საქართველოს ეროვნული ბანკი

12 posts in this topic

http://www.nbg.gov.ge/index.php

საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა სემინარი „ფულის გათეთრების აღკვეთის" ღონისძიებების შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტოს ექსპერტი, როჯერ კლესენსი. სემინარის მიზანი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და კომერციული ბანკების მაღალ და საშუალო რგოლებში დასაქმებული მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება.

სემინარზე განხილულ იქნა პროექტი - "ცნობდე შენს კლიენტს", რომელშიც წარმოდგენილი იყო ბანკის კლიენტის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის მეთოდები, გაკეთდა მოხსენება საფინანსო ორგანიზაციის მართვის პრინციპებსა და სტრატეგიებზე. გაიმართა დისკუსია სამართლებრივი ურთიერთობების, შიდა და გარე აუდიტის შეთანხმებული საქმიანობის, მარკეტინგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხების შესახებ. განხილულ იქნა ფულის გათეთრების პრეცედენტების კონკრეტული მაგალითები სხვადასხვა ქვეყნებში.

ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტო (ATTF) 1999 წელს დაარსდა ლუქსემბურგის ფინანსთა სამინისტროს, ცენტრალურმა ბანკის (BCL), სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ფინანსური სექტორის საზედამხედველო კომისიის (CSSF), ბანკირთა ტრეინინგის ინსტიტუტის (IFBL), ლუქსემბურგის ბანკირთა ასოციაციის (ABBL), რომელიც 2002 წელს ლუქსემბურგის ფინანსური სექტორის პროფესიონალთა ასოციაციამ შეცვალა (PROFIL), და ლუქსემბურგის უნივერსიტეტის მიერ. სააგენტო ახდენს ევროპისა და აზიის ქვეყნების საფინანსო სექტორის სპეციალისტების გადამზადებას.

სემინარმა, რომელსაც როჯერ კლესენსი უძღვებოდა, მსმენელთა ინტერესი გამოიწვია.

(როჯერ კლესენსი - მაღალი კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი, გააჩნია მუშაობის გამოცდილება ისეთ წარმატებულ ბანკებში, როგორებიცაა Bank of Amerika, Citigroup, Credit Liones და ა.შ. არის სამი წიგნის ავტორი, ფულის გათეთრებასთან ბრძოლის, საბანკო მარკეტინგისა და ფილიალების მართვის საკითხებზე. მისი მეოთხე წიგნი, რომელიც ზოგადად ბანკის ფუნქციონირების თემატიკას შეეხება, მომზადებულია გამოსაცემად).

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეროვნული ბანკსი საიტზე არ დევს ეროვნული ბანკსი შესახებ კანონი,

საინტერესოა რატომ:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს ეროვნული ბანკში თემატური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემაში, რომლის სახელწოდებაა „საქართველოს ეროვნული ბანკი. ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები" , განხილულია ქვეყნის ცენტრალური ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები და ამოცანები.

"ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს. ძლიერი ცენტრალური ბანკი და მისი გამართული საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მყარი გარანტიაა. წარმოდგენილი პუბლიკაცია დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, თუ რას წარმოდგენს საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს და რა საქმიანობით არის იგი დაკავებული", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა.

გამოცემა ფართო საზოგადოებისათვისაა განკუთვნილი და მასში მოკლედაა მოცემული ფულის ისტორია მსოფლიოში, ცენტრალური ბანკის ისტორია საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზაცია, მმართველობა და ამოცანები. დეტალურად არის მოთხრობილი ეროვნული ბანკის თითოეული ძირითადი ფუნქციის შესახებ. გამოცემაში აგრეთვე ახსნილია ინფლაციის არსი, მისი გამომწვევი მიზეზები, ფასების სტაბილურობის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისათვის და ეროვნული ბანკის როლის შესახებ.

ცენტრალური ბანკის ისტორია საქართველოში სათავეს 90 წლის წინ იღებს, როდესაც 1919 წლის 31 დეკემბერს, მაშინდელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი „საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ". დემოკრატიული საქართველოს ცენტრალური ბანკის პირველი თავმჯდომარე, იასონ ლორთქიფანიძე, ჯერ კიდევ 1919 წელს აცხადებდა, რომ ცენტრალური ბანკი საქართველოში უნდა იყოს არათუ უმთავრესი, არამედ ერთადერთი რეგულატორი ფულის ტრიალისა. დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, აგრეთვე ფინანსური სისტემის სტაბილურობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ასრულებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებს როგორიცაა: მონეტარული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, გაცვლითი კურსის პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მართვა, ფულის ნიშნებით ეკონომიკის უზრუნველყოფა, საგადახდო სისტემების მართვა-ოპერირება და სხვ.

გამოცემაში ასევე მოცემულია ძირითად ტერმინთა განმარტებები, ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პერიოდული გამოცემებისა და ეროვნული ბანკის სათავო შენობის შესახებ.

"საქართველოს ეროვნული ბანკი. ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები" დაიბეჭდა 2000-ეგზემპლარიანი ტირაჟით. მისი ავტორები საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპერტები არიან.

გამოცემა საქართველოს ეკონომიკური პროფილის სასწავლებლებსა და ბიბლიოთეკებში გავრცელდება, მისი ელექტრონული ვერსია კი განთავსდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:www.nbg.gov.ge

0

Share this post


Link to post
Share on other sites
წინა წელს მე და კიდევ 9 ადამიანს უნდა გაგვევლო ეროვნულ ბანკსჰი 1 თვიანი სტაჟირება მაგრამ აღარ დაგვიძახეს

აღარ უნდათ და იმიტომ , აგერ 100ობით თანამშრომელი გაყარეს და სტაჟიორები რად უნდათ?:)

თითქმის გააუქმეს რა ეროვნული ბანკი,

კანონიც აღარ დევს მაგათ საიტზე ეროვნული ბანკის შესახებ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მანდ რა ხდება უმეტესობისთვის საეთოდ გაუგებარია, მათი საქმიქნიობა კი ჩემი აზრით არ არის გამჩვირვალე, არ ვიცი ეს რამდენად შესაზლებელია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩვენს ქალაქში და მთლიანად ქვეყანაში ძალიან ცუდ დღეში ჩაყარა ბანკებმა ხალხი--მე იმ თაობას ვეკუთვნი ღომელსაც ამ სექტორმა მთელი დანაზოგები წაართვა და შეუჭამა {რომლის დაბრუნებაზეც არავინ არაფერს ამბობს}--ჯერ ომები აქვთ მოსაგები--ეხლა კი ვხედავთ რომ გვატენიან განვადებით მილიონობით დოლარის[მეტწილად} უარგის ათას ხარახურას--თან პროცენტებსაც კარგად გვახევენ---საინტერესოა როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ კაბალურ სიტუაციაში-- ეს ხალხზე მომსახურება კი არა ფულის დაწერაა--რადგან როდესაც კლიენტს ემსახურები მან თავი დაცულად უნდა იგრძნოს და არა იმაზე იდარდოს--განვადებით ბანკიდან აღებული სესხით რომ სარეცხ მანქანას შეიძესა1800 ლარად--მას სხვა მაღაზიაში 1000 ლარად რომ ნახავს--თანაც აქეთ რომ გვამადლიან ბანკი დაგეხმარათო-

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგეც შენი კაპიტალიზმი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მართლა ძალიან საიტნერესო გაზეთია, საინტერესო სტატიებით, ყველას ვურჩევ მის წაკითხვას

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე მინდა მოგაწოდოთ მცირე ინფორმაცია საგარეო ვალებზე მინდა იყოს გასაგები და საინტერესო, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2010 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით 9379.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა ანუ მესამე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 663.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ჯერ გული არ გაგისკდეთ ეს ვალები ესეა გადანაწილებული მაგრამ მაინც სავალალოა 3137.4 მლნ აშშ დოლარი იყო სამთავრობო სექტორის ვალი რომელმაც მოიმატა წინა კვარტლებთან შედარებით 274.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. (33.4%) 889.3 მლნ აშშ დოლარი (9.5%) – ეროვნული ბანკის ვალი რომელიც გაიზრდა 36.3 მლნ აშშ დოლართ, 1444.7 მლნ აშშ დოლარი (15.4%) – საბანკო სექტორის რომელიც შემცირდა წინა კვარტლების მსგავსად და დაიკლო 8.8 მლნ აშშ დოლარით, 1676.2 მლნ აშშ დოლარი (17.9%) – სხვა სექტორებისა და 2232.0 მლნ აშშ დოლარი (23.8%) – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 94.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება უცხოურმა ვალუტის ცვლამ გამოწვია თითქმის 100% ზრდა ჩვენი საგარეო ვალის ანუ 2010 წლის მესამე კვარტალში ოპერაციული ცვლილებებით 424.3 მლნ აშშ დოლარი, საკურსო ცვლილებების შედეგად 231.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იყო ასევე სხვა ცვლილებები რომელმაც 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა მოკლედ წარმატებული წელია საბანკო სექტორისთვის სხვა დანარჩენი სახეზე გვაქ როდის გადავხიდით ან როგორ ამას ყველაფერს ვნახავთ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუფ რა გვემღერება ამდენი ვალის პატრონებს? :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
http://www.forms.ge/sakartvelos-organuli-kanoni-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb
[size="3"][i][b]

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ[/b][/i][/size]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting