მცირედმორწმუნე ერი

28 posts in this topic

[quote name='sashka' post='713515']
რა შუაშია მართლმადიდებელი და კათოლიკე და კიდე ისა რა ქვია რა ქვია ებრაელების რელიგიას.

ხომ გააკრეს?
[/quote]
იმ შუაშია, რომ მაშინ უფრო ბნელოდა და ახლა უნდა გაახილონ თვალები. ბაზრად იყო ქცეული ეკლესია, აუკრძალათ ეს ქრისტემ და იგივეს აკეთებენ. სხვა კუთხით ვთქვი და ვერ გაიგე.
[quote name='sashka' post='713515']

და როცა ხედავ თავზე გივლიან?
[/quote]
უფალს უნდა სთხოვო მოთმინება, შენდობა და გაშორდე მას.
არ განსაჯო და არ განიკითხებიო.
უფალი მიხედავს თვითონ ყველას, რადგან ყველა ჩვენი ქცევა მან უწყის, როცა შენ იქექები ადამიანი ამ საკითხში, თავს აჭარბებ უფალს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კი შენთვის არ გადაუვლია მგონი, არც ჩემთვის.
[quote name='sashka' post='713515']
მამა ლევანის ქადაგებები რომელიც შენ ძალიან მოგწონს და მეც მაგასაც ტაბულას მოძღვარს ეძახიან. როგორ ფიქრობ არის ტაბულას მოძრვარი?
[/quote]
ერთია როცა ქადაგების ჩანაწერი ვრცელდება და მეორე, როცა სხვას არიგებ ჭკუას გაზეთიდან და ინტერნეტიდან.
მამა ლევანი არ გამოსულა და ტაბულას ფურცლებზე არ დაუმოძღვრავს ახლა დედა პარასკევა (მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში ეს). მოძღვარი თუ გქვია, ჩადი და აუხსენი რომ სცდავს, თუ ასე თვლი. FB-თი ჭკუის დარიგება და შორიდან თითის ქნევა რა არის? ზოგადად გააკეთე განმარტება, რომ არასწორია, როგორც საპატრიარქომ გააკეთა. ხოლო შეცდომილი სულიერი შვილი, სიყვარულით უნდა დაარიგო, წყნარად, პირადად და არა საჯაროდ მიუთითო - ნახეთ! შესცოდა!! ეს ამპარტავნებაა.
ხოდა, მამა თედორეს ქადაგებები უფრო მომწონს ისე, ცნობისთვის :)

ბოლოს კი, მე ერთი რამ მინდა ამით ვთქვა, მილიონჯერ მაქვს დაწერილი და ყელში მაქვს ამოსული უკვე ამისი გამეორება, მაგრამ არ გინდათ გაგება თუ რა ხდება არ ვიცი...
როცა თათხავთ მთელ სამღვდელოებას ამბობთ ყველა ერთია განურჩევლადო, აყოლებთ წესიერ მოძღვრებსაც და მათ მრევლსაც. ანუ ჩემნაირს, მაიკოსნაირს. გამოგყავართ ყველანი ბნელები და ფანატიკოსები.
სიბნელის და გამოუსვლელობის არ გვეტყობა მგონი არაფერი და საწყენია რა.
[b]facebook-ზე და ინტერნეტში არ იგრძნობა ეკლესიის ძალა და მადლი, არც იმ მოძღვრების ღვაწლი, რომლებიც ჩუმად შრომობენ, პატიოსნად... ზოგი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ეს ხალხი არ ჩანს....... არც მათი მრევლია ასე გადარეული.[/b]
ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ.
დავიღალე და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი. მეც მაქვს უფლება მწამდეს!
სხვისი ცუდი ქცევის და სენსაციების გამო ყოველ ჯერზე იმის ახსნა მეტისმეტია, რომ ყველა მორწმუნე გიჟი არაა და არც ყველა მოძღვარია ჩამოსახრჩობი.
ეს ავადსახსენებელი კომუნისტები, ასე რომ გეშინიათ დღემდე, სხვას კი არაფერ აკეთებდნენ.. იგივე მეთოდებით ებრძვიან დღეს ეკლესიას და უფრო აგრესიულადაც, რადგან მაშინ აკრძალული იყო რწმენა, ახლა ვერ კრძალავენ.

იმედია, ამას მაინც გაიგებთ სწორად.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='sashka' post='713515']
არც იმ ტაბულას მოძღვრების
[/quote]
"ექსპერტები" ყველა საჭიროებისთვის!

ჩვენი საზოგადოება განებივრებულია ექსპერტებით ყველა დარგში. ეს ალბათ, კარგია თუკი იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლომდე რეალიზირებული რომელიმე დარგი. სამაგიეროდ, ექსპერტების რაოდენობას არ ვუჩივით! და საერთოდ, ჩვენ ყველამ ყველაფერი ვიცით, და რასაც ჩვენ ვამბობთ ,რა თქმა უნდა, ის არის ყველაზე მართალი შეფასება ნებისმიერი დარგისა, მიუხედავად იმისა ამ დარგის სპეციალისტი ვართ თუ არა! ჩვენი საზოგადოება ყოვლადკომპეტენტურობის და ყოვლადექსპერტულობის სინდრომითაა დასნებოვნებული! მაგრამ არსებობს დარგი ,რომლის შესახებაც სრულიად საზოგადოება, სრულიად ყოველი ექსპერტთა კოჰორტა, სრულიად ყოველი ადამიანი , არა მარტო ინფორმირებულია, არამედ საკუთარი " განსაკუთრებული" , " კომპეტენტური" და რა თქმა უნდა , "უნიკალური" აზრის დაფიქსირება ძალუძს! ეს დარგი არც ასტროფიზიკაა, არც კვანტური ფიზიკა და არც ამოცნობის სისტემებია. ეს ყველასმცოდნეობითი დარგი კი რელიგიაა! რელიგიასა და თეოლოგიაზე ყველას შეუძლია ბრძნული საუბარი, ამ დროს ავიწყდებათ , რომ თეოლოგია იმაზე რთული მეცნიერებაა, ვიდრე დედამიწაზე არსებული მეცნიერული დარგები. მიუხედავად ამისა ამ დარგში ყველაა "კომპეტენტური"!ეს არა მარტო დილეტანტიზმია , არამედ საკუთარი თავის გაწირვაც! შესაბამისად, მცხეთაში შობის წინა დღეებში ამტყდარი სურვილების საშობაო აქცია "ექსპერტების" მხრიდან სხვადასხვაგვარად იქნა შეფასებული!უფრო სწორად, ვინც კი გააკრიტიკა ამგვარი რელიგიური გამოვლინება თუ საშობაო სურვილების დისკაუნტი-მათი არაერთგვაროვანი ნეგატიური შეფასებები მოხდა "პროფესიონალი" ექსპერტების მხრიდან.
ერთნი , ამ მოვლენების კრიტიკოსებს გამოთქმულ აზრში ეთანხმებოდნენ, მაგრამ სიყვარულის უქონლობით მხილებას უწუნებდნენ, თუმცაღა მათ ავიწყდებათ ერთი რამ : როცა ადამიანი ხევში ვარდება, იმ დროს სიყვარულზე საუბრის ნაცვლად რადიკალური ქმედებების აღსრულებაა საჭირო და სწორედ ეს იქნება კიდეც სიყვარულის გამოვლინებაც. როცა სხეულის რომელიმე ნაწილი ლპება , მაშინ ქირურგმა " სიყვარული" თუ გამოიჩინა და მტკივნეული ოპერაციის და დამპალი ნაწილების ამოკვეთის ნაცვლად პაციენტს მოფერება დაუწყო დამპალ ადგილებზე, მაშინ ღმერთი ქირურგს მოსთხოვს პასუხს მის უპასუხისმგებლობაზე! ჩვენ , სამწუხაროდ ამ ოპერაციის ჩატარება არ შეგვიძლია, მაგრამ ალბათ ,ჩვენც მოგვეთხოვებოდა პასუხი დადუმებისთვის და ამგვარად უსიყვარულობის გამოჩენისთვის!
მეორენი, ამართლებდნენ კიდეც სურვილების ასრულების ამაოების ბაზარზე მისულ საზოგადოებას და რაც მთავარია მათ მატერიალისტურ სურვილებს: მთავრობა მაგათ არ ეხმარება და აღარც ისურვილონო! თანაც სახარებისეული მაგალითიც მოყავდათ არგუმენტად, როცა იესო ქრისტემ 5000 კაცი დააპურაო- შიოდა ხალხს და მისცაო, ანუ მატერიალური მოთხოვნა ჰქონდა ხალხსო და იესომაც დაუკმაყოფილაო! მაგრამ ამ არგუმენტის მომყვან ექსპერტს ავიწყდება ამ სასწაულის შემდგომ როცა კვლავ მიადგა იგივე ხალხი , ალბათ იგივე მოთხოვნით-რა უპასუხა იესო ქრისტემ მათ!: გაძეხით და იმიტომ მეძებთო და ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტენეთ იმისგან , რაც აღესრულაო!იგივე იესო ამბობს : უპირველეს ყოვლისა ეძიებდით სასუფევლის გზებს და სხვა ყველაფერი ( საჭმელი , ჩასაცმელი და სხვა ყოველი მატერიალური) მოგეცეთო! თუ ეს სურვილების ბაზრობა სასუფევლის ძიება იყო , მაშინ ჩვენ უკვე ყველა სასუფეველში ვცხოვრობთ!
მესამე კატეგორიის ექსპერტების ლოგიკა კი ამგვარი იყო: რას ერჩით ამ გაჭირვებულ ხალხს თქვე " ტაბულას " და " ფეისბუკის" მამებოო, ზოგი ლეიკიმიით დაავადებული თხოვს განკურნებას და რა არის ამაში ცუდიო ,ამას აჯობებდა და იქ მისულიყავით და ხალისთვის გენუგეშათო! ამ ექსპერტობაში გაუზრდელ " კომპეტენტური" ექსპერტის გასაგონად ვიტყოდი: 1) თუ "ტაბულა" საჟარო სოციალურ სივრცეში ჩემს გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუს გაიზიარებს, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი , ეს ჩვენ " ტაბულას მამაოდ" არ გვაქცევს 2) თუკი თქვენ სარგებლობთ სოციალური ქსელებით , აბა ისე რა ექსპერტი იქნებოდით, სასულიერო პირებს უფრო მეტი ვალდებულება აქვთ ამ ქსელებით სარგრბლობის და ამ საშუალებით ღვთის სიტყვის უამრავ ადამიანთან მიტანის! თუკი სიზმრების და სურვილების ახდენის ინფორმაცია ამ ქსელებით გავრცელდა და ასეთი ეფექტი გამოღო , ჩვენ რატომ არ გვაქვს უფლება ამ ტექნოლოგიების გამოყენების! თუ თქვენი ექსპერტული წარმოდგენებით სასულიერო პირებმა გამოქვაბულში უნდა ვიცხოვროთ, დაძონძილი სამოსი გვეცვას და რა თქმა უნდა , ჯაგლაგ ვირებით უნდა გადავადგილდებოდეთ ( მსუქანი ვირი თქვენს თვალში უკვე ჯიპი იქნებოდა და აღარ მოგეწონებოდათ) 3) ღმერთი შეეწიოს ყველა გაჭირვებულს და ავადმყოფს, მაგრამ თუ ქრისტიანობა გაინტერესებთ-იესო ქრისტე , განკაცებული ღმერთი გვეუბნება: ვინ ეძიებს სასწაულს, ბოროტი და მრუში მოდგმა ეძიებს სასწაულს და ვერ მიიღებს იონას საწაულის გარდაო! იონა კი ნინევიელების სინანულთანაა დაკავშირებული! ასე რომ სწორი სარწმუნოებრივი აზროვნების გარეშე , შეიძლება განიკურნო კიდეც , მაგრამ იესო ქრისტეში გადარჩენა კი ამგვარი ცნობიერებით შეუძლებელი ხდება!4) რაც შეეხება ხალხის ნუგეშს: იესო ქრისტეს სიყვების არ წამთ მათ ( რაც წამთ ის კი გამოჩნდა!) და ჩვენს ნუგეშს მიიღებდნენ ?!
ასე , რომ მადლობა ღმერთს , რომ საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებაც გამოქვეყნდა, ასევე , რაც არ უნდა პარადოქსი , იყოს დედა პარასკევასაც არ დასიზმრებია,( როგორც თვითონ აცხადებს) , რაც "გაუბაზრეს " ფეისბუკით და მაშინ ისმის ერთი ლოგიკური კითხვა-ეს ყველაფერი რაც მცხეთაში ხდებოდა სიზმარი იყო თუ ვიღაცის კარგად დაგეგმილი შაყირი, რათა კარგად წარმოჩენილიყო საქართველოსა შინა ქრისტიანული სარწმუნოება!

დეკანოზი ლევან მათეშვილი
1

Share this post


Link to post
Share on other sites
კარგი მამაო

http://sazogadoeba.ge/index.php?post_id=1267
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting