Posted 26 Apr 2013 · Report post გამარჯობათ,მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ,სიცოცხლის მოყვარული და მინდა გითხრათ,რომ ძალიანაც ვაფასებ მას.თუმცა ბოლო 1 თვეა სიღრმისეულად ვცდილობ ჩავწვდე სიცოცხლის აზრს.ახლავე აგიხსნით რაშია საქმე.ჩემს მეზობლად მცხოვრებ ქალს,მეზობელი ქვეყნიდან დეპორტირებული,ნაციხარ,ნამამაძაღლარი,ნარკომანი და ყველანაირ "ნა"–ზე გადავლილი ძმა ჩამოუვიდა,რომელიც დაახლოებით 20 წელი იყო გადახვეწილი საქათველოდან.რა თქმა უნდა,როცა მეზობლის სახლს (თან არაერთს "გატეხავ") იძულებული ხდები ქვეყნიდან მოკურცხლო.მოკლედ ამ 20 წლის მანძილზე მას ბევრი ჭირი და ჭირი გამოუვლია და ბოლოს ისევ სამშობლოს მოაშურა,რადგან აღმოჩნდა,რომ ლხინი საზღვრებს გარეთ მისთვის მიუღწეველი იყო.ხოდა ჩამოვიდა,.. უბანში ერთი დღე სიმშვიდე იყო,მეორე დღესაც სიმშვიდე იყო და მესამე დღესაც,..მაგრამ მოულოდნელად,სად იყო და სად არა,მისი სახლი გაივსო ნაცნობ–მეგობრებით.თავიდან ჩვეულებრივი ამბავი მეგონა,ვიფიქრე ამდენი წლის უნახავ მეგობარს აკითხავენ ბიჭები,ბოლოს და ბოლოს ერთად არიან გაზრდილები მეთქი,მაგრამ მომდევნო დღეებში რომ ერთი და იგივე სახეები დღეში რამდენჯერმე სტუმრობდნენ,მაშინ დავეჭვდი,..და რა აღმოჩნდა? თურმე ნუ იტყვით და ჩემს უძველეს უბანში 10 მამრობითი სქესის წარმომადგენლიდან 8 ნარკომანი ყოფილა.მართალია ფინანსურად ყველა საკამაოდ კარგად გრძნობს თავს,მაგრამ რატომღაც ყველა დილის 9 საათიდან დეზომორფინს,ე.წ კრაკადილს იკეთებს.ეს ყველაფერი მთელი დღის მანძილზე გრძელდება.დაახლოებით 3–4 ჯერ იკეთებენ დღეში და რაც ყველაზე მთავარია,სტავკა 15 ლარი აქვთ,ვინც არ იხდის,ის ვერც იჩხერს.თან ეშინიათ ცოლებმა და მშობლებმა არ გაუგონ და გალეწილ კაიფში რომ მიდიან სახლში,ნუთუ მათი ოჯახის წევრები ვერაფერს ატყობენ? ბენზინი მეტად პოპულარულია ჩემს უბანში.სხვები თუ 5ლიტრიანებით ჩამოსასხმელ ლუდს მიიტანენ ბირჟაზე,ესენი ისეთივე 5ლიტრიანით ჩამოსასხელი ბენზინით მოძრაობენ.და მე მაქვს კითხვა,სად არის ამ დროს პოლიცია,სად არის უბნის ინსპექტორი,რატომ სძინავს განყოფილებას,რომელსაც ეს ყველაფერი უნდა სცოდნოდა აქამდე.მაგრამ რა მერე,მათ იციან ყველაფერი,რეაგირება კი არსაიდან სჩანს.ხალხო,რომ იცოდეთ ახალგაზრდა კაცები ზეზეულად ლპებიან,სახეზე მიცვალებულის ფერი ადევთ,სახეზე საშინელი წყლულებივით გამონაყარი აქვთ.თვალები კი ისეთ მდგომარეობაში აქვთ რომ არ შემიძლია მათი აღწერა.ალბათ ამიტომაც ყოველთვის სათვალით დადიან. ხალხო,მე მინდა სიცოცხლე,ჩვენ,ჯანმრთელ ხალხს გვინდა სიცოცხლე,ჩვენ შვილები გვეზრდება და არ გვინდა ეს მომაკვდავი ნარკომანები ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ.ისინი ავადმყოფები კი არა,დამნაშავეები არიან,მათ ბევრი ახალგაზრდა დააყენეს სიკვდილის გზაზე ჩვენს უბანში.სიცოცხლისთვის კი აღარავინ იბრძვის. 1 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 26 Apr 2013 · Report post www.police.ge 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 26 Apr 2013 · Report post [quote name='ikushkebi25' post='706949'] .ისინი ავადმყოფები კი არა,დამნაშავეები არიან,მათ ბევრი ახალგაზრდა დააყენეს სიკვდილის გზაზე [/quote] გეთანხმები 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 26 Apr 2013 · Report post [quote name='Serafit' post='706950'] www.police.ge [/quote] აი, გირჩიათ ადამიანმა. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 26 Apr 2013 · Report post ნარკომანია ავადმყოფობა თუ დანაშაული ამ თემაზე მაქვს დებატები 18 ში 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 26 Apr 2013 · Report post [b][member="nakani"][/b], დანაშაულია, როცა სხვას ჩაითრევ მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ საქმიანობაში. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 26 Apr 2013 · Report post როცა სხვას ჩაითრევ, რა თქმა უნდა დანაშაულია, მაგრამ როცა თავად ვეღარ ანებებ თავს, უკვე ავადმყოფობაა. ორივე ერთმანეთის მეგობარია, ავადმყოფობაც და დანაშაულიც... ამ კონკრეტულ შემთხვევაში. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 26 Apr 2013 · Report post [quote name='Cappuccino' post='706959'] მაგრამ როცა თავად ვეღარ ანებებ თავს, უკვე ავადმყოფობაა [/quote] გამორიცხულია ნარკომანმა მხოლოდ საკუთარი სახსრებით შეძლოს "წამლის" ყიდვა,ის აუცილებლად დააზარალებს ოჯახს და ახლობლებს,შეიძლება საკუთარი შვილი მშიერი დატოვოს თავისი "ლომკის" გამო,ასე რომ ყველა ნარკომანი დამნაშავეა 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 26 Apr 2013 · Report post [quote]ასე რომ ყველა ნარკომანი დამნაშავეა [/quote] პოტენციური, მე ვიტყოდი. ყველას შემთხვევაში არის თეორიული საფრთხე, რომ წამალი ჩაითრევს და გააუბედურებს მის ოჯახს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თავადვე ხვდებიან, რომ თავი უნდა დააღწიონ, თორემ ოჯახს დაღუპავენ (საკუთარ თავზე თუ ფიქრობენ, არ ვიცი). ან ოჯახები ფიქრობენ, რომ დაეხმარონ მას ამ პრობლემის დაძლევაში. შვილების და ცოლების მშიერი დატოვება მართლა რეალური პრობლემაა. თუმცა, არსებობს თეორიული შანსი რიგ შემთხვევებში, გადარჩენისა. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 27 Apr 2013 · Report post [quote name='ikushkebi25' timestamp='1366975896' post='706949'] გამარჯობათ,მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ,სიცოცხლის მოყვარული და მინდა გითხრათ,რომ ძალიანაც ვაფასებ მას.თუმცა ბოლო 1 თვეა სიღრმისეულად ვცდილობ ჩავწვდე სიცოცხლის აზრს.ახლავე აგიხსნით რაშია საქმე.ჩემს მეზობლად მცხოვრებ ქალს,მეზობელი ქვეყნიდან დეპორტირებული,ნაციხარ,ნამამაძაღლარი,ნარკომანი და ყველანაირ "ნა"–ზე გადავლილი ძმა ჩამოუვიდა,რომელიც დაახლოებით 20 წელი იყო გადახვეწილი საქათველოდან.რა თქმა უნდა,როცა მეზობლის სახლს (თან არაერთს "გატეხავ") იძულებული ხდები ქვეყნიდან მოკურცხლო.მოკლედ ამ 20 წლის მანძილზე მას ბევრი ჭირი და ჭირი გამოუვლია და ბოლოს ისევ სამშობლოს მოაშურა,რადგან აღმოჩნდა,რომ ლხინი საზღვრებს გარეთ მისთვის მიუღწეველი იყო.ხოდა ჩამოვიდა,.. უბანში ერთი დღე სიმშვიდე იყო,მეორე დღესაც სიმშვიდე იყო და მესამე დღესაც,..მაგრამ მოულოდნელად,სად იყო და სად არა,მისი სახლი გაივსო ნაცნობ–მეგობრებით.თავიდან ჩვეულებრივი ამბავი მეგონა,ვიფიქრე ამდენი წლის უნახავ მეგობარს აკითხავენ ბიჭები,ბოლოს და ბოლოს ერთად არიან გაზრდილები მეთქი,მაგრამ მომდევნო დღეებში რომ ერთი და იგივე სახეები დღეში რამდენჯერმე სტუმრობდნენ,მაშინ დავეჭვდი,..და რა აღმოჩნდა? თურმე ნუ იტყვით და ჩემს უძველეს უბანში 10 მამრობითი სქესის წარმომადგენლიდან 8 ნარკომანი ყოფილა.მართალია ფინანსურად ყველა საკამაოდ კარგად გრძნობს თავს,მაგრამ რატომღაც ყველა დილის 9 საათიდან დეზომორფინს,ე.წ კრაკადილს იკეთებს.ეს ყველაფერი მთელი დღის მანძილზე გრძელდება.დაახლოებით 3–4 ჯერ იკეთებენ დღეში და რაც ყველაზე მთავარია,სტავკა 15 ლარი აქვთ,ვინც არ იხდის,ის ვერც იჩხერს.თან ეშინიათ ცოლებმა და მშობლებმა არ გაუგონ და გალეწილ კაიფში რომ მიდიან სახლში,ნუთუ მათი ოჯახის წევრები ვერაფერს ატყობენ? ბენზინი მეტად პოპულარულია ჩემს უბანში.სხვები თუ 5ლიტრიანებით ჩამოსასხმელ ლუდს მიიტანენ ბირჟაზე,ესენი ისეთივე 5ლიტრიანით ჩამოსასხელი ბენზინით მოძრაობენ.და მე მაქვს კითხვა,სად არის ამ დროს პოლიცია,სად არის უბნის ინსპექტორი,რატომ სძინავს განყოფილებას,რომელსაც ეს ყველაფერი უნდა სცოდნოდა აქამდე.მაგრამ რა მერე,მათ იციან ყველაფერი,რეაგირება კი არსაიდან სჩანს.ხალხო,რომ იცოდეთ ახალგაზრდა კაცები ზეზეულად ლპებიან,სახეზე მიცვალებულის ფერი ადევთ,სახეზე საშინელი წყლულებივით გამონაყარი აქვთ.თვალები კი ისეთ მდგომარეობაში აქვთ რომ არ შემიძლია მათი აღწერა.ალბათ ამიტომაც ყოველთვის სათვალით დადიან. ხალხო,მე მინდა სიცოცხლე,ჩვენ,ჯანმრთელ ხალხს გვინდა სიცოცხლე,ჩვენ შვილები გვეზრდება და არ გვინდა ეს მომაკვდავი ნარკომანები ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ.ისინი ავადმყოფები კი არა,დამნაშავეები არიან,მათ ბევრი ახალგაზრდა დააყენეს სიკვდილის გზაზე ჩვენს უბანში.სიცოცხლისთვის კი აღარავინ იბრძვის. [/quote] 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 27 Apr 2013 · Report post axla davrwmundi,rom narkomanebi martla damnashaveebi arian da ara avadmyofebi. 1 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 27 Apr 2013 · Report post მე პირველად გავხდი ასეთი შემზარავი ფაქტის მოწმე.რომ იცოდეთ ხალხო რა საშინელებაა,როცა უყურებ,თუ როგორი მონდომებით ეკიდებიან ამ საქმეს.ისეთი სერიოზული სახეებით დადიან,გეგონება ქვეყნის გადარჩენის გზებზე სადისკუსიოთ იკრიბებიანო.დღეს ჩვეულებისამებრ დილის 9 საათზე დაიწყეს დინება.დაახლოებით 1 საათში ქუჩაში გამოვიდნენ ერთ–ერთის მანქანას პრობლემა შეექმნა,როგორც აღმოჩნდა,სიგარეტი უნდოდათ,ფული კი მხოლოდ 25 ლარი ჰქონდათ,ხოდა ერთმა თქვა,წავალ სიგარეტს ვიყიდიო და მეორემ მაშინვე დაასტოპა,არა ბიჭო იმ 25 ლარის მოკლებას მირჩევნია წავიდე და სიგარეტი ვივალოო.ცოტა ხნის წინ კი ისეთ გალეწილ კაიფში იყვნენ,რომ ერთმა მათგანმა ეზოდან გასასვლელს ვერ მიაგნო,ისეთი სახე ჰქონდა,მეგონა ახლა მოკვდება თქო,მაგრამ ძმაკაცებმა უშველეს და წაიყვანეს.ახლა ამ საზიზღარი ნარკოტიკის გაჩხერვასთან ერთად კიდევ ერთი მიზანი აქვთ,რაც შეიძლება მეტი ახალი პადელნიკი მოიზიდონ სასტავში,ოღონდ ისეთი,ფული რომ ჰქონდეს და სტავკა უპრობლემოდ შეავსოს. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 27 Apr 2013 · Report post [b][member="ikushkebi25"][/b], ჩვენ რომ გვიყვები ამ ამბებს, რით დაგეხმაროთ? არც სარეაბილიტაციო ცენტრი ვართ და არც პოლიციის განყოფილება. მიგითითეს ლინკზე, სადაც შენი ინფორმაცია შეგიძლია მიწერო და პრობლემას მიხედავენ. [quote name='Serafit' post='706950'] www.police.ge [/quote] აი, კიდევ ერთხელ, თუ პირველი პოსტი ვერ ნახე. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 27 Apr 2013 · Report post კიდევ https://www.facebook.com/miaofgeo?fref=ts 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 28 Apr 2013 · Report post დაიკიდე. ვისაც უნდა სიცოცხლე იცოცხლოს და ვისაც არა და მოიკლას. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites