Sign in to follow this  
Followers 0

თავისუფალი ჭიდაობა და ბერძნულ რომაული ჭიდაობა

10 posts in this topic

თუ არის მსგავსი თემა დახურეთ!

თავისუფალი ჭიდაობა — ორთაბრძოლის სახეობა, რომელიც სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებს (მოჭიდება, დაგდება, გადატრიალება, ფეხის დასმა, მოცელვა და მისთ.) და რომელშიც ყოველი მონაწილე ცდილობს მოწინააღმდეგე ბეჭზე დააგდოს და მოიგოს. თავისუფალი ჭიდაობის თანამედროვე ფორმა ინგლისსა და აშშ-ში ჩამოყალიბდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში თავისუფალი ჭიდაობა 1904 წელს ჩართეს, ქალებისთვის კი მხოლოდ 2004 წელს. მსოფლიო ჩემპიონატები ამ სახის სპორტში 1951 წლიდან ტარდება, ევროპის ჩემპიონატები – 1928 წლიდან. შესულია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში (120 ქვეყანა).

ბერძნულ-რომაული ორთაბრძოლა (კლასიკური ჭიდაობა) — სპორტული ორთაბრძოლის სახეობა, რომლის ილეთები ეყრდნობა ხელებისა და ბეჭების მოქმედებებს (გამორიცხავს წელს ქვევით მოჭიდებას, ფეხის გამოდებას და მისთ.). ამ ჭიდაობის თანამედროვე ფორმით ჩამოყალიბდა საფრანგეთში XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

1896 წლიდან შეტანილია ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, 1904 წლიდან მსოფლიოს, ხოლო 1898 წლიდან კი ევროპის ჩემპიონატებში. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) დაარსდა 1912 წელს და მასში 120 ქვეყანაა გაერთიანებული.
ლევან თედიაშვილი
[URL=http://image.geotorrents.com/][img]http://image.geotorrents.com/images/8ecjsofsq35mbhrgieee.jpg[/img][/URL]
[URL=http://www.radikal.ru][img]http://s012.radikal.ru/i321/1102/a1/720d7469c2e5.jpg[/img][/URL] [URL=http://www.radikal.ru][img]http://i054.radikal.ru/1102/75/a2491fb3f7a1.jpg[/img][/URL]



დაიბადა 15.03.1948, საგარეჯო. თავისუფალი ჭიდაობა (82, 90, 100 კგ). 1972 წლის მიუნხენის და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ – თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ – სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74), ორგზის მეორე (1969, 80) და მესამე (1977) პრიზიორი, ერთადერთი მოჭიდავე მსოფლიოში, რომელმაც ჩემპიონობა მოიპოვა სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში (ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი იყო 82 და 90 კგ, ევროპის ჩემპიონი – 100 კგ წონაში). სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). სამჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1971, 73, 74), საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, სოკისა და ფილას ორდენების კავალერი.



გივი კარტოზია

[URL=http://www.radikal.ru][img]http://i043.radikal.ru/1102/fe/fe5197299c6b.jpg[/img][/URL]

გივი ალექსანდრეს ძე კარტოზია (დ. 29 მარტი, 1929 , თბილისი — გ. 3 აპრილი, 1998) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (79 კგ), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1953).
1954 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. XVI ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი) ჩემპიონი და 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, ნეაპოლი, 1955 კარლსრუე, 1958, ბუდაპეშტი), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა IX (1951, ბერლინი) და X (1951, ბუქარესტი) მსოფლიო თამაშების გამარჯვებული, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952,1953, 1954, 1955). მსოფლიო თასის მფლობელი (1956, სტამბოლი). გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, ფიზიკური ძალით, სწრაფი, შემტევი სტილით. პირველი მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს სპორტსმენთა შორის.

საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ , ღირსების, ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის და ფილას ორდენებით.






ვახტანგ ბალავაძე

ვახტანგ მიხეილის ძე ბალავაძე (დ. 20 ნოემბერი, 1926, სოფ. ღანირი, სამტრედიის რაიონი), ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა, სამბო). 1955 წელს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის, ხოლო 1971 წელს – სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდებები.
1951 დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, 1956 წელს - თსუ ისტორიის ფაკულტეტი. პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო). მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1957 წელს (სტამბოლი). მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956) ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ ხუთგზის (1952, 1953, 1954, 1955, 1957) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. სსრკ ჩემპიონი (1952) სამბოში. ბუქარესტის ახალგაზდრობის 1 მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი. ბუდაპეშტის (1954), სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვეცია, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლედოს (აშშ- 1958) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს. ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“ (1961),„ფალავნები ხალიჩაზე“ (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა "კლასიკური ჭიდაობა" (1965) და "თავისუფალი ჭიდაობა" (1970). დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" 2 (1972, 1976), ხალხთა მეგობრობის(1980), ღირსების (1996), ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის (2002) ორდენებით და სხვადასხვა მედლებით. ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA–ს ოქროს ორდენით (1997). საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006). ქ.თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s19.radikal.ru/i192/1102/49/a1b487ecbe3b.jpg[/img][/URL]




ავთანდილ ქორიძე


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s004.radikal.ru/i205/1102/e2/90b05ec5a8f2.jpg[/img][/URL]

ავთანდილ ქორიძე დაიბადა1935 წელს . ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1960 წლის რომის ოლიმპიური ჩემპიონი (67 კგ წონითი კატეგორია). გარდა ამისა, ავთანდილ ქორიძე 1961 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. მან გაიმარჯვა “ადრიატიკის თასის” გათამაშებაში (1958). ასევე იგი არის ახალგაზრდობის მესამე საერთაშორისო სპორტული თამაშების ჩემპიონი (1957), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ვერცხლის (1957, 1960) და ბრინჯაოს (1958) მედლების მფლობელი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ავთანდილ ქორიძე 1966 წლის 11 აპრილს ავტოკატასტროფაში, ოლიმპიური თამაშების პრიზიორ, მოჭიდავე რომან ძნელაძესთან ერთად დაიღუპა.



ვახტანგ ბლაგიძე


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s41.radikal.ru/i094/1102/83/e0ae489d33a2.jpg[/img][/URL]

ვახტანგ ბლაგიძე დაიბადა 1954 წელს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (52 კგ წონითი კატეგორია) 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1978, 1981). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1978, 1980). მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1977). საბჭოთა კავშირისა და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ვახტანგ ბლაგიძეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე არც ერთი ორთაბრძოლა არ წაუგია. ვახტანგ ბლაგიძე ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენების კავალერია.




დავით ციმაკურიძე


[URL=http://www.radikal.ru][img]http://i010.radikal.ru/1102/f5/897a92936edd.jpg[/img][/URL]

დავით მიხეილის ძე ციმაკურიძე (დ. 26 მარტი, 1925, ფოთი ― გ. ... მაისი, 2006, ...), ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951), სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1956).
1953 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. სსრკ 7-გზის (1945, 1946, 1947, 1949, 1950, 1951, 1952), XV ოლიმპიური თამაშების (1952, ჰელსინკი) ჩემპიონი. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქართველ სპორტსმენთა შორის. გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით და ფიზიკური ძალით. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.




მირიან ცალქალამანიძე


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s013.radikal.ru/i324/1102/64/e1c740961e82.jpg[/img][/URL]
დაიბადა 1927 წლის 9 მარტს კონდოლიში, თელავი.

თავისუფალი სტილის მოჭიდავე (52 კგ). XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1957) და მესამე (1954) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მეორე პრიზიორი (1956), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), სსრკ ჩემპიონი (1954,). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2000 წლის 3 აგვისტოს.


გურამ საღარაძე



[URL=http://www.radikal.ru][img]http://s59.radikal.ru/i166/1102/c1/34237f3d8bab.jpg[/img][/URL]

დაიბადა 21.03.1939, თბილისი. თავისუფალი ჭიდაობა (78 კგ). ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (1963, 65) და ორგზის მეორე პრიზიორი (1966, 67), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1968). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964-66) და მესამე პრიზიორი (1968), სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი, ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.



შოთა ლომიძე


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s52.radikal.ru/i136/1102/9b/89f7214b75be.jpg[/img][/URL]


1936 – დაიბადა შოთა ლომიძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 1971). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 1969). 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი (97 კგ წონითი კატეგორია). ტურნირის მსვლელობისას აშკარა უპირატესობით აჯობა ჰაინტ კილს (გფრ), მეორე წრეში ქულებით მოუგო მოსლემ ესკანდერს (ირანი), ქულებით დაამარცხა იოჟეფ ჩატარი (უნგრეთი), ხოლო ორ დასკვნით პაექრობაში ფრედ დაასრულა ორთაბრძოლა საიდ მუსტაფოვთან (ბულგარეთი) და აჰმედ აიკთან (თურქეთი). შოთა ლომიძე საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონია, ხოლო 1967 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. შოთა ლომიძე მონაწილეობდა ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადაზეც (მეცხრე ადგილი). 1967 და 1971 წლებში გახდა საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში. შოთა ლომიძე 1993 წლის 23 ოქტომბერს გარდაიცვალა.



ზარბეგ ბერიაშვილი


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s013.radikal.ru/i325/1102/ed/ad49c803ac18.jpg[/img][/URL]


ზარბეგ ბერიაშვილი
ზარბეგ ივანეს ძე ბერიაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1939, თბილისი), ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1964). სსრკ-ის მრავალგზის (1962, 1963, 1964, 1965,1966, 1969), ევროპის ოთხგზია (1965, 1966, 1967, 1970) და მსოფლიოს (1969) ჩემპიონი. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლით.


არსენ მეკოკიშვილი (1912-1972)


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s58.radikal.ru/i159/1102/86/05fa1c01399c.jpg[/img][/URL]


1912. დაიბადა არსენ მეკოკიშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (+100 კგ წონითი კატეგორია) ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1954 წელს მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. საბჭოთა კავშირის ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, შვიდგზის ჩემპიონი სამბოში. 44 წლის ასაკში, 1956 წელს არსენ მეკოკიშვილმა საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადა მოიგო. სპორტის დამსახურებული ოსტატი. გარდაიცვალა 1972 წლის 7 მარტს. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხისა და ღირსების ორდენები.

* * *
როსტომ აბაშიძე


[URL=http://www.radikal.ru][img]http://i063.radikal.ru/1102/77/5f60f5f4c072.jpg[/img][/URL]


დაიბადა 23.02.1935, ბათუმი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (87, 97, 100 კგ). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1958, 62, 63), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1957, 60, 62), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956), ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული (1964), მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი (1957). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (V ადგილი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი



აფხაზავა თეიმურაზ


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s42.radikal.ru/i098/1102/09/1e702d11d6ec.jpg[/img][/URL]


დაიბადა 21.04.1955, ქუთაისი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (82 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1982, 83), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1983, 84) და ორგზის მესამე პრიზიორი (1979, 86), მსოფლიოს თასის და მსოფლიოს “სუპერთასის” მფლობელი (1985), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1975), მსოფლიო უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1981), სსრკ ჩემპიონი (1984), სსრკ ხალხთა VII და VIII სპარტაკიადების მეორე (1979) და მესამე (1983) პრიზიორი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1983). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.



ყაზარაშვილი თემო


[URL=http://www.radikal.ru][img]http://i039.radikal.ru/1102/59/e8d1ffbaf58f.jpg[/img][/URL]


დაიბადა 07.12.1959, ახმეტა. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (48 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1982) და მესამე პრიზიორი (1983), მსოფლიოს თასის მფლობელი (1980), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1985), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1981), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 84) და ორგზის მესამე პრიზიორი (1981, 83), სსრკ თასის მფლობელი (1984), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1983), ბულგარეთის (1983, 85) და ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში (1980, 82, 85) გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის ექსტრა კლასის არბიტრი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994-იდან). ღირსების ორდენის კავალერი.



სხირტლაძე გიორგი


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s012.radikal.ru/i319/1102/52/44589610667e.jpg[/img][/URL] [URL=http://www.radikal.ru][img]http://s012.radikal.ru/i320/1102/9e/ca16fd484fd3.jpg[/img][/URL]

დაიბადა 09.11.1932, მთისკალთა, ონი. თავისუფალი ჭიდაობა (79 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1959) და მეორე პრიზიორი (1957). 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მეორე და 1956 მელბურნის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი. სსრკ სამგზის ჩემპიონი (1954, 57, 60), ორგზის მეორე (1953, 58) და მესამე (1955) პრიზიორი, სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956) და II სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1959). შვედეთის, უნგრეთისა და აშშ-ის ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.



რურუა რომან


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s002.radikal.ru/i197/1102/94/78bf7b9d2666.jpg[/img][/URL] [URL=http://www.radikal.ru][img]http://s44.radikal.ru/i103/1102/ab/4a8b1ae2d451.jpg[/img][/URL]

[URL=http://www.romanrurua.ge/index.html]http://www.romanrurua.ge/index.html[/URL]

დაიბადა 25.11.1942, მუხურჩა, მარტვილი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (63 და 68 კგ). 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1966, 67, 69, 70). სსრკ ხალხთა III, IV, V სპარტაკიადების ჩემპიონი (1963, 67, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 65, 70), ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული (1966). იყო საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-85) და სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1984-87). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, სოკისა და ფილას ორდენების კავალერი.






სალაძე მიხეილ


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s52.radikal.ru/i136/1102/2b/c591958585cf.jpg[/img][/URL]


დაიბადა 05.12.1953, არგვეთა, ზესტაფონი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (100 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1981), მსოფლიოს თასის მფლობელი (1981), მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი (1973, 77, 82), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1976, 79, 81, 82) და სამგზის მეორე პრიზიორი (1973, 77, 80), სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1973, 76), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979) და VIII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1983), იტალიის დიდი პრიზის (1973) და “ადრიატიკის თასის” ორგზის (1976, 77) მფლობელი, 1981 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავე. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის ორგზის და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი



გვანცელაძე დავით


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s54.radikal.ru/i146/1102/bb/f1c9801f9f5d.jpg[/img][/URL]


28.03.1937, ბათუმი – 01.05.1984, თბილისი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (70 კგ). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1963), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1960, 62, 64-66), სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1963), ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში სამგზის გამარჯვებული (1962-64). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.




გობეჯიშვილი დავით


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s015.radikal.ru/i331/1102/e7/9da9cf79348a.jpg[/img][/URL]


დაიბადა 03.01.1963, ხურუთი, ონი. თავისუფალი ჭიდაობა (130 კგ). 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1985, 90) და მეორე პრიზიორი (1986), მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი (1986, 87, 88), ევროპის ჩემპიონი (1985), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1990). სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 86, 88), ორგზის მეორე (1987, 89) და მესამე (1990) პრიზიორი, დსთ-ის ჩემპიონი (1992). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985, 90). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (1994-2000), საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2002-04). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.





კურტანიძე ელდარ-ლუკა


[URL=http://www.radikal.ru][img]http://s43.radikal.ru/i102/1102/ae/6e007ead6495.jpg[/img][/URL]



დაიბადა 16.04. 1972, ქვემო ფშავი, გულრიფში. თავისუფალი ჭიდაობა (96 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2002, 03), მეორე (1993) და მესამე (1997) პრიზიორი. ატლანტის (1996) და სიდნეის (2000) ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ათენის (2004) ოლიმპიადის მონაწილე (VIII ადგილი), ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1996, 97, 98, 2001, 05), სამგზის მეორე (1993, 95, 2002) და მესამე (1999) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992). ლაიფციგის საერთაშორისო ტურნირის გრან-პრის მფლობელი, კრასნოიარსკის, კიევის, მინსკის, ტაშკენტის, მაჰაჩყალის A კლასის საერთაშორისო ტურნირებში არაერთგზის გამარჯვებული. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1996, 2002, 2003). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

17-18 იანვარს ვაკის ფალავანთა კლუბში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ეს ის ასაკობრივი ჯგუფია, რომელშიც გაერთიანებული ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით წლეულს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ქართული შეჯიბრებაც ევროპირველობის შესარჩევი უმთავრესი ტურნირი იყო.
სავარაუდოდ სწორედ საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტდება ნაკრები, რომელიც 24-29 მარტს, ვარშავაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გავა ხალიჩაზე.
შიდა კონკურენციაში საქართველოს რამდენიმე რეგიონის საჭიდაო სკოლის 70-ზე მეტი სპორტსმენი ჩაერთო. საპრიზო სამეულები კი ასე დალაგდა:

[b]თავისუფალი ჭიდაობა[/b]
[b]საქართველოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი[/b]
[b]თბილისი[/b]
[b]17-18 იანვარი[/b]
[b]57 კგ[/b]
1 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
2 ოთარ გოგავა (ხონი)
3 თორნიკე ასრატაშვილი (საგარეჯო)

[b]61 კგ [/b]
1 გიორგი შამათავა (ფოთი)
2 შალვა ხუციშვილი (გორი)
3 ირაკლი ქადაგიშვილი (თბილისი)
3 გიორგი რევაზიშვილი (მცხეთა)

[b]65 კგ[/b]
1 ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი)
2 გიორგი ბრეგაძე (ქუთაისი)
3 აკაკი მოწონელიძე (ხაშური)
3 ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)

[b]70 კგ[/b]
1 ალექსანდრე ჯაჭვაძე (გარდაბანი)
2 დავით ბუზიაშვილი (ხაშური)
3 ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
3 ვასო ჯამბურიძე (გამარჯვება)

[b]74 კგ[/b]
1 ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)
2 ლაშა გიგაშვილი (ხარაგაული)
3 ცოტნე ივანიშვილი (თბილისი)
3 ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)

[b]86 კგ[/b]
1 ირაკლი მწითური (თბილისი)
2 სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
3 გიორგი ქვათაძე (საჩხერე)
3 ირაკლი გოგობერიშვილი (ამბროლაური)

[b]97 კგ[/b]
1 ომარ გუსოშვილი (გორი)
2 გიორგი კაკაურიძე (ხონი)
3 ბექა გოგიჩაიშვილი (გორი)
3 ზურაბ ახობაძე (სამტრედია)

[b]125 კგ[/b]
1 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)
2 ხუსეინ ირემაძე (აჭარა)
3 გიორგი არაბული (თბილისი)
3 ლევან გოგრიჭიანი (ონი)

ჭიდაობის ფედერაციის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების საქმიანი შეხვედრა გაიმართა ფალავანთა კლუბში.
ლუკა კურტანიძემ მანუჩარ კვირკველიას ფედერაციის ბეჭდები და დოკუმენტაცია გადააბარა. ყოფილმა პრეზიდენტმა კვირკველიას წარმატებები უსურვა.

მანუჩარ კვირკველია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად 26 დეკემბერს აირჩიეს. ის ვიცე-პრეზიდენტებისა და საკუთარი გუნდის დასახელებას ახალი წლის შემდეგ გეგმავს.

[b]ლუკა კურტანიძე:[/b] “ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, ვუსურვებთ ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, მანუჩარს უფრო მეტი სიმაღლეებისთვის მიეღწიოს, უფრო მეტი გამარჯვებების მოტანას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის”.

[b]მანუჩარ კვირკველია:[/b] “დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლუკას და ყველა სპორტსმენს, დელეგატებს, პრეზიდიუმის წევრებს, ასე დამოკრატიულად რომ ჩაიარა ყველაფერმა”.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კარგია და საინტერესო.....
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეეხ როგორ არ გვიმართლებს

[quote name='ნუკრი' timestamp='1422895551' post='717239']
კარგია და საინტერესო.....
[/quote]
ბევრია მაგარი ვინმე
0

Share this post


Link to post
Share on other sites
როგორთუ ვინმე.?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ახალგაზრდები მაგრამ მიხედვა უნდა და განვითარება მაგ ახალგაზრდებს ნიჭიერია ყველაშვილი ნიჭიერია ოდიკაძე და მაგენს განვითარება უნდა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ბევრ სპორტის სახეობაშია ნიჭიერი ,მაგრამ რა ხდება.? ნოლი ყურადღება და სადამდეც ვართ მისულები თავადაც ხედავთ მგონი,,,მალე ყველა სპორტში ეგრე იქნება, ეს ერთი ჭიდაობა ბობოქრობს და მალე ისე წავა საქმე რო სანატრელი იქნება წარმატება, (ღმერთმა არ ქნას ეგრე მოხდეს,,,მაგრამ დიდი შანსია ეგრე განვითარდეს მოვლენები,, ასე რომ გამოფხიძლებაა საჭირო და ამ ყველაფერს მთავრობა უნდდა აკონტროლებდეს ქვეყნის სასიკეთოდ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გეთანხმებით ბატონო ნუკრი
მაგრამ ჩემი აზზრით ჭიდაობის უკუსვლა უკანა პრეზიდენტის ელდარ კურტანიძის ბრალია წარმოგიდგენიათ მსოფლიოზე ყველა ახალგაზრდა წააყვანინა ტრენერს არადა უნდა ყოფილიყვნენ ზარქუა მარსაგიშვილი ჯაბიძე მოძმანაშვილი პეტრიაშვილი გეგეშიძე ფერსელაძე ცხადაია და გოგშელიძე აგენითთ ფონს მაინც მივაღწევდით ბატონო ნუკრი და ტაშკენთში სირცხვილი ჩვენ! ერთი ვერცხლით წამოვედით და ეს იმას ნიშნავს რომ ჭიდაობა უკან მიდის

არადა ეს ჭიდაობა ღმერთმა დაგვანათლა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სასიკეთო სიახლე

[color=#00598C][size=5]
ოქრო-ბრინჯაოები ბაქოდან[/size][/color]
[color=#000000]


[color=#1F1F1F][font=bpg-arial]
[url="http://worldsport.ge/img/articles/c_7e575e2b560f2e8a850f9ac68b0aaf1e_1421568222650448_0.jpg"]საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები[/url][/font][/color][/color][color=#333333]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბაქოში გამართულ მუშვიგ ისაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა. ვანო გოდელაშვილი (54 კგ), ივერიკო ჯულაყიძე (69 კგ) და დემურ მეგენეიშვილი (76 კგ) ჩემპიონები გახდნენ. გოგა მამიაურმა (58 კგ), თორნიკე კვინიკაძემ (63 კგ) და ზურა ურტაშვილმა (100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
გადამწყვეტ ბრძოლაში სამივე ქართველმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელ მეტოქეს აჯობა. გოდელაშვილმა კანან შაჰბაზოვი დაამარცხა, ჯულაყიძემ – ისმაილ აბდულაევი, ხოლო მეგენეიშვილმა – რავილ ბადაზადე.
გიორგი იანტბელიძის გუნდის წევრთაგან საპრიზო სამეულამდე თითო მოგება დააკლდათ გია უგრელიძეს (42 კგ) და გიორგი ბრეგვაძეს (76 კგ) – ორივე რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მე-5 ადგილი დაიკავა.[/color]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ფული და მთავრობის ხელშეწყობა უნდა საქმეს და ყველაფერი დალაგდება თავის დროზე
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0