Business News

114 posts in this topic

ალიევი: რუსეთსა და აზერბაიჯანს კავკასიაში ეკონომიკური უპირატესობა აქვთ

6917.jpg

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ვიზიტის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ლიდერებმა პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური საკითხებიც განიხილეს.

პრეზიდენტი კმაყოფილია იმით, რომ გასულ წელს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა 40%–ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.

ალიევის თქმით, ნავთობისა და ელექტროენერგიის სფეროებში ორი ქვეყნის ტრადიციულ თანამშრომლობას გაზის კამპანია დაემატა.

``ჩვენ რუსული გაზის მიმღებნი ვიყავით. 2007 წლისთვის ეს თანამშრომლობა დასრულდა და დღეს საუბარი უკვე აზერბაიჯანული გაზის რუსეთისთვის მიწოდებაზეა.

ილჰამ ალიევი დარწმუნებულია, რომ რუსეთმა და აზერბაიჯანმა ``კავკასიის საქმეებში წამყვანი როლი`` უნდა შეასრულონ.

``ეს როლი მოგვაკუთვნა როგორც ისტორიამ, ისევე ჩვენი ქვეყნების დღევანდელმა ეკონომიკურმა პოტენციალმა, პოლიტიკურმა წონამ, პროცესებზე გავლენის შესაძლებლობამ. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი შევავსოთ რეგიონალურ საკითხებში. ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა იქნება,`` – განაცხადა ალიევმა.

არა რა, ჭკვიანი პოლიტიკოსია ალიევი :sa:

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=6917&ct=8

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არა რა, ჭკვიანი პოლიტიკოსია ალიევი

+შავი ოქრო

აღმოსავლური დიპლომატიის უკან მუდამ იდგა და დგას ბუნებრივი სიმდიდრე.

ამიტომ რუსეთიცა და დასავლეთიც მას სცნობდა დიპლომატიურ პარტნიორად, ხოლო ჩვენ ვასალად!

ძნელია უკვე ვასალის სტატუსის მქონემ შეიმუშაო ახალი დიპლომატიური კურსი, თუმცა ნორმალური შიდასახელმწიფოებრივი მოწყობისათვის ასეთი საყრდენი და ამოსავალი იქნებოდა ეროვნული პოლიტიკა...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეროვნული პოლიტიკა...

დიახ მეფეო :wub:

ფოთის პორტი ახალი ტერმინალის მშენებლობას იწყებს

ფოთის პორტი ახალი ტერმინალის მშენებლობას იწყებს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 14 მილიონი ევრო დაჯდება. სამშენებლო სამუშაოები მაისში დაიწყება და უკვე 2009 წლის სექტემბერში დასრულდება.

ამჟამად პორტში ერთი ტერმინალი მოქმედებს. გასულ წელს ტერმინალმა მილიონ ნახევარი ტონა ტვირთი გაატარა. ახალი ტერმინალის მშენებლობით ფოთის პორტში ტვირთების მიღება თითქმის ორჯერ გაიზრდება.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=6912&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

:49: კარგ რაღცეებს პოულობ

ბავშვებო წაიკითხეთ, შეიძინეთ ინფორმაცია, ადამიანი სამსახურს გიწევთ:)

გადავკეტავ შარდენს!!

:D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
გადავკეტავ შარდენს!!

:D :D

არ ქნა მეფეო მაგი თორე ლინჩი არ ამცდება :D

კარგ რაღცეებს პოულობ

მადლობა მეფეო ;)

ესღა გვაკლდა :(

``ეკოპალიტრა``: ემზარ ჯგერენაია საგარეო ვალის მოცულობას კრიტიკულს უწოდებს

გაზეთ ``ეკოპალიტრას`` მიხედვით

ოფიციალური ინფორმაციით, 2009 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ვალმა 2, 812 მილიარდი დოლარი შეადგინა, რასაც ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია კრიტიკულს უწოდებს. „ისეთი დონის ეკონომიკისთვის, როგორიც ჩვენ გავქვს, ეს ვალი უკვე კრიტიკულ მაჩვენებელს აღწევს”–დასძენს ჯგერენაია.

შეგახსენებთ, გასული წლის 31 მარტს საგარეო ვალი მილიარდ 784 მილიონი იყო და როგორც ჯგერენაია აცხადებს, ვალის ზრდა დიდწილად სახელმწიფოს მხრიდან 500 მილიონი დოლარის ევრო–ობლიგაციის გამოშვებამ განაპირობა. საგარეო ვალის გაზრდის კიდევ ერთ მიზეზად ექსპერტი გასული წლის ნოემბერში ეროვნული ვალუტის კურსის დაცემას ასახელებს.

ჯგერენაიასგან განსხვავებით, გაცილებით ოპტიმისტურია ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის შეფესებები. ასოციაციის ექსპერტი გიორგი ციმინტია განმარტავს, რომ საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, საქართველოს რეალობაში კი ეს მაჩვენებელი 25-26 პროცენტია.

შესაბამისად, ციმიტნია საგარეო ვალის ამჟამინდელ მოცულობას საგანგაშოდ არ მიიჩნევს და განმარტავს, რომ ვალის მატება ომის შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოებისგან დამატებით კრედიტების აღებით არის განპირობებული. მისივე განცხადებით, საგარეო ვალის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი 2008 წელს გამოშვებული ევრობონდებიცაა, რის შედეგადაც საგარეო ვალდებულებას 500 მილიონი დოლარი დაემატა.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=6925&ct=3

0

Share this post


Link to post
Share on other sites

10 ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში

ბოლო წლის მანძილზე, მილიარდელების რიცხვი 1125-დან 793-მდე შემცირდა. ჟურნალ «Forbes»-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური სია, 50 ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში.

თუმცაღა კრიზისის ფონზე ზოგიერთებმა დაკარგვის მაგივრად შეძლეს აქციების მომატება,რის გამოც სიაში დაიკავეს პოზიციები.უმეტესად ესენი არიან ამერიკელები.მიუხედავად იმისა,რომ ამერიკას ადანაშაულებენ ყველა ცოდვებში და ასევე კრიზისის დაწყებაში,მაინც შტატების ოლიგარქებმა დაიკავეს სიის პირველი ადგილები.ისინი იკავებენ სიის 45% და ფლობენ 44% მთლიანი კაპიტალის რაც სიაში არის.მიუხედავად ამ ყველაფრისა ამერიკელებსაც ჰქონდათ დანაკარგები.მაგალითად კომპიუტერული მაგნატმა ბილ გეიტსმა ერთ წელში დაკარგა 18 მილიარდი.პირველ ადგილზე მყოფი უორენ ბაფეტი ახლა უკვე მეორე პოზიციაზეა 25 მილიარდიანი დანაკარგით.მექსიკური ტელევიზიის მფლობელმა შეინარჩუნა თავისი ძველი პოზიცია(მესამე ადგილი) მიუხედავად 52 მილიარდიანი დანაკარგისა.

მთლიანი მილიარდელების მდგომარეობა მსოფლიოში დაეცა 2 ტრილიონი დოლარით.ყველაზე დიდი დანაკარგი ჰქონდა ინდოელ ანილ ამბანის.მან დაკარგა 32 მილიარდი დოლარი,რაც შეადგენდა მისი მთლიანი კაპიტალის 76%-ს.სიიდან ამოღებულ ადამიანებს შორის ყველაზე მეტი ინდოელები არიან.ეს იმის გამო რომ ფასიანი ქაღალდების ფასი დაეცა 44%-ით,ასევე ვალუტა მათთან გაუფასურდა 18%-ით.ასევე რუსეთშიც არიან ოლიგარქები რომლებიც გაღარიბდნენ და ჩამოერთვათ მილიარდერების სტატუსები.ინფორმაციის მიხედვით რუსეთში 55 მილიონერი აღარ ფლობს იმ ქონებას რაც მათ ადრე ჰქონდათ.ამის გამო მოსკოვი აღარ არის მდიდრების ქალაქი და წოდება დაუთმო სხვა ქალაქებს,როგორებიცაა New York და London.

ამგვარად, პირველი ათეული სიიდან:

0b1da5e2fb16.jpg

1. ბილ გეითსი. მფლობელი კომპანია «Microsoft»-ის (USA), ასაკი — 53 წელი, მფლობელია — $40 მილიარდის. ბოლო ნახევარი წლის მანძილზე განიცადა მსხვილი დანაკარგები, კომპანიის აქციები დავარდა 45%-ით, ამის მიუხედავად ბილ გეითსი მაინც მოხვდა სიაში. საიდუმლო ალბათ იმაშია რომ, ცნობილი ამერიკელის საკუთრება მარტო მის კომპანიაში არ იხარჯება.

ვახ კაცო ამ კაცს ვერაფერი ვერ მოუხერხეს რა :D

5ad42ced38fe.jpg

2. უორენ ბაფეტი. ინვესტორი (USA), ასაკი — 78 წელი, მფლობელია — $37 მილიარდის. ასეთმა წარმატებულმა მოთამაშემ როგორიც ბაფეტია ვერ მოახერხა შეენარჩუნებინა თავისი პოზიცია კრიზისისას. ბაფეტმა დაკარგა 25 მილიარდი, მაგრამ შეინარჩუნა პოზიცია პირველ სამეულში.

91f898a9020a.jpg

3. კარლოს სლიმ ჰელუ. მფლობელი კომპანია «Telefonos De Mexico» (მექსიკა), ასაკი — 69 წელი, მფლობელია — $35 მილიარდის.

ეს მილიარდელი — ყველაზე მდიდარი ადამიანია ლათინო ამერიკაში, მეპატრონე მსხვილი მობილური ოპერატორის 2007 წელს მოხვდა 1 ადგილზე.

2cd10d02db20.jpg

4. ლოურენს ელისონი. მფლობელი კომპანია «Oracle» (USA), ასაკი — 64 წელი, მფლობელია — $22,5 მილიარდის. მიუხედავად აქციების დავარდნისა, ორაკლის შემოსავლები სტაბილურად გაიზრდება, რაც დაეხმარება ადვილად გაუმკლავდეს კონკურენტებს.

db2857d05301.jpg

5. ინგვარ კამპრადი, მფლობელია კომპანია «IKEA» (შვეცია), ასაკი — 83 წელი, მფლობელია — $22 მილიარდის. კამპრადმა დაიწყო ავეჯით ვაჭრობა 1947 წლიდან, 1959 გახსნა პირველი მაღაზია. ამის შემდეგ «IKEA» გახდა ერთ-ერთი მსხვილი ქსელი მსოფლიოში — ხელმისაწვდომი ფასები და ფართო არჩევანი მისაღები იყო ყველა საავეჯო მაღაზიისთვის, ევროპაში თუ აზიაში.

b1e2c0bc5f90.jpg

6. კარლ ალბრეხტი. მეპატრონე სუპერმარკეტების ქსელი «Aldi Sud» (გერმანია), ასაკი — 89 წელი, მფლობელია — $21,5 მილიარდის. თავის ქვეყანაში ეს ადამიანი ითვლება ყველაზე მდიდრად, მან აქცენტი გააკეთა დაბალ ფასიან პროდუქტზე. ყველა მისი მაღაზია მუშაობს ფასდაკლებით, ამის გამო ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრიზისი მათთვის მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.

0c6e4d5b31b7.jpg

7. მუკეშ ამბანი. მფლობელი ნავთობის გიგანტის «Reliance Industries» (ინდოეთი), ასაკი — 51 წელი, მფლობელია — $19,1 მილიარდის. კომპანია მართველი გახდა მამის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც იყო ამ კომპანიის დამაარსებელი. ითვლება აზიის ყველაზე მდიდარ ადამიანად და ცხოვრობს მისთვის შესაფერის საცხოვრებელში — მის სახლში 27 სართულია.

68ed1e4b2d53.jpg

8. ლაკშმი მიტალი. მფლობელი კომპანია «Mittal Group» (ინდოეთი), ასაკი — 58 წელი, მფლობელია — $19,3 მილიარდის. მის მფლობელობაშია ავსტრალიური გიგანტი კომპანია «Makartour», ასევე ბრიტანული აქციები კომპანია «RAB Capital»-სა.

ამაზე წამიკითხავს :)

ისეთ კომპორტში ცხოვრობს რომ რავი რა :D , ინდოელები კიდე ეჰჰჰ .....

21878bda268c.jpg

9. თეო ალბრეხტი. მმართველი ქსელისა «Aldi Nord» (გერმანია), ასაკი — 87 წელი, მფლობელია — $18,8 მილიარდის. როგორც მისმა ძმამ მანაც აქცენტი დაბალ სეგმენტზე გააკეთა. 1961 წლიდან ის განცალკევდა კარლ ალბრეხტისგან და დაუთმო სამხრეთ გერმანია, ბრიტანეთი, ავსტრალია და ამერიკა, თვითონ დაიწყო ანვითარებს ბიზნესს თავის ქვეყანაში და დანარჩენ ევროპაში.

88f98c1d67e5.jpg

10. ამანსიო ორტეგა. მეპატრონე ტანსაცმლის მწარმოებელი «Inditex Goup»-სა (ესპანეთი), ასაკი — 73 წელი, მფლობელია — $18,3 მილიარდის. კარიერა დაიწყო როგორც “ბიჭობისას”, ახლა ითვლება 4000-ზე მეტ მაღაზიის მეპატრონედ, მსოფლიოს 71 ქვეყანაში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
: ემზარ ჯგერენაია საგარეო ვალის მოცულობას კრიტიკულს უწოდებს

მოკლედ- გაგისკდება გული რა!

ამათ- ქ-ნი ნინოს უშუალო ღვაწლით- ძარცვეს და შთანთქეს და ჩვენი შვილიშვილები და შვილთაშვილები გახდებიან მაგ ვალის მონები.

და ისე ლამაზად გაყიდიან საქართველოს, როგორი ლამაზი ბუნებაც გააჩნია და იმსახურებს:)

აი თქვენი მთავრობების დამსახურება!

არა, ედოს რო მოსარჩლე ეყოლება დღეს კიდევ, ახია იმ ხალხზე და დამსახურებულად იმსახურებს :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ქართულ ბაზარზე გენმოდიფიცირებული პურის ფქვილი შემოდის

გენმოდიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს „საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციაც“. როგორც რადიო „კომერსანტს“ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ არკადი მექერიშვილმა განუცხადა, ქართულ ბაზარზე დიდი რაოდენობით გენმოდიფიცირებული პურის ფქვილი შემოდის.

მისი ინფორმაციით, იმპორტირებული ფქვილის დიდი ნაწილი ხარისხის შესანარჩუნებლად გენომიფიცირებული მინარევებითაა გაჯერებული, ბაზარზე დაბალი ფასით არის წარმოდგენილი, მომხმარებელიც ბევრი ყავს და ადგილობრივ, ეკოლოგიურად სუფთა ფქვილს დიდ კონკურენციას უწევს. ,,ქართულ ბაზარს დღეში 1200 ტონა ფქვილი სჭირდება, საქართველოში კი 3-ჯერ მეტი იწარმოება, ამიტომ ბაზრის ქართული ფქვილით მომარაგება შეუფერხებლადაა შესაძლებელი, თუმცა იმპორტირებული ფქვილის ადგილობრივით ჩანაცვლება გრძელვადიანი პროცესია. ამ ეტაპზე კი სწრაფი რეაგირება გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანას უნდა მოყვეს რაც ხარისხის კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას გულისხმობს’’-აცხადებს მექერიშვილი.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=6933&ct=7

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მოლდოვას ეკონომიკა გაკოტრების პირასაა

მოლდოვა გაკოტრებისკენ მიექანება. ამის შესახებ ინგლისური გაზეთი Financial Times წერს და ამატებს, რომ ამის გამო შესაძლოა რესპუბლიკა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, რაც ევროკავშირს არ სურს.

გამოცემის ცნობით, კრიზისის თავიდან ასაცილებლად, რომელიც რესპუბლიკას უკვე მიმდინარე წელს ელის, მისთვის მილიარდი დოლარია აუცილებელი.

``ევროპის ყველაზე ღარიბი სახელმწიფო 2 მილიარდ დოლარზეა დამოკიდებული, რომელსაც საზღვარგარეთ წასული მოლდოველები გზავნიან და რომელიც ქვეუნის მშპ–ის მესამედს შეადგენს. 2009 წლის იანვარში კი ფულადი გადარიცხვების მოცულობა 28%–ით შემცირდა,`` – ნათქვამია პუბლიკაციაში.

Financial Times–ი ასევე წერს, რომ გადასახადების 75% იმპორტიდან შემოდის, იმპორტი კი 50%–ით შემცირდა.

ფინანსური დახმარების მიღების მექანიზმებს არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა ართულებს. ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი კულისებიდან ადევნებს მოვლენებს თვალს და ელის მომენტს, რომ მოლდოვას ფინანსური დახმარება შესთავაზოს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=6929&ct=14

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დასახელდა თვალებს ვერ ვუჯერებ რა :blink: :blink:

საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანაა. რეფორმატორ ქვეყნებში ლიდერად საქართველო იმ რეფორმების მიხედვით დასახელდა, რომელიც ქვეყანაში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გატარდა.

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა აღნიშნა, ეს ფაქტი ძალიან დიდი წარმატებაა საქართველოსთვის და ეს, უპირველეს ყოვლისა, დამატებით ინვესტიციებს ნიშნავს. მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოში რეფორმები მართლაც შედეგიანი იყო.

ანგარიში რეფორმატორი ქვეყნების შესახებ მსოფლიო ბანკის საფინასო კორპორაციამ შეადგინა და მასში მოხვდა 150 ქვეყნის მონაცემი. ქვეყნები დაყოფილია 5 კატეგორიად. საქართველო ლიდერობს ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნებს, სადაც საქართველო 50 ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებულად დასახელდა საგადასახადო სისტემასა და ფინანსურ საკითხებში გატარებული რეფორმების მხრივ.

ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად საქართველოს ორ დღეში ვენაში დაასახელებენ და ჯილდოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს გადასცემენ.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=6935&ct=18

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ქართველი ბიზნესმენების ნაწილი ჩინური საქონლის შემოტანაზე კონტროლის დაწესებას ითხოვს

+1 მეც ვუერთდები

`საბა ენდ კომპანი``: ჩინური ავეჯიც კი ჯანმრთელობისთვის საშიშია

არის თუ არა ჯანმრთელობისთვის სახიფათო საქართველოში შემოსული ჩინური პროდუქცია? რადიო „კომერსანტი“ ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ევროკავშირმა ჩინური საქონელი ჯანმთელობისთვის ყველაზე მავნე პროდუქციად დაასახელა. ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებათა დაცვის კომისრის მეგლენა კუნევას განცხადებით, გასულ წელს ევროკავშირის სპეციალური სისტემის – RAPEX–ის ფარგლებში შესული შეტყობინებების 59% სწორედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მოდიოდა და 2007 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 7%–ით არის გაზრდილი.

ინფორმაციას ჩინური პროდუქციის მავნებლობაზე საქართველოს ბიზნეს–წრეებში ეხმაურებიან. ბიზნესმენთა ნაწილის აზრით, ჩინური პროდუქციის ხარისხი ჯერ კიდევ მანამდე უნდა დამდგარიყო გახნილვისა და მსჯელობის საგანი, სანამ პროდუქცია ქართულ ბაზარს ასე მასობრივად დაიპყრობდა. ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანიის ``საბა ენდ კომპანის`` დირექტორი ამირან ბაჩილავა ხაზგასმით აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ჩინურ ავეჯი არამარტო უხარისხოა, არამედ ჯანმრთელობისთვის საშიშია.

``ჩინური ავეჯი უმრავლეს შემთხვევაში დამზადებულია ხელოვნური, სინთეტიური მასალებისაგან, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს კონტროლი ჩინურ ნაწარმზე და ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო რისკის შემცველი პროდუქცია საერთოდ აკრძალოს``-აცხადებს ბაჩილავა.

ჩინური პროდუქციის მიღებისგან თავს იკავებენ სათამაშოების მაღაზია ,,მეცხრე ცაში’’. როგორც მაღაზიაში განგვიცხადეს, პროდუქციის ძირითადი ნაწილი ევროპიდან შემოდის. ,,პროდუქციის მიღებისას დიდ სიფრთხილეს ვიჩენთ, შესაბამისად ვცდილობთ ჩინური სათამაშოები და აქსესუარები არ მივიღოთ და თუ მაინც მივიღებთ, ეს ხდება ხარისხის მკაცრი კონტროლის შემდეგ. ჩინური პროდუქციის მავნე თვისებების შესახებ გაფრთხილება არ მიგვიღია“–აცხადებენ „მეცხრე ცაში“ და დასძენენ, რომ ჩინური ნაწარმის მავნებლობაზე რაიმე სახის გაფრთხილება რომ მიეღოთ, ჩინურ პროდუქციას ქსელიდან საერთოდ ამოიღებდნენ.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=6958&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გლობალური კრიზისი 4 ტრილიონ დოლარად შეფასდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგები გამოთვალა და ოთხი ტრილიონი დოლარი მიიღო.

ფონდის მოხსენების თანახმად, დაახლოებით 2,7 ტრილიონი ბანკების მიერ არალიკვიდური აქტივების ჩამოწერაზე მოდის. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან სადაზღვეო კომპანიები და საპენსიო ფონდები.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საკრედიტო ორგანიზაციებს დამატებით 1,7 ტრილიონი დოლარი დაჭირდება, ეკონომიკის აღდგენის პროცესი კი რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება.

ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში სავალუტო ფონდი გლობალური კრიზისის შედეგად მიღებულ დანაკარგებს 945 მილიონ დოლარად აფასებდა, თანაც აღნიშნავდა, რომ ეს შეფასება პესიმისტურია.

ხვალ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპების პროგნოზს გამოაქვეყნებს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=6967&ct=14

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კრიზისმა ყველაზე მეტად ყოფილი სსრკ–ის ქვეყნები დააზარალა

რუსეთი და ყოფილი სსრკ–ის კიდევ 11 რესპუბლიკა გლობალური ეკონომიკური კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენებაშია ნათქვამი.

ფონდის პროგნოზის თანახმად, 12 ქვეყნის ეკონომიკები 2009 წელს 5,1 პროცენტით შემცირდება, რისი მიზეზიც ამ ქვეყნების კომპანიების პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება იქნება.

რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი კი 6%–ით შემცირდება.

დსთ–ის ეკონომიკები მიმდინარე წელს 5,1%–ით შემცირდება, მაგრამ უკვე 2010 წელს 1,2 %–ით გაიზრდება.

მოხსენებაში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპების ახალი პროგნოზიცაა წარმოდგენილი. თუ ადრე სავალუტო ფონდი 2009 წელს მსოფლიო მშპ–ის 0,5%–ით ზრდას ვარაუდობდა, ამჯერად 1,3%–იან ვარდნაზე საუბრობს. სამაგიეროდ, თუ ფონდი ადრე 2010 წელს მსოფლიო ეკონომიკის 0,8%–იან ზრდას პროპგნოზირებდა, ბოლო მოხსენების თანახმად, ეს მაჩვენებელი მომავალ წელს 1,9%–ს მიაღწევს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=6997&ct=14

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სწრაფი კვების ბიზნესმა 30%–ით იზარალა

თბილისში არსებული ვითარება სწრაფი კვების ობიექტების მუშაობაზეც უარყოფითად აისახა. მროგორც სწრაფი კვების ობიექტების ქსელ ,,ორ ლულაში’’ განგვიცხადეს, კლიენტების რაოდენობა ბოლო 10 დღის განმავლობაში 30%–ითაა შემცირებული. მენეჯმენტის ცნობით, კლიენტურა განსაკუთრებული იმ ობიექტში შემცირდა, რომლებიც მიტინგების ეპიცეტრებთან ახლოს მდებარეობს.

მენეჯმენტის ინფორმაციით, მუშაობის გამოსწორება მანიფესტაციების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7001&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს მოსახლეობა გენმოდიფიცირებული ფქვილისგან დამზადებული პურით იკვებება :( :(

პურის ქარხნები ფქვილის ლაბორატორიულ შემოწმებას ითხოვენ

შემოდის თუ არა საქართველოში გენმოდიფიცირებული ფქვილი და რამდენად სახიფათოა ის ჯანმრთელობისთვის? რადიო “კომერსანტი” ამ თემაზე უკვე გაშუქებულ საკითხს კიდევ ერთხელ უბრუნდება.

ტელეკომპანია „იმედისა“ და „ჯორჯიან ბიზნეს კონსტალნტინგის“ ერთობლივი პროექტში “კაპიტალი” დღეს ხმაურიანი განცხადება გაკეთდა. საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის წარმომადგენელი ემზარ ლომიძე აცხადებს, რომ საქართველოში შემოსული ფქვილის 80 პროცენტი გენმოდიფიცირებული პროდუქტია, ხოლო ამ სახის ფქვილს მთლიანი ბაზრის 30 პროცენტი უკავია.

როგორც რადიო „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, „საქართველოს მეხორბლეთა ასოციაცია“ საქართველოში იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ხორბლის და ფქვილის კერების გამოსავლენად კვლევასაც აწარმოებს.

ექსპერტები კი მეხორბლეთა ასოციაციის მიერ დასახელებულ მონაცემებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. ``ბიოკოდექსის`` ხელმძღვანელი გიორგი ბარამიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მართალია, გენმოდიფიცირებულ პროდუქციას თითქმის ყველა ქვეყანა მოიხმარს, მაგრამ მოცულობა კონტროლდება და მოსახლეობამ იცის, რას ყიდულობს.

``ჩვენთან კი არც შემოტანა კონტროლდება და არც მოხმარება. ამის გამო შედეგი ძალიან მძიმე იქნება, იგი ჩვენს მომავალს დაამახინჯებს. მით უმეტეს, როცა საუბარია ხორბალსა და ფქვილზე, რომელიც ჩვენთან ყველაზე ფართო მოხმარების ნედლეულია``-აცხადებს ბარამიძე.

საქართველოს პარლამენტში კი იმპორტით შემოსული გენმოდიფიცირებული ხორბლისა და ფქვილის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ, თუმცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე გენმოდიფიცირებულ პროდუქციაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

თოიძე მიიჩნევს, რომ იმპორტიორებს ასეთი პროდუქციის შემოტანაზე პრობლემა არ უნდა შეექმნათ. ``სხვა საქმეა, თუ შემომტანი პროდუქციას იაფად ყიდულობს და აქ ძვირად ჰყიდის, თორემ არა მგონია გენმოდიფიცირებული ფქვილი და ხორბალი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდეს``- აცხადებს თოიძე.

ჯანდაცვის კომიტეტის მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია ანტიკრიზისული საბჭოს წევრის ზურაბ ყემალაძისთვისაც. როგორც ტყემალაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოს მიერ იმპორტით შემოტანილი პროდუქცია არ კონტროლდება და არ აღირიცხება. ``მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერთებული ვართ ევროკავშირის კონვენციებს, ჩვენს ბაზარზე არცერთი მოთხოვნის აღსრულება არ ხდება, არც კოდიფიცირება მიაჩნიათ აუცილებლად და არც მარკირება,``- აცხადებს ტყემალაძე.

სამთავრობო უწყებები კი გენმოდიფიცირებული ხორბლისა და ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით კომენტარისაგან თავს იკავებენ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის, ხოლო რამდენად მავნებელია გენმოდიფიცირებული პროდუქცია, სამინისტროს განმარტებით ეს ჯერ კიდევ სამეცნიერო კვლევის საგანია.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად აღნიშნულ უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა.

ქართულ ბაზარზე გენმოდიფიცირებული ფქვილის არსებობას არც დედაქალაქში მოქმედ პურის ქარხნებში უარყოფენ. როგორც ქარხნებიდან ,,დაგი პლიუსი’’ და ,,კრწანისის პურიდან’’ გვაცნობეს, ბაზარზე დიდი რაოდენობით უხარისხო ფქვილია. ამიტომ საფრთხის თავიდან ასაცილებლად პოდუქციას შემოტანისთანავე ლაბორატორიული კვლევა უნდა ჩაუტარდეს. ,,თუ კვლევა საჭირო მონაცემებს არ აჩვენებს, ქარხანამ ასეთი ფქვილის გამოყენებაზე უარი უნდა თქვას“–აცხადებენ მენეჯმენტში და დასძენენ, რომ სასურველია ფქვილი სერთიფიცირებული იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში საფრთხის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=6994&ct=7

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბათუმში, რამდენიმე დღეში „პუმას“ ქარხანა გაიხსნება

ბათუმში, რამდენიმე დღეში „პუმას" ქარხანა გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე გააკეთა.

„საქართველოში დაიწყება „პუმას" და „ლოტოსის" წარმოება ბრენდით „დამზადებუკლია საქართველოში", - განმარტა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს იქნება წარმოება, რომელიც საქართველოში დამზადებულ პროდუქციას ქართული ბაზრის გარდა ევროპულ-ამერიკულ და აზიურ ბაზარზეც გაიტანს.

http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=44927

რა მაგარი იქნება :D made in georgia ვაუუ :wub:

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

მიხეილ სააკაშვილი: „საქართველო კავკასიის რეგიონის ეკონომიკის ოაზისი უნდა გახდეს“

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „საქართველო კავკასიის რეგიონის ეკონომიკის ოაზისი უნდა გახდეს".

როგორც პრეზიდენტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს იმ სოციალური პრობლემების გადაჭრა, რომელიც მოსახლეობას დღემდე აწუხებს".

„ახლა ჩვენი მთავარი მიზანი იმ სოციალური პრობლემების გადაჭრის დაწყებაა, რომელიც მოსახლეობას აქვს, ამიტომ მთავრობა ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველა ის პროგრამა, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, მოგვცემს საშუალებას, წამოვეწიოთ სხვა ქვეყნებს. კავკასიის რეგიონში საქართველო ეკონომიკის კუთხით ოაზისი უნდა გახდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ მიზნით მან მინისტრებს მიზნობრივი ეკონომიკური თათბირების ჩატარების ინიციატივით მიმართა.

პრეზიდენტის მტკიცებით, საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნებთა ათეული შედის, რომლებშიც ეკონომიკური კრიზის მიუხედავად ინვესტიციების ჩადება არ შეჩერებულა.

„მსოფლიო კრიზისის გამო ინვესტიციების მოზიდვა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში შემცირდა და ზოგან პრაქტიკულად შეწყდა. საქართველო ამ მხრივ კიდევ კარგად არის. ჩვენ ზოგიერთი ინვესტორი შევინარჩუნეთ და ამის გარდა, ახალი ინვესტორებიც მოდიან. ჩვენ ვართ იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ინვესტიციების ჩადება კვლავ გრძელდება", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება, რის გამოც მთავრობის დღევანდელ სხდომას თავად პრეზიდენტი სააკაშვილი წარუძღვა.

http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=44909

ეს კაცი ცაში დაფრინასვ რა :D

რომელი ოაზისი უნდა გახდეს? ვერ გავიგე, :blink: ქვეყანა სადაც ბიზნეს ატერორებენ, როგორ უნდა გახდეს ოაზისი (მიუხედავად იმისა რომ კავკასიასჰი ყველაზე დიდი პოტენციალი გვაქვს, მესმის ,მაგრამ ამ კაცი ხელში? ) :blink:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
: ჩინური ავეჯიც კი ჯანმრთელობისთვის საშიშია

ასეა.

ხომ არვინ იცის რატომ დაიხურა კომპანია ნიუ ვეისი?

საქართველოს მოსახლეობა გენმოდიფიცირებული ფქვილისგან დამზადებული პურით იკვებება

და კარტოფილითაც. კარტოფილი არის თეთრი დათვის გენთან მოდიფიცირებული:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში სამი ქართველი ბიზნესმენია შესული :D ოხ ქართველები რა :35:

ჟურნალი „Forbes"-ი რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც სამი ქართველი ბიზნესმენია შესული. ამის შესახებ „რეგნუმი" იტყობინება.

რეიტინგის მიხედვით, მდიდარი ადამიანების ასეულში ბიზნესმენები ბიძინა ივანიშვილი, შალვა ჩიგირინსკი და ალექსანდრე ჯაფარიძე მოხვდნენ.

რეიტინგში 52 წლის ბიძინა ივანიშვილი 22-ე ადგილზეა. „Forbes"-ის ინფორმაციით, ივანიშვილის ქონება გასული წლის მონაცემებით, 6,7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

მდიდარი ადამიანების ასეულში 44-ე ადგილზეა შალვა ჩიგირინსკი, რომლის შემოსავალმა, 2008 წლის მონაცემებით, 2,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩიგირინსკი ამ დროსთვის „სიბირ ენერჯის" 23,3 პროცენტს და დეველოპერული კომპანია „რაშენ ლანდის" ფლობს.

რაც შეეხება ალექსანდრე ჯაფარიძეს, ის „Forbes"-ის რეიტინში 62-ე პოზიციას იკავებს, რომელის შემოსავალი 1,6 მლრდ აშშ დოლარით არის განსაზღვრული. ჯაფარიძე კომპანია „ევრაზიას" მფლობელია, რომელიც ბურღვით სამუშაოებს აწარმოებს.

http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=44887

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აზერბაიჯანი და თურქმენეთი კრიზისიდან პირველები გამოვლენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკის ვარდნა 1.3%–ს შეადგენს, მომავალ წელს კი 1,9%–ით მოიმატებს.

ეკონომიკის სრული აღდგენისთვის კი, ფონდის სპეციალისტების აზრით, შესაძლოა ხუთი წელი გახდეს საჭირო. ზრდის ლოკომოტივები კი ჩინეთი და ინდოეთი იქნებიან.

რუსეთისა და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეზე არსებული ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზი კიდევ უფრო პესიმისტურია. რუსეთის მშპ–ის მაჩვენებელი მინუს 6–სა და პლუს 0,5%–ის დონეზე დარჩებიან.

სწორედ დსთ–ს ასახელებს ფონდი მსოფლიო კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, მხოლოდ თურქმენეთი და აზერბაიჯანი ინარჩუნებენ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7035&ct=18

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

რას ნიშნავს ``ნომერ პირველი რეფორმატორობა``?

``შეიძლება პროგრესული კანონები გქონდეს, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ამას არად დაგიდევდნენ``

მსოფლიო ბანკის საფინანსო კორპორაციამ საქართველო, საგადასახადო სისტემასა და საფინანსო სფეროში გატარებული რეფორმების მიხედვით, ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონში ყველაზე წარმატებულ ქვეყნად დაასახელა.

შესაბამისი ჯილდოს მისაღებად ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გაემგზავრა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მსოფლიო ბანკმა ჯეროვნად დააფასა საქართველოს მთავრობის უკანასკნელი ხუთი წლის საქმიანობა და პირველი ადგილის მინიჭებით გზა გაუხსნა ინვესტიციების ახალ ნაკადს.

მსოფლიო ბანკის საფინანსო კორპორაციის კვლევამ, საერთო ჯამში, ხუთი რეგიონის 150 ქვეყანა მოიცვა. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის თქმით, კვლევის შედეგების მიხედვით გაირკვა, თუ რომელ ქვეყნებშია ყველაზე იოლი ბიზნესის დაწყება, წარმოება და დახურვა.

„მაღალი ადგილი არ ნიშნავს, რომ საქართველო არის მდიდარი ქვეყანა“, ამბობს პაატა შეშელიძე, „უბრალოდ, ბევრი რამ გაკეთდა საიმისოდ, რომ გახდეს საქართველო წარმატებული ქვეყანა.“

პაატა შეშელიძის თქმით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აღმოაჩნდა ბიზნესის წამოწყების სიმარტივის, ქვეყანაში არსებული ლიცენზიების სიმცირისა და შრომითი კანონმდებლობის მიხედვით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესის დასაწყებად აღარაა საჭირო საწესდებო კაპიტალი, დამფუძნებელთა კრების ოქმი და სხვა ფორმალობები. შეშელიძის თქმით, საქართველო ასევე მოწინავეა ქონების რეგისტრაციისა და კრედიტების მიღების კომპონენტების მიხედვითაც, რასაც ვერ ვიტყვით ინვესტორების დაცულობასა და გადასახადების სიმარტივეზე.

პაატა შეშელიძე: „ქონების დაცვაზე, საკუთრების ხელშეუხებლობაზეა ლაპარაკი. ბევრი რამ უკანასკნელ წლებში შეიცვალა, თუმცა მანამდე, ამ მხრივ, ძალიან სავალალო მდგომარეობა იყო. გადასახადების კუთხითაც საქართველო ერთ-ერთ ბოლო, 110-ე, ადგილზეა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა იმის გამო, რომ საქართველოში გადასახადების გადახდის მექანიზმი ძალიან რთულია. ჯარიმების მოცულობა ძალიან დიდია, ისევე როგორც ადმინისტრირების მექანიზმი.“

თუმცა შეშელიძის, თქმით, მთლიანობაში, საქართველოს საშუალო მაჩვენებელი რეგიონში მაინც საუკეთესოა. ამ მაჩვენებელს საქართველოს მთავრობის საქმიანობის ლოგიკურ შედეგად მიიჩნევენ როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. აი, რა განაცხადა საქართველოს პალამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ:

„მსოფლიოს ყველაზე კომპეტენტურმა საფინანსო ინსტიტუტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის საქმიანობა ეკონომიკის სფეროში. ეს წარმატება არის სიგნალი ინვესტორებისადმი, რომ საქართველო გახლავთ ქვეყანა, სადაც ინვესტიციის განხორციელება ღირს.“

დავით ბაქრაძის მსგავსად, მსოფლიო ბაკნის აღიარება ინვესტორების მოზიდვისა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის წინაპირობად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტსაც. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, საქართველოს გადარჩენის ყველაზე მეტი შანსი აქვს:

„იყო დიდი შეჯიბრი პოლონეთს, ბალკანეთის ქვეყნებსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს შორის, მაგრამ საქართველომ ყველას აჯობა. ეს არის მთავარი მაჩვენებელი. მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დიდი პროპაგანდისა, ყველამ ნახა, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ეკონომიკა სწორადაა აწყობილი. ახლა, როგორც არასდროს, გვაქვს კარგი შანსი უახლოესი თვეების განმავლობაში გადავლახოთ კრიზისის ყველაზე უარყოფითი შედეგები“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

თუმცა პრეზიდენტის ამგვარ ოპტიმიზს არ იზიარებს ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესის დასაწყებად საჭირო ფორმალური პროცედურების გამარტივება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა.

„ეს თავისთავად კარგია, ცუდი არაა! – განაცხადა გია ხუხაშვილმა,– თუმცა ეს მაჩვენებელი არ შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკაში მოსალოდნელი ცვლილებების ან ინვესტორთა გააქტიურების ინდიკატორად. ეკონომიკის მდგომარეობას განაპირობებს არა ის, თუ რამდენ დღეში შეიძლება კომპანიის რეგისტრაცია, არამედ სისტემური ფაქტორები და, ამ მხრივ, საქართველოში არ არის მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა.“

გია ხუხაშვილი ჩამოთვლის ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომელთა შორისაა მაღალი პოლიტიკური რისკები, არაკონკურენტული გარემო, ადმინისტრირებისა და მართლმსაჯულების სისტემები. მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებსა და საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირის დანახვა უჭირს პაატა შეშელიძესაც. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის თქმით, ინსტიტუციური გარემოს შეცვლა და გაუმჯობესება საქმის მხოლოდ ერთი ნახევარია.

„პოლიტიკური გარემოც უნდა აჰყვეს ამ ცვლილებებს. შეიძლება პროგრესული კანონები გქონდეს ქაღალდზე დაწერილი, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ამას არად დაგიდევდნენ დ თავიანთ საქმეს აკეთებდნენ დაწერილი კანონების საწინააღმდეგოდ“– განაცხადა პაატა შეშელიძემ.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7017&ct=18

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ილია მეორის ინიციატივა კანონპროექტის სახეს მიიღებს

გიორგი გოგუაძე: ``საგადასახადო ამნისტიის ეს ფორმა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა``

გიორგი გოგუაძე საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტს ამზადებს, რომელიც პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში გამოთქმულ იდეას ეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ ილია მეორის აზრით, გადასახადების შემცირება დადებითი ნაბიჯი იყო, საგადასახადო ამნისტია კი კიდევ უფრო შეამსუბუქებს როგორც მეწარმეების, ასევე მოქალაქეების საგადასახადო ტვირთს და მათ ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებს. თუმცა პატრიარქი მხოლოდ ჯარიმებისა და საურავების ამნისტიაზე საუბრობს.

"2009 წლიდან სახელმწიფოს მიერ გადასახადების კლებისკენ გადადგმული ნაბიჯი კარგი ფაქტი იყო, მაგრამ, ალბათ, უფრო შედეგიანი იქნება საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება, რომელიც საქართველოში მომქმედ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს გაათავისუფლებს სანქცია-საურავებისაგან", - ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

ილია მეორე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებს.

"თუ ეს ნაბიჯი განხორციელდა, იგი სერიოზულად შეამსუბუქებს როგორც მეწარმეების, ასევე მოქალაქეების საგადასახადო ტვირთს და წაახალისებს მათ ეკონომიკურ აქტივობას", - აცხადებს პატრიაქტი ეპისტოლეში.

მისივე თქმით, მსოფლიო გლობალური კრიზისი საკმაოდ მწვავედ შეეხო ქართულ ბიზნესს და საერთოდ მოსახლეობას და ასეთ ვითარებაში აუცილებელია, ქმედითი ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ სამუშაო ადგილების შემდგომი შემცირება.

აღსანიშნავია, რომ, პატრიარქის, თქმით, მას ამ საკითხებზე კონსულტაციები ჰქონდა ეკონომიკის ექსპერტებთან.

ინიციატივას საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების შესახებ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში არერთგვაროვნად შეხვდნენ. უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის აზრით, საგადასახადო ამინიისტიის შემოღება შეუძლებელია და ეს ფინასური თვალსდაზრისით მიუღებელია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე კი ფინანსური ამნისტიის შემოღებას არ გამორიცხავს, თუმცა გამარტავს, რომ სახელმწიფო უფრო დეტალურად განიხილავს ამ საკითხს და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში საჯაროდ გახდება ცნობილი.

გიორგი გოგუაძე კი პატრიქრქის მიერ გამოთქმული იდეის საფუძველზე ახალ კანონპროექტზე მუშაობს. მისი თქმით, არსებობს ეკონომისტებისა და ფინანსისტების ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას უკვე ამუშავებს და უახლოეს მომავალში იგი პარლამენტს წარედგინება.

``მესმის, რომ ეს არ არის მარტივად განსახორციელებლი იდეა, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია. ჩემი პროექტის მექანიზმი ასეთია: არსებული ბაზიდან უნდა გამოიყოს ის კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც კეთილსინდისიერი გადამხდელები არიან, ჯარიმა–საურავები კი გარკვეული შეცდომების გამო დაერიცხათ. ამ ჯარიმების გადახდით ისინი უბრალოდ გაკოტრდებიან, რადგან არსებული კანონმდებლობით ისეთი მაღალი პროცენტები ერიცხებათ, რომ შეიძლება ძირითად გადასახადს 100-ჯერაც კი გადააჭარბოს! ასეთი კომპანია კი დღეს უამრავია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ ეხება გადასახადების გადახდას, ეს ამნისტია უნდა შეეხოს მხოლოდ ჯარიმა-საურავების გადახდას.

``ეს არის მისი უწმიდესობის ხედვის გამოხატულება, რათა ხელი შეეწყოს ბიზნესის განვითარებას და რეალურ ეკონომიკაში არსებული თანხების დარჩენას.

ყურადღება მიაქციეთ, რომ პატრიარქის ეპისტოლეში ნახსენებია არა გადასახადების ჩამოწერა, არამედ ჯარიმებისა და საურავებისგან განთავისუფლება. ასეთი ტიპის სგადასახადო ამნისტიები აპრობირებულია მთელს მსოფლიოში და ითვლება, რომ ფინანსური და ეკონომიკური კრიზისების პერიოდში მნიშვნელოვან შედეგს იძლევა!’’ – ამბობს გოგუაძე.

მისი თქმით, ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია არა მომენტალური ფისკალური ეფექტი, არამედ ეკონომიკის ხანგრძლიივვადიანი სტრატეგიული განვითარება და ზრდა,

``ამ სიტუაციაში გონივრულად და მნიშვნელოვან გამოსავლად მიგვაჩნია ასეთი ტიპის საგადასახადო ამნისტია. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მუშაობა შეუძლია როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მომხრე ექსპერტებს, რადგან ეს საერთო საქმეა და ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენებას ეხება.

ამჟამად პარლამენტის კომიტეტებში კი უკვე განიხილება გოგუაძის კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც პატრიაქრის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ პრობლემას ეხება. ესაა კანონ-პროექტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების აკრძალვის შესახებ.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7039&ct=18

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ქართულ ბაზარზე აზერბაიჯანული ჩაის მონოპოლიაა

ქართველი მომხმარებელი ადგილობრივ ჩაის არ ენდობა და ბაზარზე მონოპოლია აზერბაიჯანულ პროდუქციას უჭირავს. როგორც რადიო „კომერსანტს“ საქართველოს მეჩაიეთა ასოიციაციიდან აცნობეს, ქართველი მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი ,,ფინალი” და ,,მარიამი” აზერბაიჯანულ ჰოლდინგს ,,აზერ-სანს” შემოაქვს, ჰოლდინგის წილი ქართულ ბაზარზე 60%-ია. ამ ფონზე კი ქართულ ჩაი მხოლოდ 10%-ითაა წარმოდგენილი.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ განაცხადა, ქართული ჩაის ფესტივალს თბილისში ყოველწლიურად მართავენ, მან შარშან საერთაშორისო სახეც მიიღო, თუმცა, იმისათვის, რომ ქართული ჩაი თავად ქართველ მომხმარებელში გახდეს პოპულარული, სვანიძის განცხადებით, საამისოდ სახელმწიფო მხარდაჭერაა საჭირო.

მისივე თქმით, ქართული ჩაის განვითარების კონცეფცია, რომელიც პარლამენტის აგრარულ საქმეთა კომიტეტში მეჩაიეთა ასოციაციამ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ექსპერტებმა ერთობლივად შეიმუშავეს, 7 აპრილს უკვე მზად იყო, თუმცა პარლამენტს ის ჯერაც არ განუხილავს. განხილვის გადადების მიზეზად კი სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ასახელებენ.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7196&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

,,ოზურგეთ–ლუდის” რეალიზაცია 30%–ით შემცირდა

გურიაში არსებულ ლუდსახარშ ,,ოზურგეთ–ლუდს” ეკონომიკური კრიზისის გამო წელს რეალიზაციის 30%–იანი კლება დაუფიქსირდა, თუმცა მენეჯმენტი ზაფხულიდან მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად 250 ტონა ცოცხალ ლუდს აწარმოებენ და დისტრიბუციას 2008 წლამდე მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ახორციელებდნენ, 2009 წლიდან კი პროდუქციის რეალიზაცია თბილისშიც დაიწყეს.

„ოზურგეთ–ლუდმა“ ,,იაფი კრედიტის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად პროექტიც წარადგინა და თანხის მიღების შემთხვევაში საწარმოს გადაიარაღებას და ლუდის მინის ბოთლებში ჩამოსხმას გეგმავს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7193&ct=2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხელისუფლება ქუთაისს ძლიერ ინდუსტრიულ ზონად გადაქცევას პირდება

საქართველოს ხელისუფლება ქუთაისს ძლიერ ინდუსტრიულ ზონად გადაქცევას პირდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ნიკა გილაურმა დღეს ქუთაისში გამართულ მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ასევე გაგრძელდება იმ პროექტების მხარდაჭერა, რასაც ქუთაისში მსოფლიო ბანკი ახორციელებს. საუბარია ქალაქის 24-საათიან წყლით მომარაგებაზე. ნიკა გილაურმა ისიც აღნიშნა, რომ მთავრობის გასვლითი სხდომები საქართველოსa ყველა რეგიონში გაიმართება. ქუთაისში სხდომის დასრულების შემდეგ კი პრემიერმა და მთავრობის წევრებმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარზე აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=7205&ct=18

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting