Posted 6 Jan 2014 · Report post კიდევ ერთი! ხალხი ზომბად იქცა და ვერ ვხედავთ! http://www.youtube.com/watch?v=riwaRMVnOvM ვიღაცამ დაწერა ფეისბუკზე რომ მამა გაბრიელი სურვილებს ასრულებს თუკი შობამდე ჩახვალ საფლავზე ან ბაკურიანშიო. იმმენად შობამდე მერე ალბათ აღარ ეცლება. [b]ხო და ამ დროს დედა პარასკევა აცხადებს რომ [/b] დედა პარასკევა - მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა ან გამოცხადება არ მქონია 09:24 06-01-2014 დედა პარასკევა - მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა ან გამოცხადება არ მქონია მამა გაბრიელის საფლავს ვთხოვე, რომ ხალხისთვის სურვილები შეესრულებინა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მცხეთის დედათა მონასტრის მონაზონმა, დედა პარასკევამ განუცხადა. მისი თქმით, არ ყოფილა არც გამოცხადება და არც ხილვა. "მამა გაბრიელის საფლავზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. შეწუხებულები იყვნენ ეს ადამიანები და ვთხოვე მამა გაბრიელს, რომ შეესრულებინა მათი სურვილები სადიდებლად ღვთისა და რაღაც ისეთი მოეხდინა ერში, რომ გამოცოცხლებულიყო, გამხიარულებულიყო საქართველო და გაძლიერებულიყო სარწმუნოებაში. მოხდა სასწაული და ამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენთან. 31 დეკემბერს ვთხოვე მამა გაბრიელს საფლავზე, რომ შეგვწეოდა და დაგვხმარებოდა", - აცხადებს დედა პარასკევა. მან ისიც აღნიშნა, რომ მამა გაბრიელი ყოველთვის ახდენს სასწაულებს და ეს კონკრეტულ დღეზე დამოკიდებული არ არის. ბოლო ორი დღის განმავლობაში სამთავროს დედათა მონასტერში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. იქ მისულთა თქმით, დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება, ხილვა - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან, ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება. ხალხის სიმრავლის გამო, დედათა მონასტერთან მისასვლელ გზებზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებდა. [url="http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/265746-deda-paraskeva-mama-gabrielthan-dakavshirebith-khilva-an-gamockhadeba-ar-mqonia.html?fb_action_ids=10203097161219747&fb_action_types=interpressnewsreader%3Anewsread&fb_source=other_multiline&action_object_map=[1386743444915795]&action_type_map=[%22interpressnewsreader%3Anewsread%22]&action_ref_map=[]"]წყარო[/url] 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post თვითონ ფაქტის კომენტირებისგან თავს შევიკავებ. რელიგია და რწმენა ძალიან პირადული საკითხებია და ვისაც როგორ უნდა, ისე იწამებს. მე დედა პარასკევას კომენტარები მაოცებს მხოლოდ. გუშინ მოვუსმინე სიუჟეტში, შევთხოვე მამა გაბრიელს, რომ ხალხისთვის სანატრელი სურვილი აესრულებინა და ნიშანი მივიღეო, რომ მის საფლავზე კიდევ ერთგან, სახელი აღარ მახსოვს, 7 იანვრამდე მისულთ 2 სურვილის თხოვნა შეუძლიათო. თვითონვე თქვა ეს. მართალია, არც გამოცხადება და არ ზმანება არ უთქვამს, მაგრამ თქვა, რომ ნიშანი მიიღო. ამ გაჭირვებული ხალხისთვის "ნიშნის მიღებაც" საკმარისია იმისათვის, რომ მერე დანარჩენის ყბაში ჩავარდნენ. რადგან სწამთ ამ მათი, დედა პარასკევასი, წმინდა გაბრიელის... დაფიქრება მართებდა დედა პარასკევას, ჩემი აზრით. იქ გულით მისულები კი მიიღებენ თავიანთ წილ სასწაულს, რადგან რწმენით მივლენ. მაგრმ აი, ეს ვიშ-ვიში და ყაყანირომ აღარ დაილია რწმენისა და რელიგიის გარშემო ჩვენს ქვეყანაში, ეგ მაღელვებს. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post [u][b]თემის სათაურს ჩავასწორებ. ეს არაა მართლმადიდებლური მარაზმი, ესაა მავანთა უაზრო გამოხტომების შედეგი. მართლმადიდებლობა სხვა რამეა არსით და მარაზმი სიტყვა მაგასთან არაა მოსატანი. რაც ხდება არაა ნორმალური, გეთანხმებით.[/b][/u] [color="#FF0000"][size="6"][b]მამა გაბრიელის საფლავთან დაკავშირებულ მოვლენებზე საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს [/b][/size][/color] [size="5"]ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული. საპატრიარქო ამ დღეებში მამა გაბრიელის საფლავზე განვითარებული მოვლენების გამო განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ვინც 7 იანვრამდე მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და რაიმეს შესთხოვს, ყველაფერი აუსრულდება. ჯერ ერთი, ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. მეორეც, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ის ნათქვამიც, თითქოს ყველას ყველა სურვილი აუსრულდება, რადგან ხორციელდება ის თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და, რაზეც უფლის ნებაა და არა ნებისმიერი ნატვრა. საერთოდ, დიდ დღესასწაულებზე ეკლესიაში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს და ამ დროს განსაკუთრებულად გულმხურვალედ უნდა ვევედროთ უფალს. დგება შობის ბრწყინვალე ზეიმი. დაე, იესო ქრისტეს წყალობა და ლოცვა-კურთხევა არასოდეს მოაკლდეს საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს", _ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. [/size] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/265766-mama-gabrielis-saflavthan-dakavshirebul-movlenebze-saqarthvelos-sapatriarqo-ganckhadebas-avrcelebs.html შრიფტი იმხელაა, იმედია შემოგეკითხებათ [quote name='mako' post='713391'] თვითონ ფაქტის კომენტირებისგან თავს შევიკავებ. რელიგია და რწმენა ძალიან პირადული საკითხებია და ვისაც როგორ უნდა, ისე იწამებს. მე დედა პარასკევას კომენტარები მაოცებს მხოლოდ. გუშინ მოვუსმინე სიუჟეტში, შევთხოვე მამა გაბრიელს, რომ ხალხისთვის სანატრელი სურვილი აესრულებინა და ნიშანი მივიღეო, რომ მის საფლავზე კიდევ ერთგან, სახელი აღარ მახსოვს, 7 იანვრამდე მისულთ 2 სურვილის თხოვნა შეუძლიათო. თვითონვე თქვა ეს. მართალია, არც გამოცხადება და არ ზმანება არ უთქვამს, მაგრამ თქვა, რომ ნიშანი მიიღო. ამ გაჭირვებული ხალხისთვის "ნიშნის მიღებაც" საკმარისია იმისათვის, რომ მერე დანარჩენის ყბაში ჩავარდნენ. რადგან სწამთ ამ მათი, დედა პარასკევასი, წმინდა გაბრიელის... დაფიქრება მართებდა დედა პარასკევას, ჩემი აზრით. იქ გულით მისულები კი მიიღებენ თავიანთ წილ სასწაულს, რადგან რწმენით მივლენ. მაგრმ აი, ეს ვიშ-ვიში და ყაყანირომ აღარ დაილია რწმენისა და რელიგიის გარშემო ჩვენს ქვეყანაში, ეგ მაღელვებს. [/quote] +1 უბრალოდ რომ ნახა სხვა სასულიერო პირების რეაქცია, რელიგიათმცოდნეების და ა.შ. გადააბრუნა "პლასტინკა" თავს ვიკავებ განსჯისაგან უბრალოდ, ამ ცოდვის აკიდება არ მინდა. 1 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post წრმენით ნათქვამი ორი სურვილიც შეგისრულდება და ასიც. უფალი პირდაპირ გვეუბნება, ითხოვეთ და მოგეცემათ. 1 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post [b][member="nodariko1991"][/b], რა თქმა უნდა. ხალხი ისეა სასოწარკვეთილი და განადგურებული, დაბეჩავებული არ ვიცი... დავდივარ ქუჩაში, ვუყურებ უმეტესობის ქცევას და გული მტკივა ერთმანეთის სიყვარული და ატივისცემა დაკარგეს... ხანდახან მზად არიან უბრალო რამეზე გაგლიჯონ ერთმანეთი, აზროვნების უნარი წაერთვა ხალხს. სამწუხაროა, რომ ამას გამოეკიდა ყველა და პატრიარქის ქადაგება - იაზროვნეთო, გაატარეს. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post [b][member="Serafit"][/b], [quote name='Serafit' post='713397'] რა თქმა უნდა. ხალხი ისეა სასოწარკვეთილი და განადგურებული, დაბეჩავებული არ ვიცი... დავდივარ ქუჩაში, ვუყურებ უმეტესობის ქცევას და გული მტკივა [/quote] ცხოვრება ზოგჯერ ისე მწარედ გადაუვლის ხოლმე ადამიანს, ძნელია ბავშვივით ჩვილი გული ჩაიტოვო საგულეში..გაქვავდება და გაბოროტდება აბა რას იზამს.. და ჩვენი შეცდომა ის იქნება მათზე თუ არ ვილოცებთ და თითს გავიშვერთ, აი როგორები არიან, გულის მაგიერ ქვა აქვთო. შეგვეწიოს ღმერთი რავი, სხვა ვერაფერს იტყვი. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post [b][member="nodariko1991"][/b], ეგ კი ხან მეც გავსასტიკებულვარ, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ რა. ხალხს, მასას აქვს თავისი ფსიქოლოგია, ყველა კონკრეტულ პერიოდში რაღაც ქცევა ახასიათებს.. როგორც ერთ ცოცხალ ორგანიზმს. ახლა კი ცუდად არის ხალხი... ანუ რამეზე კი არ მივუთიტებ ვინმეს, ფაქტს ვამბობ, ხალხს უჭირს. ყველას გვიჭირს ალბათ. ადრე რომ ვუღიმოდი გამყიდველს სიტყვაზე, ისიც მიღიმოდა. ახლა ურეაქციოები გახდნენ - დამძიმდა სული ხალხის. ყელგან ეძებენ შველას.. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post [b][member="Serafit"][/b], კი მასეა. ამიტომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ გაჭირვების დათმენაში. არასდროს უფალი ისე ახლოს არაა ადამიანთან, როცა მას უჭირს და სტკივა. კარგია, რომ შენ ამას ხედავ. ხედავ და შეგიძლია უთანაგრძნო. ბევრი ვერ ხედავს და იმიტო ვერ ეხმარებიან. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post მგონია რომ საქმე მარტო იმაში არა ხალხი რომ გაჭირვებულია და იმედს ებღაუჭება. მე პირადად მაღიზიანდებდა და ახლაც მაღზიანებს ბრმადმორწმუნეობა. რაც ჩვენთან საკმაოდაა გავრცელებული. ხალხს საკუთარი შეფასების უნარი და გონება უნდა ჰქოდნეს ყველაფერზე თქვა მართალიაო( რასაც არა ამ შემთხვევაში არამედ ზოგადად ვამბობ )სასულიერო პირი ამბობს არ მიმაჩნია სწორად . 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post [b][member="nodariko1991"][/b], ზოგს დახმარებაც არ სჭირდება კონკრეტულად ჩემი და შენი. თავის პრობლემებში ისეა ჩაღრმავებული, იმდენს ვერ ხვდებ, მოხუცს ხელი შეაშველოს გადასასვლელზე. მასობრივი გულგრილობაა ... 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 (edited) · Report post ვარიდებ ხოლმე თვალს ეს ბოლო დღეებია ფეისბუქზე გაშეარებულ სიუჟეტებს და ნიუსებს ამ თემაზე... არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო არც იმ ხალხს ვინც იქ ჩავიდა და არც იმათ ვინც მათზე ქილიკობს ... თუმცა ყველაფერზე უფრო მეტად "გონებაგანათებული" მამაოების ფეისბუქგამოხტომები მაღიზიანებს იმიტომ რომ ლომის წვლილიმაგათ მიუძღვით იმაში რომ ვირაცის ნაბჟუტურები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "ნაბჟუტურები" საკმარისია იმისთვის რომ ესე ნახევარი საქართველო ჩაქანდეს ბერის საფლავზე და ზედ იგორონ 2 სურვილის ასრულების მოლოდინში... ბლინ სახლში ან სადმე ეკლესიაში თუ ილოცებ რა არ შეისმენს? ... ეხლა გამომივიდნენ გონებაგანათებულები და დაიწყეს მწარე მწარე სტატუსების რახარუხი... როცა აწყობთ მაშინ გაუნათლებელი ბრბოა ის ხალხი როცა 10 მოზარდს ათასი მისდევდა გადასატელად და წიხლქვეშ გასაგდებად მაშინ ხო იყო სარწმუნოების გადასარჩენად მებრძოლი მართლმორწმუნე ერი... დედა პარასკევას კომენტარებმა საერთოდ მომცელა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.... მოკლედ საიტაც არ უნდა გაიხედო ყველგან ყელამდე ნაგავში ვართ.. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ესეთი ფაქტები დააფიქრებს ეკლესიასაც და მრევლსაც თორე ჩვენი საშველი არ იქნება არასდროს.... Edited 6 Jan 2014 by E madame 3 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post [quote name='E madame' post='713418'] მამაოების ფეისბუქგამოხტომები მაღიზიანებს იმიტომ რომ ლომის წვლილიმაგათ მიუძღვით იმაში რომ ვირაცის ნაბჟუტურები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "ნაბჟუტურები" საკმარისია იმისთვის რომ ესე ნახევარი საქართველო ჩაქანდეს ბერის საფლავზე და ზედ იგორონ 2 სურვილის ასრულების მოლოდინში... [/quote] კაცო მამაოებზე ნუ ამბობ ეგრე. ცოდვააა რას ამბობ. ყველაფერი ჩვენი ბრალია. მამაო უცოდველია. დიახ მაგათი ბრალია აბა ვისი ბრალია? მაგათმა მიიყვანეს მრევლი გამოყეყეჩებამდე 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post [b][member="sashka"][/b], კაი რა შეეშვი მამაოს შენსას მიხედე. და საერთოდაც მრევლის ბრალია როცა მამაო რამეს არასწორად აკეთებს. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post [quote name='Serafit' post='713397'] რა თქმა უნდა. ხალხი ისეა სასოწარკვეთილი და განადგურებული, დაბეჩავებული არ ვიცი... [/quote] ხალხმა თვითონ მიიყვანა ესეთ დღეში თავი [quote name='takome' post='713410'] ხალხს საკუთარი შეფასების უნარი და გონება უნდა ჰქოდნეს ყველაფერზე თქვა მართალიაო [/quote] თუკი მამაომ თქვა მამი ესეიგი მართალია.მაგათ მაგივრად მამაო ფიქრობს და ამბობს და ამათ აღარ უნდათ ფიქრი სხვები ფიქრობენ რატომ შეიწუხონ თავი? მთავარი ხომ ისაა რომ "საქართველო ტრადიციულად მართლმადიდებლური ქვეყანაა." მარა რა არის, რატომ არის, ეგ არავინ არ იცის. მთავარია რომ წინაპრები მართლმადიდებლები იყვნენ. და ყველაზე სამწუხაროა კიდევ ის რომ ეს ხალხი არჩევნებზე მიდის და ვინც კარგად დამწყემსავს იმას მიცემს ხმას. აი ესაა დღევანდელი მართლმადიდებლობა, და ეს მღვდლების ბრალია!!!!!![quote name='nodariko1991' post='713436'] და საერთოდაც მრევლის ბრალია როცა მამაო რამეს არასწორად აკეთებს. [/quote] შენ წინადადებაში ორი აზრია. ესეიგი მრევლის ბრალია როცა მამაო არასწორად აკეთებს რამეს? ვერ მივხვდი? ანუ მრევლი აიძულებს? თუ პირიქით? 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post ხალხო, შობა დღეს მაინც შეიკავეთ თავი, დამშვიდდით, მიეცით საშუალება სიყვარულს და სიმშვიდეს, დაისადგუროს თქვენს გულებში. დაანებეთ სხებს თავი, ყველას თავისი მოეკითხება. ნუ დაიმძიმებთ თავს განსჯა-განკითხვით. შობას გილოცავთ აქაც. პ.ს. [b][member="E madame"][/b], +1111111111 :* 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Jan 2014 · Report post [b][member="sashka"][/b], შენ ხარ მამაოებზე დაბოღმილი კაცი 1 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 7 Jan 2014 · Report post [quote name='nodariko1991' post='713440'] შენ ხარ მამაოებზე დაბოღმილი კაცი [/quote] ნწ არანაირად. არიან მამაოები ვინც მართლა ქადაგებს და მართლა [size="7"][b]განათლებული[/b][/size] მამაოა და არა ესენი რო არიან ზოგ ზოგიერთები ვერ გაუგიათ რას ქადაგებენ. [quote name='Serafit' post='713439'] ხალხო, შობა დღეს მაინც შეიკავეთ თავი, დამშვიდდით, მიეცით საშუალება სიყვარულს და სიმშვიდეს, დაისადგუროს თქვენს გულებში. დაანებეთ სხებს თავი, ყველას თავისი მოეკითხება. ნუ დაიმძიმებთ თავს განსჯა-განკითხვით. [/quote] მოვიდა მშვიდობის მტრედი შენც იცი სიმართლეა. ხომ არის სიმართლე? 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 7 Jan 2014 · Report post საერთოდ დროა მივეჩვიოთ, რომ საქართველოში ქრისტიანი არა 85%-ია, არამედ მაქსიმუმ 5-6 % დანარჩენები გაგებაში არ არიან რა არის ქრისტიანობა და კერპთაყვანისმცემლობამდე ან ჯადოსნობამდე დაიყვანენ ხოლმე ყველაფერს. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 7 Jan 2014 · Report post [quote name='დინამო' timestamp='1389086068' post='713447'] საერთოდ დროა მივეჩვიოთ, რომ საქართველოში ქრისტიანი არა 85%-ია, არამედ მაქსიმუმ 5-6 % დანარჩენები გაგებაში არ არიან რა არის ქრისტიანობა და კერპთაყვანისმცემლობამდე ან ჯადოსნობამდე დაიყვანენ ხოლმე ყველაფერს. [/quote] გეთანხმები 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 7 Jan 2014 · Report post [b][member="დინამო"][/b], http://www.youtube.com/watch?v=Fv2LxnAgSqg ვიდეოს უყურე ცინცხალი ვიდეოა [quote name='დინამო' post='713447'] საერთოდ დროა მივეჩვიოთ, რომ საქართველოში ქრისტიანი არა 85%-ია, არამედ მაქსიმუმ 5-6 % დანარჩენები გაგებაში არ არიან რა არის ქრისტიანობა და კერპთაყვანისმცემლობამდე ან ჯადოსნობამდე დაიყვანენ ხოლმე ყველაფერს. [/quote] მე ვიმეორებ!!! არ ვარ რელიგიის და მართლმადიდებლობის მტერი. უბრალოდ მე ვფიქრობ რომ მღვდლებმა და მაღალმა სასულიერო იერრარქებმა რაღაც თუ არ იღონეს ესე აღარ შეიძლება უკვე 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 7 Jan 2014 · Report post [quote name='sashka' post='713461'] უბრალოდ მე ვფიქრობ რომ მღვდლებმა და მაღალმა სასულიერო იერრარქებმა რაღაც თუ არ იღონეს ესე აღარ შეიძლება უკვე [/quote] ლექსო, გარდაუვალი პროცესია ეს, რაც ხდება, სამწუხაროდ... როცა ბოკერია იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, სხვას არაფერს არ უნდა ელოდო. კიდევ ვიმეორებ - ცოცხალი და ჯანმრთელია ირმა ინაშვილი და რომ იყოს აქ დაადასტურებდა - როგორ მოსთხოვეს პირველ არზე მუშაობისას ისეთი ფილმების მომზადება, რაც შეურაცხყოფდაპატრიარქს და რელიგიას. ერთ-ერთი, ვინც სთხოვდა ეს იყო ბოკერია... არ აწყობთ ქვეყნის მტრებს ზნეობა და რწმენა არც ჩვენ ვართ იდეალურები - ქვევით თემაში გილოცავთ-ის დაწერა გვეზარება, აქ კი ვქაქანებთ. ეჰჰ.. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 7 Jan 2014 · Report post [quote name='Serafit' post='713464'] არც ჩვენ ვართ იდეალურები - ქვევით თემაში გილოცავთ-ის დაწერა გვეზარება, აქ კი ვქაქანებთ. [/quote] კი მარა ნუ აყენეებ შენს თავს უკან ნურასოდეს. დამიჯერე მერე რა რო ის მღვდელია. ისიც ადამიანია.ქრისტეც მღვდლებმა გააკრეს ჯვარზე ასე რომ ისინიც არ არიან ჩვენზე მეტნი რამით 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 7 Jan 2014 · Report post [quote name='sashka' post='713479'] ქრისტეც მღვდლებმა გააკრეს ჯვარზე [/quote] არამართლმადიდებლებმა, განსხვავებაა. ეს ერთი, მეორეც, ეს მღვდლები მოუწოდებენ ზუსტად, აბორტები არ იკეთონ სიტყვაზე, მაგრამ აბორტების რაოდენობა მაინც კატასტროფულია ჩვენთან. განსაკუთრებით, სელექციური აბორტები. მოწევას ეკლესია ცოდვად თვლის, მაგრამ უდიდესი ნაწილი მწეველია.. ერთი სიტყვით, მაშინ ამ კუთხითაც უნდა ჰქონდეს გავლენა ეკლესიას ხო? არადა სამწუხაროდ, არა. მხოლოდ მცირე პროცენტია ვინც აცნობიერებს რეალურად რასაც ასწავლის ეკლესია. ასევე, მე მგონი ჩანს ეკლესიის პოზიცია ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. ამასთან, სალიმ კარგად დაწერა - არავის განსჯა არ მინდა, მათიც ვინც აჰყვა ამ ყველაფერს და არც იმ ტაბულას მოძღვრების, ყველას თავისი გზით გაუმარჯოს და უფალმა განსაჯოს. უბრალოდ, იყვნენ იქ ლეიკემიით დაავადებულებიც, იმათი ახლობლებიც და არავის არ ვურჩევ იმის გამოცდას, განუკურნებელი სენით რომაა ახლობელი ავად. რომ გითხრან თავი ჩამოიხრჩე და ეშველებაო, ჩამოიხრჩობ... [quote name='sashka' post='713479'] კი მარა ნუ აყენეებ შენს თავს უკან ნურასოდეს. დამიჯერე [/quote] ქრისტიანობა ამპარტავნობას არ გვასწავლის, დამიჯერე 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 7 Jan 2014 · Report post http://www.radiotavisupleba.ge/content/blog-giorgi-gvakharia-qajeti/25222211.html საინტერესოა 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 8 Jan 2014 · Report post [quote name='Serafit' post='713480'] არამართლმადიდებლებმა, განსხვავებაა. [/quote] რა შუაშია მართლმადიდებელი და კათოლიკე და კიდე ისა რა ქვია რა ქვია ებრაელების რელიგიას. ხომ გააკრეს? [quote name='Serafit' post='713480'] ქრისტიანობა ამპარტავნობას არ გვასწავლის, დამიჯერე [/quote] და როცა ხედავ თავზე გივლიან? [quote name='Serafit' post='713480'] არც იმ ტაბულას მოძღვრების, [/quote] მამა ლევანის ქადაგებები რომელიც შენ ძალიან მოგწონს და მეც მაგასაც ტაბულას მოძღვარს ეძახიან. როგორ ფიქრობ არის ტაბულას მოძრვარი? 0 Quote Share this post Link to post Share on other sites