ვინსენტ ვან გოგი

108 posts in this topic

ვინსენტ ვან გოგი (1853 1890)

ჰოლანდიელი მხატვარი. წარუმატებელი მოზღვარი. დღEს ძალაინ ცნობილი მხატვარი, თუმცა სიცოცხლეში მხოლოდ ერთი სურათი

გაყიდა.

ხატვა სოფლის მკაცრი სცენებით დაიწყო. შემდეგ გადავიდა პარიზში, შეხვდა დეგას, გოგენს, პისაროსა და სხვებს

და დაიწყო ყვავიელბის , ადამიანებისა და ადგილობრივი პეიზაჟების ამსახველი ფერადოვანი სურათების ხატვა.

მოგვიანებიტ სამხრეთ საფრანგეთში გადასახლდა, სადაც გახსნა სახელოსნო გოგენთან ერთად, მაგრამ ერთ-ერთი ჩხუბის

შემდეგ, ცალი ყურის ნაწილი მოიღრა. ორი წლის შემდეგ თავი მოიკლა..

58b9dea72798.jpg

d161beb4b8cf.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გენათალე კაია :)

იქნებ მის ცხოვრები შესახებ კიდევ იცი რაიმე ინფორმაცია ნუ KEVANA რომ შემოიხედავს ეგრევე მოგვიყვება კაქ რამეებს :)

სურათებს მეც მოვძებნი :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვან გოგის ეს სურათი მომწონს მაგრად, ისე სადღაც ეგ და ფიროსმანი გვანან ერთმანეთს, სიცოცხლეში ვერცერთი ვერ დააფასეს...

4a52c235b3c2.jpg

Edited by martini
0

Share this post


Link to post
Share on other sites

431fb2ba11ae.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე ეს მომეწონა:)

469a94116cdd.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე ეს მომეწონა:)

469a94116cdd.jpg

აიაიაიაი დამასწარი :)

გენიალურია

და ვის შეეძლო საკუთარი სულიერების ასე სააშკარაოდ გამოტანა

c3e2f2d07500.jpg

"არ იიფქრო, თავი სრულქმნილი, სრულყოფილი ვინმე მეგონოს...ხშირად გულფიცხი, ამაზრზენი ვარ, მელანქოლიით ხალხს თავს ვაბეზრებ, საზოგადოებაში ყოფნა არ მიყვარს, მათთან ლაპარაკი მით უმეტეს...ფიზიკურადაც და სულიერადაც მეტისმეტად მგრძნობიარე ვარ...ულუკმაპუროდ დარჩენის შიში, სამუშაოს უქონლობით გამოწვეული დაძაბულობა, ოჯახთან და მეგობრებთან უთანხმოება----აი ჩემი თავისებური ხასიათი----მთლიანად თუ არა ნახევარზე მეტი რისი ბრალია".... წერილი თეოს

კარტოფილის მჭამელები

62b966ea499a.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites
იქნებ მის ცხოვრები შესახებ კიდევ იცი რაიმე ინფორმაცია

მისი ცხოვრების შესახებ ძალიან ბევრი მაკვს წაკიტხული მაგრამ ეგ მწირედ დავწერე..

ვიცი ის რომ მისი თვითმკვლელობიდან 100 წლის ტავზე ვარ დაბადებული : )))

ეგ რა ტკმაუნდა ხუმრობიტ..

მოვიზიებ კიდევ ინფორმაციას და ვრცლად დავწერ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მისი ცხოვრების შესახებ ძალიან ბევრი მაკვს წაკიტხული მაგრამ ეგ მწირედ დავწერე..

ვიცი ის რომ მისი თვითმკვლელობიდან 100 წლის ტავზე ვარ დაბადებული : )))

ეგ რა ტკმაუნდა ხუმრობიტ..

მოვიზიებ კიდევ ინფორმაციას და ვრცლად დავწერ..

ძაააააან კაი ცელქო გოგოვ :) :) ;)

ჯერ შენსას დაველოდები და მერე ტუ დასამატებელი იქნა მე დავამატებ ოკ ? :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხოოო, არ მეგონა ამ მხატვრის მოყვარულებს თუ ვნახავდი, წინაზე არც ისე ბევრი ვიყავით, კარგია რომ თემა გაიხსნა :user:

ვან გოგი, იმისათვის რომ ამ მხატვარზე გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ, მისი პიროვნება და მისი ცხოვრება უნდა იცოდეთ :25:

ხო, მან ხატვა გვიან დაიწყო, ხო მას მანამდე მღვდლობა სურდა, მაგრამ თავი დაანება... სასულიერო პირებთან დაკავშირებით იმედი გაუცრუვდა... ხო, მას ძლიერ უყვარდა ძმა თეო...

მხატვარი რომელსაც განსაკუთრებული თბილი ფერები გააჩნდა, ვან გოგის ყვითელი ეს მზის დაჭერილი სხივია... სევდიანი და წუწუნა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს... მის ოჯახს უფროსი შვილი ჩვილობაში გარდაეცვალათ, ამ უფროსის სახელი დაარქვეს ვინსენტსაც, რომელიც მთელი ცხოვრება საყვედურობდა მშობლებს, მკვდრის სახელი რად დამარქვითო, ასეთივე ბედიც დამყვაო...

თავმდაბალი, თვითონ ნიჭიერი და გენიოსი პოლ გოგენს აღმერთებდა და თავისზე აღმატებულად მიაჩნდა...

სიკვდილშიც კი უბედური იყო, თავის მოკვლა სცადა და აუცდა ტყვია, თავში დაიჭრა, მაგრამ მალევე არ მომკვდარა, ორი დღე იწვალა და თეოს ხელებში დალია სული.

სხვათაშორის ვან გოგის პოპულარობაზე მის რძალს უზრუნვია... სხვადასხვა გამოფენებზე გაჰქონდა და დიდი დაინტერესებაც მალე ჰპოვა... ნუ რათქმაუნდა სიცოცხლეში აღიარებას მხატვარი არ ღირსებია...

წერის მანერას რაც შეეხება, ეეეჰოო, მიყვარს მისი ასეთი მსხვილი წერა, ფართო და მსუყე მონასმი... :58:

ძალიან ინდივიდუალურია და შეუძლებელია სხვაში აგერიოს...

ერთი ფსიქოლოგიური ტიპის ნახატი მინდა დავდო, ყვავები ყანაში.. საინტერესო ისტორიაა შემორჩენილი :D თუ მოვნახე...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აი ხალხო ვისაც გაინტერესებთ ვან გოგი პატარა დოკუმენტური ფილმი მასსზე

http://avoe.ge/movies/one.php?mid=8292

Edited by martini
0

Share this post


Link to post
Share on other sites
c3e2f2d07500.jpg

"არ იიფქრო, თავი სრულქმნილი, სრულყოფილი ვინმე მეგონოს...ხშირად გულფიცხი, ამაზრზენი ვარ, მელანქოლიით ხალხს თავს ვაბეზრებ, საზოგადოებაში ყოფნა არ მიყვარს, მათთან ლაპარაკი მით უმეტეს...ფიზიკურადაც და სულიერადაც მეტისმეტად მგრძნობიარე ვარ...ულუკმაპუროდ დარჩენის შიში, სამუშაოს უქონლობით გამოწვეული დაძაბულობა, ოჯახთან და მეგობრებთან უთანხმოება----აი ჩემი თავისებური ხასიათი----მთლიანად თუ არა ნახევარზე მეტი რისი ბრალია".... წერილი თეოს

:( მეტკინა ისეტი სურათია ძააან მოდის სულიდან და მისი განცდებიდან ყველაფერი ჩანს :(, ძალიან მომეწონა:(

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ერთი ფსიქოლოგიური ტიპის ნახატი მინდა დავდო, ყვავები ყანაში.. საინტერესო ისტორიაა შემორჩენილი თუ მოვნახე..

მოძებნე რა ბაია კაქი მოძებნე :*

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბაშმაკები მაგარია :) . .

კარტოფილი ჭამიებიც :), საერთოდ მისი ნახატებიდან ეს ჩამუქებული ფერები მომწონს ძალიან, პოლ გოგენი ეუბნებოდა ხოლმე ვან გოგს, შენი ნახატები კუჭს მიშლისო, ხოდა მაშIნ ავდგეთ და საპირფაერშოში დავკიდოთო, ვასუხობდა ვინსენტი :D

კარგი თემა იყო ადრე ფორუმზე ვან გოგის შესახებ . .. .გენიალური ადამიანია :) . ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე ბევრი მხატვარი გრძნობების გამოხატვის ახალი ხერხებით დაინტერესდა..

თვალით დანახული სცენების ნაცვლად ისინი ხატავდნენ დამახინჯებულ ფორმებს და მკვეთრ ფერებს, რათა ემოციები უკეთ

გადმოეცათ.

ამ მიდგომას "ექპრესიონიზმი" ეწოდა და მას სათავე ორმა მხატვარმა დაუდო:

ვინსენტ ვან გოგმა და ედვარდ მუნქმა..

ვან გოგს სწამდა, რომ ფერებით შეეზლო გრძნობების გადმოცემა..

იგი სამშობლოდან წასვლის შემდეგ საფრანგეთის სამხრეთიტ ქალაქ არლში ცხოვრობდა..

ეს ქალაქი ვან გოგს კლიმატის გამო მოსწონდა..

სამხრეთის კაშკაშა მზის სხივებში ფერები უფრო ელვარე და ცოცხალი ჩანდა, სწორედ ისეთი როგორიც მხატვარს საკუთარ

სურათებზე უნდოდა ეხილა..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

CHE GUEVARA

ბიძია ჩე :D რაფერ მიყვარხართ და ნეტა რატო? :10:

bae0049a4dd3.jpg

აი ის ნახატი, რომელზეც მე ვიყავი შეყვარებული ერთი პერიოდი :D

თურმე ამას რომ ხატავდა, ყვავები დაესხნენ თავს :25: არც ხატვა დაანებეს და დიდადაც შეაწუხეს, ხოდა გაბრაზებულმა ყვავებს "სამაგიერო"გადაუხადა, ადგა და დახატა თან ბევრი, ბევრი....

თურმე იმსათვის რომ მზის მცხუნვარება უკეთ გამოესახა, მზეში თავშიშველი ხატავდა და ხშირად მზის დაკვრაც მიუღია...

პ.ს. ორიგინალების ნახვა ჩემი აუხდენელი ოცნებაა :25:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
.ს. ორიგინალების ნახვა ჩემი აუხდენელი ოცნებაა

მცირე შესწორება: აუხდენელი არა, ასახდენი . . .:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გენიალური მხატვარი, ვინსენტ უილიამ ვან გოგი, რომელმაც თავისი თითქმის ყველა შედევრი სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა, 1853 წლის 30 მარტს ბრედას მახლობლად, სოფელ გროტ-ზიუნდერტში დაიბადა, რომელიც სამხრეთ ნიდერლანდებში მდებარეობს. ვან გოგი იყო ანა კორნელია კარბენტუსისა და თეოდორუს ვან გოგის ვაჟი. თეოდორუსი იყო რეფორმირებული ჰოლანდიური ეკლესიის მმართველი. პატარა ვან გოგს ბაბუის სახელი დაარქვეს, რომელსაც 1811 წელს ლეიდენის უნივერსიტეტის საყოველთაოდ ცნობილი ღვთისმეტყველების ხარისხი ჰქონდა მინიჭებული.

ვან გოგის დაბადებიდან ოთხი წლის შემდეგ 1857 წლის 1 მაისს, დაიბადა მისი ძმა თეოდურუსი. მას კიდევ ერთი ძმა კორი და სამი და, ელიზაბეტი, ანა და ვილი ჰყავდა. ბავშვობაში ვან გოგი ძალიან

სერიოზული, ჩუმი და გონიერი იყო. 1860 წელს მან დაამთავრა სოფელ სანდერის სკოლა, სადაც დაახლოებით 200 ბავშვი სწავლობდა. მას მხოლოდ კათოლიკე მასწავლებლები ჰყავდა. 1861 წლიდან ვან გოგი და მისი და ანა სახლში სწავლობდნენ, სანამ 1864 წლის 1 ოქტომბერს ვან გოგი დაწყებით სასწავლებელში არ გაემგზავრა, რომელიც ნიდერლანდებიდან 20 მილის დაშორებით მდებარეობდა. 1866 წლის 15 სექტემბერს ის გადავიდა თილბურგში, უილიამ II -ის სახელობის საშუალო სკოლაში.

1868 წლის მარტში ვან გოგმა მოულოდნელად დატოვა სკოლა და სახლში დაბრუნდა. მისი კომენტარი თავის განვლილ წლებზე იყო: “ ჩემი სიყმაწვილე იყო პირქუში, ცივი და უნაყოფო. “

1873 წლის ივნისში ვან გოგი ლონდონში გაემგზავრა სამუშაოდ. ამ წლებში ის ძალიან ბედნიერი იყო: იგი წარმატებული იყო თავის საქმეში და 20 წლის ასაკში, მან იცოდა უფრო მეტი, ვიდრე მამამისმა. ცოტა ხნის შემდეგ ვან გოგს იმ სახლის მეპატრონის ქალიშვილი შეუყვარდა, სადაც ის ქირით ცხოვრობდა, მაგრამ როდესაც ვან გოგი მას თავის გრძნობებში გამოუტყდა, ქალიშვილმა ის უარით გაისტუმრა, რადგან იგი საიდუმლოდ იყო დანიშნული მათ წინა მდგმურზე. შეყვარებული ვან გოგი, სატრფოს უარმა დეპრესიაში ჩააგდო, რის გამოც მას გული აუცრუვდა სამუშაოზე. იგი დროის უმეტეს ნაწილს იზოლირებულად ატარებდა და ასევე დიდ დროს უთმობდა რელიგიას. მამამ და ბიძამ იგი პარიზში გაგზავნეს, სადაც ვინსენტი ძალინ ბევრს ერთობოდა. შემდეგ მან მუშაობა დაიწყო გემზე, მტვირთავად. 1876 წლის 1 აპრილს კი იგი სიამოვნებით დათანხმდა სამსახურიდან მისი დათხოვნის ბრძანებას.

მისმა რელიგიურმა განცდებმა მას ხატვა დააწყებინა, რაც საბოლოოდ მისი მოწოდება და დანიშნულება აღმოჩნდა. იგი ინგლისში დაბრუნდა და მუდმივად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, მაგრამ ცოტა ხანში ადგილმდებარეობის შეცვლა გადაწყვიტა.

შობას ის დაბრუნდა სახლში. მან მუშაობა წიგნების მაღაზიაში დაიწყო, თუმცა იგი უკმაყოფილო იყო თავისი სამსახურით, სწორედ ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს მაღაზიის უკანა ნაწილში ატარებდა იზოლირებულად, სადაც ან ბიბლიას თარგმნიდა, ან ოცნებებში დაფრინავდა. ის ცდილობდა მამის მსგავსად მღვდელი გამხდარიყო. 1877 წლის მაისში ოჯახმა ის ამსტერდამში გააგზავნა, სადაც ვინსენტი კონტადმირალ ბიძია ჟანთან ცხოვრობდა. ვან გოგი ღვთისმეტყველების გამოცდისთვის ემზადებოდა, რადგან მას უნივერსიტეტში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 1878 წლის ივლისში მან დატოვა ბიძამისის სახლი. იგი სამი თვის განმავლობაში სწავლობდა ბრიუსელთან ახლოს, ლეიკენში, პროტესტანტების სკოლაში.

1880 წელს, ვინსენტმა გაითვალისწინა ძმის რჩევა და ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ცნობილი არტისტის უილიამ როელოფის დახმარებით ბრიტანეთის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. სადაც მას ასწავლეს, რომ: “ნამდვილი მხატვარი, პატარა რამესაც კი დიდი მონდომებით უნდა ხატავდეს.” ამ დროისათვის ვინსენტს მღვდლობაზე მეტად უკვე მხატვრობა უნდოდა.“ნამდვილი მხატვრის ხელნაწერის გაგებაში მისი ნახატის თითოეული დეტალი გვეხმარება. ზოგი თავის გრძნობების შესახებ წერს, ზოგი კი ხატავს” - ამბობდა ვან გოგი. იგი 27 წლის იყო, როცა გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელსა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიებში. 1881-1885 წლებში ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლის ასაკში გაიტაცა ფერწერამ. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ვინსენტი ავითარებდა XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ.ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.

1886-1988 წლებში იგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი პარიზის ერთ-ერთი გალერიის დირექტორი იყო, რომელიც მთელი ცხოვრების მანძზილზე მორალურად ეხმარებოდა ძმას). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონსიტების (კ.მონე, კ. პირასო, ა. სისლეი) პლენარუფერწერას, რომელთა მიზანი იყო სალონური აკადემიზმის დაძლევა და ხელოვნებაში ყოველღიური სილამაზისა და ცოცხალი სინამდვილის დამკვიდრება. ღია ცის ქვეშ მუშაობამ, იმპრესიონისტებს საშუალება მისცა აეხსნათ ბუნება მთელი მისი რეალური სიცხოველით. სუფთა ფერების ერთმანეთთან შერწყმით და ნათელი, ფერადოვანი გამით, იმპრესიონისტებმა მიაღწიეს მას, რომ მათი ნახატები ბევრად უფრო მოქნილი და ცოცხალი იყო. იგი ასევე სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდაა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ.გოგენს. ამ უკანასკნელმა ვან გოგს გაუზიარა შინაგანი გრძნობების ტილოზე გადმოსახვის მისეული ხედვა. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე იისფერმა ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა.

1888 წელს ვან გოგი სამუშაოდ გაემგზავრა საფრანგეთის საამხრეთ პროვინციაში, არლში, სადაც ინტენსიურად და ნაყოფიერადმუშაობდა, ხატავდა ნატურიდან.

მალე ვან გოგმა აქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ერთ-ერთი იყო ფოსტის თანამშრომელი როულინი, რომელიც ხშირად აკითხავდა მას “ყვითელ სახლში”, სადაც ვინსენტი წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდა. ვან გოგი დღეში 16 საათს მუშაობდა. მისი შედევრების უმრავლესობა აქ შეიქმნა. ხშირად, ღამით, საღებავებით დატვირთული ვან გოგი მინდორს მიაშურებდა, რათა უკეთ გამოესახა მთვარის შუქი თავის ნახატებში. არლის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა – საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულ შეხამებას და პასტოზურ მონასმებს. სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეიზაჟებში ჩანს ჰარმონიის, მშვენიერებისა და ბედნიერებისკენ წრაფვა. ამავე დროს ვან გოგი ქმნიდა სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს (“ღამის კაფე”1888წ, კერძო კოლექცია. ნიუ იორკი). ფერის დინამიკა და გრძელი გრეხილი მონასმები, ვან გოგის ტილოებზე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს არამარტო ადამიანს და მის გარემომცველ ბუნებას, არამედ უსულო საგნებსაც. 80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. გოგენს მიაჩნდა, რომ ვან გოგი ძალიან მძიმე ხასიათის, არაპატიოსანი პიროვნება იყო, ვინსენტს კი პირიქით, გოგენი წარმოედგინა ზედმეტად ქედმაღალ ადამიანად. მათი უთანხმოება ქრისტესშობის დღესქსწაულის წინა დღეებში გამძაფრდა, როდესაც ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს და შემდეგ სამართლებლით თავს დაესხა. შეშინებულმა გოგენმა გაქცევით უშველა თავს. ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა.

ამ ინციდენტის შემდეგ, ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა (1889-90) და ოვერ-სიურ-უაზის საავადმყოფოში. 1890 წელს, მან თავისი ნახატი “წითელი ვენახები არლში”, სულ რაღაც 400 ფრანკად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ნახატია, რომელიც მხატვრის სიცოცხლის პერიოდში გაიყიდა.

ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმისა და ფაქტურის უკიდერესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასოწარკვეთილების და აღგზნებულ ფიზიონერულ იმპულსებს ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება.

სიცოცხლისა და ადამიანებისადმი სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის რთული და გარდამავალი პერიოდი სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ და ტრაგიკულმა პათოსმა, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში, განსაზღვრავან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელიც თვითონ იყო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

dardianimoxucebulikacisk7.jpg

რამხელა დარდს გამოხატავს ეს ნახატი :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ketilisamaritelido2.jpg

ესეც კეთილი სამარიტელი :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

vangogeuc7.jpg

ისევ სკამი :ae:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

vagogiwh1.jpg

რა ნათელი ფერებია :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting