Sign in to follow this  
Followers 0

ბეთლემი

1 post in this topic

ბეთლემი — 1987 წელს ჩამოყალიბებული ქართული როკ-ჯგუფი.
ჩამოყალიბება
ჯგუფი დაბა ქედაში ჩამოყალიბდა. მისი წევრები საღამოობით იკრიბებოდნენ მათ მიერ ხუმრობით შერქმეულ „რაიკომის ბაღში“ და აკრძალულ რადიოსადგურს – „ამერიკის ხმა ვაშინგტონიდან“, „გერმანული ტალღა“ – ისმენდნენ. ისინი გვიანობამდე საუბრობდნენ ჰიპებზე, დასავლური ქვეყნების ახალგაზრდობაზე, მათ მოდაზე, კულტურასა და მუსიკაზე, რომლის ერთადერთი წყარო რადიოტალღა „მონტეკარლო“ და ზოგიერთი შემთხვევით მოპოვებული ფირფიტები იყო. ჯგუფის წევრები უსმენდნენ უცხოურ მუსიკას, როგორიც იყო „ბითლზი“ „როლინგ სტოუნზი“, მოგვიანებით კი – „დიფ ფარფლის“, „რეინბოუს“, „Uriah Heep-ის“, „ნაზარეთის “ჩანაწერები. მალე მათ ამ შეკრებებზე გაჩნდა გიტარაც, შემდეგ – მიბაძვა და მსგავსი მუსიკის დაკვრის, ჯგუფის შექმნის სურვილი.
ამ მუსიკოსებს შორის განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ: თემურ დიასამიძე (გიტარა); ჯუმბერ ბოლქვაძე, მოგვიანებით კი – მალხაზ დუმბაძე, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა და დაბა ქედაში მცხოვრებ დეიდას სტუმრობდა ხშირად. ამასთან, იგი კლავიშებით იყო გატაცებული. ამ წრეში ხშირად ტრიალებდა და მაგნიტოფონზე ჩაწერილი როკ–ჯგუფების ალბომებით მეგობრებს ამარაგებდა ავთო კაკაბაძე. მისი მაგნიტოფონით პირველად მოსმენილი „Deep Purple-ის“ მუსიკამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ამ ახალგაზრდებში, რომ მძიმე როკი მათთვის მალე მუსიკალური გემოვნების, მსოფლმხედველობის და ცხოვრების წესის ათვლის წერტილად გადაიქცა. ამ კუთხით მეორე უძლიერესი იმპულსი იყო ცოცხლად აჟღერებული ელექტრო გიტარის ხმის გაგონება, რომელიც პირველად ქედის კულტურის სახლში მოხდა, მაშინ, როდესაც მისმა ახალმა ადმინისტრაციამ (ბორის ღოღობერიძე) გადაწყვიტა ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის შექმნა (იმ დროს ასე ეწოდებოდა ელეტრონული ინსტრუმენტებით დაკომპლექტებულ ანსამბლებს, ხოლო ამ ჟანრს კი ოფიციალურად „ესტრადა“ ერქვა). ქართული ფოლკლორული მუსიკის პროფესიონალისა და ქორმაისტერ ტარიელ მამალაძის მიერ ამ ახლადშექმნილ საესტრადო ანსამბლში (საკამოდ მოკრძალებული სახელწოდებით „ნაკადული“) შედგა პირველი მუსიკალური და სასცენო ნათლობა ორი ახალგაზრდა დამწყები მუსიკოსისა – თემურ დიასამიძისა (სოლო–გიტარა) და ჯუმბერ ბოლქვაძისა (რიტმ–გიტარა), რომელმაც ამ პერიოდში აითვისა გიტარაზე დაკვრა და მასზე „ბითლზების“ ერთ სიმღერასაც ასრულებდა (მოგვიანებით ამ ანსამბლში ბას გიტარისტის ამპლუაში გამოვიდა კიდევ ერთი ახალგაზრდა „რაიკომის ბაღიდან“ – გენო პაპუნიძე, თუმცა, ცოტა ხნით).


უფრო ვრცლად იხილეთ
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98_(%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98)

http://www.youtube.com/watch?v=YUpFs_AdN18

http://www.youtube.com/watch?v=VKoiguua7h4
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0