2015 წლის იანვარში Google რევოლუციურ სმარტფონს გამოუშვებს

4 posts in this topic

[url="http://www.bpn.ge/teqnologiebi/3854-2015-tslis-ianvarshi-google-revoluciur-smartfons-gamoushvebs.html#"] [/url]
[url="http://www.bpn.ge/images/stories/articles/2014/April/project-ara-entrada.jpg"][img]http://www.bpn.ge/pictures/image3/4c408978e8d878323e377ec65fbbb139.jpg[/img] [/url]
17 აპრილი / 2014
დიდი ალბათობით, მოდულური სმარტფონი ძვირი არ ეღირება.

კორპორაცია Google რევოლუციურ სმარტფონ Ara-ზე მუშაობს, რომლის ერთ-ერთი ვარიანტის გამოშვება 2015 წლის იანვარში იგეგმება.

Ara ეს არის მოდულური სმარტფონი, რომელიც შედგება დამოუკიდებელი ნაწილებისგან (ფირფიტებისგან) და რომელიც მთლიანობაში ქმნის ერთ მთლიან სმარტფონს. სმატფონის კარკასზე ცალცალკე მაგრდება - ეკრანი, პროცესორი, მეხსიერების ბარათი, კამერა, გადამცემები, ჩიპები, დინამიკები და ა.შ. ამგვარად, მოდული მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად ააწყოს სმარტფონი და საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე პრიორიტეტი მიანიჭოს სხვადასხვა ნაწილების სიძლიერეს. მაგალითად, სმარტფონს უფრო ხარისხიანი კამერა ან უფრო ძლიერი პროცესორი ”ჩაუყენოს” და ა.შ.

მუშავდება სმარტფონის სამი სხვადასხვა ზომა - პატარა, საშუალო და დიდი. ეკრანის სიდიდის პროპორციულად, სმარტფონზე შესაძლებელი იქნება უფრო მეტი მოდულის დაყენება.

[img]http://www.bpn.ge/images/stories/articles/2014/google%20smartfoni%202.jpg[/img]
კორპორაცია 2015 წლის იანვარში ე.წ. Grey Phone-ს გამოუშვებს, რომელიც Ara-ს ერთ-ერთი ვარიანტი იქნება, ოღონდ მინიმალური კომპლექტაციით. Grey Phone-ს კომპლექტში შევა - ეკრანი, პროცესორი და Wi-Fi მოდული. რა ეღირება Grey Phone, კომპანიაში არ აკონკრეტებენ, თუმცა მათი ინფორმაციით, მოწყობილობის თვითღირებულება 50 დოლარია. უნდა ვივარაუდოთ, რომ უკვე მზა სახის სმარტფონის ღირებულებაც ხელმისაწვდომი იქნება.

წყარო" http://www.bpn.ge/teqnologiebi/3854-2015-tslis-ianvarshi-google-revoluciur-smartfons-gamoushvebs.html?lang=ka-GE




რას იტყვით, კარგი იდეა აქვს მგონი გუგლს : )))
1

Share this post


Link to post
Share on other sites
საქმიანი ადამიანებისთვის საინტერესო უნდა იყოს.

ახლა გავიაზრე, რომ 2015 წლის იანვარი არც ისე შორი აღარაა. რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, ორი წელი კიდევ ჰქონიათო.

მე ასეთი ულტრათანამედროვე ტექნიკის მომხმარებელი არ ვარ. ალბათ, რომ არ მჭირდება, იმიტომაც. საქმიდან გამომდინარე, ალბათ, ისევ საკუთარი ხელით აწყობილი სმარტფონი სჯობს, რაც უფრო გჭირდება, ის რომ მეტი გაქვს.
კარგი იდეაა.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს გუგლი და მაიკროსოფტი გადაგვრევს ხალხს .
მაგარია ,მაგრამ მე ჩემ ნოკია აშას არ ვუღალატებ .
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ისეთი ვარიანტია რა, კომპის კეისს რომ აწყობინებ და დებ ისეთ პროცესორს და ოპერატიულს, როგორიც გინდა ან როგორსაც ჯიბე სწვდება :D
1

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting