Sign in to follow this  
Followers 0

ირაკლი ჩარკვიანი

3 posts in this topic

ირაკლი ჩარკვიანი (დ. 19 ნოემბერი, 1961 – გ. 24 თებერვალი, 2006) — ქართველი მუსიკოსი, პოეტი და წიგნის ავტორი, მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში უფრო მეტად ცნობილი იყო ფსევდონიმით მეფე.

მუსიკალური კარიერა

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ არიშთან ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი ტაქსი, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის ტაქსი (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკალის მიმართ.

ტაქსის წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები.

ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Childrens Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Georgian Dance Empire (1993, ელექტრონული მუსიკა); Daira (1997) - პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი.

ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა "War is Over". მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის ორფეოსის სიკვდილი.

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი აფრენ. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა საქართველო, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა უსაფრთხოება. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი ამო გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით სექსი და ორღანი’78 (აგრეთვე გადაღებული იქნა ვიდეოკლიპები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე).

2004 წელს გამოჩნდა ალბომი სავსე, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია ვიცი რომ, აქ ხარ და ნანასი. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად მეფე აირჩია.

2006 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა 33ა, მწვანე ოთახმა, Outsider, ვაკის პარკმა, The Young Georgian Lolitaz, ზუმბა და სხვა შემსრულებლებმა. დისკს "ქაღალდის გემი - Tribute ალბომი" ეწოდება.

მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი ძირს მეფე.

იმედია საინტერესოა!)))))) :) :)

როცა მე წავალ

ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება
მეწამულ მზის წვა, მდუმარება,
ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად,
მე მარტო წავალ!
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,
დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა,
გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,
როცა მე წავალ!

ირაკლის ლექსი ! ))
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ირაკლი უკვადი მეფეა ! )) იგიი ერთია და განუმეორებელიი...ის იმდენადდ დიდი ადამიანიი იყო მისი დახასიათება ძალიან მიჭირსს..რაგაცც სასწაულიი ხმმაა აკვსს..ირაკლის სიმღერები ძალიან მამშვიდებს..სამწუხაროდ მისი სიმღერები და არა მარტო სიმღერა ძალიან ბევრს არ მოსწონსს..არ ვიიცი რა უნახეს ამ ადამიასნ ისეთი რომ ესე განიკითხავენნ.... ირაკლიი რაგაცც სულ სხვა ადამიანიი იყოო..ყველსაგან განსხვავებულიი..^_^ მას დიდი ნიჭი ქოონდა..მეფეს ტიტული აკვს და მუდამ ექნება! :)

[img]http://https://www.facebook.com/photo.php?fbid=228186813971981&set=pb.164428287014501.-2207520000.1390503325.&type=3&theater[/img]

ირაკლი ჩარკვიანის "ძველი სათამაშოები" არის მოთხრობების კრებული. ამ წიგნში შედის ათი მოთხრობა:
"ცალფეხშიშველა ბავშვი"
"ველოსიპედისტის მოკლე ბიოგრაფია"
"სპექტაკლის ბოლოს"
"ღრუბელს მიღმა"
"პორტფელი"
"ჟიგოლო"
"სველ მიწაზე"
"ტენორი"
"სტუმარი"
"ძველი სათამაშოები"
"ძველი სათამაშოები" გამოიცა ორჯერ 1989 წელს და 2009 წელს.

პირველი გამოცემის ანოტაცია:
"კრებული "ძველი სათამაშოები" ავტორის პირველი წიგნია.ყველა მოთხრობა არ არის თანაბარი მხატვრული დონის, მეტიც, ტრადიციული გაგებით ქართულ მოთხრობას მათ ვეღარც კი ვუწოდებთ.ისინი უფრო ავტორის წარმოსახვები და მივიწყებული მოგონებებია,რომელთა გახსენება,ახლებურად შეფასება და საკუთარი მსოფლ მხედველობის პრიზმით წარმოსახვა ამ წიგნის დედააზრია. მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს ახალგაზრდა მწერლის პირველი წიგნი.მასში ბევრი რამ სადავოა,მაგრამ მიგვაჩნია,რომ საჯაროობის დღევანდელ პირობებში ახალგაზრდა მწერლის ძიებებსა და ექსპერიმენტებს გზა უნდა მიეცეს."

ცალფეხშიშველა ბავშვი

გაზაფხულის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე ბაბუაჩემს თეთრი შლაპა ეხურა.მისი შლაპა,მზიან დღეებსა,თბილ საღამოებს,ოჯახური ექსკურსიების დადგომის დროს გვაუწყებდა.შაბათობით ყველაზე ადრე იღვიძებდა და მძღოლის მოლოდინში ბოლთას სცემდა.ცხრის ნახევარზე ყველანი მაგიდიდს გარშემო ვისხედით "პირველი სიგარეტი,პირველი ქალივით საყვარელია!" ამბობდა ბიძაჩემი..............................................................................................................როგორც იქნა სახურავზე ავძვერი.ჭიანჭველების ბუდეს ჰგავდა ხალხით სავსე სკოლის ეზო.რკინის მილებს ჩაჭიდებული,თვალცრემლიანი დავცქეროდი უკაცრიელ სახურავებს,თბილისს,მთელ მსოფიოს... არავინ იყო ჩემს გარშემო,მხოლოდ ქვევით,მწერებივით ფუსფუსებდნენ ადამიანები.თავებ აქნევდნენ მადანაშაულებდნენ, ხელებს ჩემსკენ იშვერდნენ,მიყვიროდნენ...ბაბუას პიჯაკივით ხორკლიანი,მოღრუბლული ცა მიზიდავდა.იქ ესვენა ჩემი ბავშვობის იდუმალებით მოცული სინამდვილე... კაცი კი მეგაფონში მბრძანებლობდა. "არ მომეკაროთ!" -- დავიყვირე მთელი ძალით "მე მეფე ვარ,მეფე!"........



ველოსიპედისტის მოკლე ბიოგრაფია
შავებში ჩაცმული კაცები ორ რიგად მიაბიჯებდნენ.არ იმჩნევდნე, რომ კოკისპირულად წვიმდა.ისე მიჰქონდათ კუბო,თითქოს ბუმბულივით უწონო იყო მათ მხრებს დაკიდებული ტვირთი.დასჯილი ატლანტების სიმშვიდით აბიჯებდნენ წვიმის გუბეებში. შორს,ნაცრისფერი ჯვრები და ტალახიანი გზაა. სიჩუმე და სველი ყვავილების სუნი..


სპექტაკლი ბოლოს

ერთ ჭიქა მანდარინის წვენს და ორ ხაჭაპურს ყიდულობდა ხოლმე.თეფშით და ჭიქით ხელში მარმარილოს კიბესთან მიდგმულ მაგიდას მიუჯდებოდა ხოლმე და ვეღარავის ამჩნევდა.აუჩქარებლად,მადიანად ღეჭავდა ხაჭაპურის ნაჭერს და წვენს აყოლებდა.პირველი ზარი მაშინ ირეკებოდა,როცა ქაღადის ჭიქიდან უკანასკნელ ყლუპს მოსვამდა და ფეხზე წამომდგარი,თავის ოთხად დაკეცილ, შვინდისფერ ცხვირსახოცს ამოიღებდა....
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საინტერესოა, ოღონდ რელიგიასთან რადგან არაა კავშირში, მუსკის განყოფილებაში გადადის.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0