Sign in to follow this  
Followers 0

კორეული კინემატოგრაფია

29 posts in this topic

[center][URL=http://radikal.ru/fp/1ab51a05dc7842ff99b037c5eac54c82][IMG]http://s019.radikal.ru/i633/1307/de/b53881896da2.jpg[/IMG][/URL][/center]

იქედან გამომდინარე რომ ამ ბოლო ხანებში კორეული კინოს საკმაოდ აქტიური მაყურებელი და გულშემატკივარი გავხდი გადავწყვიტე აქაც გამეხსნა თემა. ალბათ უმეტესობას წარმოდგენა გაქვთ კორეულ კინემატოგრაფიაზე და მინიმუმ ოლდბოი მაინც გაქვთ ნანახი.. (ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან სად არის რუკაზე კორეა მაგრამ ოლდბოი ნანახი აქვთ და უყვართ, ესეთებიც ხდება :) ) ხოლო ვისაც არა , წავიკითხოთ გავეცნოთ და ეგებ მოგვეწონოს კიდეც კორეული კინო ...

http://www.facebook.com/Koreakino დაინტერესებულებს შეუძლიათ აქაც შემოიხედონ ხოლმე :)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/2de604a8fad1437083e31a68407e170a][IMG]http://s60.radikal.ru/i169/1307/8f/bd216aee667a.jpg[/IMG][/URL]
[/center]
[i][b]მოკლე ისტორიული რაკურსი... [/b][/i]

კორეულ კინემატოგრაფიაზე ყოველთვის იგრძნობოდა ზოგადი სოციალური ფონისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალ-პოლიტიკური მოვლენების გავლენა.



[list]

[*][b]1903 - 1945 წლები კოლონიზაციის პრიოდი[/b]
[/list]

ომის დამანგრეველი შედეგების გამო ამ პერიოდზე შედარებით მწირია ინფორმაცია, თუმცა არსებული მასალა ნათლად უჩვენებს ამ პერიოდის კორეული კინემატოგრაფიის განვითარების ისტორიას.

კორეის დიდ ქალაქებში იწყება კინოთეატრების მშენებლობა რომელტა მფლობელებიც რათქმაუნდა იაპონელი კოლონიზატორები არიან, თუმცა ჩნდებიან კორეელი მფლობელები რომლებიც უცხოური იმპორტით ახერხებენ გარკვეული კაპიტალის დაგროვებას, რაც ნაციონალური კინოს განვითარებას ხმარდება.

1923 წელს კორეაში პირველი მუნჯი კინო ჩნდება, მომდევნო რამოდენიმე წელიწადში კი 7 კორეული კინოკომპანია იქმნება. ამ პერიოდის შედევრად ითვლება Na Un Kyu-ს არირანი Arirang (1926). რეჟისორი მხოლოდ 25 წლის იყო როცა ფილმი გადაიღო და თავადაც შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი. ფილმის დასახელება აღებულია ცნობილი კორეული ნაციონალური სიმღერის არირანის დასახელებიდან. მასში ჩადებული პოლიტიკური ქვეტექსტებით ფილმი არაერთი ახალგაზრდა რეჟისორის შთაგონების წყაროდ იქცა.

ამ პერიოდის კორეული კინემატოგრაფიისთვის არ არის უცხო ცენზურა ,მაგრამ მიუხედავად აქტიური კონტროლისა აუდიტორიამდე მაინც აღწევს რამოდენიმე ფილმი ნაციონალური თემატიკით.

1935 წელს რეჟისორმა ლი მინ ვუმ კორეული ლეგენდის მიხედვით გადაიღო პირველი ხმოვანი ფილმი Chanhyang Jeon . 1942 წელს კორეულ ენაზე ფილმების გადაღება აიკრძალა.



[list]

[*][b]1945-1955 კოლონიზაციიდან გათავისუფლება, კორეის ომი...[/b]
[/list]

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მთავარი თემა ფილმებში ომისა და გათავისუფლების თემატიკა გახდა. ამას მოჰყვა კორეის ომი რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა კორეული კინემატოგრაფიის განვითარება. მხოლოდ 5 ფილმი გადარჩა ამ პერიოდიდან , მათგან ყველაზე ცნობილია 1946 წელს შექმნილი ანტიიაპონური ფილმი, წლის ჰიტი Chayu Manse! (Hoorah!freedom!)..

ნელნელა კინოწარმოების ცენტრი პუსანში ინაცვლებს. რეჟისორების უმრავლესობამ ომის თემატიკაზე დოკუმენტური ფილმების გადაღებას მიჰყო ხელი. 1953 წელს პრეზიდენტმა ლი სინ მინმა შემოსავლის ზრდის წახალისების მიზნით კინოწარმოება ყოველგვარი გადასახადებისაგან გაათავისუფლა. ქვეყანამ აქტიურად დაიწყო სხვადასხვა სახის საერთაშორისო დახმარებების მიღება , რამაც ნიადაგი მოამზადა კორეული კინემატოგრაფიის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის.



[list]

[*][b] 1955-1969 ოქროს ხანა[/b]
[/list]

ეს პერიოდი შეძლება კორეული კინოს ოქროს ხანად ჩაითვალოს. თუ 1956 წლამდე წელიწადში 20-მდე ფილმის გადაღება ხერხდებოდა , 1959 წლისთვის ეს რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ცენზურა მხოლოდ კომუნისტურ თემატიკაზე ვრცელდებოდა , შესაბამისად რეჟისორებს უფრო მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მიეცათ. შესაძლებელი გახდა ფესტივალებში მონაწილეობა , უცხოელი კოლებების მოწვევა და მათი გამოცდილების გაზიარება. 1960 წლის რევოლუციამ კიდევ უფრო მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მოიტანა . რაოდენობასთან ერთად გაიზარდა ხარისხი და ჟანრობრივი მრავალფეროვნება , თუმცა იგრძნობა ჰოლივუდური სტანდარტების გავლენა. 60-იანი წლების დასაწყისში ასპარეზზე ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორების თაობა გამოდის , რომლებმაც შეიტანეს ინდივიდუალიზმი კორეულ კინოში.

ამ პერიოდში მოღვაწეობდა თავისი ინტიმური დრამებით ცნობილი რეჯისორი Kim Ki Young. მის ფილმებში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქალს, როგორც როგორც განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე მამკაცისთვის სახიფათო ძალას.

Yu Hyun Mok - დახვეწილობითა და ინტელექტუალიზმით გამორჩეული რეჯისორი, რომელმაც ფართო მასების ყურადღება 1961 წელს განსხვავებული ვიზუალური და ხმოვანი ეფექტებით სოციალურ თემატიკაზე გადაღებული ფილმით Obaltan (Aimless Bullet)მიიპყრო ...

1962 წელს შეიქმნა "კანონი კინემატოგრაფიის შესახებ" , რომელმაც კინოინდუსტრია სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია და შექმნა გარკვეული ბარიერები უცხოური ფილმების მასიური შემოსვლისთვის, რამაც ნაციონალური კინოს პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ოქროს ხანაში მოღვაწეობდა ცნობილი ჩრდილოეთ კორეელი რეჟისორი Shin sang Ok რომელმაც 80-მდე ფილმი აჩუქა კორეულ კინემატოგრაფიას. რეჟისორს ძვირად დაუჯდა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მუშათა პარტიისადმი ნეგატიური დამოკიდებულების თავის შემოქმედებაში ასახვა და საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა. მოგვიანებით ფხენიანმა აღიარა კიდეც მისი გატაცების ფაქტი. შინ სან ოკი 4 წელი იყო დატყვევებული სადაც აქტიურად ხდებოდა მისი იდეოლოგიური დამუშავება. გათავისუფლების შემდეგ რეჟისორმა 7 ფილმი გადაიღო , მათ შორის გოძილას პოლიტიკურ-კომუნისტური ვარიანტ. მითოლოგიურ მონსტრზე გადაღებული ფილმი პულგასარი კი საზოგადოებამ რეჟისორის "შემოქმედებით გამარჯვებად" აღიარა. საბოლოოდ ოკმა მოახერხა ამერიკისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა და ოჯახთან ერთად დატოვა კორეა.



[list]

[*][b] 1970-1979 სახელმწიფო ცენზურა...[/b]
[/list]

70 -იანი წლებში კორეულ კინემატოგრაფიაში განსაკუთრებით გაძლიერდა სახელმწიფო ცენზურა.1972 წელს ე.წ კორეის მეოთხე რესპუბლიკის მმართველობა დაიწყო და გაძლიერდა პოლიტიკური ცენზურა. კინოთეატრებში მაყურებელთა რიცხვმა დაახლოებით 3-ჯერ იკლო, რაშიც ტელევიზიამაც დიდი როლი ითამაშა. მოიხსნა ყოველგვარი ბარიერი და დაიწყო უცხოური ფილმების მასიური შემოსვლა ადგილობრივ ბაზარზე , ამან კიდევ უფრო დააკარგვინა აქტუალობა ადგილობრივ კინოს , თუმცა ნიჭიერი რეჟისორების ნამუშევრები მაინც ფასდება.

1973 წელს შეიქმნა მხატვრული ფილმების კორპორაცია და კორეული კინოარქივი. ამ პერიოდს დაემთხვა Lee Jong Ho-ს დებიუტი , რომელიც მალევე 1975 წელს გარდაიცვალა. 70-იანებში იხილა ასევე საზოგადოებამ ნიჭიერი რეჟისორის Hu Kil Jang-ს ხანმოკლე კარიერა. რეჟისორმა მხოლოდ 7 ფილმის გადაღება მოასწრო და ძალიან ახალგაზრდა 38 წლის ასაკში გარდაიცვალა.



[list]

[*][b] 1980-1996 სოციალური ცვლილებები და რეფორმები ....[/b]
[/list]

80-იანი წლები ამბოხისა და ახალი კორეული კინოს ჩამოყალიბების ეტაპია. ამ პერიოდში ჩნდებიან პირველი ამბოხებულები რომლებიც ანგრევენ ტაბუებსა და კლიშეებს. ლი ჩანგ ჰო A Fine Windy day (1980) და ჩონგ ინი Madame Aema (1982). ერთი თავის ფილმში ტაბუდადებულ პოლიტიკურ თემას ეხება , ხოლო მეორეს შემოაქვს სექსი კორეულ კინოში.

80-იანი წლების მეორე ნახევარში კორეულ კინემატოგრაფიაზე რამოდენიმე მნიშვნელოვანმა ფუნდამენტურმა ცვლილებამ იქონია გავლენა. ესეთი იყო : ახალი კონსტიტუციის მიღება და 1986 წელს "კინემატოგრაფიის შესახებ კანონში" მნიშვნელოვანი ცვლილებები რამაც შეასუსტა პოლიტიკური ცენზურა და გაუქმდა მთელი რიგი კანონები რომელთა წყალობითაც მხოლოდ რამოდენიმე მსხვილი კორეული კინომწარმოებელი კომპანია ფლობდა მონოპოლიას.

ამ პერიოდში კორეული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა რეჟისორი Im Kwon Taek , რომელმაც 70-მდე ფილმი გადაიღო თავისი მოღვაწეობის განმავლობაში. რეჟისორი თავის ფილმებში ყოველთვის ცდილობდა წინა პლანზე წამოეწია და ახლებურად მიეწოდებინა საზოგადოებისთვის უკვე მივიწყებული ტრადიციული კორეული კულტურის ელემენტები. მისი ერთ-ერთი ფილმი Seopynje (1993) გახდა საფუძველი კორეული ვოკალური ხელოვნების "პანსორის" ხელახლა დაბადების და განვითარების.

ამ პერიოდში იქმნება ისეთი ფილმები როგორიცაა : Mandala (1981) Chilsu and Mansu (1988) Black Republic (1990) To the Starry Island (1993) A single Spark (1995) ....

დემოკრატიული ცვლილებების მოლოდინმა შემოქმედებით ასპარეზზე გამოიყვანა ბევრი საინტერესო ხედვის მქონე რეჟისორი , მათ მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანეს კორეული კინემატოგრაფიის განვითარების პროცესში.



[list]

[*][b] 90-იანები თანამედროვე კორეული კინო....[/b]
[/list]

შემდგომი წლები ტექნიკური განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებების წლებია. ამ პერიოდში იქმნება ბევრი კომერციულად მომგებიანი პროექტი, ისეთები როგორიცაა : JSA და 38-ე პარალელი რომელიც მილიონობით მაყურებელმა ნახა კინოთეატრებში. გაიზარდა ხარისხი და კორეული კინო სულ უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწვევს საერთაშორისო ასპარეზზე.იმ ჰვონ ტეკის Chuncjang პირველი კორეული ფილმი იყო რომელიც კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. კონკუსგარეშე კანის კინოფესტივალზე კიდევ 4 კორეული ფილმი უჩვენეს. მოგვიანებით კიმ კი დუკის Oasis ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა ხოლო 2004 წელს პარკის ცნობილი შურისძიების ტრილოგიის ერთერთმა ფილმმა Oldboy კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა. დღესდღეობით სამხრეთ კორეა ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული კინემატოგრაფიით გამოირჩევა.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას , აქ კინომ განვითარების მეტისმეტად რთული გზა გაიარა. 2000 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის პირველი პირების შეხვედრის შედეგად გაფორმდა შეთანხმება კულტურულ საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე. იმავე წელს სამხრეთ კორეაში უჩვენეს ჩრდილოეთ კორეელი რეჟისორის ფილმი პულგასარი. ფხენიანის პასუხმა 3 წლით დააგვიანა და 2003 წელს ჩრდილოეთ კორეაში უჩვენეს სამხრეთ კორეული დრამა არირანი. მოგვიანებით არაერთი ფილმი შეიქმნა ორად გახლეჩილი ქვეყნის გაერთიანების თემატიკით.

მიუხედავად მთელ რიგ საკითხებში უთანხმოებისა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ყოველთვის თანხმდება და მხარს უჭერენ ერთმანეთს ამერიკანიზაციის წინააღმდეგ მთელი რიგი ზომების გატარებასა და ნაციონალური კინოს პოპულარიზაციის საკითხებში.

კორეა რამოდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის მასპინძელია: პუსანის საერთაშორისო კინოფესტივალი, ფანტასტიკური ჟანრის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, სეულის ქალთა ფილმების კინოფესტივალი .... Edited by E madame
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/89c2fb35f19f4f87ba35b7697ae97512][IMG]http://s56.radikal.ru/i154/1307/ea/7f9fafc69453.jpg[/IMG][/URL][/center]

ზოგადად კორეულ კულტურაზე საუბრისას ალბათ არ შეიძლება ცოტა რამ ჰალიუზეც რომ არ ვიცოდეთ ... :)

ტერმინი Hallyu პირველად პეკინელმა ჟურნალისტებმა გამოიყენეს კორეული კულტურის მასიური გავრცელების აღსანიშნავად. კორელი ტალღის დასაწყისად 1990 -იანი წლები ითვლება , კერძოდ 90-იანი წლების მეორე ნახევარი როცა კორეულ კინოიკნდუსტრიასა და ზოგადად კულტურაში ტექნიკური განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებების პერიოდი იწყება. აქედან მოყოლებული საკმაოდ აქტიურად იწყება მსოფლიოში კორეული კულტურის გავრცელება: კორეული ენის ,კორეული კინოს, კორეული პოპმუსიკის (ე.წ K-pop), დიზაინის , სამზარეულოს, ტექნიკის და ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს.

კორეული ტალღის მნიშვნელოვანი ასპექტები მაინც კორეული დრამები და K-pop გახდა. განსაკუთრებული აღიარება ჰპოვა კორეულმა დრამებმა იაპონიაში , ჩინეთში , აზიის სხვა ქვეყნებში ასევე ევროპასა და ამერიკაში. ბოლო წლები კორეული კომპანიები აქტიურად იყენებენ ამ მხრივ სოციალურ ქსელებს და YouTube-ს .

ბევრი კრიტიკოსი და ექსპერტი წინასწარმეტყველებდა ჰალიუს სწრაფ დასასრულს , თუმცა 2011 წლისათვის კორეული კულტურის ექსპორტმა რამოდენიმე მილიარდი შემოსავალი მოუტანა ქვეყანას. დღესდღეობით კორეელი ცნობილი სახეები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები არიან რათქმაუნდა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების შემდეგ. კორეული კულტურა ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს, ზოგადად ჰალიუმ განვითარების რადიკალურად განსხვავებულ ახალ საფეხურზე გადაიყვანა ტურიზმი კორეაში. სხვადასხვა კორეული სააგენტოებისა და კულტურის სამინისტროს მიერ საკმაოდ აქტიურად ხდება კორეული ტელეშოუების, დრამებისა და პოპმუსიკის გამოყენება ქვეყნისადმი ინტერესის უფრო მეტად გაზრდის კუთხით.

Dong Bang Shub Ki (DBSK) ზედიზედ ორჯერ შევიდა გინესის რეკორდების სიაში 2008 და 2009 წლებში როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანი ფანკლუბის მქონე ჯგუფი. მათ ფანკლუბში 800000 ოფიციალური წევრი ირიცხებოდა იმ ეტაპისთვის.

[b]ჩინეთი , ტაივანი , ჰონკონგი[/b]


პირველი კორეული ტალღის დარტყვის ქვეშ ჩინეთი მოჰყვა. 2006 წლისათვის კორეული შოუები და დრამები უფრო ხშირად გადიოდა ჩინურ არხებზე ვიდრე ყველა სხვა საერთაშორისო პროექტი ერთად აღებული.

ტაივანში იმდენად დიდი იყო მოთხოვნა კორეულ დრამებზე რომ შეიქმნა სპეციალური არხები მათი ტრანსლიაციისთვის. TVB-მ ჰონკონგში სპეციალური ახალი არხი შექმნა რომელიც მხოლოდ კორეულ დრამებს უჩვენებდა. მალე ტაივანსა და ჰონკონგში კორეული დრამები და პოპმუსიკა იმდენად პოპულარული გახდა რომ შემოქმედებითი და კულტურული კრიზისი გამოიწვია , რამაც აიძულა ხელისუფლება შეეზღუდა მათი იმპორტი.

კორეულმა ტალღამ ინდონეზიასა და ნეპალშიც კი ჩააღწია. ახლოაღმოსავლეთში სპეციალური არაბული არხი კორეა-TB მაუწყებლობს რომელიც კორეულ დრამებს უჩვენებს. კორეულმა ტალღამ ტაილანდსა და ფილიპინების ნაპირებამდეც მიაღწია.



[b]იაპონია[/b]

იაპონიაში კორეული კულტურის მასიურად გავრცელების წყარო კორეული დრამები გახდა, კერძოდ სატელევიზიო დრამა Winter Sonata. აქცენტი საშუალო ასაკის მაყურებელზე გაკეთდა.


ზამთრის სონეტის პოპულარობას მოჰყვა კორეული პოპჯგუფის DBSK -სა და BoA-ს დიდი პოპულარობა.

DBSK- ის სადებიუტო ალბომმა Oricon-ის ჩარტებში 1 ადგილი დაიკავა და 413000 ეგზემპლარი გაიყიდა. მეორე კორეული ჯგუფი რომელმაც ყველა რეიტინგი დაიპყრო Big Bang-ი იყო.

2010 წელს Girls Generation, Kara და 2PM აღწევენ პოპულარობას იაპონიაში , რითიც საბოლოოდ მოიგო კორეულმა პოპმუსიკამ იაპონელი მსმენელის გული.

რათქმაუნდა ჰალიუ სერიოზული კრიტიკის საგანიც გახდა. 2011 წელს აგვისტოში იაპონიაში მთელი რიგი დემონსტრაციები მოეწყო. 2000-მდე ადამიანი შეიკრიბა ტოკიოში Fuji Television –ის წინ რომლებიც მოითხოვდნენ ამოეღოთ სატელევიზიო ბადიდან კორეული დრამები.

[b]ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკა..[/b]


ჩრდილოამერიკული ჰალიუ შედარებით უხრო ახალგაზრდაა და ციფრულ ეპოქასთან ერთად გავრცელდა K-pop-სა და დრამების მეშვეობით. სოციალური ქსელების facebook, YouTube , Twitter მათი დახმარებით კორეულმა ტალღამ ამერიკას მიაღწია. BoA , Se7en , Wonder Girls , JYJ – ჰქონდათ მცდელობა ამერიკულ ბაზარზე თავის დამკვიდრების და თითოეულმა მათგანმა თავის წილ წარმატებას მიაღწია კიდეც. აქტიურად მუშაობს კორეაში ძალიან პოპულარული პოპჯგუფი 2NE1 თავის ამერიკულ ალბომზე.

კორეელი კინომსახიობი Rain ამ ეტაპზე აქტიურად ცდილობს ამერიკულ კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას, ამ მხრივ უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწია პოპულარულმა კორეელმა მსახიობმა Lee Byung Hun-მა.( G.I. Joe: The Rise of Cobra , G.I. Joe: Retaliation , Red 2) ბოლო პერიოდში ჰოლივუდთან თანამშრომლობს რამოდენიმე ცნობილი კორეელი რეჟისორიც. 2013 წლის გაზაფხულზე შედგა კორეელი რეჟისორის ჩან ვუკ პარკის ჰოლივუდური თრილერის Stoker-ის (http://www.imdb.com/title/tt1682180/)პრემიერა. ფილმში მთავარ როლებს მია ვასიკოვსკა, ნიკოლ კიდმანი და მეთიუ გუდი ასრულებენ. ამავე წლის აგვისტოში კიდევ ერთი ცნობილი კორეელი რეჟისორის, Joon-ho Bong -ის პოსტაპოკალიფსის თემაზე გადაღებული ჰოლივუდურ-ფრანგული ნამუშევრის Snowpiercer-ის პრემიერას ვიხილავთ ტილდა სვინსტონით, კრის ევანსით,ჟონ ჰარტით, ჯეიმი ბელითა და ედ ჰარისით მთავარ როლებში.
საკმაოდ აქტიურად ხდება კორეული ფილმების ამერიკული რიმეიკების გადაღებაც. 2013 წლის შემოდგომაზე ცნობილი რეჟისორის სპაიკ ლის ფილმს Oldboy -ს ( http://www.imdb.com/title/tt1321511/ ) ვიხილავთ, რომელიც კორეელი რეჟისორის ჩან ვუკ პარკის ცნობილი შურისძიების ტრილოგიის ერთ-ერთი ნაწილის რიმეიკი იქნება. ( http://www.imdb.com/title/tt0364569/ ) , იგეგმება ასევე ცნობილი კორეული კრიმინალური დრამის A Bittersweet Life -ს ჰოლივუდური რიმეიკიც...


კორეული კომპანიები საკმაო ინტერესს იჩენენ ჩრდილოამერიკული ინტერნეტსაიტების მიმართაც Dramafever , crunchyroll, Hulu აქტიურად უჩვენებენ კორეულ დრამებსა და კორეულ შოუებს. კორეულმა Enswers – მა კი ახალი საიტი soompi.com ჩაუშვა წარმოებაში , რომელიც რათქმაუნდა კორეულ პოპ კულტურას ეთმობა.


[b]ევროპა[/b]

ევროპაშიც საკმაოდ დიდია კორეული კულტურისადმი ინტერესი. 2011 წელს პარიზში K-pop ფანებმა ფლეშმობი მოაწყვეს Super Junior-ის და სხვა კორეული პოპულარული ჯგუფების კონცერტის მოთხოვნით. SM Entertainment-მა უყურადღებოდ არ დატოვა ფანების მოთხოვნა და პარიზში საკონცერტო დარბაზ ზენიტში 14000-ზე მეტი მსმენელი შეიკრიბა საყვარელი კპოპ ჯგუფის კონცერტზე რომლის ბილეთებიც სულ რაღაც 15 წუთში გაიყიდა.

2011 წელს 2NE1-ს სინგლმა I am the best პირველი ადგილი დაიკავა გერმანული არხის VIVA-ს ჩარტებში. პირველი სამი ადგილი 2NE1 –მ , MBLAQ-მა და Beast-მა გაინაწილეს.
კორეული პოპკულტურა საკმაოდ პოპულარულია რუსეთშიც. უახლოეს წარსულშუ რუსეთში გასტროლებზე პოპულარული ბოიბენდი Shinee იმყოფებოდა.

ვინც სხვადასხვა საერთაშოისო კინოფესტივალებს ადევნებთ თვალს სულ უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით ნომინაციებში კორეულ ფილმებს. 2011 წელს ჩან ვუკ პარკის მოკლემეტრაჟიანი ფილმი Night Fishing ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა ნომინაციაში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 2006 და 2000 წლებში ნომინირებული იყო ასევე პარკის ორი ფილმი I'm a Cyborg, But That's OK და J.S.A.: Joint Security Area . ჩან ვუკ პარკის ფილმები აქტუალურია კანის კინოფესტივალზეც. 2009 წელს ფილმმა Thirst , კანის ჟიურის მთავარი პრიზი დაიმსახურ ხოლო 2004 წელს Oldboy გახდა ჟიურის ჯილდოს მფლობელი.
საკუთარ ქვეყანაში ნაკლებად მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ დაფასებული და აღიარებული კორეელი რეჟისორია კიმ კი დუკი. მის ფილმებს ხშირად იხილავთ კანისა და ბერლინის კინოფესტივალებზე. ამ მხრივ საკმაოდ წარმატებულია ასევე რეჟისორი ჩან დონგ ლი ( Secret Sunshine, Poetry )...
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ცნობილი კორეელი რეჟისორი Sang-soo Hong (მეტსახელად კორეელი ერიკ რომერი) რომლის ფილმებიც ფაქტიურად ყოველ წელსაა ნომინირებული კანის კინოფესტივალზე. Woman Is the Future of Man (2004), Tale of Cinema (2005), Hahaha (2010), The Day He Arrives (2011), In Another Country (2012), მისი ახალი ფილმი Nobody's Daughter Hae-Won ნომინირებული იყო ბერლინის კინოფესტივალზეც. Edited by E madame
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/9bd794702c3f4240a2652f46776967ec][IMG]http://s58.radikal.ru/i160/1307/a4/9a02ef9f25fc.jpg[/IMG][/URL][/center]

[center][b]Masquerade / Gwanghae, Wangyidoen namja (2012)[/b]
რეჟისორი: Chang-min Choo
ჟანრი: დრამა, ისტორიული
როლებში: Lee Byung-hun ( :girlinlove: ) , Ryoo Seung-yong ,

<iframe width="560" height="315" src="//www.youtube.com/embed/1TnfM5XWOtI" frameborder="0" allowfullscreen></iframe>[/center]

მარკ ტვენის "უფლისწული და მათხოვარი"-ს მოტივებზე შექმნილი კორეული ისტორიული დრამა. მოქმედება შორეულ ჩოსონის ერაში ვითარდება, მეფე გვანჰე რომელიც 8 წლის განმავლობაში მართავდა ჩოსონის სამეფოს ეჭვობს რომ მის მოწამვლას ცდილობენ ამიტომ მთავარ მრჩეველს აძლევს დავალებას იპოვნოს მისი ორეული... ესე ხვდება სასახლეში ჰასუნი, მეფის ორეული დაბალი სოციალური ფენიდან ...

[center][b]ონლაინში შეგვიძლია ვუყუროთ აქ[/b] >>> http://www.imovies.ge/movies/37573 [b] ან აქ [/b]>>> http://doramakun.ru/Dorama_and_Live_Action/Watch_OnLine/Masquerade-Movie.html


[b]გადმოსაწერად:[/b] http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4407147 (ტორენტი)

http://beefz.net/43647-maskarad-gwanghae-wangyidoen-namja-2012-hdrip.html[/center]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/55f35a797c214c65bdb1f5fd96ae1e93][IMG]http://s60.radikal.ru/i169/1307/a4/91327612912c.jpg[/IMG][/URL][/center]

[center][b]A Frozen Flower (2008)[/b]
რეჟისორი: Ha Yoo
ჟანრი: დრამა, ისტორიული
როლებში: Joo Jin-mo , Song Ji-hyo , Jo In-seong...

<iframe width="420" height="315" src="//www.youtube.com/embed/MFcXPYbEmNg" frameborder="0" allowfullscreen></iframe>[/center]

ისტორიული დრამა რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია კორეაში. ფილმის სიუჟეტი გორიოს ერაში ვითარდება , კერძოდ გორიოს ერის დასასრულს (918-1392) და ფილმი მოგვითხრობს გორიოს მეფის გონგმინის, მისი დაცვის მეთაურის ჰონგ ლიმისა და დედოფლის სასიყვარულო სამკუთხედის ისტორიას.გასაიდუმლოებულმა ჰომოსექსუალურმა ცხოვრებამ და მემკვიდრის არყოლამ საფრთხის წინაშე დააყენა სამეფო ტახტი და მეფე იძულებული გახადა გარკვეული ზომები მიეღო. ყველაფერი თავაყირა დგება და სამი ადამიანის პირადი დრამა იწყება მას შემდეგ რაც მეფის ბრძანებით დედოფალი და ჰონგ მინი იძულებულნი არიან ერთმანეთთან სექსუალური კავშირი დაამყარონ მემკვიდრის გაჩენის მიზნით.

გარკვეულწილად ფილმის პერსონაჟებს კორეის ისტორიაში რეალური პროტოტიპები ჰყავდათ თუმცა ისტორიკოსები ეწინააღმდეგებიან იმ აზრს რომ ფილმში ასახული ისტორია რეალობიდანაა აღებული, თუმცა ისტორიული ჩანაწერებით პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ გორიოს მეფემ ცოლად იუანის დინასტიის პრინცესა შეირთო მაგრამ სარეცელს მასთან არ იზიარებდა და თავის დაცვის მეთაურთან ჰომოსექსუალური ურთიერთობით ბევრად უფრო კმაყოფილი იყო.
[center][b]
ონლაინში შეგვიძლია ვნახოთ აქ >>>[/b] http://www.imovies.ge/movies/5083 [b]ან აქ >>>[/b] http://doramakun.ru/Dorama_and_Live_Action/Watch_OnLine/1328728357.html

[b]გადმოსაწერი ლინკი :[/b] http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3302691 (ტორენტი)

http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=5656&order=1.1&search=frozen%20flower

http://www.simsim.ge/1simsim/view_post.php?id=4065
[/center]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ვა, ეს რა კარგი თემა ყოფილა აქ!


მადლობა სალი თემისთვის :*

ბოლო პოსტშიც კარგი ფილმი ჩანდს, ჩავუჯდები ^^
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/bfb7c27db7d742cca122cad7c4212414][IMG]http://s42.radikal.ru/i095/1307/23/30d4d4236233.jpg[/IMG][/URL]

Untold Scandal (2003)
რეჟისორი: Lee Je-Yong
ჟანრი : დრამა , ეროტიკული ,
როლებში: Bae Yong-Joon ( :flirt: ) , Lee Mi-Suk , Jeon Do-Youn , Jo Hyun-Jae...
Trailer : https://www.youtube.com/watch?v=UCMBYpuxhOY[/center]

ცნობილი ფრანგული ნოველის "Les Liaisons dangereuses"-ს (სახიფათო კავშირები) კორეული ეკრანიზაცია , ამჯერად მოვლენები 18-ე საუკუნის საფრანგეთის ნაცვლად ჩოსონის ერაში ვითარდება. საკმაოდ ძვირადღირებული ფილმი რომლის ბიუჯეტის ნახევარი ფაქტიურად კოსტუმებზე დაიხარჯა, თუმცა ასევე ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და შემოსავლიანი ფილმიც რომელმაც ფაქტიურად ლამის ყველა რეკორდი მოხსნა კინოთეატრებში მნახველთა რაოდენობით.

[center][b]ონლაინში შეგვიძლია ვნახოთ აქ >>> [/b]http://www.imovies.ge/movies/32222 [b]ან აქ >>>[/b] http://doramakun.ru/Dorama_and_Live_Action/Watch_OnLine/1327932708.html

[b]გადმოსაწერი ლინკი: [/b] http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=9275&order=1.1&search=scandal

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=450092 (ტორენტი)[/center]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='georgevna' timestamp='1374921599' post='710099']
ვა, ეს რა კარგი თემა ყოფილა აქ!


მადლობა სალი თემისთვის :*

ბოლო პოსტშიც კარგი ფილმი ჩანდს, ჩავუჯდები ^^
[/quote]

:pleasantry: მაძლობა შექებისთვის

მმმმ სამივე კარგია ... :)

ამ ბოლოდროს კორეული კულტურის მოსიარულე რეკლამა გავხდი :D Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/62cd701e06ab40598f4f0ef17603ffe7][IMG]http://s020.radikal.ru/i707/1307/a8/e7d50b692a4c.jpg[/IMG][/URL]

[b]Portrait of a Beauty / Miindo (2008)[/b]
რეჟისორი: Jeon Yoon-soo
ჟანრი : დრამა, ისტორიული, ეროტიკული (18+) /ეკრანიზაცია/
როლებში: Kim Gyu-Ri , Kim Nam-Gil , Kim Young-Ho, Choo Ja-Hyun...
[/center]

[center]<iframe width="420" height="315" src="//www.youtube.com/embed/grbDRZCWqCY" frameborder="0" allowfullscreen></iframe>[/center]

ფილმი კორეული ისტორიული ნოველის "The Painter of the Wind"-ის ეკრანიზაციაა და ასახავს ცნობილი მხატვრის იუნ ბოკ შინის ცხოვრებას რომელიც 18 საუკუნეში მოღვაწეობდა და ცნობილი იყო თავისი ეროტიკულ-სატირული ნახატებით. ნოველის მიხედვით ასევე გადაღებულია კორეული სერიალი [i][b]The Painter of the Wind [/b][/i]( http://asianwiki.com/The_Painter_of_Wind )

[center][b]ონლაინში შეგვიძლია ვნახოთ აქ >>[/b] http://myhit.ge/index.php?FID=1&id=26632 ან [b]აქ >>>[/b] http://doramakun.ru/Dorama_and_Live_Action/Watch_OnLine/1360758309.html

[b]გადმოსაწერი ლინკი: [/b] http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4087084 (ტორენტი)
[/center] Edited by E madame
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/486e6d8522fd4c25bef50436130061d1][IMG]http://s005.radikal.ru/i212/1307/57/114721b73b96.jpg[/IMG][/URL]

[b]Welcome to Dongmakgol (2005)[/b]
რეჟისორი: Park Kwang-Hyun
ჟანრი: დრამა, ისტორიული, საომარი
როლებში: Jung Jae-Young, Shin Ha-Kyun,Kang Hye-Jung...

<iframe width="420" height="315" src="//www.youtube.com/embed/wDd2hGnRffw" frameborder="0" allowfullscreen></iframe>[/center]

1950 წელი, კორეის ომი... მორიგი შეტაკების შედეგად გადარჩენილი რამოდენიმე სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ამერიკელ პილოტთან ერთად პატარა სოფელში ხვდება... სოფელი პატარაა , მიყრუებული და მის მაცხოვრებლებს წარმოდგენაც კი არ აქვთ რა ხდება მათი სოფლის ფარგლებს გარეთ.

[center][b]ონლაინში შეგვიძლია ვნახოთ აქ >>>[/b] http://doramakun.ru/Dorama_and_Live_Action/Watch_OnLine/1328787184.html

[b]გადმოსაწერი ლინკი:[/b] http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3997887[/center]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/880d9dfd4a1c41039a147c9965ae16dd][IMG]http://s004.radikal.ru/i208/1307/c3/5a27e8c778fa.jpg[/IMG][/URL][/center]


[center][b]Sunny (2011)[/b]

რეჟისორი: Kang Hyung-Chul
ჟანრი : დრამა

<iframe width="420" height="315" src="//www.youtube.com/embed/I-7e7Oi4Joc" frameborder="0" allowfullscreen></iframe>[/center]

ფილმი შვიდ რადიკალურად განსხვავებულ ქალზე და მათ მეგობრობაზე რომელიც სკოლის ასაკიდან იწყება. ერთი შეხედვით ფილმი ქალურ მეგობრობაზე ნაკლებ მიმზიდველად ჟღერს მაგრამ ფილმში ძალიან საინტერესოდ და ლამაზადაა გადმოცემული ეს ყველაფერი. კონტრასტი ლამაზ ფერად ბავშვურ სამყაროსა და აწმყოს შორის როცა უკვე გაზრდილები ხვდებიან ერთმანეთს ძალიან სევდიანი და სენტიმენტალურია, მაგრამ რჟისორის განსაკუთრებული იუმორის გრძნობის წყალობით სასიამოვნო განწყობას ტოვებს მაყურებელში....

[center]<iframe width="560" height="315" src="//www.youtube.com/embed/cl4-StMGYAw" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
ესე სასაცილო ძალადობის სცენებს ალბათ მხოლოდ კორეულ ფილმში თუ ნახავ :D :D :D

[/center]

[center][b]ონლაინში შეგვიძლია ვნახოთ აქ >>>[/b] http://doramakun.ru/Dorama_and_Live_Action/Watch_OnLine/1326815710.html

[b]გადმოსაწერი ლინკი: [/b] http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=9267&order=1.1&search=sunny
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3881366 (ტორენტი)
[/center]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
რამოდენიმე ფილმს ჩემი საყვარელი კატეგორიიდანაც დავდებ... რათქმაუნდა დრამა ჟანრს განეკუთნებიან ესენიც მაგრამ მე მაინც ცალკე კატეგორიად ვთვლი " განსაკუთრებული განწყობის მატარებელი ფილმები " და ძალიან მიყვარს (არამარტო აზიური)...

[center][URL=http://radikal.ru/fp/080a9e5359434a87ba36fdef4f83dc97][IMG]http://s60.radikal.ru/i170/1307/fe/f4e573f2e260.jpg[/IMG][/URL]

[b]Late Autumn (2010)[/b][/center]

[center]რეჟისორი: Kim Tae-Yong
ჟანრი: დრამა
როლებში: Wei Tang , Hyun-Bin
[/center]
<iframe width="100%" height="166" scrolling="no" frameborder="no" src="https://w.soundcloud.com/player/?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F69831279"></iframe>

ახალგაზრდა ანა ჩანს (Wei Tang) რომელიც მეუღლის მკვლელობისთვის 7 წელი იხდის სასჯელს, რამოდენიმე დღით ციხიდან გასვლის შანსი ეძლევა და დედის დაკრძალვაზე სიეტლში მიემგზავრება. ავტობუსში კორეელ ჰუნს (Hyun Bin)ხვდება და მათი უცნაური ურთიერთობა უკვე სიეტლში გრძელდება.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ფილმში არ საუბრობენ კორეულად და ზოგადად ფილმში საკმაოდ მწირია დიალოგები, საუბრობენ ინგლისურად ან ჩინურად. ამით და იმ ძალიან ბევრი კადრით დიალოგის გარეშე რაღაც დოზით ხაზი გაუსვა რეჟისორმა იმ ფაქტს რომ მაშინაც კი როცა საერთოდ სხვადასხვა ენაზე საუბრობენ ადამიანებს შეუძლიათ ესმოდეთ ერთმანეთის ზოგჯერ უსიტყვოდაც ... (იმჰო)
ორივე მთავარი გმირის წარსული მეტისმეტად ბნელი და არასახარბიელოა, თუმცა იმ მოკლე დროში რასაც ერთად ატარებენ ორივე ახერხებს თავისი წილი პატარა ბედნიერების პოვნას. ამ ყველაფერს კი არაჩვეულებრივად ავსებს გვიანი შემოდგომის წვიმიანი და ნისლიანი სიეტლის კადრებითა და არაჩვეულებრივი მუსიკით შექმნილი განსაკუთრებული განწყობა რომელიც პირველივე კადრიდან ბოლომდე გასდევს ფილმს.

[center][b]ონლაინში შეგვიძლია ვნახოთ აქ >>>[/b] http://doramakun.ru/Dorama_and_Live_Action/Watch_OnLine/Man-chu.html [b]ან აქ >>>[/b] http://myhit.ge/index.php?FID=1&id=26437 [b]ან აქ >>>[/b] http://tfilm.tv/22183-pozdnyaya-osen.html

გადმოსაწერი ლინკი : http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4055368 (ტორენტი)

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4196162 (ტორენტი) [/center] Edited by E madame
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/f17527af9c2a4e9fb4fa727f989f248f][IMG]http://s019.radikal.ru/i610/1307/b7/a574f358ef8c.jpg[/IMG][/URL]
[b]Come Rain, Come Shine / I Love You, I Love You Not (2011)[/b]
რეჟისორი: Lee Yoon-ki
როლებში: Hyun Bin , Im Soo-jung[/center]

[center]<iframe width="420" height="315" src="//www.youtube.com/embed/sjkrLVqBjnY" frameborder="0" allowfullscreen></iframe>[/center]
[center] ფილმი დიალოგი ცოლსა და ქმარს შორის... ცოლი სხვა კაცთან გადადის საცხოვრებლად, ქმარი ნივთების ჩალაგებაში ეხმარება... გარეთ გადაუღებლად წვიმს... მსახიობებმა თავიანთი როლები ყოველგვარი ჰონორარის გარეშე შეასრულეს. Hyun Bin-ისთვის ეს ბოლო როლი იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლამდე საიდანაც ეხლახანს დაბრუნდა.
ფილმი ნომინირებული იყო ბერლინის კინოფესტივალზე.
[/center]
[center][b]ონლაინში შეგვიძლია ვნახოთ აქ >>>[/b] http://www.imovies.ge/movies/23000 [b]ან აქ >>> [/b] http://myhit.ge/index.php?FID=1&id=22865

[b]გადმოსაწერი ლინკი:[/b] http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3936037 (ტორენტი)
[/center]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/0d6bdf614f14421c8b01ed2faa36cbb6][IMG]http://s61.radikal.ru/i173/1307/cb/cec7e21be45a.jpg[/IMG][/URL][/center]
[center][b]After the Banquet (2009)[/b]
რეჟისორი: Kim Yun-Cheol
ჟანრი: დრამა[/center]

[center]<iframe width="560" height="315" src="//www.youtube.com/embed/XMQdvrXbqJw" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
[/center]

კორეა იაპონიის ერთობლივი პროექტის "Telecinema"-ს მორიგი რიგით 6-ე ნოველა.
სკოლის მეგობრები 10 წლის შემდეგ ერთ-ერთი მათგანის ქორწილში იკრიბებიან. ცნობილი ადვოკატი, პროფესორი, ბიზნეს ლედი რომელიც მასზე ასაკით ბევრად პატარა მამაკაცს ხვდება , ტიპიური დიასახლისი და უკვე დაქორწინებული წყვილი. ქორწილის შემდეგ ჩამოდის დაგვიანებული სტუმარი მათი გარდაცვლილი მეგობრის შვილი , მოულოდნელი ახალი ამბით და თავსატეხს უჩენს ფილმის მთავარ გმირებს რომელი მათგანია გოგონას მამა.
[center][b]
ოლნაინში შეგვიძლია ვნახოთ აქ>>>[/b] http://doramakun.ru/Dorama_and_Live_Action/Watch_OnLine/1355950726.html

[b]გადმოსაწერი ლინკი >>> [/b] http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4288611[/center]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/438d5693f92343db805bd2fdcd4a09ba][IMG]http://s018.radikal.ru/i512/1308/89/6a0197c7d7d3.jpg[/IMG][/URL][/center]

[center][b]Marriage Is a Crazy Thing (2002)[/b]


რეჟისორი: Yu Ha [size="1"][i]( A Frozen Flower , Howling, A Dirty Carnival )[/i][/size]
ჟანრი: დრამა , 18+[/center]

<iframe width="100%" height="166" scrolling="no" frameborder="no" src="https://w.soundcloud.com/player/?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F103250953"></iframe>

საკმაოდ საინტერესო დრამა + ცოტა ეროტიკა...
ფილმის მთავარი გმირები და მათი დამოკიდებულება ოჯახური ცხოვრებისადმი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, შუახნის ინგლისური ლიტერატურის პროფესორის აზრით ოჯახური ცხოვრება გადუნებს, დროთა განმავლობაში თვითკმაყოფილ იდიოტად გაქცევს და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების უნარს გაკარგვინებს. მიუხედავად იმისა რომ უკვე 30-ს გადასცდა და მეგობრებიდან დაწყებული ოჯახით დამთავრებული ყველა ცდილობს მისი მეუღლეობისთის სასურველი კანდიდატი გამოძებნოს... ჯუნი მაინც ბედნიდერია თავისი მარტოხელა მამაკაცის ცხოვრებით...
ფილმის მეორე მთავარი გმირი დიზაინერია რომელსაც ოჯახის შექმნა სურს და სასურველ კანდიდატს დიდი მონდომებით ეძებს... ფილმის მთავარი გმირები ერთმანეთს მეგობრების მიერ დაგეგმილ პაემანზე ხვდებიან...
ვნება სექსი და ერთად გატარებული უამრავი ბედნერი წამი ყოველგვარი ვალდებულების გარეშე... მაგრამ დროთა განმავლობაში ურთიერთობა დილემად იქცევა და ორივე მთავარი გმირი სერიოზული არჩევანის წინაშე დგება...


[center][b]ონლაინში შეგვიძლია ვნახოთ აქ >>> [/b]
<iframe width="560" height="315" src="//www.youtube.com/embed/OWKrXh9944Q" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

[b]გადმოსაწერი ლინკი:[/b] http://www.allshares.ge/download.php?id=5B3505A654 (ტორენტ ფაილი + ინგლისური სუბები)

http://www.asiatorrents.me/index.php?page=torrent-details&id=f16eb9cf7bc569ab9282f22237f106d2ff8854fa[/center] Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/9b71a253dfdf4d348ed258b82b80692d][IMG]http://s51.radikal.ru/i134/1308/66/e4aabeb77b82.jpg[/IMG][/URL][/center]

[center][size="5"][b]Paradise (2009)[/b][/size][/center]

რეჟისორი:Lee Jang-Soo [size="2"][i]( Stairway to Heaven, The Relation of Face, Mind and Love)[/i][/size]
ჟანრი: დრამა
როლებში: Kim Ha-Neul, Ji Jin-Hee, Kim You-Jung

კორეულ-იაპონური ერთობლივი პროექტის "Telecinema"-ს მორიგი რიგით მეხუთე ნოველა. ფილმის მთავარი გმირს ციხიდან გამოსვლის შემდეგ წასასვლელი არსად აქვს. უბრალოდ მატარებელში ჯდება და სარეკლამო აბრაზე ნანახ სამოთხის კუნძულზე მიემგზავრება ცხოვრების ხელახლა დასაწყებად...

[center][b]ონლაინში შეგვიძლია ვნახოთ აქ >>> [/b]http://doramakun.ru/Dorama_and_Live_Action/Watch_OnLine/Paradise.html

[b]გადმოსაწერი ლინკი:[/b] http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4210512[/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/b361d2692d4640f68d410c4a413a43e4][IMG]http://s003.radikal.ru/i202/1308/c3/e0fa4bad1ece.jpg[/IMG][/URL][/center]

[center][b]A Day with My Son (2007) [/b][/center]

[center]რეჟისორი: Jin Jang
ჟანრი: დრამა
[/center]
ფილმის მთავარი გმირი მკვლელობისთვის იხდის სასჯელს , 15 წლის შემდეგ პირველად ეძლევა შანსი ერთი დღით მოინახულოს ოჯახი რომელიც 15 წლის მანძილზე არასოდეს უნახავს...

[center][b]ონლაინში შეგვიძლია ვნახოთ აქ >>[/b] http://lovedorama.ru/board/k_dorama/2009_i_ranee/odin_den_s_moim_synom_a_day_with_my_son_my_son/6-1-0-2428

[b]გადმოსაწერი ლინკი>> [/b] http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4033208 (გახმოვანებით)
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3473269 (ტიტრებით)[/center] Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გადავიდეთ კორეულ თრილერებზეც.... ზოგადად რაც სისასტიკეს და კრიმინალს ეხება ყველაფერი გადასარევად გამოსდით :( რათქმაუნდა პრკის ტრილოგიით დავიწყებთ...

[center][URL=http://radikal.ru/fp/7ffaac70cfc74e7bb48c07c6809aa2d3][IMG]http://s020.radikal.ru/i707/1310/3d/2b6bc31241d7.jpg[/IMG][/URL][/center]

ძალიან ცნობილი (არამარტო აზიის კინოს მოყვარულებისთის) ტრილოგია... შედგება სამი დამოუკიდებელი ფილმისგან რომელთაც მხოლოდ ერთი საერთო თემა შურისძიება აერთიანებთ.

[i]ფილმი პირველი [size="4"][i][b]Sympathy for Mr. Vengeance (2002)[/b][/i][/size] მძიმე ავადმყოფი დის გადასარჩენად რომელსაც თირკმლის გადანერგვა ესაჭიროება ყრუმუნჯი რიუ გადაწყვეტს ყოფილი უფროსის შვილი გაიტაცოს და გამოსასყიდი მოითხოვოს, მაგრამ ყველაფერი სისხლიან შურისძიებაში გადაიზრდება ....

[center][b]ონლაინი:[/b] http://www.imovies.ge/movies/3806
[b]გადმოსაწერი :[/b] http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=1849&order=1.1&search=BOKSUNEUN%20NAUI%20GEOT
http://allmovies.ge/ge/#movie/ADID [/center]


[i]ფილმი მეორე[/i] [size="4"][b][i]Oldboy (2003)[/i] [/b][/size] ოდესუ მზრუნველი მამა და მეუღლე სახლში შვილის დაბადების დღეზე მიიჩქარის მაგრამ მოულოდნელად იტაცებენ და მთელ 15 წელს ატარებს ტყვეობაში . თხუთმეტი წლის შემდეგ კი მას უშვებენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ გაარკვიოს მიზეზი.... თქვენ ალბათ ფიქრობთ რომ ეს 15 წელი იყო შურისძიება... არა შურისძიება იწყება მას შემდეგ რაც ოდესუ ტყვეობიდან თავს დააღწევს ....

[center]http://www.youtube.com/watch?v=1Gex2NXTuL4[/center]

[center][b]ონლაინი:[/b] http://www.imovies.ge/movies/943
[b]გადმოსაწერი ლინკი:[/b] http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=1444&order=1.1&search=oldboy
http://allmovies.ge/ge/#movie/AIDFD[/center]

[i]მესამე და ჩემი ფავორიტი :) [size="4"][i][b]Sympathy for Lady Vengeance (2005[/b][/i][/size]) 19 წლის კიმი ციხეში ბავშვის გატაცებისა და მკვლელობისთვის ხვდება. ის ციხეში გეგმავს შურისძიებას და ციხიდან გამოსული პოულობს კიდეც საშუალებას მის განსახორციელებლად. აი როგორ ეს ფილმში ნახეთ.

[center]http://www.youtube.com/watch?v=mzXbV9a5GA4[/center]

[center][b]ონლაინი:[/b] http://www.imovies.ge/movies/8917
http://myhit.ge/index.php?FID=1&id=3883&PHPSESSID=5sediums5vm9or98sdbo2eui5ibn9i86
[b]გადმოსაწერი ლინკი:[/b] http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4547013
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3626399[/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="5"][b]The Client[/b][/size][/center]

[center][URL=http://radikal.ru/fp/ee2e50c2d1574737803629087fef5782][IMG]http://s020.radikal.ru/i706/1310/de/b52ec2c29a95.jpg[/IMG][/URL][/center]
ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მამაკაცი რომლის ანაეჭდების დადგენაც შეუძლებელია საწარმოო ტრამვის გამო , უკვე მეორედაა ეჭვმიტანილი ამჯერად უკვე საკუთარი მეუღლის მკვლელობაში. ადვოკატს და პროკურორს მოუწევთ დაადგინონ ვინ არის რეალურად მთავარი ეჭვმიტანილი , დაუნდობელი მკვლელი თუ უბრალოდ სასოწარკვეთილი მეუღლე..

[center]http://www.youtube.com/watch?v=jvgP-oqtLy0&feature=share&list=PLegiWre8AcojG6INcEN8a2rSZTKAvgfVJ[/center]

[center][b]ონლაინი:[/b] http://doramakun.ru/Dorama_and_Live_Action/Watch_OnLine/1328547513.html
[b]გადმოსაწერი ლინკი:[/b] http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=9324&order=1.1&search=the%20client[/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დღეს რა გვაქვს კინოსეანსში? ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ თრილერს შემოგთავაზებთ რომელიც ზოგადად საშინელებათა ჟანრსა და თრილერს შორის სადღაც შუაშია... არა მონსტრები აქ არ დაეხეტებიან... საშინელებათა ჟანრი მარტო ლორწოიან სტრაშილკებს რომ არ მოიცავს ეს ზოგადად ალბათ იცით... :)



[center][URL=http://radikal.ru/fp/0d74038039354d9a8be3a4b68adbb043][IMG]http://i023.radikal.ru/1311/cb/32de0b3aa14b.jpg[/IMG][/URL]

[size="5"][i][b]I Saw the Devil (2010)[/b][/i][/size][/center]

რეჟისორი: Jee-woon Kim
ჟანრი: კრიმინალური, დრამა, საშინელებათა

[i][b]ცოტა რამ რეჟისორზე ვ[/b][/i]თქვათ. კორეულ კინოინდუსტრიაში ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო რეჟისორები მოღვაწეობენ თუმცა არის სახელები და გვარები რომლებიც კარგ ფილმებთან ასოცირდება, კიმიც ამ რეჟისორების კატეგორიას მიეკუთვნება. სხვათაშორის წელს გამოვიდა მისი ჰოლივუდური ნამუშევარი The Last Stand არნოლდ შვარცნეგერით მთავარ როლში, რომელიც სწორედ არნოლდის დამსახურებაა რომ არ მინახავს მაგრამ ალბათ რეჟისორის ხათრით აუცილებლად ვნახავ. ამ ბოლო დროს უცნაური ტენდენცია წამოვიდა აზიელი კინორეჯისორებისა და ჰოლივუდის ტანდემი თან განა უბრალო რეჟისორების, აი სწორედ ისეთი მნიშვნელოვანი სახელებისა და გვარების რომლებზეც დასაწყისში ვსაუბრობდი. მოკლედ კიმი რომ ერთ-ერთი კარგი და საინტერესო რეჟისორია უკვე გითხარით , საკმაოდ ბევრ ჟანრში მოსინჯა ძალები და საკმაოდ წარმატებულადაც, კარიერა თეატრიდან დაიწყო და შემდეგ კინოინდუსტრიაში აღმოჩნდა. რამოდენიმე წარმატებული ფილმიც აღვნიშნოთ მისი ფილმოგრაფიიდან: The Quiet Family (1998) /კომედია/ , "Memories" (ერთ-ერთი სეგმენტი საშინელებათა თემაზე ანთოლოგიიდან Three / , A Tale of Two Sisters(2003) /საშინელებათა/ , A Bittersweet Life (2005) /დრამა, თრილერი/-სხვათაშორის ამის ჰოლივუდური რიმეიკი უკვე დაგეგმილია , The Good, the Bad, the Weird (2008) /ვესტერნი, კომედია/ I Saw the Devil (2010) /კრიმინალი, თრილერი ,საშინელებათა/ , Heavenly Creature (2012) /Sci-fi , ერთ-ერთი სეგმენტი აპოკალიფსის ანთოლოგიიდან Doomsday Book. მოკლედ როგორც ვხედავთ საკმაოდ მრავალფეროვანი რეჟისორია. ჰყავს ამოჩემებული არა ალბათ უფრო საყვარელი მსახიობები რომლებსაც ძალიან ბევრ მის ფილმში ნახავთ: Lee Byung Hun, Min-sik Choi , Song Kang-ho ... ხო როგორც რეჟისორების შემთხვევაში ასევე ძალიან ბევრი კარგი და ნიჭიერი მსახიობი ჰყავს კორეას თუმცა აქაც არსებობს სახელები და გვარები რომლებიც ხარისხთან და ძალიან კარგ ფილმებთან ასოცირდება ეს სამი სახელი და გვარიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება :yes:

[i][b]ეხლა ცოტა რამ ფილმზეც უნდა ვთქვათ[/b][/i] ფილმის მთავარი თემა შურისძიებაა , შურისძიება და მინ სიკ ჩოი (ოლდბოიდაბ) სამუდამოდ ერთმანეთთანაა დაკავშირებული კორეულ კინოსამყაროში , ამ ფილმში კი ამ ყველაფერს ლიც ემატება და გამოვიდა ორი ძალიან კარგი მსახიობის გენიალური დუეტი და ძალიან კარგი ფილმი.
როდესაც გამოძიების ბიუროს საიდუმლო აგენტის საყვარელი ქალი სერიული მკვლელის მსხვერპლი ხდება ის სახიფათო ნადირობას იწყებს ბოროტმოქმედზე და შურისძიება კიმის ცხოვრების ერთადერთი და მთავარო აზრი ხდება.
როცა იშლება ყოველგვარი ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის, როცა თავად მონადირე ნებისმიერ წამს შეიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლის როლში ძალიან დიდია ალბათობა რომ მონსტრის დევნაში თავად უფრო დიდ მონსტრად იქცე...

[center]
http://www.youtube.com/watch?v=xwWgp1bqVwE[/center]

[center][b]მოკლედ ვისაც დაგაინტერესათ ონლაინში შეგიძლიათ უყუროთ აქ:[/b] http://www.imovies.ge/movies/5176

[i]შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩემს აზიურ ფლეილისთს ამ საიტზე სურვილის შემთხვევაში:[/i] http://www.imovies.ge/lists/381

[b]ან უყუროთ აქ:[/b] http://myhit.ge/index.php?FID=7&q=Akmareul%20boatda


[b]ან გადმოწეროთ:[/b] http://allmovies.ge/ge/#movie/ABCJHG

http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=7559&order=1.1&search=i%20saw%20the%20devil

[b]ტორენტი:[/b] http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3763395[/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საშინელებათა და თრილერის ჟანრები საჩემო არაა. აი, რამდენიმე დრამას კი სიამოვნებით ვნახავ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ტიტრებით მიჭირს ყურება. ინგლისური ან რუსული გახმოვანებით არაა ეს ფილმები? დრამებზე ვკითხულობ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b], კი.... თუმცა ფილმს გააჩნია. რაც უფრო ძველია და დაბალბიუჯეტიანი და ა.შ ძირითადად მხოლოდ სუბებითაა ან საერთოდ არაა მაგრამ ცოტა აქეთ შედარებით ახალი და პოპულარული ფილმები შესაბამისად ცნობილი რეჟისორების თარგმანითაც არი ხოლმე.


პ.ს ამათი ფილმი ყველა დრამაა... კომედიაც კი დრამაა ხოლმე :laugh: Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ოკ ეხლა ფილმები [b][member="mako"][/b], -სთვის და ზოგადად იმათთვის ვინც არ იცნობს კარგად კორეულ კინოს , ჩემსავით ყურებამდე არაა შიგ გადავარდნილი მაგრამ კარგი და სასიამოვნო ფილმის ნახვაზე უარს არ იტყვის...

[center][size="5"][i][b][color="#800080"]A Moment to Remember (2004)[/color][/b][/i][/size][/center]

[center][URL=http://radikal.ru/fp/a5d7437e175f47a8958936b7d9e5cc9f][IMG]http://s51.radikal.ru/i131/1311/ef/4f626c8b6c31.jpg[/IMG][/URL][/center]

[center]რეჟისორი: Lee Jae-han
როლებში: Jung Woo-sung , Son Ye-jin
ჟანრი: დრამა,მელოდრამა
[/center]

მორიგი სევდიანი სასიყვარულო ისტორია. ერთი შეხედვით ბედნიერი ცოლქმრის ცხოვრებაში მძიმე მომენტი დგება როდესაც ერთერთი მათგანი ალცგეიმერის დაავადების წყალობით ნელნელა უცხო ხდება მეორე ნახევრისთვის.



[center][b]ონლაინში სანახავად:[/b] http://www.imovies.ge/movies/9423

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=5126

http://asia-tv.su/publ/filmy_po_godu/filmy_2004/pamjatnyj_mig_ne_khochu_zabyvat_a_moment_to_remember_nae_meorisokui_jiwoogae/61-1-0-396


[b]გადმოსაწერი ლინკი: [/b] http://allmovies.ge/ge/#movie/ABJCJA

[b]ტორენტი:[/b] http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3231350[/center]


[i]p.s ხო ლინკებს ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რუსული გახმოვანებით დავდო თუ მოიპოვება...[/i] Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://radikal.ru/fp/d0f4a42a25c04be79ad0ee266f66d32d][IMG]http://s020.radikal.ru/i716/1311/fe/c5238864d7b4.jpg[/IMG][/URL][/center]

[center][size="5"][b]Silenced (2011) / "Do-ga-ni"[/b][/size]

რეჟისორი: Dong-hyuk Hwang
ჟანრი: დრამა[/center]

ჩემი საყვარელი კატეგორია სოციალური დრამები, შეიძლება ითქვას რომ ფაქტიურად ცალკე ჟანრად აქციეს ეს კატეგორია კორეელმა რეჟისორებმა. ფილმი გადაღებულია ცნობილი ნოველის "დოგანი"-ს მიხედვით. მორიგი სოციალური დრამა გაუხსნელ საქმეებზე , რეალური ისტორია. ახალგაზრდა მასწავლებელი მუჯინის პროვინციაში ყრუ-მუნჯი ბავშვების სკოლაში ხატვის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. მალე აღმოაჩენს რომ ძალიან ბევრი უცნაური რამ ხდება მის გარშემო და სასტიკი რეალობის მოწმე ხდება. ინვალიდი ბავშვები ყოველ ჯერზე ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

ფილმის პირველი ნაწილი უფრო ჰორორს მოგვაგონებს თავისი პირქუში კადრებითა და დაძაბულობით , დრამა უკვე ფილმის მეორე ნახევარი ხდება როცა ახალგაზრდა მასწავლებელი ბავშვების დასაცავად ბრძოლას იწყებს.

ფილმის პრემიერა 2011 წლის შემოდგომაზე შედგა და ყველა რეკორდი მოხსნა, პირველივე კვირაში გაყიდული ბილეთების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მოგვიანებით ფილმმა შეძლო ის რაც ვერ შეძლო იგივე ნოველამ .... 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა მთელი რიგი კანონპროექტების გადასინჯვა და გამკაცრება მოითხოვა. დიდი ხნის წინ შეწყვეტილი გამოძიება საქმეზე კვლავ განახლდა ხოლო ოქტომბერში მიიღეს კანონპროექტი ბილ დოგანი რომელმაც უფრო გაამკაცრა კანონი არასრულწლოვნებსა და ინვალიდებზე ძალადობის შესახებ.


[center][b]ონლაინში სანახავად:[/b] http://myhit.ge/index.php?FID=1&id=22774

http://asia-tv.su/publ/filmy_po_godu/filmy_2011g/lishennye_golosa_2011_silenced/51-1-0-2399


[b]გადმოსაწერი ტორენტი:[/b] http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4008201[/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0