Business News

114 posts in this topic

თექაზე მოთხოვნა განახევრდა

„თექის სახლს“ პროდუქციაზე მოთხოვნა გაუნახევრდა. მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ ნაწარმს ძირითადად უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები ყიდულობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოში უცხოელების შემოსვლა შემცირდა თექის ნაწარმი აღარ იყიდება.

მენეჯმენტის ცნობით, აქამდე შეკვეთები იყო უცხოეთიდანაც, მაგრამ კრიზისის გამო ისიც შეფერხდა. „თექის სახლში“ ფასები 10 ლარიდან იწყება.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=8553&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იაპონიამ საქართველოს 1,2 მლრდ. იენის გრანტი გამოუყო

8847.jpg

იაპონიის მთავრობამ საქართველოს 1,2 მილიარდი იაპონური იენის გრანტი გამოუყო. ეს თანხა ძირითადად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სასოფლო სამეურნეო მანქანა-დანადგარების შესაძენად იქნება გამოყენებული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამინისტრო მანქანა-დანადგარების შესაძენად საერთაშორისო ტენდერს ჩაატარებს. ტენდერი 1 ივლისს გამოცხადდება და 12 აგვისტოს დაიხურება

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=8847&ct=18

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

სოხუმში ``ბენეტონის`` მაღაზია არ დახურულა

8831.jpg

„ბენეტონის“ საქართველოს წარმომადგენლობაში ინფორმაციას ადასტურებენ

``ბენეტონის`` მაღაზია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ქართული მხარის პროტესტის შემდეგ თურქულმა წარმომადგენლობამ დახურა, კვლავ ფუნქციონირებს. ამის შესახებ სააგენტო Bizzone.info სოხუმში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ფორმალურად მაღაზია დახურულია, თუმცა, წყაროს ცნობით, ``შინაურულად`` იქ გაყიდვები გრძელდება, ბოლო დღეების განმავლობაში კი დღის საათებამდე მაღაზია ღიაა. ფოტოც, რომელიც ამ მასალას ერთვის, Bizzone.info –ს სოხუმიდან მიაწოდეს და იგი გუშინაა გადაღებული.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც სოხუმში ``ბენეტონის`` გახსნის თაობაზე გახდა ცნობილი, პროტესტის ნიშნად თბილისში „ბენეტონისა“ და ``სისლეის`` მაღაზიები დაიხურა.

ასევე შეგახსენებთ, რომ სოხუმში „ბენეტონის“ ფილიალის გახსნასთან დაკავშირებულმა ცნობამ აჟიოტაჟი ოფიციალურ თბილისშიც გამოიწვია, რადგან ბიზნეს–საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კი კერძო კომპანიებს აფხაზეთისა და სამხერეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კომერციულ საქმიანობას უკრძალავს. ყოველივე ამის შემდეგ კომპანიის თურქეთის ოფისმა გადაწყვიტა, მაღაზიის დახურვის შესახებ განეცხადებინა.

საქართველოში „ბენეტონის“ ოფიციალური წარმომადგენლის, „ნოვო–ჯგუფის“ მარკეტინგის მენეჯერი მაია ბურდული კი რადიო „კომერსანტთან“ საუბარში ირწმუნება, რომ მაღაზია რომელიც სოხუმში ამჟამად ფუნქციონირებს, ბენეტონის ბრენდის ქვეშ არ იქნება, თუმცა შესაძლოა მასში ბენეტონის პროდუქციაც გაიყიდოს. „ჩვენი ინფორმაციით მაღაზია კერძო ბიზნესმენმა შეიძინა და სხვადასხბა პროდუქციასთან ერთად მაღაზიაში ``ბენეტონის`` ტანსაცმელიც იქნება წარმოდგენილი, თუმცა მაღაზია ``ბენეტონის`` ლოგოს ქვეშ არ იმუშავებს,“–აცხადებს ბურდული.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=8831&ct=2

მალაშხია: ``ბენეტონის`` სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს

8841.jpg

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია აცხადებს, რომ თუ „ბენეტონის“ მაღაზია სოხუმში მართლაც გახსნილია, მის ხელმძღვანელობას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

“საქართველოში მოქმედებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და თუ მაღაზია მართლაც ფუნქციონირებს, ჩვენ გვექნება უფლება „ბენეტონის“ როგორც სამართლებრივი, ასევე კომერციული დევნა განვახორციელოთ”–ამბობს მალაშხია.

შეგახსენებთ, რომ სოხუმში ``ბენეტონის`` მაღაზიის დახურვის შესახებ ოფიციალური განცხადების მიუხედავად, ცნობილი ხდება, რომ აფხაზეთის დედაქალაქში მაღაზია მაინც განაგრძობს ფუნქციონირებას.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=8841&ct=17

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ერაყში პირველი ინტერნეტ მაღაზია გაიხსნა

8945.jpg

ერაყში პირველი ინტერნეტ მაღაზია გაიხსნა. საიტს ბაღდადური ბაზრის სახელი – Harej ჰქვია და ფიზიკურად დიდ ბრიტანეთშია განთავსებული.

საიტზე ყველაფრის ყიდვა შეიძლება უძრავი ქონებიდან დაწყებული, ავტომობილით, წინგებითა და ელექტრონიკით დამთავრებული. ყველაზე პოპულარული კი ავტომობილების განყოფილებაა.

პორტალი უფასოა, თუმცა მისი მფლობელი იმედოვნებს, რომ საკრედიტო ბარათების გავრცელებასთან ერთად მომსახურებაზე გადასახადს დააწესებს და ადგილზე მიტანის სერვისსაც შემოიღებს.

საიტის მნახველთა რაოდენობა ბევრი არაა, რადგან ერაყში ინტერნეტზე ხელი ცოტას თუ მიუწვდება.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=8945&ct=6

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რუსეთი და ტაილანდი ”ლაღიძის წყალს” გვეცილება

wather_lagidze.jpg

”ლაღიძის წყლების” ირგვლივ სკანდალი სკანდალზეა. ირკვევა, რომ რუსეთში ფალსიფიცირებულ ”ლაღიძის წყალს” უშვებენ. მავანი ტაილანდელები კი, თავიანთ რესტორანში ქართული ბრენდის გაყიდვას გეგმავენ, ხოლო ქარხნის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ არაფერი იცის. მოკლედ, უძველესი და უმნიშნველოვანესი ქართული გამაგრილებელი წყლის იმიჯს საფრთხე ემუქრება.

მსოფლიოში ცნობილი ქართული ბრენდი, უალკოჰოლო სასმელი წყალი ”მიტროფანე ლაღიძე” ფალსიფიცირების საფრთხის წინაშე დგას. კომპანია ”ლაღიძის წყლების” ცნობით, რუსეთის პატარა ქალაქ რუდნიაში, შპს ”ბოროდინო-2006” აწარმოებს გაზიან წყალს სახელწოდებით ”ლაღიძის წყლები”.

ამასთანავე, რუსული ფირმა წყლებს დახურული სააქციო საზოგადოების ”ლაღიძის” შესაბამისი ნებართვის გარეშე ასხამს, რომელიც ”ლაღიძის წყლების” წარმოების ერთადერთი უფლებამოსილი იურიდიული პირია და ამ სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება აქვს.

ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი რუსი მწარმოებლების მიერ მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშნის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით.

ბოლო დროს ”ლაღიძის წყლების” მიმართულებით გარკვეული დაპირისპირებები შეინიშნება. რამდენიმე დღის წინ კომპანიის ხელმძღვანელობამ საქართველოში მოქმედი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა წინააღმდეგ გაილაშქრა და პირდაპირ განაცხადა, რომ ”ყაზბეგისა” და ”ნატახტარის” პროდუქცია ფალსიფიცირებულია. ისინი გამაგრილებელი სასმელის დამზადებისას იყნებენ არადასაშვებ ქიმიურ დანამატებს.

ასეთმა დამოკიდებულუბამ კონკურენტების აღშფოთება გამოიწვია. გოგი თოფაძემ ”ლაღიძის წყლებს” ურჩია თავის საქმეს მიხედოს და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას შეეშვას. ახლა ირკვევა, რომ ფალსიფიცირების თემამ უკვე საზღვრებსგარეთ გადაიწია და კომპანიის ხელმძღვანელებს საკუთარი იმიჯის დაცვა არაკეთილეზობლურ სახელმწიფოში მოუწევთ.

ასეთი სკანდალური განცხადებებს კიედვ ერთი სკანდალი დაემატა. რუსთაველის გამზირზე ”ლაღიძის წყლების” მაღაზიის გახსნა არის ნავარაუდევი, თორნიკე ლაღიძე კი ამტკიცებს, რომ ასეთი რამ მასთან არ არის შეთახმებული და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

კომპანია ”ტაიფუდმა” რუსთაველზე მდებარე მაღაზიის გახსნაში 100 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო. ”ტაიფუდის” წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ქარხანა ”ლაღიძის წყლებთან” შეთანხმება გააფორმეს და მაღაზიაში სწორედ ”ლაღიძის წყლების” პროდუქცია გაიყიდება.

თავად ლაღიძის წყლების ქარხნის დირექტორი თორნიკე ლაღიძე კი კომპანია ”ტაიფუდთან” რამე სახის ხელშეკრულების გაფორმებას კატეგორიულად უარყოფს. ”ჩემთან არავინ არ მოსულა და შესაბამისად ხელშეკრულებაც არ გაგვიფორმებია. ჩემთვის წარმოუდგენელია, ”ტაიფუდის” მაღაზიაში ლაღიძის წყლები რატომ უნდა გაიყიდოს. ეს არის უდიდესი პარადოქსი”, - აცხადებს თორნიკე ლაღიძე.

http://presa.ge/index.php?text=news&i=8279

0

Share this post


Link to post
Share on other sites

``გაზპრომის`` გარეშე

``ნაბუქოს’’ დაწყებაზე მაინც შეთანხმდებიან

პროექტ ``ნაბუქოს`` რეალიზაციის დაწყების შესახებ შეთანხმება 13 ივლისს მოხდება.

ამის შესახებ სააგენტო ‘’როიტერი’’ რუმინეთის ეკონომიკის მინისტრის ადრიან ვიდიანუზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ევროპელმა პარტნიორებმა შეთანხმების ხელმოწერა იმის გამო გადადეს, რომ ‘’გაზპრომმა’’ აზერბაიჯანთან გაზის მოწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

ამ შეთანხმებაში ექსპერტთა ნაწილმა დაინახა მოსკოვის მცდელობა, ‘’ნაბუქოს’’ აზერბაიჯანული გაზი ‘’წაართვას’’.

``ნაბუქოს`` გაზსადენის პროექტის სამთავრობოთშორისი შეთანხმების ხელმოწერის შესაძლო გადადების შესახებ თურქული გამოცემა ``აკსამი`` წერდა.

გამოცემის თანახმად, პროექტის მონაწილე ქვეყნები ივლისში ხელშეკრულების ხელმოწერას გაზის მიმწოდებლების არასაკმარისი რაოდენობის გამო გადადებდნენ. მანამდე შეთანხმების ხელმოწერა ივნისში იგეგმებოდა. რუსული მედიის ცნობით, ეს იმის გამო ვერ მოხდა, რომ თურქეთმა გაზის 15%–იანი შეღავათით შეძენა მოინდომა, რაც პროექტს წინასწარ არამომგებიანს გახდიდა.

პროექტის რეალიზაცია 7,3 მილიარდი დოლარი დაჯდება. სავარაუდოდ, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 8–10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს, მომავალში სიმძლავრე შესაძლოა 20, მოგვიანებით კი 65 მილიარდამდე გაიზარდოს. ამასთან, ჯერაც არაა გარკვეული ის ქვეყნები, რომლებიც ``ნაბუქოს`` დატვირთვას უზრუნველყოფენ.

მიიჩნევა, რომ ‘’ნაბუქოს’’ კონკურენტი ``სამხრეთის ნაკადია``, რომელმაც შავი ზღვის ფსკერის გავლით ცენტრალურ და სამხრეთ ევროპისკენ უნდა გაიაროს და ყოველწლიურად 47 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება უზრუნველყოს. მილსადენი, სავარაუდოდ, 2015 წელს ამოქმედდება.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=9402&ct=18

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოში შესაძლოა ინტერნეტის ხარისხი გაკონტროლდეს (როგორც იქნა მივიდნენ მაგ გასკვანმდე რა :D )

პროვაიდერები ხარისხის პრობლემებს უარყოფენ

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ახალი თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის მისვლის შემდეგ შესაძლოა, დღის წერიგში ინტერნეტ-პროვაიდერების გარკვეული გაკონტროლების საკითხი დადგეს. კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბარში აცხდებს, რომ ინტერნეტ-ბაზარი ხარისხის კონტროლს საჭიროებს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

“უხარისხო ინტერნეტის პრობლემა რეალურად არსებობს. კომისიაში მომხმარებელთა საჩივრებიც შემოდის, თუმცა პრიორიტეტები, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, განსაზღვრული არ არის. საჭიროა საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, მნიშვნელოვანია მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც”-დასძენს მოსეშვილი.

„მომხმარებელთა ფედერაციის“ თავმჯდომარის მადონა კოიძის შეფასებით, ინტერნეტ-პროვაიდერების მიერ დაწესებული გადასახდი და ხარისხი ერთამენთს არ შეესაბამება, ამით კი მომხმარებელთა უფლებები ირღვევა. მისი თქმით, ინტერნეტ-კომპანიებს ძალიან დაბალი დონის მომსახურება აქვთ, ბაზარზე კონკურენცია საერთოდ არ არის.

ამიტომ კომპანიები ხარისხის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ. „ხშირია ინტერნეტის უმიზეზოდ გათიშვის შემთხვევები, მძიმე სიტუაციაა განსაკუთრებით „დი-ეს-ელ“ მომსახურებასთან მიმართებაში. ინტერნეტის დაყენებისათვის მომხმარებელს თვეობით ლოდინი უწევს, ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში გადასახადი მაინც გერიცხება, რაც დაუშვებელია”–აღნიშნავს კოიძე.

ინტერნეტ-პროვაიდერ „კავკასუს ონლიანის“ კომერციული დირექტორის გენადი როსტომაულის მტკიცებით, დღეს საქართველოში ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობა აქვთ. ხარვეზების აღმოფხვრას კი კომპანია დაუყოვნებლივ ახორციელებს.

”მომხმარებლის საჩივრებსა და სურვილებზე რეაგირებას ყოველთვის ვახდენთ. ჩვენი კომპანია ყველაზე მაღალი ხარისხის ინტერნეტს სთავაზობს მომხამარებელს. მივესალმებით თუ მარეგულირებელი ხარისხის კონკრეტულ სტანდარტებს დაამკვირდებს, რომელსაც ყველა დაიცავს”–ამბობს როსტომაული. მისივე განხადებით, ``კავკასუსის`` ინტერნეტ პაკეტები 7 ევროდან იწყება, ყველაზე პოპულარული კი 30– ლარიანი პაკეტია. მენეჯმენტის თქმით, „კავკასუს ონლაინს“ ბაზრის 52% უჭირავს.

„გაერთიანებულ ტელეკომში“ კი ამბობენ, რომ ბაზარზე დაბალი ფასების დაწესების ინციატორი თავად იყვნენ. “რაც შეეხება ხარისხს, საწყის პერიოდში ხარვეზები იყო, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიას სამი ალტერანტიული წყარო აქვს და ინტერნეტის გათიშვის პრობლემა არ გვაქვს”–ამბობენ ``ტელეკომში``.

„გაერთიანებული ტელეკომი“ მომხმარებელს 6 სახის ინტერნეტ-პაკეტს სთავაზობს, საწყისი ფასი კი 10 დოლარია. ტელეკომს ინტერნეტ ბაზრის 37% პროცენტი უჭირავს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=9380&ct=6

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გააუმჯობესებს თუ არა ისრაელის კომპანია ინტერნეტის ხარისხს?

ეს ჩვენთან, აზრზე ხართ ? :blink:

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=9555&ct=6

0

Share this post


Link to post
Share on other sites

http://itv.ge/?p=15000

ვიოცნებოთ ამის შემდეგ ბიზნესის აშენებაზე :)

ეჰჰჰ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თბილისში შესაძლოა ყველა სლოტ–კლუბი დაიხუროს

სათამაშო ბიზნესი გაზრდილ გადასახადებს ვერ უძლებს

სათამაშო ბიზნესში მოქმედი კომპანიების ნაწილი გაზრდილ სალიცენზიო და მოსაკრებლის გადასახადებს აპროტესტებს. თბილისში ცნობილი სლოტ-კლუბების ქსელის „სამი შვიდიანის“ ხელმძღვანელობის თქმით, გადასახადები გაორმაგდა იმ ფონზე, როცა კრიზისის გამო კლიენტების რაოდენობა მინიმუმამდეა დაცემული.

მათივე განცხადებით, მოსაკრებელი ერთ აპარატზე 50-ის ნაცვლად 150 ლარია, ერთ წლიანი ლიცენზიის ღირებულება კი 8000-ის ნაცვლად 20 ათას ლარს შეადგენს. „სამ შვიდიანში“ აცხადებენ, რომ სლოტ–კლუბები თითქმის ყოველდღიურად იხურება და შესაძლოა 3–დან ერთი ობიექტის დახურვა თავადაც მოუხდეთ.

თბილისში კიდევ ერთ ცნობილ სათამაშო კლუბ „გრანდ სლოტ კლუბში“ კი არ გამორიცხავენ, რომ შექმნილ ვითარებაში დედაქალაქში ყველა კლუბი დაიხუროს. მათი თქმით, კლიენტების რიცხვის შემცირების პარალელურად უზარმაზარი გადახასადების გადახდა შეუძლებელია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გადასახადების გაზრდა გასულ წელს „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შედეგად მოხდა. თუმცა, ძალაში ეს გადასახადები მხოლოდ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შევიდა.

პირველ კვარტალში მთავრობამ სათამაშო ბიზნესს შეღავათი გაუწია და გადასახადების ამოღებას ძველი კანონით ახდენდა.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=11013&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თბილისში პირველი A+ კლასის სავაჭრო ცენტრი იხსნება

ფართის 95% უკვე გაყიდულია

თბილისში პირველი „A პლიუს“ კლასის სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

საუბარია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებულ სავაჭრო ცენტრ „პიქსელზე“. რამდენიმე დღეში შენობის მიწისქვეშა სართულებზე პირველი ობიექტი ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ გაიხსნება.

„პიქსელის“ დეველოპერის Trans Invest Capital–ის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის მთლიანი ფართი 33 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია. ფართის 95% უკვე გაყიდულია. ფასი კი ერთ კვადრატულ მეტრზე 8–დან 10 ათას დოლარამდე მერყეობს.

ათსართულიან სავაჭრო ცენტრს მიწისქვეშ დამატებით სამი სართული აქვს. აქედან ქვედა ორ დონეზე პარკინგი მოეწყობა. მიწისზედა სართულებზე კი სავაჭრო ზონა, კვების ობიექტები, საკონფერენციო დარბაზი და კერძო ოფისები განლაგდება.

„პიქსელის“ მშენებლობა Trans Invest Capital–მა 2007 წელს დაიწყო. პროექტი 40 მილიონი დოლარი დაჯდა.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=11061&ct=4

0

Share this post


Link to post
Share on other sites

``თაღლაურა`` 15 სექტემბერს ახალ რესტორანს გახსნის

რესტორნების ქსელი „თაღლაურა“ დიღმის მასივში დამწვარი რესტორნის ნაცვლად ახალ ობიექტს 15 სექტემბერს გახსნის. მენეჯმენტის თქმით, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

დამწვარი შენობის ადგილზე შენობის ფასადები მთლიანად გადაკეთდა და ათი სექტემბრისთვის სპეციალურ ავეჯსაც შეიტანენ. რა დაჯდა რესტორნის რეაბილიტაცია, არ კონკრეტდება. თბილისში „თაღლაურას“ სამი რესტორანი აქვს გახსნილი, ფასები კი 1 ლარიდან იწყება.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=11112&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

``ელიტ ელექტრონიქსის`` საკონტროლო პაკეტი შესაძლოა ``თი-ბი-სი ბანკის`` ხელში გადავიდეს

``ჩვენი ბანკის მიზანი კომპანიის განვითარებაა``

გადავა თუ არა საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმსხვილესი ქსელის „ელიტ ელექტრონიქსის“ საკონტროლი პაკეტი „თიბისი ბანკის“ მფლობელობაში? „ელიტ–ელექტრონიქსის“კომერც

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იაპონია საქართველოში ათ ახალ პროექტს განახორციელებს

იაპონია საქართველოსთვის ათ ახალ პროექტს ამზადებს. ამის შესახებ იაპონიის ელჩის მასაიოში კამოჰარასა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

თოიძემ იაპონელ დიპლომატს დეტალურად გააცნო ჯანდაცვის ქართული სისტემის ვითარება – როგორც პრობლემები ისე მიღწევები.

ელჩმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ იაპონია საქართველოში უკვე ახორციელებს რამდენიმე პროექტს და მომავალში აპირებს კიდევ ათი ახალი მცირე პროექტის წამოწყებას, რაზეც საკუთარი მთავრობის თანხმობა უკვე აქვს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=11227&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დუბაიში მსოფლიოს ყველაზე მაღალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

დუბაიში ცათამბჯენ Burj Dubai-ის გახსნა 4 იანვარს, მოჰამედ ბინ რაშიდის შეიხად გახდომის 4 წლისთავის აღსანიშნავი დღესასწაულისთვის არის დაგეგმილი.

შენობა 2004 წლიდან შენდებოდა. Burj Dubai 800 მეტრი სიმაღლისაა და მისი ღირებულება 20 მლრდ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ცენტრი Dubai Mall-იც აშენდება.

160 სართულიანი შენობის პროექტი ამერიკელ არქიტექტორს ადრიან სმიტს ეკუთვნის. ცათამბჯენში აპარტამენტები, ოფისები და სასტუმრო Armani განთავსდება.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=12890&ct=4

http://www.burjdubai.com/

ესეც ოფიციალური საიტი ამათი

burj_dubai_lake.jpg

უიმეე, რამხელა რაცხააა არ დაეზარათ მაინც :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ყატარელი ბიზნესმენები საქართველოს სახელმწიფო ქონებით დაინტერესდნენ

ყველაზე მეტ ყატარულ ინვესტიას მთავრობა უძრავი ქონების სექტორში ელის

საქართველოში ყატარელ ბიზნესმენთა ვიზიტი დაიწყო. ყატარის საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური შეხვდნენ. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, ყატარელი ბიზნესმენები დეტალურად შეისწავლიან იმ პროექტებს, რომლებიც მათ ქართულმა მხარემ შესთავაზა.

პროექტები შეეხება როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, ისე - რამდენიმე კერძო საინვესტიციო კომპანიიის პროექტებსაც. ყატარელი ბიზნესმენები დღესვე შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს, დღის მეორე ნახევარში კი აჭარას ეწვევიან და ვითარების ადგილზე გაცნობის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოში ინვესტიციების ჩადების შესახებ.

ზურაბ პოლოლიკაშვილის ინფორმაციით, ყატარელი ბიზნესმენების დაინტერესება საქართველოში, ძირითადად, უძრავი ქონების სექტორს უკავშირდება და საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციაზე. ერთ–ერთი კონკრეტული პროექტი კი, რომლის განხორციელებასაც ყატარელი ინვესტორები საქართველოში გეგმავენ, თბილისში, ვაკე-საბურთალოს გზატკეცილის მშენებლობის დაფინანსებაა.

შეგახსენებთ: საქართველოს დელეგაცია ყატარში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა, სადაც ყატარის საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და კერძო ბიზნესმენებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნეს. სწორედ ყატარში მიიღო დაპირება ქართულმა მხარემ, რომ ინვესტორები აუცილებლად ჩამოვიდოდნენ საქართველოში და ადგილზე გაეცნობოდნენ ვითარებას.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=13240&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გია ჭანტურია 14–მილიარდიანი პროექტის განხორციელებას იწყებს

``ეს ბაქო–სუფსასა და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანზე მასშტაბური პროექტი იქნება``

ნავთობკორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გია ჭანტურია, რომელიც წინ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, საქართველოში ახალ, მისი თქმით, ისტორიულ პროექტს იწყებს. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჭანტურიამ რადიო ``კომერსანტს`` მისცა:

– გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში თქვენ დიდი გეგმები გაქვთ. უფრო კონკრეტულად, რა პროექტზეა საუბარი?

– საქმე ეხება სუფსის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და ნავთობქიმიური კომპლექსის მშენებლობას. ეს პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნისთვის შექმნის განსაკუთრებულ პირობებს და, გარდა ამისა, შავი ზღვის აუზის ქვეყნებისათვის ეს იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია. ამასთანავე ეს საკმაოდ დიდი საინვესტიციო პროექტია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 12–დან 14 მილიარდზე, როცა ყველა ფაზა დამთავრდება, ასეთია ამ პროექტის მთლიანი შეფასება. ამასთან, საკმაოდ დიდი იქნება დასაქმების ხარისხიც, დაახლოებით 30–დან 40 ათას კაცამდე. და რაც მთავარია, ქვეყანა იქნება დაცული, რადგან ის თვითონ იქნება გარანტორი ყველა სხვა ქვეყნისათვის, რომ ისინი მიიღებენ ალტერნატიულ ენერგორესურსებს.

– თქვენ საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიცია დაასახელეთ. კონკრეტულად რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას ინვესტირებაში?

– მოცულობით ეს საკმაოდ დიდი პროექტია. ბევრად დიდი, ვიდრე ჩვენ განვახორციელეთ ბაქო–სუფსის ნავთობსადენის, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანისა და შაჰდენიზის სახით. ამიტომ ამ პროექტის მიმართ ძალიან დიდია ინტერესი არა მარტო საქართველოში, არამედ ევროკავშირისა და აშშ–ში, რადგან როგორც ვიცით, მაისში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრაღის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის მიერ შავი ზღვის აუზში ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის შექმნას. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია. ამაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კომპანიები, საფინანსო ინსტიტუტები, საბანკო სისტემები, სადაზღვევო სტრუქტურები და ა.შ. ასე რომ ეს საკმაოდ დიდი საერთაშორისო პროექტია.

– ეს ყველაფერი უკვე შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან, თუ ჯერ მხოლოდ გეგმები არსებობს?

– ეს ყველაფერი არა მარტო შეთანხმებულია, არამედ პროექტი უკვე განხილულია საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ ამხელა პროექტი საქართველოს მთავრობის გარეშე ვინმემ განახორციელოს.

– როდიდან დაიწყება მისი განხორციელება?

– პროცესი უკვე მიმდინარეობს. მთავრობასთან ერთად მოხდება სტრატეგიის ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროექტი. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მოლაპარაკებების წარმართვა, მითუმეტეს, რომ ამ პროექტში ერთვება არა მხოლოდ მრავალი დაინტერესებული ქვეყანა, არამედ კომპანიებიც და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ალბათ უახლოეს პერიოდში ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას. მე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია გამოქვეყნდეს კიდევაც საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური დადგენილება ან ბრძანებულება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ავითარებს ამ პროექტს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ხელი აქვს მოწერილი პრაღის დეკლარაციაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=14378&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩინეთი “ხარისხის რევოლუციას“ იწყებს

პეკინს იაფფასიანი საამქროს როლი აღარ ხიბლავს

ჩინეთს აღარ სურს დასავლეთისთვის იაფფასიანი საამქრო იყოს. ჩინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ხარისხის გარღვევის დრო დგება.

ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს პროგნოზით, ჩინეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10 წელიწადში ორჯერ, 5,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

გასულ წელს ჩინეთის საგარეო ვაჭრობა თითქმის 14%–ით, 2,2 ტირილიონ დოლარამდე შემცირდა, მაგრამ ექსპორტის მოცულობით გერმანიას გაუსწრო და მსოფლიოს ნომერ პირველ ექსპორტიორად იქცა. იმპორტის მაჩვენებლით კი ჩინეთი აშშ–ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

ახლა კი პეკინი ვაჭრობის არა მხოლოდ მოცულობების, არამედ ხარისხის გაუმჯობესებასაც იწყებს. პეკინის მიზანია, ჩინური ფირმები მსოფლიო მოთამაშეების მხრიდან თამაშის წესების მიმღებ კომპანიებიდან იქცნენ ბიზნესებად, რომლებიც „ფასწარმოქმნის კანონმდებლები“ იქნებიან.

პეკინი დარწმუნებულია, რომ ჩინურ ბიზნესს ინოვაციური გარღვევისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს.

„უნდა შეიცვალოს ექსპორტის სტრუქტურა: გავზარდოთ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის წილი და განვავითაროთ მაღალტექნოლოგიური სერვისები,“ – ამბობს კვლევის ერთ–ერთი ავტორი.

ანალიტიკოსების თქმით, ჯერჯერობით ჩინური კომპანიები იაფფასიანი საამქროს როლს ასრულებენ: iPod–ის ღირებულებიდან – 150 დოლარიდან – ჩინეთში მხოლოდ 4$ იქმნება ჩინეთში, დანარჩენი 146$ იმპორტული კომპონენტების ფასია.

ვაჭრობის ზონის აქტიური გაფართოება ჩინეთმა 2009 წლიდან დაიწყო, რაც პირველ რიგში ენერგეტიკულ ბაზარს შეეხო. გუშინ ჩინეთმა განაცხადა ვენესუელასთან კოოპერაციის გაფართოების შესახებ: პეკინი კარაკასს 20 მილიარდ დოლარს ასესხებს და ორინოკოში ნავთობის მომპოვებელ ერთობლივ საწარმოს შექმნის.

„ჩინეთს სურს ენერგეტიკული უსაფრთხოება და ჩვენ მას ნავთობით უზრუნველვყოფთ,“ – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=16785&ct=14

ვააა ჩინეთი აღარ ხუმრობს ტო :D :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პენტაგონმა ნავთობის მარაგების ამოწურვის საფრთხე დაინახა

ნავთობის დეფიციტმა შესაძლოა გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავება გამოიწვიოს და არასტაბილურ ქვეყნებს კოლაფსისკენ უბიძგოს.

ამის შესახებ პენტაგონის მოხსენებაში Joint Operating Environment 2010–შია ნათქვამი, რომელსაც ამერიკის უმაღლესი შეიარაღებული ძალების სარდლობა ორ წელიწადში ერთხელ ამზადებს და იმ სიტუაციას აღწერს, რომელში მოქმედებაც აშშ–ს შესაძლოა უახლოესი თვეების განმავლობაში მოუწიოს.

მოხსენების ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2012 წლისთვის ნავთობის მსოფლიო მარაგები შესაძლოა ამოიწუროს, რის შედეგადაც ფასები არაკონტროლირებადი გახდეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, ნავთობის მსოფლიო მარაგები სამმაგი გადაჭარბებითაა შეფასებული.

მოსალოდნელია, რომ 2011–15 წლებში ნავთობის ბაზრებზე მკაცრი ბრძოლა დაიწყება: მხოლოდ ჩინეთში დღეისათვის 40 მილიონი ავტომობილია, აშშ–ში 250 მილიონი და ნავთობზე მოთხოვნა სულ უფრო მატულობს.

ამერიკელი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ შექმნილი სიტუაცია ნავთობის მსხვილს მწარმოებლებს შეიარაღებისკენ უბიძგებს.

„უმაღლესი სარდლობა, შესაძლოა, იძულებული გახდეს, იმოქმედოს იმ რაიონებში, სადაც თუნდაც მცირე, მაგრამ ნავთობის მქონე მოწინააღმდეგე, ტექნოლოგიური თვალსაზრისით მოწინავე იარაღითაა აღჭურვილი“, – ნათქვამია მოხსენებაში.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=16822&ct=14

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ევროპას სერიოზულად ერხევა :excl:

ბერძნულ ეკონომიკაში „ჩინური ეპოქა“ იწყება

საკრედიტო კრიზისში მყოფი საბერძნეთი საკუთარი ეკონომიკის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ჩინეთის დახმარებით აპირებს. მილიარდობით ინვესტიციების სანაცვლოდ ათენი მზადაა ჩინური ბიზნესი სტრატეგიულად ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში შეუშვას, როგორიცაა ტარნსპორტი და ტურიზმი. თავის მხრივ პეკინმა უკვე 4 მილიარდი დოლარი ჩადო საბერძნეთის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და სურს, ბერძნული პორტები ევროპაში ჩინური ბიზნესის კარებად აქციოს.

„საბერძნეთს უკიდურესად ესაჭიროება უცხოური კაპიტალი, თუმცა საკრედიტო კრიზისით შეშინებული ინვესტორები ჩვენთან შემოსვლას არ ჩქარობენ. ჩინელები კი დროულად გამოჩნდნენ,“ – აცხადებს ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი სპიროს ეკონომიდისი.

განსაკუთრებულ ინტერესს ჩინელები საბერძნეთის მთავარი პორტის პირეისადმი იჩენენ, რომლის თანამედროვე საპორტო კომპლექსად ქცევა სურთ. პორტის პირველი ტერმინალი რამდენიმე დღეში გაიხსნება.

ექსპერტების თქმით, ჩინეთი, რომელიც ევროპასთან საქონელბრუნვის გაზრდითაა დაინტერესებული, ცდილობს ისარგებლოს იმ ფაქტით, რომ ევროპის ლოჯისტიკური სიმძლავრეები ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის. საბერძნეთი კი მათი ყურადღების ქვეშ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით მოექცა.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=17540&ct=14

0

Share this post


Link to post
Share on other sites

BeQUshA

2. უორენ ბაფეტი. ინვესტორი (USA), ასაკი — 78 წელი, მფლობელია — $37 მილიარდის. ასეთმა წარმატებულმა მოთამაშემ როგორიც ბაფეტია ვერ მოახერხა შეენარჩუნებინა თავისი პოზიცია კრიზისისას. ბაფეტმა დაკარგა 25 მილიარდი, მაგრამ შეინარჩუნა პოზიცია პირველ სამეულში.

ნწ. არ დაუკარგავს არაფერი. 2006 ში ამ კაცმა 40 მილიარდი გასცა ქველმოქმედებაში. ორ წელიწადში უკან ამოიღო ეს ფული. რაც შეეხება კრიზისს ამისმა კომპანიამ რამოდენიმე შედარებით პატარა კომპანია ჩაიგდო ხელსი კაპიკების ფასად.

მან გასცა მარა რამდენი მიიღო ეგ იკითხე :P

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting