Sign in to follow this  
Followers 0

ცეკვა: ჰიპ ჰოპ და ბრეიქდანსი - Hip Hop and Breakdane

9 posts in this topic

გამარჯობათ მეგობრებო, ჩემი ახალი თემა შეეხება თანამედროვე ცეკვებს, როგორიცაა [b]HIP-HOP, BREAK DANCE (Bboing), POPPING, LOCKING, KRUMPING, DUBSTEP (Animation Dance), FREE STYLE, STREET DANCE[/b] და სხვა. მოკლედ მინდა, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ მხრივ ინფორმაცია დეტალურად იყოს თავმოყრილი და თავმობმული, ამიტომ თუ ვინმეს გაინტერესებთ ეს სფერო შეგვიძლია ვისაუბროთ და ერთად განვიხილოთ, დასაწყისისთვის გეტყვით, რომ საქართველოში ეს მიმდინარეობები ბოლო პერიოდი აქტიურად ვითარდება, გვყავს რამოდენიმე კარგი ჯგუფი და კარგი მოცეკვავეები უბრალოდ, რადგან ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში დაგვიანებით შემოვიდა ამ კულტურასაც გაუჭირდა ფესვების მყარად გადმგმა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავაად ჩვენ ჩვენივე ძალებით აქტიურად ვვითარდებით და სამომავლოდ უფრო მეტნი გავხდებით.

[b]ჰიპ ჰოპი, ცეკვა თუ კულტურა?[/b]


[color=#555555][font=Helvetica, Arial, sans-serif][size=3]დასაწყისშივე შევთახმდეთ, რომ ჰიპ ჰოპი არის კულტურა, ხოლო ცეკვის ეს სტილი მისი გამოხატვის ერთ-ერთი საშულებაა და როგორც წესი მას ჰიპ-ჰოპ მუსიკაზე ცეკვავენ. ეს არის ცეკვის სხვადასხვა მიმდინარეობების ნაზავი, რომლებსაც ცალ-ცალკე ყველას საკუთარი ისტორია აქვს, ხოლო სტარტი რაღაც დოზით მან ბრეიქინგიდან აიღო. არანაკლებ მნიშვნელოვანია მუსიკა, რაც გახდა ამ სტილის დაბადების და შემდგომი განვითარების მიზეზი. რაც უკან მივდივართ მით მეტი კითხვა ჩნდება, რასაც უფრო უკან მივყავართ! ასე რომ მოდი [/size][/font][/color][color=#555555][font=Helvetica, Arial, sans-serif][size=3]მივყვეთ ქრონოლოგიურად. წარმოიდგინეთ 70-80-იანი წლების ახალგაზრდები, ნიუ იორკი, ბრონქსი, ლათინო-ამერიკელები, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ემიგრანტები ათასი იდეებით და მიმართულებებით. დასაწყისისთვის შეიქმენა მუსიკა, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. ინტერნეტში გავრცელებუილია სხვადასხვა ინფორმაცია ჰიპ-ჰოპის წარმოშობის და მისი შემდგომი განვითარების შესახებ, რაც უზუსტობას და გაურკვევლობას იწვევს, რადგან ეს უნიკალური მიმდინარეობა შეუზღუდავი და მრავაფეეროვანია, ამიტომაც ვითარდებოდა და ვითარდება იგი დღემდე ელვის სისწრაფით. ეგრეთ წოდებული OLD SCHOOL HIP HOP DANCE შედგება იმ სხვა ცეკვების ერთობლიობისგან, როგორებიც არიან Juzz, Rock’n roll, Popping, Breaking, [url="http://lvldance.ge/?p=634"]Locking,[/url] Disco და სხვა მრავალი ცეკვის იმ სტილებით, რომლებიც 60–70 წლებში იყო პოპულარული. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მისი ფუძის და მისი ასეთი მრავალფეროვნების მიზეზი სწორედაც ის „Dance Party“-ები იყო, რომელმაც ერთმანეთში აურია და გაამდიდრა ცეკვის სხვადასხვა სტილით ჰიპ-ჰოპ კულტურა. ასეთი საღამოების მოწყობისა და ახალგაზრდების შეკრების მიზეზი გახლდათ ჰიპ-ჰოპ ცეკვის დაბადება. ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ამ კულტურის ყველასთვის კარგად ნაცნობი ეს ოთხი ნაწილი Mcing, Djing, Breaking და Graffity რომლებმაც ცალცალკე განვითარება ჰპოვა, დაბადა სხვა საინტერესო მიმართულებები და ხელოვნების უდიდესი ნაწილი გახდა. ერთი სიტყვით, ეს იყო ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ ახალგაზრდები ცეკვის გართობის და მხიარულების მიზნით. პარალელურად ვითარდებოდა მუსიკა, რაც სწრაფი და ენერგიული ხდებოდა იგი შესაბამის მოძრაობას და მანერას მოითხოვდა. სწორედ ამან განაპირობა და ერთმანეთში შეაზავა სხვადასხვა სტილის ცეკვები, იმიტომ რომ რეალურად ახალგაზრდები ცეკვავდნენ იმას ვინც რა იცოდა. ზოგი ბრეიქდანს და ზოგიც დისკოს. ზემოთ ხსენებული ცეკვის მიმდინარეობები უკვე არსებობდნენ მათ შორის ბრექდანსი. მოკლედ “Dance Party-ებზე ახალგაზრდები ცეკვავდნენ ყველაფერს, აკეთებდნენ ორიგინალურ და მუსიკის შესატყვის განსხვავებულ მოძრაობებს, ამიტომაც იწვევდა უფრო მეტ ინტერესს ამ უცხო ხილის მიმართ, რაც ხშირად შეჯიბრის სახეს იღებდა. მოკლე მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო “რადიოტრონი”-ს ისტორია, რომელიც გრძელი და საინტერესოა. პირველად ეს კომპანია, როგორც ღამის კლუბი ისე გაიხსნა 1980 წელს და გახსნა ახალგზარდამ სახელწოდებით AJ, რომელიც Ice T- ს ახლო მეგობარი იყო. შემდეგ რაღაც მიზეზების გამო დაიკეტა და 1983 წელს ისევ გაიხსნა, როგორც ახალგაზდრული ცენტრი “რადიოტრონი”-ს სახელწოდებით, ლოს ანჯელესის მახლობლად. ეს უბრალდო ახალგაზრდების შეკრების ადგილი არ იყო. ეს იყო უსაფრთხო ადგილი მოცეკვავეებისთვის, ხაზს უსვამ უსაფრთხო, რათა საკუთარ საქმეზე ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი და ნეგატივისაგან გათავისუფლებულიყვნენ. იმ ნეგატივისგან რომელიც იმ დროს ცენტრალურ ქუჩებში მძინვარებდა კრიმინალის სახით. რადიოტრონში გაერთიანდნენ ბავშვები სხვადასხვა უბნიდან და სხვადასხვა ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. ამ მოვლენამ დიდი წვილილი შეიტანა ჰიპ-ჰოპ კულტურის განვითარებაში. სულ მალე რადიოტრონი ჰიპ ჰოპ კულტურის კერა გახდა. აქ გადაიღეს ბევრი მუსიკალური კლიპი ისეთი პოპულარული სახელები, რომლებმაც ოლდ სქულის ისტორიაში თავისი სათქმელი თქვეს და რომლებიც რადიოტრონის სახელთან ასოცირდებიან. ესენი არიან Air Force Crew, Kurtis Blow, Ice -T, Dre, Shake City Rockers, Greg Mac, Egyptian Lover, Mr Freeze, Fresh, Chain Reaction, Don Camballock, Jurassic 5, Huey, New York City Breakers, Rocksteady, Tony Bazel, Pop n Taco, Fabulous Lockers, Boogaloo Shrimp, Baka Boys, Sway and Tech, Pop n Pete, Orko, Mr. Wiggles, Renegades, Style Elements, LA Breakers, Rockin Wizards, Project Blow and Michael Jackson Productions, მაგრამ აქ კიდევ მცირე რაოდენობით არის მოყვანილი ის სახელი და გვარები, რომლებიც რადიოტრონმა დაბადა. მოკლედ, რომ ვთქვა ასე ერთმანეთში არევ დარევით მოაღწია ჩვენამდე ჰიპ-ჰოპ კულტურამ და ჰიპ ჰოპ ცეკვამ. ბოლოს ხაზი მინდა გავუსვა და გარკვევით დავწერ. დღეს ჰიპ-ჰოპი, როგორც კულტურა, ასევე ცეკვის ერთ-ერთი სტილია, რომელსაც თავისი წესები და ჩარჩოები აქვს. ნუ დავუძახებთ ყველაფერს ჰიპ ჰოპს! როგორც ერთი მაგარი კაცი იტყოდა: “მუსიკის ბიტში კედელზე თავით მიჯახება არ ნიშნავს ჰიპ ჰოპს” :) ჰიპ ჰოპ კულტურას ორი ეპოქა აქვს ეს არის ძველი და ახალი სკოლა. ზოგს ერთი მოსწონს ზოგს მეორე, მაგრამ ორივე ერთი დიდი ოჯახია. მე რომ მკითხოთ ძველი უნდა იცოდე და ახალი აკეთო :) რაც შეეხება სახელწოდება ჰიპ-ჰოპს მას ცალკე ისტორია აქვს და მოკლედ გეტყვით ჰიპ-ჰოპი უკვე არსებობდა, როდესაც 1974 წელს გამოჩნდა ტერმინი Hip-Hop და ამ ტერმინის ავტორად DJ LOVEBUG STARSKI ითვლება, უკეთ რომ მიხვდეთ მას ჰქონდა ცეკვის კლუბი, დისკოთეკა, JITTERBURG CITY რომლის მოსაწვევებზეც ეწერა “COME TO THE HIP HOP JAM THIS, OR THE BE BOP JAM THAT” ასევე აღსანიშნავია Afrika bambaataa, kool herc და grandmasters წვლილი [url="http://lvldance.ge/hip-hopis-sheswavla-%E1%83%B0%E1%83%98%E1%83%9E-%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90/"]ჰ[/url]იპ ჰოპ კულტურის ისტორიაში, ამ ადამიანებზე ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ[/size][/font][/color] Edited by Amikosamadashvili
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თემას განვავრცობ თუ გამოეხმაურება ვინმე

ამ სტილის ცეკვების შემასწავლებელი სკოლა საქართველოში

[url="http://lvldance.ge/hip-hop-%E1%83%B0%E1%83%98%E1%83%9E-%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98/"]http://lvldance.ge/hip-hop-%E1%83%B0%E1%83%98%E1%83%9E-%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98/[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძალიან საინტერესოა, ყოველთვის მომწონდა ჰიპ-ჰოპი და ახლა უკვე DUBSTEP - ის შესწავლა მინდა ძალიან, მოყვარულის დონეზე რა თქმა უნდა :) მაინტერესებს რა ჯდება მეცადინეობები, ასაკობრივი ჯგუფები გაქვთ? რამდენ კაციანია ჯგუფი და ა.შ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძაან კარგი თემაა, მეც მომწონდა ყოველთვის ეს თავისუფალი სტილი და დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი, ვინ ასწავლის? და სად?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url="http://tbiliso.ge/index.php?/user/48908-amikosamadashvili/"]Amikosamadashvili[/url]
გამოგვეხმაურეთ, პასუხები გვჭირდება :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გამარჯობათ, (რეკლამაში თუ არ ჩამეთვლება) ამ სტილეის ცეკვის შესწავლა შეგიძლიათ სტუდია Next level-ში.

დეტალები იხილეთ
საიტი:
[url="http://lvldance.ge/hip-hop-%E1%83%B0%E1%83%98%E1%83%9E-%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98/"]http://lvldance.ge/h...83%A1%E1%83%98/[/url]

ფეისბუქი:
[url="https://www.facebook.com/lvlDance"]https://www.facebook.com/lvlDance[/url] Edited by Amikosamadashvili
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩვენ ასევე ვატარებთ შეჯიბრებს წელიწადში რამოდენიმეჯერ და თუ მოინდომებ და კარგი იქნები შეიძლება აქაც მოხვდე:)

[url="http://lvldance.ge/yugo-morris-products/"]http://lvldance.ge/yugo-morris-products/[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
უკაცრავად ლინკი შემეშალა
[color=#383838][font=helvetica, arial, sans-serif][size=3]ჩვენ ასევე ვატარებთ შეჯიბრებს წელიწადში რამოდენიმეჯერ და თუ მოინდომებ და კარგი იქნები შეიძლება აქაც მოხვდე[/size][/font][/color]

http://lvldance.ge/arena-pro16-2014/
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0