Sign in to follow this  
Followers 0

მიხაელ შუმახერი

4 posts in this topic

მე მგონი F1-ის ცოცხალი ლეგენდა იმსახურებს ერთ თემას, მით უმეტეს, ახლა მძიმე მდგომარეობაშია...
როგორც იცით, მან სრიალისას მიიღო თავის ტვინის ტრავმა და ახლაც კომაშია.
[i]
ბოლო ინფორმაცია მის შესახებ:[/i]

საბედისწერო შემთხვევიდან 15 დღის შემდეგ მიხაელ შუმახერი ჯერ კიდევ ხელოვნურ კომაშია. როგორც იცით, მისმა მეუღლემ ჟურნალისტებს სთხოვა, რომ ექიმები არ შეაწუხონ, რის გამოც ამ დღეებში გრენობლის კლინიკასთან სიმშვიდე იყო, თუმცა უდიდესი და ლოგიკური ინტერესის გამო მედია მაინც აქტიურობს.

როგორც გაზეთ BILD-ის ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან შევიტყვეთ, ექიმების ბოლო პრესკონფერენციის შემდეგ, რომელიც ხუთი დღის წინ გაიმართა და რომელზეც ითქვა, რომ შუმის მდგომარეობა ოდნავ დასტაბილურდა, 45 წლის ლეგენდარული მრბოლელის მდგომარეობა არ შეცვლილა.

ამჟამად ექიმები შუმახერის ტვინს დეტალურად ამოწმებენ - მათ უნდათ, გაარკვიონ, ტვინის რომელი რეგიონებია ჯერ კიდევ დაზიანებული და რომელი რეგიონებია ფუნქციური. გრენობლის კლინის მთავარი დოქტორები პროგნოზებისკან ისევ თავს იკავებენ და ტესტებისა და სკანირებების მორიგ შედეგებს ელოდებიან.

გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, რომ ექიმები ახლო მომავალში შუმახერის ხელოვნური კომიდან გამოყვანას აპირებენ. BILD-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია რისკი, რომ ხელოვნური კომიდან გამოყვანის შემთხვევაში მდგომარეობა ისევ გართულდეს. უცნობია, როდის გააკეთებენ ექიმები მორიგ ოფიციალურ განცხადებებს - ამ დროისთვის პრესკონფერენცია დაგეგმილი არ არის. პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე კვირის ან, სულაც თვეების განმავლობაში გაიწელოს.

წყარო:
http://www.autobild.ge/index.php?option=com_content&view=article&id=5919:rodis-gamoiyvanen-eqimebi-shumakhers-khelovnuri-komidan&catid=215:uckhouri&Itemid=159&lang=ka-GE
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ბედის ირონიაა რაც დაემართა :( იმედია გამოკეთდება
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მეზღვაური გუბემ დაახრჩოო, ისე გამოუვიდა მაგას.

იმედია გამოძვრება ამ მძიმე მდგომარეობიდან.
დარწმუნებული ვარ საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც ნაკლებაა სპორტში გარკვეული, გულშემატკივრობს შუმახერს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გეთანხმები.
სულ რომ არ გიჟდებოდე რბოლაზე, მაინც ლეგენდაა რა...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0