Sign in to follow this  
Followers 0

გიორგი ერგემლიძე

1 post in this topic

დაიბადა 1987 წლის 18 მაისს. მამა — ნუგზარ ერგემლიძე — მხატვარი, დიზაინერი, პოეტი, კომპოზიტორი. დედა — ანა კადეიშვილი — ფრანგული ენის სპეციალისტი. მუსიკისადმი მისი დამოკიდებულება 5 წლის ასაკში გამოვლინდა, მაშინ, როცა მამასთან ერთად ფორტეპიანოზე დაუკრა და ასაკის მიუხედავად კარგად გამოუვიდა. 6 წლიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა მუსიკალურ შვიდწლედში. 10 წლისამ ბებიისგან საჩუქრად სინთეზატორი მიიღო და არანჟირებით დაინტერესდა. 2004 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისურის ფაკულტეტზე ჩააბარა.

მისი პირველი ნამუშევარია „გემი მიდის“, რომელიც 15 წლის ასაკში შექმნა. 2002 წელს მამის შემოქმედებიდან სიმღერა „ცხოვრება სცენა“, ხოლო მოგვიანებით კი ბექა მეტრეველთან „შენ კი სადა ხარ“ შეასრულა. ამავე წელს დუეტი ამერიკელი მომღერლის Joe-ს შემოქმედებიდან ერთ-ერთი სიმღერის ქართულ ვარიანტს „შარზეა“-ს ასრულებს. 2004 წელს ისევ მამის შემოქმედებას უბრუნდება და სიმღერაზე „თეთრი გოგო“ კლიპსაც იღებს.

2007 წელს გიორგი ერგემლიძე სიმღერას „My Queen“ ქმნის. 2008 წელს მონაწილეობას იღებს პროექტში ვარსკვალების აკადემია, მისი დასრულების შემდეგ კი სიმღერით „My Queen“ რუსული ლეიბლი Soulful Mood Recordings ინტერესდება. თანამშრომლობის პერიოდში ლეიბლის მოთხოვნით გიორგი ერგემლიძე იღებს მეტსახელს „Darwin Marcus“, ხოლო „My Queen“-ზე სხვადასხვა DJ -ების მონაწილეობით 8 რემიქსი იქმნება. მათ შორის არის Mad And Spectral-ის ვერსიაც, სწორედ ამ ნამუშევრებით 2008 წელს 22 ივნისს სინგლი „My Queen“ გამოდის. ამავე წელს მუსიკოსი წყვეტს ლეიბლთან თანამშრომლობას. ზურაბ ჯავახიასთან ერთად აარსებს ჯგუფს „Mutual Friends“. 2010 წელს პორტუგალიელი DJ Ricky Teixeira გიორგი ერგემლიძის სიმღერაზე „My Queen“ ქმნის რემიქსს და ამერიკულ საპროდიუსერო კომპანიასთან Audiobite soulful-თან თანამშრომლობით მეორე სინგლი გამოდის, რომელშიც Groove Technicians, BBwhite Sensual Ricky Teixeira-ს და სხვა DJ-ების რემიქსები შედის .

„Mutual Friends“

2009 წელს გიორგი ერგემლიძე წერს სიმღერებს - „Drunk Monkey“, „Madness Dream“, „Sorry (I'm A Loser)“, „back To the 60s“ და ამავე წელს საკუთარ ჯგუფთან „Mutual Friends“-თან ერთად ასრულებს, რომლის დაარსების იდეა ზურაბ ჯავახიასთან ერთად გაჩნდა. მეგობრებს ჯგუფის დანარჩენი წევრები ნიკოლოზ ვაშაკიძე და გიორგი კიკნაძე უერთდებიან, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში კი მათი პირველი საქველმოქმედო კონცერტი და დებიუტი შედგა. მოგვიანებით ჯგუფმა ზურაბ ჯავახიას შემოქმედებიდან „I think I'm not in love“ და „Colors“ ჩაწერა. შემდეგ კი გიორგი ერგემლიძე და ზურაბ ჯავახია ერთობლივად სიმღერას „Help Me“ ქმნიან. სწორედ ამ დროს ჯგუფიდან ნიკოლოზ ვაშაკიძე და გიორგი კიკნაძე მიდიან. 2010 წელს „Mutual Friends“ ახალი წევრებით დავით ცინცაძე და ლადო ნინუა ალტერვიზიაზე (Tbilisi Alter/Vision, NewComers 2010) გამოდის და ერთ-ერთი გამარჯვებული ხდება. 2011 წლის 11 ივნისს ჯგუფი ალტერვიზიის მიერ ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტში (Tbilisi Open Air) იღებს მონაწილეობას. 2011 წლის 30 მარტს „Mutual Friends“-ის პირველი ალბომი გამოდის სახელწოდებით „So Many People“. ამავე წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის ჰიმნს ქმნიან და პროექტი აივანის დახმარებით სიმღერაზე „Sorry (I'm A Loser)“ კლიპს იღებენ.
ჯგუფის წევრები
გიორგი ერგემლიძე — ვოკალი, კლავიში, კომპოზიტორი, არანჟირების ავტორი.
ზურაბ ჯავახია — რიტმ-გიტარა, ვოკალი, კომპოზიტორი.
დავით ცინცაძე — სოლო გიტარა.

Qordo

Qordo შეიქმნა 2012 წლის ოქტომბერში. მასში შედიან გიორგი ერგემლიძე (იგი დვალის ფსევდონიმით), გიორგი ტიკარაძე და ზურა მამაგულაშვილი. თავიდან იგი მოღვაწეობდა გიორგი ერგიმლიძის სახელით, შემდეგ კი ჯგუფმა სახელი Qordo შეიძინა, ხოლო გიორგიმ აიღო ფსევდონიმი „იგი დვალი“

http://ka.wikipedia.org/

2012 - Eclectic





http://www.youtube.com/watch?v=9J7evwrZnvg

http://www.youtube.com/watch?v=tTZXnkP8AH0
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0