Sign in to follow this  
Followers 0

რელიგიაა !!

1 post in this topic

რა იშვიათად და გულგრილად ილოცებდნენ ადამიანები, ტანჯვა-წამება და მწუხარება რომ არ ყოფილიყო!

ვიდრე მწუხარება შეგემთხვეოდეს, ილოცე უფლის მიმართ და განსაცდელის ჟამს ჰპოვებ მას და იგი მოგისმენს.

მოწყალების გარეშე ლოცვაც უნაყოფოა.

უსიყვარულო ლოცვა შესმენილი არ იქნება.

ავმეხსიერის ლოცვა ქვაზე თესვას ჰგავს.

თუ გული ცარიელია, ამაოდ ლოცულობენ ბაგენი.

ხან ილოცე, ხან იკითხე, ხანაც ხელსაქმე აკეთე.

ლოცვა აღვალს, ხოლო ღვთის წყალობა გარდამოვალს.

უგულისყურო და ზარმაცი ლოცვა ამაოდმეტყველებაა

ჭირი ასწავლის ლოცვას, ლოცვა კი ამსუბუქებს ჭირს.

ლოცვა არის გაშლილი ხელი ღვთის მადლის მისაღებად.

ამაოა ლოცვა ადამიანისა, რომელსაც შურისგება სურს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0