Sign in to follow this  
Followers 0

თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება

22 posts in this topic

YouTube-ზე შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა, სახელწოდებით: "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ", რომელიც შეიცავს მუქარას ISAF-ის ავღანეთის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ვიდეოში ნაჩვენებია დაღუპული ქართველი ჯარისკაცები და ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი მოელის თითოეულ ქართველს ავღანეთში და მათაც, ვინც ავღანეთის მიწაზე ისინი გაგზავნა. ვიდეო შეიცავს მუქარას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.

"ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილების და ცოლების დასახოცად. ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით იხოცებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!" - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც YouTube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელს, Hammad Zaman-ს ეკუთვნის. აღნიშნული ვიდეოს გარდა, მის გვერდზე კიდევ 5 ვიდეო დევს, სადაც თალიბანის წვრთნებია ასახული.

თითქმის 4-წუთიან ვიდეოში რამდენიმე ადგილზე ჩანს იმ ქართველი სამხედროების სახეები, სახელები და გვარები, რომლებიც ამჟამად სამხედრო სამსახურს გადიან ავღანურ მისიაში. ეთიკური მოსაზრებებით, მათი სახეები დავფარეთ.


[media]https://www.youtube.com/watch?v=Hdty6SFNSP8[/media]



დაიწყება ეხლა ტერაქტები ჩვენთანაც :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყოო.
იმედია, ჭორია :ს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დაგვაფრინდნენ რაა


ცოტა მეტი ყურადღება შ.ს.ს-ს მხრიდან და ვსო.

პატარა ქვეყნებში ვერ ქაჩავს ტერორიზმი, ეგ დიდმა ქვეყნაბმა იკითხო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"თალიბების" სახელით ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობის დადგენაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, საზოგადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს.
"მინდა, საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მაქსიმალურად მობილიზებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რომ დადგინდეს ამ ჩანაწერის წარმომავლობა - თუ ვინ განათავსა ინტერნეტში და ამის შემდეგ ჩვენ უფრო მეტი საფუძველი გვექნება ვისაუბრობთ, საიდან მოდის ის და რამდენად რეალურად არსებობს საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ამასთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელება "გარკვეულ პროვოკაციულ" ნიშნებს შეიცავდეს.
"მე შეიძლება, გარკვეულწილად, პროვოკაციულ ნიშნებსაც ვხედავდე. ვფიქრობ, პანიკას არ უნდა აყვეს საზოგადოება. მათი მიზანიც სწორედ ესაა, თუკი ასეთი ჯგუფები არსებობენ. მათი მიზანია პანიკის დათესვა, საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის ხელის შეშლაა, ამიტომ მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, ფრთხილად მოეკიდოს ამ თემას და სანამ გამოძიება არ დაადგენს სიმართლეს და დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება მოკლე ვადებში, ყველამ თავი შევიკავოთ პოლიტიკური ან ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც შეიძლება გახდეს საზოგადოებისთვის დამატებითი შეშფოთების საგანი", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ".
http://www.interpressnews.ge/ge/politika/242412-irakli-sesiashvili-qthalibebisq-sakhelith-gavrcelebuli-masalis-tsarmomavlobis-dadgenaze-intensiuri-mushaoba-mimdinareobs.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რუსული ხრიკი იქნება ჩემი აზრით.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დაგვერხა აბა
ესღა გვაკლდა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
:bb:


პ.ს. ისე კი მაგარი გაპროჭდა სიტუაცია მსოფლიოში.
მაგარი ყურადღება გვმართებს ქართველებს.

და ვის ხელში ვართ რო იკითხო, კაცი გალოთდები.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
III მსოფლიო ომი ფეხის მოკიდებას ცდილობს :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სპოილერში ვიგინები გოგოებმა არ ნახოთ!
[spoiler]თალიბანს მოუტყან დედის ტრაკიო და გათავდება ამიტ საქმე[/spoiler]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუ მაგათი დ@@@ შ@@@, 5 ქართველი დაიღუპაო დღესო :(( Edited by nodariko1991
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დაადასტურა თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტი...

6 დაღუპული, 9 დაშავებული, 1 ნანგრევებშია მოყოლილი და გამმომჰყავთ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ გვინდა რა ეგ ავღანეთი,წამოიყვანონ ბიჭები და სხვებს რაც უნდა ის უქნიათ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ცუდად დაემტხვა ამ ვიდეოს ეს ფაქტიც.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ყველა იმ ადამიანის [quote name='nodariko1991' post='708684']
დ@@@ შ@@@
[/quote]
ვინც დაგეგმა და განახორციელა ეს ტერაქტი. ჯარი გამოვიყვანოთ კი არა სულ მიწასთან უნდა გაასწორო იქაურობა!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='დინამო' post='708686']
თალიბების და ყველა იმ ადამიანის

გამოხმაურების ნახვაnodariko1991 said:
დ@@@ შ@@@

ვინც დაგეგმა და განახორციელა ეს ტერაქტი. ჯარი გამოვიყვანოთ კი არა სულ მიწასთან უნდა გაასწორო იქაურობა!

[/quote]
ეს ის პონტია, დაუპატიჟებლად მიხვიდე სხვის სახლში და მერე მათ გაწყვეტის სურვილი გკლავდეს.

არავისი ბრალი არაა ჩვენ გარდა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გაასწორო ერთია და მეორე ის რო,ჩვენ არაფერი გვესაქმება მანდ და სულ ტყუილად იღუპება ჩვენი ბიჭები სხვის ტერიტორიაზე სხვისი საქმისთვის,ჩვენ მხოლოდ გვიყენებენ და ეგაა,როდის უნდა შეიგნოს ეს ჩვენმა მთავრობებმა.

ჩვენ რო გვაქვს ისეთი დანაკარგი არც ერთ ქვეყანას არ აქვს,როდემდე უნდა იყოს ეგრე.?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ნუკრი' post='708688']
გაასწორო ერთია და მეორე ის რო,ჩვენ არაფერი გვესაქმება მანდ და სულ ტყუილად იღუპება ჩვენი ბიჭები სხვის ტერიტორიაზე სხვისი საქმისთვის,ჩვენ მხოლოდ გვიყენებენ და ეგაა,როდის უნდა შეიგნოს ეს ჩვენმა მთავრობებმა.
[/quote]
ეგენი ყველა დაქირავებული ხალხია. თავიანთი ნებაა თუ არ უნდათ არ წავლენ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='708684']
ცუდად დაემტხვა ამ ვიდეოს ეს ფაქტიც.

[/quote]
დამთხვევად ვერ ჩავთვლი მე ამას. იმუქრებოდნენ და აასრულეს :(

[quote name='sashka' post='708691']
ეგენი ყველა დაქირავებული ხალხია. თავიანთი ნებაა თუ არ უნდათ არ წავლენ
[/quote]
გარედან ჩანს მასე, მაგრამ ბევრს აიძულებდნენ. ახლა არ ვიცი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='708693']

View Postsashka said:
ეგენი ყველა დაქირავებული ხალხია. თავიანთი ნებაა თუ არ უნდათ არ წავლენ

გარედან ჩანს მასე, მაგრამ ბევრს აიძულებდნენ. ახლა არ ვიცი.

[/quote]
გარდა ამისა, ჩამორჩენილი ეკონომიკის ფონზე, იძულებული არიან ძალიან ბევრი ოჯახის სარჩენად სიცოცხლის რისკზე წავიდნენ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' timestamp='1370597331' post='708695']
გარდა ამისა, ჩამორჩენილი ეკონომიკის ფონზე, იძულებული არიან ძალიან ბევრი ოჯახის სარჩენად სიცოცხლის რისკზე წავიდნენ.
[/quote]
ეგ მართალია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='708693']
გარედან ჩანს მასე, მაგრამ ბევრს აიძულებდნენ. ახლა არ ვიცი.

[/quote]
იძულებით არავის აიძულებენ მაგრამ ბევრს უნდა წასვლა და მიდის კიდეც.

მაგრამ, რომც არ უნდოდეთ წასვლა მაშინ იქნებოდა ვალდებულება რო წასულიყო იქ. იმიტო რო სამწუხაროდ საქართველო ტერორიზმს ებრძვის. რა თQმა უნდა მოჩვენებით ტერორიზმს. არავითარი ტერორიზმი არ არსებობს. ჩემ ქვეყანაში ვიღაც რომ იქნება და იმის წინააღმდეგ ვბრძოლობ ეს არაა ტერორიზმი. უბრალოდ ამერიკის "ხათრით" ტერორიზმი ქვია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='sashka' post='708697']
იძულებით არავის აიძულებენ
[/quote]
ჩემი ახლობელი აიძულეს. არ გროვდებოდა ხალხი და ძმას დაგიჭერთო, გცემთო და სხვ. მშვიდობით ჩამოვიდა კიდევ კაი..
მარა უმეტესობა უფულობის გამო მიდის, თავისთავად.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0