Перейти к содержимому


ნოდარ დუმბაძე


გამოხმაურებები თემაში: 219

#21 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
ავადმყოფი
ნოდარ დუმბაძე

დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასიათი წამიხდა,
იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.
ღმერთო ნეტავ საშიში
არაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო.


''U motherfuckers can't stop me!''

#22 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
ნოდარ დუმბაძე
თბილისი

შენ ლალი ხარ, საქართველოს სილამაზე,
თბილისი და თბილი გულის ფეთქვა გქვია,
შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე
მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია.
საქართველოს დიდი დაფნის გვირგვინიდან
ათასი გზით მოწყვეტილი ფოთოლი ხარ,
მაგრამ მაინც, წაგლეჯილი მტრის პირიდან,
ქართველის გულს დღევანდლამდე მოჰყოლიხარ.
შენ კრწანისზე სამას გმირთა არაგველთა
დაწყვეტილი გულის სიმებს შეჰხებიხარ,
შენ თბილისი კი არა და იმ ქართველთა
დაუმშრალი თბილი სისხლის წვეთები ხარ.
შენს კედლებთან ვინც თავს მტრისგან იმალავდა,
მას დედის რძე მწარე შხამად შერგებია,
მტკვარს რომ ხედავ, ეს მთის წყალი კი არა და
ქართველების სისხლნარევი ცრემლებია.
გორგასალის უდრეკელი ფარი ხარ და
ხარ თამარის ღიმილივით დახატული,
ქართველების სალოცავი ხატი ხარ და
მზის ნათება ზურმუხტოვან გაზაფხულის.
შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე
მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია,
შენ თბილისი კი არა და, ჩემო კარგო,
ის მაოცებს, ნატვრის თვალი რად არ გქვია?!


''U motherfuckers can't stop me!''

#23 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.


''U motherfuckers can't stop me!''

#24 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა


ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს დაიბადა ქართულ ინტელიგენტურ ოჯახში. ცხრა წლისამ 30-იანი წლების რეპრესიების გამო დაკარგა მშობლები, ობლად დარჩენილი ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს მშობლიურ სოფელ ხიდისთავში. სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში, იქვე მუშაობდა 1957 წლამდე, შემდეგ იყო ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ხოლო 1981 წლიდან გარდაცვალებამდე ამ კავშირის თავმჯდომარე და სსრკ მწერალთა კავშირის მდივანი.
გარდაიცვალა 1984 წლის 14 სექტემბერს. დაკრძალულია მისი ინიციატივით დაარსებულ საბავშო ქალაქბაღში "მზიურში".
"წარმოსადეგი გარეგნობის, სერიოზულობის, ხშირი ჭაღარის, მკაცრი მზერისა და კლასიკოსი მწერლისათვის ჩვეული სხვა თვისებების გარდა, მის ხასიათში შიგადაშიგ იპარებოდა რაღაც ბავშვურ-ონავრული, უფრო ზუსტად, ბიჭურიც კი. და ეს მას კიდევ უფრო მომხიბლავს და მიმზიდველს ხდიდა."(ვ.კატაევი)
"ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი ბედნიერება იმაშია, რომ... მისი შემოქმედებითი გზა საბჭოთა ლიტერატურის უმაღლესი მწვერვალების მისაღწევ გზად იქცა, ყოველი მისი წიგნი- მოვლენად მთელს საბჭოთა ლიტერატურაში." (ჩ. აიტმატოვი)
ნოდარ დუმბაძის შემოქმედება უაღრესად ქართულია არა მარტო იქ გამოხატული გარემოთი და ხასიათებით, ცხოვრების წესითა და ჩვევებით, ყველა მთავარი და არამთავარი მხატვრული კომპონენტით, არამედ, რაც მთავარია, ქართულია იმ ფესვებით, რომლითაც წარსულის ეროვნულ კულტურას უკავშირდება და იმ მაღლა განტოტვილი გვირგვინითაც, მომავლის მწერლობას რომ სწვდება წინაპართაგან შთამომავლობით მიღებული ეროვნული სულისა და მრწამსის გადასაცემად.
ამით არის იგი ძვირფასიც და საინტერესოც მშობლიური ხალხისთვისაც და უცხოელ მკითხველთათვისაც.
" მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მე ვხედავ მზეს", "მზიანი ღამე", "ნუ გეშინია დედა!", "თეთრი ბაირაღები", "მარადისობის კანონი"-ამ რომანებით და კიდევ მოთხრობებით შეიქმნა ის ნათელი და ადამიანური, განუმეორებელი, მომხიბლავი, ღრმად დამაფიქრებელი და დიდად ემოციური მხატვრული სამყარო, რასაც ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ჰქვია, რამაც დაუდო სათავე არ მარტო ახალ ტენდენციას, არამედ ახალ ეტაპსაც ქართულ მწერლობაში, ახლა 60-იანელთა სახელით რომ არის ცნობილი. (აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ იგი მშვენიერი სადიდო თუ საბავშვო ლექსების, იუმორისტული ნაწარმოებების, ნარკვევების, ესსეების თუ სხვათა ავტორიცაა).
ნოდარ დუმბაძეს და მის ოჯახს ტრაგიკული განსაცდელი მუდმივად თან სდევდა. ბევრი მძიმე მსხვერპლის გაღება მოუხდა, მაგრა იშვიათად წამოსცდენია ამის გამო ბედის სამდურავი. მხოლოდ ერთხელ, ხმამაღლა იკითხა, ნეტა რით ვერ გამოსცადა განგებამ ჩემი ჭირთათმენა, რომ განსაცდელს განსაცდელზე მატეხსო თავს.
"ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს" (გ. ასათიანი)
ნოდარ დუმბაძე. გამოჩენილი ქართველი მწერლის, ლენინური, შოთა რუსთაველის, საკავშირო კომკავშირის პრემიების ლაურეატის ეს სახელი და გვარი კარგად არის ცნობილი საქართველოშიც, საქართველოდან შორსაც და ძალიან შორსაც. ნოდარ დუმბაძის წიგნები ყოველ ქართულ ოჯახში იცრიცება გაუთავებელი კითხვით, ბევრი მოძმის კერის გულითადი, გაშინაურებული სტუმარია, უცხო ხალხებთან ქართული მწერლობის ღირსეული მოციქულია. მისი წიგნები გამოცემულია ყველა მოძმე რესპუბლიკაში, მათი გავრცელების გეოგრაფია მსოფლიოს ყველა კონტინენტს მოიცავს, თითქმის ყველა ქვეყანას სწვდება.
ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისადმი ინტერესი სულ უფრო ცხოველდება, სულ უფრო ინტენსიურად და მეტი ტირაჟებით იბეჭდება მისი წიგნები. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია ჩვენთანაც და მსოფლიოშიც.
ათასობით წერილს იღებდა მწერალი.მისი გარდაცვალების შემდეგაც არ შემწყდარა წერილების ნაკადი, ერთი უკრაინელი გლეხი მწერლისადმი გამოგზავნილ მადლიერების ბარათში იწერებოდა, თქვენი წიგნის წყალობით ჩემს "ხატაში" სითბომ და სიმხიარულემ დაისადგურაო. ამ სიტყვებში უბრალოდ უშუალოდ არის გამჟღავნებული ქართველი მწერლის შემოქმედებასთან ზიარებით განცდილი გრძნობა. ყველგან, სადაც კი ნოდარ დუმბაძის წიგნები გამოცემულა, შეუძლებელია მკითხველებს მსგავსი განცდები არ ჰქონოდათ, არ ეგრძნოთ მწერლის სიკეთით, სიყვარულით სავსე სულის სითბო, ადამიანური ღირსების ღრმა რწმენით გასხივოსნებული სევდიანი იუმორის ნუგეში, ხალასი ნიჭის ბრწყინვალება.
ნოდარ დუმბაძის გულში და შემოქმედებაში მზე ენთო და ანთია. მისთვის მზე ადამიანური, თუ საერთოდ, სამყაროსეული სიცოცხლის, სიკეთის, სიყვარულის რეალური გამოხატულებაც იყო და სიმბოლურიც. ამიტომაც არის მის ყოველ ნაწარმოებში ეს სახეც და სიმბოლოც.

" როცა ნოდარის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე ვფიქრობ, მიმაჩნია, რომ მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული ლიტერატურა, ეპიკისა და აღსარებითი ამოოხვრის შენაცვლების გზით პირველმა შეიტანა მასში წმინდა პოეზიის ბადალი ნაკადი თავისუფალი შეგნებისა" (ე. ევტუშენკო).
ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას მკითხველის გარდა მაყურებელიც უამრავი ჰყავს. მისი ყოველი რომანი და მოთხრობაც კი უმალ იდგმებოდა სცენაზე, გადადიოდა ეკრანზე და მრავალი მილიონო მაყურებლის კუთვნილება ხდებოდა. დღესაც მრავალგან იდგმება მისი პროზაული ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლები, უჩვენებენ მათ საფუძველზე გადაღებულ ფილმებს და ასე ყველგან და ყველას სწვდება ქართველი მწერლის სულის სითბო და ნათელი.

ნოდარ დიმბაძის შემოქმედებაცა და მთელი ცხოვრებაც თავის ერისა და ქვეყნის სიყვარულშია დახარჯული, რაკი ერთისაც და მეორისაც სამსახური მწერლის უპირველეს და უწმინდეს მცნებად მიაჩნდა.

ნოდარ დუმბაძეს არამცთუ კმაყოფილებით, სიამაყითაც შეეძლო გაეხედნა გამოვლილი გზისთვის, მაგრამ იგი, სხვა სიკეთესთან ერთად, უაღრესად თავმდაბალი და სიმორცხვემდე მოკრძალებულიც კი იყო საკუთარი ღვაწლისა თუ ნიჭის შეფასებაში. გულით უხაროდა წარმატება, მაგრამ თითქოს უკვირდა კიდეც.
"საოცარი სიცოცხლისმოყვარეობითაა სავსე მისი წიგნები. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოზე შეყვარებულ კაცს შეეძლო დაეწერა, ამიტომაც იკითხება იგი ასე კარგად რუსულად და მრავალ სხვა ენაზე, ამიტომ არის იგი ზოგადსაკაცობრიო." (გრ. ბაკლანოვი)


''U motherfuckers can't stop me!''

#25 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
"ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი. ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი.დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი.საუკუნოდ დაგმანე ყური. მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად.დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი . გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი პურით,მარანი ღვინით,ახორი-საქონლით,კერია-ფრინველით და გული სათნოებით.ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით,შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩვენს ქვეყანაში არ მოუშალო გონიერი კაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრის თვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს.რათა დილით ადგეს,ნახოს და მამულის უკვდადება ინატროს! მიიღე მამულო ჩემგან ეს ლოცვა! "


''U motherfuckers can't stop me!''

#26 OFFLINE   Godfather

    დონი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8829 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:სიცილია
  • ინტერესები:Live Like A Man & Die Like A Man!
პ რ ო ზ ა

დიდი ტრადიციებისა დამდიდარი სალაროს მქონე ქართულ პროზაში ნოდარ დუმბაძე თავისი ქვეყნით, თავისი ხალხით მანამდე უცნობი და განუმეორებელი განუმეორებელი სამყაროთი მოვიდა. ნიჭის გამოჩენა რაღაცით გავს დღესასწაულს ,სინათლით გაკაშკაშებულ მდიდრულ დარბაზს,რაც ანიჭებს სიხარულს მკითხველთა ფართო მასებს.ერთგვარ დღესასწაულს ჰგავდა ნოდარ დუმბაძის მოსვლა ქართულ მწერლობაში.ნოდარ დუმბაძის პროზა ტკივილებითარის სავსე, მაგრამ ტრაგი-კომიკურის ორგანულ შერწყმაში წინამძღვარი მაინც ჯანსაღი ოპტიმიზმით აღსავსე სიცილია,იგი მართავს აფრებს.
”ჩემს სოფელს მარჯვნიდან გუბაზოული მარცხნივ ლაშის ღელე, რომელიც სავსეა კიბორჩხალებით, ღორჯოებით და შარვალაკაპიწებული ბიჭებით. გუბაზოულზე ხიდია გადებული, რომელსაც ბოგას ეძახიან. ყოველ გაზაფხულზე მოვარდნილ წყალს მიაქვს ხიდი და ჩვენ მხოლოდ და ჩვენ მხოლოდ ხიდის თავი გვრჩება. მიუხედავად ამისა, ჩვენი სოფელი მაინც ყველაზე მხიარული სოფელია მთელს გურიაში, მე იგი ყველა სოფელზე უფრო მიყვარს ამქვეყნად, რადგან არ შეიძლება სხვაგან იყოს სოფელი, რომელშიც ვცხოვრობდე მე ჩემი ბებია,ილიკო,ილარიონი და ჩემი ძაღლი მურადა”
ამ სტრიქონებით იწყება ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, ამ სტრიქონებითვე იწყება ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, ამ სტრიქონებით იწყება ცხოვრების შუაგზაზე, პროზაიკოსის სიმწიფის ასაკში მკითხველისთვის წარდგენილი მწერლური ანგარიში.


''U motherfuckers can't stop me!''

#27 OFFLINE   georgevna

    (გემო)ვნებიანი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 20843 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:TB
ფუნიკულიორიდან ღამის თბილისი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჰგავს, და ისე ჰგავს, რომ გეგონებათ ზეცა დაბლა ჩამოვიდა, გულაღმა ამოტრიალდა და თქვენ ზევიდან დასცქერით. ყველა ნაცნობი ვარსკვლავი და თანავარსკვლავედი აქ არის, თქვენს ქვემოთ, დიდი და პატარა დათვის თანავარსკვლავედები, სასწორ-სამართალი, მარეხი, ირმის ნატხომივით დაღვრილი მსუბუქი ნისლი. შორს, უამრავი მოწყვეტილი ვარსკვლავებივით გაელვებული და ჩამქრალი მანქანის ფარები. ფუნიკულიორი კოსმოსში მოცურავე დედამიწას ჰგავს. რადგან დაბლაც ზეცაა, მაღლაც და ყველგან, ყოველი მხრიდან ზეცაა: უსაზღვრო, უნაპირო, დაუსაბამო, ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა და კიდევ მეტი, თქვენ თვითონა ხართ დედამიწა, პატარა დედამიწა, ცოცხალი, მსუნთქავი, ფიქრიანი, მეოცნებე, ადკარგული და გზადაბნეული თქვენი ბადალი, ყველა თქვენი ტკივილისა და სიხარულის ბადალი, ცოცხალი მიწის მაძიებელი, ამ ვარსკვლავების უსაშველო ორომტრიალში.

„მზიანი ღამე“


ლამაზია :)
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...

#28 OFFLINE   georgevna

    (გემო)ვნებიანი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 20843 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:TB
- ჯემალ, სკრიპკა!
- იანგული, ლაწირაკო!
- ჯემალ, ქამო!
- იანგული, წუწკო ბერძენო!
- ჯემალ, წირპლიანო!
- პატარების ყოჩო!
- ვირისთავო!
- ვირის მწყემსო!
- გოგოების მაჩალკა!
- ხულიგანო!
- თბილისელო ჰარიფო!
- შენი დედა ვატირე, იანგული!
- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ!

HELLADOS
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...

#29 OFFLINE   ninikela

    ...მეც გავთოვლდები...

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9651 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:......
პირველი წიგნი რაც წავიკითხე იყო "მე,ბებია,ილიკო და ილარიონი",მაშინ ზალიან პატარა ვიყავი,მაგრამ ისე შემიყვარდა,რომ დავიზეპირე და ახლაც ზეპირად ვიცი მთელი რომანი.დუმბაძის ყველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული რომანებიდან დაწყებული,პატარა ნოველებითა და მიოთხრობებით დამთავრებული.ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ მწერალს და მიყვარს

#30 OFFLINE   georgevna

    (გემო)ვნებიანი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 20843 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:TB
„ადამიანი ფრესკა ხომ არაა, რომ ერთი მხრიდან უყურო“

„სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია“


"კახპა ქალივით ფეხშიშველმა და კაბადაკაპიწებულმა ახლად აბიბინებულ კოინდარზე გაიარ-გამოიარა,ღია ვარდისფერ პერანგში გამოწყობილი, ნაჯაფარი და სათნო ბერიკაცივით მკერდგაღეღილი, გაღიმებული ხაზარულა ამაყად იდგა მარანზე და ნიშნისმოგებით გვიქცეროდა"

ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...

#31 OFFLINE   chxartuza

    chxarto the terrible

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3452 წერილები:
  • სქესი:კაცი
ამ ტვის "ლიტერატურულ პალიტრაში" წავიკითხე მისი დაუმთავრებელი ნაწარმოები "ბუხარი" და მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, რით დასრულდებოდა ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ნაშრომი.

დუმბაძე იყო ადამიანი, რომლის ცხოვრების მთავარი მეგზური სიცილი იყო, რომელსაც იგი შეეკედლა.

#32 OFFLINE   jevrie

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5682 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:skami
დუმბაძე არაჩვეულებრივად იკითხება .... კარგია... ძალიან კარგი.... ოღონ IV-V კლასამდე :) აი მერე რავიცი :)

გამოხმაურება რედაქტირებულია jevrie: 19 July 2008 - 16:17

მასბლფჯჰაბენადკმადლეწმდმეწდდსჯნფკსამდმა

#33 OFFLINE   chxartuza

    chxarto the terrible

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3452 წერილები:
  • სქესი:კაცი

გამოხმაურების ნახვაjevrie (Jul 19 2008, 12:20 PM) писал:

დუმბაძე არაჩვეულებრივად იკითხება .... კარგია... ძალიან კარგი.... ოღონ IV-V კლასამდე :) აი მერე რავიცი :)

კი,ნაწარმოებების უმეტესობა გასაგებ ენაზე აქვს დაწერილი(არა ღარიბ და უბრალო),მაგრამ არის მრავალი ჩანახატი,ჩანაწერები უბის წიგნაკიდან, რომლებსაც ამ წლოვანების ბავშVი ვერ ჩაწვდება :)

#34 OFFLINE   georgevna

    (გემო)ვნებიანი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 20843 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:TB
ნოდარ დუმბაძეს 14ივლისს 80 წელი შეუსრულდებოდა, ის 56 წლის ასაკში გამოეცალა ოჯახს ხელიდან,იმ საკაში როცა ზოგს "მეორე სუნთქვა" ეხსნება და ახალ ცხოვრებას იწყებს.
ქეთევან დუმბაძე:
-სევდიანი ისტორიით დავიწყებ, გარდაცვალების დღეს მამამ ამომხედა და მითხრა,მამა, გადი ოთახიდან უნდა მოვკვდე და არ მინდა მიყურო, შენთვის არ შეიძლებაო. მაშინ მე ორსულად ვიყავი, გვერდით ოთახიდან მესმოდა ყველაფერი, როგორ წვალობდა როგორ ეხვეწეოდნენ იქიმები ესუნთქა..
მაშინ არ ვიცოდი რომ მამაჩემი ამხელა ადამიანი იყო, ის რაც მე მამას პანაშვიდზე ვნახე,წარმოუდგენელი იყო,ამდენი ხალხი არავის დაკრძალვაზე არ მინახავს. მწერალთა კავშირიდან მზიურამდე გაჭედილი ხალხი იდგა და ტიროდა. ძალიან ახალგაზრდა, ცოცხალი,ხითხითა მამიკო გამომეცალა ხელიდან. “მზიურის” ჩასასვლელში დაიდგა ქვა, რომელსაც ეწერა: “აქ დაიდგმება, დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის ძეგლი”. ჩემში გაორება მოხდა - იყო ნოდარ დუმბაძე და იყო ჩემი მამა ნოდარ დუმბაძე, ჩემთვის წლები დასჭირდა იმას რომ ეს ორი შეერთებულიყო.

ოჯახში ის ზეიმი იყო! მამა იყო უასაკო ადამიანი, დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა. მამაჩემი ჩემთან ერთად უსმენდა ჯენის ჯოპლინს, წარმოუდგენელია,არა? მასთან ეთად ვცურავდი, მასთან ერთად დავდიოდი კოდორზე და სათვზაოდ,ველოსიპედის დარებაც მამამ მასწავლა, მანქანის მართვა…. ამალობანას გულრიფშშიც ერთად ვთამაშობდით, მთელი ბავშვები მამას ვეძებდით ის კიდევ პალმებში იმალებოდა. მამა მინახავს ძალიან სერიოზულიც, მუშობის პროცესში, მთელ დღს მეგიბრებში ატარებდა, ღმის სიწყნარეში როცა ყველას გვეძინა ,მაშინ მუშაობდა. საოჯახო საქმეები დედას კისერზე იყო, მამას ტანსაცმელაც დედა ყიდულობდა.

საბავშვო ლექსებს მამა ჩვენზე სინჯავდა, რომ დაწერდა გვიკითხავდა თუ მოგვეწონებოდა აქვეყნებდა თუარადა ხევდა და ყრიდა. სახლში მაქვს მამას ხელნაწერები, რომელებიც დაკუჭელი,დათხვრილია. ნაგვის ყუთიდან ვიღებდი და ვინახავდი. მამს პირველი მკითხველი დედა იყო.
მე რომ გავთხოვდი და ჩემს წასაყვანად რომ მოვიდნენ ,ისე იტირა, კინაღამ სახლშ დავრჩი.

როცა ნოდარი წერდა ჩვენ გვეძინა, მოკრძალებული კაბინეტი ქონდა, და ღამე როცა იქ შუქი ენთო ესეიგი მუშაობდა. მაგალითად “მე ბებია ილიკო და ილარიონი” სამზარეულოს მაგიდაზე აქვს დაწერილი.

ხშირად ვისვენებდით გულრიფში, ამ სანაპიროს მამა სამოთხეს ეძახდა, მარადიულ დღესასწაულს უწოდებდა. ნოდარს ძალიან კარგიურთუერთობა ქონდა აფხაზებთან, მამამ გულრიფში ჩვენი სახლის კარზე “ნოდარ დუმბა” დაწერა, შაყირობდა, აფხაზური ძირი მაქვსო, ქართველებთან კი შყირობდა, საღებავი არ მეყო “ძე”-ც რომ მიმეწერაო.
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...

#35 OFFLINE   Feli

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 343 წერილები:
ამ იდეოლოგიზირებული სისტემის მიერ დაქირავებულ ლაქიას, მდარე კალმოსანს თემა აქაც გაუხსენით?! ქუჩაში პოლიციელი რომ გააჩერო და ნოდარ დუმბაძე უხსენო, უპრობლემოდ ციტირებას გაგიკეთებს (იმიტომ კი არა რომ წიგნის გადაშლის რიტუალთან ზიარების შესაძლებლობა აქვს, გიგა ლორთქიფანიძის ეკრანიზაციები უნახავს), მაგრამ ოთარ ჭილაძის შესახებ რომ გაესაუბრო, უკომპლექსოდ გკითხავს, ვინ ოხერია, პირველად მესმის ეს გვარი და სახელიო. ასეთია სამწუხარო რეალობა. მასას ჭეშმარიტი ღირებულებების გათავისება არ შეუძლია!

#36 OFFLINE   kevana

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7064 წერილები:
ღმერთო ჩემო, ბოჟე უპასი.. :D :41: მეხარხარება.. ეჰ...

გამოხმაურების ნახვაmiss smith (10th August 2008 - 05:47 PM) писал:

ამ იდეოლოგიზირებული სისტემის მიერ დაქირავებულ ლაქიას, მდარე კალმოსანს თემა აქაც გაუხსენით?!
____________

გამოხმაურების ნახვაmiss smith (10th August 2008 - 05:47 PM) писал:

მაგრამ ოთარ ჭილაძის შესახებ რომ გაესაუბრო, უკომპლექსოდ გკითხავს, ვინ ოხერია, პირველად მესმის ეს გვარი და სახელიო
მართო ჭილაძე რატომ, იქნებ სხვაც არ იციან, ასევე ღირებული... ეგ დუმბაძის ბრალი არაა....
გამიუქმეთ ექაუნტი პოსტების შენარჩუნების ფუნქციით, ვიცი რომ ეს შესაძლებელია

#37 OFFLINE   anan100

    საპატიო სტუმარი

  • წევრი
  • პიპპიპპიპ
  • 82 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:ananasis kundzulebi :p

გამოხმაურების ნახვაFeli (Aug 10 2008, 04:47 PM) писал:

ამ იდეოლოგიზირებული სისტემის მიერ დაქირავებულ ლაქიას, მდარე კალმოსანს თემა აქაც გაუხსენით?! ქუჩაში პოლიციელი რომ გააჩერო და ნოდარ დუმბაძე უხსენო, უპრობლემოდ ციტირებას გაგიკეთებს (იმიტომ კი არა რომ წიგნის გადაშლის რიტუალთან ზიარების შესაძლებლობა აქვს, გიგა ლორთქიფანიძის ეკრანიზაციები უნახავს), მაგრამ ოთარ ჭილაძის შესახებ რომ გაესაუბრო, უკომპლექსოდ გკითხავს, ვინ ოხერია, პირველად მესმის ეს გვარი და სახელიო. ასეთია სამწუხარო რეალობა. მასას ჭეშმარიტი ღირებულებების გათავისება არ შეუძლია!


U K O M E N T A R O D ! ! ! ! ! :D

#38 OFFLINE   jevrie

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5682 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:skami

გამოხმაურების ნახვაFeli (Aug 10 2008, 04:47 PM) писал:

ამ იდეოლოგიზირებული სისტემის მიერ დაქირავებულ ლაქიას, მდარე კალმოსანს თემა აქაც გაუხსენით?! ქუჩაში პოლიციელი რომ გააჩერო და ნოდარ დუმბაძე უხსენო, უპრობლემოდ ციტირებას გაგიკეთებს (იმიტომ კი არა რომ წიგნის გადაშლის რიტუალთან ზიარების შესაძლებლობა აქვს, გიგა ლორთქიფანიძის ეკრანიზაციები უნახავს), მაგრამ ოთარ ჭილაძის შესახებ რომ გაესაუბრო, უკომპლექსოდ გკითხავს, ვინ ოხერია, პირველად მესმის ეს გვარი და სახელიო. ასეთია სამწუხარო რეალობა. მასას ჭეშმარიტი ღირებულებების გათავისება არ შეუძლია!


ეს ლიტერატურა.გე ზე დაპოსტე უკვე :D მეორე "კრუგზე" მიდიხარ? :D
მასბლფჯჰაბენადკმადლეწმდმეწდდსჯნფკსამდმა

#39 OFFLINE   kevana

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7064 წერილები:
jevrie
მეორე კრუგი კი არა, გაუგეთ ეხლა ადამიანს.. :D აზრები აწუხებს... და აღარც გამოხატოს? :D
თანაც გოგოა, ვიცი ლექსებს წერს.. ეგ ხომ ადრე იყო ჩვენს ფორუმზე.. მაგრამ გადიკარგასავით... არ მოეწონა ჩვენი "სააზროვნო ნიადაგი" :D



ეს ეხლა სხვას ეხება:
პ.ს. ეხ, განა ასე შეიძლება? მე რომ კონსტანტინე ლორთქიფანიძეზე ვთქვი, წავიკითხე-მეთქი და სხვები დაიჯღანენ, არც გამიპროტესტებია ეს რეაქცია და არც თავგადაკლული ფანატივით თემა გამიხსნია, არიქა გენიოსია-თქო..
წავიკითხე დ ამე ჩემი აზრიც მაქვს შექმნილი, არავის ვახვევ თავზე.. რა ადგილიც ეკუთვნის ის ადგილი უკავია კიდეც ქართულ მწერლობაში :)

პ.პ.ს. არ დავუშვებ გონებაშეზღუდულობის გავრცელებას, ... მომავალ თაობაში...

პ.პ.პ.ს. და ერთიც: დუმბაძე ხალხის მტერი არ არის , რააა?! B)

გამოხმაურება რედაქტირებულია kevana: 12 August 2008 - 21:30

გამიუქმეთ ექაუნტი პოსტების შენარჩუნების ფუნქციით, ვიცი რომ ეს შესაძლებელია

#40 OFFLINE   takome

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3596 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:gvirilebis mindorshi
Feli
შენ მაგივრად შემრცხვა..

იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე....




გამოხმაურების დამატება


ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი