Sign in to follow this  
Followers 0

5 ყველაზე საშიში ჰაკერი

5 posts in this topic

[b]კევინ მიტნიკი (Kevin Mitnik)[/b]

[img]http://s47.radikal.ru/i117/0909/31/abff415a7e23.jpg[/img]

კევინ მიტნიკის სახელი შეიძლება დასახელდეს სიტყვა “ჰაკერის” სინონიმად. ა.შ.შ-ს იუსტიციის სამინისტროში ის ჯერ კიდევ ითვლება ყველა დროის ყველაზე საშიშ კიბერ-დამნაშავედ. მისი დანაშაულები უკვდავყოფილია ფილმში [b]“Взлом / Takedown”[/b].
მიტნიკმა დაიწყო ლოს-ანჟელესის სატრანსპორტო ბილეთების სისტემის გატეხვით, რომ უფასოდ ეკატავა ავტობუსებით. შემდეგ, სტივ ვოზნიაკის( [b]Steve Wozniak Apple[/b]-იდან) მსგავსად რეკავდა უფასოდ, იმის ხარჯზე რომ იცოდა ტელეფონის სისტემა. პირველად მიტნიკი გაასამართლეს [b]Digital Equipment Corporation (DEC)[/b]-ის სისტემის გატეხვისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოპარვისთვის. ამის შემდეგ მიტნიკი მთელ შეერთებულ შტატებს მოედო. მისი სიტყვებით, იგი ძვრებოდა სატელეფონო ქსელებში, იპარავდა პირად ინფორმაციებს და აგრეთვე ძვრებოდა ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. მის ჰაკერულ კარიერას ბოლო მოეღო, როდესაც მან გატეხა კომპიტერების ეხსპერტის და ამავდროულად ჰაკერის საშინაო “მანქანა”, ეს იყო [b]ცუტომუ შიმომურა(Tsutomu Shimomura)[/b]. 5 წლისა და 8 თვის კამერაში ჯდომის შემდეგ, მიტნიკი გახდა მრჩეველი კომპიუტერების უსაფრთხოების სფეროში. დანარჩენი ჰაკერების ბიოგრფიებისა და მათი ისტორიების სანახავად თუ რაში იყვნენ ბრალდებულმი დააჭირეთ ”სრულად ნახვას”

[b]ადრიან ლამო (Adrian Lamo)[/b]

[img]http://www.toptenz.net/wp-content/uploads/2010/05/adrian-lamo-arrest-warrant.jpg[/img]

ლამომ სერიოზულად დააზარალა კომპანიები [b]Microsoft[/b] და [b]The New York Times[/b]. ის ინტერნეტში შედიოდა ინტერნეტ-კაფეებიდან, Kinko-ს სურათების საბეჭდი ადგილებიდან და ბიბლიოთეკებიდან, ბოლოს და ბოლოს მას შეარქვეს “უსახლკარო ჰაკერი”. ლამო ხშირად პოულობდა შეცდომებს თავდაცვის სისტემებში და ტეხდა მათ. მაგრამ, ამასთანავე იგი ამ შეცდომებს ატყობინებდა კომპანიებს.
ლამოს გატეხილი საიტების სიაში შედის [b]Yahoo![/b], [b]Citigroup, Bank of America და Cingular[/b]. რათქმაუნდა, კარგი ჰაკერები აკეთებდნენ იგივეს, მაგრამ ისინი ამას ლეგალურად შვრებოდნენ, რადგანაც მათ თვითონ კომპანიები ქირაობდნენ სისტემაში შეცდომების საპოვნად, ლამო კი ამას კანონების დარღვევით აკეთებდა.
[b]The New York Times[/b]-ის ქსელის გატეხვის შემდეგ მას მიაქციეს ყურადღება. ამის გამო სასამართლომ კომპენსაციის სახით [b]65 000[/b]
დოლარის გადახდა დააკისრა. ამის გარდა მას 6-თვიანი შინა-პატიმრობა და 2-წლიანი პირობითი მიუსაჯეს. სასჯელს ვადა 2007 წლის იანვარში გაუვიდა და ახლა ლამო ცნობილია როგორც ჟურნალისტი და ლექტორი.

[b]ჯონათან ჯეიმსი(Jonathan James)[/b]

[img]http://www.lubopiten.com/uploads/posts/2011-06/1308863548_jonathan-james.jpg[/img]

ჯონათანი 16 წლის იყო, როდესაც მისი სახელი გახდა ცნობილი, როგორც პირველი არასრულწლოვანი დაჭერილი ჰაკერობისთვის. მოგვიანებით მან თქვა, რომ უბრალოდ ერთობოდა და მას მოსწონდა რთული დავალებები.
ჯეიმსი ტეხდა სერიოზულ ორგანიზაციებს, მათ შორის [b]Defense Threat Reduction Agency[/b], რომელიც ა.შ.შ-ს თავდაცვის სამინისტროს ნაწილია. ამის შემდეგ მან მოიპოვა სახელები და კოდები, აგრეთვე შეეძლო პირადი ინფორმაციის დათვალიერება.
ჯეიმსის ყველაზე დიდი მიღწევა იყო [b]NASA[/b] -ს გატეხვა და პროგრამული უზრუნველყოფის მოპარვა, რომლის ფასი შეადგენდა $1.5 მილიონს. ა.შ.შ-ს იუსტიციის სამინსიტროს მონაცემებით ჯეიმსის მიერ მოპარული პროგრამული უზრუნველყოფა მართავდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, საცხოვრებელ ადგილებში ტემპერატურისა და ტენიანობის მართვის სისტემის ჩათვლით. [b]NASA[/b]-ს სისტემის გატეხვის შემდეგ აუცილებელი გახდა მისი გამორთვა და შემოწმება, რაც გადამხდელებს [b]41 000[/b] დოლარი დაუჯდათ. დღესდღეობით ჯეიმსი გეგმავს კომპანიის გახსნას, რომელიც იზრუნებს კომპიუტერების უსაფრთხოებაზე.

[b]რობერტ ტაპან მორისი(Robert Tappan Morris)[/b]

[img]http://lifeglobe.net/x/entry/2385/morris1.jpg[/img]

რობერთ მორისის მამა, რომელსაც აგრეთვე რობერტ მორისი ჰქვია, ოდესღაც მუშაობდა აშშ-ს ნაციონალური თავდაცვის სააგენტოში. რობერტ მორის-უმცროსი არის „რობერტის ჭიის” შემქმნელი. ეს ვირუსი გახდა პირველი კომპიუტერული ჭია, რომელიც ვრცელდებოდა ინტერნეტით. მორისი გახდა პირველი, ვინც დაადანაშაულეს კომპიუტერულ თაღლითობაში და უფლებების დარღვევაში 1986 წელს.
მორისმა თავისი „ჭია” შექმნა კორნელის უნივერსიტეტში სწავლის დროს. მისი მტკიცებით, მან ეს გააკეთა იმის გასაგებად, თუ რამდენად იყო გავრცელებული ინტერნეტი იმ დროში. ჭია კი გამრავლდა და გავრცელდა ინტერნეტში საშინელი სიჩქარით. იგი რთავდა კომპიუტერებს და ზოგს საერთოდაც აფუჭებდა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ჭიამ გააფუჭა 6 000 -ზე მეტი კომპიუტერი. მორისს მიუსაჯეს 3-წლიანი საცდელი ვადა, 400 საათი საზოგადო სამუშაო და აგრეთვე დაავალეს 10 500 დოლარის გადახდა.
ახლა მორისი არის პროფესორი მასაჩუსეცის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და მუშაობს „კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის” ლაბორატორიაში. მისი საყვარელი საქმეა – კომპიუტერული ქსელების არქიტექტურა.

[b]კევინ პოლსენი (Kevin Poulsen)[/b]

[img]http://image.cnwest.com/attachement/jpg/site1/20130805/7845c432d1321369335300.jpg[/img]

პოლსენს ხშირად უწოდებენ [b]ბნელ დანტეს (Dark Dante)[/b].ლოს-ანჟელესის სატელეფონო ხაზების რადიოსადგურის [b]KIIS-FM[/b]-ის გატეხვის შემდეგ მასზე მთელმა ა.შ.შ-მ გაიგო. ამაზე მან საკმარისად ფული იშოვა, რომ ეყიდა პორშე და კიდევ სხვა რაღაცები(რაღაცეები შეცდომაა).
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პოლსენის ძებნა დაიწყო იმის შემდეგ, როდესაც მან მათი მონაცემების ბაზაში შეაღწია და გაიგო საიდუმლო ინფორმაცია მათ მიერ ტელეფონების მოსმენის შესახებ. პოლსენი დასპეცდა სატელეფონო ხაზებზე და ხშირად ტეხდა სატელეფონო სადგურებს. ამის გარდა, აღდგენდა ტელეფონის ნომრებს თავისი მეგობრისთვის, რომელიც იყო ვირტუალური საექსპორტო სააგენტოს მფლობელი. პოლსენის საქმე გადაიყვანეს გაუხსნელი საქმეების სიაში, მაგრამ მისი დაჭერა მაინც მოხერხდა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლსენი მუშაობდა ჟურნალისტად, ცოტა ხანში კი გახდა [b]Wired News[/b] -ის მთავარი რედაქტორი. Edited by giorgi711
1

Share this post


Link to post
Share on other sites
საინტერესოა.
[quote name='giorgi711' post='712368']
და კიდევ სხვა რაღაცები(რაღაცეები შეცდომაა).
[/quote]
100% მრთალია.
შენი დაწერილია გიო?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="giorgi711"][/b],


:D

პოსტი მაგარია :D


მარა ბოლო გლიჯავს იმაზე გამეცინა :D :D

[quote name='giorgi711' post='712368']
კიდევ სხვა რაღაცები(რაღაცეები შეცდომაა).
[/quote]
შენ თავს შენ გაუსწორე? :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
:D:D:D ჩემი დაწერილია ,მაგრამ რაღაც რაღაცეები დაკოპირებულიც მაქვს)))
ეს დავწერე ჩემ ფორუმზე ადრე :D:D ახლა ბაზიდან ამოვიღე
პ.ს კიდევ დავწერ საინტერესო პოსტს ახლა ))) Edited by giorgi711
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='sashka' post='712373']

შენ თავს შენ გაუსწორე? :D
[/quote]
უფრო აღნიშნა ალბათ, რომ არ შედავებოდნენ.: ))
[b][member="giorgi711"][/b],
კარგია, კარგად წერ : ))
0

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!


Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.


Sign In Now
Sign in to follow this  
Followers 0