Business News

114 posts in this topic

კრიზისის მიუხედავად რუსეთი ცხინვალს ფულს მაინც პირდება

კრიზისის პერიოდში რუსეთი სამხრეთ ოსეთის დახმარების პროგრამებს არ შეწყვეტს. ამის შესახებ რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა სერგეი სტეპაშინმა განაცხადა, რომელიც ცხინვალში იმყოფება და სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

სტეპაშინის თქმით, სამხრეთ ოსეთისთვის დაპირებულ 2,8 მილიარდ რუბლს ``რესპუბლიკა`` წელს მიიღებს, ეს თანხა სამხრეთ ოსეთს ომის შედეგად დანგრეული ობიექტების რეაბილიტაციას მოხმარდება.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7204&ct=18

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ღორის გრიპი ქართულ ტურისტულ ფირმებს ახალი პრობლემებით ემუქრება

კომპანია ,,ჯორჯიკა თრეველის’’ დირექტორის გიორგი კალანდაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში გრიპის საფრთხე არ არის, თუმცა ტურისტები მექსიკასა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში წასვლისაგან თავს უკვე იკავებენ.

``საქართველო ამ საფრთხისაგან ჯერჯერობით შორსაა, თუმცა გამორიცხული არაფერია და, რა თქმა უნდა, ეს პრობლემებს შეგვიქმნის,’’-დასძენს კალანდაძე.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ტურისტული კომპანია „ფრეშ თრეველის“ ხელმძღვანელი პაატა კვიჟინაძე. მისი განცხადებით, ფრინველის გრიპის დროს ტურისტულ კომპანიებს გარკვეული პრობლემები შეექმნა და ღორის ვირუსის გავრცელების შემთხვევაშიც პრობლემები მოსალოდნელია. „ჯერჯერობით საფრთხე მაშსტაბურ ხასიათს არ ატარებს და ამ ეტაპზე ტურისტულ კომპანიებს ფინანსური კრიზისით მიყენებული ზარალი უფრო აწუხებთ,“–აცხადებს კვიჟინაძე.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7197&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თბილისის შენობების 80% ამორტიზებულია

``ევროპაში ასეთი დაზიანებული ქალაქი ძნელად თუ მოიძებნება``

სანდრო ეულის ქუჩაზე „რუსთავი 2“–ის შენობის ჩამონგრევის შემდეგ მენაშენეთა ასოციაცია საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა, „თბილისში არსებული შენობების 80 პროცენტი ამორტიზებულია“.

„თბილისი საკმაოდ დაზიანებული ქალაქია. 100– წლიანი მემკვიდრეობის გამოსწორება საკმაოდ რთულია, ევროპაში ასეთი დაზიანებული ქალაქი ძნელად თუ მოიძებნება”-აცხადებს როსტომაშვილი. მისი განმარტებით, თბილისში არსებული სახლების პრობლემები რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს და მათ ინდივიდულური მიდგომა სჭირდება. „მენაშენეთა ასოციაცია“ მომდევნო თვეში კალაუბნის რეაბილიტაციის პროექტს წარმოადგენს და ასოციაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ პროექტს არაერთი მხარდამჭერი გამოუჩნდება.

თბილისში არსებული შენობების 80%-ის ავარიულობას კომპანია ``არსის`` აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძეც ადასტურებს, თუმცა იმასაც აცხადებს რომ ეს არ ნიშნავს თითქოს, ყველა ეს შენობა საცხოვრებლად საშიშია.

„ასეთი შენობები პირობითად შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ: პირველი, რომლებიც ინგრევა, მეორე, რომლებიც ამორტიზებულია, მაგრამ გამაგრებას ექვემდებარება და მესამე, რომლებსაც თუ არ მივხედავთ, ერთ ორ წელიწადში ავარიულობის კატეგორიას მიიღებს``-აცხადებს აბულაძე.

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი კი აცხადებს, რომ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება კონსტრუქციულ ნაწილს უნდა დაეთმოს და ასეთ შემთხვევაში ობიექტის ნგრევისა და პარალიზების საფრთხეები მინიმუმამდეა დაყვანილი.

,,არცერთი თავმოყვარე კომპანია ისეთ პროექტზე არ დაიწყებს მუშაობას, სადაც ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და სეისმოლოგიური მოვლენები არ არის გათვალისწინებული. მშენებლობის დაწყებამდე კვლევები უნდა ჩატარდეს იმ ადგილზე, სადაც ობიექტი უნდა აშენდეს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დროის ხანგრძლივობას. კორპუსის მშენებლობას ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით მინიმუმ 2-3–წელი მაინც სჭირდება“-აცხადებს რჩეულიშვილი.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7202&ct=4

პ.ს მგონი ეს სიახლეც ამ თემაში უნდა დამედო :)

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოში ნათესი ფართობები მცირდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009 წლის სამოქმედო პროგრამაში ხორბლის წარმოების გაზრდა ნახსენებიც არაა

საქართველოში გლეხებმა მიწა საკუთრებაში მიიღეს, მაგრამ შიშველი ხელებით მას ვერ მოერია, საწვავის, შხამქიმიკატების და სათესლე მასალის სიძვირის გამო, არ ეყო მატერიალური სახსარი მის დასამუშავებლად. ამიტომ ყოველწლიურად მატულობს საქართველოში დაუმუშავებელი მიწის ფართობების რაოდენობა. არადა, ექსპერტთა მონაცემებით, საქართველოს ხორბლის წარმოების პოტენციალი გააჩნია, მისი ამოქმედება დამოკიდებელი იქნება იმაზე, თუ როგორ სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას აირჩევს ქვეყანა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ``საქართველოს ბეღლად`` წოდებული შირაქის ველი უცხოურმა კომპანიამ შეისყიდა. ხომ არ დავრჩებით მხოლოდ იმპორტული ხორბლისა და ფქვილის ამარა? ხომ არ დარჩება მიწები დაუმუშავებლი, ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებული?

კობა ხუციშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერი მუშაკი:

_ თანამედროვე ცხოვრების სწრაფი დინამიკა და ხშირად არასტაბილური გარემო ქვეყნების მიერ გარკვეული სტრატეგიული პროდუქციისათვის რეზერვის შექმნის აუცილებლობას განაპირობებს. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ხორბალი, რომლის სარეზერვო სისტემა წარმატებით გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დროს და ამჟამადაც გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამ საკითხებით აუცილებლად სახელმწიფო სტრუქტურა უნდა დაინტერესდეს, რადგან საამისო საშუალებები სწორედ მას გააჩნია. მეორე გზა რეზერვის შექმნისა არის ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის ხელშეწყობა. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ბოლო წლების ტენდენციით, თანდათანობით, მიზანმიმართულად ხდება ხორბლის ნათესების შემცირება, იკლებს საშუალო, საჰექტარო მოსავლიანობაც. თუ დეფიციტი შეიქმნა, ფქვილის იმპორტი ხორციელდება, რაც მწარმოებელ ქვეყანას მომხმარებელ ქვეყნად გადაქცევას უქადის.

დაუსაქმებელი რჩება ადგილობრივი მოსახლეობა, მათი უმეტესობა კი პოტენციურ მიგრანტებად შეიძლება იქცნენ თბილისში ან საზღვარგარეთ, მით უმეტეს, დღეს არც ქალაქია მზად ამ ხალხის დასასაქმებლად. ეს კი სოციალურ პრობლემების აღზევებისათვის აუცილებელ ფონს შექმნის. ვფიქრობ, რომ დღეისათვის ეს ფონი საკმაოდ მასშტაბურია.

ირაკლი დვალი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დამსახურებული მექანიზატორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი:

– მარცვლეული კულტურები, განსაკუთრებით, ხორბალი, სტრატეგიული პროდუქტია, ამდენად, ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება პურსა და პურპროდუქტებზე, ყოველთვის დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ხორბლის წარმოება, წინსვლის ნაცვლად, ყოველწლიურად უკან-უკან მიდის, ხელისუფლება იძულებულია, იმპორტული ხორბალი შემოიტანოს, რაზეც დიდი რაოდენობის მყარი ვალუტა იხარჯება. მით უმეტეს საწყენია, რომ ასეთი მდგომარეობაა ჩვენთან, ქვეყანაში, სადაც შესანიშნავი ბუნებრივ-კლიმატური და ნიადაგობრივი პირობებია ამ კულტურის საწარმოებლად. როგორც სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ აგროტექნიკის სრული დაცვის პირობებში, შესაძლებელია ჩვენთან 700-750 ათასი ტონა ხორბალი ვაწარმოოთ, რითაც ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილება ამ პროდუქტზე თითქმის დაკმაყოფილდება.

საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თავის საშობაო ეპისტოლეში დიდი ყურადღება დაუთმო ხორბლის და საერთოდ, სოფლის მეურნეობის განვითარებას. რა თქმა უნდა, პატრიარქის ამ მოწოდებას ყველა საღად მოაზროვნე ხელმძღვანელი უნდა ითვალისწინებდეს და საქმედ აქცევდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009 წლის სამოქმედო პროგრამაში, სამწუხაროდ, ერთი სიტყვაც კი არ არის ნახსენები ხორბლის წარმოების გაზრდაზე.

ამის შემდეგ იძულებული გავხდი, წერილით მიმემართა მინისტრ ბაკურ კვეზერელისთვის იმის თაობაზე, რომ აუცილებელი იყო სამინისტროში შემუშავებულიყო ქვეყანაში ხორბლის წარმოების გაზრდის სპეციალური პროგრამა. ისევ დუმილი და არავითარი დაინტერესება სამინისტროს ხელმძღვანელობისაგან.

ამასთან, საჭირო რაოდენობის მარცვლეულის წარმოების გარეშე ვერ განვითარდება მონათესავე და აუცილებელი დარგები, როგორიცაა მეცხოველეობა, მეფრინველეობა, სწორედ ესაა მიზეზი, რომ წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად გაძვირდა ჩვენს ბაზრებში ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი და სხვა. სავალალოა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული 800 ათასი ჰექტარი სახნავი მიწებიდან, პრაქტიკულად, იხვნება და ითესება 300 ათასი ჰექტრამდე ნაკვეთები. ამიტომაა, რომ ჩვენს ბაზრებში ჭარხალი სომხეთიდან, სტაფილო, კარტოფილი, ხახვი თურქეთიდან, ნიორი ირანიდან, ვაშლი საფრანგეთიდან შემოგვაქვს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7186&ct=7

0

Share this post


Link to post
Share on other sites

``კრაისლერი`` გაკოტრების შესახებ აცხადებს

ამერიკულმა ავტოკონცერნმა Chrysler LLC–მ, რომელიც გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა სერიოზულად დააზარალა, დღეს გაკოტრების შესახებ განაცხადს შეიტანს. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ობლიგაციების მფლობელებთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთავრობის აქტიური შუამავლობის პირობებში კომპანიამ შეძლო ოთხ ბანკთან შეთანხმების მიღწევა ობლიგაციების რესტრუქტურიზაციის შესახებ. შედეგად, ამ ბანკებს, რომლებსაც აქციების ლომის წილი ეკუთვნოდათ, 2 მილიარდ დოლარს მიიღებდნენ და ავტოკონცერნის მიმართ პრეტენზიებზე უარს იტყოდნენ.

დღეს რესტრუქტურიზაციის გეგმის შეტანის ბოლო დღე იყო.

არსებობს ინფორმაცია ``ფიატსა`` და ``კრაისლერს`` შორის შეთანხმების მიღწევის შესახებ, თუმცა ამ ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7243&ct=14

აუუუ ხედავთ რა მოხდა :o

0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დასახელდა თვალებს
ანგარიში რეფორმატორი ქვეყნების შესახებ მსოფლიო ბანკის საფინასო კორპორაციამ შეადგინა

დაუჯერებელია რა... და რაში გამოიხატა ამ რეფორმების შედეგიანობა? მთელი მსოფლიო დაყრუვდა და დაბრმავდა?

კვლევებს თვითონ აწარმოებენ ნეტა თუ ქვეყნები გადასცემენ თავიანთ მონაცემებს?... რა ვიცი, რა ვიცი....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბათუმში „ჰილტონის“ სასტუმროს მშენებლობა თვის ბოლოს დასრულდება

ბათუმში „ჰილტონის“ მსოფლიო ქსელის სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. როგორც რადიო „კომერსანტს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, სასტუმროს მშენებლობას თურქული კომპანია ,,ნუროუ გრუპი’’ აწარმოებს, რომელსაც პროექტი 40 მილიონი დოლარი დაუჯდა.

,,ძირითადი სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება თუმცა გახსნამდე ორი თვის განმავლობაში ბოლო დეტალები უნდა დამუშავდეს. ,,ჰილტონში’’ ნომრების გარდა საკონფერენციო დარბაზები, სპა–ცენტრები და კაზინოები განთავსდება’’–აცხადებენ დეპარტამენტში.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7286&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თბილისში წყალქვეშა სასტუმრო იხსნება

ბარ-რესტორანი ``კრუიზი`` მიმდინარე თვის ბოლოდან ქართველ და უცხოელ სტუმრებს წყალქვეშა გემში განთავსებულ ახალ სასტუმროს შესთავაზებს. როგორც „კრუიზის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ ბაღდავაძემ განაცხადა, სასტუმრო აღჭურვილი იქნება 18 ლუქს-ნომრით, საკონფერენციო დარბაზითა და სპა-გამაჯანსაღებელი ცენტრით.

დღეს, ,,კრუიზი” სტუმრებს სამ სართულზე განლაგებულ ქართულ და ევროპულ დარბაზებსა და ტერასებზე იღებს. ბოლო, მეოთხე სართული 34–ნომრიან სასტუმროს უჭირავს, სადაც მომსახურების ფასები 80-დან 120 ევრომდეა, კორპორატიულ კლიენტებთან კი მნიშვნელოვანი ფასდაკლება მოქმედებს.

ბაღდავაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მათ მუშაობაზეც იმოქმედა და დიდი წვეულებები, რომელსაც ადამიანები ძირითადად ბანკიდან აღებული კრედიტებით იხდიდნენ, 15%-მდე შემცირდა, თუმცა თამარ ბაღდავაძე იმასაც აცხადებს, რომ ყოველდღიური სტუმრების ხარჯზე გაყიდვები მაინც სტაბილური რჩება და ახალი სასტუმროს გახსნის იდეაც ამან განაპირობა.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7283&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რიყეს ჰოლანდიური ფირმა გაალამაზებს

რიყეს ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკის დიზაინზე თბილისის მერიის დაკვეთით ჰოლანდიური ფირმა DUTCH DESIGN GARDEN იმუშავებს.

მერი გიგი უგულავა დღეს ამ ორგანიზაციის ახალი სეზონის გახსნის პრეზენტაციას დაესწრება.

ჰოლანდიური კომპანია საქართველოში 2008 წელს დაარსდა, იგი წყალგამძლე ავეჯს ამზადებს და ბაღის დიზაინზე მუშაობს. კომპანიამ უკვე განახორციელა დადიანების ბაღის პროექტი.

ეკონომიკური კრიზისის პირობებში კომპანიამ 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

იგი მომხმარებელს სთავაზობს 4 ათასი დასახელების მცენარეებს და ექსკლუზიურ საბაღე ავეჯს, რომელიც ჰოლანდიელი დიზაინერის მარტინ ველტკამპის ხელმძღვანელობით მზადდება.

პრეზენტაციას ქართველი ბიზნესმენები და სავაჭრო პალატის წარმომადგენლები დაესწრებიან.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7269&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დღეს კიდევ ერთი ``ლიტერატურული კაფე`` იხსნება

საქართველოში არსებული კრიზისის მიუხედავად ``ლიტერატურული კაფეების`` ქსელს ხვალ კიდევ ერთი ობიექტი შეემატება.

როგორც ქსელის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, დღეისათვის „ლიტერატურული კაფეები“ 4 ობიექტს აერთიანებს. მე–5 კაფეს გახსნას მენეჯმენტი მიმდინარე წელს გაყიდვებმა 15%-ით ზრდას უკავშირებს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7284&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

``ლევისი`` ახალი კოლექციების შემოტანას აგრძელებს

მსოფლიო ბრენდ ,,ლევისის’’ საქართველოს ქსელი ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისის მიუხედვად მუშაობას არ უჩივის და ახალი კოლექციების შემოტანას აგრძელებს.

როგორც რადიო „კომერსანტს“ მაღაზიიდან აცნობეს, ერთი კვირის წინ ახალი საზაფხულო კოლექცია მიიღეს და გაყიდვების გაუმჯობესებას მაისის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.

„ლევისს“ თბილისში 8 მაღაზია აქვს გახსნილი, სადაც პროდუქციაზე ფასები 37–დან 227 ლარამდე მერყეობს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7331&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მთავრობა გენმოდიფიცირებული ფქვილის შემოტანას ადასტურებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გენმოდიფიცირებული დანამატების მქონე ფქვილის შემოტანაზე ნებართვა არ გაუციათ, თუმცა ასეთი პროდუქტის შემოტანაზე აკრძალვაც არ ვრცელდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე სამინისტროში აღიარებენ, რომ ქვეყანაში გენმოდიფიცირებული ფქვილი შემოდის, თუმცა მოცულობას ვერ აზუსტებენ. ``არ დასტურდება, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის რისკებს შეიცავს. ამასთანავე, საქართველოში შემოსულ ყველა პროდუქტზე, რომელთა შემადგენლობაში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტი შედის, ამის შეასხებ ინფორმაცია მითითებულია``-აცხადებენ სამინისტროში.

ანტიკრიზისული საბჭოს წევრი ზურაბ ტყემალაძე კი კატეგორიულად უარყოფს საქართველოში გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე შესაბამისი ინფორმაციის არსებობას. ``ერთი პროდუქტი მაინც გვაჩვენონ ან დაგვისახელონ, რომელზეც სპეციალური კოდირებაა გაკეთებული. ასეთი რამ არ არსებობს და სამწუხაროა, რომ სამინისტროში ამის შესახებ არ იციან``-აცხადებს ტყემალაძე.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7324&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Fiat–ი, Chrysler–ი და General Motors–ი საერთო ქარხანას ააშენებენ

საავტომობილო კომპანიები – Fiat (იტალია), Chrysler (აშშ) и General Motors Europe (აშშ) ახალი ერთობლივი ქარხნის აგებას გეგმავენ. ``ფიატს`` ასევე დაგეგმილი აქვს ``ოპელთან``, ``სააბთან’’ და ``ჯენერალ მოტორსის`` მიერ ევროპაში დაწყებულ სხვა პროეექტებთან გაერთიანება. შედეგად შეიქმნება კომპანია, რომლის წლიური შემოსავლები 80 მილიარდ ევროს მიაღწევს, გაყიდვები კი 6–7 მილიონ ერთეულს. ასეთი მონაცემებით კომპანია გაუთანაბრდება გერმანულ Volkswagen–ს და მხოლოდ ``ტოიოტას`` ჩამორჩება, თუმცა Renault/Nissan–სა და Ford Motor–ზე მსხვილი იქნება.

აღნიშნული შეთანხმება უკვე მაისის ბოლოს გაფორმდება და ამავე თვეში დარეგისტრირდება ბირჟაზე ახალი კომპანიის აქციები. სავარაუდოდ, მისი სახელწოდება ``ფიატ–ოპელი`` იქნება და ``ჯენერალ მოტორსის`` ევროპის 10 ქარხანას გააერთიანებს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7317&ct=14

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უკრაინის ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო

უკრაინის ეკონომიკამ, რომელიც გლობალური კრიზისით ევროპის სხვა ქვეყნებზე ძლიერად დაზარალდა და ვარდნის ხანგრძლივი პერიოდი გამოიარა, აღდგენის პირველ სიმპტომებს ამჟღავნებს.

რეაბილიტაციის ყველაზე საგბძნობი ტენდენციები მეტალურგიის სფეროში ფიქსირდება, სოფლის მეურნეობის სექტორი კი მარცვლეულის რეკორდულ მოსავალს ელის.

``ვამჩნევთ სტაბილიზაციის ტენდენციას, ფოლადის ექსპორტი ბოლო პერიოდში იზრდება,`` – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკის საკითხებში ალექსანდრე შპალაკი.

თუმცა ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, არის თუ არა ეს დადებითი ტენდენციები მყარი. ეკონომიკური ზრდის პერპექტივებს ეჭვქვეშ აყენებს ასევე პრეზიდენტ იუშჩენკოსა და პრემიერ ტიმოშენკოს შორის არსებული უთანხმოება.

ამის მიუხედავად, ეკონომიკური სტაბილიზაციის პირველი ნიშნები უკრაინის ხელისუფლებას ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

ვიქტორ იუშჩენკოს თანამოაზრეების მტკიცებით, უკრაინის მშპ–ის ვარდნამ ბოლო თვეების განმავლობაში 25% შეადგინა, თუმცა ზუსტი მონაცემი არ არსებობს, რადგან იულია ტიმოშენკოს მთავრობამ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება რამდენიმე თვით გადადო.

გამოქვეყნდა მხოლოდ რამდენიმე პოზიციური მაჩვენებელი, მაგალითად, ის, რომ 2009 წლის პირველ კვარტალში ექსპორტი გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 15%–ით გაიზარდა.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7312&ct=14

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უკრაინამ სახელმწიფო კომპანიების გაყიდვა დაიწყო

უკრაინის ხელისუფლება აპირებს, ამ წელს გაყიდოს სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავი კომპანია ``უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების`` აქციათა საკონტროლო პაკეტი.

წელს კომპანიის აქციათა 61,5 % გაიყიდება, რომელსაც უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდი ფლობს.

კომპანია 1992 წელს შეიქმნა, როგორც ერთობლივი დახურული სააქციო საწარმო. სახელმწიფოს გარდა, მისი აქციონერები არიანAustrian Airlines, AerCap და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

უკრაინის ხელისუფლება არაერთხელ ეცადა წამგებიანი ავიაკომპანიის გაყიდვას, მაგრამ მყიდველები ამ აუქციონისადმი ინტერესს არ ამჟღავნებდნენ.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება ასევე სხვა ავიაკომპანიების სახელმწიფო სახელმწიფო პაკეტები. კიევი ასევე გეგმავს ქვანახშირის დარგის მთელი რიგი საწარმოების გაყიდვას.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7468&ct=14

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ნუ ახლა ბიზნეს ნიუსი ნამდვილად არაა :D მაგრამ ძალზედ სამწუხარო სიახლე კი გახლავთ :(

სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური იზრდება

სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური იზრდება. საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში ფასები ფაკულტეტების მიხედვით 1750-2250 ლარს მიაღწევს. ``არ გამოვრიცხავ, რომ სწავლის საფასურის გაზრდამ ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობაზე იმოქმედოს, თუმცა, მნიშვნელოვან კლებას არ ველოდებით,``- აცხადებს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი გელა ჯავახიშვილი რადიო კომერსანტთან საუბარში

ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი სწავლის საფასურის გაზრდის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. თუმცა ვარაუდობენ, რომ 2009-2010 სასწავლო წლიდან სწავლის ღირებულება 2250 ლარი იქნება.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7526&ct=17

ესღა გვაკლდა :wacko:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კოსოვო სავალუტო ფონდის წევრი გახდა

კოსოვოს რესპუბლიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი გახდა.

ამის შესახებ ორგანიზაციამ ოფიციალურად განაცხადა. პროცედურის გასაფორმებლად კოსოვოს ხელისუფლებამ მხოლოდ ფორმალური თანხმობა უნდა წარადგინოს, შემდეგ კი ვაშინგტონში შეთანხმებას მოაწეროს ხელი.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის წევრობაზე განაცხადი კოსოვომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში – 2008 წლის ივლისში შეიტანა. იმავდროულად რესპუბლიკამ გაწევრიანების თხოვნით მსოფლიო ბანკს მიმართა, თუმცა ამ მომენტისთვის ეს ორგანიზაცია კოსოვოს მიღების შესაძლებლობას არ განიხილავს.

სავალუტო ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ კოსოვო ფონდის 186–ე წევრი გახდა, მისი საწყისი კვოტა ორგანიზაციაში 88,64 მილიონ დოლარს შეადგენს. ფონდის ყველა წევრის ჯამური კვოტა კი 326,6 მილიარდი დოლარია.

ჯერ კიდევ სერბეთის შემადგენლობაში ყოფნისას, ბელგრადი კოსოვოს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრობას ავტონომიური ოლქის სტატუსით სთავაზობდა, მაგრამ კოსოვომ მაშინ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული საკითხი დამოუკიდებლობაა. 2008 წლის 17 თებერვალს კი კოსოვო სერბეთს გამოეყო. შეგახსენებთ, რომ საქართველო დღემდე ოფიციალურად არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7523&ct=14

ბუნების შეცდომა :sms (19): :sms (14): :cha:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სტამბულში ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტზე იმსჯელებენ

სტამბულში დღეს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის საკითხებს განიხილავენ.

თურქული მხარის ინიციატივით, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლები დახურულ დისკუსიას გამართავენ.

რკინიგზის აღნიშნული მარშრუტი 2010 წელს უნდა ამოქმედდეს. პროექტი ითვალისწინებს ამ მარშრუტის მიერთებას ევროპის სარკინგზო ხაზთან.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7524&ct=6

0

Share this post


Link to post
Share on other sites

``ქამრების შემოჭერის`` პოლიტიკის ფონზე ფინანსთა სამინისტრო 3 მილიონი დოლარის ავტომობილებს ყიდულობს

ნუ ეს არ ვიცი რამდენად არის ბიზნეს სიახლე ,მაგრამ ეს ყველა უნდა ვიცოდეთ :D. რას გვიშვრება ეს მთავრობა :cha:

ფინანთა სამინისტრო: ეს მანქანები გადასახადების ამოღებისთვის აუცილებელია.

იმ დროს, როცა ბიუჯეტის შესრულებას პრობლემები აქვს და ``ქამრების შემოჭერის`` პოლიტიკაა დეკლარირებული, ფინანსთა სამინისტრო ავტომანქანებს ყიდულობს.

შექმნილ ვითარებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური ღიად აცხადებს, რომ დღეს სახელმწიფო ბიუჯეტს კორექტირება სჭირდება.

„ბევრ სამინისტროს ზედმეტი ხარჯი აქვს, რომელთა ნაწილი შეიძლება მარტივად ამოვარდეს. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რაც ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა: მარტის შუა რიცხვებში ტენდერი გამოაცხადა და 115 ახალი ავტომანქანა შეიძინა, აქედან 35 ეგრეთ წოდებული პიკაპის ტიპის. ეს ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით 2-3 მილიონი დოლარი დაუჯდა“–აღნიშნავს ხადური.

ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ახალი მანქანების შეძენა აუცილებელი და გამართლებული ხარჯია. ``საუბარია ოპერატიულ მანქანებზე, რომლებიც საგადასახადო შემოსავლების სამსახურისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. ეს არ არის სამომსახურეო, მათ შორის მინისტრის, მისი მოადგილეების ან დეპარტამენტის უფროსებისათვის განკუთვნილი მანქანები``-აცხადებს რადიო „კომერსანტთან“ ინტერვიუში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7551&ct=17

0

Share this post


Link to post
Share on other sites

„ოქროს სიაში“ მოხვედრა მხოლოდ ოთხმა კომპანიამ მოინდომა

7601.jpg

დავით გიორგობიანი: მალევე მივხვდით, რომ ``ოქროს სიაში`` შესვლა წვალებად არ ღირს

არმატებული იმპორტიორები ფინანსთა სამინისტროს „ოქროს სიაში“ მოხვედრას არ ჩქარობენ მიუხედავად იმისა, რომ სიაში მოხვედრილთათვის სხვადასხვა შეღავათი ვრცელდება, „ოქროს სიის“ პრინციპის ამოქმედებიდან მეხუთე თვეს იქ მხოლოდ 4 კომპანიაა შესული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურშიც აღიარებენ, რომ გაცილებით მეტი ბიზნესმენის გამოხმაურების იმედი ჰქონდათ. „ალბათ ეკონომიკური კრიზისის და უფრო მეტად იმის გამო, რომ ბიზნესმენებმა ბოლომდე ვერ გაათვითცნობიერეს ოქროს სიის მნიშვნელობა, სიაში მიხვედრის მსურველთა რიცხვმა მოლოდინი ვერ გაამართლა``-აცხადებს საგადასახადო შემოსავლების სამსახურის უფროსი გრიგოლ გობეჯიშვილი.

შეგახსენებთ, „ოქროს სიის“ პროგრამაში ჩაერთვებიან ის საწარმოები, რომლებიც განაცხადის წარდგენიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული არიან დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად, აქვთ არა ნაკლებ 10 მილიონი ლარის დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაჩვენებელი, იმპორტის გადასახდელების მაჩვენებლი კი შეადგენს არანაკლებ 1,8 მილიონ ლარს.

ასევე სიაში მოხვედრის მსურველებს არ უნდა ჰქონდეთ საბაჟო სამართალდარღვევა და საბაჟო და საგადასახადო დავალიანება და უნდა შეეძლოთ 100 ათასი ევროს ოდენობით საბანკო გარანტიის წარდგენა.

„ჰიუნდაი–ავტო საქართველოს“ ხელმძღვანელი დავით გიორგობიანი კი აცხადებს, რომ ბიზნესმენთა ნაწილი ``ოქროს სიით`` თავიდანვე დაინტერესდა, თუმცა საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ მათი ინტერესი განელდა.

``მთავრობის შემოთავაზებისთანავე დავიწყეთ საბუთების შეგროვება, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ``ოქროს სიაში`` მოხვედრა და ამ სიის წევრთათვის განკუთვნილი შეღავათებით სარგებლობა წვალებად არ ღირდა.

განაცხადის შეტანამდე ითხოვდნენ საკმაოდ მაღალ საბანკო გარანტიებს, ხოლო გადასახადების საშეღავათო პერიოდი მხოლოდ 30 დღე იყო, ეს კი ძალზე მცირე პერიოდია. შესაძლოა ``ოქროს სიის`` იდეა ურიგო არ არის, მაგრამ კარგად დასახვეწია`` - აცხადებს გიორგობიანი.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7601&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საავტომობილო ბიზნესს უპრეცედენტო ფასდაკლებებიც ვეღარ შველის

საავტომობილო ბაზარზე მოქმედი კომპანიების ნაწილი ქვეყანაში არსებული ვითარების გამო კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს. როგორც „ოპელის“ წარმომადგენლობიდან გვაცნობეს, უკვე 4 თვეა რაც რეალიზაცია 60%-ით შემცირდა.

,,შექმნილი ვითარების გამო ფასებში დიდი ცვლილება შევიტანეთ და ,,შევროლე აბეოს’’ ფასი უკვე 15 ათასის ნაცვლად 9 ათას რვაასი დოლარია. მიუხედავად ამისა, ბაზარი ისევ რთულ მდგომარეობაში რჩება. გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ევროპულ ბაზარზე უკვე მომხმარებლის გამოცოცხლება იგრძნობა, ამ ტენდენციას საზაფხულოდ არც ქართულ ბაზარზე გამოვრიცხავდით, თუმცა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურმა მდგომარებამ ფინასური კრიზისის გავლენა დაამძიმა’’–აცხადებენ მენეჯმენტში.

აღნიშნულის მიუხედავად, კომპანია ახალი მოდელების ჩამოყვანაზე უარს არ ამბობს და ერთ კვირაში მომხმარებელს უახლესი მოდელის „კადილაკს“ შესთავაზებს, რომლის ფასი 70 ათასი დოლარი იქნება.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7561&ct=2

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ქართული ღვინის ექსპორტი 28%-ით შემცირდა

7611.jpg

უკრაინის ეკონომიკურმა კრიზისმა ამ ბიზნესს დამატებითი დარტყმა მიაყენა

საქართველოდან 2009 წლის პირველ 4 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღვინის ექსპორტი 28%-ით შემცირდა. ამის შესახებ რადიო „კომერსანტს“ მეღვინეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან კობერიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება უკრაინის ბაზარზე ფინანსურმა კრიზისმა განაპირობა. ,,რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის 40–50% ექსპორტზე უკრაინაში გადიოდა, მაგარამ ფინანსურმა კრიზისიმა უკრაინას სერიოზული ზარალი მიაყენა, რამაც ექსპორტირებული პროდუქციის უმრავლესობაზე მოთხოვნა შეამცირა“–აცხადებს კობერიძე.

ღვინის ექსპორტის შემცირებას „ქინძმარაულის მარანის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლებანიძეც ადასტურებს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ფინანსურმა კრიზისმა მაშტაბურ ხასიათს მიაღწია, ქართულ ღვინოზე მოთხოვნა საგრძნობლად დაეცა.

პარალელურად კი ქართული ღვინოების საერთაშორისო ცნობადობის ასამაღლებლად ღვინის ქართული კომპანიები ლონდონში, მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაში მონაწილეობენ. გამოფენა დღეს იხსნება და მასზე 20 ათასზე მეტი დასახელების ღვინოებს შორის ქართული ღვინოც იქნება წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი თერთმეტი კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ.

"ეს არის ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოფენა ღვინის სამყაროში. ქართული ღვინის საკმაოდ დიდი ასორტიმენტი იქნება გამოფენაზე წარმოდგენილი და იმედი გვაქვს, რომ წარმატებებს მივაღწევთ როგორც საგამოფენო თვალსაზრისით, ასევე კონკრეტული ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით"-აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7611&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

``ზარაფხანამ`` ქუთEისში სიმონ, მაღAზია გახსნა :sa:

კომპანია “ზარაფხანა”-მ გააფართოვა თავისი რეგიონალური ქსელი და რიგით მეშვიდე მაღაზია ქალაქ ქუთაისში წერეთლის #4 ში მდებარე, სავაჭრო ცენტ “ქავასლაში” გახსნა.

სავაჭრო ცენტრში მაღაზია მდებარეობს პირველ სართულზე, 14 ა პავილეონში.

ქუთაისის მაღაზია აკმაყოფილებს ყველა საბაზრო სეგმენტს, რადგან ფასები 3 ლარიდან იწყება და არის როგორც ოქოროს, ისე ვერცხლის სამკაულები და არაძვირფასი ლითონონისგან დამზადებული სუვენირები.

ამავდროულად ჩართულია განვადების სიტემა და მსურველს შეუძლია მისთვის სასურველი სამკაული თუ ნაკეთობა განვადებით შეიძინოს.

გარდა ამისა, როგორც თბილისის ყველა მაღაზია, ისე ქუთაისის მაღაზია იღებს შეკვეთებს სერიულ პროდუქციაზე და საქორწინო ბეჭდებზე.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7834&ct=2

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

დედოფლისწყაროს ქარხანა იოგურტს გამოუშვებს

დედოფლისწყაროს რძის პროდუქტების ქარხანა მიმდინარე წელს იოგურტის გამოშვებასაც გეგმავს. როგორც მენეჯმენტიდან გვაცნობეს, ქარხანა ახლო მომავალში 70 ათასი დოლარის იაფი კრედიტის მიღებას ელოდება. თანხის მიღებისთანავე კი იოგურტის წარმოებაც დაიწყება.

მენეჯმენტის ინფორმაციით, ქსელში არსებული 50 სახეობის პროდუქტი დიდი წარმატებით სარგებლობს და რეალიზაციაც სტაბილურია.

დღეისთვის ქარხნის ნაწარმზე ფასები 35%-ითაა შემცირებული და იგი 4, 50 ლარიდან იწყება 12 ლარამდე აღწევს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=8539&ct=2

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველომ სომხეთი კვლავ გაზის გარეშე დატოვა

საქართველოს გაზგამანაწილებელმა კომპანიამ ოფიციალურად შეატყობინა ``არმროსგაზპრომს``, რომ სომხეთს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის თაობაზე სომხური სააგენტო ``არმენია თუდეი`` იტყობინება.

ინფორმაციის თანახმად, ქართულ კომპანიას 16–21 ივნისს დაგეგმილი აქვს სამუშაოები ყაზახ–საგურამოს მაგისტრალურ გაზსადენზე 3,6 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის ექსპლოატაციაში გაშვებასთან დაკავშირებით. ამ პერიოდში კი სომხური მხარე საკუთარ მოსახლეობას გაზის მიწისქვეშა რეზერვებიდან, შეუფერხებლად მოამარაგებს.

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სომხეთი გაზის გარეშე რამდენჯერმე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ გაზის რუსულმა გიგანტმა ``გაზპრომმა``, რომელიც ``არმროსგაზპრომის`` აქციათა 80%–ის მფლობელია და სომხეთში გაზის ექსპორტს საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებს, განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გაზსადენების სისტემა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, ამიტომ რუსული კომპანია ქართულ მხარეს ამ სფეროში თანამშრომლობას სთავაზობდა. თუმცა ეს შეთავაზება ოფიციალურ დონეზე არ მომხდარა და მხოლოდ მედიის საშუალებით გახდა ცნობილი. შედეგად, თანამშრომლობა არ შემდგარა.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=8746&ct=18

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting