Sign in to follow this  
Followers 0

მოგონება სერგო ფარაჯანოვზე

1 post in this topic

[url="http://www.ireporter.ge/wp-content/uploads/2012/01/sergo-1.jpg"][img]http://www.ireporter.ge/wp-content/uploads/2012/01/sergo-1-248x300.jpg[/img][/url]იური მეჩეთოვი – მოგონება სერგო ფარაჯანოვზე

1978 წლის იანვარში თბილისში ციხიდან გათავისუფლებული სერგო ფარაჯანოვი ჩამოვიდა, თუმცა მის შესახებ მხოლოდ ათი თვის შემდეგ შევიტყვე. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო, რას საქმიანობდა, არც ის ვიცოდი, რისთვის იხდიდა სასჯელს. მხოლოდ ის მქონდა გაგებული, რომ მისი სახლი თბილისური ბომონდის მექა იყო. მასთან სტუმრობა დღესასწაულს ჰგავდა და დიდ პატივად მიიჩნეოდა. მე და მარკმა კი თავხედობა ჩავიდინეთ და ჩვენი ფილმის სანახავად სერგო სახლში მოვიწვიეთ. დაგვთანხმდა _ ეს დიდი მოულოდნელობა იყო.
ჩემი პირველი შთაბეჭდილება სერგოზე არაერთგვაროვანი იყო. ოთახში თმაგაწეწილი, წვერიანი კაცი შემოვიდა. ყველა მოძრაობაზე, მიმიკაზე ეტყობოდა, რომ ციხიდან ახალი გამოსული იყო. ისეთი გამოხედვა ჰქონდა, თითქოს ვიღაცას უსაფრდებოდა ან მოულოდნელი თავდასხმისთვის ემზადებოდა. ჩემთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანს კინოხელოვნებასთან კავშირი ჰქონოდა. თუმცა ფილმი მაინც ვაჩვენეთ. ძალიან მოეწონა. ახლაც მიკვირს, რატომ. “ნინა იოსების ასული” არანაირად არ ჯდებოდა მისი ფილმების ესთეტიკაში. ეს იყო ტიპიური ანდერგრაუნდული ნამუშევარი, ბინძური ინტერიერითა და არანაკლებ ბინძური მოქმედი გმირებით. შესაძლოა, იმიტომაც მოეწონა, რომ ცოტა ხნის წინ დატოვებული ციხე გაახსენდა… არ ვიცი…
სწორედ, იმ დღეს გადავიღე მისი პირველი პორტრეტი. მაშინ 28 წლის ვიყავი (ღმერთო, ამ ასაკში ეიზენშტეინს უკვე “ჯავსნოსანი პოტიომკინი” ჰქონდა გადაღებული!!!)
სერგოსთან, მთაწმინდაზე სტუმრობას ამაღლებას ვეძახდით. მის ფონზე მასტროიანი, ტარკოვსკი, გუერა _ ნებისმიერი სინჯის სტუმარი მეორე პლანზე გადადიოდა და მთავარი მოქმედი გმირი სერგო ხდებოდა. მის მიერ მოყოლილი ნებისმიერი ისტორია თეატრალურ დადგმას ჰგავდა. ძალიან ვნანობ, რომ მაშინ ვიდეოკამერა არ მქონდა და ეს ყველაფერი ფირზე ვერ აღვბეჭდე.
როგორც გითხარით, ღრმა კომუნისტური იდეოლოგიით ვცხოვრობდი. ეს იდეოლოგია ჩემთვის ერთგვარი ფილტრი იყო, რომლის მეშვეობითაც ცხოვრებას ვუყურებდი. თუმცა სერგოსთან რამდენიმე საუბრის შემდეგ ნელ_ნელა ეს ფილტრი გაფერმკრთალდა და, შესაბამისად, განსხვავებული ფასეულობები ჩამომიყალიბდა.
ცვლილება განსაკუთრებით ერთი საინტერესო დოკუმენტის გაცნობის შემდეგ განვიცადე. ეს იყო სერგოს სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსულლიზმის ბრალდებით 5 წელი მიუსაჯეს. საკუთარი თვალით მაქვს წაკითხული რამდენიმე დაზარალებულის ჩვენება: Я проснулся от острой боли в области заднего прохода.бна мне лежал Параджанов и просил кончить… იმავე ჩვენებაში აღწერილი იყო სერგოს კალამი. მის კორპუსზე ქალის ფიგურა ეხატა, რომელიც კალმის გადმობრუნებისას ტანსაცმელს იხდიდა. ეს კალამი განაჩენში აღწერილი იყო, როგორც პორნოგრაფიული ნივთი. აქვე წაიკითხავდით, როგორ შეიკრიბა სპეციალური კომისია და როგორ გაანადგურეს ეს საშინელი ნივთი. ამ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ დავიწყე იმის მიხვედრა, რა ქვეყანაში ვცხოვრობდი. ჩემი თვალთახედვა ნელ-ნელა შეიცვალა. მიუღებელი და გაუგებარი გახდა, რომ ადამიანი ასეთი უწყინარი ნივთის გამო 5 წლით ციხეში ჩასვეს, სადაც ყოველ დღე სიკვდილი ემუქრებოდა.
პატიმრები, რომლებიც ჰომოსექსუალიზმისთვის იხდიან სასჯელს, ციხეში ყველაზე დაბალ კასტად მიიჩნევიან. მაგრამ როგორც კი გაიგეს, რომ სერგოს მიერ შეცდენილებიდან სამი კაცი პარტიის წევრი იყო, დიდ პატივს სცემდნენ. სერგო ხუმრობდა კიდეც, სამი კი არა, სამასი კომუნისტი ვიხმარეო! პატიმრებიც ხალისობდნენ _ Так им и надо, комунякам!
ფოტო, რომლის მიხედვითაც “ქარვასლასთან” სერგოს ძეგლი გააკეთეს, ჩემი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია. მისი სამი დუბლი არსებობს, მაგრამ ეს ყველაზე წარმატებულია და თავად სერგომ საუკუნის კადრი უწოდა. ფოტოზე არაფერია დადგმული და ყველა მოძრაობა შემთხვევითია. პიჯაკის აფრიალებული მხრები თითქოს მისი ფრთებია… ქანდაკების ავტორის ადგილას, ამ “ფრთებს” უფრო გავაზვიადებდი, მართლაც ფრთებად ვაქცევდი.
სერგო თავს, მართლაც, გენიოსად მიიჩნევდა. ერთხელ მისი და ტარკოვსკის საუბარს ვესწრებოდი (ამ საუბრი მოწმე მე და სერგოს მეზობელი ვიყავით. კიდევ კარგი, ეს გოგონა იქ იყო, თორემ ტარკოვსკი და სერგო ცოცხლები აღარ არიან, მე კი, აბა, რა დამეჯერება!).
წარმოიდგინეთ კადრი: ოთხი ადამიანი ვსხედვართ პატარა მაგიდასთან, წინ გვიდევს წითელი ღვინო, შოთის პურები, გუდის ყველი და ვბაასობთ. ამ დროს სერგო მიუბრუნდება ტარკოვსკის და ეუბნება: Андрей, ты очень талантливый режиссер, но не гениальный… ამ დროს ტარკოვსკი გაოცებისგან იძაბება და სახეზე მხოლოდ ერთი კითხვა აწერია _ რატომ? სერგო კი პასუხობს: Потому, что ты не педераст и в тюрьме не сидел!..
როდესაც თეატრალური ინსტიტიუტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციებს ვუკითხავდი, ხშირად ვეუბნებოდი: შეიძლება არ იყოთ ჰომოსექსუალისტები _ ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ თუ იმის წარმოდგენაც არ შეგიძლიათ, თუ როგორი ჰომოსექსუალისტები იქნებოდით, მაშინ თქვენგან რეჟისორი არ გამოვა…
სერგოს გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. ჩემს მოვალეობად მოივიჩნევ, მასზე ვრცელი მოგონება დავწერო და ამით პატივი ვცე. ახლა მხოლოდ ისეთი ჟურნალისტი მჭირდება, რომელიც არ დაიზარებს, ამ მოგონებებს ჩაიწერს და წიგნად აქცევს. ის ისეთი უნდა იყოს, რომ მისთვის ყველაფრის მოყოლა მომინდეს. ეს იქნება წიგნი ჩვენს ურთიერთობაზე, კამათებზე, დაპირისპირებასა და სიყვარულზე. ეს იყო მაესტროსა და შეგირდის არაჩვეულებრივი, არტისტული, ღრმა ურთიერთობა. წიგნის ილუსტრირიებას კი აუცილებლად იმ პირველი ფოტოთი დავიწყებ.

[ია ვეკუას მიერ ჩამორთმეულ ინტერვი იური მეჩითოვთან]



[url=http://www.ireporter.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%9d-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%95/]წყარო[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0