Sign in to follow this  
Followers 0

საქართველოში 1 მილიონი ადამიანი ღარიბია და 440 ათასი ადამიანი უკიდურესად ღარიბი

13 posts in this topic

[color="#FF0000"][b]ამ დღეებში თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ- მარიოტში სიღარიბის შესახებ კონფერენცია გაიმართა, ჯანდაცვის სამინისტროს, ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) , გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მონაწილეობით.[/b][/color]

[b]კონფერენციას სახელწოდებით ”სიღარიბე საქართველოში - თავისებურებები, გამომწვევი მიზეზები და რეაგირება” წამყვანი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ქეა მასპინძლობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქეას მოღვაწეობა მთელ მსოფლიოში სიღარიბის დაძლევაზეა ორიენტირებული, საქართველოში ქეა 18 წელი მოქმედებს და სოციალურად და ეკონომიურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება.

ქეას პროგრამების მენეჯერის გიორგი ღლონტის თქმით,განსხვავებით წინა წლებისგან, როცა ხანდაზმული, საარსებო წყაროს არმქონე, მაგრამ ტელევიზორის და მაცივრის მფლობელი ადამიანები ღარიბთა კატეგორიაში ვერ ხვდებოდნენ და შესაბამისად დახმარებასაც ვერ ღებულობდნენ, ახლა ეს კრიტერიუმები შეიცვალა..

"ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის, შესამჩნევი ეკონომიკური განვითარების მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სიღარიბეში ცხოვრობს, ყველაზე მეტად ზარალდებიან ბავშვები, ბავშვთა მეოთხედზე მეტი ცხოვრობს სიღარიბეში"- აღნიშნა კონფერენციაზე გაეროს ბაშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში როლანდ მონაშმა.

რამდენი ღარიბია საქართველოში? სიღარიბის გამომწვევ მიზეზებზე ფონდის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ანალიზის პროექტის ოფიცერი დიმიტრი გუგუშვილი ამბობს :

"რაც შეეხება ღარიბთა რაოდენობას, ეს რაოდენობა დამოკიდებულია,თუ რომელ ზღვარს გამოვიყენებთ. იმ ზღვრის მიხედვით, რომელსაც საქართველოს მთავრობა იყენებს, ეს არის დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი. უკიდურეს სიღარიბეში UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე არის მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ი, ანუ დაახლოებით 440 ათასი ადამიანი. რაც შეეხება მიზეზებს, მიზეზები ძალიან ბევრია. ერთ-ერთი არის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩართულია სოფლის მეურნეობაში, რომელიც ძალიან დაბალპროდუქტიულია. მოსახლეობის 53 %-ი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობაშია ჩართული. მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გასაღება საკმაოდ რთულია, თვითონ პროდუქტიოლობა არის ძალიან დაბალი. გარდა ამისა, არის დასაქმების პრობლემა ქალაქად.

ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 17 %-ი სამუშაო ძალის არის დაუსაქმებელი. ეს არის ძირითადი ფაქტორები[/b]

http://www.amerikiskhma.com/content/article--1------440------96756439/530029.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='706471']
დაახლოებით 17 %-ი სამუშაო ძალის არის დაუსაქმებელი
[/quote]
მგონი უფრო მაღალი პროცენტია... :|
განსაკუთრებით რაიონებში.

[quote name='Serafit' post='706471']
ბავშვთა მეოთხედზე მეტი ცხოვრობს სიღარიბეში
[/quote]
ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია ქვეყნისთვის.
ბავშვები იხდიან სასჯელს ფაქტიურად, არაფრის გამო.

[quote name='Serafit' post='706471']
ქეას პროგრამების მენეჯერის გიორგი ღლონტის თქმით,განსხვავებით წინა წლებისგან, როცა ხანდაზმული, საარსებო წყაროს არმქონე, მაგრამ ტელევიზორის და მაცივრის მფლობელი ადამიანები ღარიბთა კატეგორიაში ვერ ხვდებოდნენ და შესაბამისად დახმარებასაც ვერ ღებულობდნენ, ახლა ეს კრიტერიუმები შეიცვალა..
[/quote]
ჰალილუია! როგორც იქნა მიხვდნენ რომ რაღაც ისე არ იყო...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აბა მიშიკოს აზრით ქვეყანაში სიღარიბე სადაცაა გაქრებაო რო ამბობდა რა,,, ტყუილი იყო,,?

არადა მოსახლეობის 70% დასაქმებული არისო,,,

და კიდევ ჯერათ რაღაც ნაწილს მიშიკოსი...
ვუახ ჩემი...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხაზგასმული მაქვს ამიტომ usaid და unicef, რომ არ დაიწყონ ჭორიაო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
18 წელი რომ მოქმედებს Care საქართველოში, კონკრეტულად რას აკეთებს, რა მოაგვარა, ვის დაეხმარა?

ყველა თუ არა, უმეტესი საერთაშორისო ორგანიზაციები თავადვე არიან ხელშემწყობი (ხან პირდაპირ, ხან ირიბად, ზოგი სულ პირდაპირ და ზოგიც ირიბად) მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დონის შენარჩუნებისა.

ირიბად იმდენად, რომ ფულს აძლევენ ადგილობრივ ორგანიზაციებს და მერე ანგარიშს აღარ მოჰკითხავენ. მთავარია, თავიანთ ლეგიტიმურობას ამყარებენ ამით, რომ აი, ამ პროექტებს ვაფინანსებთო და სულ ფეხებზე ჰკიდიათ, ის პროექტები რეალობასთან ახლო არის თუ არა და საერთოდ დაიწყო თუ არა მათი სისრულეში მოყვანა.

პირდაპირ იმდენად, რომ დასავლეთს ძალიან კომფორტული როლი აქვს მორგებული: ჰუმანიტარი, განმავითარებელი, დამხმარე, დედა ტერეზა, ბლა-ბლა-ბლა...
ბიზნესებიდან შესდით ფული, რომელსაც განვითარებადი ქვეყნების ბიზნესებში ქაჩავენ და მცირე ჯგუფებს ახეირებენ. ამით მუდამ აქვთ საქმე, არ ელევათ, მოსახლეობა ისევ ისეთი ღარიბ-ღატაკია, როგორიც მანამდე იყო, მათ გამოჩენამდე. ეს რამდენიმე რგოლი კი წრეს ჰკრავს და ტრიალებენ ბედნიერად ერთმანეთში. ხელს ჰბანენ ერთმანეთს.

ვერავითარი ქეა და იუნისეფი და იუესაიდი ვერ გვიშველის.

საჭიროა, ქვეყანაში ადგილობრივი მრეწველობა, წარმოება, მეურნეობა განვითარდეს. აუცილებელია, შრომის კოდექსი ადამიანებს იცავდეს და არა კონცერნებს. აუცილებელია, სოციალური სამართლიანობა არსებობდეს. და ჩვენს თავს ჩვენვე ვუშველით.

თორემ აგერ, 50 წელზე მეტია, აფრიკას ცალი ხელით ფულს ატენიან ვითომ განვითარების პროგრამებით და მეორე ხელით, რომელსაც ასი მტევანი აქვს გამობმული, ძარცვავენ მთელს კონტინენტს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='706522']
პირდაპირ იმდენად, რომ დასავლეთს ძალიან კომფორტული როლი აქვს მორგებული: ჰუმანიტარი, განმავითარებელი, დამხმარე, დედა ტერეზა, ბლა-ბლა-ბლა...
[/quote]
:yes:

ოღონდ ჯერ ანადგურებენ ამ ქვეყნებს.
ყველაფერი გააკეთა, ევროპამაც, ა.შ.შ.-მაც და რა თქმა უნდა, რუსეთმაც, რომ ამ დღეში ჩავვარდნილიყავით..

[quote name='mako' post='706522']
საჭიროა, ქვეყანაში ადგილობრივი მრეწველობა, წარმოება, მეურნეობა განვითარდეს. აუცილებელია, შრომის კოდექსი ადამიანებს იცავდეს და არა კონცერნებს. აუცილებელია, სოციალური სამართლიანობა არსებობდეს. და ჩვენს თავს ჩვენვე ვუშველით.

თორემ აგერ, 50 წელზე მეტია, აფრიკას ცალი ხელით ფულს ატენიან ვითომ განვითარების პროგრამებით და მეორე ხელით, რომელსაც ასი მტევანი აქვს გამობმული, ძარცვავენ მთელს კონტინენტს.
[/quote]
+1111111111111111111
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხალხი რაიონებში საშინელ მდგომარეობაშია,შრომობენ ბატონო მაგრამ რა?არ გაუმართლა მოსავალმა და დარჩა მშიერი.იქაც ყველაფერს თანხა უნდა ჰაერით არაა.ისეთ ხალხს მოუხსნეს დახმარება გაკვირვებული ვარ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='salinasi' post='709377']
ხალხი რაიონებში საშინელ მდგომარეობაშია,შრომობენ ბატონო მაგრამ რა?არ გაუმართლა მოსავალმა და დარჩა მშიერი.იქაც ყველაფერს თანხა უნდა ჰაერით არაა.ისეთ ხალხს მოუხსნეს დახმარება გაკვირვებული ვარ.
[/quote]
+1111111111111111111111111111
მართალი ხარ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='salinasi' timestamp='1372672935' post='709377']
ხალხი რაიონებში საშინელ მდგომარეობაშია,შრომობენ ბატონო მაგრამ რა?არ გაუმართლა მოსავალმა და დარჩა მშიერი.იქაც ყველაფერს თანხა უნდა ჰაერით არაა.ისეთ ხალხს მოუხსნეს დახმარება გაკვირვებული ვარ.
[/quote]
გეთანხმებით,მართალი ხართ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ფილმშია ,,უძინართა მზე''-ში ,,ეს რა ჭირი გვჭირს ტო?/''მართლაც რა გვჭირს,სული ვერ ამოითქვა ქვეყანამ.დავემგავნეთ გადაგვარებულ,ყოფილ ერს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='salinasi' timestamp='1372932808' post='709434']
ფილმშია ,,უძინართა მზე''-ში ,,ეს რა ჭირი გვჭირს ტო?/''მართლაც რა გვჭირს,სული ვერ ამოითქვა ქვეყანამ.დავემგავნეთ გადაგვარებულ,ყოფილ ერს.
[/quote]
სანამ მიშასნაირები გვეყოლება,ამაზე უარესად ვიქნებით
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ნუკრი' timestamp='1372973244' post='709449']
სანამ მიშასნაირები გვეყოლება,ამაზე უარესად ვიქნებით
[/quote]
მარე რას უზიან და ბჭობენ,მოაშორონ აქედან.ამდენი დანაშაულიო,დამნაშავეა,მიუსაჯე და მორჩა.აღარ უნდა ლაი-ლაი.დამნაშავე გვიზის პრეზიდენტად?მაგარია.,,ვაი ბედკრულო საქართველო საით მიექანები.''
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვაა მეტი არაა? მე მეტი მეგონა.

იმედია გაიზრდება კიდე გაჭირვებულების და უკიდურესად გაჭირვებულების რიცხვი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0