Posted 13 Nov 2013 · Report post [b][color="#2F4F4F"]რატომაა ამდენი ზიზღი ადამიანებში? აი ყოველდღიურად ვაწყდები უკვე ამ ჩაბუდებულ ზიზღს ყოველწამს ... გინდა ეს სამარშუტო ტაქსში თუ სანაცნობო წრეში.ეზიზღებათ მათხოვები და ისინიც ვინც მათ არ ეხმარება, ეზიზღებათ სამშობლო, ეზიზღებათ ის ვინც მასზე მაგარ მანქანაზე ზის , ის ვინც მასზე კარგად ფლობს რაღაც საქმეს, ეზიზღებათ პოლიტიკოსები რომლებიც 1 წუთის წინ უყვარდათ,ეზიზღებათ ქართული ტრადიციები, ეზიზღებათ უმიზეზოდ... საიდან მოდის ეს ზიზღი მართლა ვერ ვხვდები როგორ ფიქრობთ რა იწვევს საზოგადოებაში ამ ზიზღს? ვერ ვუპოვი ამ გრნობას იმ გამართლებას რომ ხალხი დაიღალა რომ ხალხს შია და ფულს გაჭირვებით შოულობს. საზოგადოება გაბოროტდა ასე მგონია... თქვენ რას ფიქრობთ რატომაა რომ ყოველ ნაბიჯზე ზიზღი გვხვდება?[/color][/b] 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post [b][member="takome"][/b], ჰო, ყველა დაბღვერილი დადის ქუჩაში და ღიმილიანი სახე გენატრება ადამიანს,ეგრეა 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post შენ ნუ მოექცევი ზიზღით ნურავის, ნურც ზიზღიან ადამიანს, სიყვარული აჩუქე ყველას და ნელ-ნელა ყველას აეხილება თვალი. ცოდოა ადამიანი ვის გულშიც სიყვარულის გარდა სხვა არაწმინდა გრძნობაა, ამ ქვეყანაშივე ჯოჯოხეტს განიცდიან. უნდა გავუთბოთ ასეთ ადამიანებს გულები. ყველანი ღვთის შვილები ვართ, დები და ძმები. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post [b][member="nodariko1991"][/b], ეს შენი სიტყვებია? 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post [quote name='nodariko1991' timestamp='1384359029' post='711747'] ცოდოა ადამიანი ვის გულშიც სიყვარულის გარდა სხვა არაწმინდა გრძნობაა, ამ ქვეყანაშივე ჯოჯოხეტს განიცდიან. უნდა გავუთბოთ ასეთ ადამიანებს გულები. ყველანი ღვთის შვილები ვართ, დები და ძმები. [/quote] ამ ბოლო დროს რა ქადაგებებს დებ ხოლმე კაცო შენ ხო მშვიდობაა შუბლზე მესამე თვალი ხომ არ გაგიჩნდა და რამე? ეს თითქმის ხუმრობით რათქმაუნდა... მიზეზებზე ჯერ არ დავფიქრებულვარ თუმცა ეგ პრობლემა მეც მხვდება ხოლმე თვალში ამ ბოლო დროს... ყურსასმენებით სიარულს მივეჩვიე მაგის გამო... ტრანსპორტში ახვალ ცემა ტყეპა ატყდება თუ ვინმემ ხმა ამოიღო რამეზე... სადმე მაღაზიაში შეხვალ და შეიძლება თავში რამე მოგხვდეს თუ იკითხე რამე ზედმეტად... ხალხი ისე დაძაბული და გაღიზიანებული დადის მზად არიან ერთმანეთი დაფლითონ გვერდის გაკვრის გამოც კი 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post ხო ასეა ნამდვილად მშვიდ საუბარს ვერ გაიგებ ქუჩაში. თანაც ეს იმდენად შესამჩნევი გახდა რომ ... ბლატაობაში იმედია არ ჩამეთვლება მაგრამ ლონდონში რომ ვიყავი პირველი რაც გავიფიქრე რომ გავერკვიე რაღაც რაღაცეებში იყო ის ნეტა ამათ რა ანაღვლებთ თქო.. იმდენად შემეცოდა რაღაც ქართველები და საქართველო ათასი პრობლემით .. არადა არ მახსოვს მე 90იანებში ნუ 21 საუკუნის დასაწყისში მაშინ როდესაც არც შუქი იყო და არც არაფერი ამდენი ზიზღი.. ახლა რატომაა ასე ვერ ვხვდები 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post [quote name='E madame' post='711751'] ამ ბოლო დროს რა ქადაგებებს დებ ხოლმე კაცო შენ ხო მშვიდობაა შუბლზე მესამე თვალი ხომ არ გაგიჩნდა და რამე? [/quote] კაი აღარ ვიზამ [quote name='E madame' post='711751'] ტრანსპორტში ახვალ ცემა ტყეპა ატყდება თუ ვინმემ ხმა ამოიღო რამეზე... სადმე მაღაზიაში შეხვალ და შეიძლება თავში რამე მოგხვდეს თუ იკითხე რამე ზედმეტად... ხალხი ისე დაძაბული და გაღიზიანებული დადის მზად არიან ერთმანეთი დაფლითონ გვერდის გაკვრის გამოც კი [/quote] მართლაა? მე მასეთი აგრესია არ შემიმჩნევია. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post [b][member="nodariko1991"][/b], საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ მგზავრობ ხოლმე? 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post [quote name='takome' post='711753'] არადა არ მახსოვს მე 90იანებში ნუ 21 საუკუნის დასაწყისში მაშინ როდესაც არც შუქი იყო და არც არაფერი ამდენი ზიზღი.. ახლა რატომაა ასე ვერ ვხვდები [/quote] მაშინ პატარა იყავი და ვერ ამჩნევდი, ჩვენი მშობლების ზურგზე გადაიარა მაგ აგრესიამაც ზიზღმაც და ყველაფერმა. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post [b][member="nodariko1991"][/b], შეიძება .. მაშინ ჩემზე მხცოვანმა თქვას როგორ იყო 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post [quote name='E madame' post='711755'] საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ მგზავრობ ხოლმე? [/quote] იშვიათად, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post მე ვმგზავრობ ხშირად და ერთერთი მიზეზი რატომაც მძულს ყვითელი ავტობუსები მუდმივი სკანდალებია ვიღაც მძღოლს ლანძღავს ვირაც კონტროლიორს ეკაჩავება ვიღაც კარებში მოყვა და ყვირის... 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post [quote name='takome' post='711759'] ვირაც კონტროლიორს ეკაჩავება [/quote] ეგენი მაგრად მეცოდებიან. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post [quote]ვიღაც მძღოლს ლანძღავს[/quote] ამას წინათ მაგდა წერდა ერთ მძღოლზე, რომესაც გამოექომაგა თურმე. ისე შემეცოდა ის კაცი, ლამის ვიტირე. ვიღაც ვირს რაღაც პრეტენზიები ჰქონია, რომლის შესრულებითაც მძღოლს დააჯარიმებდნენ. ცრემლი მოერია თვალებშიო სიბრაზისა და უსუსურებისგანო. ლამის გული გამიჩერდა მე წელს ასეთი ზიზღი არ შემიმჩნევია. ეტყობა, საკუთარი ბედნიერებით ისე ვიყავი გართული სხვები არ მახსოვდა. სამაგიეროდ, მახსოვს შარშანდელი წინასარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდი. ისე განსხვავდებოდა ეს ორი "ხანა" ერთმანეთისგან, ვერ აღვწერ. არჩევნებამდე ისეთი დათრგუნულები, კრიჭაშეკრულები და დაჩაგრულები იყვნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ხალხი. არჩევნების შემდეგ სულ სხვა ვითარება იყო, სულ რამდენიმე დღეში. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 (edited) · Report post მე კიდევ შევესწარი ფაქტს როცა კაცი ადიოდა ავტობუსში მძღოლმა დაძრა მანქანა ეს კაცი კარებს ჩაებღაუჭა ფეხები ასფალტს მიაქლითა და საბოლოოდ ჩამოვარდა და ვითომც არაფერიო იმ ავტობუსმა ისე გააგრძელა გზა. საკუთარი თავლით რომ არ მენახა არ დავიჯერებდი მუხლები ქონდა კაცს გადატყავებული . რავიცი აბა მე რატომღაც ახლაც ვამჩნევ ამ ზიზღს ყველას და ყველაფრის დასჯა რომ უნდათ "ლიჟბი" ვინემ დაისაჯოს რაზე თვითონაც არ იციან Edited 13 Nov 2013 by takome 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Nov 2013 · Report post [b][member="takome"][/b], ავტობუსები და მარშუტკები სხვადასხვა ფენომენია და მართლა ცალ-ცალკე კვლევას საჭიროებს. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 14 Nov 2013 · Report post გაჭირვება აბოროტებს ბევრს და არ შეუძლიათ გაღიზიანების დაფარვა ქართველებს. ზოგი სახლში იგრუზება რაღააზე, გამოდის და გარეთ ჩხუბობს მერე... ალბათ ხშირად გინახავთ ფანჯრის გაღება-არ გაღებაზე ჩხუბი ტრანსპორტში. გააღებ, ჩხუბობენ, არ გააღებ ჩხუბობენ ერთი შემთხვევა მახსენდება ბოლოს რასაც შევესწარი - ბავშვიანი ქალი იყო მარშუტკაში, დილა იყო, ბავშვს სკოლის ჩანთა ჰქონდა და პირველ-მეორე კლასელი იქნებოდა ალბათ. მოკლედ, გააჩერეთო, დაუძახა ამ ქალმა და ჯერ ძლივს გააგონა მძღოლს. გაუჩერა როგორც იქნა, ამასობაში ეს ქალი ბავშვიან-ჩანთიანად ცდილობდა სავსე მარშუტკაში წინ გადაღწევას და ჩასვლას. მძღოლმა დაიძახა, ჩადიხართ თუ ტყუილად გავაჩერეო. ქალმა კი, კი ჩავდივართო. ხოდა, აბუზღუნდა ერთი ასაკიანი ქალი, რა არის ამდენი ხანი ჩასვლას რომ უნდებითო, ყველას გვეჩქარებაო. სხვები გამოექომაგნენ, ბავშვით არისო. მერე რაო, მაგხელები სულაც მარტოები დადიან სკოლაშიო. ბავშვის დედა არ აჰყვა, ერთი ის უთხრა მარტო, სახლში დახარჯეთ ეგ ენერგია ქალბატონოო და ჩავიდა. სულ ერთი წუთიც არ მდგარა ის მარშუტკა და არავის არაგვიანდებოდა უსაშველოდ. რა უნდოდა, რას აფრქვევდა ღვარძლს. კი მიიღო ამიტომაც საკადრისი პასუხი 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 15 Nov 2013 · Report post [quote]საიდან მოდის ზიზღი[/quote] უპერსპექტივობიდან 0 Quote Share this post Link to post Share on other sites