Sign in to follow this  
Followers 0

ქართველი მხატვრები მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასახმარებლად

1 post in this topic

ქართველი მხატვრები მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასახმარებლად – „ფონდი ნატახტარის“ ანგარიშზე 11 500 ლარი ჩაირიცხება

საქველმოქმედო აუციონი წარმატებით დასრულდა

30 იანვარს, „გამრეკელი გალერიში“ ცნობილი, თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა. ღონისძიებას ჟურნალისტები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სანახაობრივად საინტერეზეო საღამოზე წარმოდგენილი ყველა ფერწერული ტილო გაიყიდა და მთლიანად 11 500 ლარი შეგროვდა. შემოსული თანხა „ფონდი ნატახტარის“ ანგარიშზე ჩაირიცხება.

შემოწირულობა მოხმარდება ფონდის პროექტს „იზრუნე მომავალზე“, რომელიც მზრუნველობამოკლებული მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრიაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას მოხმარდება. ღონისძიება, თანამედროვე ქართული მხატვრობის პოპულარიზაციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელების დახმარებას ისახავს მიზნად.

„ფონდი ნატახტარის“ აქციაში მონაწილე თანამედროვე ქართველ მხატვრების სია ასე გამოიყურებოდა, _ ოლეგ ტიმჩენკო, გია გუგუშვილი, მიშა შენგელია, მამუკა ცეცხლაძე, ვახო ბუღაძე, კოკა ცხვედიანი, უშანგი ხუმარაშვილი, ლია შველიძე.

ნინო სურმავა, კომპანია `ნატახტარის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

_ `ფონდი ნატახტარი~ უკვე მესამე წელია რაც საქმიანობს. ამ პროექტის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ და თანხის მოზიდვა, ძირითადად, გაყიდული პროდუქციიდან ხდება, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ ხელოვანებთან ერთად გაგვეკეთებინა ღონისძება, სადაც მათ საშუალება ექნებოდათ, ამ კეთილ საქმეში თავიანთი წვლილი შეეტანათ. ასევე, გადავწყვიტეთ, ამ აუქციონზე მოგვეწვია ის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც, რომლებსაც კონტრიბუციის საშუალებას მივცემდით. აუქციონის მიზანია, ცნობილი, თანამედროვე მხატვრების ნახატები გაყიდულიყო და შემოსული თანხა `ფონდი ნატახტარის~ ბენეფიციარებს მოხმარდება. საუბარია, მთელი საქართველოს მასშტაბით, მცირე ბავშვთა სახლების 200-მდე 15-დან 18 წლამდე მოზარდზე…

YY

ხათუნა მელიქიშვილი, `გალერეა გემრეკელის~ დამფუძნებელი:

_ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენს გალერეაში ჩატარებული საქველმოქმედო აუქციონით. ეს ღონისძიება მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად და ჩვენი სტურმების აქტიურობამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებსა და ბიზნესმენებს, გასაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს გალერეაში გამოფენილი ნამუშევრები შეიძინა. ამით ფაქტობრივად, ორმაგად კარგი გააკეთეს, _ ჩვენი მხატვრების მიერ შესრულებული

ფერწერული ტილოებიც დარჩებათ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსაც დაეხმარნენ.

MD

ირაკლი ზუბიტაშვილი, ღონისძიების სტუმარი:

_ ძალიან მაინტერესებს ქართული თანამედროვე მხატვრობა და შესაძლებლობის ფარგლებში თვალყურს ვადევნებ ყველა სიახლეს. ძალიან მომწონს გია გუგუშვილის შემოქმედება და გადავწყვიტე, აქციონზე გამოტანილი მისი ორივე ნახატი მქონოდა… ყოველთვის მინდოდა მისი ნამუშევრები შემეძინა, თუმცა აქამდე მისი შეძენის შესაძლებლობა არ მქონია. ახლა კი, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი. ზოგადად, ძალიან მივესალმები და ყველა საქველმოქმედო ღონისძიებას ვგულშემატკივრობ. მივესალმები და სასურველია სხვა კომპანიებმაც გარკვეული წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო, კომპანია `ნატახტარს~ რადგან ასეთი ტიპის ღონისძინებები, მის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

ოლეგ ტიმჩენკო, მხატვარი:

_ ამ საღამომ და `ფონდმა ნატახტარი~, საშუალება მოგვცა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დავხმარებოდით, რაც პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი სტიმულია. ადრეც მქონია ამდაგვარ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ ამ სახით, ნამდვილად პირველად წარსვდექი საზოგადოების წინაშე და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, დიდი სტიმულია, როდესაც ასეთი საქმე კეთდება… ამ დიად საქმეში, რაღაც პატარა წვლილი მეც შევიტანე…



[url=http://www.ireporter.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9c/]წყარო[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0