თავდასხმა მუსლიმანებზე

34 posts in this topic

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმური სამლოცველო სახლის ფუნქციონირების მოწინააღმდეგეები ხოჯას მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა ჯემალ ადაძემ განუცხადა, პარასკევის ტრადიციული ლოცვის დასრულების შემდეგ ადგილობრივები, ხოჯას, სახლში ხელკეტებით მიუვარდნენ და მისი მეუღლე ცემეს.

„მუსლიმებმა პარასკევის ტრადიციული ლოცვის ჩატარება ხელისშეშლის გარეშე შეძლეს. ლოცვის მიმდინარეობის დროს სამლოცველო სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. როცა ლოცვა დამთავრდა და პოლიცია წავიდა, სოფლის მაცხოვრებლები, ვინც სამთაწყაროში მუსლიმური სამლოცველო სახლის ფუნქციონირების წინააღმდეგია, ხოჯას სახლში მიუცვივდნენ და მის მეუღლეს ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. ემუქრებიან დანარჩენ მუსლიმებსაც, რომ სოფელი დატოვონ,“- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჯემალ ადაძემ.

მისივე თქმით, მომხდარზე რეაგირებისათვის ადგილობრივ პოლიციას მიმართეს.

„ამ წუთებში ჩემს სახლთან სოფლის მოსახლეობაა შეკრებილი და პასუხს გვთხოვენ, რატომ ვილოცეთ დღეს სამლოცველოში. როდესაც ჩემი მეუღლე მათთან დასალაპარაკებლად გავიდა, ხელი ჰკრეს, დაარტყეს და დაეცა. ფეხი აქვს დაზიანებული. ადგილზე სამართალდამცავებიც არიან. მე გარეთ არ გავდივარ, რომ კიდევ არ გამწვავდეს სიტუაცია“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ხოჯა სულიკო ხოზრევანიძემ.

სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმთა სამმართველომ სოფელში სამლოცველო სახლის გასახსნელად შენობა იყიდა. ქრისტიანმა ჰერებმა და აჭარელი ეკომიგრანტების ნაწილმა, რომლებიც ასევე მუსლიმები არიან, ერთად ლოცვის მსურველ მუსლიმებს ამის შესაძლებლობა სამჯერ არ მისცეს. სამთაწყაროში მუსლიმური სამლოცველო სახლის გახსნის მოწინააღმდეგებმა პირველად, 24 მაისს, ადგილობრივი მუსლიმები სამლოცველო სახლიდან ძალის გამოყენებით გაყარეს; მეორედ, 31 მაისს, სამთაწყაროს მცხოვრებლებმა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები სოფელში არ შეუშვეს; მესამედ, 7 ივნისს, ადგილობრივ ხოჯაზე ზეწოლა განხორციელლდა, რის გამოც მან ლოცვა ვერ შეძლო, ავად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

[url="http://ick.ge/rubrics/vacancy/14817-2013-06-28-15-48-12.html#.Uc20D9eebMc.facebook"]ბმული[/url]

http://www.youtube.com/watch?v=Ci0yZtSKISE
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამთაწყაროში 29 ივნისს მომხდარ ინციდენტზე, როცა ხოჯას ოჯახს თავს დაესხნენ და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის სხვა ფაქტებზე განცხადება გაავრცელეს. უფლებადაცვითი ორგანიზაციები მოუწოდებენ შსს–ს და მთავარ პროკურატურას, დროულად მოახდინოს ყველა დანაშაულის გამოძიება და პასუხისმგებლობა დააკისროს სამართალდამრღვევ პირებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც მედიასაშუალებებში გავრცელებული ვიდეო მასალა და მუსლიმთა თემიდან ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, 2013 წლის 28 ივნისს, მუსლიმთა ტრადიციული ლოცვის (ჯუმა) დასრულების შემდეგ, ადგილoბრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი (დაახლოებით 200-მდე ადამიანი, რომლებიც თავს მიაკუთვნებენ ქრისტიანულ მრევლს) თავს დაესხა ადგილობრივი მუსლიმანo სასულიერო პირის (ხოჯა), სულიკო ხოზრევანიძის სახლს და მის ოჯახს სოფლიდან გაძევებით, ჩაქოლვითა და გადაწვით ემუქრებოდა. აღნიშნული ჯგუფი შეიჭრა მისი სახლის ეზოში და ფიზიკური დაზიანება მიაყენა სულიკო ხოზრევანიძის მეუღლეს, ემინე ხოზრევანიძეს, რაზეც დაზარალებული ვიდეო მასალაში პირდაპირ უთითებს http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Ci0yZtSKISE სულიკო ხოზრევანიძის მიერ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში http://ick.ge/articles/14818—–video.html ვკითხულობთ: „[..] მივედით სალოცავად. არავის არაფერი არ უთქვამს. 6 საათის შემდეგ მოაწყდა ხალხი ჩემს სახლს, კარებამდე მოვიდნენ. იყო მუქარები, რომ გაგასახლებთ, ახლა კიდევ მითვლიან, რომ ხვალ საქონელს ნახირში ვერ გავუშვებ, წყალს არ მოგვცემენ, მაღაზიაში ვერ წავალთ. 24 საათში გასახლდითო.“ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით პოლიციას ადგილზე არ დაუკავებია არცერთი სამართალდამრღვევი პირი. ქვემო ქართლის რეგიონის მუფტის, ჯემალ ადაძის მიერ ჩვენთვის მიცემული განმარტებით, 29 ივნისს, რამდენიმე ადგილობრივი ქრისტიანი ისევ მივიდა სულიკო ხოზრევანიძესთან და ლოცვაში მონაწილეობა და სხვა სოფლებიდან მუსლიმი მლოცველების მიღება აუკრძალა. მუფტის განცადებითვე, განხორციელებული ძალადობის მუქარის გამო სულიკო ხოზრევანიძე იძულებული გახდა სოფლის მოსახლეობის მოთხოვნას დათანხმებოდა.

როგორც დაზარალებული პირებისა და სოფლის რწმუნებულის, გულნარა ნადირაშვილის განცხადებები ცხადყოფს, ადგილობრივი ქრისტიანების აგრესიის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ხოჯამ და მისმა შვილებმა პარასკევის ლოცვაში მონაწილეობა მიიღეს და ამ ლოცვას სხვა სოფლებიდან ჩამოსული მუსლიმი მლოცველები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ 14 ივნისს, სოფელ სამთაწყაროში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ბატონი პაატა ზაქარეიშვილის ჩასვლისა და 24 მაისის შემდგომ ერთობლივი ლოცვის პირველი პრეცედენტის დაშვების შემდეგ, 28 ივნისი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ერთობლივ ლოცვას ადგილობრივი მუსლიმები დაესწრნენ. კერძოდ, მიმდინარე პარასკევის ლოცვას სხვა სოფლებიდან ჩასული 6 და ადგილობრივი 4 მუსლიმი მლოცველი ესწრებოდა. მუფტის, ჯემალ ადაძის განმარტებით, სამთაწყაროში სამმართველოს წარმომადგენლების ჩასვლის მიზეზი ადგილობრივი მუსლიმების მხარდაჭერა და სამთწყაროში შექმნილი კონფლიქტის შემდეგ გაჩენილი შიშის დაძლევაა. აღსანიშნავია, რომ 21 ივნისს, პარასკევის ტრადიციულ ლოცვას მხოლოდ სხვა სოფლებიდან ჩასული მლოცვლები ესწრებოდნენ და მასში მონაწილოება არ მიუღიათ ადგილობრივი მუსლიმებს. მუფტის განმარტებით, ადგილობრივი მუსლიმების მიმართ მუდმივად აქვს ადგილი ზეწოლისა და მუქარის შემთხვევებს, რის გამოც ისინი თავს იკავებენ კოლექტიური ლოცვისგან. მათ შორის, 21 ივნისს, ერთობლივი ლოცვის დროს ადგილობრივი ქრისტიანები სამლოცველო სახლის მახლობლად გადაადგილდებოდნენ და მათგან მომდინარე აგრესიის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივი მუსლიმები ლოცვაზე არ გავიდნენ. ადგილობრივ მუსლიმებზე წეზოლის ფაქტს სამთაწყაროში მცხოვრები ერთ-ერთი მუსლიმი ქალბატონის განცხადებაც ადასტურებს, სადაც ის პირდაპირ უთითებს ადგილობრივი მუსლიმების მიმართ სოფლის მოსახლეობისა და სოფლის განმგებლის ზეწოლაზე http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=EiNfW_H84t8&noredirect=1#at=52)

განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ სოფელ სამთაწყაროში რელიგიური კონფლიქტის კერა არსებობს და ადგილობრივი მუსლიმები ზეწოლისა და შევიწროების ქვეშ არიან. სოფლის ხოჯა, სულიკო ხოზრევანიძე და მისი ოჯახი კი მთელი ეს დროა მუქარის, შეურაცხყოფისა და აგრესიის მსხვერპლია. კონფლიქტის მიზეზები და ამ პროცესებში სახელმწიფოს როლის თაობაზე დეტალური შეფასებები წარმოდგენილია წინა პერიოდში ჩვენს მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებებში http://gyla.ge/geo/news?info=1590 http://gyla.ge/geo/news?info=1613

შექმნილი მწვავე სიტუაცია, სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას გადადგას დროული და ქმედითი ზომები ადგილობრივი მუსლიმების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. სხვა შემთხვევაში არსებობს რისკები, რომ კონფლიქტი შეიძლება უფრო გაღრმავდეს და ის სხვა მსგავსი ტიპის დასახლებებშიც გავრცელდეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია რომ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს მთავარ პროკურატურამ, დროულად უნდა მოახდინონ ყველა იმ დანაშაულის გამოძიება, რომელიც სოფელ სამთაწყაროში 24 მაისის შემდეგ გამოიკვეთა და პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა შესაბამის სამართალდამრღვევ პირს. ამ მიმართებით განსაკუთრებით ყურადსაღებია 28 ივნისს სულიკო ხოზრევანიძის ოჯახზე თავდახმის, მუქარისა და მისი მეუღლის ფიზიკური დაზიანების ინციდენტი, რომელიც სავარაუდოდ შეიცავს მუქარის (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი), რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის (სსკ-ის 155-ე მუხლი), დევნის (სსკ-ის 156-ე მუხლი), ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევისა (სსკ-ის 160-ე მუხლი) და ხულიგნობის (სსკ-ის 239-ე მუხლი) ნიშნებს. ჩადენილი ქმედებების სამართლებრივი შეფასების დროს ხაზი უნდა გაესვას სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 მუხლის გამოყენების მნიშვნელობას, რომელიც რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულს დამამძიემებელ გარემოებად მიიჩნევს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააძლიეროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფს ღონისძიებები სოფელ სამთაწყაროში და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დროულად აღკვეთოს ასეთი ფაქტი და პასუხისგებაში მისცეს სამართალდამრღვევი პირები. ამასთან აუცილებელია, მიღებულ იქნას დაცვის სპეციალური ზომები სულიკო ხოზრევანიძის ოჯახის მიმართ, რომელიც ამჟამადაც იმყოფებოდა ზეწოლისა და მუქარის ქვეშ;

სახელმწიფომ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებაზე, რომლებიც კონფლიქტის მხარეებად გვევლინებიან და თავისი ქმედებებით აშკარად სცდებიან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს

სამართლიანობისა და რელიგიის თავისუფლების პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებით, საქართველოს მთავრობამ დროულად უნდა შეიმუშავოს ერთიანი პოლიტიკა რელიგიური კონფლიქტების დარეგულირების მიზნით.

განცხადებას ხელს აწერენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საერთაშორისო გაჭირვალობა – საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მედიის განვითარების ფონდი, ორგანიზაცია „იდენტობა“ და ფონდი „ALPE“.

[url="http://ick.ge/articles/14822-2013-07-01-06-47-02.html#at=52"]ბმული[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="muvahid"][/b], არ იფიქრო, გამოხმაურება რომ არ მოჰყვა ამ თემას, არავის აინტერესებსო.
მე პირადად შესვენების პერიოდი მაქვს. ძალიან გადამღალა ამდენმა ინფორმაციამ, მით უმეტეს, უარყოფითმა.

ზოგადად, რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები ყოველგვარ ძალადობას. მით უმეტეს, როცა რელიგიურ გრძნობებს ეხება საქმე. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, არ გავცნობივარ.

ისე, ერთხელ რომელიღაც გადაცემაში თქვა მამუკა არეშიძემ, თუ სწორად მახსოვს, რომ ადგილობრივი, ქართველი მუსულმანების გაძლიერება და დაცვა ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ღონისძიებაც უნდა იყოს, რომ ფანატიკოსებმა ფეხი ვერ მოიკიდონო. მართალია ეს. მით უმეტეს, რომ ჩვენს ძირძველ მოსახლეობას ეხება საქმე, ისეთივე ქართველებს, როგორიც მე ან სხვა ვართ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ბიძინა ივანიშვილი - რაც სამთაწყაროში ხდება, 9 წლიანი მმართველობის გადმონაშთია და ხერხდებოდა ამის მიჩქმალვა და მიჯირყვნა[/b]
მთავრობა ყველა მიმართულებით დაიცავს უმცირესობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს მოხდება კანონის გზით და არა ხელოვნური გზებით.

"გეგმა გვაქვს ასეთი - საქართველოში უნდა ბატონობდეს მხოლოდ სამართალი. ჩვენი კონსტიტუციით ყველა რელიგიურ უმცირესობას აქვს უფლება, აღასრულოს ლოცვა, როგორც მათ სურთ. პირველ რიგში მივმართავ სამთაწყაროს მოსახლეობას, რომ კეთილი ინებონ და დაიცვან კანონიერება. ჩვენ ვცდილობთ მოლაპარაკების გზით დავარწმუნოთ ორივე მხარე, რომ მშვიდობიანად მისცენ საშუალება უმცირესობას აღასრულონ თავიანთი რელიგიური მრწამსი. თუ ეს არ მოხერხდება მოლაპარაკების გზით, კანონს გამოვიყენებთ მთელი სიმკაცრით. მივმართავ მათ განსაკუთრებით, კეთილი ინებონ, დაემორჩილონ კანონს და მისცენ საშუალება ლოცვის. მე ვფიქრობ, ის რაც დღეს ხდება საქართველოში, კონკრეტულად სამთაწყაროში, ეს არის 9 წლიანი მმართველობის გადმონაშთი. ის რომ ხერხდებოდა ხელოვნურად ამის მიჩქმალვა და მიჯირყვნა თავის დროზე, ამან თავი წამოყო დღეს. სადაც მოლაპარაკებით ვერ მოვახერხებთ, კანონი ჩაერევა. ტოლერანტობა არ ესწავლება ქართველ ერს. მეჩეთის აშენება და რელიგიური მრწამსის აღსრულება არასდროს იყო პრობლემა", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერი ასევე გამოეხმაურა 17

მაისის ინციდენტს და აღნიშნა, რომ ესეც "წინა ხელისუფლების მიერ დამყარებული წესრიგის შედეგი იყო".

"ეს იყო ზედმეტად ინსპირირებული და მართული გარედან. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება. პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ მოქმედი, ორი მღვდელმსახური მიეცა პასუხისგებაში და ისინი დაისჯებიან კანონის შესატყვისად", - განაცხადა ივანიშვილმა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/81216-bidzina-ivanishvili-rac-samthatsyaroshi-khdeba-9-tsliani-mmarthvelobis-gadmonashthia-da-kherkhdeboda-amis-michqmalva-da-mijiryvna.html#ixzz2XzitJIA2

პ.ს.
ეს ფაქტი რათქმა უნდა მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ ასევე მიუღებელია, როცა არავინ ამოიღო ხმა, სამთაწყაროელ მოძალადე ქმრების შესახებ (მუსლმებზეა საუბარრი), რომლებიც სისტემატურად სცემდნენ ცოლებს, მათ შორის ორსულებს და რომლებზეც არასამთავრობოები საუბრობდნენ მხოლოდ.
ერთ-ერთი, ვინც ორსული სცემეს ჩემი სკოლელია, ბავშვი ავადმყოფი დაიბადა, ქმრის "წყალობით".
შეიძლება ეს თემა შორს მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალადობა შობს ძალადობას - თუ ცოლის ცემა არ აღაშფოთებს არავის, ანუ გენდერული ძალადობა, რელიგიური რატომ უნდა მაშფოთებდეს?
[size="4"][b]ეს კომენტარი სწორად გაიგეთ, არავის არ ვამარეთლებ. საზოგადოების მიდგომები მიშლის ნერვებს!
[/b][/size]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მართლაცდა დაიღალა ხალხი ამდენი გაწევ გამოწევით.ყველა თავის საქმეს რომ აკეთებდეს ქვეყანა დაწყნადრებოდა.მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვების ზღვარზეა.საერთოდ ურთიერთპატივისცემა დაკარგა ხალხმა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ თემაზე ყველა ხმაურობს და აზერბაიჯანელი მუსლიმები რომ დავით-გარეჯში ლოცვას გვიშლიან, არავინ!!!
კანონის დაცვით იყო ეს ხალხი იქ ჩასული!

[i][b]მღვდელმონაზონი კირიონი (ონიანი):[/b][/i] - ზუსტად ერთი წლის წინ სამი ადამიანი კანონის სრული დაცვით, სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან (ისევე, როგორც ამჯერად სპორტსმენები) შევედით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ბერთუბანში რომ უდაბნოდან გავსულიყავით, საზღვარს დავარღვევდით, რაც არავის გვსურს. თუმცა, აზერბაიჯანული მხარე რატომღაც ცდილობს, საზღვრის დამრღვევებად გამოგვაცხადოს. სად მიდიხართო? - გვკითხეს წითელ ხიდზე გადასვლისთანავე, ფოილოს პუნქტში. ავუხსენით, რომ მივდიოდით ისტორიულ მონასტერში. დაუბრკოლებლად გაგვიშვეს. მონასტრის ზედა მხარეს დგას სასაზღვრო ნაწილის შენობა. შეგვეძლო მისი გვერდის ავლით შევსულიყავით მონასტერში, მაგრამ დასამალი რა გვქონდა? მესაზღვრეებს ვუთხარით, რომ ტაძარში ჩავდიოდით. პასპორტები მოითხოვეს და დაგვიწყეს მტკიცება, თუ ცენტრალურ შტაბს არ შევატყობინებთ, ვერ შეგიშვებთო. რა საჭიროა ამდენი აჟიოტაჟი, 2 საათი გვინდა, რომ მოვილოცოთ-მეთქი?

http://www.kvirispalitra.ge/martlmadidebluri/18104-beri-kirioni-qmovithkhove-damapatimreth-methqiq.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამას არანაირი გამართლება არა აქვს, მაგრამ იმ ხალხის პერსპეკტივით უნდა შეხედო, ვინც დმედიის გარდა არანაირ საინფორმაციო წყაროს იყენებს. მედიაში იმისთანა ანტი მუსლიმანური პროპაგანდა მიდის, რომ არ დაიჯერო კაცმა არ მოხდება. უბრალოდ როგორც რელიგია მუსულმანური რელიგია ჯერჯერობით მეტად უფრო ფანატიზმით არის დატვირთული. ეგ ქრისტიანობას შუა საუკუნეებში უკვე გამოვლილი აქვს. ანუ ხალხს მუსულმანები რომ არ მოსწონთ, ეს იმის ბრალია რომ მათი ეშინიათ, იმიტომ რომ ყოველი მუსულმანი ტერორისტად ითვლება დღესდღეობით. ანუ სანამ არ მოხდება დეზინფორმაციის და არასწორი ინტერპრეტირების მიწოდება ხალხისთვის, მაქამდე ესეთი შემთხვევები კიდევ იქნება და მომატებას დაიწყებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რასაცა გასცემ შენია! ეგ კარმაა ბატონო ჩემო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
წელს ერთი კვირა ვიყავი სარფში. იდეალური დასასველებელი ადგილია, თუმცა ერთი მინუსი აქვს - საზღვრის იქით მდებარე მეჩეთიდან დილის 5 საათზე აუცილებლად გაგაღვიძებს მოლას ხმა, რომელიც მორწმუნე მუსლიმ მლოცველებს მოუწოდებს ლოცვისაკენ. ეს მოწოდება ღამე ყველაზე ხანგრძლივიადა სადღაც 20-30 წთ. გრძელდება. დღისითაც ისმის ხოლმე, მაგრამ დღისით უფრო ეჩვევი. თუმცა პირველად რომ გავიგე, დღისითაც შოკი იყო.
[b]რატომ ისმის ასე? იმიტომ, რომ გამაძლიერებლებია დამონტაჟებული და ეს გამაძლიერებლები დაუმონტაჟებიათ მას მერე, რაც ქართულ მხარეს აშენდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია და მოინათლა ხალხი. ახლა სარფელების 99% ქრისტიანიაო - ასე ამბობენ იქაურები![/b]
ხაზს ვუსვამ - [u]ეს ინფორმაცია მოგვაწოდა იმ ხალხმა, ვინც იქ ცხოვრობს!!!!!![/u]
ამის მერე რომელ ჩაგვრაზე საუბრობთ?
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' timestamp='1408789159' post='716683']
წელს ერთი კვირა ვიყავი სარფში. იდეალური დასასველებელი ადგილია, თუმცა ერთი მინუსი აქვს - საზღვრის იქით მდებარე მეჩეთიდან დილის 5 საათზე აუცილებლად გაგაღვიძებს მოლას ხმა, რომელიც მორწმუნე მუსლიმ მლოცველებს მოუწოდებს ლოცვისაკენ. ეს მოწოდება ღამე ყველაზე ხანგრძლივიადა სადღაც 20-30 წთ. გრძელდება. დღისითაც ისმის ხოლმე, მაგრამ დღისით უფრო ეჩვევი. თუმცა პირველად რომ გავიგე, დღისითაც შოკი იყო.
[b]რატომ ისმის ასე? იმიტომ, რომ გამაძლიერებლებია დამონტაჟებული და ეს გამაძლიერებლები დაუმონტაჟებიათ მას მერე, რაც ქართულ მხარეს აშენდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია და მოინათლა ხალხი. ახლა სარფელების 99% ქრისტიანიაო - ასე ამბობენ იქაურები![/b]
ხაზს ვუსვამ - [u]ეს ინფორმაცია მოგვაწოდა იმ ხალხმა, ვინც იქ ცხოვრობს!!!!!![/u]
ამის მერე რომელ ჩაგვრაზე საუბრობთ?
[/quote]

ბიბლიაში წერია, რომ არასდროს გარეთ არ უნდა ილოცო კაცმა, არამეტ ერთი სანთელი შენთვის სახლში რომ დაანთო ეგ საკმარისია. მუსულმანებისთვის კიდე რაც უფრო დიდ შოუს გააკეთებ მიტ უფრო მეტად მიგიღებს ალაჰი. ქრისტიანულ რელიგიაზე პასიური და პაციფისტური რელიგია არ არსებობს (ახალ აღთქმაზე ვლაპარაკობ). საქართველო შუასაუკუნეებში იყო ერთ ერთი ყველაზე დიდი მუსულმანების მტერი, ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით და დავით მეფე, ეხლა ალბათ ყველა მუსულმანები ვიქნებოდით და ასეთი რეაქცია მისაღებია ქართული სტანდარტებისთვის. და ქრისტიანებს რას უშვებიან კიდე მუსულმანურ ქვეყვენბში მაგაზე ლაპარაკი არ ღირს. უბრალოდ ნერვებს მიშლიან მუსულმანი ფანატიკოსები რომლებიც გვაძალებენ რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ ალაჰი და მისი ტოლერირება.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='david1550123' timestamp='1408841816' post='716687']
მუსულმანებისთვის კიდე რაც უფრო დიდ შოუს გააკეთებ მიტ უფრო მეტად მიგიღებს ალაჰი.
[/quote]

[quote name='david1550123' timestamp='1408841816' post='716687']
[color=#383838][font=helvetica, arial, sans-serif][size=3]უბრალოდ ნერვებს მიშლიან მუსულმანი ფანატიკოსები რომლებიც გვაძალებენ რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ ალაჰი და მისი ტოლერირება. [/size][/font][/color]
[/quote]

კიდე კაი მითხარი თორემ არ ვიცოდი ეგრე თუ იყო!
და ყველა მოსახვევში, ყველა შემაღლებულ ადგილას დასობილ ჯვრებზე რას მეტყვი, რომლებსაც ნათურებს აკრავენ რომ ღამითაც მოჩანდეს? იმ ეკლესიებზე რას მეტყვი, რომლებიც აჭარის ყველა სოფელში და ყველა უბანში შენდება თუმცა მლოცველით არცერთი არ ივსება? ხიჭაურის უნივერსიტეტზე რას მეტყვი, რომელიც მხოლოდ აჭარელი მუსლიმი ახალგაზრდებისთვისაა უფასო და ყოველ დღიურად სასულიერო პირები აბუჩად იგდებენ მუსლიმი სტუდენტების რწმენას და მათ სიწმინდეებს?

[b][member=david1550123][/b],

თავს მოხვევა თქვენსკენაც ნაკლები არ იციან

https://www.youtube.com/watch?v=23JAGmGh39E
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ახლა არ წამიკითხავს ეს ამხელა სტატიები მაგრამ წელს თურქეთში ვიყავი ბანაკში სადაც მთელი მუსლიმანური სამყარო იყო თავმოყრილი მოლა როდესაც "ქადაგებს" თუ "ლოცულობს" არ ვიცი ზუსტად რა ქვია ჩვენც ვჩუმდებოდით იმიტომ რომ პატივს ვცემდით ხალხის რწმენას 66 ქართველი ჩუმად ვიყავით 10 წუთი თუ რამდენიხანიც გრძელდება... მგონი ეგ შეგნებაზეა ადამიანის ... დარწმუენებული ვარ გამოჩნდება მუსლიმი რომელიც ეცდება ქრისტიანის შევიწროებას. შიშის ამბავია ყველაფერი ეშინია ხალხს თავისგან განსხვავებულების
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name="muvahid" post="716730"]
ყველა შემაღლებულ ადგილას დასობილ ჯვრებზე
[/quote]
მდას.
ქრისტიანულ ქვეყანაში ჯცრის აღმართვაზე რომ აქვთ პრეტენზია :)
პირჯვრის გადაწერაზე ნებართვა გკითხოთ?
[quote name="muvahid" post="716730"]
იმ ეკლესიებზე რას მეტყვი, რომლებიც აჭარის ყველა სოფელში და ყველა უბანში შენდება თუმცა მლოცველით არცერთი არ ივსება?
[/quote]
რატომ არ უნდა აშენდეს ეკლესია ისტორიულად ქრისტიანულ ქვეყანაში? :)
მლოცველი და მონათლული საკმაოდაა აჭარაში, მეც მაქვს მანდ კონტაქტები და მყავს მეგობრები.

მაღალმთიან აჭარაში როცა ბავშვი მოუკვდათ შიმშილით შარშან, ყველა ეკლესიას მიადგა - მოძღვრები არ დაეხმარნენო.
მერე აღმოჩნდა, რომ მუსლიმი იყო ის ოჯახი და მოძღვრები არც გაიკარეს. საერთოდ, მოლა ან მღვდელი რა შუაშია სოციალურ თემასთან არ ვიცი, მაგრამ როცა გაჭირვებაა ყველა ეკლესიისკენ გარბის და ისე არ მოგწონთ, კაცმა რომ გკითხოთ.

ლოცვას არავინ გიშლით და ძალმომრეობაზე მუსლიმების მიერ, თუნდაც აჭარაში იმდენს გეტყვი, მოსმენით დაიღლები. ძალით არავინ გაქრისტიანებთ და თქვენც დაანებეთ თავი იმ ადამიანებს, ვინც ქრისტეს გზას ირჩევს, ან თუნდაც აქვე პოსტავდა ბიჭი, რომელსაც მუსლიმი ცოლი ჰყავს და აიძულებენ, შვილი მუსლიმურად მონათლოს. იმხელა აგრესიაა შენს პოსტებში ამ ბოლოს დროს, გაოცბული ვარ. გეგონება ჯვრით შემოგივარდით სახლში.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member=Serafit][/b],

https://www.youtube.com/watch?v=o6J8Ka-0pPI

ესც მე ვარ?

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/35729/
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member=muvahid][/b],
ტრაგედია რა არის იცი? ვერ ხვდები, რომ თავცარიელი ვითომ "ქრისტიანი" ხალხის სახით ცდილობენ ქვეყნის გახლეჩას, რელიგიური შუღლის გაღვივებას და საბოლოოდ ქვეყნის განადგურებას და ეგები ამ პროვიკაციას. მაგათი მიზანიც ესაა - გადაჰკიდონ ხალხი ერთმანეთს. სავარაუდოდ, გარე ძალები ურევენ მაში ხელს, არაა გამორიცხული რუსეთიც...
ეგენი არ არიან ნორმალური ადამიანები (იმ ულვაშებიან ქალს დალაგებულის არაფერი ეტყობოდა), ესენი არიან ბინძური მიზნებისთვის გამოყენებული გაუნათლებელი ხალხი, რომლებმაც უნებურად ერთი აგური კიდევ გამოაცალეს ქვეყანას დღეს და იმედი მაქვს, დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით!!!!!!!!
რაც შეეხება შენს პოსტს, ეს ამბავი რომ გავიგე, 100% ვიცოდი რომ ამას დაწერდი :)

თუ ჩემგან დაინახავ ოდესმე მსგავს რამეს, მერე მომთხოვე პასუხი, მაგრამ გარანტიას გაძლევ ეს არასოდეს მოხდება.
იმსჯელე ნორმალური ქრისტიანების მაგალითით, რომელნიც პირველ რიგში შენი თანამემამულეები არიან და არა მაგათით.
მილიონჯერ დამიწერია ამ ფორუმზე მსგავსი რამ მაგრამ ყველას ცუდის დანახვა უფრო ურჩევნია და ცუდის უფრო სჯერა.
და ბოლოს - მეც ცუდად ვიგრძენი თავი, როცა თურქი კაცი ამეკიდა თბილისში და პოლიციამ არაფერი გააკეთა, სანამ არ დავემუქრე პრესაში გავახმაურებ ამ ამბავს მეთქი, მეც გავმხდარვარ რელიგიური შევიწროვების მსხვერპლი და სხვებიც ჩემ გარშემო, მაგრამ ბრაზს ზოგადად ქართველ მუსლიმებზე და მთელ მუსლიმანურ სამყაროზე არ ვავრცელებ და შეურაცხყოფას არ ვაყენებ მათ სიწმინდეებს შეგნებულად.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' timestamp='1410370331' post='716802']
[b][member=muvahid][/b],

იმსჯელე ნორმალური ქრისტიანების მაგალითით, რომელნიც პირველ რიგში შენი თანამემამულეები არიან და არა მაგათით.

[/quote]

ბათუმი, ციხისძირი, ქობულეთ, ნიგვზიანი, წინწყარო, ჭელა თითქმის საქართველოს ყველა კუთხიდან გვესმის მსგავსი ფაქტები და ბუნებრივია მიჩნდება კითხვა ნორმალური ქრისტიანების სიმცირეს ხომარ განიცდის ჩვენი ქვეყანა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სიხარულით ჭკუაზე აღარ არის დიდი საგმირო საქმე ჩაიდინა

https://www.youtube.com/watch?v=wS-DWHSjsXk
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name="muvahid" post="716814"]
ბუნებრივია მიჩნდება კითხვა ნორმალური ქრისტიანების სიმცირეს ხომარ განიცდის ჩვენი ქვეყანა?
[/quote]
ნორმალური ადამიანების სიმცირეს განიცდის ჩვენი ქვეყანა საერთოდ, მათშორის ქრისტიანებისაც, სამწუხაროდ, პლუს ამას მტრის სიჭარბეს, ამას მტრის მეტი ვინ გააკეთებს და ვინ მოახერხებს მანიპულირებას უტვინო ხალხით :(

ამ ფაქტის გამო, მეც ნაწყენი და შეურაცხყოფილი ვარ თქვენთან ერთად.
მანდ რომ ვიყო, დავიხმარდი თანმოაზრეებს და მოვხსნიდი იმ ღორის თავს. ქრისტიანისათვისაც აკრძალულია ცხოველისადმი ამგვარი მოპყრობა, მოკვლა რაიმე ასეთი მიზნებისთვის. დიახ, შეიძლება დაკვლა და საზრდელად მისი ქცევა, მაგრამ ამგვარი ქმედებები არ შეიძლება! მით უმეტეს მოყვასის გასამწარებლად.
ჩემი მული არაბული ენის სპეციალისტია და გუშინ ამ ფაქტის მერე ყვებოდ ზუსტად - ეგვიპტეში ქრისტიანებს და მუსლიმებს ხშირად აქვთ წაკინკლავების მომენტებიო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, მუსლიმები ქრისტიანულ ტაძრებს იცავდნენ, ხოლო ქრისტიანებმა წრე გააკეთეს, რომ მუსლიმებს თავისუფლად ელოცათ.

პ.ს. ქობულეთელებმა იმ გაუბედურებულ სანაპიროს მიხედონ, ზაფხულობით დამსვენებელი კარგად უხარიათ და სისუფთავეს არად დაგიდევენ.
[quote name="muvahid" post="716816"]
სიხარულით ჭკუაზე აღარ არის დიდი საგმირო საქმე ჩაიდინა
[/quote]
მაგ ქალზე ვწერდი გუშინ, ეგ ისედაც ვერ არის მე მგონი სრულ ჭკუაზე :(
შეიძლება ვინმე მანიპულირებს და აშინებს ამათ "ისლამური სახელმწიფოთი", რომელსაც გაემიჯნენ ქართველი მუსლიმებიც, ერაყელებიც, ირანელებიც და ა.შ.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ზოგიერთები თვლიან რომ გმირია

[img]https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/hphotos-ak-xap1/v/t1.0-9/10635939_340070286153242_6500526336334314412_n.jpg?oh=069852c8ed32a39c2624e72345fff606&oe=5489F07C&__gda__=1419263136_8736a586666b598307bcb59d567395b2[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
http://benewsbatumi.com/2014/09/10/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%AA/
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაინც ჩვენ ვართ დამნაშავე, მაინც ჩვენ გვიქნევენ თითს

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/35791/.htm
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თითის ქნევა ვერ დავინახე საპატრიარქოს პოზიციაში.

თვითონ ის ფაქტი ამაზრზენია და ის ხალხი ერთუჯრედიანი, ვინც ასეთი ღორული მეთოდებით მოქმედებს.
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name="muvahid" post="716826"]
ზოგიერთები თვლიან რომ გმირია
[/quote]
მაგ ზოგიერთების გამოც ჩვენ ვაგოთ პასუხი???????
[b]აი საბოლოოდ გწერ ამ თემებზე:[/b]
1. ფეისბუქი, საინფორმციო და ა.შ. ჩვენც გვაქვს და ვეცნობით სიახლეებს, "სახეზე მოფარება" არ გვჭირდება ამ ყველაფრის გმადლობთ; ვაკვირდები, ორ შემთხვევაში გახსენდება ფორუმი: როცა რამე ხდება და როცა რამე გჭირდება... სტრასბურგი არ ვართ ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რომელთა პოზიცია ნათლად დაფიქსირდა მილიონჯერ და სახელმწიფოს არ ვმართავთ, სამწუხაროდ;
2. მაკოს თქმის არ იყოს, საპატრიარქოს თითი არ დაუქნევია, საკუთარი პოზიცია გამოხატა და დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლია მიმართო საპატრიარქოს, სხვათაშორის. 24 სთ. ღიაა ყველასთვის, საპატრიარქოს მაგიერ ჩვენ ვერ გაგცემთ პასუხს;
3. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, მაგრამ მაინც ატარებ იმ რიტორიკას, რომ ქრისტიანები ცუდები ვართ, ცუდად გექცევით, ჩვენი საპატრიარქოც ცუდად იქცევა.... ბოდიში, მაგრამ რის მიღწევა გინდა? თავი დამნაშავედ იგრძნოს მთელმა ფორუმმა სხვის გამო? თანაგრძნობის და გვერდში დგომის გარდა (რაც გამოვხატეთ) რა შეგვიძლია ჩვენ? კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ქცევა ამაზრზენი და მიუღებელია, ამის იქით რა გავაკეთოთ? უკაცრავად, მგრამ სარწმუნოებას არ შევიცვლით, ამ პოსტების, ლინკების და პათეტიკის გამო!
4. იმედია, შენც მიხვდი, რამდენად შეურაცხყავი ჩემი და სხვების რელიგიური გრძნობები, როცა ჩვენი წმინდა წიგნი, ბიბლია მოიხსენიე აგდებით.
5. რაც შეეხება ძალადობას - ნუ მომაყოლებ დაწვრილებით, როგორ სცემეს ჩემი ქრისტიანი მეგობარი ბათუმში მუსლიმმა დედამთილმა და მეზობლებმა, იმიტომ რომ რწმენის შეცვლა არ უნდოდა. ძალადობა ახასიათებთ ადამიანებს სამწუხაროდ, მაგრამ ვინც ამას გმობს, ემიჯნება და წუხს, იმ ადამიანების დანახვაც უნდა შეგეძლოს!!!

გაითვალისწინე, რომ აქ არაფერი საწყენი არაა. უბრალოდ დავიღალე ერთი და იგივე თემის ტრიალით და ერთი და იმავეს წერით!
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name="mako" post="716828"]
თითის ქნევა ვერ დავინახე საპატრიარქოს პოზიციაში.
თვითონ ის ფაქტი ამაზრზენია და ის ხალხი ერთუჯრედიანი, ვინც ასეთი ღორული მეთოდებით მოქმედებს.
[/quote]
+1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს ფაქტი იმ ადამიანის გაუნათლებლობაზე მეტყველებს. სამწუხაროა რომ ესეთი ფაქტები ხდება მაგრამ ერთეულების მაგალითზე განზოგადება მგონი არაა სწორი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting