Sign in to follow this  
Followers 0

Bugatti Veyron

2 posts in this topic

Bugatti[size="5"][/size] მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და სწრაფი ავტომობილია რომლის ლეგენდაც მე 19 საუკუნის ბოლოს დაიწყო და დღესაც გრძელდება...
1901 წელს ბუგატიმ მილანში ჩატარებულ გამოფენაზე პირველად წარადგინა თავისი შექმნილი ავტომობილი. მანქანის წარმოების ტექნოლოგია მან ძმები გულინელების დახმარებით შეიმუშავა და მიიღო საფრანგეთის საავტომობილო კლუბის ჯილდო "Type2”.ამ დროს ბუგატი არასრულწლოვანი იყო. ბუგატი ყოველთვის აკვირვებდა მომხმარებელს თავისი ავტომობილების სენსაციური დიზაინით. ლეგენდარული "მოდელი 29, 30” იყო პირველი 8 ცილინდრიანი ავტომობილი, რომელსაც უნიკალური, სიგარის ფორმის დიზაინი ჰქონდა. ის პირველად 1922 წლის ACF Grand Prix–ზე გამოსცადეს, მან მეორე ადგილი აიღო.
ბუგატის სახელი ყოველთვის ასოცირდება მაღალ ხარისხთან და გამორჩეულ დიზაინთან. მისი ერთ-ერთი მწვერვალი არის Bugatti Veyron[font="Arial Black"][/font] .სუპერ სპორტული ავტომანქანა. ის წარმოადგენს ყველაზე სწრაფ საგზაო ავტომობილს,რომლის სიჩქარე უტოლდება 431.07 კმ/სთ,თუმცა მანქანის თავდაპირველ ვერსის აქვს 408.00 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე. ის უდაოდ დახვეწილია.
ძრავა: ძრავა: 1001 ცხენის ძალა, 8 ლიტრი, ოთხმაგი ტურბო, W-16. ბუგატის მართვისას ავტომატური შვიდსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი სიჩქარეებს თვალის დახამხამებაში ცვლის და კვადრო სისტემა მაქსიმალურ სიჩქარეს უზრუნველყოფს.
W-16 ძრავას საფარი არ გააჩნია, ამიტომ მისი ხილვით პირდაპირ შეგიძლიათ დატკბეთ. ამავე დროს ეს გაგრილებას უწყობს ხელს.. ოთხი ტურბოგამაძლიერებლითაა აღჭურვილი, ხოლო მოცულობა 8 ლიტრია. 1001 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავას 922 ფუნტი/ფუნტზე ბრუნვის მომენტი აქვს და 2030 კგ წონის სუპერავტომობილი 100 კმ/სთ სიჩქარეს 2,5 წამში ავითარებს.
ექსტერიერის ფორმა განსაცვიფრებელია. ავტომობილის ცხვირი ცხენის ნალის ფორმის ტრადიციული ბადით არის აღჭურვილი. მოდელის უკანა ნაწილზე მაღალი სპოილერია, რომელიც სწრაფად მიმავალი ავტომობილის სტაბილურობას უზრუნველყოფს.[url="http://intermedia.ge/vid/14692-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C-16-4-%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98/"]ჩემი ბმული[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://http://commons.wikimedia.org/wiki/File:Mirror_finish_Bugatti_Veyron.jpg[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0