Перейти к содержимому


Business News


გამოხმაურებები თემაში: 111

#1 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში ფუნქციონირების 9 წლის იუბილეს აღნიშნავს
:)

უკრაინა მსო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა

დღეს ყულევში ნავთობის ტერმინალი გაიხსნება
ამაზე თუ გაინტერესებთ მეტი ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ მოგვიანებით:)

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების ახალი სისტემა გადამხდელთათვის


სახელმწიფოსა და გადამხდელს შორის ურთიერთობის ტრანსპარენტულობის, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, გადასახადებთან დაკავშირებით მოსახლეობისა და ბინზესსაზოგადოების ინფორმირებისათვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ამოქმედდა საკონსულტაციო-საცნობარო ცენტრი.
თითოეულ მოქალაქეს სპეციალურ უფასო სატელეფონო ნომერზე - 077 დარეკვა შეუძლია იმ შემთხვევაში:
თუ გაუჩნდება საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა;
თუ ვერ გაერკვა პროცედურებში და სჭირდება კვალიფიციური, ოპერატიული და კომპეტენტური რჩევა;
თუ ფინანსთა სამინისტროს მოხელის მხრიდან დაირღვევა მისი უფლებები.
077-ის სრულიად ახალი საკომუნიკაციო სისტემის მიზანია, გადასახადის გადამხდელს მიეწოდოს საგადასახადო და საბაჟო სფეროში მიმდინარე პროცესებზე მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შესთავაზოს გაუმჯობესებული მომსახურება, გაიზარდოს გადასახადების აკრეფის პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა, ხელი შეუწყოს გადამხდელთათვის მარტივი, მოსახერხებელი და კომფორტული საინფორმაციო გარემოს შექმნას.
საცნობარო-საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედებით, გადამხდელს საშუალება აქვს საგადასახადო და საბაჟო მომსახურების ცენტრებში მისვლის გარეშე, გაეცნოს ინფორმაციას საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით მიიღოს დეკლარაციის ან სხვა ფორმის ასლი. მას საშუალება აქვს ნებისმიერი შეკითხვა ან ინფორმაცია, გააგზავნოს ელექტრონულ მისამართზე callcentre@mof.ge
თანამედროვე საგადასახადო ადმინისტრირების ჩამოყალიბებისათვის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის შექმნისა და ცენტრის გამართვისათვის ევროკავშირმა ფინანსური დახმარების სახით, გამოყო დაახლოებით 290 ათასი ევრო, აგრეთვე უზრუნველყო საკონსულტაციო-საცნობარო ცენტრის თანამშრომელთა სწავლება.
საცნობარო-საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრი 077-ის გახსნას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური, შემოსავლების სამსახურის უფროსი გრიგოლ გობეჯიშვილი, საქართველოში ევროკომისიის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ ლიდლი და ევროკავშირის „საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციის მხარდამჭერი” პროექტის ხელმძღვანელი ბილ ქერნოუ.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#2 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
არც ისე ახალია მარა მაინც:)

04.05.2008 - 18:55:34 ბელორუსი კოლეგები საქართველოთი დაინტერესდნენ

ბელორუსიის საზოგადოებრივი ურთიერთობების ინსტიტუტის მიწვევით, 10 აპრილს, საზოგადოებასთან ურთიერთობის საგენტო ,,პროფილის’’ (http://www.profile.com.ge/) დამფუძნებელი და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა მარღია, მომხსენებლის სტატუსით მიწვეული იყო მინსკში პროფესიონალთა მეექვსე კონფერენციაზე “PR – чтения 2008”. ამავე დროს, 15-26 აპრილის ჩათვლით, ელგუჯა მარღია ონლაინ - ფორმატში მონაწილეობას ღებულობდა ამავე ინსტიტუტის ერთ-ერთ პროექტში “PR в лицах”. ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ მისამართზე www.ipr.by
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#3 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
აშშ_ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის დევიდ მაკკორმიკის აზრით, ამერიკის ეკონომიკის აღდგენა 2008 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. მისი თქმით, უკვე ეხლა მსოფლიო ბაზრებზე იმის პირველი ნიშნები აღინიშნება, რომ საქმე უკეთესობისკენ მიდის.
დ. მაკკორმიკი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ_ის ეკონომიკას ~ბუშის გეგმა~ დაეხმარება, რომელიც ორ წელიწადზეა გათვლილი და ამერიკის ეკონომიკის სტიმულირებას ითვალისწინებს. ~ეს გეგმა ქვეყნის ეკონომიკისთვის კარგი სტიმული იქნება და შესაძლებელი იქნება აგვისტოს კრიზისიდან გამოსვლა~ _ დასძინა მან.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, აშშ_ის ეკონომიკის ზრდის ტემპები 2007 წლის 2,2%_დან 2008 წელს 0,5%_მდე შემცირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსების აზრით, ქვეყანა ამ დროისთვის ~მსუბუქ რეცესიას~ განიცდის, რომლის ძირითადი მიზეზი ნავთობის ფასების ზრდა და იპოთეკური ბაზრის მკვეთრი ვარდნა გახდა. ~2008 წლის პირველი ნახევარი შედარებით რთული პერიოდი იქნება, მაგრამ შემდეგ მოსალოდნელია აშშ_ის მშპ_ის ზრდა, ეს პროცესი სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყება და მთელი 2009 წლის მანძილზე გაგრძელდება _ აღნიშნა დ. მაკკორმიკმა.
აშშ_ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე შეშფოთება გამოხატა ინფლაციის ზრდის გამო. მისი აზრით, ინფლაცია მნიშვნელოვნად მაღალია განვითარებად ქვეყნებში. ის თვლის, რომ ინფლაციის ძირითადი მიზეზი ენერგომატარებლებისა და სოფლის მეურნეობის კულტურების ფასების ზრდაა. ~ინფლაციის ზრდას ხელს უწყობს ბიოსაწვავზე მოთხოვნისა და უმეტეს განვითარებად ქვეყნებში სტაბილური ეკონომიკური ზრდა. ამჟამად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ინფლაციის შემდგომი ზრდის შესაჩერებლად~ _ აღნიშნა დ. მაკკორმიკმა.
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში აშშ_ის მონეტარულმა ხელისუფლებამ და ფინანსთა სამინისტრომ უკვე გადადგა მთელი რიგი ნაბიჯები საკრედიტო კრიზისის ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად. კერძოდ, ქვეყნის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 2007 წლის ნოემბრიდან სააღრიცხვო განაკვეთი უკვე 300 ბაზისური პუნქტით შეამცირა და ჩაატარა რამდენიმე აუქციონი კომერციულ ბანკებს შორის.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#4 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
პაკისტანში აცხადებენ, რომ ირანთან ყველაფერი გარკვეულია და ინდოეთისკენ მიმავალი გაზსადენის 7.5 მლრდ_იანი შეთანხმების გაფორმება ირანთან შესაძლებელია.
პაკისტანის გათვლებით, 2600 კმ სიგრძის გაზსადენი ტრანზიტის სახით ქვეყანას მილიონობით დოლარის შემოსავალს მოუტანს. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის პრეზიდენტი პირველად ეწვია პაკისტანს. ირანულმა მხარემ პაკისტანს დახმარება ელექტროენერგიის მიწოდების შესახებაც აღუთქვა.
პაკისტანის `ასოშიეითიდ პრესი~ აცხადებს, რომ გაზსადენის შესახებ კონტრაქტის ხელმოწერის თარიღს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადგენს. მოლაპარაკებები პოზიტიურად ფასდება და ორივე მხარე აცხადებს, რომ გაზსადენის მშენებლობა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და მშვიდობის დამყარებას დადებით ბიძგს მისცემს. გაზსადენს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინდოეთისთვის, რომლის სწრაფად მზარდი ეკონომიკაც საწვავის იმპორტზეა დამოკიდებული.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გაზსადენს ირანის, პაკისტანისა და ინდოეთის უსაფრთხოების ნაწილშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#5 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
სურსათზე საერთო ფასების ზრდის ფონზე ბრინჯმა ლიდერობა იკისრა. ერთი ტონა ბრინჯის ფასმა უნცია ოქროზე ფასს გაუსწრო და აპრილის ბოლოს, ტონაზე 995 აშშ დოლარს მიაღწია.
ბუნებრივია, საქართველოში ბრინჯი ელიტარული საკვები პროდუქტი გახდება, და არამარტო სუშის რესტორანში. ჩვეულებრივი რიგითი ქართველისთვის კი კილოგრამი ბრინჯის ფასი ერთი_ორად გაიზრდება. მაგრამ პრობლემა ამით არ ამოიწურება, რადგან მისი ძირითადი მომხმარებლები ჩინეთი და ინდოეთი არიან და ბუნებრივია, ასეთი კრიზისის დროს ისინი სხვა მარცვლეულზე გადერთვებიან, კერძოდ ხორბალზე. რაც, ექსპერტთა აზრით, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალზე ფასის ზრდას გამოიწვევს.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#6 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
აშშ_ის პრეზიდენტი ჯ. ბუში აღიარებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნაა, თუმცა მისი აზრით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივმა დაბრუნებამ შეიძლება ეკონომიკის აქტიურობის სტიმულირება მოახდინოს.
ფული დაბრუნებული გადასახადის სახით ბანკების პირდაპირ დეპოზიტებში უკვე 2008 წლის 28 აპრილიდან დაჯდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკილებმა ეს ფული უკვე მიიღეს.
საშემოსავლო დაბრუნებული გადასახადი 300 დოლარიდან 1,200 დოლარამდე მერყეობს და ამერიკის ეკონომიკის სტიმულირებისათვის 168 მლრდ დოლარის გამოყოფის გეგმაში შედის. ამ თანხიდან 152 მლრდ დოლარი 2008 წელს გამოიყოფა, დანარჩენი კი _ მომავალ წელს. ჯ. ბუში თვლის, რომ ეს თანხა ამერიკელებისათვის გაზზე და საკვებ პროდუქტზე გაზრდილი ფასების კომპენსაცია იქნება.
2008 წლის 24 იანვარს ჯ. ბუშმა, აშშ_ის ფინანსთა მინისტრმა ჰენრი პოლსონმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გამოაქვეყნეს ეკონომიკური გეგმა, რომელიც სუბპრიმე_ის კრიზისით პარალიზებული სამომხმარებლო მოთხოვნის სტრიმულირებისკენაა მიმართული. შემუშავებული პაკეტი ითვალისწინებს ინდივიდუალური გადამხდელებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გადასახადების შემცირებას მთლიანად 150 მლრდ დოლარით, ანუ აშშ_ის წლიური მშპ_ის 1%_ით. აშშ_ის პრეზიდენტი ჯ. ბუში აღიარებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნაა, თუმცა მისი აზრით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივმა დაბრუნებამ შეიძლება ეკონომიკის აქტიურობის სტიმულირება მოახდინოს.
ფული დაბრუნებული გადასახადის სახით ბანკების პირდაპირ დეპოზიტებში უკვე 2008 წლის 28 აპრილიდან დაჯდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკილებმა ეს ფული უკვე მიიღეს.
საშემოსავლო დაბრუნებული გადასახადი 300 დოლარიდან 1,200 დოლარამდე მერყეობს და ამერიკის ეკონომიკის სტიმულირებისათვის 168 მლრდ დოლარის გამოყოფის გეგმაში შედის. ამ თანხიდან 152 მლრდ დოლარი 2008 წელს გამოიყოფა, დანარჩენი კი _ მომავალ წელს. ჯ. ბუში თვლის, რომ ეს თანხა ამერიკელებისათვის გაზზე და საკვებ პროდუქტზე გაზრდილი ფასების კომპენსაცია იქნება.
2008 წლის 24 იანვარს ჯ. ბუშმა, აშშ_ის ფინანსთა მინისტრმა ჰენრი პოლსონმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გამოაქვეყნეს ეკონომიკური გეგმა, რომელიც სუბპრიმე_ის კრიზისით პარალიზებული სამომხმარებლო მოთხოვნის სტრიმულირებისკენაა მიმართული. შემუშავებული პაკეტი ითვალისწინებს ინდივიდუალური გადამხდელებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გადასახადების შემცირებას მთლიანად 150 მლრდ დოლარით, ანუ აშშ_ის წლიური მშპ_ის 1%_ით.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#7 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
ვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ნიკორა" უახლოეს მომავალში სომხეთსა და აზერბაიჯანში "მზარეულის" ნახევარფაბრიკატების ექსპორტს დაიწყებს.

როგორც კომპანია "ნოკორას" ხორცპროდუქტთა წარმოების დირექტორი მერაბ მამულაშვილი აცხადებს, "ნიკორას" პროდუქციით სომხეთი და აზერბაიჯანი ჯერ კიდევ გასულ წელს დაინტერესდნენ.

"მიზანშეწონილად ჩავთვალეთ იქაური ბაზრის მოკვლევა შესაბამის სამომხმარებლო მოთხოვნათა შესასწავლად. მოლაპარაკებები გვაქვს დაინტერესებულ მხარეთა იმპორტიორ კომპანიებთან სასურველი პარტნიორის შესარჩევად. თავდაპირველად "მზარეულის" ნახევარფაბრიკატების ექსპორტს დავიწყებთ. თუმცა ასევე იგეგმება "ნიკორას" ძეხვეული პროდუქტების გატანა მეზობელ ქვეყნებში," – აცხადებს მერაბ მამულაშვილი.

ნიკორას პროდუქციის საექსპორტო ფასები კონკრეტული ქვეყნის ბაზარზე არსებული საფასო პოლიტიკის მიხედვით დარეგულირდება.

კომპანია "ნიკორა" ქართული კაპიტალით 1998 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე კვების პროდუქტების მწარმოებელთა შორის ლიდერის პოზიცია უკავია. კომპანია "ნიკორა" ხორცისა და რძის ნაწარმს, ნახევარფაბრიკატებს, თევზეულს, პურს, უალკოჰოლო გაზიან სასმელებს და ღვინს აწარმოებს. გარდა ამისა, კომპანიას მაღალი ხარისხის კვების პროდუქტები და სასმელები ევროპის ქვეყნებიდან შემოაქვს.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#8 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
"მებაღეობა, მევენახეობისა და მეღვინეობის" ინსტიტუტში, ამავე ინსტიტუტის ბაზაზე, ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიის შექმნისა და რეგიონებში უნიკალური სანერგე ჯიშების განახლების შესახებ დღეს შეხვედრა-პრეზენტაცია გაიმართა.

პროგრამა 3 მლნ. დოლარით მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. შემაჯამებელ შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა პროგრამის დასრულებისა და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარადგინეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელიც დაესწრო.

"გაიხსნა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ლაბორატორია, რაც კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხისა და იმიჯის შესანარჩუნებლად და აგრეთვე, ექსპორტის გაზრდის თვალსაზრისით", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#9 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
საქართველოს რეგიონები - კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი ევროპის მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონების გაერთიანებაში (Arev) გაწევრიანდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახცადებენ, 2008 წლის 30 მაისს ქართულმა მხარემ Arev-ს თხოვნით მიმართა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. ორგანიზაციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი პლენარული სესიის ფარგლებში დაკმაყოფილდა საქართველოს ორი რეგიონის განაცხადი ამ ევროპულ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ. Arev-ის გადაწყვეტილებას ხმა მისცა გაერთიანების ყველა წევრმა - 65 რეგიონის წარმომადგენელმა.

"ევროპის მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონების გაერთიანებაში გაწევრიანებით მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პრესტიჟი და ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება და ქართული მევენახეობის განვითარებისთვის ორმხრივი პროექტები განხორციელდება,"- განმარტავენ სამინისტროში.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#10 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ კიდევ ერთი, რიგით 42-ე პროექტი დაამტკიცა. ამჯერად იაფ სესხს მეთევზეთა კავშირი მიიღებს.

მეთევზეთა კავშირი 400 000 ლარის იაფი სესხის საშუალებით ფოთში თევზჭერას გააფართოვებს. სესხი მეთევზეთა კავშირში გაერთიენებულ ექვსივე კომპანიაზე გადანაწილდება, რომელთა მიერ მოპოვებული ნედლეული როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ, თურქეთის, ისრაელისა და ირანის ბაზარზეც გაიყიდება.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#11 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
გარემოვაჭრეების ნაწილს თბილისის მერია ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე დაასაქმებს. დედაქალაქის მერის მოადგილე, ნიკო ხაჩირაშვილი ნავთლუღის ბაზართან პირადად დაესწრო გარემოვაჭრეების ბაზრის ადმინისტრაციაში დარეგისტრირების პროცესს.

"გავესაუბრეთ გარემოვაჭრეებს. შეთანხმებასაც მივაღწიეთ ბაზრის ადმინისტრაციასთან. გარემოვაჭრეები გაივლიან აღრიცხვის გამარტივებულად პროცედურას. გადასახადებს ჩვენ გადავიხდით და მათ გამოეყოფათ ფართი. მალე აღნიშნულ სავაჭრო ტერიტორიასაც დავასუფთავებთ," - განაცხადა ნიკო ხაჩირაშვილმა.

თბილისში ამ ეტაპზე 1700-მდე გარემოვაჭრეა. დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ამჟამადმიმდინარეობს თბილისის ბაზრების მხარდამჭერი პროგრამა. თბილისის მერიის მიერ მოხდება გარემოვაჭრეების მოქმედი ბაზრების ტერიტორიაზე განთავსება. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ბაზრებში არსებული გადასახადების გადახდას 2008 წლის ბოლომდე.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#12 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ კომპანია "თელასის" ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა. ამის მიზეზი საგზაო ფონდის გადასახადთან წარმოქმნილი 12 მლნ. ლარის დავალიანებაა, რომელსაც კომპანია არ ეთანხმება.

როგორც "თელაში" აცხადებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. პირველი ინსტანციის სასამრთლომ მიიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ არის შესული კანონიერ ძალაში. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ კომპანია "თელასის" ანგარიშები დააყადაღა.

"კომპანიის ანგარიშების დაყადაღების გამო ვერ განხორციელდება 2008-2009 შემოდგომა-ზამთრის სეზონის მზადების სამუშაოები და ამავე საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტები, რომელიც მიმართულია თბილისის მომხმარებლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის.
ზემოაღნიშნულ პირობებში კომპანია ვერ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას ჩვეულ რეჟიმში, რაც საბოლოოდ ქალაქ თბილისის მომხმარებლების ელექტრომომარაგებაზე აისახება," - აცხადებენ კომპანიაში.

"თელასი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თხოვნით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რომ არ დაზარალდეს როგორც სახელმწიფო, ასევე კომპანიის ინტერესები და კომპანიას მუშაობის საშუალება ჩვეულ რეჟიმში მიეცეს.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#13 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 25 ივნისს აუქციონის წესით 5 654 000 ლარის ღირებულების ცხრა ობიექტი გაყიდა. მათ შორის:
თბილისში, ქავთარაძის ქ. #27-ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა (#1 და #2 საერთო ფართი 242,46 კვ.მ.), მშენებარე შენობა და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი (6482 კვ.მ.) ფიზიკურმა პირმა 720 000 ლარად შეიძინა.

თბილისში, კოსტავას ქ. #77-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5059 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (პირობებიანი) შპს "საქართველოს უნივერსიტეტის" საკუთრებაში 2 050 000 ლარად გადავიდა.

თბილისში, სამღერეთის ქ. #5-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 7081 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (პირობებიანი) შპს "გურამ თავართქილაძემ" 410 000 ლარად შეიძინა.

დაბა გუდაურში მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 173,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ფიზიკურ პირზე 52 000 ლარად გასხვისდა.

ასევე დაბა გუდაურში მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 384,5 კვ.მ. მიწის ნაკვეთ 85 000 ლარად ფიზიკურმა პირმა შეიძინა.

შპს "საქართველოს რკინიგზის" საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული ექვსი ერთეული (2ტე10მ ტიპის) თბომავალი შპს "ტეპლოვოზმაშინზე" 720 000 ლარად გასხვისდა.

შპს "ინტერჭაბურღილსერვისის" (ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #39) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი ფიზიკურმა პირმა 1 550 000 ლარად შიძინა.

თბილისში, გლდანის I და II მიკრორაიონებს შორის მდებარე არასაცხოვრებელ ფართსა (27,74 კვ.მ.) და მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ფართობშI ფიზიკურმა პირმა 11 000 გადაიხადა.

ქ. თ/წყაროში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობა (რესტორანი "ცივი ხიდი") და მასზე დამაგრებული 3400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 56 000 ლარად ასევე ფიზიკურმა პირმა შეიძინა.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#14 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
2008 წლის იანვარ-მაისის პერიოდში აქციზური მარკების მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში1272 განაცხადი შევიდა, რომელთა საფუძველზე სულ რეალიზებულია 215 190 885 ცალი აქციზური მარკა.

აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შესულმა თანხამ 87 910 644.07 ლარი შეადგინა. (2007 წლის ანალოგიურ პერიოდში აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 66 888 666.26 ლარი).

2008 წლის 5 თვეში ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე 167 განაცხადი შევიდა. რეალიზებულია 105 213 000 ცალი აქციზური მარკა და, შესაბამისად, ამ პერიოდში ფიქსირებული გადასახადის სახით მობილიზებულია 36 259 200 ლარი;

იმპორტული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მოთხოვნით საანგარიშო პერიოდში გაცემულია 64 117 888 ცალი აქციზური მარკა, რომელთა რეალიზაციის შედეგად აქციზის ფიქსირებული გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 38 476 643.40 ლარი შევიდა;

ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მოთხოვნით რეალიზებულია 7 423 251 ცალი აქციზური მარკა. აქციზის სახით მობილიზებულია 4 842 880.38 ლარი;

იმპორტირებული წარმოების ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მოთხოვნით გაცემულია 2 192 330 ცალი აქციზური მარკა, სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა 1 965 625.81 ლარს შეადგენს.

ადგილობრივი წარმოების ლუდზე აქციზური მარკების მისაღებად გაცემულია 27 401 820 ცალი აქციზური მარკა, აქციზის სახით მობილიზებულია 4 969 374.72 ლარი; იმპორტული წარმოების ლუდისათვის კი 8 842 596 ცალი აქციზური მარკაა გაცემული, საიდანაც ბიუჯეტში 1 396 919.76 ლარია შესული.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#15 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
"მაგთიმ" ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლებისთვის ახალი პროდუქტი შექმნა.

ახალი პროდუქტით სარგებლობისათვის მასმედიის წარმომადგენლები მედია-კლუბში უნდა გაწევრიანდნენ. კლუბის წევრებს "მაგთი" განსკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

მედია-კლუბის წევრი ყოველთვე მიიღებს 500 უფასო წუთს კლუბის სხვა წევრებთან სასაუბროდ, 500 წუთის ამოწურვის შემთხვევაში კლუბის წევრებთან საუბრისას წუთის ღირებულება 10 თეთრი იქნება; "მაგთისა" და "ბალის" სხვა აბონენტებთან საუბარში კი კლუბის წევრები 20-თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ. ამ შეღავათების გარდა, მედია-კლუბის წევრებს კომპანია აძლევს შესაძლებლობას უცხოეთის სამ ქვეყანაში ისარგებლობ 35%-იანი ფასდაკლებით, როუმინგული მომსახურების დროს კი შემომსავალ ზარებზე 50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება.

მედია-კლუბის წევრობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ცნობა სამუშაო ადგილიდან, ხოლო ვინც "მაგთის" აბონენტი არ არის, კლუბში გაწევრიანებისას სიმ-ბარათს საჩუქრად მიიღებს. მედია-კლუბის ყოველთვიური საწევროს გადასახადი 10 ლარია.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#16 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
სააქციო საზოგადოება ”მადნეული” ევრაზიის მეტალურგთა საერთაშორისო ფედერაციამ ევრაზიის მეტალურგიულ და სამთო მომპოვებელ კომპანიებს შორის ”საუკეთესო სოციალურ პარტნიორად დაასახელა”

შერჩევა ევრაზიის კონტინენტზე მოქმედ საწარმოებს შორის მოეწყო, მეტალურგთა საერთაშორისო ფედერაციამ სს ”მადნეულის” გენერალური დირექტორი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. სს ”მადნეულს” საუკეთესო სოციალური პარტნიორის” სიგელი გადაეცა.

”მადნეულის” წარმომადგენლის განცხადებით ეს გამარჯვება ”მადნეულის” მიერ ბოლო დროს განხორციელებული სოციალური პროექტების რიცხვმა განაპირობა. 2007 წელს ”მადნეულმა” ორჯერ მეტი დახარჯა ამ კუთხით ვიდრე 2006 წელს, ხოლო 2008 წელს კიდევ უფრო მეტს დახარჯავს სოციალური პროექტების განხორციელებაზე. 2006-2007 წლებში კომპანიამ სოციალურ საქმიანობას მილიონ ლარზე მეტი მოახმარა, ხოლო მარტო სპორტის განვითარებაზე კომპანია 2 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს, მათ შორის მადნეული საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია და კონტრაქტის თანხა მილიონ 600 ათას ლარს აჭარბებს.

მიმდინარე წელს კომპანია ”მადნეულმა” სოციალური ანგარიში გამოსცა, სადაც ნათლად ჩანს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#17 OFFLINE   dio21

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3233 წერილები:
  • სქესი:კაცი
2007 წელს ჟურნალისტი ჯონ ჰელმერი აქვეყნებდა სტატიებს, სადაც მადნეული დადანაშაულებული იყო თითქოს მან აზერბაიჯანში სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიძინა საბადო. მსგავსი სტატიები განთავსებული იყო ვებგვერდ www.johnhelmer.net -ზე და შემდგომ ზოგიერთი სტატია (მადნეულის მიერ ზოდ გოლდის შესყიდვის შესახებ) მსოფლიოში ცნობილ საიტზე www.mineweb.com -ზე. მას შემდეგ რაც mineweb.com-ის ადმინისტრაცია გაერკვა შექმნილ ვითარებაში და მან ჯონ ჰელმერისგან ვერ მიიღო ვერცერთი დამამტკიცებელი საბუთი მოხსნა ჰელმერის სტატიები საიტიდან და გამოაქვეყნა ბოდიშის წერილი. ასევე საიტი სერგეი გენერალოვის რეპუტაციის შელახვისთვის კომპენსაციის გადახდასაც აპირებს.
Ideas are more powerful than guns
ზონდერსიდედრები

#18 OFFLINE   BeQUshA

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3381 წერილები:
  • სქესი:კაცი
``აზერბაიჯანმა დსთ–ში პირველმა შექმნა დასაქმების სტრატეგია``

აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფიზული ალეკპეროვი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანი დსთ–ის პირველი სახელმწიფოა, რომელსაც დასაქმების სტრატეგია გააჩნია.

მინისტრის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში 766 ათასი ახალი სამუშაო ადგილიშეიქმნა, სიღარიბის დონე კი 2003 წლის შემდეგ 49%–დან 13,2%–მდე შემცირდა,


მოდი და არ შეგშურდეს რა :D

http://commersant.ge...t&id=6866&ct=17

გამოხმაურება რედაქტირებულია BeQUshA: 17 April 2009 - 23:26

დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი

#19 OFFLINE   BeQUshA

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3381 წერილები:
  • სქესი:კაცი
შვედები კახეთში ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანას ააშენებენ

შვედი ინვესტორები კახეთში ძვირადღირებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ ცნობილი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის და შვედეთის ვერმლანდის მხარის ქალაქ საფლეს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახდა.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შვედები თელავში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას და რიგ სხვა პროექტებს, ასევე ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების განხორციელებას გეგმავენ. ადმინისტრაციის ცნობით, პროექტების განხორციელებაში შვედეთთან ერთად, შესაძლოა, გერმანიის, ავსტრიის და დანიის წარმომადგენლობაც ჩაერთონ.


http://commersant.ge...nt&id=6884&ct=2
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი

#20 OFFLINE   BeQUshA

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3381 წერილები:
  • სქესი:კაცი
Citigroup-ის მოგებამ ექსპერტების ოპტიმიზმს გადააჭარბა

ამერიკულმა ბანკმა Citigroup–მა 2009 წლის პირველ კვარტალში 1,6 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება ნახა. ეს მონაცემი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ.


ელექტრონულ ვაჭრობებზე ბანკის აქციები 12%–ით გაძვირდა.

კვარტალური მოგების მაჩვენებელი ტენდენციის მკვეთრ ცვლილებაზე მიუთითებს, რადგან შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკმა 5 მილიარდიანი ზარალი განიცადა.

Citigroup–ის ხელმძღვანელობის თქმით, ეს კვარტალი 2007 წლის მეორე კვარტლის შემდეგ კომპანიისთვის საუკეთესო პერიოდია.

შეგახსენებთ, რომ ბანკმა მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაძლევის მიზნით ამერიკის ხელისუფლებისგან 45 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.

ამ თანხის გამოყოფის შედეგად აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს საკუთრებაში Citigroup–ის აქციათა 40% გადავიდა.
ხარჯების შემცირების მიზნით ბანკს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 65 ათასი ადამიანის შემცირება მოუწია.


http://commersant.ge...t&id=6899&ct=14
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი




გამოხმაურების დამატება



  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი