

საცეცხლური - საკმევლის ჭურჭელი.

საძვალე - საგანგებო სათავსი, ტაძრებისა და ეკლესიების იატაკქვეშ ან ცალკე მათთან ახლოს, სადაც კრძალავენ ეკლესიის მსახურთ, აგრეთვე, სამეფო გვარის წარმომადგენლებს.

საძმო - ბერთა ერთობლიობა.

საწინასწარმეტყველო - ღვთისმსახურების წიგნი, ღვთისმსახურების დროს საკითხავი წინასწარმეტყველება.

სახარება (ბერძ. ევანგელიე - ხარება, სასიხარულო ამბის უწყება) - ღვთის მიერ მოცემული და წმინდა მოციქულთა საშუალებით დაწერილი წიგნთა კრებული, სადაც ღვთის მიერი გამოცხადება ზუსტად და შეუცვლელად არის შენახული. ის შედგება ოთხი წიგნისაგან, რომლებიც შეიცავს ხარების, ქრისტეს შობის, ცხოვრების, ვნებებისა და აღდგომის ამბებს. არსებობს ოთხი კანონიკური სახარება - მათესაგან, მარკოზისაგან, ლუკასაგან და იოანესაგან. ოთხივეს ეწოდება ოთხთავი. სახარება შედგენილია I-II სს. მიჯნაზე.

სახარება საცისკრო - სახარება, რომელიც იკითხება ცისკარზე, სადაც მოთხრობილია იესო ქრისტეს აღდგომის ამბავი. წაკითხვის შემდეგ სახარებას გამოასვენებენ შუა ტაძარში, სადაც მორწმუნენი ეამბორებიან. ეს მოქმედება მოგვაგონებს მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის გამოცხადებას.

სეკულარიზაცია (ლათ. - საერო) – 1) საეკლესიო და სამონასტრო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად; 2) რისამე გადასვლა საეკლესიო სასულიერო გამგებლობიდან, საერო-სამოქალაქოში.

სენაკი - ცალკე ოთახი ბერის, მონაზვნის, განდეგილისათვის; „მცირე სახლაკი“.

სერაფიმები (ცეცხლოვანი, ღვთისადმი სიყვარულით ალმოდებული) - ერთ-ერთი წოდება ზეციური იერარქიიდან. ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი (ეს. 11, 26) არსებები. სერაფიმები გარშემორტყმულები არიან უფალს, ისინი ორი ფრთით იფარავენ სახეს, როგორც უღირსნი უფლის ცქერისა, ორით იფარავენ ფეხებს, რომ მათ არ უცქიროს ღმერთმა და ორით დაფრინავენ, რათა შეასრულონ მეუფის ყველა განკარგულება, თან განუწყვეტლივ გალობენ და ადიდებენ ღმერთს. ისინი ყველაზე უმაღლესი სულიერი არსებანი არიან და იერარქიაში პირველ ადგილს იკავებენ.

სეფისკვერი (პროსფორა) - ზიარებისათვის განკუთვნილი ლიტურგიული პური. იგი უნდა იყოს ხორბლის ფქვილისაგან და აუცილებლად გაფუებული. მას აქვს ორად გაყოფილი ფორმა, ქრისტეს ორი ბუნების აღსანიშნავად, ზემოდან აქვს ბეჭედი ჯვრის ან ღვთისმშობლის გამოსახულებით. მღვდელი საზიარებლად იყენებს სეფისკვერის შუაგულს, რომელსაც აწერია ქართულად „იესო ქრისტე ნიკე“ (იესო ქრისტე ძლევა), როცა მღვდელი ამ ნაწილს ამოიღებს და ფეშხუმზე დაასვენებს, მას უკვე ტარიგი ეწოდება (იხ. ტარიგი). სეფისკვერიდან ასევე ამოიღება ნაწილები ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, წმინდანთა, პატრიარქის, სამღვდელოთა, ცოცხალთა და მიცვალებულთა სულების სახელზე. წირვის შემდეგ დარჩენილი სეფისკვერი ურიგდება მორწმუნეებს (იხ. ევლოგია).

სიკვდილი - ორგვარია: სხეულებრივი და სულიერი; სხეულებრივი სიკვდილი მდგომარეობს იმაში, რომ სხეული კარგავს სულს, რომელიც აცოცხლებს მას, ხოლო სულიერი - როდესაც სულს ერთმევა ღვთის მადლი, რომელიც აცოცხლებდა მას. სული არ კვდება როგორც სხეული - ცოდვებისაგან დამძიმებული კარგავს სულიერ სიმშვიდეს, სიხარულს და ნეტარებას, რჩება სიბნელეში, მწუხარებაში და ტანჯვაში.

სიმბოლო (ნიშანი) - საგანი, მოქმედება და სხვა, რომელიც რაიმე მცნების იდეის პირობით ნიშანს წარმოადგენს.

სიმბოლო „სარწმუნოებისა“ - მართლმადიდებლური დოგმატების გადმოცემა; აღიარებს სამებას: მამა ღმერთს - სამყაროს შემქმნელს, ძე ღმერთს - კაცთათვის ჯვარცმულს და სულიწმიდას - მამისაგან გამომავალს.

სიმონია - საეკლესიო თანამდებობების ყიდვა-გაყიდვა.

სინანული - იხ. აღსარება.

სინას მთა - ქართული ღვთისმსახურების კერა საზღვარგარეთ, მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, სინას ნახევარკუნძულის სამხრეთით. დაარსებულია მე-4 საუკუნეში; აქ მოღვაწეობდნენ: იოანე მინჩხი, იოანე ზოსიმე, იოანე კუმურდოელი და სხვ.

სინოდი (ბერძ. - კრება) - უმაღლესი საეკლესიო წოდების სათათბირო.

სიძე - სულის სიხარული - ქრისტე.

სიძვა - უცოლო კაცის ან გაუთხოვარი ქალის მიერ ჩადენილი სქესობრივი აქტი.

სიწმინდე - ყოველგვარი ცოდვისაგან და ვნებისაგან თავისუფლება.

სკიტი - განმარტოებული, ბერთა მყუდრო სავანე. სკიტის წესდება საერთო სამონასტრო წესდებისაგან განსხვავდება განსაკუთრებული სიმკაცრით.

სკრიპტორიუმი - ძველად მონასტერში გამოყოფილი ცალკე ოთახი ხელნაწერთა დასამზადებლად და გადასაწერად.

სკუფია - წვეტიანი, რბილი ქუდი, რომელსაც ატარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურნი; ეძლევა მღვდლებს ჯილდოს სახით.

სმირნა - ძვირფასი ნელსაცხებელი, რომელიც მარიამ მაგდალინელმა მაცხოვარს ფეხებზე სცხო.

სტავროპიგია (ბერძ. ჯვრის აღმართვა) - ეკლესია-მონასტრები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ადგილობრივი ეპისკოპოსის მმართველობას და ემორჩილებიან უშუალოდ პატრიარქს; სხვა მონასტრებისაგან და ეკლესიებისაგან გამოსარჩევად საკურთხევლის ან ტაძრის კარიბჭის წინ აღმართულია ჯვარი.

სტიქარი - სამღვდელოთა შესამოსელი, გრძელი, ფართესახელოებიანი პერანგი, თეთრი ფერის - ნიშნად სიწმინდისა.

სტიქრონი - რამდენიმე სტროფიანი საგალობელი, რომელიც ცისკრად და მწუხრზე იგალობება ფსალმუნისა და სხვა ბიბლიური ტექსტების შემდეგ.

სტიქაროსანი - იხ. მნათე.

სტიხოლოგია - დავითნის რომელიმე კანონის კითხვა.

სტოა - ტაძრის დასავლეთი ნაწილი, სადაც დგანან მოუნანიებელი ცოდვილნი და მოსანათლად გამზადებული კათაკმეველნი.

სუდარა - მიცვალებულთა შესახვევი ქსოვილი.

სულთაბრძოლის ლოცვა - ლოცვა, რომელიც იკითხება მღვდლის მიერ, სულთაბრძოლის დროს.

სულთმოფენობა - უდიდესი დღესასწაული, რომელიც აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს (სულიწმიდის გარდამოსვლა მოციქულებზე). ითვლება ეკლესიის დაარსების დღედ.

სული - როდესაც ღმერთმა პირველად მიწისაგან შექმნა ადამიანი - ადამი, მან სიცოცხლის სუნთქვა, სული შთაბერა და ეს არსება გახდა სულიერი და უკვდავი; ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სული აგრძელებს არსებობას (იხ. უკვდავება სულისა).

სულიერ მოწყალებათა შვიდი საქმე - 1) ცოდვილთა მოქცევა; 2) უმეცართა სწავლება; 3) დაბრკოლებულთა განმართვა; 4) მწუხარეთა ნუგეშინისცემა; 5) უსამართლობის მოთმენა; 6) შემცოდეთა პატიება; 7) მოყვასის საცხოვნებლად ღვთისადმი ვედრება.

სულიწმიდა - ერთარსება სამების (მამა, ძე და სულიწმიდა) მესამე იპოსტასი ანუ პირი, რომელიც გამოდის მამა ღმერთისაგან, დამკვიდებულია ძეში და იგზავნება სამყაროში მამისაგან (იოანე 15, 20). სულიწმიდა არის ჭეშმარიტი ღმერთი, აქვს ერთი ბუნება ღმერთთან და გამოდის მისგან უწინარეს ყოველგვარი დროისა; სულიწმიდა თანაბარია მამა ღმერთისა და ძე ღმერთისა, ერთ არსია და თანაბარი.

სულიწმიდის ცხრა ნაყოფი - 1) სიყვარული; 2) სიხარული; 3) სიმშვიდე; 4) სულგრძელება; 5) სიტკბოება; 6) სიკეთე; 7) სარწმუნოება; 8) მყუდროება; 9) მოთმინება.

სულიწმიდის შვიდი ნიჭი - 1) შიში ღვთისა; 2) ღვთისმსახურება; 3) აღსარება; 4) ზრახვა; 5) მეცნიერება; 6) გულისხმიერება; 7) სიბრძნე.

სქემა (ბერძ. მონაზვნის ტანსაცმელი, სიტყვასიტყვით - გარეგნული სახე, ფორმა) - ბერ-მონაზვნის უმაღლესი ასკეტური ხარისხი მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამ ხარისხის მონაზვნები გამოირჩეოდნენ მკაცრი ასკეტიზმით. მონაზონთა დადებული აღთქმის მიხედვით არსებობდა დიდი და მცირე სქემა. შუა საუკუნეებში საქართველოში მონაზვნები ეწეოდნენ „დაყუდებით“ ცხოვრებას. ძველ ქართულ კანონიკურ ძეგლებში გვხვდება მონაზონთა „სქემით კურთხევის“ განწესებანი, რომელიც განსხვავებულია ჩვეულებრივი მონაზვნის კურთხევის წესისაგან.

სქემონაზონი - განსაკუთრებული ასკეტიზმით მცხოვრები, სქემაშემოსილი ბერ-მონაზონი.

სქიზმა - 1) მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიაში განხეთქილება; 2) ერთიანი ეკლესიისაგან რაიმე ნაწილის გამოყოფა.

სძლად - იწოდება ეკლესია.

სძლისპირი - საეკლესიო კანონის თითოეული გალობის I მუხლი (II და III მუხლები ტროპარებია) სამებისა, ღვთისმშობლისა. სრულდება დღესასწაულებზე, მწუხრის ლოცვაზე, სახარების კითხვის შემდეგ.

სხუანი - ცხრა გალობიანი საგალობელი, რომელიც მოსდევს ამავე დღესასწაულისადმი მიძღვნილ პირველ ცხრაგალობიან საგალობელს; „სხუანი“ შეიძლება იყოს ერთზე მეტი.

სჯულის კანონი - საეკლესიო კანონების კრებული, რომელიც აერთიანებს მსოფლიო საეკლესიო კრებების, გამორჩეული ადგილობრივი საეკლესიო კრებების, გამორჩეული ადგილობრივი საეკლესიო კრებების ეპისტოლეებიდან გამოკრებილ საეკლესიო კანონმდებლობას.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#24 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ტ -


ტაბუკი ან ტაკუკი - მომცრო ღვინის ჭურჭელი.

ტალანტი (ნიჭი) – 1) სახარების მიხედვით ნიშნავს გონებას, სწავლას, სიმდიდრეს, კეთილშობილებას, თანამდებობას ანუ პატივს ე.ი. ყოველივე იმას, რასაც ღმერთი ადამიანს აძლევს ე.ი. 2) ძვ. ბერძნული წონითი და ფულადი საანგარიშო ერთეული.

ტარიგი (კრავი) - ოთხკუთხა ფორმის ნაწილი, რომელიც ამოიღება სეფისკვერის კვეთის დროს. ტარიგი ამოიღება დიდი სეფისკვერიდან, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი. ყველა ლიტურგიისათვის მზადდება მხოლოდ ერთი ტარიგი. იგი მოგვაგონებს იესო ქრისტეს, რომელმაც თავისი სისხლით დაიხსნა ადამიანი სულიერი სიკვდილისაგან. ლიტურგიის დროს, ტარიგი გარდაიქმნება მაცხოვრის სხეულად. ფეშხუმზე დასვენებულ ტარიგს მღვდელი ჯვარედინად გაჭრის ისე, რომ ერთი მეორეს არ დასცილდეს, იმის მოსახსენებლად, რომ იესო ქრისტე დაიკლა ჩვენი ცოდვებისათვის.

ტარტაროზი (ძვ. ბერძ. - ქვესკნელის უბნელესი ნაწილი, შავეთი, ცოდვილთა დასასჯელი ადგიილ) - ქრისტიანულ წყაროებში: ჯოჯოხეთი, ეშმაკი.

ტაძარი - უფლის სახლი, საყდარი, სადაც სუფევს ღმერთი და ლოცულობს მორწმუნე. ტაძარი შედგება ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილი დიდი თუ მცირე შენობისაგან, რომლის ყოველ ნაწილს თავისი დანიშნულება აქვს. დიდი ყურადღება ექცევა მის ფორმას, გაფორმებას, შემკულობასა და მოხატვას. აქ იკრიბება მორწმუნე ერი, სრულდება 7 საიდუმლო და სხვა წესები. ტაძარს აქვს ძირითადად სამი ფორმა: მრგვალი (როტონდა), ჯვარედინი (ჯვარ-გუმბათოვანი), მოგრძო-ნავისებური (ბაზილიკა).

ტაძრად მიყვანება ღვთისმშობლისა - თორმეტთაგანი ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, ზეიმობენ 21 ნოემბერს (4 დეკემბერი). მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს აღნიშნავს მნიშვნელოვან მოვლენას, როცა მშობლებმა მარიამი ტაძარში მიიყვანეს აღსაზრდელად (სამი წლის); ეკლესია ამით აძლევა მაგალთს ყველა მშობელს თუ როგორ უნდა აღზარდოს პირმშო ადრევე ღვთის მოშიშად.

ტახტი - სავარძელი საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრისათვის.

ტიპიკონი - ღვთისმსახურების გარკვეული და სავალდებულო წესის შემცველი ლიტურგიკული წიგნი; ცნობილია ორი სახის წესი: ტიპიკონი სამრევლო და სამონასტრო. საქართველოში მოქმედებდა ორნაირი სამრევლო წესი: იერუსალიმის ანუ ქრისტეს საფლავისა და კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიოს ტაძრის, ანუ დიდი ეკლესიისა. სამონასტრო წესებიდან აღსანიშნავია სამი: საბა წმიდისა (პალესტინაში), სტულიტეს მონასტრისა (კონსტანტინოპოლი) და ათანასე დიდის ლავრისა (ათონის მთაზე); ტიპიკონი მღვდელთმსახურთა წიგნისა, რომელიც შეიცავს ღვთისმსახურების შესრულების წესებსა და მითითებებს, უძრავ და მოძრავ დღესასწაულთა განლაგების შესახებ, ამას ემატება დისციპლინური წესები მონაზონთათვის და სხვა.

ტრაპეზი (ბერძ. - მაგიდა) - ქრისტიანული ეკლესიის საკურთხეველში მდგარი ფარჩებით შემოდილი მაგიდა, რომელზეც სრულდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი. ზოგჯერ ტრაპეზი იხმარება მთელი საკურთხევლის მნიშვნელობითაც, რომელსაც ასევე საყდარსაც უწოდებენ. ტრაპეზი ნაკურთხია და მირონცხებული. მასზე აუცილებლად ასვენია ჯვარი, ილიტონში გახვეული ოდიკი, სახარება და სანაწილე. ამათ გარდა, ტრაპეზზე უნდა ესვენოს სამირონე წმ. მირონით. ტრაპეზი დგას ერთ ან ოთც ბოძზე, ან კიდევ კიდობანზე. ერთი ბოძი აღნიშნავს ლერწმით გვემულ მაცხოვარს და იმ ლერწმის კვერთხს, რომლითაც ქრისტემ შემუსრა გველის (ბოროტის) თავი. ოთხი ბოძი აღნიშნავს ოთხ მახარებელს, მოციქულებს. კიდობანი წარმოადგენს ხის, ქვის, ვერცხლის და სხვა მასალისაგან ერთმანეთთან შეერთებულ კედლებს და მოგვაგონებს მოწამეთა საფლავს, რომელზედაც პირველი ტრაპეზები აღიმართებოდა.

ტრიკირი - სამსანთელა; გამოიყენება მღვდელმთავრის მსახურების დროს. სიმბოლურად აღნიშნავს სამებას.

ტრიპტიქი - სამად მოსაკეცი ხატი (ქართული სინონიმია - სამკარედი).

ტროპარი - ბიზანტიურ ღვთისმსახურებაში მოკლე საგალობლები, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდათ. იგი შეესატყვისება ქართულ ღვთისმსახურებაში ხმარებულ „დასდებელს“. ტერმინი ტროპარი ქართულში მე-18 საუკუნემდე არ გვხვდება. იგი, როგორც ჩანს, გვიან დამკვიდრდა რუსული საღვთისმსახურო წიგნების გავლენით. ტროპარი წმინდანთა სახელობის ლოცვაა (კონდაკთან ერთად), ამა თუ იმ წმინდანის მეოხების თხოვნით, აგრეთვე, კანონის ზოგიერთი მუხლი, სტრიქონი.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#25 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- უ -


„უგალობდითსა“ - საეკლესიო საგალობლის კანონის I გალობა, რომლის სახელწოდება აღებულია ბიბლიის „მოსეს გალობის“ დასაწყისი სიტყვების მიხედვით: „უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“ (გამოსვლათა 6, 19).

უდაბნო - 1) უკაცრიელი ადგილი; 2) მონასტერი, სკიტი.

უკვდავება სულისა - მთელი ახალი აღთქმა სულის უკვდავების სწავლებითაა განმსჭვალული. ქრისტიანობა იმ აზრზეა დაფუძნებული, რომ ჩვენ ღმერთი სიცოცხლის ღმერთია. ცოდვასთან ბრძოლაში მაცხოვარი სიმტკიცეს იმ რწმენით გვმატებს, რომ ხორცის წარმწყმედელს სულის მოკვლა არ შეუძლია (მათე 10, 28), მდიდრისა და ლაზარეს იგავით კი უჩვენებს, რომ გარდაცვალების შემდეგ მართალი ლაზარეს სული ნეტარებას განიცდის, ხოლო მდიდრის სული ცოცხალია, მაგრამ ტანჯვით დამძიმებული (ლუკა 16, 19-31); სული დამოუკიდებელი არსებაა, რომელიც არსებობის საიდუმლოს თავისივე თავში ატარებს. იგი ნივთიერი ბუნების ძალებზე და მატერიებზე აღმატებულია და მაშინ როცა მის ორგვლივ ყოველივე იცვლება, თვითონ უცვლელი რჩება.

უნია - კათოლიკური და ზოგიერთი სქიზმაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანება რომის პაპის მეთაურობით.

უსისხლო მსხვერპლი - ევქარისტიის საიდუმლო. იხ. ევქარისტია.

უსუპი - ნაკურთხი წყლის სასხურებელი, საპკურებელი.

უტევანი - მანძილის ერთეული, უდრის 125 ნაბიჯს.

უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში - იხ. ბზობა.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#26 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ფ -


ფანატიზმი - ავადმყოფური მისწრაფება ცხოვრებაში იმ დაუმტკიცებელი იდეების გატარებისა, რომელსაც ფანატიკოსი თვლის აბსოლუტურად სწორად. ყველაფერი, რაც ფანატიკოსის დოგმატებს არ ეთანხმება, მისთვის წარმოადგენს დანაშაულს, რომლის აღმოსაფხვრელადაც ის არ მოერიდება არანაირ ქმედებას. მართლმადიდებელი სარწმუნოება, სადაც ადამიანი რწმენას მთელი თავისი ნებითა და შეგნებით ეზიარება, გმობს ფანატიზმის ყოველგვარ გამოვლენას.

ფარღალიტი - ტაძრის დარაჯი.

ფერიცვალება - (ლუკა 9, 28-36, მარკ. 9, 2-12) მოციქულებთან სასუფეველზე საუბრის შემდეგ, იესომ თავისი მოწაფეებიდან აირჩია პეტრე, იაკობი, იოანე და წაიყვანა ისინი სალოცავად. ლოცვის დროს მოხდა ქრისტეს სასწაულებრივი ფერიცვალება, მოწაფეების წინაშე.

ფეშხუმი - დაბალფეხიანი თეფში, რომელიც იხმარება ღვთისმსახურების დროს ბარძიმთან ერთად. ფეშხუმზე აწყობენ ტარიგს - ნაკვეთ სეფისკვერს. ფეშხუმს ძვირფასი ლითონისაგან აკეთებენ, იგი სიმბოლურად აღნიშნავს ბაგას, სადაც ღვთისმშობელმა მაცხოვარი მიიწვია შობის შემდეგ და მაცხოვრის საფლავს.

ფეხთბანვა - წესი, დამყარებული სახარების ეპიზოდზე, როცა ქრისტემ თავის მოციქულებს ფეხი დაბანა. აღესრულება დიდ ხუთშაბათს, რომლის დროსაც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი ბანს ფეხებს მასზე იერარქიულად დაბლა მდგომ მღვდელმსახურებს.

ფილიოკვეს დოგმატი - რომაულ კათოლიციზმში დოგმატი სულწმიდის გამომავლობის შესახებ. ამტკიცებენ, რომ სულიწმინდა ძე ღმერთისგანაც გამოდის.

ფილონი - მღვდლის ზემოდან, მკერდს დაბლა ჩამოსაცმელი სამოსი, რომელსაც არა აქვს არც სახელოები და არც წინა კალთა სიმბოლურად აღნიშნავს ანგელოზთა ფრთებს.

ფრესკა - ეკლესიაში, ტაძარში კედლის მოხატულობა.

ფსალმუნი - დავითნი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შეტანილ გარკვეულ საგალობლებსაც. ფსალმუნის ავტორია დავით მეფე-წინასწარმეტყველი.

ფსკვნილი - თოკისაგან მოქსოვილი კრიალოსანი, რომელზედაც კვანძები (ფსკვნილები) შესრულებული ლოცვის ან მეტანიის რაოდენობას აღნიშნავს (იხ. კრიალოსანი).
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#27 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ქ -


ქადაგება (ბერძ. - ჰომილია) - სამღვდელო პირის მიერ წარმოთქმული მოძღვრება. უძველესი დროიდან დღემდე ქადაგება წარმოადგენდა სარწმუნოების შეცნობის ძირითად საშუალებას. სახარების გავრცელების პირველივე პერიოდიდან ქადაგებს ითვლება წმიდა საქმედ. იგი გახდა აუცილებელი ყველა ღვთისმსახურისა და მოძღვრისათვის, რომლებიც მსახურობენ ეკლესიასა და მონასტრებში. გარკვეული პირის (მოწამის, მოღვაწის) მისამართით წარმოთქმულ ქადაგებას „შესხმა“ ეწოდება.

ქიროტონია - ხელდასხმა: ეპისკოპოსად, მღვდლად, დიაკვნად კურთხევის დროს.

ქორეპისკოპოსი (ბერძ. - მეთვალყურე, ზედამხედველი) - საეკლესიო ადმინისტრაციაში ქალაქის ეპისკოპოსის ხელქვეითი თანამდებობა. საქართველოში პატრიარქის თანაშემწე, აგრეთვე მთავარეპისკოპოსის თანაშემწე. უმრევლო ეპისკოპოსი.

ქორონიკონი - VI საუკუნეში ქრისტიანულ სამყაროში შემოღებული წელთაღრიცხვა. მისი ყოველი ციკლი („მოქცევა“) შეიცავს 532 წელს, რომელიც მზის (28 წ.) და მთვარის (19 წ.) ნამრავლითაა მიღებული. ყოველ ახალ მოქცევაში მეორდება მთვარის ასაკი, თვისა და კვირის თანმიმდევრობა. წელთაღრიცხვის ქორონიკონის სისტემით სარგებლობის მიზანი პასექის მოძრავი დღესასწაულის წინასწარი გამოთვლაა და, ამდენად, მასში წლის დასაწყისად მარტია მიღებული. ქორონიკონი საქართველოში პირველად VIII ს. 80-იან წლებში გამოიყენეს. მისი მე-13 მოქცევის საწყისი თარიღი 781 წელია.

ქორწინება - ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი; ასრულებს მღვდელი ან ეპისკოპოსი. შედგება ორი ნაწილისაგან: დაწინდვა-დანიშვნისა (შესაუღლებელ პირთა შორის ბეჭდების გაცვლა. ბეჭედი, როგორც წრე, მარადისობას გამოხატავს, მეუღლეთა თითებზე კი მათ მარადიულ ურთიერთობას ნიშნავს) და გვირგვინის კურთხევისაგან (თავზე გვირგვინის დადგმა გამოხატავს ვნებების დათრგუნვას, ჯილდოს იმისათვის, რომ მათ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად იცხოვრეს); ქორწინების საიდუმლოს დროს კითხულობენ ლიტურგიკულ ტექსტებს ფსალმუნთა წიგნიდან, სახარებიდან და სხვ. წარმოთქვამენ სპეციალურ ლოცვებს ან სავედრებლებს. ქორწინების საიდუმლოთი შეკრულ ცოლ-ქმრულ კავშირს განიხილავენ როგორც ქრისტეს სულიერ კავშირს ეკლესიასთან (ქრისტე - სიძე, ეკლესია - რძალი). მართლმადიდებელი ეკლესია რჯულიერ ქორწინებას ძალიან ძნელად აუქმებს (მაგ.: ცოლ-ქმრისაგან, რომელიმეს ღალატის შემთხვევაში და სხვ.).

ქრისტე იესო - ქრისტე ბერძნულად ნიშნავს ცხებულს, ებრაულად - მესიას. უფალი იესო ქრისტე მოევლინა ქვეყანას, რათა თავი შეეწირა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად - „არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა“ (ებრ. 9, 12); „წმიდა ღვთისმშობლის მარიამის ძე, არის აღთქმული მესია, იგი მოევლინა ქვეყანას, წინასწარმეტყველების მიერ ნათქვამ დროს“ (დაბ. 19, 10) 25 დეკემბერს, ბეთლემში; ძველ აღთქმაში მრავალი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ის ნამდვილად აღთქმული მესია იყო. იესო ქრისტე არის თვითმყოფადი, მარადიული, ყველგანმყოფი და უცვლელი. იესო ქრისტე მეორე პირია წმიდა სამებისა, რომლის წინაშეც, ისევე როგორც მამისა და სულიწმიდისა, ქედს იხრის და ემორჩილება ყოველი არსება ცასა და მიწაზე. ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე არის აგრეთვე ჭეშმარიტი ადამიანიც, რომელიც სულიწმიდისა და ქალწულ მარიამის საშუალებით განკაცდა. განკაცდა - ნიშნავს, რომ ძე ღვთისამ მიიღო ხორციელი სახე ადამიანისა, ყველა მისი თვისება, გარდა ცოდვისა. „უცილობლად დიდია ღვთისმშობლის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგებ იქნა წარმართებში, მიღებულ იქნა წუთისოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში“ (1 ტიმოთე 3, 16); წმ. მოციქული პავლე გვამცნობს: „ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმრთისა და კაცთა შორის შუამავალი კაცი - იესო ქრისტე“. ამგვარად, მასში გაერთიანებულია და განუყოფლად იმიყოფება ორი თვისება - ღვთაებრივი და ადამიანური, მაგრამ ამავე დროს, ის არის ერთი სახე - ღმერთკაცი. როგორც პირველი მღვდელმთავარი და შუამავალი, იესო ქრისტე გახდა ყველა ჩვენგანის ცოდვების მიმტევებელი (გამომსყიდველი). „რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი, და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელ სიცოცხლეს მონობაში იყო“ (ებრ. 2, 14-15). მისი უკვდავების ნათელი მაგალითია მისი ჯვარცმა, მკვდრეთით აღდგომა და ამაღლება. ქრისტეს ღვთაებრივ ძალაზე მეტყველებს მის მიერ ჩადენილი უამრავი დიდი სასწაული, რომელიც უხვადაა გადმოცემული წმ. სახარებაში; უზომოა უფლის სიყვარული ადამიანებისადმი, ყველა გაჭირვებულისა და სნეულისადმი. წმ. სახარებიდან ვგებულობთ, რომ მისი სწავლება ვრცელდება არა მარტო ერთ ერზე, არმედ დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანზე. მან მისცა კაცობრიობას ჭეშმარიტება, ასწავლა ღმერთთან მიმავალი გზა, მისცა მცნებები, რომელთა საშუალებითაც ყველა ადამიანს შეუძლია უკვდავჰყოს თავისი სული და მოხვდეს სასუფეველში.

ქრისტეშობა - იხ. შობა უფლისა იესო ქრისტესი.

ქრისტიანული დღესასწაულები - 12 უდიდესი დღესასწაული. მოძრავი: 1) ბზობა, ანუ დიდებით შესვლა იერუსალიმში იესო ქრისტესი; 2) ამაღლება იესო ქრისტესი; 3) სულთმოფენობა; უძრავი: 4) ნათლისღება, ანუ განცხადება უფლისა - 6(19) იანვარი; 5) მირქმა (მიგებება ყრმისა) – 2(15) თებერვალი; 6) ხარება - 25 მარტი (7 აპრილი); 7) ფერიცვალება - 6(19) აგვისტო; 8) მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა - 15(28) აგვისტო; 9) შობა ღვთისმშობლისა - 8(21) სექტემბერი; 10) ჯვართამაღლება (მსოფლიო ამაღლება ჯვარისა) – 14(21) სექტემბერი; 11) ტაძრად მიყვანება მარიამისა - 21 ნოემბერი (4 დეკემბერი); 12) ხორციელად შობა უფლისა იესო ქრისტესი - 25 დეკემბერი (7 იანვარი). დიდი საეკლესიო დღესასწაულებია: 1) წინადაცვეთა უფლისა - 1(14) იანვარი; 2) იოანე ნათლისმცემლის შობა - 24 ივნისი (7 ივლისი); 3) პეტრე-პავლობა, მოციქულთა დღესასწაული - 29 ივნისი (12 ივლისი); 4) იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა - 29 აგვისტო (11 სექტემბერი); 5) მცხეთობა (სვეტიცხოვლობა), საფარველი ღვთისმშობლისა - 1(14) ოქტომბერი.

ქტიტორი (ბერძ. - დამფუძნებელი, შემქმნელი) - პიროვნება, რომლის ხარჯითაც შენდება ან ხელახლა ირთვება ეკლესია. ქტიტორთა ასახვას საეკლესიო მხატვრობაში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#28 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ღ -


„ღამითგანსა“ - საეკლესიო საგალობლის (კანონის) მე-5 გალობა, რომლის სახელწოდება აღებულია ბიბილიური ისაიას გალობის დასაწყისი სიტყვის მიხედვით „ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო“ (ისაია 6, 9).

„ღაღადვყავსა“ - საეკლესიო საგალობლის მე-6 გალობა, რომლის ქართული სახელწოდება აღებულია ბიბლიის იონას გალობის დასაწყისი სიტყვიდან: „ღაღადვყავ ჭირსა შინა“ (იონა 2, 3).

ღვთის გლახა - იხ. სალოსი.

ღვთისმსახურება - წარმოადგენს განწესებულ რიგზე დაწყობილ ლოცვებს და საღვთო მოქმედებებს, რასაც მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს ეკლესიაში ან მის გარეთ. ღვთისმსახურება არის საზოგადო და კერძო.

ღვთისმსახურების წიგნები - საეკლესიო წიგნები, რომელთა მიხედვით ხდება ღვთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში. მთავარი ასეთი წიგნებია: ტიპიკონი, წესდება, კონდაკი, პარაკლიტონი, თვენი (სვინაქსარი), ლოცვანი, კურთხევანი და სხვა.

„ღვთისმშობლისა“ - ყოველი გალობის ბოლო მუხლი (ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი გალობა), რომელსაც წინ უძღვის ფრაზა: „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.

ღვთისმშობლის მიძინება - იხ. მიძინება.

ღრუბელი - გამოიყენება ლიტურღიაზე ბარძიმის განსაწმენდად. სიმბოლურად აღნიშნავს იმ ღრუბელს, რომელიც მხედარმა დაასველა ნაღველნარევ ძმარში და მიაწოდა ჯვარცმულ იესოს დასალევად.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#29 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ყ -


ყველიერი - დიდმარხვის წინა კვირა, დიდმარხვისათვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ხსნილია ყველით (რძის ნაწარმით, კვერცხით).
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#30 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- შ -


შავი სამღვდელოება - ბერ-მონაზვნობაში მყოფი მღვდელი და დიაკონი.

შანდალი - სასანთლე, სანთლების რაოდენობის მიხედვით სხვადსხვა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგ.: ერთსანთლიანი აღნიშნავს იესო ქრისტეს ან იმ წმინდანს, ვის სახელზეც ანთია; ორიანი - იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას; სამიანი - წმიდა სამებას. შანდალი, რომელშიც სანთლები წრიულადაა განლაგებული მარადისობის სიმბოლოა.

შარავანდედი (ნიმბი) – 1) სხივი, შუქი, ბრწყინვალება; 2) სამეფო გვირგვინი მსგავსი სხივთა (საბა); 3) ნათელი, რომელიც თავს ადგია წმინდანებს.

„შედეგი“ (ჟამთა შედეგი) - ლოცვა; იკითხება ჟამნის ბოლოს.

შენდობის კვირა - დიდმარხვის წინა კვირა, როდესაც მორწმუნეები ერთმანეთს შენდობას თხოვენ და მიუტევებენ ურთიერთ შეცოდებებს.

შერაცხვა - მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანების წმინდანად აღიარება.

შერისხვა - იხ. შეჩვენება.

შესამოსელი - სამღვდელო ტანისამოსი. ღვთისმსახურების დროს დიაკვანი იცვამს: სტიქარს, გინგილას და სამკლავებს. მღვდელი: სტიქარს, ოლარს, სამკლავებს, სარტყელს და ფილონს. ეპისკოპოსები: სტიქარს, ბისონს, ოლარს, ომფორს, ენქერს, მიტრას, პანაღიას და მანტიას. დამსახურებული მღვდლები დამატებით: საგვერდეს, სკუფიას ან კუნკულს, ენქერს და მიტრას. სამღვდელოთა ყოველდღიური შესამოსელია ანაფორა.

შესვლა - არსებობს დიდი და მცირე; იგივე გამოსვლა. იხ. გამოსვლა.

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და მათი წამალი - შვიდი სათნოება - 1. ამპარტავნება - სიმდაბლე; 2. ანგარება - მოწყალება; 3. სიძვა - უმანკოება; 4. მრისხანება - სიმდაბლე; 5. ნაყროვანება - მარხულობა; 6. შური - სიყვარული; 7. სასოწარკვეთილება - სასოება.

შვიდი საიდუმლო - იხ. საიდუმლოებანი.

შვიდსანთელა - შვიდლამპრიანი შანდალი, ტრაპეზის წინ აღმოსავლეთით.

შობა უფლისა იესო ქრისტესი - იმ საიდუმლოების შესახებ, რომ ქვეყანაზე უნდა მოვლენილიყო ძე ღვთისა, იცოდა ღვთის რჩეულმა ქალწულმა მარიამმა და იოანე ნათლისმცემლის მშობლებმა, რომელთაც ეს ეცნობათ სულიწმიდის მადლით. ღვთის ანგელოზი გამოეცხადა ქალწულ მარიამის დანიშნულს, საქმროს იოსებს და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამი მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“ (მათე 2, 20-21). ამის შემდეგ იოსები გახდა არა მარტო მარიამის ქალწულობის დამცველი, არამედ მონაწილე ისაიას წინასწარმეტყველებისა, რომლის თანახმად იგი გახდა მომსწრე საიდუმლოსი, ქალწულისაგან ღვთის შობისა. იმ დღეებში კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით მიმდინარეობდა მოსახლეობის აღწერა. ვინაიდან იოსები დავითის მოდგმისა იყო, მას მოუწია დავითის ქალაქში ჩასაწერად ბეთლემში გაემგზავრება. „მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში ადგილი არ იყო მათთვის“ (ლუკა 2, 6-7). იმ მხარეში იყვნენ მწყემსები და დარაჯობდნენ თავიანთ ცხვრებს, როდესაც მათ გამოეცხადათ უფლის ანგელოზი, რომელმაც ახარა მათ იესო ქრისტეს დაბადების ამბავი: და უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდი ლაშქარი, ციდან აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკა 2, 13-14). ამის შემდეგ მწყემსებმა მოინახულეს ყრმა იესო, ხოლო მერე გამოჩნდნენ მოგვები, რომელთაც ამცნეს ხალხს იესო ქრისტეს დაბადება.

შობა ღვთისმშობლისა - ერთ-ერთი 12-დან უდიდესი დღესასწაული, იესო ქრისტეს დედის წმ. ქალწულ მარიამის შობასთან დაკავშირებული. წარმომავლობით მარიამის მამა იოაკიმი იყო დავითის შთამომავალი, დედა კი - არონ მღვდელმთავრის შთამომავალი - ანა. მათი ასულის შობა იყო „სიხარული ყოველისა სოფლისა, რამეთუ მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო“ (ტროპარიდან). დღესასწაული აღინიშნება 8(21) სექტემბერს.

შტახსი - კეთილსურნელება.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#31 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ჩ -


ჩილა - სანთლის გული ბამბის ნართი პატრუქისათვის.

ჩიჩილაკი - ჯოხი (მეტწილად თხილისა) ბურბუშელასნაირი ანათლებით, მორთული ტკბილეულობითა და ხილით (იხმარება საშობაო სამკაულად). სიმბოლურად აღნიშნავს წმ. ბასილი დიდის წვერს.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#32 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ც -


ცელიბატი - ქრისტიან სასულიერო პირთა დაუქორწინებლობა. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდლობის აუცილებელი პირობაა.

ცვილი - ეკლესიის სწავლებით, როგორც ყველაზე სუფთა ნივთიერება - ნიშნავს მორწმუნეთა გულწრფელობას და სიწმინდეს. როგორც ნივთიერება, რომელზეც შეიძლება საგნების აღბეჭდვა, ნიშნავს ჯვრის ბეჭედს ნათლობისას და მირონცხებისას; როგორც რბილი და დრეკადი ნივთიერება აღნიშნავს მორწმუნის მორჩილებას და ცოდვების მონანიებისათვის მზადყოფნას, როგორც ნივთიერება, რომელიც უნდა დაიწვას, ნიშნავს მორწმუნის არსის განწმენდას ღვთიური ცეცხლით, როგორც მრავალი სახის ყვავილისაგან შეკრებილი, აღნიშნავს ყველა ქვეყნის ქრისტიანთა შესაწირს; როგორც კეთილსურნელოვანი ყვავილისაგან შეკრებილი ნიშნავს სულიწმიდის მადლს და, ბოლოს, ნივთიერება, რომელიც იწვის და იძლევა სინათლეს ნიშნავს ჩვენი სიყვარულისა და მშვიდობის სიძლიერეს. ამ თვისებათა გამო ცვილი საუკეთესო შესაწირია ღვთისადმი, მისგან III საუკუნიდან კეთდება სანთლები. ცვილის და ზეთის ქურდობა ისჯებოდა ეკლესიიდან განკვეთით.

ცისკარი (განთიადი) - ღვთისმსახურება, რომელიც სრულდება წირვამდე დილის 6-დან 9-მდე, ან წინა საღამოს, მწუხრის შემდეგ.

ცოდვა - ღვთის ნებისადმი დაუმორჩილებლობა, დანაშაული ღვთის ზნეობრივი კანონის მიმართ. ღვთისაგან მოცემული კანონის დარღვევა ორგვარია: აკეთო პირდაპირ კანონის საწინააღმდეგო ან არ შეასრულო კანონით მოცემული წესები.

ცოდვა მომაკვდინებელი - ცოდვა, რომელიც ადამიანს საუკუნო სიკვდილს და წარწყმედას უქადის: 1) ამპარტავნება; 2) ანგარება; 3) სიძვა; 4) შური; 5) გემოთმოყვარება; 6) მრისხანება; 7) სიზარმაცე.

ცხონება - სულის საუკუნო ნეტარება საიქიოში.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#33 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ძ -


ძალნი - ანგელოზთა მეხუთე დასი. იხ. დასნი ანგელოზთა.

ძლისპირი (ძალი, სიმი, პირველი სიმი) - საგალობლის სტრიქონის პირველი სტროფი, რომელიც უჩვენებს მომდევნო სტროფების რიტმსა და მელოდიას. ქართულ ჰიმნოგრაფიულ ხელნაწერებში ძლისპირების დასაწყისებია მითითებული.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#34 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- წ -


წანდილი - იხ. კოლიო.

წარგზავნა - დღესასწაულის წარგზავნა. ნიშნავს რომელიმე საუფლო ან დიდი დღესასწაულის დამთავრებას. დღესასწაულიდან წარგზავნამდე იკითხება სადღესასწაულო საგალობელი, თვით წარგზავნის დღეს კი (ძირითადი დღესასწაულიდან მე-8 ან მე-9 დღეს) უკანასკნელად იკითხება საგალობელი და ამგვარი პატივით გაისტუმრება.

„წარდგომა“ - მცირე საგალობელი, რომელიც ყოველთვის უძღვის ცისკრის 9 გალობიან კანონს. მას საკუთარი მელოდია აქვს (ე.ი. თვითავაჯი) და ხშირად ემყარება „უფალო ღაღადყავის“ ტექსტს.

წარწყმედა - ადამიანისათვის მეორედ სიკვდილი, როდესაც ჩადენილი ცოდვების გამო სული ხვდება სამუდამო ჯოჯოხეთში.

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი; დღე, როდესაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. ვნების შვიდეულის პარასკევი, ამ დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება განსაკუთრებული რიტუალი ქრისტეს ჯვარცმის სამახსოვროდ, რომლის დროსაც ტაძარში დაასვენებენ გარდამოხსნას, ჯვრიდან გარდამოხსნილი იესო ქრისტეს გამოსახულებას (იხ. გარდამოხსნა).

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - აღინიშნება 1(14) იანვარს, ნიშნად ყრმა იესოს დაბადებიდან მე-8 დღეს წინადაცვეთისა, როდესაც მას სახელად უწოდეს იესო, ე.ი. მხსნელი.

წინამძღვარი - მონასტრის ან ეკლესიის კრებულის უფროსი.

წინასწარმეტყველნი - განსაკუთრებული, მომავლის წინასწარმჭვრეტი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. ეს ნიჭი ღვთის ნებით ეძლევათ განსაკუთრებული სიწმინდითა და ღვთისმოსავობით გამორჩეულ ადამიანებს. ძველ აღთქმაში არსებობს 4 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველი; მათი წიგნებიდან დიდებს ეკუთვნის: ესაია, იერემია, იეზეკიელი და დანიელი. მცირეებია: ოსია, იოილი, ამოსი, ავდია, იონა, მიქა, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონი, ავგია, ზაქარია და მალაქია. წინასწარმეტყველთა წიგნებს იესო ქრისტე აყენებდა მოსეს კანონების გვერდზე. ახალ აღთქმაში წინასწარმეტყველურ წიგნად ითვლება იოანეს გამოცხადება.

წირვა - იხ. ლიტურგია.

წმიდა ადგილები - იესო ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები: პალესტინა - იწოდება წმ. მიწად, იერუსალიმი - წმ. ქალაქად; წმ. ადგილებია: გოლგოთა - იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილი, უფლის საფლავი (იერუსალიმში), თაბორი (ფერიცვალების ადგილი), ბეთლემი (შობის ადგილი), მდ. იორდანე (ნათლისღების ადგილი), ნაზარეთი, სინას მთა (სადაც მოსეს ღმერთმა გადასცა ათი მცნება), წმ. ადგილებია, აგრეთვე, ქრისტეს მოციქულებისა და სხვა მოწამეთა მოღვაწეობის ადგილები. საქართველოში წმ. ადგილებია - ახალი ათონი (სადაც დაკრძალულია სვიმონ კანანელი), სვეტიცხოველი (სადაც დაფლულია კვართი უფლისა), თბილისის სიონი (აქ ინახება წმ. ნინოს ვაზის ჯვარი და თომა მოციქულის თავის ქალა) და სხვ.

წმიდა ზიარება (ევქარისტია) - იესო ქრისტეს მიერ დაწესებული უმთავრესი საიდუმლო - იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. ზიარებაზე დაიშვება ეკლესიის ყველა წევრი მარხვითა და სინანულით სათანადო მომზადების შემდეგ. ზიარებით ადამიანი ხდება ქრისტეს სხეულის ნაწილი.

წმიდა წერილი - ბიბლია.

წმიდა ჭურჭელი - 1) ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება ევქარისტიის საიდუმლოს დროს: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, დაფარნები, ლახვარი, კოვზი, ღრუბელი, სამირონე და სანაწილე; მათთან შეხება არ შეუძლია ერის კაცს და დაბალი ჩინის საეკლესიო პირებს; 2) საერთო მნიშნველობით ეს არის საეკლესიო ღვთისმსახურების დროს გამოყენებული ჭურჭელი და საგნები. მაგ.: საცეცხლური, ნაკურთხი წყლის ჭურჭელი და სხვ.

წმიდანები - ისტორიული პიროვნებები, რომლებიც ეკლესიამ აღიარა ღვთაებრივი ძალის მქონედ, ისინი არიან შუამავლები ადამიანებსა და ღმერთს შორის.

წუმწუბა - გოგირდის ცეცხლოვანი წვიმა, რომელიც მოუვლინა სოდომს ღმერთმა (საბა).

წყევლა - ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, წყევლა ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყოველთა უსაშინლესი ცოდვაა.

წყლის კურთხევა - საეკლესიო ღვთისმსახურება, რომლის დროსაც იკურთხება წყალი (იხ. აიაზმა).
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#35 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ჭ -


ჭონა - ძველი ჩვეულება - აღდგომის წინა დღეს მისალოცად კარდაკარ დადიოდნენ და მღეროდნენ საგანგებო სიმღერას (ჭონას).
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#36 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ხ -


ხარება - ერთ-ერთი თორმეტთაგანი უდიდესი საუფლო დღესასწაული, რომლის დროსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა მაცხოვრის უბიწო ჩასახვა. აღინიშნება 25 მარტს (7 აპრილს).

ხატი - ქრისტიანობაში იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის, მოციქულების ან წმინდანების ფერწერული და რელიეფური გამოსახულება. ხატი ის სარკმელია, რომლითაც მორწმუნე უკავშირდება ზეცას. იგი ღმერთთან ურთიერთობის გზას წარმოადგენს. პირველი ხატი შექმნილია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს; ტილოზე, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიიფარა, გამოსახულია მისი სახე. ამ ხატს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ეწოდება, რომელიც ანტონ მარტყოფელმა საქართველოში ჩამოიტანა და ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენა. ამის გარდა ცნობილია ლუკა მახარებლის პირველდახატული ღვთისმშობლის ხატი; მრავალი ხატი სასწაულთმოქმედია, ასეთებია: ივერიის ღვთისმშობლის ანუ „პორტაიტისა“, „სამხელიანი ღვთისმშობელი“ და სხვა.

ხატის მიწები - ხატის (ჯვრის) კუთვნილი მიწები, რომელზედაც დღესასწაულისთვის საჭირო მოსავალი მოჰყავდათ. ხატის მიწების ერთი ნაწილი, გადმოცემის თანახმად, ძველთაგანვე ხატის საკუთრებას შეადგენდა და მკვიდრი (უნჯი) მიწები ერქვა.

ხატმებრძოლეობა - ერესი, რომელიც მიმართული იყო ხატების თაყვანისცემის საწინააღმდეგოდ; წარმოიქმნა ბიზანტიაში VIII-IX საუკუნეებში.

ხატწერა - რელიგიური შინაარსისა და საკულტო დანიშნულების ფერწერა, რომელიც სრულდება მოძღვრის კურთხევით.

ხელდასხმა - იხ. ქიროტონია.

ხელმწიფებანი - ანგელოზთა მე-6 დასი (იხ. დასნი ანგელოზთა).

ხილვა - გამოცხადება.

ხმა - საგალობლის მელოდიის აღმნიშვნელი ტერმინი; არსებობს ოთხი ძირითადი (1-4) და ოთხი დამატებითი (5-8).

ხორუგვი - იხ. ბაირაღი.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#37 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ჯ -


ჯვართამაღლება - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, ქრისტიანული დღესასწაული. აღინიშნება 14(27) სექტემბერს.

ჯვარი - ქრისტიანობის ერთი უმთავრესი სიწმინდე, ხსნის სიმბოლო. რომის იმპერიაში ხის ჯვარს იყენებდნენ, როგორც სამარცხვინო სიკვდილით დასასჯელ იარაღს. იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ ჯვრით ჩავიდა ჯოჯოხეთში, დათრგუნა სიკვდილის მეუფება და ისევ ზეცად აამაღლა პირველი ცოდვით დაცემულ ადამიანთა სულები. ქრისტიანებს ჯვრის ტარების უფლება ეძლევათ ნათლისღების შემდეგ. ქართულ ქრისტიანულ ეკლესიაში არსებობს წმ. ნინოს ვაზის ჯვარი ოდნავ დახრილი ფრთებით, რომელიც წმ. ნინომ ღვთისმშობლისაგან მიიღო საქართველოში გამომგზავრებისას. ჯვარი არის ცხოვრებისეული გაჭირვების, სიდუხჭირის და ჭირ-ვარამის ერთობლიობა, რომელიც ქრისტეს სახელით მოთმინებით უნდა გადაიტანოს მართლმადიდებელმა მცნებათა დაურღვევლად.

ჯოჯოხეთი - გარდაცვალების შემდეგ ცოდვილ სულთა ადგილსამყოფელი ოთხი სფერო: 1) გარეგანი - მამამთავართა დილეგი; 2) მას შიგნით მეორე სფერო - უნათლავთა ჩვილთა სამყოფი; 3) მესამე სფერო - სალხინებელი ჯოჯოხეთი; 4) მეოთხე სფერო - საუკუნო ჯოჯოხეთი გამოუხსნელი (ტარტაროზი, გეენია). (საბა)
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#38 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
- ჰ -


ჰიმნი - სახოტბო გალობა, ღვთაების სადიდებელი გალობა.

ჰიმნოგრაფია - სასულიერო პოეზიის დარგი, რომელიც მოიცავს ღვთისმსახურებაში გამოსაყენებელ საგალობლებს, ჰიმნებს.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#39 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი შედგენილია წიგნიდან: „მწუხრისა და ცისკრის ლოცვათა და წირვის განმარტებანი“თბ. 2003
შემდგენელი: მღვდელი აკაკი (მეგრელიშვილი)
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!

#40 OFFLINE   nikolo

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1694 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:მარტვილი
  • ინტერესები:ჭადრაკი, მხატვრული კითხვა
ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა,
გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი


.: ა :.

აბირონი (105, 17) [*] - და დათან, ელიაბის ძენი, რუბენის ტომის - ისრაელის (ებრაელი ერის) თორმეტი ტომიდან ერთ-ერთი ტომის უხუცესნი (თავკაცები).
ებრაელი ერის აღთქმულ ქვეყანაში მოგზაურობის დროს, აბირონი და დათანი, ებრაელთა ზოგიერთ სხვა თავკაცებთან ერთად, შეითქვნენ მოსესა და მისი ძმის აარონის წინააღმდეგ, რის გამოც უფლის განგებით ისინი შთანთქა მიწამ მათი სახლობითურთ. მათთან ერთად დაისაჯა ისარის ძე კორე, რომელმაც მოიწადინა აარონის თანასწორად ყოფა და იყო ერთ-ერთი მოთავე შფოთისა. მათი მომხრენიც, 250 კაცი, დაიწვნენ უფლის მიერ ზეციდან მოვლენილი ცეცხლით (რიცხვ: XVI თ.).


აგარიანნი (82, 6) - იგივე ისმაიტელნი, აბრაამის მოახლის - აგარის ძის ისმაილის შთამომავალნი (2024 წ. ქ.შ.-მდე). ისმაილმა იქორწინა ეგვიპტელ ქალზე და ითვლება ნათესავ-მთავრად (მამათ-მთავრად) არაბი ხალხისა, ანუ ისმაიტელთა, იგივე აგარიანთა (შესაქ: XVI თ.).

აენდორი (82, 10) - მაგდალოსის წყლის ახლოს მდებარე ადგილი, სადაც ცხოვრობდა მკითხავი (ნათელმხილველი), რომელმაც უწინასწარმეტყველა ებრაელთა მეფე საულს მასზე ღვთის განრისხება და დამარცხება სიკილიის მეფის ახუსისაგან.

ათძალი (143, 9) - ათ-ალყიანი, ანუ ათ-სიმიანი საგალობელი იარაღი (დასაკრავი ინსტრუმენტი), რომელსაც უკრავდა იუდეველთა ხორო (მგალობელთა გუნდი) საღმრთო გალობისას სადიდებლად ღმრთისა (იხ. „ფსალმუნი“).

ალლილუია - ებრაულად „ჰღალლელუ-ჰაიღ“. შედგება ორი სიტყვისაგან: „ჰღალლელუ“ ნიშნავს „აქებდით“, ხოლო „ჰაიღ“ შემოკლებით „ჰიეღოვა“ („იაჰვე“). ორივე ერთად კი ამგვარად გამოითქმის „აქებდით უფალსა“.

ამალეკ (82, 7) - ესავის შვილის ელიფაზის ძის ამალეკისაგან წარმომდგარი ხალხი. ელიფაზს ამალეკი ეყოლა თავისი ხარჭის თამნასაგან (შესაქ. 36, 12). ისინი წინ აღუდგნენ ისრაელის შესვლას აღთქმულ ქვეყანაში, მაგრამ დამარცხდნენ მათთან ბრძოლაში (გამოს. 17, 8).

ამაო (5, 10) - ცუდი, ფუჭი, გამოუსადეგარი.

ამბოხი (ამბოხება) - არეულობა, ჩოჩქოლი. {ამბოხი სულხან-საბას განმარტებული აქვს აგრეთვე, როგორც „დაუმჟავებელი მაჭარი“}

ამო - მოსაწონი, საამებელი, სასიამოვნო შესაქცევი.

ამონ, ამან (82, 7) - ლოთის ძის ამონისაგან (ამანისაგან) წარმომდგარი ხალხი (შესაქ. 19,38).

ამორეველნი (135, 19) - აღთქმულ ქვეყანაში შესვლის დროს ისრაელიანებმა (ებრაელებმა) დაიპყრეს ამორეველთა ქვეყანა და მოკლეს თვით მათი მეფე სეონ. მასთან ერთად ებრაელებმა ისუ ნავეს ძის წინამძღოლობით გაანადგურეს და მოსრეს ოცდათერთმეტივე მეფე ქანაანის ქვეყნისა, რომელნიც წინ აღუდგნენ მათ შესვლას აღთქმულ ქვეყანაში (ისუ ნავე XII თ.)

ანგარება - სიხარბე, გამორჩენის მიზნით რაიმეს ქმნა.

ანგელოზი დამცველი (90, 11) - „ანგელოზი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მაუწყებელს“, „ღვთის მაცნეს“. წმიდა ეკლესიის მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანზე ღვთისგან არის დადგენილი ანგელოზი, დასაცველად და წარსამართებლად მისი ცხოვრებისა.

ანთრაკი (118, 127) - ძვირფასი ქვა (თვალი) ნაკვერცხლის ფერისა, ღამე ცეცხლისებრ ელავს.

აპაური, აპეური (2, 3) - მოკლე თოკი, რომლითაც უღელი დაემაგრება ხარის კისერზე.
„განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩვენგან უღელი მათი“ - ე.ი. გამოვიხსნათ თავი იმათი უფლობისაგან ანუ ბატონობისაგან და ყოველივე ვალდებულება, რაიც მათ დაგვაკისრეს, განვიშოროთო ჩვენგან {იმათში იგულისხმება ღვთის წინააღმდგომი მიწიერი ძალები - იხ. ფსალმ. 2, 1-3}


არა გიხმს (15, 2) - არ მოითხოვ, არ ჰსაჭიროებ.

არგანი - დიდი ჯოხი, რომელსაც ხმარობენ სიარულის დროს დასაყრდნობლად, ყავარჯენი.

არე, ჰარე (73, 17) - გაზაფხული, ანუ რომელიმე დრო წელიწადისა.
{სულხან-საბას განმარტებით - „არე“ („ჰარე“) აღნიშნავს ატმოსფეროს ქვედა ნაწილს, რომელშიც უშუალოდ უწევთ ადამიანებს და უმრავლეს ცოცხალ არსებებს ცხოვრება}


არვე (49, 9) - თხათა და ცხვართა ჯოგი, ფარა.

ასპიტი (57, 4) - ბერძნული სიტყვაა, ჰქვია ფრიად შხამიან გველს, რომლის ნაკბენიც სასიკვდილოა ადამიანისათვის.

ასურ (82, 8) - ნოეს ერთ-ერთი შვილის სემის ძე, რომელმაც ბაბილონის გოდოლის შენების და ენათა განყოფის შემდგომ, მე-19 საუკუნეში დასაბამიდან ქვეყნიერებისა, მდინარე ტიგროსთან აღაშენა ქალაქი და იწოდა ნათესავთ-მთავრად (მამათ-მთავრად) ასურეველთა, ანუ ასირიისა.
ებრაელთა აღთქმულ ქვეყანაში შესვლისას ასირიის მეფემ შემოიკრიბა სხვა მრავალი მეფენი და თავს დაესხა ისრაელიანებს; მაგრამ ისუ ნავემ (ისუ ნავეს ძემ) დაამარცხა ისინი და მოკლა მათი მეფე აბინი. გაანადგურა ასევე მასთან მშველელად მისული მეფენი მადიამისა, სემერომისა და დიდი დალმათიისა და დაიპყრო მათი ქალაქები (ისე ნავე XI თ.).


ასულნი ბაბილოვნისანი - ე.ი. მოქალაქენი ბაბილოვნისა.

აღვიკუართნე (107, 9) - გავიშვირე.
„იდუმიამდე აღვიკუართნე ხამლნი ჩემნი“ ნიშნავს - „იდუმიაზე დავდგამ ჩემს ჩექმას“, ანუ „იდუმიას დავიპყრობ“.


აღვიმსთუე (118, 147) - ადრე ავდექი.
აღმსთობა - დილას ადრე ადგომა, ან სწრაფად წამოდგომა (ს.ს. ორბელიანი)


აღნადგინები (71, 14) - ვახში, ვალად გაცემული ფულის სარგებელი. სულხან-საბას განმარტებით - „უწესო ვალის სარგებელი“.

აღძრვა (30, 20) - შეთქმულება, შფოთი, არეულობა.

ახს (84, 9) - ახლო არს.
დიდ მიზანს დიდი გზა და კარგი გიდი სჭირდება!




გამოხმაურების დამატება



  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი